1971 წლის 14 ოქტომბერს, სვეტიცხოვლობას, მცხეთის საპატრიარქო ტაძარში, ცხუმ-აფხაზეთის მაშინდელმა მიტროპოლიტმა ილიამ (შიოლაშვილი) დიაკვნად აკურთხა, ხოლო იმავე წლის 4 დეკემბერს, სოხუმის ხარების საკათედრო ტაძარში მღვდლად დაასხა ხელი.
მსახურების ადგილები:
1971-1972 წწ - სოხუმის ხარების საკათედრო ტაძარი
1972-1973 წწ - თბილისის წმინდა ალექსანდრე ნეველის ტაძრის მღვდელმსახური
1973 -1979 წწ -თბილისის სიონის საპატრიარქო ტაძრის მღვდელმსახური
1979 -1981 წწ - თბილისის წმინდა ბარბარეს ტაძრის წინამძღვარი
1981/20 /01 – 1981 /09/11 წ - ქაშვეთის წმინდა გიორგის ტაძრის მღვდელმსახური
1981- 1984 წწ - დიდუბის ყოვლადწმინდა ღმრთისმშობლის ტაძრის მღვდელმსახური
1984/26/03 -1984/18/12 წ - თბილისის ყოვლადწმინდა სამების ტაძრის წინამძღვარი
1984 – 1989 წწ -თბილისის იოანე ღმრთისმეტყველის ტაძრის წინამძღვარი
1989- 2001 წწ - ცაიშის ყოვლადწმინდა ღმრთისმშობლის მიძინების საკათედრო ტაძრის წინამძღვარი
ჯილდოები:
1974 წლის 19 იანვარს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, დავით V-მ დააჯილდოვა დეკანოზის წოდებით
1977 წლის 3 თებერვალს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, დავით V-მ დააჯილდოვა წმინდა გიორგის I ხარისხის ორდენით
1978 წლის 4 დეკემბერს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია II-მ, უბოძა მიტრის ტარების უფლება.
1983 წლის 21 სექტემბერს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია II-მ, ეკლესიაში ერთგული მსახურებისათვის დააჯილდოვა მეორე გამშვენებული ჯვრის ტარების უფლებით.
1982 წლიდან იყო თბილისის სიონის, ქაშვეთის წმინდა გიორგისა და ყოვლადწმინდა სამების ტაძრების მთავარხუცესი
1998 წელს, ზუგდიდისა და ცაიშის ეპისკოპოსმა გერასიმემ, დეკანოზი ამირან შენგელია დაადგინა ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიის მოძღვართმოძღვრად.
დეკანოზი ამირან შენგელია, გახლდათ საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის მე-XII ადგილობრივი კრების სამდივნო კომისიის თავმჯდომარე. აღნიშნულ კრებაზე, თბილისის სიონის საპატრიარქო ტაძარში, 1977 წლის 23 დეკემბერს, ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი ილია, ერთხმად აირჩიეს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად.
დეკანოზი ამირან შენგელია, ათეისტური რეჟიმისა და მორწმუნეთა დევნის პირობებში, სამი ათეული წელი ერთგულად ემსახურა წმინდა ეკლესიას. იგი 2001 წლის 20 ნოემბერს, ჯერ მხოლოდ შუა ხნის ასაკს მიღწეული, 56 წლის ასაკში, გარდაცვლილი მოყვასისთვის ანდერძის ასაგებად მიმავალი, გზად აღესრულა.
დაკრძალულია ცაიშის საკათედრო ტაძრის სამხრეთ კარიბჭესთან.
მოძღვართმოძღვარი დეკანოზი ამირან შენგელია
თვალსაჩინო ღმრთისმსახური, კეთილშობილი პიროვნება _ დეკანოზი
ამირან შენგელია დაიბადა 1945 წლის 26 მაისს ჩხოროწყუში, აკაკი ივანეს ძე
შენგელიასა და ეთერი ესტატეს ასულ დავითაშვილის მართლმორწმუნე ოჯახში.
1969-72 წლებში იგი სწავლობდა მცხეთის სასულიერო სემინარიაში.
1972 წელს ჩაირიცხა და 1978 წელს დაამთავრა მოსკოვის ზაგორსკის სასულიერო
აკადემიის დაუსწრებელი განყოფილების სრული კურსი.
მცხეთის სასულიერო სემინარიაში სწავლისას, სემინარიის პედკოლექტივის თხოვნით, სრულიად საქართველოს
კათოლიკოს-პატრიარქის ეფრემ II-ის კურთხევით ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა ილიამ (სემინარიის რექტორი)
ამირან შენგელია სოხუმში 1971 წლის 14 ოქტომბერს აკურთხა დიაკვნად, ხოლო იმავე წლის 4 დეკემბერს, ყოვლადწმინდა
ღმრთისმშობლის ტაძრად მიყვანების დღესასწაულზე, მცხეთის სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძარში ხელი დაასხა მღვდლად.
მამა ამირანი 1972 წლიდან მოღვაწეობდა თბილისის წმ. ალექსანდრე ნეველის, სიონის საპატრიარქოსა და თბილისის
სხვადასხვა ტაძარში წინამძღვრად.
დეკანოზი ამირანი მონაწილეობდა თბილისის საპატრიარქო ტაძარში 1977 წლის 23 დეკემბერს გამართულ საქართველოს
სამოციქულო ეკლესიის XII ადგილობრივი კრების მუშაობაში, სადაც მიტროპოლიტი ილია ერთხმად აირჩიეს
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად. ამ საეკლესიო კრების მდივანი იყო მამა ამირანი.
გვ275
მამა ამირანმა 1988 წელს გახსნა ცაიშის ყოვლადწმინდა ღმრთისმშობლის მიძინების ტაძარი. მაშინ იგი თბილისიდან
ზუგდიდში ჩამოვიდა, რათა აქ ემსახურა. მედავითნეობა და მგალობლობაც თვითონ იტვირთა. ტაძარში აღდგა წირვალოცვა.
დეკანოზი ამირანი ასევე აქტიურად მონაწილეობდა მიტოვებული ეკლესიების აღდგენა-განახლებაში მცხეთათბილისის, ჭყონდიდის, ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიებში.
პარაკლისებს იხდიდა ოსინდალეს წმ. გიორგის, ნაკიანის მაცხოვრის, თამაკონის მაცხოვრის ამაღლების, ნაკიანის ლეახალეს წმ. გიორგის ეკლესიებში.
უწმინდესმა და უნეტარესმა, საქართველოს კათოლიკოსპატრიარქმა ილია II-მ სასულიერო პირებთან ერთად 1989 წლის სექტემბერში მოინახულა და
დალოცა სამეგრელოს რაიონები, ქალაქები. ყველგან უამრავი ხალხი ხვდებოდათ, პატრიარქს თან ახლდა დეკანოზი ამირანი.
1992 წლის ზამთრის ერთ საღამოს ცაიშში დეკანოზ ამირანის ოჯახს შეიარაღებული ყაჩაღები დაესხნენ თავს. სასტიკად აწამეს, დანით შვიდი ღრმა ჭრილობა მიაყენეს, წაიღეს
დეკანოზის მკერდის ჯვარი და პატარა ჯვრები. ამ თავდასხმიდან ორი წლის შემდეგ ტაძარში შემოსულმა ერთმა ახალგაზრდამ მთელი არსებით მიმართა მამა ამირანს,
_ მიშველე, გადამარჩინეო. _ მამაომ ჰკითხა, _ რა მოხდა, რა გაგჭირვებიაო. _ მამაო, მე ერთ-ერთი მათგანი ვარ, იმ ღამეს რომ
დაგაყაჩაღეთ. იმათგან ორი ცოცხალი არ არის, მეც მეშინია. მამაო, შემინდე და რამენაირად მიშველეო. _ შეშფოთებულ
ახალგაზრდას მამა ამირანი ხელებგაშლილი შეეგება, _ შვილო, ნუ გეშინია, ღმერთმა გაპატიოს და შეგინდოსო, _ ამ სიტყვებით გულში ჩაიკრა და მოეფერა,
პარაკლისი გადაუხადა და დალოცა. შენდობის სათხოვნელად მოსულმა პიროვნებამ მამა ამირანს ყაჩაღური თავდასხმისას წაღებული დეკანოზის ჯვარი დაუბრუნა.
მამა ამირანი, რომელიც მაშინ ცაიშის ყოვლადწმინდა ღმრთისმშობლის მიძინების საკათედრო ტაძრის
წინამძღვარი იყო, ცაიშიდან ზუგდიდში ველოსიპედით იწყებს სიარულს, წირვა-ლოცვებს ატარებს ვლაქერნის ყოვლა-
გვ276
დწმინდა ღმრთისმშობლის ხატის საკათედრო და ზუგდიდის კვირაცხოვლობის ტაძრებში.
1993 წლის 14 ოქტომბერს ზუგდიდის ვლაქერნის ყოვლადწმინდა ღმრთისმშობლის ხატის საკათედრო ტაძარში წირვა
აღავლინა დეკანოზმა ამირანმა. წირვაზე, თანმხლებ პირებთან ერთად, იმყოფებოდა საქართველოს პირველი პრეზიდენტი ზვიად გამსახურდია, რომელიც ამ წირვაზე ეზიარა.
მამა ამირანმა პირველი ღვთისმსახურება კომუნისტური ხელისუფლების მიერ XX ს-ის 20-იან წლებში დაკეტილ ზუგდიდის წმ. გიორგის ტაძარში აღავლინა.
იგი ღვთისმსახურებას პერიოდულად ასრულებდა ყულიშკარის წმ. გიორგის ტაძარშიც. მამა ამირანი ეწეოდა ნაყოფიერ პედაგოგიურსა და
ჟურნალისტურ მოღვაწეობას.
1977-1978 წლებში მცხეთის სასულიერო სემინარიაში ასწავლიდა ღვთისმეტყველებას.
დეკანოზი ამირანი არის რედაქტორ-გამომცემელი წიგნის ,,ცაიშის საკათედრო ტაძარი'' (2001) და 2002 წელს გამოიცა
მის მიერ შედგენილი ,,საღმრთო ისტორია'' (ძველი აღთქმა).
საქართველოს სამოციქულო ეკლესიაში ერთგული და ნაყოფიერი მსახურებისათვის მას სხვადასხვა დროს მიღებული
ჰქონდა უმაღლესი ხარისხის ჯილდოები.
1998 წლის იანვარში ზუგდიდისა და ცაიშის ეპისკოპოსმა გერასიმემ (შარაშენიძე), კრებულთან შეთანხმებით, დეკანოზი
ამირანი დაადგინა ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიის მთავარხუცესად (მოძღვართმოძღვარი).
მამა ამირანი ღვთისმსახურის ხარისხში სამ ათეულ წელიწადზე მეტი ერთგულად ემსახურა დედა ეკლესიას. იყო კარგი
მეოჯახე. მას ყოველთვის მხარში ედგა ფოფოდია ნაზი გოგიშვილი და ქალიშვილი ირინა შენგელია.
დეკანოზი ამირანი 2001 წლის 20 ნოემბერს, ჯერ მხოლოდ შუა ხნის ასაკს მიღწეული, გარდაცვლილი მოყვასისათვის
წესის ასაგებად მიმავალი აღესრულა. დაკრძალულია ცაიშის ტაძრის სამხრეთ კარიბჭესთან.