სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 10641

მთავარი იუბილარი/ ხსენება

მეცნიერება/ხელოვნება/მედიცინა
მწერალი/პოეტი
სენაკის მაზრა, ფბ ჯგუფი, უნიკალური მასალა ავტ. ბადრი შოთას ძე ხურცილავა სენაკის მაზრა, ფბ ჯგუფი, უნიკალური მასალა ავტ. ბადრი შოთას ძე ხურცილავა
ბმულის კოპირება

მწერალი/პოეტი

გვარი ხურცილავა სია

სენაკი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

248       ბეჭდვა

სენაკის მაზრა, ფბ ჯგუფი, უნიკალური მასალა ავტ. ბადრი შოთას ძე ხურცილავა

გამოყენებულია ფეისბუქ ჯგუფი სენაკის მაზრა ბატონი ბადრი შოთას ძე ხურცილავას მიერ შეტანილი მასალა

ბადრი შოთას ძე ხურცილავა დაიბადა 29 აპრილი 1960 წელს სენაკში (ცხაკაია). შემდგომ ცხოვრობს თბილისში.



მასალაზე იმუშავა დავით ფეიქრიშვილი, კონტაქტი ფბ. მესენჯერი,  მეილი.

ცნობის ფურცელი,1898წ.N435(სენაკის მაზრა)

17 ამ იანვარს ღამით მოიტაცეს შესანიშნავი ლამაზი ქალი თებრონა,მღვდლის ბესარიონ ნადარეიშვილის ასული, ქალი წაიყვანა სოფელ კვათანის მცხოვრებმა გრიგოლ ქორჩილავამ და კიდეც დაქორწინდნენ.ქალის დედ-მამა და ძმები წინააღმდეგები იყვნენ გამოუდგნენ დაეწიენ გზაში, მაგრამ ვერა გააწყვესრა, ქალი ყოჩაღად იჯდა ბედაურზე, გვერდით მისდევდა მისი სატრფო და შეიარაღებული მაყრები და თან ღიღინით ამბობდნენ მეგრულად ,,მარგალური მუგოშინა მუშ ნაგორა მისით ყურსუნ ბედნიერი ორე თინა,,

 კორესპ.მიხა

1898 წლისთვის სოფ ქვალონში ცხოვრობდა 500 კომლი.თავადები იყვნენ ჩიჩუები და აზნაურები ნარაკიძეები,ლოლუები და გვათუები.

კორესპ.ყარამანი

ახალსენაკში აქაურმა ადმინისტრაციამ ერთი ყველასათვის სასარგებლო წესდება შემოიღო. სოფლიდამ შემოტანილი სანოვაგის ყიდვა 12 საათამდინ ნება არ აქვთ მედუქნეებს ყიდვისა, ასე რომ დილიდან 12 საათამდის ყიდულობენ მცხოვრებნი და შემდეგ მედუქნეები, ეს კარგია რადგან მედუქნეები იტაცებდნენ და შემდეგ ერთს სამად ყიდდნენ.

გაზეთი დროება N36 1866 წელი.

მმართველობის განკარგულება.

ბრძანება კავკასიის ნამესტნიკის სამმართველოში.

1866 წელი 12 ოკტომბერს,ტფილისს დაინიშნებიან სენაკის ოკრუგის ნაჩალნიკი მაიორი ბიკოვი საპორტო ქალაქ ფოთის ნაჩალნიკად. შორაპნის უეზდის მე4 ე განყოფილებისმიროვის პოსრედნიკი, პარუჩიკი მიქაბერიძე, სენაკის ოკრუგის ნაჩალნიკად.

ხელი მოაწერა. უმთავრესი სამმართველოს უფროსი, სენატორი, სტატს-სეკრეტარი ბარონი ა.ნიკოლაი ნამდვილზედ ხელმოწერილია.ღენერალ-ფელდცეიხმეიასტერი მიხეილ. 

25 მარტი (6აპრილი)1866 დროებაN 6

რკინიგზა ფოთიდან თბილისამდე მთელის გზის სიგრძეზედ,რომელიც შეადგენდა 280ვერსს 15 ივლისიდამ 24 აგვისტომდე მუშაობდნენ მეგრელები თეკლათიდამ ექვს ვერსზედ ცხენის წყლის მდინარეზე.

,,ცნობის ფურცელი,,N 8 1896 წ.

სამეგრელოს ერთ ტყეში ყაჩაღად გავარდნილი ავაზაკი თეიმურაზ ბერიშვილი რომელსაც აკლებული ყავდა თითქმის მთელი მაზრა პოლიციის მოხელეს დგებუაძეს შეუპყრია 24 ამთვეს აბასთუმანში.

გაზეთი ,,დროება,,1888წ N 191 11სექტემბერი

6 ამა თვისა ახალ- სენაკში გაუხსნიათ სასოფლო სასწავლებელი შეგირდებს რიცხვი ოთხმოცდა- ოთხიაო.

ზანა ადგილობრივმა მღვდელმა ბლაღოჩინმა კონსტანტინე ბაქრაძემ გახსნა ,,წერა-კითხვის,, სკოლა.

დროებითი შენობა დათმობილია აქაური მოვაჭრე ბეკოია ბოჯგუასაგან.მოსწავლე 50 მდეა.


,დროება,,1880 წ N 214

ახალ-სენაკი 4 სექტემბერი

გუშინ წინ ძველ სენაკში მოხდა სამწუხარო შემთხვევა ორ მოსაზღვრეებს ბჟალავებსა და ბულავებს ლაპარაკი მოუვიდათ ერთ ძირ ყურძნიან ხეზე. ერთიც იჩემებდა და მეორეც ,,არა ჩემია და არა ჩემიაო,, ბოლოს საქმე იქამდის მოაწია რომ წალდებს და ნაჯახებს წამოუსვეს ხელი და შეიქნა ერთი საზარელი ჩეხა და სისხლის ღვრა,ერთი კაცი მოკვდა და სამი მძიმედ დაიჭრა ..

ოთხი მუშა და მოწიფული კაცი გააფუჭა და მოაკლდა ჩვენს ქვეყანას! და მერე რისთვის? განა ერთი ძირი ხისთვის?

მთელს საქართველოში, ნამეტურ იმერეთში და სამეგრელოში ვერ შეხვდებით იმისთანა სოფელს, სადაც ან ხვნა- თესვის დროს, ან რთველის დროს არ მოხდეს ორ სამ ადგილას ჩეხა და სისხლის ღვრა 

ამიერიძე.

28 სექტემბერი, 2021წელი 

მებატონეებს ჰყოლიათ საგანგებო კაცები,რომლებსაც მინდობილი ჰქონდათ ლამაზი ახალგაზრდა ქალ-ვაჟთა მოტაცება,მათ მეგრელები ,,ყურსალებს,, ეძახდნენ ( ხალხური განმარტებით ყურსალი ეწოდებოდა კაცის ქურდს)ოსმალოს გემი ,,ხაჭაპა,, მიადგებოდა თუარა რიონს მდ.ცივის შესართავთან, მაშინ ყურსალებს იქ მიყავდათ ხელებ შეკრული ტყვეები და ჰყიდდნენ ოსმალებზე,გაყიდვის დროს ადამიანებს ადამიანის სიმაღლეს ზომავდნენ მტკაველით და ამის მიხედვით იყო ადამიანის ფასიც გამოანგარიშებული.ყმა რომ ბატონს შეხვდებოდა, ყმას ბატონის თვის სალამი უნდა მიეცა ფეხებ გადაჯვარიდინებულად და გულხელდაკრეფილად, რასაც ,,კაჭად დგომა,, ეწოდებოდა ყმა ასე უნდა მდგარიყო,სანამ მას ბატონი არ უბრძანებდა.

შეძლებულ გლეხს ყავდა ,,დოლმახორე,, რომელიც ცხოვრობდა მებატონის მიწაზე იყო ტყვე ან ნასყიდი ან ხიზანი.

შეძლებულ გლეხს ,,ფიოშს,, უწოდებდნენ. კუდში დაჰყვებოდა აზნაურებს მგზავრობისას და ლაშქრობის დროს, მაგრამ იგი მებატონის მიწას არ ამუშავებდა.ფიოშს მებატონე ძალას ვერ დაატანდა იგი ნებაყოფლობით ეხმარებოდა ბატონს მინდვრის მუშაობაში.

დადიანის მოურავებიდან ყველაზე მკაცრი და შეუბრალებელი ყოფილა ჯოღორია დგებია. (სხვათაშორის ჯოღორია დგებია ჯანაშია ფაცაციების აჯანყების დროს გლეხებმა მარტვილში ტეხურის პირას მოკლეს. ავტ)


28 სექტემბერი, 2021

სოფ.კურზუ (მარტვილის რაიონი)იყო საბატონო და ეკუთვნოდა დადიანებს ეს სოფელი მოთავსებულია ტეხურის ხეობის სათავეში და იგი მთიან სამეგრელოს უკანასკნელი სოფელია.დადიანებს აქ ჰქონიათ სასახლე სასახლე აუშენებია გიორგი დადიანს! სასახლის უკან მიშენებულია ბნელი ოთახი, სადაც ეკიდა თურმე ყმების დასაბმელი ჯაჭვი ,,ხაჯალური,, 

დადიანის ეზოში იდგა ორი დიდი ხე ერთი ცაცხვი და მეორე უთხოვარი. მთხოვნელები ამ ცაცხვის ძირში იცდიდნენ თურმე და ელოდნენ ბატონის განკარგულებას თუ როდის ინებებდა იგი მათ.მიღებას. კურზუში ცხოვრობდნენ აზნაურებიც ალშიბაია, და ფიჩხაია რომლებიც ემსახურებოდნენ დადიანს,ალშიბაია მოსულა ალანეთიდან (თუ აფხაზეთიდან) და იგი დადიანის აზნაური გამხდარა,მათი წინაპარი ჭუკი ალშიბაია ცნობილი ყოფილა ადამიანების მოპარვაში ის მათ ოსმალებზე ჰყიდდა თურმე.


29 სექტემბერი, 2021 

გლეხი ბაჩილია რომელიც ბატონმა ძალზედ დაჩაგრა და დადიანთან საჩივლელად წავიდა, მაგრამ რაკი შეიტყო,რომ დადია გორდას იყო წასული და მალე გამოივლისო იმ გზაზე დაიჩოქა 

შესახვედრად, მაგრამ ბატონმა არ გამოიარა დიდხანს სხვა გზით წავიდა.აქედან მოდის მეგრული გამოთქმა ( დადია მიკურსია დო ბაჩილა შარას გიაჩოქუდუა).


29 სექტემბერი, 2021

სალხინოს სასახლეს აშენებდნენ თათრები და ბერძნები.ასი უღელი კამეჩი და ასი უღელი ხარი ება მარხილებზე

(ურმები მაშინ არ იყო) და სახლის ასაშენებელი მასალა ლეცავედან დაჰქონდათ.ღამღამობით ხარ- კამეჩს ბეჭვაიებს აბარებდნენ.

სასახლის უფროსი კამენდანტი

იყო ბეჟან დგებუაძე, რომელსაც სადგომი სასახლის ეზოშივე ქონდა,რომ გაჭირდა სასახლის აშენება,მთავარი სწყევლიდა იმათ ვინც ურჩიეს მისი აგება.სასახლის შენების დროს მოკვდა უფროსი ოსტატი

თათარი ოსმანა,რომელიც იქვე სალხინოს ეზოში დამარხეს.სასაზლის უფროსი ხელოსანი ლევანის დროს იყო ბოშია ბასილია.ქეშიკები : სვანები:გახოლა და გახო.მებაღე ანასტა ბერძენი,რომელიც ლაშხიას ჩამოესიძა,სალხინოს ხეებიც მაშინ დარგეს.წაჩხურის კალმახს იჭერდნენ სასახლის თვის ხულორდავები და ლაშხიები.

სასახლის გვერდით არის აშენებული ეკლესია აგებული მთავრის კაცია || დადიანისაგან 1782 წ.


სახალხო გაზეთი 1914 წ N 1091

დ.სენაკი

შაბათს 4 იანვარს ადგილობრივ საკრებულო დარბაზში სალიტერატურო-სამუსიკო საღამო გაიმართა განსვენებულ იაკობ გოგებაშვილის სახსოვრად. თაოსნობდა ბ-ნი გიორგი ნიორაძე.პირველ განყოფილებაში გ.ნიორაძემ წაიკითხა ლექცია ,,იაკობ გოგებაშვილის იდეალები სწავლა აღზრდაზე,, ლექციამ კარგი შთაბეჭდილება დასტოვა 

მსმენელებზე.ადგილობრივ მომღერალთა გუნდმა შეასრულა. რამდენიმე ხალხური სიმღერა ბ-ნ კ-ს ლოტბარიბით.იმღერეს :,,აღსდექ გმირთა გმირო!,, ,,ნანა,, ,,მიყვარს ფაცხა,,და ,,ვახტანგ მეფე,, ,,ვახტანგ მეფეში,,ერთი რამ იყო საოცარი, სიმღერის შუაში ჩართულია ერთგვარი მოტივი (ტრამპა-რა- რამპა-რა-რიმპარა-რამ),რომელიც სრულიად არ შეესაბამება ამ სიმღერის კილოს,აგრეთვე ძლიერ ეჩოთირება ქართველის ყურს.

წაკითხულ იქნა რამდენიმე ლექსი სიმებიანმა ორკესტრმა შეასრულა რამდენიმე პიესა.ბ-მა ხაჩატუროვმა ვიოლინოზე აზიური პიესების დაკვრით ასიამოვნა საზოგადოებას დიდი მადლობის ღირსია ბ-ნი გ. ნიორაძე,რომელმაც ეს საღამო მოაწყო.

კვარტეტი.


სახალხო გაზეთი.1914 წ N 1142

დაბა სუჯუნა 

აქ არსებობს ოთხი პირველ-დაწყებითი სკოლა, ორ- ორ კლასიანი ვაჟებისთვის, ორიც საქალებო.

არსებობს წვრილი სესხის ამხანაგობა ,რომელმაც წელს ამხანაგობას 600 მანეთი წმინდა მოგება მისცა,გვაქვს ბიბლიოთეკა- სამკითხველო, აფთიაქი და სხვა.საჭიროა დაბისთვის ფოსტა- ტელეგრაფი, ხალხმა იკისრა ფოსტისათვის შენობის დაქირავება, გათბობა - განათება,ტელეგრაფისთვის საჭირო სვეტების შეძენა,და ერთდროული ხარჯების 400 მანეთის გადახდა.მთავრობამ მოითხოვა 400 ნაცვლად 800 მანეთის ერთდროული დახმარებისთვის.შედგა კრება კრებამ უარყო მთავრობის მოთხოვნილება.ბოქაულმა ოქროპირიძემ შემოიკრიბა ისეთი პიროვნებები,რომელთაც აღმოუჩინეს ამ კეთილ საქმეში დახმარება 500 მანეთამდე ამ საქმისთვის ზრუნავდა ბოქაული ოქროპირიძე, აზნაური ლევან თ ხოშტარია, ბლაღოჩინი მღვდელი ფილიმონ მატკავა და ებრაელების რაბინი მიხეილ ელაშვილი და გ. შამლიკაშვილი.მადლობის ღირსია ადგილობრივი აზნაური 

აკაკი მ.ხოშტარია, რომელმაც კრიტიკულ მომენტში ამ საქმეს ხელი შეუწყო და შამოსწირა 300 მ. იმედია სუჯუნაში ფოსტა ტელეგრაფის კანტორა გაიხსნება

გურული.


29 სექტემბერი, 2021

კათალიკოსი ამბროსი ეპისკოპოსი გურია-სამეგრელოსი, სოფელ ძველ სენაკში ჩამოსულა, მან შეჰყარა სენაკის გარშემო მდებარე სოფელთა მღვდლების ყრილობა. ეს კრება მიხეილ ქავთარაძის მამულში მუხებისა და კოპიტების ჩრდილში გაიმართა. ძველი სენაკის სოფლის მღვდელი გახლდათ ბაძუ ქავთარაძე. შხეფის საწმყოს ხუცესი ევსევი ხოფერია, კოტიანეთის მღვდელი კირილე ჯავახია იგი სკოლაში ქართულსა და საღმრთო რჯულს ასწავლიდა .

ძვ.სენაკს ერთი კვირით ესტუმრა ვასო აბაშიძის დასი, დასი ძველ სენაკშიც არსებობდა სადაც ახალგაზრდა მოყვარული არტისტი აკაკი ხორავა თამაშობდა .


30 სექტემბერი, 2021 

კირილე ჯავახია

კირილე ჯავახია

სხვა სახელი: წუთისოფლელი (ფსევდონიმი)

დაბადების თარიღი: 9 ივნისი, 1871

გარდაცვ. თარიღი: 1 სექტემბერი, 1945 (74 წლის ასაკში)

კატეგორია: მწერალი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი გურძემი, სენაკის მაზრა.

დაამთვრა სამეგრელოს სასულიერო სასწავლებლის კურსი და სწავლა განაგრძო თბილისის სასულიერო სემინარიაში. მუშაობდა მასწავლებლად დაწყებით სკოლებში; ახალი სკოლების დაარსების ინიციატორია სოფლებში; მოახერხა გლეხობის დარაზმვა და მათი აქტიური ჩაბმა სკოლებისა თუ სხვა კულტურული დაწესებულებების მშენებლობაში; სხვადასხვა დროს იგი მასწავლებლობდა ახალსენაკის მაზრის სხვადასხვა სოფელში(სორტა, კოტიანეთი, ძველი სენაკი, კურძემი, ახალსენაკი და ა.შ.) და ყველგან ნოყოფიერი შრომისა და საზოგადო მოღვაწეობის შესამჩნევი კვალი დატოვა; იმდროინდელ პერიოდული გამოცემებში აქტიურად ბეჭდავდა მოთხრობებს, ნოველებს, სტატიებსა და კორესპონდენციებს; საბოლოოდ ქ. ახალსენაკში დასახლდა, სადაც განაგრძობდა სწავლა-აღზრდისა და მწერლობის სამსახურს. მის გამოქვეყნებულ თზულებათაგან აღსანიშნავია: ისტორიული მოთხრობა "მოჯალაბე", "კონსტანტინე დადეშქელიანი", "სააღდგომო კაბა", "დატანჯული მნათობი", აგრეთვე ნოველები, ესკიზები, ნობათები და სხვ.კირილე ჯავახია

კირილე ჯავახია

სხვა სახელი: წუთისოფლელი (ფსევდონიმი)

დაბადების თარიღი: 9 ივნისი, 1871

გარდაცვ. თარიღი: 1 სექტემბერი, 1945 (74 წლის ასაკში)

კატეგორია: მწერალი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი გურძემი, სენაკის მაზრა.

დაამთვრა სამეგრელოს სასულიერო სასწავლებლის კურსი და სწავლა განაგრძო თბილისის სასულიერო სემინარიაში. მუშაობდა მასწავლებლად დაწყებით სკოლებში; ახალი სკოლების დაარსების ინიციატორია სოფლებში; მოახერხა გლეხობის დარაზმვა და მათი აქტიური ჩაბმა სკოლებისა თუ სხვა კულტურული დაწესებულებების მშენებლობაში; სხვადასხვა დროს იგი მასწავლებლობდა ახალსენაკის მაზრის სხვადასხვა სოფელში(სორტა, კოტიანეთი, ძველი სენაკი, კურძემი, ახალსენაკი და ა.შ.) და ყველგან ნოყოფიერი შრომისა და საზოგადო მოღვაწეობის შესამჩნევი კვალი დატოვა; იმდროინდელ პერიოდული გამოცემებში აქტიურად ბეჭდავდა მოთხრობებს, ნოველებს, სტატიებსა და კორესპონდენციებს; საბოლოოდ ქ. ახალსენაკში დასახლდა, სადაც განაგრძობდა სწავლა-აღზრდისა და მწერლობის სამსახურს. მის გამოქვეყნებულ თზულებათაგან აღსანიშნავია: ისტორიული მოთხრობა "მოჯალაბე", "კონსტანტინე დადეშქელიანი", "სააღდგომო კაბა", "დატანჯული მნათობი", აგრეთვე ნოველები, ესკიზები, ნობათები და სხვ.


გაზეთი ,,დროება,, N 147 1878 წ.

სამეგრელოს ერთ სოფლიდან (თეკლათიდამ) შემდეგ შემთხვევას გვწერენ; ,,ერთს აქაურ გლეხს თ--იას ცხენი დაეკარგა და საძებნელად წავიდა,სანამ მეორე სოფელში მივიდოდა,გზაზე შეხვდა ქურდი , რომელიც შემჯდარიყო იმის ცხენზე და არხეინად მიდიოდა 

,,---- ეს ჩემი ცხენია, შენ ვინ მოგცა? ჰკითხა ცხენის პატრონმა

ამნაირად დაჭერილმა ქურდმა ვერ მოახერხა რა და უთხრა პატრონს,მაპატიე მაპატიე,შენი ჭირიმე, არ ვიცოდი,თუ შენი იყო, ცხენიც მიირთვი და ის უნაგირიცა,ოღონდ თავი დამანებეო.თ---იას შეებრალა ქურდი,თუ ეშმაკობით უთხრა , არ ვიცი, მხოლოდ წინადადება მისცა, რომ იჯექი მაგ ცხენზე, შენვე მომიყვანე სახლშიო და მე ფეხით წამოვალო.

---,,ეს კაცი სულელი ყოფილაო იფიქრა ქურდმა ამ სიტყვების გაგონების შემდეგ, ერთი- ორი გადაჰკრა მათრახი ზურგზე,თვითონ გააჭენა ცხენი და მიაყვირა ,,---- შენ ფეხით სიარული როგორც გეტყობა არ გეზარება, მაშ ცხენი რაღათ გინდა!!..,,

ის უთხრა და გასწია სოფ.ქვალონისკენ რომელიც (ბანძასთან ერთად)ქურდების სატახტო სოფლად ითვლება.



30 სექტემბერი, 2021 

დროების კორესპონდენცია 1879წ

ჭალადიდი, 13 ენკენისთვეს სოფ.ჭალადიდს და სხვა ახლომახლო სოფლებში ამ დროებში ძრიელ გამრავლდა მგლების ხროვა,რომელიც უმოწყალოდ იტაცებდა შინაურ პირუტყვებს,ისინი ხალხის მოურიდებლად, შუადღეზე შემოდიოდნენ სოფლად და სჭამდნენ პირუტყვს 

ერთმა აქაურმა თავადმა მანუჩარ ვახტანგის ძე ქოჩაკიძემ გამოიგონა ერთი საშუალება,რომლის შემწეობით ადვილად იხოცება მგლები.ის იღებს პატარა ნაჭერ-ნაჭერ ხორცს და განსაკუთრებით იმისგან გამოგონილი წამლით შეზავებულს ხორცის ნაჭრებს სტოვებს აქა-იქ ტყეებში, სადაც მგლები ბინადრობენ მომაღლოდ ხეზე ჩამოკიდებულს, რომ წვრილმა მხეცებმა არ მოიტაცონ,შეჭამს თუარა ამნაირად შეკაზმულ ხორცს მგელი მაშინვე კვდება.

ხშირად უნახავთ ამ ტყეებში ათი- თუთხმეტი მგელი ერთად ფეხ-გაჭიმული.

როგორც დაიწყო თ.ქოჩაკიძემ ამ საშუალების ხმარება ამ დღიდან ჩვენში პირუტყვები უვნებლად ბალახობენ.

სასურველია რომ სხვა სოფლებმაც მიბაძონ ჭალადიდელებს ამ მავნებელ მხეცების მოსასპობად.

30 სექტემბერი, 2021 

1921 წელს სენაკში ჩატარდა მიტინგი სამაზრო ერთობის თავჯდომარის იაკობ მალანიას ხელმძღვანელობით მან ხალხს გააცნო წითლების ვერაგული თავდასხმის გამო მათთვის შექმნილი ვითარება 

მიტინგზე მგზნებარე სიტყვებით გამოვიდნენ აგრეთვე მენშევიკების დამფუძნებელ კრების წევრი ბარნაბა ძველაია, ერასტი ბესელია , სამუელ კეკელია, გიორგი ჯაკობია.პედაგოგი ვლადიმერ დემურია(სავარაუდოდ ისტორიის მასწაებელი ნიკო დემურია).სამაზრო ერობის ჯანდაცვის განყოფილების ხელმძღვანელი შემდეგში აკადემიკოსი პეტრე ქავთარაძე და სხვები.რომლწბმაც დაგმეს ბოლშევიკები,ჩამოყალიბდა ქალაქში წითელ აგრესორების წინააღმდეგ მებრძოლი რაზმი რომლის მეთაურად ყოფილი ოფიცერი შემდეგში 24 წლის გამოსვლის დროს სენაკის ამბოხებულთა სამხედრო ხელმძღვანელი ხარიტონ ლაშხია.ხოლო შტაბის უფროსად აკაკი ხორავა აირჩიეს.რაზმის მებრძოლები ეკლესიის წინ არისტრახომ(კალანდარიშვილი)და მისმა საეკლესიო კრებულმა აკურთხა აიაზმა ასხურა და საბრძოლველად დალოცა არისტრახო კალანდარიშვილმა ფრონტზე დაკარგა შვილი(ნიკოლოზი) მომავალი იუნკერი იგი დიდი პატივით დაკრძალეს თბილისში (ამჟამად პარლამენტის წინ მდებარე ტერიტორიაზე)

11 მარტს სენაკში,თეკლათიდან,მდინარე ცივის ხიდიდან ე.წ.გოჭკადილიდან მომავალ მეცხრე წითელი არმიის მოწინავე რაზმის მეომრებს მკერდზე წითელი ბაფთებითა და მარჯვენა მკლავებზე ასეთივე ფერის სამკლავეებით 

შემოუძღვნენ ბოლშევიკები ანტონ ნადარეიშვილი,შალვა ალანია,სპირიდონ ტაბაღუა და სხვები.ხოლო აბაშიდან მომავალ მე11 არმიის ნაწილებს, ხორშელი ყოფილი აზნაური,შემდეგში ახალი ხელისუფლების მუდმივი მასპინძელი და დასაყრდენი დათიკო გუგუშვილი.

მაზრის 186 ეკლესია- მონასტრიდან 147 შეეწირა ამ გაუგონარ მკრეხელობას და ვანდალიზმის. წმ.გიორგის ეკლესიის და თეკლათის, რედუტკალეს,შხეფის და ხობის ეკლესიების და მათ მღვდელმსახურებსაც. მათ შორის მათე კალანდარიშვილს, გიორგი გამზარდიას,ანტონ ხორავას, გერასიმე ხოშტარიას, ბაგრატ ჟვანიას, ევსევი ხოფერიას, ილარიონ სისორდიას, პავლე ჭითანავა, იესე კალანდარიშვილს და სხვებს და სხვებს.

დახვრეტილ მენშევიკების ჰყრიდნენ საკირეს ტერიტორიაზე და წვავდნენ კირის გამოსაწვავ ღუმელებში მერე მარხავდნენ საძმო საფლავებში.

ასეთი საძმო საფლავები სხვა ადგილებშიც გაჩნდა მაშინ თეკლათში ყოფილ მექანიკური ქარხნის ტერიტორიაზე,ძველ სენაკში, ტეხურის პირას , დადიანისეული ეზოს განაპირას,სახარბედიოში, მდინარე ცივის ნაპირებზე,რომელზეც მერე სარაინოთაშორისო გზა გაიყვანეს.სამეგრელოში 800- მდე მამულიშვილი შეეწირა ბოლშევიკების რეპრესიებს მათგან 500მდე სენაკის მაზრის მცხოვრები.დახვრერილთა შორის იყო ბლაღოჩინი მღვდელი დეკანოზი არისტრახო კალანდარიშვილი დახვრეტებს ხელმძღვანელობდა შინაგან სახალხო კომისარი საშა გეგეჭკორი რომელიც სენაკის რკინიგზის სადგურზე მდგომი თავის შტაბად ქცეული სპეცმატარებლის ვაგონიდან ხელმძღვანელობდა .

კოჯრის ბრძოლებში დაღუპული სენაკელ მეომართა საძმო საფლავზე --- რკინიგზის ახალი სადგურის შენობა ააგეს.


სენაკის უეზდის მღვდლის ნიკოლოზ კალანდარიშვილის საბლაღოჩინო.

1870 წ არქივი ---N 2181

ნატაჩავოს წმინდა გიორგის

სენაკის ამაღლების ტაძარი

სენაკის წმინდა გიორგის

ეკის იოანე ნათლისმცემლის

სორტის იოანე ნათლისმცემლის

ქოთანეთის(კოტიანეთი) წმინდა გიორგის

ეკის იოანე ნათლისმცემლის

შხეპის მთავარ ანგელოზის

შხაპის თავარ ანგელოზის (ეს მეორე ტაძარია)

სახარბედიოს წმინდა გიორგის

ქვედა თეკლათის მთავარ ანგელოზის

ქვაშიხორის ნიკოლოზის სახელობის

საარჩაიოს მაცხოვრის სახელობის

საწულეისკიროს წმინდა გიორგის

სუჯუნის წმინდა გიორგის

სუჯუნის მაცხოვრის

წერიკარის?წმინდა გიორგის

ეწერის ამაღლების სახელობის

ეწერის წმინდა გიორგის სახელობის.

ტვიკირის? მაცხოვრის სახელობის ტაძარი

ნაესაკავოს წმინდა გიორგის ეკლესია

კადარის წმინდა გიორგის ეკლესია

კადარის მთავარანგელოზის ეკლესია

კადარის წმინდა თეოდორე ტირონის სახელობის ეკლესია

კეთილარის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია

გულეკარის წმინდა გიორგის ეკლესია

წილორის?წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია

ნოსირის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია

ნოსირის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია

ნოსირის წმინდა გიორგის კვირიკე და ივლიტას სახელობის ეკლესია

გეჯეთის მთავარ ანგელოზის სახელობის

ცქემის(წყემის)წმინდა მოწამე ბარბარეს სახელობის ეკლესია

ესაკეთის? იოანე ნათლისმცემლის სახელობის ეკლესია

ზანათის მაცხოვრის სახელობის ეკლესია

ფიტის ალექსანდრე ნევსკის სახელობის ეკლესია

ჭალადიდის მთავარ ანგელოზის სახელობის ეკლესია

საჭოჭუოს მთავარ ანგელოზის სახელობის ეკლესია

ჭალადიდის საღომიჩაოს წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია

მუხურის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია

ჭალადიდის საღვამიჩაო მთავარანგელოზის სახელობის ეკლესია.

ეს არის სრული სია ეკლესიებისა ნიკოლოზ კალანდარიშვილის საბლაღოჩინოსი.


სენაკის უეზდის მღვდლის ნიკოლოზ კალანდარიშვილის საბლაღოჩინო.

1870 წ არქივი ---N 2181

ნატაჩავოს წმინდა გიორგის

სენაკის ამაღლების ტაძარი

სენაკის წმინდა გიორგის

ეკის იოანე ნათლისმცემლის

სორტის იოანე ნათლისმცემლის

ქოთანეთის(კოტიანეთი) წმინდა გიორგის

ეკის იოანე ნათლისმცემლის

შხეპის მთავარ ანგელოზის

შხაპის თავარ ანგელოზის (ეს მეორე ტაძარია)

სახარბედიოს წმინდა გიორგის

ქვედა თეკლათის მთავარ ანგელოზის

ქვაშიხორის ნიკოლოზის სახელობის

საარჩაიოს მაცხოვრის სახელობის

საწულეისკიროს წმინდა გიორგის

სუჯუნის წმინდა გიორგის

სუჯუნის მაცხოვრის

წერიკარის?წმინდა გიორგის

ეწერის ამაღლების სახელობის

ეწერის წმინდა გიორგის სახელობის.

ტვიკირის? მაცხოვრის სახელობის ტაძარი

ნაესაკავოს წმინდა გიორგის ეკლესია

კადარის წმინდა გიორგის ეკლესია

კადარის მთავარანგელოზის ეკლესია

კადარის წმინდა თეოდორე ტირონის სახელობის ეკლესია

კეთილარის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია

გულეკარის წმინდა გიორგის ეკლესია

წილორის?წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია

ნოსირის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია

ნოსირის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია

ნოსირის წმინდა გიორგის კვირიკე და ივლიტას სახელობის ეკლესია

გეჯეთის მთავარ ანგელოზის სახელობის

ცქემის(წყემის)წმინდა მოწამე ბარბარეს სახელობის ეკლესია

ესაკეთის? იოანე ნათლისმცემლის სახელობის ეკლესია

ზანათის მაცხოვრის სახელობის ეკლესია

ფიტის ალექსანდრე ნევსკის სახელობის ეკლესია

ჭალადიდის მთავარ ანგელოზის სახელობის ეკლესია

საჭოჭუოს მთავარ ანგელოზის სახელობის ეკლესია

ჭალადიდის საღომიჩაოს წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია

მუხურის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია

ჭალადიდის საღვამიჩაო მთავარანგელოზის სახელობის ეკლესია.

ეს არის სრული სია ეკლესიებისა ნიკოლოზ კალანდარიშვილის საბლაღოჩინოსი.


დროება N 28 1868 წელი

რიონზე გემები დადიან მაისიდან ოქტომბრამდი ფოთიდან დადიან ორპირს.

სამშაბათობით,ოთხშაბათობით,პარასკევობით და შაბათობით დილის შვიდი საათზე 

ორპირიდან ფოთს

ოთხშაბათობით,პარასკეობი და შაბათობით და კვირა დილის რვა საათზე,

ადგილების ფასი უსაზრდოოდ;

ფოთიდან ჭალადიდამდის პირველი კლასი 1.მ10 კაპ.

2 კლასი 90 კაპიკი

3 კლასი 50 კაპიკი

სირიაჩქონამდის 1 კლასი 2მ 20 კაპ.2 კლასი 1 მე და 70 კაპ. 3 კლასი 1 მანეთი

კოდორამდის 1 კლასი 3 მ და 20

კაპიკი 2 კლასი 2 მ და 60 კაპიკი 3 კლასი 1 მანეთი და 30 კაპიკი

ორპირამდის პირველი კლასი 4 მანეთი 2 კლასი 3 მანეთი 3 კლასი 1 მ და 75 კაპიკი.

ორპირიდან ფოთამდე

1 კლასი კოდორამდის 70 კაპიკი 2 კლასი 50 კაპიკი 3 კლასის 25 კაპიკი

სირიაჩქონამდის 1 კლასი 1 მანეთი და 50 კაპიკი. 2 კლასი 1 მანეთი

3 კლასი 50 კაპიკი

ჩალადიდამდის 1 კლასი 2 მანეთი და 20 კაპიკი 2 კლასი 1 მანეთი და 40 კაპიკი 3 კლასი 70 კაპიკი.

ფოთამდის 1 კლასი 3 მანეთი 2 კლასი 2 მანეთი 3 კლასი 1 მანეთი.


დროება N93 1909 წელი

სამეგრელო.

ვერაფერი საქმე დაემართათ ძმებ გვათუებს.მათ შარშან აგვისტოში სენაკ-ზუგდიდს შორის აამოძრავეს ერთი ავტომობილი.მაგრამ ეს ავტომობილი,ძველი და უვარგისი გამოდგა.ორი-სამი დღის სიარულის შემდეგ ხშირად კვირა უნდებოდნენ ამ ავტომობილის შეკეთებას.ამ ბოლო დროს კი სრულიად შეწყვიტა სიარული.

სამაგიეროდ ფრანგებმა მშვენივრად მოაწყვეს საქმე მათ სამი ავტომობილი მოიტანეს.ორი მუდამ დღე დადის,ხოლო ერთი რეზერვში სდგას ყოველ შემთხვევისთვის.

სენაკსა და ზუგდიდს შუა დიდი მოძრაობაა, აქამდი მუდამ დღე მიდი-მოდიოდა 10-12 მდე დილიჟანი, რამდენიმე ფაიტინი და 8-10 მდე ფურგუნი ბარგით.ამ ეტლებზე 100 კაცამდე მუშაობს.ხმა დადის ფრანგებს აქვთ განზრახვა ბარგის მზიდი ავტომობილის 

მოტანა.თუ ეს ხმა გამართლდა,100 კაცამდე უადგილოდ დარჩება...

ფარნა ჟ---ია.


დროება 1878 წ N 61 დროების კორესპოდენტი 

ახალი- სენაკი.მაქსიმეს ნაამბობი.

,, ეს ერთი კვირაა,რაც მე ჩემსას მიველ,, დაიწყო მაქსიმემ მწუხარების ხმით. ჩემი ცოლი რაღაც მოწყენილი დამხვდა,არ მომეგება, ჩვეულებისამებრ მხიარულად;არ გაიხარა ჩემი მოსვლით ამ გარემოებამ დამაფიქრა;არ ვიცოდი რით ამეხსნა ეს, ,,ბოლოს ვკითხე ცოლს,რისთვის არის ის მოწყენილი,იმან მტირალის ხმით მითხრა,,ავად ვარო,, მე ის შემებრალა და მოვეფერე.

,,ამ ერთი კვირის განმავლობაში ის ერთხელ არ დაწოლილა ჩემს ოთახში, და სულ ავადმყოფობაზე სჩიოდა.ორ-სამ გზის შევნიშნე, რომ ადგა ღამით ლოგინიდან და წავიდა ტყეში,სადაც დიდი ხნობით რჩებოდა ხოლმე.

,,ერთხელ, როდესაც დააგვიანდა ტყეში,წაველ მის საძებნად,მაგრამ ის გზაზე შემომხვდა რომ ვკითხე სად იყავი მეთქი,მითხრა:,,არ გჯერა რომ ავად ვარ?,,

,,ამ გვარმა ქცევამ ეჭვში შემიყვანა, ღალატი შევსწამე ცოლს და ამისთვის მთელი ღამე არ მძინებია.

,,გუშინ წინ დილით ჩემ ძმას გამოვუტყდი და ვუთხარი ისიც რომ მას- ჩემს ძმას- ვეწამები ღალატს...იმან ისე შეურაცხყოფილად მიიღო და მითხრა :,,მე დაგიმტკიცებ, ვინ არის შენი მოღალატე,,

,,წუხელ მე და ჩემი ცოლი ერთ ოთახში დავწექით,მე მიმეძინა,ჩემი ცოლი,ის ჩემი ცოდვით სავსე ,ამდგარა,ჩემი კალოშები ჩაუცვამს და ტყეში წასულა რომ გამომეღვიძა და მოვძებნე ცოლი, არ სად იყო.ავდექი, ახალუხის ამარა, გარდავიკიდე ხრმალი და წავედი ტყისკენ.

,,გზაზე შემომესმა ყვირილი: არ გაგიშვებ არა,არა!,, მე ვიცანი ჩემი ძმის ხმა და უცბათ მივაშურე მისკენ ვნახე რომ ჩემ ძმას ვიღაცა კაცი დაუჭერია და არ უშვებს.ცოლი კი აქვე ჰდგას და რაღაცას წრიპინობს.

იმ წამსვე მივხვდი რაში იყო საქმე, მარდად ვიშიშვლე ხრმალი და დავკარი მოღალატეს; მაგრამ ჩემდა საუბედუროდ ,მის მაგიერ ჩემი ძმა წაიქცა უცნაურის ყვირილით:,,მომკალი ძმაო მომკალი!,,არ მივაქციე ყურადღება ამ ყვირილს, მიყვარდი ისევ მოღალატეს და დავჩეხე ხრმალით.

შევხედე ჩემი ცოლი აქვე დგას,არსად წასულა- ამასაც შემოვკარი ხრმალი და თავის საყვარელთან მივაწვინე ,...

ჩემი ძმა ავიკიდე ზურგზე და შევათრიე სახლში. მე უბედურს ძმისთვის მარჯვენა ხელი მომეჭრა ; რას ვიზამდი,შევუხვიე ხელი, შემდეგ წამოვედი იქ,სადაც ჩემი ცოლი და თავისი საყვარლით ეყარნენ იმ ჰაზრით, რომ ორნივე ერთად ერთ საფლავში ჩამეწვინა,

მაგრამ ჩემდა გასაოცებლად,ისინი არ იყვნენ და მათ მაგიერ ვნახე ხრმალი.

დროება 1879 წ. N 117

სამეგრელოდან 31 მაისს.

სენაკის უეზდში სოფელს ნოქალაქევს არს მადნეული წყალი, რომელიც 1851 წლიდამ გამართულია და ხმარებაში შემოვიდა, ახალ-სენაკიდან ის მკურნალი წყალი 16 ვერსის სიშორეზე არის,მდინარე ტეხურის ნაპირად.

როგორც მცოდნე პირებისგან გამოკვლეულია ეს წყალი უნდა მრავალ გვარ სნეულებას და კაცი მოყავს საჭმლის მადაზედ მოგეხსენებათ, სამეგრელოს კაცი და ნამეტურად ქალი, მეტისმეტი მორცხვია:შიშველი ტანით ვერ გამოუჩნდებიან ერთი- მეორეს, და ამისა გამო რამოდენიმეც უნდოდა კაცს სარგებლობა წყლის, იმდენი არ შეეძლო.

წელს 2 თებერვალს ეს მადნის წყალი იჯარით აიღო ახალ-სენაკის მცხოვრებმა ივანე გვიშიანმა შემდეგის პირობით; დედა-წყალი უნდა აეყვანა ზედა ეტაჟაში აუზებითა და შიგ უნდა ყოფილიყო რამდენიმე პატარ- პატარა ოთახები, აღებისთანავე, გვიშიანმა გამოიწერა და დაიბარა გამომცნობი წყლის და სახლის ასაშენებლად ოსტატები, გამართა მუშაობა და მონდომებულიც იყო, საქმე გაეკეთებინა.მაგრამ წლევანდელმა მეტისმეტმა გვალვამ უცებ წამოიყვანა მთიდამ თოვლის წყალი და ამის გამო მუშაობა გაძნელდა, ვერ მოხერხდა ზემო ეტაჟაში მადნის წყლის აყვანა. ამის გამო ამ წელს საბანაოდ, რომ არ შეწუხებულიყვნენ ავადმყოფები, მეიჯარადრემ გააკეთა დროებითი შენობა.

ბევრი სხვადასხვა მაზრის ხალხი მოდის აქ, სამეგრელოს გარდა იმერეთიდან და გურიიდანაც,ახალ- სენაკიდამ აბანომდის შოსეს გზაა და ფაეტონებითაც კი შეუძლია მსურველს მოგზაურობა 

მ.ფ.

დროება 1880 წ N 182

ჩვენი ახალსენაკელი კორესპოდენტი გვწერს,რომ ამ თვის 19-ს სამშაბათს ერთს აქაურ ტრაქტირში ქაღალდს (ბანქოს) თამაშობდნენ აქაური უეზდის უპრავლენიის იასაული 

ჯაკომია (ჯაკობია) და ვიღაც თოფურია,თამაშობის დროს რაღაცაზედაც ჩხუბი მოსვლოდათ, ჯაკობიას ამოეღო ხანჯალი და დაუჩეხია თავის მოწინააღმდეგე.

ექიმის შემოწმებით, თოფურია არ გადარჩება ამ ჭრილობისგან 

დამნაშავე ამ ამბის შემდეგ, სამ დღეს დასეირნობდა ახალ-სენაკში,მერე პოლიციამ დაიჭირაო,მაგრამ გამომძიებელმა მეორე დღესვე გაათავისუფლა თავდებითაო.

ისევე კორესპოდენტი გვწერს, რომ სოფ.ქვალონში ისე დღე არ გაივლისო, რომ ქურდებმა ცხენი ან ხარი არ მოიპარონ.

ადრე აქ სოფელში შკოლა იყოვო, მაგრამ ორი წელიწადია რაც ეს შკოლა დაკეტილია და შაგირდები მას აქეთ დათხოვნილი აერიან და მამების ხელობას(ქურდობას) სწავლობენო.

ქვალონზე დიდი ხანია შემდეგი ანდაზაა გამოთქმული

,,უბედურ კაცს ქავალონში დააღამდებაო,,

წიგნის შეძენა დაბა სენაკში შეიძლება დეკანოზ სისორდიასთან.


ახალ- სენაკის 1865 წელს აქ (დედათა მონასტერში) დამკვიდრდა თავადის ქალი სალომე თავდგირიძე- კორძაიასი რომელმაც სამეგრელოს ეპარქიის მწყემსმთავრის ყოვლადსამღვდელო ტარასის(ელიავა) ლოცვა-კურთხევით ერთ მონაზონთან და მორჩილთან ერთად აღადგინა აქ დანგრეული სალოცავი .და საფუძველი ჩაუყარა მონაზვნური ცხოვრებას.

1869 წელს ოლქის ტერიტორია სამამასახლისოდ დაიყო,ერთ -ერთი ასეთი სამამასახლისო რომელშიც შედიოდა დღევანდელი სენაკის ტერიტორია,დღევანდელი სენაკის რკინიგზის სადგურთან მცხოვრები თავადის ივანე მხეიძის მამულში განთავსდა თავისი ადმინისტრაციით.

ამავე წელს სენაკის ოლქი მაზრად გარდაიქმნა.

კორნელი ბორიზდინი რომელიც 1857- 1867 წელში სენაკის ოლქის პირველი მმართველი იყო იხსენებს

,,სამეგრელოს მმართველის სამუდამო ადგილად ზუგდიდი უნდა ყოფილიყო, მაგრამ რადგან მთავრის სასახლე ოსმალოს ომის შემდეგ დანგრეული იდგა.გენერალი კოლუბიაკინი ძალაუნებურად დროებით სენაკის ოლქში დააბინავეს სოფ.ახალხორში.ელიზბარ დადიანის სახლში,,.

1867 წელს ინგლისელმა მრეწველებმა გრედერ ბრაუენრმა და უილიამ ჰარკინსმა რუსეთის იმპერატორს ალექსანდრე მეორეს წარუდგინეს ფოთი-თბილისის რკინის-გზის მშენებლობის პროექტი.

ამ გრანდიოზული პროექტით რკინის-გზის სადგურ ,,სენაკის,, 

აგება სოფელ ნოსირში ცენტრალური ადგილზე იყო დაგეგმილი, მაგრამ აქაურ მებატონეები დადიანთა სამთავრო სახლის ერთ-ერთ შტოს წარმომადგენლებმა მიწებისა და ყმების დაკარგვის შიშით უარი განაცხადეს მიწების დათმობაზე.ამით ისარგებლეს თეკლათელმა მებატონე თავადმა ივანე მხეიძეს მეთაურობით მათ თავიანთი მამულები შესთავაზეს.1870 წელს უმაღლესი უქაზით ქალაქის ტიპის ამ დაბას უკვე ოფიციალურად მიენიჭა ქალაქ ახალსენაკის სახელი.(სწორედ ამ წლიდან უნდა აითვალოს სენაკის დაარსების თარიღი და არა 1871 წლიდან) ერთი წლის შემდეგ 1871 წ. 14 აგვისტოს პირველი სამგზავრო მატარებელი ჩამოდგა ფოთი-ყვირილამდე.

ძმებს კოწია და სიო თავართქილაძეების მიერ გაიხსნა ახალსენაკის სტამბა.მალე პედაგოგი შ.მიქაძის და სხვათა მიერ დაფუძნდა მხარეში პირველი ,,სამეგრელოს საჯარო სამკითხველო-წიგნსაცავი,,

1873 წელს ქალაქის ცენტრში აიგო წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის ხის შენობა.( ეს ეკლესია ბოლშევიკებმა დაშალეს და ხის მასალები საკუთარი სახლების მშენებლობას მოახმარე)


1 ოქტომბერი, 2021

1870 წ 

ახალ- სენაკის მოსახლეობის ძირითადი ნაწილი უხსოვარი დროიდან სენაკის ჩრდილოეთ ნაწილში, სახარბედიოსა და ეკის მთის კალთებზე ესახლა და საწულეისკირიო სახარბედიოს, 

საქაჩიბაიოს, საკალანდარაშვილოს და სხვა სამოსახლო უბან- სოფლებად იყო დაყოფილი.

ქალაქის ტერიტორიის დიდი ნაწილი თეკლათის თემს ეკუთვნოდა, აღმოსავლეთით მას შხეფი და ახალხორის სახით ანუ დადიანების საბატონიშვილო სამოსახლო ესაზღვრებოდა რომელშიც, იქ შხეფის ციხის მიდამოებში მოსახლეობდნენ.ხოლო სამხრეთით- სოფლები ძონძირი,ისულა და ნატოჩაო.

ნიკოლოზ კალანდარიშვილი ძველი ,,კურსოვნიკი,, იყო და მარტვილის სასულიერო სასწავლებელი ჰქონდა დამთავრებული.ამ სასწავლებელს ე.წ.,,ბარსოვის,, სახელიც ჰქონდა გავარდნილი მაშინ, სამეგრელოში მაშინდელი ზედამხედველი(სასწავლებლების) რომანოზ ბორისოვის (იგივე ბარსაშვილის) სახელის მიხედვით.მისი განათლებისა და განსწავლულობა გამო(იგი ასწავლიდა ქართულ წერა კითხვას რუსულს, მათემატიკას, ლათინურს, გეოგრაფიას.ახალსენაკში ნატოჩაოში არის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია საინტერესოა, რომ ამ ეკლესიას და მის კრებულს კურთხევის დღისთვის რუსეთის იმპერატორმა ალექსანდრე მესამემ უძვირფასესი სატაძრო ხატი შემოსწირა.

1871 წ.მარტვილის სასწავლებლის ხის ახალგახსნილ შენობაში სასწ.ზედამხედველად ამბროსი ხელაშვილი მოიწვიეს.პედაგოგებად მსახურობდნენ; ნათაძე (რუსული ენა და ლიტერატურა)

თბილისის სას.სემ.კურსდამთავრებული კაპანაძე(რუსული ენა და ლიტერატურა)

პოლევქიოს კვიცარიძე (ქართული ენის) ობოლენსკი (ბერძნულის ენის )

ერმალოზ კანდელაკი თბ.სას.სემინარიის კურსდამთავრებული საღვთო სრჯულის.

სენაკის მასწ.რიგებს შემოემატა ბელეტრისტი ვასილ ბარნოვი, ზედამხედველად ივანე გრიაზნოვი.ასევე მოსკოვის სას.აკადემიის კურსდამთავრებული ქრისტეფორე უგრეხელიძე 

1885 წლიდან სასწავლებელს შემოემატა დავით ალადაშვილი შემდეგში მიტროპოლიტი.


ცნობის ფურცელი 1896 წ N19

ახლო წარსულს 29 ოქტომბერს, ახალ სენაკის საზოგადო საკრებულო დარბაზში სცენის მოყვარეებმა კნეინა ანეტა მხეიძის თაოსნობით წარმოადგინეს ქართულ-რუსული წარმოდგენა 1) ,,ბუტიაობა,, ვოდევილი 1 მოქმედებად. ა.წერეთლისა 2) ,,ცოლი თუ გინდა ეს არის,, ვოდევილი 1 მოქმედებად ვ. აბაშიძისა და 3) რუსული нечаянная огорчение ვოდევილი ერთ მოქმედებად.ი. ბალდიუჟევისა.დასასრულ დაიდგა ცოცხალი სურათები. ქართულ წარმოდგენაში მონაწილეობა მიიღეს ქ-ბ.კნიაჟნა ო.დადიანისამ ფ კალანდარიშვილისამ და მ.ლაზარენკომ. ბან. თ.ვ. ლომინაძემ კ.ხოფერიამ, ს.სახოკიამ, ვ.ელიავამ და ნ.გაბუნიამ.

რუსულში: ქა-მა.ჩუკინიმ, ბ-ნ.გ.ბუდაგოვსკიმ და პროსკურიანმა წარმოდგენა ერთობ მხიარულად ჩაიარა განსაკუთრებით კი ქართულმა ,,ბუტიაობამ,, მოთამაშეებს როლების კარგად შესწავლაში შრომა და მეცადინეობა არ დაუზოგავთ.

საზოგადოება ბლომად დაესწრო და ნასიამოვნები დარჩა. შემოსული ფული ხარჯის გარდა, დანიშნული იყო აქაურ დედათა სკოლის სასარგებლოდ. მოთამაშეებს გარდა მადლობის ღირსნი არიან; კნეინა ანეტა მხეიძის, აგრეთვე ბ-ნი მ. დიდებულიძე.უკანა რიგის ფასი მანეთია.30-50 კაპ უნდა იყოს მაშინ მდაბიო ხალხს არ გაუჭირდებოდა დასწრება.


1 ოქტომბერი, 2021 

1886 6 ივნისი.

პოლიციის დეპარტამენტისადმი ჟანდარმერიის უფროსის საიდუმლო მოხსენება;ა/წ 24 მაისს სამოსამართლო პალატის ბრალმდებელმა წერილობით მაცნობა სასულიერო სემინარიის რექტორის ჩუდეცკის მკვლელობის შესახებ, იმავე სემინარიის ყოფილი მოწაფის ლაღიაშვილის მიერ და მთხოვა გამეგზავნა რწმუნებული ჩემდამი ჟანდარმერიის სამმართველოს ერთ-ერთი ოფიცერი ამ საქმის შესახებ ცნობების შესაკრებად.

საქმის გამორკვევისა და სათანადო ცნობების შეგროვების შემდეგ იგი ასკვნიდა ,, სემინარიის ყოფილი მოწაფეებიდან პროპაგანდას ეწეოდნენ მოწაფეებში: მოსეშვილი ბართლომე,ჩიტაძე გრიგოლი, მენაბდე ნესტორი, თუთბერიძე თომა, სახოკია თედორე, კუხიანიძე კონსტანტინე,ჩიქვილაძე ზოტიკე,ბარნაბიშვილი ივანე, სიდამონიძე ნესტორი და უზნაძე ზაქარია. იმ მოწაფეთა რიცხვს, რომელნიც დაუყონებლივ უნდა იქნენ დათხოვილნი სემინარიიდან, ეკუთვნიან; მეექვსე კლასის მოწაფე ცხაკაია მიხეილ, მეოთხე კლასის - ხახუტაშვილი ნიკოლოზი, და მეორე კლასისა - ჩიკვილაძე როსტომი,არველაშვილი იოსები და მჟედოვი ნიკოლოზი.

მიხა ცხაკაია უკავშირდება რევოლუციურად განწყობილ ახალგაზრდას,შემდგომში ცნობილ მწერალსა და დრამატურგს შალვა დადიანს,რომელსაც მაშინ სოფ.ბეთლემში დაარსებული ჰქონდა ხელნაწერი ჟურნალი ,,მოზარდი,, ჟურნალთან თანამშრომლობდა ჩხიკვი ბანძელი (გრიგოლ ფაღავა) პედაგოგები ივანე ცხაკაია და ლადო გაგუა.შალვა დადიანის და მაშო და სხვა.ამ ხელნაწერ ორგანოში მიხამ პოლიტიკური წერილი მოათავსა ,,მოზარდში,, და ერთი კარგად მოზრდილი მონოგრაფია იან ჰესსზე, ცნობა საეკლესიო რეფორმაციაზე, რომელიც თავის დროზე იეზუიტებმა კოცონზე დასწვეს.

მიხა ცხაკაია ერთი პერიოდი ცხოვრობდა მოხაშში.(ახალ- სენაკი)


2 ოქტომბერი, 2021

სოფ.უფალისკარისა და მისი მიდამოების მფლობელი გიორგი ჩიჩუა თავის ასულს,ნუცას აფხაზ ასტამურ ინალიფაზე ათხოვებდა.ადგილზე გადახდილი ნადიმის შედეგ სიძე პატარძალს მაყრიონთან ერთად ძველ სენაკში მიხეილ ქავთარაძის სახლთან უნდა ჩაევლოთ ცხენების წყურვილის მოსაკლავად ჭიშკარი გააღეს და 200 ცხენოსანი ეზოში შევიდა გაიშალა დიდი პურ-მარილი, სიძეს ბურთაობისას ცხენი წაექცა და ლავიწი გაიტეხა.

გიორგი ჩიჩუა და ასტამურ ინალიფა- სიმამრი და სიძე- ორივე დახვრიტეს აგვისტოს აჯანყების დროს.



2 ოქტომბერი, 2021

ახალ- სენაკი

თურქების მიერ ბათუმის აღების შედეგად იქიდან დაბრუნებულმა დეზერტირებმა ძველ სენაკში აჯანყება მოაწყვეს, ადგ.ხელისუფლების წარმომადგენლები დაატყვევეს, ერთ-ერთ სკოლაში დააბინავეს და სოფელს მათთვის საჭმლის მიწოდება უბრძანეს ახალ-სენაკში მატარებლით ჩამოვიდა გურიის გვარდიის ბატალიონი ორიოდე ქვემეხით ძველისენაკისკენ დაიძრნენ,აჯანყებულები ბაზარში შეიკრიბნენ და ძუნძულით ნოქალაქევის მიმართულებით წავიდნენ.ნოქალაქევის ციხის გალავანში შეხიზნებულებს დაეცნენ და გაუფანტავთ ციხის გალავანში ორიოდე ყუმბარა ჩაუგდიათ, ისინიც დანებებულან.ასე დასრულდა ეს აჯანყება 

ნოსირსა და ძვ.სენაკს შორის მენავე იყო პეტრე გამსახურდია ერთხელ ნავი გადაუბრუნდა სამი ბავშვი იჯდა ,მისი შვილების გარდა ყველა გამოიყვანა მისი ერთი დაიღუპა.ამის მერე ამ ბრგე ვაჟკაცს ერთი წელიც არ უცხოვრია


დროება 1878 წ N 192

დროების კორესპოდენცია

ახალ-სენაკი 16 სექტემბერს დროთა ვითარებამ ზარბაზნის კარტეჩათა მაქცია, ქუთაისში ჩამდო ზარბაზნის ტუჩში, გამისროლა და შიგ შუაგულ ახალსენაკის ქალაქში დამცა...

დამცა; მაგრამ ჩემისთანა მშვიდობიანი და უვნებელი კარტეჩი ნეტა ოსმალოებსაც ესროლათ ჩვენთვის, ამ ომიანობის დროს, არვის არაფერი არ დაუშავდება, ისე გავიშალე მინდორზე,როგორც ფუნჩულა თოვლი.

ჩემი ნახვა ყველას იამა, ყველა სიხარულით და მორიდებით მოისწრაფვოდენ ჩემსკენ, ასე გასინჯეთ: პოპოშნიდ,პრისტავი და იასაულიც კი მოვიდნენ ჩემდა სანახავად.სხვებმა სალამი მომცეს,ვინაობა გამომკითხეს.

პომპოლიკებმა კი მოსვლისთანავე; ,, ბილეტი დავაიო,, მიბრძანეს. რა ჯანი მქონდა მივის- მოვისვი ჯიბეზე ხელი და მომხვდა ერთი თეთრი, მაგრამ შიგნით რაღაც შავად წარწერილი ქაღალდი, ავიღე და მივართვი დიდ პომპოლიკს, მე შიშისგან სული მელევა ვნახოთ რას მეტყვის ამ ქაღალდზეთქო, როცა მან ქაღალდის კითხვა გაათავა, გამიღიმა და მითხრა; ,,ხოროშო, ეტო ლუჩშე ბილეტა,, რასაკვირველია, ეს მარილიანი სიტყვა-მიამა გუნებაში, გავიჩაღე პაპიროსი და გაუდექი შუაგულ ბაზარს , ქუჩის დასათვალიერებლად.

კაცმა მართლა უნდა თქვას, მდებარეობით და სიწმინდით ეს პატარა ქალაქი მშვენიერია: ჯვარედინათ გადაბმული ფართე როჭკით (?) ქუჩების პირმწკრივ განწყობილი ფიცრული დუქნები, შუაგულ ბაზარში ბესეტკა, რომელიც საბაჟოს მაგიერია. მწვანე მინდორზე ლაზათიანად ამოყვანილი შადრევანი და აქვე მახლობლად რკინის გზის მშვენიერ სურათს წარმოიდგენენ მნახველს.

მაგრამ ერთი უმთავრესი ნაკლოვანება ფარავს ამ ქალაქის სიმშვენიერეს, ის, რომ ძრიელ ჭაობიანი ადგილია და ამასთან დამპალი წყალი, რომლის გამოისობით აქ ციებ-ცხელებას ღრმად გაუდგამს ფერსოები და აღარ შორდება ამ პატარა დაბას.

ქურდობა და ჯიბგირობა აქეთკენ თუ ვრცელდება თორემ არა კლებულობს. ამას ამტკიცებს აქაური ხალხის სიტყვები, რომლებიც მუდამ დღე ზოგი ხარის ,ზოგი კი კამეჩის, ზოგი ცხენის და სხვა ოთხფეხის დაკარგვას ჩივის.ასე გაშინჯეთ , ქალებიც ძალიან დახელოვნებული ყოფილან ქურდობაში 

ერთ საღამოს ჩაის შემდეგ გაუდექ შუაგულ ბაზრის ქუჩას, ავცდი თუარა ბაზარს, მომეწია ერთი ხანში შესული მეგრელი და მეძახის;

----ჯგირი კოჩი, ჯგირო კოჩი! ბატონის სკუა! მე შავდექ. იმან დამიწყო ლაპარაკი მეგრულად , მაგრამ რადგანაც მეგრული ენის არა გამეგებოდა რა, ამისთვის პირ-გაღებული შევაჩერდი ჩემს მესაუბრეს.ის მალე მიხვდა, რომ მე მეგრული არ ვიცოდი და მითხრა;

---ჩემი პატონი, აქ ძალიან ქურდები არიან, ჯიბეს ისე მოგაჭრიან, ვერ გეიგებ. ქალებმა ძაან ქურდობა იციან. გუშინწინ სამი ქალი. დაიჭირეს კანცელარიაში ქურდობიზა.უფრთხილდი, ჩემი პატონი, შენ აქ ხამი(უცხო) კაცი ბრძანდები.

მადლობელი ვარ, ჩემო კეთილო, ძალიან მადლობელი ვარ მაგ დარიგების თვის! უთხარი და დავბრუნდი უკან.

არ იყო მოხუცის სიტყვებმა არ ჩამაფიქრეს და მას მერმე სულ ჯიბეზე მედო ხელი; მაგრამ ვიფიქრე ,ღმერთი არვის გაუწყრეს ჯიბესთან ხელიც არავინ მომაჭრას მეთქი და გავიკეთე უბის ჯიბე.

აქაურებს აქაური ფოშტმეისტერი თუ ზედამხედველი კარგად გაურწვთნიათ : ეს შევნიშნე თვითონ მე, ამ ათის დღის წინეთ ერთ საღამოს მივიტანე ფოშტაში ორი წერილი ქუთაისში გასაგზავნათ მან ჩამომართვა წერილები, რომლებიც ყოვლის უმარკოთ მისდვა კუთხეში და მომთხოვა თექვსმეტი კაპიკი, მე გამიკვირდა, რატომ მარკას არ აკრავს- მეთქი? მაგრამ იმან მითხრა ,, ბუტტე უვერენი შტო ვაში პისმა ზავტრა ბუდიტ ატპრავლენი,, და მეც ვერწმუნე. წერილების პასუხს უთუოდ მესამე- მეოთხე დღეს ველოდი, მაგრამ პასუხი ჯერაც არ მიმიღია 

მ.ღებელა


თეატრის მაცნე 1898 წ.N 560

ახალ- სენაკი.ქართული წარმოდგენა.

შაბათს 13 ივნისს,ქუთაისის ქართულმა დრამატულმა დასმა, ქართველ საზოგადოების საყვარელი მსახიობი ბ-ნ. ვ.ს.ალექსი მესხიშვილის მონაწილეობით გამართა ახალ-სენაკში ქართული წარმოდგენა. წარმოდგენილ იქნა ,,და-ძმა,, მონაწილეობას ღებულობდნენ ქალბ. ქ.ჩხეიძე, ივანისძე,ბატნ.ალექსი მესხიშვილი , ბალანჩივაძე , რეინელი, ალავიძე და სხვები.აქაური საზოგადოება ამ წარმოდგენას ისე მოუთმენლად და აღტაცებით მოელოდნენ როგორც დღესასწაულსა, რადგან დრამა თვით მეგრელთა ცხოვრებიდან იყო აღებული.რათქმაუნდა ხალხი ბლომად დაესწრო.თუმცა ამას წინათ ზუგდიდშიაც წარმოადგინეს იქაურებმა ,,და- ძმა,, მაგრამ ყოველგვარ ელფერს იყო მოკლებული და დრამაც დაამახინჯეს.ჩვენის ჭკუით ძალიან კარგი იქნებოდა დაბა ბეთლემში თავს თუ დაანებებენ ,,სამშობლოსა,, და ,,და-ძმის,, წარმოდგენას.როგორც გავიგეთ, ესევე მოთამაშეები 29 ამ თვესაც წარმოადგენენ ,,სამშობლოს,,

ჯოჯოხეთის მაშხალა



3 ოქტომბერი, 2021 

1877-1878 წლებში რუსეთ თურქეთის ომში დაღუპული სენაკელი მეომრები, მათ შორის ოქუმთან ბრძოლაში მძიმედ დაჭრილი და მშობლიურ შხეფში გარდაცვლილი ოფიცერი აკაკი წერეთლის სიძე, მისი უმცროსი დის ნიტას ქმარი თავადი ალექსანდრე დადიანი. ნიკო კალანდარიშვილი ოჯახის ხშირი სტუმარი იყო რუსეთის იმპერიაში მაშინ ფაქტიურად მეორე კაცი სინოდის მრისხანე ობერ-პროკურორი კონსტანტინე პობედონოსცევიც, რომელიც სენაკში არისტრახოს ზედამხედველად ყოფნის პერიოდში სამეგრელოს სასულიერო სასწავლებელში პედაგოგ თუთბერიძის ლათინურ ენის გაკვეთილს დაესწრო. გაეცნო სკოლის პედაგოგებს, სასწავლო პროცესის მიმდინარეობას და უცილობლად კმაყოფილმა მადლობა გამოუცხადა ამის კოლექტივს.

არისტრახო კალანდარიშვილი მეუღლე იყო ზუგდიდის მაზრის უფროსის თანაშემწის ირაკლი კალანდარიშვილის ქალიშვილი.( მოგვარე)

თედო სახოკიას საშინლად ეჯავრებოდა რუსული ლაპარაკი თედო ლაპარაკობდა ან ქართულად ან მეგრულად.ერთხელ თედოს უთხრეს; გადაიღე კარგი კუსოკიაო, კუსოკის რა მოგახსენოთ ნაჭერი კი მართლა კარგიაო.უპასუხა თედომ.არისტრახო მეგობრობდა ჭალადიდის რკინიგზის სადგურის უფროსთან აჩიკო ცაგარელთან,და მის მეუღლესთან ნატო გაბუნიასთან.არისტრახო არაერთგზის შეხვედრია აკაკი წერეთელს სენაკში, ძველ სენაკში, შხეფში სიძესთან ალექსანდრე დადიანთა სტუმრობის პერიოდში.


3 ოქტომბერი, 2021

ჟაკ ფრანსუა გამბა.1823 წ.

მოგზაურობა დასავლეთ საქართველოში.

(ნაწყვეტი)

,,ხობიდან სახარბედიოს საგუშაგომდე მხოლოდ რვა ვერსს ანგარიშობენ,ჩვენ კი ამ მანძილის გავლას დაახლოებით რვა საათი მოვანდომეთ, ალბათ, არა ამდენად უვარგისი გზების, რამდენადაც საშინელი ამინდის გამო, რომელიც ამ მოგზაურობის დროს დაგვესწრო.

ამ მხარეში ზღვიდან მორეკილ ღრუბლებს ტყეები აკავებს და აქ დროთა განმავლობაში ტყეებში ჩაბუდებული ნისლი ქარიშხალს იწვევს,რომელიც ევროპიდან განსხვავებით რამდენიმე საათს კი არ გრძელდება, არამედ ზოგჯერ ორი დღის მანძილზეც მძვინვარებს ხოლმე...გზად გავიარეთ ტყეებზე , რომელთა შორისაც ალაგ- ალაგ გამოყოფილი იყო საუცხოო საძოვრები, ვენახები,სიმინდის, ფეტვისა და თუთუნის ყანები....

სახარბედიო,სადაც ჩვენ შევჩერდით, წარმოადგენს დაახლოებით ორასი გაფანტული სახლისაგან შემდგარ სოფელს.თითქმის ყველა სახლი საკმაოდ ამაღლებულ პლატოებზეა აშენებული.

კაზაკთა საგუშაგო დგას ცივის ხეობაში და ზემოდან დაჰყურებს მდინარეს.ცივის გაღმა ნაპირზე მოჩანს საუცხოო საძოვრები, რომლებიც ხეებითა გარშემორტყმული .მათ სოფელ სახარბედიოს გლეხები პირუტყვის და მრავალრიცხოვანი ღორების საბალახოდ იყენებენ...

მთელს ამ მხარეში ცხენები, ძროხები თუ ღორები ტანდაბალი ჯიშისაა.

ამ დროისთვის მდინარის გადალახვა შეუძლებელი იყო და იძულებული ვიყავით ორი დღე დავლოდებოდით წყლის დაკლებას.საბედნიეროდ კაზაკთა ახალგაზრდა ოფიცერი,რომელიც განაგებდა ამ საგუშაგოს,ყურადღებას არ გვაკლებდა.მან სურსათით მოგვამარაგა და მოისურვა ჩვენი გაცილება აბაშის პოსტამდე.

სახარბედიოს პლატოს ჰავა სავსებით ჯანსაღია და სიამოვნებით შევნიშნეთ,რომ აქ არცერთი ავადმყოფი ჯარისკაცი არ იყო.

ორშაბათს 22 ივნისს, ნაშუადღევს ორ საათზე სახარბედიოდან გავემგზავრეთ,ოფიცერმა თავი მოუყარა ოც მეგრელს, რომლებიც მგზავრობის დროს უნდა მოგვშველებოდნენ და ჩვენც მალე ვიგრძენით ასეთი დახმარების აუცილებლობა.

მას შემდეგ რაც ცივის მარჯვენა მხარეს უამრავი ხეებით გამშვენებული საუცხოო საძოვარი გავიარეთ, კვლავ ტყეში შევედით, აქ ორ საათზე მეტ ხანს ვიარეთ ,ტყეში მხოლოდ ალაგ ალაგ დამუშავებული მიწები ვნახეთ.შემდეგ გადავიარეთ მთიანი და უსწორმასწორო მიდამოები და მივაღწიეთ ცივის ფონს.

მიწა აქ ოცდაათი ფუტზე მეტი სიმაღლიდან დაჰყურებდა წყლის ზედაპირს.

მიუხედავად დინების სისწრაფისა და წყლის სიღრმისა, მდინარე მაინც გადავლახეთ.ცივსა და ტეხურს შორის, დაახლოებით ექვსი ვერსის მანძილზე შესანიშნავი ტყე შემოგვხვდა, სადაც საკმაოდ მრავალი იყო თელა, კაკალი და მუხა ; მაგრამ თხმელა მაინც ყველგან ჭარბობს და მას ხშირი ნაყარი აქვს.ეს ხე თითქმის მთლიანად დაუფლებია სამეგრელოს.

ტეხურა რომელიც ფაზის ერთვის, და არის ისეთი სწრაფი, როგორც ცივი,მაგრამ მასზე გადასვლა საფრთხეს გვიქადდა,რადგან ამ დროს მდინარე ადიდებული იყო და ნაპირებიდან გადმოსული...

ტეხურის გადალახვის შემდეგ გზა განვაგრძეთ ტყეში, სადაც ჩვენი ყურადღება მიიქცია საკმაოდ დიდ ფართობზე გადახნულმა მიწამ, რომლის ერთი ნაწილი პირუტყვის საბალახოდ იყო განკუთვნილი,მეორეზე კი სიმინდი,ფეტვი,ქერი და თამბაქო დაეთესათ...

ჩვენი გზიდან დაახლოებით ოთხი ვერსის დაშორებით ვნახეთ ერთ- ერთ ამ განცაკკევებულ მთაზე აღმართული ძველი ციხე თუ მონასტერი. ამ მხარეებში ბარბაროსების შემოსევების გამო მონასტრებს და ციხესიმაგრეებს ერთნაირად აგებდნენ.ეს ნაგებიობაც კარგად არის შემონახული. აქვს კვადრატული ფორმა და ოთხი კოშკი რომელთანაც ერთერთი საკმაოდ მაღალია.( გამბას აღწერით ეს აშკარად შხეფის ციხეა ,,ციხე გოჯი,,.საინტერესოა სად გადაკვეთა ტეხური გამბამ რომ ეს ციხე ნახა? ციხეგოჯი მას ტეხურის გადალახვამდე უნდა ენახა და არა მისი გადალახვის შემდეგ.ბ.ხ)

სახარბედიოს საგუშაგოდან გვიან საღამოს გამოვედით და მხოლოდ ნაშუაღამევს მივაღწიეთ აბაშის პოსტს.


3 ოქტომბერი, 2021

ფრანსუა გამბა 1823 წელი.

მივაღწიეთ აბაშის პოსტს,გადავწყვიტეთ მასპინძლობა გვეთხოვა ერთი მეგრელი დიდებულისა თვის,რომლის საცხოვრებელი მეზობლად მდებარეობდა.

იმ მხარეში, სადაც სტუმრები ძალზე იშვიათად ჩამოდიან ხოლმე, ეტლისა და რვა- ათი ცხენოსნის მოსვლა თავდაპირველად ყოველთვის შიშის გრძნობას იწვევს; და მართლაც, სამართლიანობა მოითხოვს გამოგიტყდეთ, რომ ის, თუ როგორ დავეპატრონეთ ამ დიდებულის კარ- მიდამოს. კაცს უდავოდ, შეაშინებდა.ეზოში შესასვლელი ხის ჭიშკარი მეტად ვიწრო და დაბალი აღმოჩნდა საამისოდ, რომ ბრიჩკა(ეტლი) გატეულიყო. ჩვენმა კაზაკებმა უყოყმანოდ მოანგრიეს ღობე, საიდანაც თავისუფლად შევედით ეზოში. მასპინძელთა მოსაძებნად საჭირო გახდა, რომ ჩვენი თარჯიმანი კაზაკის თანხლებით თვით ბატონის სახლში შესულიყო, რადგან მსახურებმა შეგვამჩნიეს თუარა,სახლში დაიმალნენ შიშისაგან სული რომ მოითქვეს , მასპინძლებმა თავაზიანად გადაწყვიტეს მოეცათ ჩვენთვის ღამის გასათევად უცხოელი სტუმრებისათვის განკუთვნილი ხის სახლი, რომელსაც ოხოს( occhos) უწოდებენ. სახლი იდგა იქვე შესასვლელთან უზარმაზარ შემოღობილ ადგილას, რომელსაც ეზოდაც იყენებდნენ, და პირუტყვის საძოვრადაც. ბატონი შინ არ ბრძანდებოდა, იგი თავის სუვერენთან, დადიანთან წასულიყო, რომლის საცხოვრებელიც ამ დიდებულის სახლიდან მხოლოდ ოცი ვერსითაა მოშორებული..

მეგრელი დიდებულის მთავარი სახლი და ყველა დამხმარე შენობა უზარმაზარი ხეებით დამშვენებულ საუცხოო მოლზე იდგა, რომელსაც პატარა მოჩუხჩუხე და კამკამა რუ კვეთდა.

ის იყო, ეტლიდან გადმოვედით, რომ დიდებულის ვაჟი გვეახლა თავისი გუვერნიორით.თორმეტიოდე წლისა და მეტად სასიამოვნო გარეგნობის,ამ ყმაწვილმა, რომელსაც მშვიდი და თავაზიანი მანერები ჰქონდა, დაბეჯითებით გვთხოვა თავისუფლად გვეგრძნო თავი მისი მამის სახლში.ბერძნული საეკლესიო წესით რომელიღაც მარხვა იდგა და ამ ერთადერთმა მიზეზმა მას ხელი შეუშალა დაგვსწრებოდა ვახშამზე, რომელიც ჩვენთვის გააწყობინა.

მეორე დღეს, დილის ხუთ საათზე კვლავ გავუდექით გზას იმ მთების გასწვრივ, რომლებიც ჩვენგან ხელმარცხნივ აღმართულიყო და კვლავ გადავჭერით ლამაზი ტყე, ორმოცდაათი კვადრატული ბიჯის მანძილზე ას ორმოცდაათზე მეტი უზარმაზარი ხე დავთვალეთ.

ცხრა საათისთვის მას შემდეგ, რაც ფონით გადავლახეთ ამავე სახელწოდების მდინარე (აბაშა.ბ.ხ)ჩავაღწიეთ აბაშის კაზაკთა პოსტს.

4 ოქტომბერი, 2021 

ფრანსუა გამბა 1873 წ

აბაშის პოსტის უფროსი ვიცანი, იგი კაზაკთა ის ოფიცერი გახლდათ, წინა კვირას რომ შეგხვდა, როცა ხობის მონასტერთან, საშინელ ელჭექსა და წვიმაში ვიდექით და გზის ყველა სიძნელე ჯერ კიდევ წინ გვედო. მაშინ იგი შეზარხოშებული ბრძანდებოდა, რის გამოც განსაკუთრებული მზრუნველობით მოგვეკიდა, მაგრამ სიმთვრალემ საშუალება არ მისცა მიმხვდარიყო,თუ რა ზომები უნდა მიეღო მძიმე მდგომარეობიდან ჩვენს გამოსაყვანად. აბაშის პოსტში იგი ფხიზელი დაგვიხვდა, მაგრამ ისეთივე თავაზიანი იყო,როგორც უწინ. მან ისურვა აბაშიდან მარანამდე გვარიან მანძილზე გამოგვყოლოდა და მხოლოდ მაშინ დაგვშორდა,როცა ძნელი გზა უკან ჩამოვიტოვეთ.

აბაშის პოსტიდან მოყოლებული, მთელი ეს მხარე კვლავ ტყით იყო დაფარული, მაგრამ აქ უფრო ხშირად გვხვდებოდა საძოვრები და დამუშავებული მიწები. ამასთანავე, სიამოვნებით შევნიშნეთ, რომ ტყისთვის სახნავად მიწის საკმაოდ ვრცელი ფართობი გამოეწირათ, რაც მოსახლეობის, მისი კულტურის ზრდისა და ამ ხალხის მდგომარეობის გაუმჯობესების უდავო მაჩვენებელია.

ხეხილის შორის ყველაზე უფრო მრავალრიცხოვანი იყო ატმისა და ლეღვის ხეები.ბროწეული გამოირჩეოდა მშვენიერი ალისფერი ყვავილებით.

აბაშიდან (მარნამდე)რამდენიმე ვერსზე ზედიზედ დავინახეთ ხისაგან ნაშენი ორი მონასტერი. მათ გალავნებს შიგნით უამრავი ძალზე ლამაზი შავი თუთის ხე იდგა. ამ მხარეში, სადაც კარგი მოსავლის მისაღებად საკმარისია მიწა ოდნავ მოჩიჩქნო, მას უღელი ხარით ხნავენ.გუთანი მოღუნული ხისაგან არის გაკეთებული და არც სახნისი აქვს რკინისა. 

აბაშასა და მარანს შორის ძალზე ბევრია თუთის ხეები, მაგრამ აბრეშუმის პარკის გამოყვანა, განსაკუთრებით კი აბრეშუმის რთვის ხელოვნება, აქ ჯერ კიდევ სრულიად ახალი საქმეა 

ამ მხარის მემამულეებს მრავლად ჰყავთ ნახირი, თხის ჯოგები და ღორის კოლტები.ნოტიო ჰავა ხელს უშლის ცხვრის მოშენებას. 

აბაშასა და მარანს შორის ოცდაშვიდი ვერსის გავლას ექვსი საათი მოვანდომეთ.ვიდრე სოფელ მარანში ჩავიდოდით, შვიდი-რვა ვერსზე ცხენისწყალი შევნიშნეთ.ეს არის ბერძნების ჰიპუსი (Hippus),ანუ ცხენის წყალი.ეს სახელი მას სწრაფი დინების გამო უწოდეს.( ცხენისწყლის სახელწოდების შესახებ სხვა ვერსიებიც არსებობს.ბ.ხ) იგი თითქმის ისეთივე სიგანისაა,როგორც ფაზისი(?) მდინარე მარანს ზემოთ სანაოსნოდ გამოუსადეგარია, რადგანაც მის დინებას აფერხებს წვიმის შემდეგ კავკასიის მთებიდან მრავლად ჩამოტანილი უზარმაზარი ქვები, კენჭები და ხეები, რომლებიც ალაგ ალაგ იყრიან თავს და პატარ-პატარა კუნძულებსა და რიფებს ქმნიან.

როგორც ამბობენ, ცხენისწყალს ფაზისამდე ჩააქვს ოქროს ქვიშის მარცვლები , ზოგჯერ თვით ოქროს ნატეხებიც კი. ეს ფაქტი დღეს ნაკლებად სარწმუნოა, მაგრამ თუ აქაურებს დაეჯერებათ, სულ რაღაც ორმოციოდე წლის წინათ აქ ოქროს ქვიშის მარცვლების მოგროვება ჯერ კიდევ შეიძლებოდა.იგი ბაზარზე გაჰქონდათ და ცხენისწყლის ნაპირის მაცხოვრებელთა და სამეგრელოს მთავართა შემოსავლის გარკვეულ ნაწილს შეადგენდა 

მას შემდეგ,რაც საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში ვიარეთ ცხენისწყლის მარჯვენა ნაპირის გაყოლებაზე, მივადექით მარანს.რადგანაც აქ არც ბორანი იყო და არც პონტონის ხიდი, ჩვენებმა ორმა ჯარისკაცმა კაიუკზე ექვსი მორი გადეს: მორები ერთმანეთთან განივი ძალითაც კი არ იყო შეკრული. ასეთ სუსტ საყრდენზე შედგეს ჩვენი ბრიჩკა და სამმა ჯარისკაცმა იგი მდინარის მარცხენა მხარეს გადაიყვანა,თუმცა არაერთხელ განიცადეს მისი გადაბრუნების საშიშროება. ჩვენ კი ცხენისწყალი კაიუკით გადავლახეთ და 10(22) ივნისს მშვიდობით ჩავედით მარანში ,სადაც მასპინძლად მისი კომენდანტი დაგვხვდა 

ეს ოფიცერი პოლონელი გახლდათ.მას ცოლად ჰყავდა ტანმორჩილი, ჭკვიანური იერით და სიმკვირცხლით გამორჩეული ფრანგი ქალი. ორთავენი ჩემი პირველი მოგზაურობის დროს 1820 წლის აგვისტოში გავიცანი ქუთაისში.

მაშინ მე მარანში მხოლოდ ოცდაოთხი საათის დავყავი და ქართველ თავადთან, ეგერთა პოლკის პოლკოვნიკ აფხაზთან გავატარე.


გაზეთი შრომა 1882 წ N 3

ალექსი გიორგის ძის რუხაძის ახლად გაღებულს ღვინოების მაღაზიაში ისყიდება ყოველ გვარი კავკასიის ნამდვილი ღვინოები.სხვაგან აბაზად ღირებული ბოთლი აქ სამ შაურად ისყიდება.ფუთობით კიდევ უფრო იაფად ისყიდება 

გაზეთი შრომა 1882 წ.N3

მარტვილის სასწავლებელი დაიწვა ახალ- სენაკში გადააქვთ ზუგდიდი ექაჩება რა უფლებით?

დეპუტატი მღვდელი.მ.გ

შრომა 1882 წ.N 7 

აბაშის სტანციიდან იწერებიან,რომ აბაშის საზოგადოების სასოფლო კანცელარიაში ერთი ნადიაკვანევი მწერალი მსახურობდა რამდენიმე წელიწადია და ისე გაეჩვია ქრთამებს რომ მოთმინებისგან გამოსულმა საზოგადოებამ პრისტავთან უჩივლაო, პრისტავმა სასოფლო კრების შეყრა უბრძანა მამასახლისს, რომ ახალი მწერალი გამოერჩიათ და რასაკვირველია ერთ ხმად სხვა მწერალი აირჩიესო.მამასახლის და სუდიებს ძალიან სწყენიათ ეს ამბავი, რადგანაც ძველი მწერალი კარგი ამხანაგი და ხელის გამმართველი იყო თურმე მათი გადაყენებულმა მწერალმა საქმეების შკაფის გასაღები ჯიბეში ჩაიდვა და არავის აძლევსო.ამბობს თურმე ამდენი წელიწადია მიმსახურნია და ვის შეუძლია ჩემი გამოცვლაო.

სუჯუნა.

ოცდასამ აპრილს წმინდის მთავარ მოწამეთის გიორგის ტაძრის დღესასწაულობა იციან იმართება დოღი, იარმურკობა.


გაზეთი შრომა 1882 წ.N 9

ახალ-სენაკიდან გვწერენ შემდეგს;

თითქმის ორი წელიწადია, რაც ახალ- სენაკს ორ კლასიანი ნორმალური სასწავლებელი დააფუძნეს.თეკლათის საზოგადოება,რომელსაც ახალ-სენაკი ეკუთვნის, ვალდებული იყო აეგო ამ სასწავლებლისთვის შესაფერი შენობა.ჯერ კიდევ შკოლა არ ყოფილა გახსნილი, რომელსაც საზოგადოებამ გადაწყვიტა 1880წ.აგვისტოში დიდი ქვის სახლის აშენება რვა ათასი მანეთად.ამოირჩია,მისი ფიქრით, სანდო პირები, რომელთაც ეს ფული უნდა გაეწერათ მცხოვრებლებზედ, მოეკრიფათ და სახლის აშენებაც ეთავებინათ.ამ პირებმა, რასაკვირველია,შეაწერეს მცხოვრებლებს ფულები, რომელიც მათ უნდა გადაეხადათ ნაწილ- ნაწილად ყოველს ოთხის თვის თავზედ ორი წლის განმავლობაში. ამის შემდეგ საქმის მოთავეები უცებ დატრიალდნენ: სად ფულები იშოვნეს,სად იჯარადარი და ენერგიულად მიჰყვეს საქმეს ხელი.მაგრამ ცოტა ხნის შემდეგ ამ საქმეს თავი მიანებეს.გადის მას აქეთ ორი წელიწადი; საზოგადოებაზედ გაწერილი ფულები იკრიფება და სახლი კი არა შენდება, არც არავინ ლაპარაკობს იმის გაშენებაზედ.ნეტავი ვიცოდეთ რა მიზეზია, რომ ამდენს ხანს არ აშენებენ სახლს რომელიც ფრიად საჭიროა.ან სად არის ის ფულები, რომელიც შეკრებილია? ამ კითხვების პასუხად სამწუხარო ხმები დაყარეს, ამბობენ ვითომსც, ზოგიერთ მოთავეთაგან ის შეკრებილი ფული ,,საპროცენტოდ,, გაცემულიაო. ნუთუ ეს მართალია? გამოგზავნეს ახალ- სენაკში ოთხი შეძლებული გლეხი და ითხოვეს მიენდოთ ამ გლეხებისთვის სახლის აშენება, პირობასაც აძლევდნენ, რომ ექვს თვეში შენობა სრულიად მზად იქნებაო, მაგრამ მათ სულ კუდით ქვა ასროლინეს , რამდენი სხვებიც გამოჩნდნენ მაშენებლები,მაგრამ არ იქნა არც სხვას აძლევენ, არც თვითონ აშენებენ.


შრომა 1882 წ N 16

სოფ. საჭილაოდან გვწერენ, რომ ჩვენს სოფელში ორი ყმაწვილი კაცი გვარად კორძაიები, გვაწუხებენო, რომელნიც, უბრალო მიზეზით და ხშირად სულ უმიზეზოდ, ვისაც დაიბრიყვებენ გაულახავს არ გაუშვებენ, დადიან შეიარაღებული და ზოგს სიკვდილს ექადიან, ზოგს გალახვას; ხან გზაზედ მიმავალს ჩხუბესა და დავიდარაბას აუტეხენ, და ხან სახლში მიუხდებიან ხოლმე და მართლა ოჯახს ცემა- ტყეპით აუპატიურებენო. მრთელი სოფლის საზოგადოება შეწუხებულია ამ ორი ყმაწვილისაგან, ასე რომ ვერც კარში გამოვსულვართ და შინაც მოსვენებით არა ვართ.კარგი იქნებოდაო, ამბობს კორესპოდენტი, რომ ან მთავრობას მიექცია ამ გარემოებაზედ ყურადღება და ან ,, ჩვენთვის მოეცაო ნება, სადაც შევხვდეთ ჩვენც ისე მოვექცეთ იმათ, როგორც ისინი ჩვენ გვეპყრიბიანო..

შრომა 1882 წ.N 31

ექვს ამთვეს სენაკის მაზრაში, სოფელს საჭილაოს, სადაც ფერის- ცვალების გამო შეკრებულება იციან, თვით ამ სოფლის და სხვა ახლო- მახლო სოფლების მცხოვრებულებმა, დროის გასატარებლად, მოხდა ჩხუბი ორი ძმის კორძაიები და აზნაურს ქუთათელაძეებს შუა.ამ უკანასკნელმა რევოლვერით მოგკლა ერთი ძმა კორძაია, რომელსაც ზიარება ვერ მიასწრეს...მარცხენა ძუძუში მოხვედრილმა ტყვიამ თვალის დახამხამებაში ბოლო მოუღო საწყალს.ქუთათელაძეს სამჯერ უკრავს ზედიზედ რევოლვერი და იმათში ერთს ტყვიას მამასახლისის თვის გაუკრავს მკლავზედ.ძმები კორძაიები ხმლებით ყოფილან შეიარაღებულნი.ჩხუბის მიზეზი ჯერ არ იცის კაცმა.მეტად სამწუხარია რომ ასეთი შემთხვევები გახშირდა ჩვენში.დიდს შეკრებილობაში, სადაც ათასზე მეტი ქალი და კაცია,დიდი და პატარა, ისე ატრიალებენ ხმლებს და ისვრიან რევოლვერებს,რომ არავის და არაფერის შიში და მორიდება აღარ სჩანს.


დროება1866 წ N6 8 (2) აპრილი..

ბრძანება კავკასიის ნამესტნიკის სამმართველოში.4-ს მარტის 1866 წ

დაინიშნებიან , მეშვიდე კომისიის პრედსედატელი, სამსჯავროს წევრი, ტიტულიანი სოვეტნიკი ყაძაევი, ზაკავკასკიის მეჟევის პოლიციის უმცროს წევრათ. წევრებათ დროებითის კომისიისა, დაწესებული რომ არის ცნობაში მოსაყვანათ იმ პირთა, რომელნიც შეადგენენ სამეგრელოს, სამურზაყანოს და სვანეთის სათავადო და სააზნაურო გვარებს, თავადებს და აზნაურების ამორჩევით: სენაკის მაზრაში; თავადები--- შტაბს კაპიტანი ივანე ოტიას ძე ჩიქოვანი, პორუჩიკი ემაჯე ალმასხანის ძე ფაღავა, ალექსი კოსტას ძე დგებუაძე, ივანე ბეჟანის ძე მხეიძე; აზნაურები --- ივანე ბეკოს ძე ჩიქოვანი, პადპარუჩიკი გიგო გლახუნას ძე კორძაია, ხახუ როსტომის ძე ჯოლია და პრაპორჩიკი თეიმურაზ ხახუს ძე თოფურია.

დროება 1885 წ N 4

ახალსენაკის უეზდის უფროსის ბერსის თაოსნობით, ერთს ახლო ალაგიდამ თუჯის მილებით გამოუყვანიათ წყალი და ქალაქის შუა ალაგზე ჩინებული, დიდი აუზი გაუკეთებიათ, და ამჟამად იმდენი წყალია, რომ ორ ამოდენა ქალაქსაც კარგად ეყოფოფაო.

ამ გარემოებას უნდა მივაწეროთ ისაო, ამბობს ჩვენი კორესპოდენტი, რომ ახალ- სენაკში ახლა უფრო მსწრაფლად მიდის სახლების შენებაო; თუმცა ომიანობის მოელიან, მაგრამ ეს არავის აშინებსო


ცნობის ფურცელი 1897 წ. N 393

ახალ- სენაკი 

ამას წინათ აქ იყო აზალგაზრდა ნიჭიერი მხატვარი ბ-ნი ალექსი ეისნერი, რომელმაც ახლახან გაათავა პეტერბურგის სამხატვრო აკადემია, და რამდენიმე ლამაზი მეგრელი ქალის სახე დახატა.ბატონს ეისნერს განზრახული აქვს საქართველოში დარჩეს და ქართული მხატვრობის ისტორია შეისწავლოს.

ყოველმხრივ გამარჯვებას ვუსურვებ

ბატო.


თანამედროვე ქვეყანა 1913 წ.N31

სოფ.ქოლობანი(სენაკის მაზრა)

ჩვენ, სოფელ ქოლობნის მცხოვრებნი, აღშფოთებული ნაციონალისტების უმგვანო საქციელით რომელთაც ილია ჭავჭავაძის გვამი თავისი პარტიის გაძლიერების საგნად გამოიყენეს, ზიზღს ვუცხადებთ მათ და მოვუწოდებთ ყველა სოფლის გამოფხიზლებული გლეხებს, შემოუერთდეს, ჩვენ პროტესტს და თავისი გულის წყრომა გამოუცხადოს ცილის მწარმოებლებს.

ყარამან მიქაძე, ბახვა მიქაძე, ანდრია რუსია, ვასილ გოგავა, ბიკენტი მიქელაძე, არსენა შენგელია,ივანე მიქაძე, დიონისე მიქაძე,ვლადიმერ რუსია,ვასილ მიქაძე,ნესტორ მიქაძე,ამბაკო გვაზავა,ოლიფანტე მიქაძე,რაჟდენ მიქაძე,ალექსანდრე შენგელია, ივანე რუსია, სიმონ მიქაძე,პავლე მიქაძე,დიონისე ნაუმოვი, პარმენ მიქაძე,ივანე მიქაძე, ერმინე მიქაძე, აპოსტი მიქაძე,ლუარსაბ მიქაძე, ბესარიონ მიქაძე 

თ. შე-ლია.

თანამედროვე ქვეყანა 1913 წ.N 26

ახალ- სენაკი.უშვიათად შეხვდებით სადმე სხვა ჩვენს დაბა-ქალაქს ასეთ უმოძრაოს და შეუგნებელ ელემენტს, როგორიცაა ახალ- სენაკის ნოქრობა.მათში ბევრია წერა- კითხვის უცოდინარი,მაგრამ ამას წინათ გახსნილ საკვირაო შკოლაში არავინ ისურვა მისვლა; მათ ნება აქვთ საღამოს 6 საათიდან დაკეტონ სავაჭრო სახლები, ან თავი ანებონ მუშაობას, მაგრამ ისინი 7, 8 და ზოგი 9 საათამდის მუშაობს,ყოველგვარ კულტურულ განმანათლებელ დაწესებულებებს და გასართობს ისინი საშინლად გაურბიან და ბანქო- ნარდის თამაშით ატარებენ დროს.არანაირი საზოგადოება არავითარი კავშირი მათ არ მოეპოვებათ 

ძ.ნაცნობი

N 28

და.ახალ-სენაკი. 22 ივლისს ქ-ან ა.ლოლუას მონაწილეობით და ადგილობრივი სცენის მოყვარულთა დახმარებით საკრებულოს დარბაზში წარმოდგენილი იქნა ალ.ყაზბეგის სამ მოქმედებანი დრამა ,, არსენა,, კარგათ შეასრულეს თავიანთი როლები ა.ლოლუამ, და სცენის მოყვარულმა კ.დავითაიამ და გ.თევზაიამ.დანარჩენნი კი სუსტობდნენ.საზოგადოება ბლომად დაესწრო წარმოდგენას

დამსწრე.

თანამედროვე ქვეყანა 1913 N 17

ს.ხორში.

მინდა მკითხველს გაგაცნოთ ჩვენი სოფლის გმირი მიხა ჩიჩუა, დიდი ხანია ეს ვაჟბატონი ჩვენს გლეხებში თარეშობს და ვისაც კი ჩაიგდებს ხელში შავ დღეს აყენებს.მაგრამ გლეხობა ითმენს, ხოლო სანამდის კი არავინ ვიცით.წარსულ კვირაში ბ.ჩიჩუას როგორც გამოირკვა, თავისი ცხენები ჩუმათ გაუყიდნია იმ მოსაზრებით, რომ საზოგადოებისთვის შარი მოედო ვითომ ჩემი ცხენები მოიპარეს, თქვენ ქურდები იცით და ან ცხენები მომინახეთ და ან მათი ფასი 340 მანეთი გადამიხადეთ, წინააღმდეგ შემთხვევაში ეს თავისი თავის ქურდი ადმინისტრაციის დახმარებით აპირებდა ,,ზარალის,, აღებას.მაგრამ გაუგეს თუარა გლეხებმა ჩიჩუას ოინები დაწვრილებით აცნობეს ბ.ბოქაულს რომელმაც შეკრიბა საზოგადოება და შეუდგა საქმის გამოკვლევას გლეხებმა ნათლად დაუმტკიცეს ბოქაულს თავისი სიმართლე, ეხლა თავმოჭრილ და შერცხვენილს ჩიჩუას მიუმართავს რამდენიმე პიროვნებისთვის, რომ მოირიგონ საზოგადოებასთან.რადგან ეშინია, საზოგადოებამ ჩემი გადასახლება არ დაადგინოსო.

ტყუილად ნუ ირჯება გამოქექილი თავადი ,საზოგადოება მას არაფერს აპატიებს 

მუშა აკაკი

N 28

გვინდა ორიოდე სიტყვით ვახსენოთ ახალ- სენაკში არსებული ქ- ან ფულარიას ქალთა კერძო პროგიმნაზია , სენაკისა და ზუგდიდის მაზრაში ამაზე უკეთესი საქალებო სასწავლებელი არ მოიპოვება და მისი რიგიანი არსებობა ყველასთვის სასურველი და საჭიროა.მარა...პროგიმნაზიის მასწავლებელ ქალებს თითოს სამი და ოთხი თვით ჯამაგირი არ მიუღიათ ჯერ,რა მიზეზით? არც მასწავლებელმა ქალებმა და არც საზოგადოებამ ეს არ იციან.პროგიმნაზიის დამაარსებელი და გამგე ქ- ან ფულარია კარგად ცნობილი და დამსახურებული პირია ჩვენს მხარეში და იმედია, თავის სკოლის ფინანსურ მხარეს გააცნობს მის მიერ დაქირავებულ მასწავლებელ ქალებს მაინც და ამით ბოლოს მოუღებს იმ უსიამოვნო მითქმა- მოთქმას, რომელიც ტრიალებს მასზე საზოგადოებაში ამ ბოლო დროს.

ძვ.ნაცნობი


თანამედროვე ქვეყანა 1913 წ.N 1

ახალ- სენაკი.29 აპრილს, მსგავსად სხვა დაბა- ქალაქებისა, აქაც გამართეს ჭლექთან მებრძოლ საზოგადოების სასარგებლოთ ,, გვირილობა,, რომლის მომწყობი ძლიერ ენერგიულად მოქმედებდნენ, მიუხედავად უამინდობისა და გასაყიდ ყვავილების უქონლობის, დ.ახალსენაკში და ახლო- მახლო დაბა სოფლებში 700 მანეთამდის მოაგროვეს.ამავე დღეს ადგილობრივ კლუბის დარბაზში ექ.ბ.ვ წერეთელმა ხალხს უფასოდ წაუკითხა ლექცია ჭლექზე.

ნაცნობი.

N 34 

ს.ბანძა ამას წინათ და.ახალ- სენაკში ხარის საყიდლათ მიდიოდა გლეხი გ.კანკია. ს.აბედათის გასწვრივ დახვდნენ ვიღაც უცნობები.სცემეს საბრალო გლეხს და წაართვეს 35 მანეთი.მძარცველის ავან- აჩავანი ვერავინ გაიგო 

პარასკევს, 20 სექტემბერს ნაბძიდან მიმავალი უშანგი ფირცხალავას, რომელსაც თან ჰქონდა 25 მანეთი დახვდნენ ვიღაც უცნობები წაართვეს ფული და თვით დაჭრილი გზაზე დატოვეს 

ფოთოლი


დროება 1885 წ.N 159

განცხადება

ქუთაისის სათავად- აზნაურო სასწავლებლის ინსპექტორი აცხადებს 

ვინაიდან 1885;წ. ენკენისთვიდან ქუთაისის სათავადაზნაურო სასწავლებლის ყველა პარალელური განყოფილებაში იქმნებიან სამეგრელოში ძველ სენაკში, ამიტომ მოსწავლენი მესამე და მეოთხე განყოფილებათა რომელნიც სამეგრელოდან არიან, პირველს ენკენისთვეს უნდა გამოცხადდნენ სასწავლებელში ძველ სენაკში რადგან ისინი ძველი სენაკის სათავად- აზნაურო სასწავლებელში არიან გადაყვანილი,ვისაც ხელ- ახალი ეგზამენი ექმნება, ის უნდა გამოცხადდეს უფრო ადრე 25 აგვისტოდგან პირველ ენკენისთვემდის.

აი სია იმ მოსწავლეთა რომელნიც გადმოყვანილნი არიან ძველ სენაკში 

გაბუნია ირაკლი

გაბუნია სევეერიანე

დგებუაძე კალისტრატე

იოსელიანი იასონი

იოსელიანი მელიტონი

კიზირია არსენი

კორძაია ვლადიმერი

ლოლუა სპირიდონი

ლოლუა ესტატე

ლოლუა ივანე

მელია დავითი

ნანეიშვილი ბიქტორი

რევია დავითი

ჩიქვანი ერმალოზი

ჩიქვანი გიორგი

ალშიბაია გიორგი

გაბუნია სილოვანი

გაბუნია ნესტორი

გაბუნია დიომიდე

კორძაია იასონი

ნაჭყებია ვლადიმერი

ჩიქოვანი ნესტორი

ქავთარაძე ისააკი.


6 ოქტომბერი, 2021 

საქართველოს კომუნისტური პარტიის (ბ) სენაკის სამაზრო კომიტეტის და აღმასკომის ყოველკვირეული ორგანოს გაზეთ,, კომუნის,, (პ.მგ.რედაქტორი მაკარ ბედია) გამოსვლის შესახებ ახალ- სენაკიდან გამოგზავნილ კორესპოდენციაში რომელიც გამოქვეყნებულია გაზეთ ,,კომუნისტის, 1923:წლის 17 მაისის ნომერში ვკითხულობთ; პირველ მაისს სხვათა შორის მით ჰქონდა დიდი ხასიათი ჩვენში, რომ ამ დღეს გამოიცა ჩვენი სამაზრო გაზეთი ,,კომუნის,, პირველი ნომერი.

გაზეთი ,,კომუნა,, იბეჭდებოდა ახალ- სენაკის სამაზრო აღმასკომის კ.მარქსის სახელობის სტამბაში ამ სტამბაში დაიბეჭდა ვეფხისტყაოსანი ს.გუგუნავას ,,თამარიანი,, ი.გოგებაშვილის ,,ასპინძის ომი,, და სხვა.

,,კომუნის,, შემდეგ 1929-1938 წ. გამოდიოდა გაზეთი ,, მთლიანი კოლექტიციზაცია,, (პ.მგ რედაქტორი პ.ჩარგაზია) გაზეთი ,,ავანგარდი,, როგორც ახალ- სენაკის მანქანა ტრაქტორთა სადგურის პოლიტ.განყოფილების ორგანო (1934) წ ,, დამკვრელი მუშა,, საქ.კომპ(ბ) ადგილობრივი მრეწველობის ტრესტის პარტკომის , მმართველობის, და ადგილკომის დეკადური ორგანო.(1934-35)წ საქ.კომპ (ბ) ცხაკაიას რაიკომის და რაიაღმასკომის ექვსდღიური ორგანო- გაზეთი. ,,ავანგარდი,, (რედაქტორები ა.კილასონია, ვ.წირღვავა) გაზეთი კოლხეთის ცისკარი რედ.(მ.ქვარცხავა ლ მოწერელია) ხოლო 1966 დან გამოდის ყველა ზემოთ აღნიშნული გაზეთის ღირსეული მემკვიდრე გაზეთი ,,კოლხეთი,, რედაქტორი (ბ.შენგელია რ.ჯანჯღავა)


ცნობის ფურცელი 1887 წ.N 296 

20 აგვისტოს თავ.კოკი იგივე ნიკოლოზ ნიკოლოზის ძე დადიანმა გახსნა თავისი საკუთარი ტყე სახელდობრ ,,ძიგური,, რომელიც დღემდის დაცული ჰქონდა. მადლობის ღირსია კოკი დადიანი რომ ჩარჩებს არ მიჰყიდა ტყე და შეინახა. აქაურებსაც არავინ აწუხებს..სენაკის გლეხებს შეშა მოჰქონდათ თავ. მხეიძეებისა და თავ.ქოჩაკიძეევის მამულითგან. თავ..დადიანი შეშას მათზედ შედარებით იაფად იძლევა.შეშა კარგის ფასების არის .მასთან ახლოს მშვენიერი გზებია ქვით მოკირწყლული.

N 310

ახალ- სენაკი, დაახლოებით 5 წელიწადი იქნება რაც ბ-ნ .ი. კალანდარიშვილი( ეხლა ზუგდიდის მაზრაში მაზრის უფროსის თანაშემწეა) და აქაურ ნორმალურ სასწავლებლის ზედა- მხედველის ბ.ს. ენუქიძის თაოსნობით გაიმართა საზოგადოებაში ხელის მოწერა მუსიკალური ნივთების გამოსაწერად, გამოიწერეს იარაღები და გაჩაღდა საქმე პირველ ორ წელს უსასყიდლოდ ასწავლიდა მოსწავლეებს შტაბს- კაპიტანი ფოთის სამხედრო ჯარისა ბ. ნარაზოვი. რომელმაც კარგად შეასწავლა, მაგრამ სხვაგან გადაიყვანეს.შემდეგ ორ-სამი მასწავლებელი გამოიცვალა ბოლოს სულ გაუქმდა რატომ? იარაღებს ან გაყიდიან და სხვა საქმეს მოახმარენ ან სხვა სასწავლებელს გადასცემენ..

გურული მეგრელი.

N320

ახალ- სენაკი. ამჟამად ჩვენს დაბაში რამოდენიმე მეძავი ქალებია, რომელთაგან არა-ერთსა და ორს შეჰყრია სხვადასხვა სენი.

N340

ს ნოსირი.სოფელ ნოსირში მცხოვრებს ანდრო უჩანეიშვილს მიუგნია ისეთ უებარ წამალზე, რომ სწორედ დიდ განძათ უნდა ჩაითვალოს მთელს კაცობრიობისთვის მას ნამდვილად მოურჩენია მარტო გარედან წასმით ჯირყვლები, ანუ ,,კატაჯვარა,, ზოგიერთები ,,დურბლის ქარს,, ეძახიან.ბ-ნ. ანდრო უჩანეიშვილს ეს უებარი წამალი ჩვენი ცნობილს ექიმს სამსონ ბესარიონის ძე თოფურიასთვის წარუდგენია ქუთაისში, რომელიც დაპირებია, რომ უსათუოდ ქიმიურ ლაბორატორიაში გავგზავნი გამოსაკვლევადო იმედია სამსონ თოფურია ჯეროვან ყურადღებას გამოიჩენს 

ბან--- დიან.

N 387

ტყირი. 16 ამ თვეს ძაკი გარუჩავას საქონელი დაეჭირა ტყეში რომელიც ეკუთვნოდა მხეიძეებს და ალანიას და საქონელი დაუმწყვდევია; პართენ გარუჩავამ გაიგო რა ეს, მაშინვე მიუხტა, საქონელი გამორეკა და თანაც დაემუქრა; თუ ამ ცოტა ხანში შენს თავს მოჭრილს არ მივუტან მამაშენს, ბიჭი არ ვიქნებიო.მართლაც 21 ამ თვეს ძაკი ტყისკენ წასულა საქონლის მოსალალად, ამ დროს მივარდა პართენი და შიგ შუბლში ესროლა რევოლვერი. ძაკმა იქვე განუტევა სული. მკვლელი უარზე იდგა მაგრამ გამომძიებელმა მოსიძემ საკმაოდ საბუთები შეიკრიბა თურმე დამნაშავის გასამტყუნებლად.


ცნობის ფურცელი 1904 წ. N 2486 4 მაისი.

ახ. სენაკი.ამ ბოლო დროს აქეთ ძალიან გახშირდა მკვლელობა 

სოფ.ძველ სენაკში იარმარკობის დროს მოჰკლეს ერთი კაცი, რომელსაც ხარის სასყიდლად ჰქონებია 30_40 მანეთი.

ბოროტმოქმედებმა ეს ფული ამოაცალეს და მიიმალნენ 

8 ამ თვეს სოფ.ისულაში ამავე სოფლის მცხოვრები კოჩა ტორჩინავა და იმისი ცოლი მოკლული ნახეს, ცოლი შეუძლოდ ყოფილა და ადრე დაწოლილა ქმარი დაწოლის წინ სამზარეულოში შესულა იქ ცოტა დაყოვნებული როდესაც გამოსულა მკვლელი ჩუმად მიჰპარვია და რაც ძალი და ღონე ჰქონია ჯოხი ჩაურტყამს თავში და იქვე გაუგორებია, იმდენი ურტყამს ვიდრე მთლად არ დაუჩეჩქია მთელი სახე, ამის შემდეგ შესულა ქალის საძინებელში და მისთვისაც გაუტეხია თავი შემდეგ გაუტეხია კოლოფი წაუღია ფული და თამასუქები. კოჩა ტორჩინავა შეძლებული გლეხი იყო. ადმინისტრაციამ ეჭვი ერთ კაცზე მიიტანა რომელიც დაპატიმრებულია

ტრ.კალანდაეიშცილი

N2592

სოფ.ჭალადიდი 14 აგვისტოს, დილის 11 საათზე საგრძნობლად იძრა მიწა, ზოგგან ისე ძლიერი იყო მიწის ძვრა, რომ ძლიერ შეშინდა ხალხი.ერთგან მხერხავი სახურავზე იყო და ძირს ჩამოვარდა, ვინც ამ დროს ლოგინზე იყო, გადმოვარდა. ამ დღეს სამჯერ იძრა მიწა და ყოველთვის საგრძნობლად..

N 2598

ჭალადიდი.23 აგვისტოს ჭალადიდის სადგურის ახლო ცეცხლი გაუჩნდა ალექსანდრე საბახტარაშვილის კანტორაში და სამი საათის განმავლობაში სრულიად გადაიწვა.ცეცხლი გადავიდა აგრეთვე იქვე მახლობლად დიმიტრი ხაჯალიას დუქანზე და როგორც შენობა, ისევე ყოველივე ავლადიდება დაეწვა, საცოდავ მედუქნეს აღარ გადაურჩა რა, და ისედაც ღარიბ ღატაკი, ღვთის ანაბარა დარჩა 

სვე 

N2705

ჭალადიდი. საშინელი თოვლი და ქარბუქი.თოვლიანი ამინდი მთლად სასურველი და სანატრელია სანადიროდ, მკითხველს ვაგონებთ უნდა მოეხსენებოდეს, რომ ჭალადიდში უანგარიშოა ღორი,ტურა, მგელი, მელია, შველი, ხოხობი, ძღარბი,იხვი, ბატი ,ინდოური გედი და ვინ იცის კიდევ რამდენაირი ფრინველი და ნადირი.

N 2708

სორტა. აქ სამწუხარო ამბავი მოხდა.ძველ- სენაკიდან სორტას მიმავალ გზაზე 7 დეკემბერს, დილით ადრე, ამა სოფლის მცხოვრები თავ. დავით მხეიძე მკვდარი უნახავთ. იგი მუცელში დაჭრილი აღმოჩნდა.დავით მხეიძე წინადღის საღამოს ორ თავის ძმასთან ერთად ძველ- სენაკში ყოფილა იქ ღვინით შეზარხოშებულან და მერე სამივე შინისკენ წასულან დაწვრილებით ცნობები არ ვიცით, გამოძიება სწარმოებს.

ალიკო.


გაზეთი ,,აზრი,, 1916 წ. N 136

5 ივნისს ს.ეკში მდ.ცივის მახლობლად პოლიციელებმა დასჭრეს სამხედრო ბეგარიდან ლტოლვილი ს. სახარბედიოს მცხოვრები ლუკა სარდიონის ძე ეჯიბია .დაჭრილი მაზრის უფროსის განკარგვის მოსვლამდე მზეზე ხელშეუხებლად ეგდო.ის სისხლისგან დაიცალა, ნაშუადღევისას დ.ახალსენაკში წამოიყვანეს, ის მეორე დღეს გარდაიცვალა.

ი.ც-- ვა.

N 137 

ს.ნოსირი.ჩვენ ვალდებულებათა ვრაცხთ ჩვენს თავს შეძლების და გვარად აღმოვუჩინოთ ჩვენს მუშათა ინტერესების დამცველ ორგანოს ყოველთვიური დახმარება. გიგზავნით ამ თვის ხვედრს წილს.შემდეგშიც მზათა ვართ გამოვიღოთ ჩვენი წილი, ათ- ათ შაური; ფილ.ნიკურაძემ, ლავრ.თორდიამ,სამს.თოლორდავამ, კოსტა სირიამ, ნიკო დგებუაძემ,გრ.ჯაკობიამ, კოლა ფაღავამ,ივლ.ფოჩხუამ,მიხა გოგონავამ, დავ.ბარკალაიამ, საჩინო ალანიამ, ხუთ ხუთი შაური: გაიანე ოდიშარიამ, შონია ოდიშარიამ და ლიდა ოდიშარიამ სულ 6 მან.და 25 კაპ.

მინდობილობით ლავრენტი ოდიშარია 

N103

ს.ეკი. 20 აპრილს ს.ხორშში ზანის საზოგადოების მამასახლისს თავს დაესხნენ ბოროტმოქმედნი წაართვეს 10 მანეთი და რევოლვერი, რომელიც საზ.ეკუთვნის. და მიიმალნენ.22 აპრილს, სოფ. ლეძაძამის მცხოვრებლებმა შუამდგომლობა აღძრეს, სადაც ჯერ არს.

ს.ლეძაძამე . მდებარეობს მდ.ტეხურის ნაპირას.აღმოსავლეთით აკრავს ჭალა ადგილი, ზომით 400 ქცევამდე, რომლის მეტი ნაწილი ეკუთვნის პრინცესა მიურატისას.ამ ჭალის შუაგულ ადგილას გადის გზატკეცილი, მიმავალი ს.ტალერში და პრინცესას სასახლეში. 1905 წელს ამ გზის ნაპირებზე მდებარე ადგილი პრინცესას ბოქაულმა დასჭრა ნაწილებად სადუქნეები და სახელათ ,,ახალი ქალაქი,, დაარქვა გამოუცხადეს ადგილობრივებს რომ ჩაესდგათ დუქნები თითო სადუქნე ადგილი სამი მანეთი.ასევე დაპირდნენ ხალხს რომ. გააშენებდნე საავადმყოფოს პოლიციის საბოქაულო ნაწილს სკოლას ხალხს ეს მართალი ეგონა და შეუდგნენ დუქნების და სახლების აშენებას მაგრამ 24 მარტს ვიღაც ბოროტგამზრახველმა წაუკიდა ცეცხლი და მთლიანად გადაწვა იქაურობა დარჩა მხოლოდ ერთი ქვის დუქანი.აქ მდინარე ტეხურაზე ბ.კ ნარსიას აქვს ბონდის ხიდი და ნიხრი აქვს დაწესებული ერთი შაური, ზოგისთვის ორი შაური.

ლეძაძამის მახლობლად ვიღაც სამი შეიარაღებული ბოროტმოქმედი თავს დაესხა სოხუმიდან მომავალ ჯამუ ჯოჯუას. წაართვეს 200 მანეთი ფული. და ტანზე რაც ემოსა.პოლიცია შეუდგა ჩხრეკას, მიადგა თეიმურაზ ბაღათურიას სახლს ს.ნოქალაქევში, სახლის ფანჯრიდან გარდახდა ვიღაც უცნობი და მიიმალა.შეიპყრეს სახლის პატრონი.

უჩინარი



გაზეთი ,,ივერია,,1891წ.N887

,,ხობის მონასტრის იარმურკობას,, პირველ მარიამობისთვეს.

მთელმა საზოგადოებამ მიმართა ჩვენს მოჭიდავეს ნ.ესებუას.და სთხოვა, ჭიდაობის გამართვა, ესებუაც დაეთანხმა და აღუთქვა, რომ 10 % მოგროვილი ფულისას მონასტრის სასარგებლოდ შეწირავდა.შემდეგ ქ. ფოთში დააბეჭდინა აფიშები, ზუგდიდის მაზრის უფროსმა ნება დართო, მოპირდაპირედ გამოთხოვა ტფილისიდგან სახელგანთქმული მოჭიდავე კულა გლდანელი.შემდეგ ერთი მოედანი ფიცრით შემოღობეს,ჭიდაობა დანიშნული იყო 14-სა ნაშუადღევს 4 საათზე ტფილისიდგან მოჭიდავე გლდანელი დაფა ზურნით ჩამოვიდა ხობში. დანიშნულ დღეს ბილეთების საყიდლად მოაწყდა ხალხი მანეთიანი ბილეთს ორ მანეთად ყიდნენ. ხალხი ბილეთს ვეღარ შოულობდნენ. ამ დროს გამოვიდა დუქნიდან თავისი ექვსი ყაზახით ზუგდიდის ბოქაულის თანაშემწე გაბუნია და დასძახა ყაზახებს ,,ჰკა მაგათო,, მიუვარდნენ საჭიდაო წრეს და ერთ წამში ყოველივე საჭიდაო მორთულობა მილეწ- მოლეწეს ამასთან მიადგნენ ხალხს და სულ მათრახების ცემით მირეკ- მორეკეს ამ დროს რაღაც ჟივილ- ხივილი მოისმა, და იქ სადაც გაბუნია მიირთმევდა პურს, ხანჯლების ტრიალი ასტყდა.სხვათაშორის უბრალო საწყალ გლეხს იარმურკობას გული გაუპეს...

N 193 

ბერთემში შ.დადიანის ინიციატივით დაიდგა გ. ერისთავის ძუნწი.



ივერია 1888 წ.N 196

სამს ამ თვისას.კოტიანეთში, ნაშუაღამევის სამ საათზე ერთი აქაური მცხოვრები; აზნაური თომა გაგუა, წამომდგარა ქვეშაგებიდან რათა სანთლით ღამე ეთია ახლად დაჭერილ მიმინოს თვის; ამ დროს მოესმა ყანებიდამ სიმინდის მტვრევა და რაღაცა გაუგებარი ბუტბუტი კაცისა, თომას შეუძახნია ,, ვინ ხართ ასეთ დროს ყანებს რომ გვიოხრებთო,, მაგრამ პასუხი ვერ მიუღია, მეორედ რომ დაუძახია ვიღაცას უპასუხია ,,ჩვენ მგზავრები ვართ, გზა აგვებნა გვასწავლეთო, თომას ეცნო რომ ავაზაკები და ქურდები ყოფილიყვნენ, თომას უთქვამს; ,,გზას კი გასწავლით, ოღონდ ცოტა ხანს დამაცადეთ, ცხენს დავიჭერ ეზოში მყავს დაბმულიო,, და ეს ამბავი უთქვამს ბიძამისისთვის რომელიც იმის გვერდით სახლობს, მოხუცი ბიძა ერისთო გაგუა წამოვარდნილიყო და ცხენით გაქანებულიყო დანიშნულ ადგილას გზის შესაკრავად, რამდენიმე გლეხი გაუღვიძებია და თან წაუყვანია თომა მოახდა ცხენს და აღვიძებს ხევისთავის უფროსს და ორივე ერთად გამოუდგნენ.ქურდები ჩასაფრებულებს გადაეყარნენ დასცხეს ყიჟინას მდევრებმა ქურდები მთებისკენ გარბიან, ერისთო წამს არ აყოვნებს და ვეფხის სიჩქარით მიეშურება გზის შესაკრავად. აღვიძებს მეორე სოფლელებს სორტელებს და გზას უკრავენ ავაზაკებს. მთელი კოტიანეთი ბუკითა და იარაღით გამოსულა.ამ დროს კიდეც გათენდა და ერთ ავაზაკს გვარად გოგოხიას, კიდეც იჭერენ, ორი სხვა კი არ სჩანს , ატყობინებენ ნოქალაქევის ბოქაულს ბ-ნ. ი-ს რომელიც დაუყონებლივ მიდის თავს უყრის სამ საზოგადოებას და ეძებენ დანარჩენებს უცებ წვიმას დაიწყებს და ზოგი დაიშლება მაგრამ ზოგიც არ შეეგუა წვიმას და განაგრძობენ ძებნას, სამი ოთხი საათის შემდეგ წვიმა გადაიღებს და ხალხი ისევ იწყებს ძებნას. უცებ შეშინებული და დაწუწული ყაჩაღი ჩხაპელია გამოძვება ტყიდან, ანაზდად გამოსტაცებს პატარა მწყემსს ცხენს, მოახდება და მოეკიდება აღმართს.ამ დროს მოხდენილი და მარდი ყმაწვილი ახალგაზრდა გლეხი (ისევ კოტიანეთელი) ბეგლარ ნინუა გამოუდგება ცხენითვე და დაეწევა .ყაჩაღი აშინებს ყმაწვილს რევოლვერით,მაგრამ ნინუა უპასუხებს ; მე ტყვიის რომ მეშინოდეს არც გამოგეკიდებოდიო. ყმაწვილი თვითონვე იძრობს რევოლვერს და გაისვრის, შიშისგან წელმოწყვეტილი ავაზაკი აგდებს ცხენს და ქვეითთდება.ცხენიდან მარდად ისუპებს ნინუა და ავაზაკს დაიჭერს ამასობაში სხვებიც წამოეწევიან და იჭერენ ყაჩაღს.ეს ორი დღისით დაიჭირეს და მესამეც ღამით შეიპყრეს დარაჯებმა.


ივერია 188 წ.N3

სოფ.ნოსირი.უკაცრავად მკითხველთან, მაგრამ სამეგრელოდან თუ არა ქურდობის და ავაზაკობისა სხვა ამბავი იშვიათად გვაქვს 

ნოსირში რამდენიმე ავაზაკი დაეცა თავს ივანე დადიანის წისქვილს და კეტებით სულ ერთიანად თავი დაულეწეს საბრალო მეწისქვილეს .ავაზაკებმა რაიმე რომ ვერ იპოვეს წაიყვანეს ვაცი რომელიც იქვე ება გასასუქებლად ამ ერთმა ვაცმა თქვენი ჭირი წაიღო.

N 260

ძველი-სენაკი: კვირას, 2 დეკემბერს აქაურ სათავად- აზნაურო სკოლის მასწავლებელთა და მოსწავლეთა გადაიხადეს პანაშვიდი განსვენებულის კნ.ელენე დიმიტრის ასულის ლორთქიფანიძის მოსახსენებლად. პანაშვიდზე გალობდა სკოლის მგალობელთა გუნდი.

ივერია 1891 წ.N 21 

სამეგრელო.

ჩვენი ცნობილი ლინგვისტი ბ-ნ აშორდია აპირებს გამოსცეს სამეგრელოში მეგრულის ენაზედ მეგრულის ასოებით დაბეჭდილი მეგრული გაზეთი, რომელსაც უნდა უწოდოს ,, ნაყოფი უვიცობისა,, გაზეთი ყოველდღიური იქნება და მხოლოდ თითო ცალი გამოვა,რადგანაც გამომცემელი,, რედაქტორი, თანამშრომელი და მკითხველი ამ გაზეთისა მარტო თვითონ იქნება 

დათიკო ვემიცანაშვილი



9 ოქტომბერი, 2021

....აგათია სქოლასტიკოსის ცნობით, რომელიც ბერძენ- სპარსელთა ომის ერთ ეპიზოდს შეეხება 555 წ. სპარსელებმა ფოთზე გალაშქრება გადაწყვიტეს, ამ ამბავმა მდ.ტეხურისა და რიონის შესაყარში. (სოფ..ისულა.ბ.ხ) დაბანაკებული ბიზანტიელები ძალზე შეაშფოთა, ,,მათ ჯარით აავსეს ტრირემები ( გემები.ბ.ხ.) და რაც კი ოცდაათნიჩბიან ნავები იყო მზად მდ.რიონში და სასწრაფოდ გაჰყვნენ მდინარის დინებას,, სპარსელებს ერთ ადგილას მდ. რიონი ხეებით და ნავებით გადაუხერგავთ, ეს რომ დაინახა შორიდან, რომაელთა ჯარმა მაშინვე მოაბრუნა საჭე , რაც ძალი და ღონე ჰქონდა, მოუსვა ნიჩბები და გაბრუნდა უკან.თუმცა ძალზე გაძნელდა ფაზისზე აღმა აცუერვა და პირისპირ შებრძოლება ძლიერ ტალღებთან,,...

დიდი მნიშვნელობა ჰქონდა ტეხურზე ნავით ცურვასაც; ,,ფოთიდან სამეგრელომდე სანაოსნო კავშირი არის ტეხურით ნოსირამდე, რომელიც ახლოა სოფ სენაკთან,, - ვკითხულობთ იმერეთის მართებელის სიმონოვიჩის მოხსენებით ბარათში ძვ. სენაკიდან საიდანაც ტეხურით სულ ათიოდე კილომეტრი თუ იქნება ძველი ეგრისის დედაქალაქ ციხე გოჯამდე.უნდა ვიფიქროთ რომ ძველად ზღვიდან ნავები ნოქალაქევამდე ადიოდა...

... წერილობითი წყაროების მოწმობით, ადრე ანტიკურ ხანიდან ახალ წ.აღ 6 საუკუნის ჩათვლით, რიონზე ნაოსნობა ინტენსიურ ხასიათს ატარებდა...11 საუკუნის შუა წლებში როცა საქართველოს მეფემ ბაგრატ მეოთხემ თავისი ძლევამოსილი ქვეშევრდომის ლიპარიტ ბაღვაშის წინააღმდეგ სკანდინაველი მეომრები--- ვარაგები ანუ ვარიაგები მოიწვია, ისინიც, როგორც ირკვევა, თავიანთი ნავებით ეახლნენ საქართველოს მეფეს და ზღვიდან ბაშამდე ამოჰყვნენ მდინარეს. ,,და მოვიდნენ ვარაგნი სამი ათასი კაცი და დააყენა ბაშს,, ვკითხულობთ 11 ს. ,,მატიანე ქართლისაი,,...

....სამეგრელოს მთავრის შამადავლეს (1470-1474წ.)ერთ სიგელში მოხსენიებულია საბაჟო ,, წყლის პირს ჭალადიდს,, რაც რიონზე ნაოსნობის უეჭველი მოწმობაა...

ჭალადიდში მისდევდნენ ნაოსნობას და მენავეობას ის უპირველესი იყო რიონზე. აქვე მისდევდნენ ტილოს ღებვას სოფელი რიონის ორსავე ნაპირზე იყო გაშენებული. მეცხრამეტე საუკუნის დასაწყისში სამდინარო ნავების უმრავლესობა, რომლებიც მდინარის ქვემო წელზე დაცურავდა ჭალადიდელებს ეკუთვნოდათ...


6 ოქტომბერი, 2021 

სენაკი მაზრა.ომარ -ფაშა სენაკში. გადამწვარი 300 სახლი 

...1854 წლის მაისში თურქთა 15.000 იანი კოლონა მდინარე სუფსის გადმოლახვით ნიგოეთისკენ გამოემართა.27 მაისს სახალხო მილიციამ და ჯარის ნაწილებმა ხელჩართულ ბრძოლაში სძლიერს მტერს ლანჩხუთ- ნიგოეთის ბრძოლაში გადამწყვეტი როლი შეასრულა გურიის მილიციისა და პარტიზანების რაზზმა თავად ერისთავის მეთაურობით.

1855 წლის შემოდგომაზე ომერ- ფაშამ დიდ ძალებს მოუყარა თავი სოხუმის მიდამოებში 40-45 ათასი ჯარისკაცი) რათა აქეთ სამეგრელოსკენ დაძრულიყო ომერ ფაშა დარწმუნებული იყო, რომ თავისი საექსპედიციო ჯარებით არა მარტო საქართველოს დაიპყრობდა არამედ სიღრმეში შესვლით აიძულებდა გენერალ ნ.მურავიოვს მოეხსნა ყარსის ალყა ჯერ კიდევ ქალაქ სოხუმში ყოფნისას ომერ -ფაშამ თავის კაცები მიუგზავნა აფხაზეთის მთავრის მიხეილ შერვაშიძის ძმებს -- დიმიტრი და გრიგოლ შერვაშიძეებს და სცადა მათი მიმხრობა, მაგრამ არაფერი გამოუვიდა.ისინიც, გურიელის მსგავსად, ბოლომდე სამშობლოს და რუსეთის ხელისუფლების ერთგულნი დარჩნენ ომერ- ფაშამ ვერც სამეგრელოს დედოფლის --- ეკატერინესგან მიიღო მხარდაჭერა.

გურიის ფრონტზე დატოვებულ იქნა რეგულარული ნაწილები დაახლოებით ხუთი ბატალიონი.ჭალადიდთან აზოვის ფლოტის ნაწილი იყო ჩასაფრებული...

ომერ- ფაშა ცივს მიადგა ქართულ რუსულმა ჯარმა გადმოლახა ცივი შემდეგ ტეხური და მდ.ცხენისწყალთან შეჩერდა.ჯარის ნაწილები მარანთან განლაგდა გენერალ ბრუნერის მეთაურობით 

ომერ -ფაშა ცივთან იდგა ხოლო მისი ჯარების ავანგარდმა ტეხური გადმოლახა.სამეგრელოს დედოფალი ეკატერინე გორდიდან საყვედურებს უთვლიდა ბაგრატიონ მუხრანსკის რომ მან ბედის ანაბარა მიატოვა სამეგრელო და არ მისცა სწორი მიმართულება ხალხის ენერგიას სამეგრელოს ლტოლვილმა დედოფალმა - ეკატერინე დადიანმა გადაწყვიტა იარაღით ხელში ებრძოლა ოკუპანტების წინააღმდეგ .მან თავისი შვილები მურის /ლეჩხუმი/ სიმაგრეში დატოვა და თვითონ, ლეჩხუმის პოლიციასთან ერთად სამეგრელოში დაბრუნდა.

სამეგრელოში შეიქმნა პარტიზანთა რაზმები ისინი მოსვენებას არ აძლევდნენ მტერს 1855 წლის პირველ ნოემბერს გენერალი ვ.ბებუთოვი თავის, მიმართვაში იმერლებს, გურულებს და მეგრელებს სახალხო ომისკენ მოუწოდებდა 

გენერალ- მაიორი გრიგოლ დადიანი ფარულად მოქმედებდა სამეგრელოში, ქმნიდა დამკვრელი ცხენოსანთა და ფეხოსანთა რაზმებს .ამ რაზმებში ერთიანდებიან მოსახლეობაც.ასეთივე ძლიერი რაზმები შეიქმნა გურიაშიც გურიის თითქმის მთელი მოსახლეობა იარაღასხმული იყო.ომერ ფაშამ თავისი ჯარი მდ.ტეხურთან დააბანაკა შტაბი კი ზუგდიდიდან სენაკში გადმოიტანა.მათ შორის იყვნენ ინგლისელი ოფიცრებიც ...ომერ ფაშას მეწინავე ნაწილებს ონტოფოს გზაზე შეეჯახა მილიციის რაზმი. და პარტიზანები ალ.ფაღავას მეთაურობით, თურქების პირველი კოლონა უკუგდებულ იქნა 

აღსანიშნავია რომ გურია სამეგრელოს პარტიზანული რაზმები ხშირად ერთიანდებიდნენ ასეთმა გაერთიანებულმა რაზზმა გრიგოლ დადიანის მეთაურობით ისიც კი სცადა რომ ხელთ ეგდოთ ომერ- ფაშა თავისი ამალით.ამ მიზნით 18 ნოემბერს რაზმი დაბა სენაკში მყოფ ომერ -ფაშას დასატყვევებლად გაემართა ეს ოპერაცია, ალბათ, წარმატებით დამთავრდებოდა, რომ რაზმის ერთ- ერთი მონაწილე გამცემი არ აღმოჩენილიყო. მან მტრის ბანაკს აცნობა ეს გადაწყვეტილება როდესაც გაერთიანებული რაზმი სენაკში შეიჭრა, ომერ ფაშა უკვე წასული აღმოჩნდა (ერთი ნაბიჯით გაასწრო) ამრიგად მოღალატის წყალობით თურქთა მთავარსარდალი სახელოვან ქართველ რაზმელთა დამსახურებულ რისხვას გადაურჩა... 19 ნოემბერს თურქებმა ჩოლოქი გადალახეს და ოზურგეთისკენ გაჭრა სცადეს გურიის მილიციამ მაიორ მაჭავარიანის მეთაურობით შეძლო მათი უკუქცევა.

10 დეკემბერს სოფ.ხორშის სამხრეთით მტრის ჯარის ნაწილები გამოჩნდნენ.მათ წინ აღუდგა რაჭის ცხენოსანთა რაზმი თავად ნესტორ წერეთლის მეთაურობით. საღამოსთვის მტერმა დიდი ძალით ძირითადი ბანაკისაკენ დაიხია ...

ამ ბრძოლაში რაჭის პირველი ასეულის რაზმის უფროსი დავით ერისთავი და სამი მილიციონერი დაიჭრა.

მეორე დღეს მტერმა კვლავ სცადა უფრო დიდი ძალებით შემოტევა (ხორშის მიმართულებით.ბ.ხ) რაჭის რაზმთან ერთად ამ ბრძოლაში ჩაებნენ გენერალ- მაიორ დადიანისა და პოლკოვნიკ შერვაშიძის ნაწილები, აგრეთვე კაზაკთა რაზმები და იმერეთის პოლიციის ასეულები.ინერეთის მილიციის ასეულმა, მაიორ სიმონ წულუკიძის მეთაურობით პირველმა გაარღვია მტრის რიგები რის შედეგადაც 30 მოკლული თურქი დარჩა ბრძოლის ველზე დანარჩენები მთავარბანაკისკენ გაიქცნენ ...

ამ უკანდახევა დროს მტერს გზა გადაუჭრეს ნიკო და ბახვა ჩიჩუების, ლევან ლოლუასა და თავად დადეშქელიანის პარტიზანულმა ჯგუფებმა, მტერმა დიდი ზარალი ნახა ..

1856 წლის 1 თებერვალს გურია- სამეგრელოს გაერთიანებული პარტიზანული რაზმი მიქაძისა და მაჭუტაძის მეთაურობით ყულევისკენ მიმავალ უკანდახეული მტრის ორ ბატალიონს შეხვდა მათ მოსპეს 50 თურქი.

იმავე დღეს ეს რაზმი მდ.ნაბადას მიადგა, მათ გზად გუგუნავას რაზმის პარტიზანებიც შეუერთდნენ, მათ ბრძოლა გაუმართეს იქვე მდგარ თურქების კოლონას .თურქებმა დიდი ცოცხალი ძალა და აღჭურვილობა დატოვეს ბრძოლის ველზე ...წარმატებული იყო აგრეთვე მიხეილ ნაკაშიძის რაზმები.... 6 თებერვალს გურია- სამეგრელოს გლეხებმა (350) კაცამდე სოფ.ხორგის მახლობლად ბრძოლა გაუჩაღეს თურქთა 2 ბატალიონს , რომლის დიდი ნაწილიც გაანადგურეს. 11 თებერვალს მილიციის რაზმებმა ჭალადიდის მიდამოებში დ მდ.ნაბადასთან კვლავ მოსპეს თურქთა ჯგუფები. 25 თებერვალს სამეგრელოს რაზმი ჯაიანისა დ გაბუნიას მეთაურობით აგრეთვე გურიის ასეული ჯაყელის სარდლობით თავს დაესხა კარჭაპებში მყოფ უკანდახეული თურქთა კოლონას და ისე ამოჟლიტეს, რომ მათგან ბანაკში ამბის მიმ ტანიც არავინ გადარჩენილა..

საბოლოოდ ომერ - ფაშა დამარცხდა მან თავის ჯარის ნახევარზე მეტი დატოვა ბრძოლის ველზე 

მკვლევართა არასრული ცნობით ომერ- ფაშას ურდოებმა მარტო ზუგდიდის მაზრაში 22 სოფელი გაასწორეს მიწასთან .სოფ თეკლათში თურქებმა გაძარცვეს და შემდეგ ცეცხლს მისცეს 200 -ზე მეტი სახლი.სენაკში 300- ზე მეტი..მათ ტყვედ ჩაიგდეს და თურქეთში გაიტაცეს მრავალი ადამიანი გადაწვეს ზუგდიდი დადიანების სასახლე გაჩეხეს ბოტანიკური ბაღი. დაწვეს ყულევის ნავსადგური..


10 ოქტომბერი, 2021

გარგძელება...

..ცივის არხის გაყვანის შემდეგ ქერჩიდან მოსული ხომალდები რედუტ- კალეში გადმოიტვირთებოდნენ, აქ ჯარისთვის საჭირო სურსათს ნავზე აწყობდნენ. სამდინარო ნავები რამდენიმე კილომეტრ მანძილზე მდ.ხობს მიყვებოდნენ.შემდეგ ცივში შედიოდნენ, აქედან კი არხით რიონში გადადიოდნენ და მდინარის დინების საწინააღმდეგოდ მიცურავდნენ.

ნავებით სახელმწიფო ტვირთის გადატანა ფოთი- თბილისის რკინიგზის გაყვანა მდე გრძელდებოდა .1858 წ.რიონზე ორთქლის გემებმა დაიწყეს ცურვა .თავდაპირველად ორი საზღვაო ღერძიანი გემი---,,აკერმანი,, და ,,ნადეჟდა,, დაცურავდნენ.რომლებიც წყალში 1,5 სიღრმეზე ისხდნენ.შემდეგ სპეციალურად ააგეს სამდინარო გემები.. მაგრამ ნავებით ტვირთის გადატანა მაინც გრძელდებოდა, ორპირსა და ფოთს შორის ვ.მაევსკის 70 ასეთი ნავი დაცურავდა სულ კი 200 ნავი დაცურავდა ..რიონზე ნაოსნობამ საბჭოთა ხელისუფლების დროს აზრი დაკარგა .


10 ოქტომბერი, 2021

... დღევანდელი სამტრედიის მახლობლად, ცხენისწყალს ორივე ნაპირზე სოფ.ილორი იყო გაშენებული.ამ სოფელში ცხენისწყლის მარცხენა ნაპირზე, უბანში,რომელსაც მარანი ეწოდებოდა ხელისუფლებამ ააგო სიმაგრე, მოაწყო სურსათის მაღაზიები და არმიის სპეციალური პოსტი დააწესა.ამის შემდეგ (ეს მოხდა 1805 წელს) სურსათი ამ პოსტამდე ამოჰქონდათ და შემდეგ ხმელეთით ანაწილებდნენ თავდაპირველად სამხედრო ხელისუფლება ძირითადად ჭალადიდელთა ნავებს ქირაობდა, შემდეგ რუსეთის მთავრობამ ნავები შეისყიდა. ამ ამ ნავებით ტვირთის გადასატანად,სათანადო ანაზღაურებას პირდებოდნენ მაგრამ ხშირად ანაზღაურება იგვიანებდა მაგ.1816 წ. მაისისთვის არ იყო გადახდილი არც 1815 წლის---ვერცხლით 1680 მან. და არც 1816 წ.პირველი ნახევრის გასამრჯელო ..

1824 წელს მდ.რიონისა და ცხენისწყლის შესაყარში სპეციალური ასეული დააბანაკეს აქ გადმოიტანეს მარანის პოსტი, ააგეს საწყობები, რაზმი ნავებით მოამარაგებს და სახელმწიფო ტვირთის რიონზე გადატანა დაავალეს....

ჭალადიდში რიონთან სულ ახლოს მოედინებოდა ვიწრო, მაგრამ ღრმა მდინარე ყორათი, რომელიც ხობის შენაკადს--- სანაოსნოდ გამოსადეგ ცივს უერთდებოდა. ასე რომ, თუ ჭალადიდში არხს გაიყვანდნენ და რიონის წყალს ყორათში გადაუშვებდნენ, შეიქმნებოდა ერთიანი სანაოსნო მაგისტრალი, რომელიც რედუტ- კალეს რიონს დაუკავშირდებიან .

არხის გადაყვანის იდეა უკვე 1804 წელს ჩაისახა, ამის შესახებ ლიტვინოვმა, რუსეთის მთავრობის წარმომადგენელმა იმერეთში მოხსენებითი ბარათით მიმართა დ.ციციანოვს: ,,მდ. ცივი,---;ვკითხულობთ აქ, ---- ძალზე ახლოა რიონთან და ვფიქრობ, არ იქნება ძვირი მათი შეერთება არხით.მაშინ შესაძლებელი გახდება წყლით დიდი ნავებით ტვირთის მიტანა ქუთაისამდე" ციციანოვმა ამის შესახებ პეტერბურგს აცნობა.ალექსანდრე 1 ლმა ეს იდეა მოიწონა და მისი ნებართვა გასცა 1804 წ. 24 დეკემბრის მოხსენებით ბარათში ვკითხულობთ: ,, მესამე ბატალიონი დარჩა ხორგას და ჭალადიდში.რათა შეასრულოს სათანადო სამუშაო ცივის რიონთან დასაკავშირებლად" მიუხედავად ამ სამზადისისა, ხელისუფლებამ ვეღარ მოიცალა და არხის გაყვანა არ დასრულდა. ამას ხელი შეუშალა 1806 წელს დაწყებულმა ომმა თურქეთთან...

1822 წელს რიონისა და ცივის დამაკავშირებელი არხი დამთავრდა, ამას მოგზაური გამბა ასე აღწერს ,, მოგზაურობის ჩანაწერებში" ,,ჭალადიდთან ახლოს გაიყვანეს არხი, რომელიც ცივამდე აღწევს, და რომელმაც სამდინარო კავშირი დაამყარა ფაზისსა და ხობის შორის.ეს მადლობა გორჩაკოვს ვისაც აზრად მოუვიდა ეს საქმე" გორჩაკოვი ამ დროში იმერეთის მმართველი იყო. საკუთრივ ცივის არხი, ანუ რუსული არხი როგორც მას უწოდებდნენ სულ 300 საჟენი იყო ანუ 600 მეტრი იგი იწყებოდა ჭალადიდის იმ უბანში რომელსაც საბაჟო ეწოდებოდა მიემართებოდა ჩრდილოეთით და ყორათს უერთდებოდა არხის სიგანე სამი საჟენი ანუ ექვსი მეტრი იყო.ცივის არხმა თავისი მნიშვნელობა 1860 წელს დაკარგა როდესაც ფოთში ნავსადგური გაიხსნა 1872 წ. ეს არხი რკინიგზის ხაზმა გადაკვეთა ჩვენი საუკუნის 30 წლებში სოფ.ჭალდიდში არხი მიწით ამოავსეს ხოლო მდ. ყორათი 1927 წ. ხობიდან ცივისწყლამდე ახლადგაყვანილმა არხმა შეიერთა,ამ მდინარემ ფაქტიურად არსებობა შეწყვიტა.


10 ოქტომბერი, 2021

გერმანელი მოგზაური ეიხვალდი ასე აღწერს ,,ნავტიკებს, ტიკებს რომელსაც ასევე იყენებენ ღვინის გადასატანად, ოთხში ამოიყვანენ წინ და უკან ფეხებს შეუკრავენ და ამოტენიან.შემდეგ რამდენიმე ასეთ თიკს გაბერავენ და ერთმანეთის გვერდით აწყობენ ზემოდან მათზე ამაგრებენ ფიცრებს, უკან ბოლოში სამი ასეთი ტიკია,წინაზე მხოლოდ ორი.ამიტომ ნავტიკი უკანა მხარეს უფრო მაღლაა აწეული, ვიდრე წინა მხარეს.( მეტ ტვირთს უკანა ნაწილში დებდნენ. ბ.ხ)მისი ფიცრები ძალზე ვიწროა და თხელი.ყოველ თვე ტიკები ხელახლა უნდა გაიბეროს და ხშირი ხმარების შემთხვევაში ძლებს ორი ოთხი თვე"

დასავლეთ საქართველოში მდინარის ერთი ნაპირიდან მეორეზე გადასასვლელად უფრო ხშირად ნუშა- ვარცლა ნავებს იყენებდნენ, განსაკუთრებით კი რიონის ქვედა ნაწილში.არქანჯელო ლამბერტის ცნობით,ამ მდინარის ორი ნაპირი მჭიდროდ იყო დასახლებული ,,თითოეულ ოჯახს აქვს თავისი ერთი ხისაგან გამოთლილი ნავი რომლითაც გადადიან ერთი ნაპირიდან მეორეზე...ნავებს ხშირად ქალები მართავდნენ "

მეცნიერი ეიხვალდი წერს ,, ჯერ გავედი ტეხურაზე, რომელიც აქ ძალიან სწრაფია , რადგან ის ახლა ძალზე ადიდებულიც იყო, ჩვენი ცხენები შეცურდნენ, ჩვენ კი გავედით პატარა ნავით, რომელიც წარმოადგენდა ამოფუღრულ ხის ტანს"

ფეოდალურ ხანაში მდინარეებზე საგანგებო ნავით გადასასვლელები იყო მოწყობილი, რომელთაც სანა-- ეწოდებოდა.ეს გადასასვლელები მეფეს ან ფეოდალებს ეკუთვნოდათ, რომლებიც მგზავრებს ბაჟს ახდევინებდნენ.ყოველგვარ ტვირთს სურსათის გარდა,ერთ საპალნეში 65 ფარა ფულს იხდიდნენ.ეს კი საკმაოდ დიდი ფული იყო.ამ ფულით შეიძლებოდა 325 კვერცხის, ერთ ფუთზე ცოტა მეტი ქერის, ლობიოს ან ცერცვის ყიდვა..

ანტიკურ ხანაში ნაოსნობას ბევრად უფრო ინტენსიური ხასიათი ქონდა.იმ დროს მდინარე ფიჩორიდან რიონამდე ფართო არხიც კი გაუყვანიათ.ამ არხის კალაპოტი დღემდეა შემორჩენილი : არხს. ,,ნადართუ" ეწოდებოდა..ჭოროხული დატვირთული ნავი, რომელსაც შეეძლო 200--- 500 ფუთი ანუ 3,2---8 ტონამდე ტვირთის გადაზიდვა.


,,ჩვენი სიტყვა,, 1907 წ. N15

დ.ახალსენაკი.სენაკის მახლობლად მთებში ბევრის ადგილას ისეთი ნიშნები აღმოჩნდა, რომელნიც ნათლად მოწმობენ, რომ აქ შავი ქვის (მარგანეცის)მადნებია. ეს ფრიად სასარგებლო სერიოზული საქმეა და დიდ ყურადღებასა და მეცადინეობას მოითხოვს მცხოვრებლებისაგან.მაგრამ ერთის მხრივ მიწის მეპატრონე და მეორეს მხრივ სენაკის საზოგადოება ძლიერ გულგრილად ეკიდება ამ საქმეს,მარგანეცი საუკეთესო ხარისხისაა. ზოგიერთ ადგილებში მუშაობა დაწყებულია და ვნახოთ შედეგი რა იქნება 

დუდღენი.

N4

სოფ. ძონძირში მოკლეს ადგილობრივი მღვდელი ალექსანდრე ხოფერია, ამ სოფელს ჯარი ეწვია და ითხოვენ დამნაშავეების გაცემას თუმცა მკვლელობა მოხდა სოფლის ახლო ტყეში ეჭვით შეიპყრეს ერთი კაცი. სოფლელები მეტად აღელვებულები არიან. მოსალოდნელია დარბევა- დაწიოკება .

პაპასკირი.

N8

ქ.სენაკში არსდება ფინანსთა მინისტრის ნებართვით სამეგრელოს სავაჭრო- სამრეწველო ბანკი( მეგრბანკი) რომლის ძირითადი თანხა არის ხუთი მილიონი მანეთი.

,,კოლხიდა,, 1911წ N რომ

1911წ.11 მაის ნაშუაღამევის პირველ საათზე ძვ.სენაკში დიდი უბედურება დატრიალდა: ულმობელმა ცეცხლმა ორიოდე საათის განმავლობაში სულ ერთიანად მოსპო- გაანადგურა ოცდა ექვსი წლის ნაჭირნახულევი, ქვითა და დაგვით დაარსებული და სამაგალითოდ მოწყობილი ქართული სათ.აზ. შკოლა განადგურდა შკოლის ორ-სართულიანი შენობა და ათი ოთახი და თითქმის მთელი ქონება.იმ ღამეს შკოლის გამგე, რომელიც ცხოვრობდა ოჯახიბით შკოლის ზედა სართულში, ათ საათზე უკვე დაწოლილა დასაძინებლად ; დაახლოებით 1ს.და 30წ. გამოღვიძებია და საშინელი სურათი უხილავს სამზარეულო ცეცხლში ყოფილა გახვეული, გამდე უპირველესად ყოვლისა ეცა სკოლის საბუთებს და რაც მოუსწრია გარეთ გაუტანია: შკოლასთან ერთად დაიღუპა! 

სენაკის მაზრის უფროსს ოფიციალური ცნობა გამოუგზავნია გუბერნატორისთვის შკოლა განგებ უნდა იყოს დამწვარიო ეჭვი შკოკის დარაჯზე მიუტანიათ, რომელიც იძახოდა ყველაფერი დამეწვაო მაგრამ იმისი ყველაფერი გადარჩენილიყო და აღმოაჩინეს შკოლის მახლობლად ნაადრევად გამოტანილი 

შინაური.


11 ოქტომბერი, 2021

ახ.სენაკში სასულიერო სასწავლებელი დაარსდა 1881-82;წლებში. ქუჩები არ იყო მოკირწყლული და იდგა ტალახი აქა- იქ ქუჩებში ფარღალალა სახლები იდგა. ერთ ქვის ან აგურის სახლს , გარდა ჯიჯიხიების ქვის ორთვლიანი დუქნისა, სხვა არაფერი არ იდგა.სასწავლებლის კლასები სამ სხვადასხვა ოჯახში იყო განლაგებული.

ბიძაჩემმა (იხსენებს იპოლიტე ვართაგავა, ) მიმიყვანა სენაკში აზნაურ (ვაჭარიც იყო) ბახვა ლაბახუას სახლში.ლაბახუას მშვენიერი კარ- მიდამო ჰქონდა ტკბილად მიმიღო ლაბახუას ცოლმა ლოლუამ.ჩემთან ერთად ამ სახლში ცხოვრობდა გუდუ კობახიძე და კიდევ ხუთი მოწაფე. ( სამწუხაროდ ი.ვართაგავა არ აღწერს კონკრეტულად სად იდგა ლაბახუას სახლი.ბ.ხ) ლაბახუა ქალაქის ყასაბი იყო და ყოველ დღე კლავდა ძროხებს.

ვინაიდან იქ გაუსაძლისი პირობები იყო მე დავიწყე ბინის შოვნა, იქვე ცხოვრობდა ინალიშვილი რომელსაც ცოლად ჰყავდა ადანაიას ქალი ამბობდნენ ეს ქალი კარგად უვლიდა ბავშვებს, მათ ოჯახში ცხოვრობდა ოთხი მოწაფე თავადი მელიტონ შელია ივარდავა და მეტი არ მახსოვს.

ჯობავას სამიკიტნო ჰქონდა რუსული,,растаянний двог" ის მსგავსი.კეშელავები ვაჭრობდნენ ბზის ხით.

ძმებ ჭანტურიებს ჰყავდათ ,დროგები" და ფურგონები მათთან გადავედი საცხოვრებლად იქ ცხოვრობდა არსენა ნაჭყებია და კომახიძე ჭანტურიას სახლში ცხოვრობდა სასწ.ნადზირატელი სტეფანე ძიმისტარაშვილი, ლიტერატურული ფსევდონიმით ,,კორტოხელია,,

პირველი მოწაფე( ყველაზე კარგი მოსწავლე.ბ.ხ)უსტიანე შენგელია იყო.

ცოტა ხნის მერე გადავედი ფარმა მისაბიშვილის სახლში.

სენაკის სასულიერო სასწავლებელში სამი ზედამხედველი ხელაევი, გრიაზნოვი, ბოგოლუბივი და მათი ორი მოადგილე ვასილ ბარნოვი დავით ალადაშვილი ცხოვრობდნენ. ალადაშვილი ბერად აღიკვეცა გიორგის სახელით და ქუთაისში გადავიდა იგი იმერეთის ეპისკოპოსი გახდა.

სასულიერო სასწავლებელში თვალყურს ადევნებდა აღზრდას სხვა სამი სამღვდელოების წარმომადგენელი ნიკო კალანდარიშვილი დეკანოზი გიორგი ბერიძე და ანტონ კეკელია.სემინარიაში მუშაობდნენ: ნიკო ჭარაია კაპ.გაწერელია,ევგ.მამფორია, ნ.თუთბერიძე , ვიკული და სხვები.


11 ოქტომბერი, 2021

კიწი ფაღავა კომუნისტებმა დახვრიტეს 1924წ. ღამით, მოსე სართანია და მისი შვილი გიორგი წავიდნენ იმ ადგილას სადაც დახვრეტილები ჩაყარეს.მოიპარეს კიწი ფაღავას ცხედარი მოასვენეს შინ...კუბოც ჩუმად მოიტანეს და ჩაასვენეს. მერე გვიან ღამით შიშით წაასვენეს და დამარხეს შაურკარის სასაფლაოზე.


11 ოქტომბერი, 2021

ოდესღაც პრინცი კონსტანტინე ოლდენბურგელი ქუთაისში დასახლდა და თუ რატომ არავინ იცოდა. აშენებდა სასტუმროებსა და სკოლებს.ცხოვრობდა გაგრაშიც. დაუახლოვდა ქართულ საზოგადოებას.მათ შორის, გიორგი შერვაშიძეს, ცოლად, დიდი სიყვარულით, მოიყვანა აგრაფინა ჯაფარიძე, რომელიც ითვლებოდა ულამაზეს და წიგნიერ ქალად ..

მაგრამ ვინაიდან აგრაფინა არ გახლდათ წარშინებული გვარის წარმომადგენელი, პრინცს საკუთარი ტიტულის ტარების უფლება აღარ ჰქონდა ....და მან ტიტულს სიყვარული არჩია...

გაგრაში რომ ცნობილი სასტუმროა, ,, გაგრიფში" პრინც ოლდენბურგის აშენებულია ...

პრინცი შემდგომში არა პრინცის არამედ გრაფის წოდებას ატარებდა - გრაფ ზარნიკაუ..

გრაფ კონსტანტინე ოლდენბურგს განსაკუთრებული ახლო მეგობრობა ჰქონდა დადიანებთან.გადაწყვეტული ჰქონდა დაეარსებინა ე. წ. ,,კავკასიური რივიერა" დასახლდა ქუთაისში, სადაც პირველმა გაიყვანა რკინიგზის ხაზი, შეაკეთა ფოთის პორტი, დაარსა რეალური სასწავლებელი...აგრაფინა ჯაფარიძისადმი სიყვარული მისთვის დიდი სტიმული იყო.


ივერია 1892 წ.N 227

ახალ-სენაკი.ჩვენს დაბას დღემდე სასაფლაო არა ჰქონდა, რის გამოც მეტის-მეტად შეწუხებული ვიყავით ამას წინათ აქაურ მემამულეს თავ.ხურუმია მიქელაძეს მიმართა ქალაქის გამგემ, რომელიც სთხოვდა ცოტა იაფად დაეთმო თავისი მიწა ქალაქისთვის, ქველ- მოქმედმა თავადმა ერთ ქცევაზედ მეტი ადგილი უფასოდ დაუთმო ქალაქს სასაფლაოსთვის 

ივერია 1890წ. N 222

ახალ- სენაკი.15 ოქტომბერი. ჩვენი ახალ- სენაკი დღითი-დღე ლამაზდება აქ პატარა ეკლესიების 30 კაცს ძლივს დაიტევს,მისმა მაღალ ყოვლად უსამღვდელოესობამ საქართველოს ექსარხოსმა პალლადიმ, რომელიც ამ რამდენიმე წლის წინად მობრძანდა, ქალაქის მოსახლეობას გრძნობით აღსავსე სიტყვით მიმართა და დაავალა, რომ თუ გინდათ ქალაქმა წინ წაიწიოს ეკლესია უნდა ააგოთ, მაშინვე აირჩიეს კომისია და მემამულეებსაც სთხოვეს დახმარება.ამ საქმეს განსაკუთრებული ყურადღება მიაქცია კნეინა სალომე მხეიძისამ.და დაიწყო ხელმოწერები ფულის შესაგროვებლად.ასევე კრებდა ფულს აწ უკვე გარდაცვლილი ბლაღოჩინი დეკანოზი ნიკოლოზ კალანდარიშვილი. ვთხოვთ თეკლათის საზოგადოებას სადაც 600 მეტი მცხოვრებია დაგვეხმაროთ ქვიშით,კირით და სხვა.

1892წ.N 265

ახალ- სენაკი. აქაურ სტამბა შეუდგა წიგნის ბეჭდვას. ეს წიგნი გახლავთ ბ-ნ. თ. ხუსკივაძის ნაწერები. წიგნი იბეჭდება თავართქილაძის ხარჯით. 18 წიგნს ბეჭდავს თავართქილაძე, მანვე სტამბა დაარსა ოზურგეთში.


დროება 1885 წ.N 123

სენაკის მაზრის სოფ.შხეპში უპოვიათ ქვევრში ყირიმის ომიანობის დროინდელი სვირული ღვინო.ამ ომიანობის დროს ყველანი თურმე იხიზნებოდნენ უშიშარს ადგილას და მათ შორის ერთს ვინმე კინწურაშვილიც გახიზნულა და ზემოთ ხსენებული ქვევრი ღვინით დაუტოვებია

ამ წლის მაისის თვეში კინწურაშვილის შვილიშვილს თავის მიწა აუხნავს და მაშინ უპოვნია ქვევრით ღვინო. თუმცა ყირიმის ომიანობის დროიდან ბევრმა წელიწადმა გაიარა, მაგრამ ღვინო, ისე კარგად შენახულა, რომ გეგონებათ შარშანდელი ღვინოაო.

.....მდინარე რიონზე გამოიყენებოდა ცალფა ნავი ეს იყო ერთ ხეში ამოჭრილი ნავი(სიგრძით 3-7 მეტრი სიგანე 0,5-2,5 -მდე, ნავის წინა ნაწილი 8-10 სმ ფართო იყო უკანა ნაწილთან, რაც უზრუნველყოფდა წყლის გაჭრას და ბოლო ნაწილისთვის წინააღმდეგობის შემცირებას.ამასთან, ნიშას წინა (დუდი) და უკანა (კირჭი) ნაწილი თითქმის ერთნაირია, წუღებივით აკეთებდნენ რომ წყალს კარგად გაეჭრა.

ამგვარი ნავით საათში 10-15კმ.სიჩქარეს ავითარებდნენ.ნავი აღჭურვილი იყო ნიჩბებით ან ჭოკით, ჭოკის სიგრძე 3-5 მეტრს აღწევდა.

ნავი საშუალოდ სამი წელი ძლებდა და ისინი გაცილებით მცირე ზომისაა ვიდრე ,, ჭალადიდური ნიში" (დაჭედილი ნიში რომელსაც 100 ფუთზე მეტი ტვირთის გადატანა შეეძლო.ნავებს სამეგრელოში ქალებიც მართავდნენ.მაგ.მთელს ლაზეთში იყო ცნობილი ნაოსანი და მეთევზე ქალი--- ზიზიე მოლაოღლი, რომელიც დიდ ხომალდს (სანდალს) მართავდა.1914-1918 წლებში, ,,ჭალადიდის ნიშებს "რომელშიც იტვირთებოდა აქ შემოსული სანდლებიდან სხვადასხვა საქონელი, უმეტესად ქალები მართავდნენ.



1887 წლის ივერიას N 178 - ში ვკითხულობთ შემდეგს.

სოფ.ჭალადიდი, 29 აგვისტო, ჭალადიდი უდიდეს სოფლად ითვლება სენაკის მაზრაში,რადგანაც აქაური მკვიდრი 600 კომლზედ მეტი არიან რიცხვით.ჭალადიდი რიონის ორივე ნაპირზე არის გაშენებული.აქ არის მიწა-წყლის სიუხვე ძვირფასი ტყეებით.მაგრამ ჭალადიდში უკიდურეს გაჭ

ირვებაში იყვნენ ბოლო დრომდის, თუმცა მათი სასიმინდეები წლის მოსავალს ვერც კი იტევდნენ მიზეზი მათი გაჭირვებისა იყო ის რომ წისქვილი არ ჰქონდათ, როდესაც ამ სოფელს შუაზე ჩაუდის მდ. რიონი. 50-60 ვერსის მანძილზე სხვა სოფელში მიჰქონდათ საფქვავი და იქაც ორი სამი კვირა რიგში იდგნენ 

1886წ. ჭალადიდელებს მოუვიდათ ვიღაც უბრალო მუშა,გურული ლუკა გუდავაძე სოფ.ლანჩხუთიდან და იხსნა იგინი გასაჭირისაგან.ალბათ გუდავაძეს უხდიდნენ გულზედ ხელდაკრეფილი აქაური მკვიდრნი რამდენიმე საუკუნე.ახლა როდესაც წისქვილი გაჩაღდა ყველა ხარობს სირცხვილია რომ ამ სოფელს ერთ კლასიანი გიმნაზია აქ ჰქონდეს როდესაც ორ კლასიანის შენახვა თავისუფლად შეუძლიათ.წისქვილის შემოსავალი გუდავაძესია და იმედია ჭალადიდელები კიდევ ერთ საუკუნეს არ დაელოდებიან ვინმე გუდავაძეს რომელიც მათ სკოლას გაუხსნის.

ქუთათური დათიკო.

.....

შხეფის ციხე.

ანტიკური და ადრეფეოდალური ხანის დასავლეთ საქართველოში ერთ-ერთი მნიშვნელოვანია შხეფის ციხესიმაგრე.ეს მეტად საინტერესო უზარმაზარი კომპლექსია, იგი სათანადოდ არ არის შესწავლილი ჩანს იგი ადრე საუკუნეებშია აგებული.

ნოქალაქევისაგან განსხვავებით შხეფის ციხეს მთელი შუა საუკუნეების განმავლობაში იყენებდნენ, იგი არა მარტო ციხესიმაგრეა, არამედ საპყრობილეც ყოფილა 1591 წელს მამია დადიანს აქ ჩაუმწყვდევია ომიდან ტყვედ წამოყვანილი იმერეთის მეფე ლევანი,მეფეს აქ ტყვეობაში განუტევებია სული. უფრო ადრე იმავე მამიას ტახტის მოცილე მცირეწლოვანი ლევან დადიანი დედისთვის წაურთმევია და შხეფის ციხეში გამოუკეტავს, ყრმას ვერ აუტანია ტყვეობა გადმომხდარა ციხის კედლიდან და იქვე გარდაცვლილა.

სიმაგრეებში იგულისხმება თავდაცვის ყველა სახის ნაგებობა, სახელმწიფო დანიშნულების ციხეები, განსაკუთრებულ სიტუაციაში წარმოშობილი ციხე გალავნები, იდგმებოდა მაგისტრალებზე, გზაჯვარედინებზე და საერთოდ სტრატეგიულ ადგილებში. მტრის შემოსევის დროს პირველ დარტყმას ისინი ღებულობდნენ.


12 ოქტომბერი, 2021

დადიანი კონსტანტინე(წიწა)ლევანის(ლეონტის)ძე ყირიმის ომის(1853-56)მონაწილე,სამეგრელოს მილიციის მეთაური 1854 წლიდან. ალექსანდრე || -ის ფლიგელ ადიუტანტი. 1858 17.04 დან სენაკის მაზრის მომრიგებელი.თადარიგში 1857 წლიდან.გენერალ ლეიტენანტი.

ქავთარაძე ალექსი გაბრიელის ძე. გამოჩენილი მხედართმთავარი ყირიმის რუსეთ- თურქეთის ომების მონაწილე, სამუდამოდ შეტანილია ლეიბგრენადერთა ერევნის მე- 13 პოლკის სიებში გენერალ ლეიტენანტი,ინფანტერიის გენერალი 

ქავთარაძე ალექსანდრე ივანეს ძე. პირველი მსოფლიო ომის მონაწილე მსახურობდა კავკასიის სამხედრო ოლქის ჯარებში 39 ქვეით დივიზიის შტაბის უფროსი 1812 წლიდან.გენერალ მაიორი 

ქავთარაძე ნიკოლოზ ალექსანდრეს ძე 1 მსოფლიო ომის მონაწილე 1901 წ.ქ.გატჩინის პოლიცმეისტერი, ლეიბ- გვარდიის სემიონოვის პოლკის პოლკოვნიკი 1912 წლიდან. დაპატიმრებული და დახვრეტილი ე.წ.ვესნას საქმეზე( ლენინგრადის კონტრევოლუციური ორგანიზაცია) 1931წ. გენერალ მაიორი.

ჯაიანი ილია თომას ძე

რუსეთ-თურქეთის, რუსეთ იაპონიის ომების მონაწილე,მსახურობდა მეგრულ მე-16 პოლკში,გორის 259-ე სარეზერვო ქვეითი პოლკის ხაშურის 83- პოლკის მეთაური გენერალ მაიორი.


დროება 1874 წ.N448

მეგრელს რომ ჰკითხო, რა უფრო გიყვარსო, გეტყვისთ; მე, პერტენი ქალამანი, ქურდობა,ჭამობია,დაძინობია.

გურულს-- წუღა ,,ელედი კაი მაჭახელაო და მისი ჯანი" 

იმერელს--- ოქრო,ქილები, კაპოეტი მიმინო და მწევარ- მეძებარი.

აფხაზს-- ბეზმენტებიანი მესტები, ,,ქოსხაპი და დოღური""

ქართველს-- კრივი, გინება,თუნგი ღვინო და ჯამი ხელში.

სომეხს-- ,,ფულმა",ზურნა და დიპლიპიტო.

რაჭველს--- ლორი და საზანდარი .

ახალგაზრდა ქალს;-- სარკე და საარშიყო ლექსები.

....მეგრელი სამოთხეში მოხვდა, ხედავს მინდორზე წმ.გიორგის თეთრი ცხენი ბალახობს, მეგრელმა გაიხედა გამოიხედა, არავინ იყო მოახტა ცხენს და გაჰქუსლა სამოთხიდან.


12 ოქტომბერი, 2021

აკაკი წერეთელი ძვ.სენაკში

ქუთაისის სათავადაზნაურო სკოლის განყოფილებას სენაკიდან დაბ.ძვ.სენანკში გადატანის შესახებ გაზეთ ,,ივერიის" 1885 წლის N10-ში მოთავსებულ წერილში ,,სამეგრელოს სათავადაზნაურო სკოლის კურთხევა" ვკითხულობთ; დ.ძველი- სენაკი 27- ს ოქტომბერს ძველ- სენაკში აკურთხეს ახლად აშენებული სახლი, რომელშიც ამის შემდეგ მოთავსდება სენაკში ამ ორი წლის წინათ გადატანილი ქუთაისის სათავადაზნაურო სკოლის განყოფილება" ცუდი ამინდის მიუხედავად ხალხი გახსნას მაინც დაესწრო სკოლის კურთხევას. სიტყვები წარმოთქვამთ. გ.ბერიძეს, დ.ი.ყიფიანს, ს.ყიფიანს, ბახვა ფაღავას და სხვებს.ასევე სიტყვა წარმოუთქვამს აკაკი წერეთელს, აქვე გთავაზობთ აკაკის მიერ წარმოთქმულ სიტყვას 

,,წერა კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მმართველობამ" ვალად დამდო,რომ აქ გხლებოდით, დავსწრებოდი ამ სასწავლებლის კურთხევას და ერთად თქვენს სურვილთან ჩემი სურვილიც შემეერთებინა მის კეთილ წარმატების შესახებ.ყოველივემ, რაც მე აქ მოვისმინე და ან რაც ვნახე, იმოდენათ ამიტაცა,რომ სურვილი ამეძრა რამოდენიმე სიტყვის თქმისა, თუ თქვენი ნებაც იქნება--- ბატონებო! მხოლოდ ერთი უგუნურობა სჯერდება აწმყოს და მარტო მით კმაყოფილია. გონიერება კი მეტს მოითხოვს, გადადის წარსულში და იქიდან გამოიტანს კიდევ ჭეშმარიტებას ფონად, გზად და ხიდად უდებს, ის ერი, რომელსაც წარსული არ ჰქონია ემსგავსება ახლად დაბადებულ უსუსურ ყრმას ჩვენ არ ვეკუთვნით, ღვთის მადლით, იმ ერთაგან; დედამიწის ზურგზე არ გვეგულება მისთანა პატარა ერი, რომელსაც თავისი ჭირნახულობით და ისტორიულის თავ გადასავლებით, ჩვენს ერზე უფრო დიდებული და ღირს- შესანიშნავი წარსული ჰქონდეს, გასაოცარი გმირობით, საკვირველი მხნეობით, ჩვენი წინაპრები გაუმკლავდნენ მტრებს და დაიცვეს ის, რაც შეადგენს ყოველი ერის სიქადულსა და სულის დგმას; ე.ი. საკუთარი ფერი, ქრისტეს სჯული და ამ სარწმუნოების საფუძველი, ქართული დედაენა , ესენი ყველა გადმოგვცეს შეუბღალავად და ჩვენც მადლობთ მიმღები ამ საუკუნო განძისა, ვალდებული ვართ შევისწავლოთ ჩვენი წარსული, გავიცნოთ ჩვენი მამა-პაპანი და მათი ღვაწლი, არავითარი გონიერება ამას წინ არ აღუდგება!...

ის ვინც თავის ვინაობა არ იცის და თავის თავს ვერ იცნობს სხვას როგორღა შეასწავლის?

...ვინც გვეძმობა -- ვეყმოთ

სად უნდა შევიძინოთ ესენი ყველა? იმ ახალ ტაძარში, რომელსაც ჩვენ სასწავლებელს ვეძახით და ერთი რომელთაგანაც დღეს აქ ვაკურთხეთ.დიაღ აქ უნდა შეისწავლონ ჩვენმა შვილებმა თავის თავი და მიხვდებენ, რომ საქართველოს სხვადასხვა კუთხის მცხოვრებნი, ძმები ვართ; სამის ძლიერის უხრწნელი კავშირით საუკუნოდ შეხორცებული : საერთო ისტორიით, ქრისტეს სარწმუნოებით და ერთის დედა- ქართული ენით.ამ სკოლაში მიხვდება იმერელი, რომ ის კერძოდ, თუმცა იმერელია, მაგრამ საზოგადოდ კი იგივე ქართველია, ; აქ გაიგებს მეგრელი, რომ კერძოდ ის მეგრელია, თავის საკუთარი ფერის მქონე მაგრამ საზოგადოდ კი, ძირეულად იგივე ქართველია და თავისი კერძო მეგრელობით მხოლოდ აფერადებს .... 

ღმერთმა ხელი მოუმართოს საზოგადოდ ჩვენს სასწავლებელს, კერძოდ დღეს აქ ნაკურთხს და გაუმარჯოს ყოველ მათ თანა- მგრძნობსა და მომხრეს..

ამის მერე გამართულა ლხინი, ნიკო დადიანს სკოლისთვის რამდენიმე ქცევა მიწა შეუწირავს , ბახვა ფაღავას თვის ქება შეუსხამს აკაკის.ნადიმს დასწრებია მაზრის უფროსი ბ.ბებურიშვილი.

ასე დასრულებულა ძველი- სენაკის სკოლის კურთხევა 

ალ.კოკაია.


13 ოქტომბერი, 2021 

სენაკის რუქა უბნების მიხედვით.

ნადოხორუ---აქ თავადი ბესარიონ მხეიძის სასახლე ყოფილა.იგი სისასტიკით და სიმკაცრით გამოირჩეოდა.

ნაკლასუ ---,,ორკლასიანი სასულიერო სასწავლებლი"ს შენობა მდგარა.

ნაოჩუ--უხვმოსავლიანი ყანები, ოჩი ცენსია ნაყოფი ცვივაო..

ბერაღი--- აქ მხეიძეს ჰქონდა დასმული თვისი დროშა ადგილის მოსანიშნად.

ნაქობალუ-- , მხეიძეების ყანები იყო, პური ითესებოდა პეტრე დგებიამ სალესი მანქანა საზღვარგარეთიდან გამოიწერა და აქ პურს ლეწავდა, ღებულობდა ნატურით გამოსაღებს ერთ მეათედს ან ერთ მეხუთედს.

ოჩუალე(სამალავი) მთაა და გამოქვაბული აქ ყაჩაღები იმალებოდნენ, ამიტომ ოჩუალეს უწოდებენ.აქ დიდი გამოქვაბულია სადაც ნაპოვნია ზედა პალეოლითის და ნეოლითის ხანის ადამიანთა საცხოვრისეული მასალა. ცაში ობინეხე----თეიმურაზ ცაავას ჰქონია სავენახე..

ოხვამე--- წმინდა გიორგის ეკლესია, დღეს ნანგრევებია შხეფში.

ნაოხვამუ- უძველესი ნასალოცვარი ადგილია ჩიქოვანებს აქ ჰქონიათ ძირის ხატი.,,ოდუდიაში" ოხვამური მთელი გვარი აქ იკრიბებოდა ,,ომარაშინეთ" და აქ იხდიდა ,, ოდუდიას ოხვამურს"

ხორში.ნაკლასუ--- აქ ფუცუ დგებუაძე- ფულარიას გაუხსნია პირველი სკოლა.

ძვ.სენაკი. ქალაშხორ დოხორე---(ქვაშიხორის სასახლე) აქ ნიკოლოზ დადიანის სასახლე მდგარა.

მისი ქალიშვილი მენიკი აფხაზეთის მთავრის აშუთბეი--მიხეილ შერვაშიძის მეუღლე ყოფილა, მაგრამ ერთმანეთს განშორებიან.ამ სასახლეში დაბინავდა დეკრუასი თავისი სამი თანამოღვაწით: ბარნოვსკით,ულცინსკითა და შერმეტიევით.ესენი იყვნენ რუსეთის მეფის წარმომადგენლები სამეგრელოში რუსული მართვა-- გამგეობის წესების დამყარების საქმეში., ამ სასახლეში კარგად ხანს უცხოვრია ეკ.ჭავჭავაძეს თავის ნათესავს მენიკთან ერთად,ამსასახლეში იყო მოთავსებული სამეგრელოს მართვა-- გამგეობის საბჭო.

ფოცხო არის გადმოცემა რომ აქ ფოცხვერი ბინადრობდა მაგრამ სხვა აზრიც არსებობს ფოცხო გაუვალ, ტყიან ადგილს ჯაგნარს ნიშნავს.

ლეძაძამე. ჭათანური--- აქ ჭათანური ვაზი ყოფილა მაღლაკზე მიშვებული შავყურძნიანი ჯიშის, კარგი მოსხმის ღვინო საშუალო.


12 ოქტომბერი, 2021

ზნე- ჩვეულება სამეგრელოში 

მამაკაცი რომ მოკვდებოდა , თოფს ისროდნენ, მოხუცი კაცი რომ მოკვდებოდა, ხეს თხრიდნენ.

მათრახები მაგიდაზე ეწყო, მოტირალნი თავზე ირტყამდნენ, ყველა მეზობელი მარხულობდა 

ქალი რომ მოკვდებოდა, თუთას ამოაგდებდნენ,

მამაკაცი რომ მოკვდებოდა - ნამყენს.

ცოლი რომ მოკვდებოდა, ქმარი ულვაშს მოიპარსავდა.

ზრდილობა და პატივისცემა.

მუხლის მოდრეკა და დაჩოქება. ნაავადმყოფარის დაჩოქილად მისალმება მგლოვიარეს წინაშე დაჩოქება და მკერდზე ოთხჯერ ხელის ცემა, მამაკაცების მიერ სტუმრის ჭიშკართან მიგებება.ქალები სახლში რჩებიან.

გამვლელის მოწვევა ჭამის დროს 

სტუმრის მიერ თავზე ხელის დადება : ,, დიდი მოწყალებაა ჩემთვის!" 

უფროსის წინაშე უმცროსის დაჩოქება.

ლაპარაკის დროს უმცროსის მოშორებით დგომა 

მოციქულის დაჩოქება მიუხედავად იმისა ვისი გამოგზავნილია.

პატარძალი ცხენით მიდიოდა, მაყრიონი ფეხით.

ახალმოყვანილი პატარძალი (ხათეცი) საკმაო ხნის განმავლობაში სახლში უფროსებს ხელ- პირს აბანინებდნენ, იგივეს აკეთებდნენ მეზობლებიც.

სასჯელი.

ცხენის მოპარვისთვის სასჯელი რომ დაედებოდა იმას ჭაქვინჯის ციხეში აგზავნიდნენ.

გამოსატეხად კაცს გრძელ სკამზე დააკრავდნენ და კეცივით ცეცხლს მიუშვერდნენ ,თან შესაწვავი ქათამივით ატრიალებდნენ, ტანზე მთლიანად გახდილი ჰქონდა.

გახურებული ნაჯახით კაცს ხელს აჭრიდნენ, ჩამოკიდებდნენ და ქვემოდან ცეცხლს შეუნთებდნენ.

ჭაქვინჯის ციხიდან ვინმე თორდია გადმოხტა ხარის ტყავით და გაიქცა...


14 ოქტომბერი, 2021

....გლეხები გაურბოდნენ მემამულეებს რადგან ისინი ხშირად ავიწროვებდნენ მათ....

...გლეხები გარბოდნენ არა მარტო ცალკეულად,არამედ მთელი კომლობით.

1843 წელს სოფელ ჯოლევიდან გაიქცა თავად ო.დადიანის გლეხების 4 ოჯახი.

მემამულე გიგო ფაღავას გაექცა 17 გლეხი.

1852 წელს აზნაურ ნაჭყებიას გაექცა 4 კომლი..

სამეგრელოს მმართველი ეკატერინე დადიანი ჩივის რომ გლეხები გარბიან და თავად აზნაურობას მოაკლდა მუშა ხელიო.

1884 წ.მოკლეს მემამულე ტოტი რატია. მოკლა ყმამ ივანე გრიგოლიამ რომელიც მკვლელობის შემდეგ თავისი ოჯახით სამურზაყანოში გაიქცა...გლეხმა უყუია ლეჟავამ ხანჯლით აკუწა აზნაური დ.გაბუნია.იგივე გააკეთა გლეხმა დოკუმაშხია მალაზონიამაც...

სოფელ გეჯეთის გლეხებმა, 6 კომლის რაოდენობით, საჩივრით მიმართეს კავკასიის მეფისნაცვალს გრაფ ვორონცოვს თავად ნიკოლოზ დადიანის მიერ შევიწროვების შესახებ.და სთხოვდნენ მეფისნაცვალს დაეცვა ისინი ნიკოლოზ დადიანის მხრივ შევიწროვებისაგან.რომ დადიანმა არ მოითხოვოს ჩვენგან დაწესებულზე მეტი გადასახადი..

1853 წ.მემამულე პეტრე გეგეჭკორი მძიმედ დაჭრა დათა კუპრავამ..1850 წელს გლეხებმა რომლებიც ეკუთვნოდნენ აზნაურ ხოფერიებს უარი თქვეს ხსენებული მემამულის სამსახურზე დავით დადიანმა წესრიგის აღსადგენად გააგზავნა 40 კახიანი შეიარაღებული დამსჯელი რაზმი.მდივანბეგ ვამეყ დადიანის მეთაურობით.

რაზმის მოახლოებისას გლეხები დაიმალნენ ტყეში.მდივანბეგის განკარგულებით მეამბოხე გლეხებს ჩამოერთვათ ჯოგი, ღვინო და სხვა სასურსათო პროდუქტები.მაგრამ ქაჩიბაიების მორჩილებას ვერ მიაღწიეს.ისინი ტყეში გამაგრდნენ მდივანბეგმა გადაწყვიტა მათი დაშლა მოხდა შეტაკება რა დროსაც მოკლული იქნა მდივანბეგი ვამეყ დადიანი,გლეხების მხრიდან დაიჭრა ერთი გლეხი.

რაზმმა შეიპყრო 9 გლეხი.რომლებიც შემდეგ წარსდგნენ სამხედრო სასამართლოს წინაშე. 1851 წლის 28 თებერვალს სასამართლომ 8 გლეხი გაასამართლა თითეული მათგანი შპრიცუტენით და 2 წლით საპატიმრო ასეულში გაგზავნით. იმ წლის ბოლოს შეძლეს კიდევ სამი აჯანყებულის დაჭერა მათ შორის მოთავეებიც. ერთ ერთი მათგანი მიქელიჩ ქაჩიბაია კვლავ გაიქცა ....


14 ოქტომბერი, 2021

მოამბე შინაგან საქმეთა სახალხო კომისარიატისა..

ახალ სენაკის მაზრა.

თემები.

თეკლათის

ქვემო ჭალადიდის

ზემო ჭალადიდის

ნოსირის

სუჯუნას

წყემის

სეფიეთის 

ონტოფოს

აბაშის

ქვათანას

მარანის

სამიქაოს

ძველი- სენაკის

გეჯეთის

ეკის

ბანძის 

ლეხაინდრაოს

ჯოლო- აბედათის

მარტვილის

კინჩხის

საგვაზაოს

ნახუნავოს

სალხინოს

გაჭედილის

კიწიას

თამაკონის

კურძუს

ნაქალაქევის

ფოცხოს

გეზათ- გულუხეთის

უშაფათის

ქოლობნის

ნაესაკავოს

გორდის

ხუნწის

ლეძაძამიეს.

ხორში და ზანა მაშინ ზუგდიდის მაზრაში შედიოდა


14 ოქტომბერი, 2021 

უმაღლესი სამოსამართლო დაწესებულებანი.

მომრიგებელი მოსამართლენი

....სენაკში-- მაქსიმოვი,პავლე მოსიძე.

ნოტარიუსი- მელქისედეკ ვერულაშვილი.

სასამართლო ბოქაული სენაკში- ექვთიმე კვიცარიძე.

გურია სამეგრელოს ეპარქიის უფროსი ყოვლად უსამღვდელოესი ალექსანდრე, ეპარქიის სეკრეტარი ლეონტი ჩაჩანიძე, მისი თანაშემწე გიორგი მარგალიტაძე.

გურია სამეგრელოს საეპარქიო ბლაღოჩინები: მონასტრების ბლაღოჩინი არხიმანდერიტი სიმონი. სენაკის მაზრაში: დეკანოზი გიორგი ბერიძე, თევდორე ხოშტარია, სიმონ ქავთარაძე, კონდრატე ჩაჩიბაია, ანტონ კეკელია, კაპიტონ გაწერელია, კლიმენტი ჭანტურია, არისტრახო კალანდარიშვილი, ანტონ რევია და კონსტანტინე ბერიძე.

თეკლათის დედათა მონასტრის წინამძღოლი იღუმენია ათანასე.

სახაზინო პალატის მმართველი ვასილ პროტოპოპოვი.

ხაზინადარი- ვას..ლომინაძე

მომრიგებელი შუამავალნი-

სენაკის განყოფილების თავმჯდომარე დიმიტრი მხეიძე,2 განყოფილებისა ბეს. მხეიძე და 3 განყოფილებისა ალექსანდრე ტარიელის ძე მიქელაძე.

სენაკის მაზრის უფროსი-- კაპიტანი მიხეილ ნიკ.ხმელნიცკი,მისი თანაშემწე ილია ჯაჯანიშვილი, სეკრეტარი ყრუაშვილი; ბოქაულები: აბაშისა -ალექს.თოფურიძე, ნაქალაქევისა-ვლად.ბუტლერი, მარტვილისა- რაფაელ დვალი, სენაკისა-ტრიფონ ასათიანი და სუჯუნისა გრიგ.გეგენავა.

სამაზრო ციხის ზედამხედველები: იულიონ გაგუა და არ. თოფურიძე, სამაზრო ექიმი-გიორგ.ნიკ.კახიანი და სოფლისა ივლიანე ხოფერია, ბებია ქალი--- მარიამ ეიზბერგი.ბეითალი სვენჩი.


15 ოქტომბერი, 2021

გლეხთა აჯანყება 1856-57წ.....თეკლათში გლეხთა აჯანყება დაიწყო,მათ მხარი დაუჭირეს უტუ მიქავას აჯანყებულ გლეხებს..აჯანყების მეორე დღესვე თავადმა ზურაბ ნიჟარაძემ რომელიც კაზაკ- რუსების რაზმით იდგა სოფ..სორტაში, შეეცადა დაეწყო მოლაპარაკება აჯანყებულებთან, რომელთაც ეკავათ სოფელი ეკი, მაგრამ გლეხებმა ის არ მიიღეს.ნიჟარაძე იძულებული გახდა დაბრუნებულიყო უკან. 23 მაისს დღის 4 საათზე აჯანყებულები დაიძრნენ სოფ.ეკიდან და მათ დაიკავეს სოფელ ნოქალაქევის მაღლობი იმ განზრახვით, რომ ამის შემდეგ დაეკავებინათ სოფ.სორტა.გაიგო რა ამის შესახებ,თავადი ნიჟარაძე ისევ ნოქალაქევისაკენ გაემართა.აქ მან მოსალაპარაკებლად მოითხოვა აჯანყებულთა მეთაური, რათა აჯანყების შეწყვეტის შესახებ გენერალ კოლუბიაკინის რჩევა- დარიგება გადაეცა.

იმავე დღეს ნოქალაქევში დაბანაკებულმა გლეხებმა თავიანთი წარგზავნილების მეშვეობით გააფრთხილეს ნიჟარაძე თუ ის წინააღმდეგობას გაუწევდა სორტის აღებისას, მაშინ იძებული იქნებიან გააჩაღონ ომი,ნიჟარაძე თავისი რაზმით უკან დაბრუნდა.

24 მაისს დილით აჯანყებულებმა დაიკავეს სოფ.სორტა.აქ შეიკრიბა 3.000-ზე მეტი აჯანყებული.მათ სალაშქრო წესით სორტიდან გეზი აიღეს სენაკისაკენ. იმავე დღეს სამი მხრიდან აჯანყებულები შეიჭრნენ სენაკში და დაიკავეს კიდეც.აჯანყებულთა ნაწილი თავს დაესხა ბლაღოჩინ ქავთარაძის სახლს,ძალით ჩამოართვეს მას სენაკის ეკლესიის გასაღები და შეუდგნენ მოსახლეობისაგან ფიცის მიღებას.დაიწყეს წესრიგის დამყარება სენაკში, მათ სცადეს სენაკის ბაზარში სურსათსა და საქონელზე ნიხრის დაწესება. აჯანყებულთა მეორე რაზმმა, რომელიც შედგებოდა 2.000 კაცისაგან, დაიკავა სოფ.კოტიანეთი.ამგვარად , რამდენიმე დღეში ჩამოყალიბდა 5.000 კაცისაგან შემდგარი აჯანყებულთა ლაშქარი,რომელმაც ეკის,ნოქალაქევის,კოტიანეთის,სორტასა და სენაკის აღებით ქვემო სამეგრელოში შექმნა აჯანყების ახალი რაიონი... კაზაკ-რუსებისაგან შემდგარმა ჯარის ნაწილებმა ალყა შემოარტყეს სენაკს, აჯანყებულები გააფრთებულ წინააღმდეგობას უწევდნენ,მაგრამ ძალამ თავისი გაიტანა. შეტაკება დამთავრდა გლეხების დამარცხებით.მათ ბრძოლებით დაიხიეს უკან სოფ.ეკისაკენ.დატოვეს რა ბრძოლის ველზე ხუთი დროშა,ბუკი და სხვა. იმავე დღეს განდევნეს აჯანყებულები სოფ.კოტიანეთიდანაც.მაგრამ ჯარმა მაინც ვერ შეძლო აჯანყებულთა სრული განადგურება...


15 ოქტომბერი, 2021

არასოდეს ვემხრობიდი იმ აზრს, რომ სენაკს ,,სენაკი,, ბერების სადგომის გამო ერქვა, მითუფრო, რომ ძვ.სენაკში იმ პერიოდისთვის როცა მას სახელი ეწოდა არანაირი ტაძარი ან ეკლესია არ არსებობდა.თანაც მეგრელები ქართულ სიტყვას არ დაარქმევდნენ ბერის სადგომს არამედ შესატყვის მეგრულ სახელს მოუძებნიდნენ.იმ დროისთვის ქართულად, თითქმის არავინ საუბრობდა წერა კითხვაზე ხომ საერთოდ ზედმეტია საუბარი. მე მახსოვს ადრე მოხუცები და დღესაც ბევრი სენაკს სანაკს უწოდებს.მოკლედ მე ვემხრობი სხვა .მოსაზრებას რომელსაც აქვე მოგახსენებთ...

სტრაბონი ამბობს, რომ ცხენისწყალი და გლავკოსი ერთვის ფაზისსო.საქმე ის არის, რომ ერთ აშკარა შეცდომას სხვა ბევრი შეცდომა მოსდევს, დანარჩენი მდინარეების მდებარეობის შესახებ...ცხენისწყალი მარტო როდი შეერთვის ფაზის,მასთან ერთად შეერთვის აბაშა და ტეხური. აბაშა შეიძლება იყოს სტრაბონის გლავკოსი, რომლის შესახებ იგი ამბობს, რომ ცხენისწყალთან ერთად ფაზისს ერთვისო. ცხენისწყალს არიანე კი ხარენტად მოიხსენიებს.

ტეხური შეიძლება იყოს არიანეს სიგამე, თუმცა მისი სიტყვით ეს მდინარე მეოთხეაო ხოფის შემდეგ, ხოლო, რადგან არრიანემ შეცდომით აღნიშნა ცხენის-წყლის მდებარეობა, ადვილი შესაძლებელია, რომ იგი შემცდარი იყოს სიგამეს მდებარეობის შესახებაც.არრიანე ამტკიცებს , რომ ეს მდინარე ჩაუდის ერთ ადგილს, რომელსაც მდინარის გამო ეწოდება სიგამე.ამის მსგავსი სახელი მართლა ჰქვია იმ ადგილს, რომელსაც ჩაუდის ტეხური.ამ ადგილის სახელია სენაკი(Sinaghi) ადვილი შესაძლებელია, რომ ენის განუვითარებლობის გამო სიგამე გადაიქცა სენაკად და მდინარემ თავისი სახელი მისცა ამ ადგილს, ადგილმა შეინახა ეს სახელი და თვით მდინარემ კი გამოიცვალა ეს სახელი. ტეხურს ანუ სიგამეს მოსდევს ხობო (ხობი) ხობის მერე ჭანისწყალია....და ა.შ.

ფლავიუს არიანე მოღვაწეობდა || საუკუნეში.. სახელი სენაკი სავარაუდოდ მომდინარეობს მდ.ტეხურის ძველი სახელწოდებიდან სიგამე...



12 ოქტომბერი, 2021

სენაკში არის ნეოგენური თიხები, ქვიშაქვები კონგლომერატები და კირქვები. ნავთობი მოიპოვება ჭალადიდში. სამშ. მასალა. შხეფში სააგურე თიხები, ნოქალაქევის მოსაპირკეთებელი ქვები სამკურნალო წყლები მენჯი, საწულეისკირიო,სახარბედიო საადამიო.

ჰიდრომინელარული რესურსი ნოქალაქევი, მენჯი.

ეგრისის ქედისა და მიმდებარე მასივების ფარგლებში აღინიშნება ტეხურიშდუდის მთა (3001)მ. ჯახუნაბუს ქედი- განშტოება წარმოადგენს მდ ხობსა და ტეხურის, ხოლო მიწილდაშის ქედი მდ.ტეხურისა და ცხენისწყლის აუზების წყალგამყოფს ამ უკანასკნელის სამხრული გაგრძელებაა არხის მასივი 2529 მ. ჯახუნაბუ (2749)ამავე დასახელებისა ეკის მთა (461.)მ. ნოქალაქევის მთა (394)მ.

ჰაერის საშუალო წლიური მაჩვენებელი 13-14 გრ. წლიური ნალექიანიბა 1600-2100მმ.

მნიშვნელივანია ტობავარჩხილის ტბა იგი მდებარეობს 2654 მ. სიმაღლეზე მდ.ტეხურის აუზში კურორტ ლებარდეს მიდამოებში.

ჭალისა და დაბალი ტერასების ნაფენებზე განვითარებულია ალუვიური და ალუვიურ- კარბონატული ნიადაგები,წითელმიწა და ყვითელმიწა ნიადაგებს შორის ნეშომპალა-- კარბონატული ნიადაგების ფართო გავრცელება.კერძოდ ეს ნიადაგები გვხვდება ეკი, ნოქალაქევი. უნაგირას მთაზე ხარობს მუხა, წაბლი,წიფელი,რცხილა,იფანი, ასევე მარადმწვანე ქვეტყე(შქერი, წყავი,ბზა და ლეშამბო.

ცხოველები; ტურა,ტყის კატა, კურდღელი, ტყის კვერნა,მელა,შველი,მგელი.

მწერიჭამიებიდან თხუნელა და ზღარბი.თევზები სალამურა,ლოქო,გველთევზა,ქარიყლაპია,ფარგა,ქორჭილა.

ქვეწარმავალი; ჭაობის კუ, ხვლიკი,გველხოკერა,,ჭაობში ბევრი ამფიბიაა.

ივ.ჯავახიშცილის სახ უნივერსიტეტი.ისრორიულ გეოგრაფიული რეგიონები...


13 ოქტომბერი, 2021

ლიმონათის ქარხანა რომელიც რკინიგზის გადაღმა მდებარეობდა ადრე იყო სინაგოგა.

ბიქტორ გაბედავას ჰყავდა ოთხცხენიანი ფაეტონი.ამ ეტლით ხშირად იტაცებდნენ საპატარძლოებს.ბიქტორი მარილს აჭმევდა თურმე ცხენებს წყალი რომ მოწყურებოდათ,და მერე წყლის მაგივრად ასმევდა ლუდს,ცხენები თვრებოდნენ და შეუსვენებლად გარბოდნენ თან ვერავინ ეწეოდა.გზადაგზა ცხენებს ცვლიდნენ 

სადაც ახლა ბიბლიოთეკაა იქ ფოსტა ყოფილა.

ახლანდელ რესტორან კოლხეთის ადგილას ჩეკას შენობა იდგა.

მესამე სკოლა სავაჭრო სახლი ვაჭარ მიხა ცაავასი.

ყოფილ საჩუქრების მაღაზიასთან სამჭედლო ყოფილა ყველანაირი რკინეულობისა მჭედელი მიხა ფოფხაძე. სამსონ ფოფხაძე.

საკირის გადასახვევთან სადაც ახლა ბენზინ გასამართი სადგურია იქაც სამჭედლო ყოფილა.

ბაზრის შესასვლელში სადაც ახლა ყველი იყიდება სამხედრო ტყვიაწამლის(ამზადებდნენ) საამქრო ყოფილა 

იმ ადგილას სადაც კინოგაქირავება იყო სინაგოგა ყოფილა.



16 ოქტომბერი, 2021

1881 წ.მარტვილის სასულიერო სასწავლებელი გადაიწვა იპ.ვართაგავა იხსენებს.

ხანძარი კი ასე მოხდა: ერთ ღამეს დაიწყო ზარის რეკვა, გაისმა ხალხის ყვირილი.თურმე ჩვენი სასწავლებლის შენობას ცეცხლი წაკიდებოდა და ოწოდა,; როდესაც მე მივედი ხანძართან, სახლი მთლად ცეცხლში იყო გახვეული შველა, გადარჩენა შეუძლებელი იყო.მახსოვს, უფროსი კლასის მოსწავლეები იცინოდნენ, მხიარულად იყვნენ, მღეროდნენ.მე ეს გამიკვირდა, მაგრამ შემდეგში ჩემთვის გასაგები გახდა მათი საქციელი მარტვილის სასწავლებელს ბევრი მტერი ჰყოლია,მისი მტრები იყვნენ სამეგრელოს შორეული კუთხიდან ჩამოსული მოწაფეები და მათი მშობლები, უმრავლესობის სურვილი იყო სასწავლებელი გადაეტანათ სამეგრელოს ცენტრში, ქ.სენაკში.ეს უკანასკნელი რკინის-გზის ლიანდაგის ახლო მდებარეობდა, შიგ ქალაქში იყო რკინის-გზის სადგურიც.სენაკში მისვლა- მოსვლა გაცილებით ადვილი იყო.მასწავლებლების მთელი შემადგენლობა მხარს უჭერდა სენაკს და ნატრულობდა იქ გადასვლას.სენაკი მარტვილთან შედარებით სამოთხედ ეჩვენებოდათ.ამ იდეას მარტვილში მცხოვრები მასწავლებელი კაპიტონ გაწერელია უჭერდა მხარს.მისი ცოლის ,,პოეტური ქმნილების" ნაწყვეტს დიდხანს მღეროდნენ უფროს კლასების მოწაფეები. ,,ნიორი და ხახვის ფოჩვი, მადლობა ღმერთს მარტვილს მოვრჩიო"ვინ წაუკიდა ცეცხლი სასწავლებლის შენობას? ეს არავის გამოუძიებია.



16 ოქტომბერი, 2021

1887 წ.

ამ წელს სენაკის მაზრაში შედგა 771 ჯვრისწერა, დაიბადა 2498 ბიჭი და 1236 გოგო.

გარდაიცვალა 766 კაცი და 765 ქალი. სენაკში საცხოვრებლად გადმოვიდა 1213 მოსახლე.


16 ოქტომბერი, 2021 

1888 წ.

სენაკის მაზრა შეიცავდა 41.5587 ქცევა მიწას.

მცხოვრებთა რიცხვი-86.759

შესანიშნავი დღეობანი და ბაზრობანი.--- ფერისცვალება ძვ.სენაკში 6--20 აგვისტო

მარიამობა აბაშის სტანციაში- 1-8 სექტემბერს.

პეტრე პავლობა დაბა ნაოღალევში 29 ივნისი.

იკანობა-ს.ეკში 24 ივნისს.

სენაკი სამაზრო ქალაქია. 2,500 მცხოვრებით,სულ ქართველები არიან.

სენაკის მაზრაში 168 ეკლესიაა,

128 ათასი სული საქონელი, ცხენი 8 ათასი.


17 ოქტომბერი, 2021

ხონის საოსტატო სემინარიის კურსდამთავრებული იასონ ნიკოლოზის ძე ნიკოლაიშვილი რომელიც ძვ. სენაკის. სკოლაში 12 წელი მუშაობდა და საგრძნობი კვალი დაამჩნია ამ სკოლას.მან შექმნა სცენის მოყვარეთა დასი, რომელმაც რამდენიმე სპექტაკლი აჩვენა მაყურებელს.ასევე დიდი ღვაწლი დასდო მეაბრუშემეობის საქმის განვითარებას..ძვ.სენაკში მუშაობის დროს (1889 წ.)გაზეთ ,, ივერიაში" აქვეყნებს მის პირველ მოთხრობას ,, პეტრეს ოჯახში" იგი ბელზებელის ფსევდონიმით ხშირად ბეჭდავდა მამხილებელ წერილებს და ტელეფონებს, 1912 წ. გამოსცა ,,ქართული ენის მოკლე გრამატიკა" რომელიც მეორედ, მესამედ და მეოთხედ გამოვა 1917- 19 და 27 წლებში.1918 წელს მისი თანაავტორობით გამოიცა პროგიმნაზიული კლასების თვის ,,ქართული ქრესტომათია" სამ წიგნად მის მიერ ნოტებზე გადაღებული სიმღერები წლების მანძილზე ისწავლებოდა სკოლებში.

1889 წ. გუდაუთიდან ძვ. სენაკში გადმოიყვანეს ცნობილი პედაგოგი, მკვლევარი და საზ.მოღვაწე ნიკოლოზ სიმონის ძე ჯანაშია ნიკო ჯანაშია 1910 წლამდე დარჩა ,შემდეგ სოხუმის სკოლაში გადაიყვანეს იგი ,, ჰამუთ ბეის"" ,, დათიკო ვერმიცანაშცილის" და სხვა ფსევდონიმით ხშირად აქვეყნებდა წერილებს ,,ივერიაში" ,,კვალში" და ,, აკაკის კრებულში"

1898-99 წ. ძვ. სენაკში მასწავლებლად მუშაობდა ცნობილი პედაგოგი ივანე გომელაური რომელიც აქ გადმოიყვანეს თბილისის გიმნაზიიდან.

1896 -1900 და 1917-1919 წლებში.ძვ.სენაკში მუშაობდა ასევე ცნობილი პედაგოგი და საზოგადო მოღვაწე გიორგი ლავრენტის ძე ბოკერია (1868-1947) იგი მასწავლებლობდა აგრეთვე ჩოხატაურში, სამიქაიოში,ქუთაისში,ხონში,აბაშაში და თბილისში.მისი მოთხრობები ხშირად იბეჭდებოდა ქართულ პრესაში.მოთხრობებიდან აღსანიშნავია ,, შემოდგომით გურიაში" ,,შობა ღამე სოფელში" და სხვა.

1902 წ.მასწავლებლად ინიშნება ცნობილი პედაგოგი შუბლაძე ანდრო ანტონის ძე. მის კალამს ეკუთვნის მეთოდური ნაშრომი ,,საძმო წესით კითხვის სწავლება" რომელიც პირველად ძვ.სენაკში მუშაობის დროს გამოვიდა სამჯერ 1916-18-20 ,,ჯიხაიშელისა " და ,, ანშინის " ფსევდონიმით. 1935 წ. მას გმირის წოდება .მიენიჭა.

1899 წ. სამსონ ყიფიანი ინსპექტორის პოსტზე შეცვალა არსენ სიმონის ძე წითლიძემ. 1905-07 წლებში მას პოლიცია ეძებდა და იძულებული იყო სკოლა მიეტოვებინა.

1907-1911 წლებში სკოლის ინსპექტორი იყო პედაგოგი და პუბლიცისტი,პოეტი დომენტი ოყრეშიძე(თომაშვილი) რომელმაც წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოებას წარუდგინა სკოლის გაფართოების გეგმა.

1911 წ.ჟურნალ ,, განათლების" მეორე ნომერში დაიბეჭდა მისი პედაგოგიურ- მეთოდიკური ნაშრომი ,, შეგნებით კითხვა" 1938 წ. გამომცემლობა ,,ფედერაციამ" გამოსცა მისი ლექსების კრებული.ლექსები მოსწონებია აკაკის. პოეტმა ი.გრიშაშცილმა მას მეორე აკაკი უწოდა.

1912;წ. დ.ოყრეშიძე ქუთაისის გიმნაზიაში გადაიყვანეს და მის ადგილზე პოლიკარპე ლორთქიფანიძე დაინიშნა. რომელიც აქ 1917 წლამდე მუშაობდა.

ძვ სენაკის ქართულ სკოლაში მუშაობდნენ 1817 წლამდე: ი.რამიშვილი,ლ.ჩომახიძე,ს.მჭედლიძე, გ.ქიქოძე, მ.ბურჯანაძე, ლ.აგლაძე, გ.ხოშტარია, ა.ჭილაძე, ვ.ბერიძე, პ.წულუკიძე, გ.ქავთარაძე, ს.ლორთქიფანიძე, ე.გამსახურდია, კ.ძოძუაშვილი,ს.მატარაძე და სხვა.

სათავად აზნაურო და სამინისტრო სკოლები არსებობდა 1919 წლამდე. შემდეგ ეს სკოლები შეერთდა და გადაკეთდა სასოფლო- სამეურნეო სასწავლებლად.

სას.სამეურნეო სასწ(1929 წლამდე) გამგებელი იყვნენ აგრონომები: ალექსანდრე ჭელიძე, ვალერიან თავამაიშვილი, პეტრე კორძაია,ელიზბარ ჯიქია, მასწავლებლად მუშაობდნენ: აგრაფინა ჭანტურია, ნიკოლოზ გაბედავა, აგროტექნიკოსი სილოვან ჯიმშელეიშვილი და კირილე კოკაია.

1929 წელს ეს სასწავლებელი გადაკეთდა კოლმეურნე ახალგაზრდობის სკოლად და დაექვემდებარა განათლების სამინისტროს.


17 ოქტომბერი, 2021

რუსეთის იმპერატორი ჭალადიდში...

გრიგოლ ორბელიანი მმართველი კავკასიისა თან ახლდა ხელმწიფე იმპერატორს მოგზაურობის დროს 1867 წ.სექტემბერი. და სანამ მესტნიკის საზღვარი არ დააგდო ხელმწიფე იმპერატორმა არ მოშორებია, ვრცელ ორ- თაბახიან წერილში იმან აუწერა ბარატინსკის კვალ- და - კვალ ხელმწიფის მოგზაურობა.აღუწერს რა მოგზაურობას ნოვირასიისკიდან, საცა პოეტი პირველად ჩაჯდა გემში (ვეფხი) ქუთაისამდე.

ორბელიანი სწერს გენერალ ადიუტანტი ლევან მელიქიშვილს: ,, ზღვა შავი, შეუპოვარი, ცათამდი ზვირთების მსროლელი, დამშვიდდა,დაწყნარდა თავმოდრეკილით. . მოვლეთ სოხუმი და მოვედით ფოთსა.აქ დაგვხვდნენ დიდის მშვენიერებით გურიის თავად- აზნაურობა და ხალხი, აქვე წარსდგა დიდკაცურად ხელმწიფესთან დესპინა (ქაიხოსრო გურიელის ქალი ფრეილინა)თავად აზნაურების ქალებითა, რომელთა შორის იყვნენ რამოდენიმე მართლად მშვენიერნი აქედამ პარახოდით ხელმწიფე მობრძანდა ჭალადიდამდის, სადაც ჭილაევისაგან იყო მომზადებული ნადირობა.ჭილაევის სიტყვით, იქ უნდა მოერეკათ დიდროვანნი სხვადასხვა ნადირები; ირმების ჯოგები,შველები,დათვები,ტახები და თითქმის სპილო- ლომებიცა.რასაკვირველია , მეც გამხიარულებული ჰაზრით, რომ ხელმწიფეს ხელმწიფურად ვანადირებდი,მოვითხოვე ჩემი დიდი თოფი და ამოუდექი დიდ ხესა, ველი და ველი ირემსა ან ვეფხვსა,მაგრამ წივილ კივილის მეტი არა ისმოდა რა...ბოლოს ამით დაბოლოვდა ჩვენი დიდნი იმედები,რომ ერთი პატარა ირემი შინ გაზრდილი წამოვიდა და სწორედ ხელმწიფესთან კი მივიდა და დაუწყო ყურება, ახლა თქვენ წარმოიდგინეთ ჩემი შეწუხება, ჩემი გამწარება!...გაბრაზებული დაღონებული მიველ და რაღაც ვეტყოდი: ვლანძღე ჭილაევი, მაგრამ რა გამოვიდა? მახლას".


17 ოქტომბერი, 2021

სახელმწიფო დღესასწაულები. 1903 წ.

აპრილი-23 სახელწოდება დედოფალი იმპერატრიცასი.

მაისი- 6 დაბადება ხელმწიფე იმპერატორისა 

მაისი- 14 დაგვირგვინება მათი იმპერატორებით უდიდებულესობითა.

მაისი- 25 დაბადება დედოფალი იმპერატრიცისა 

ივლისი- 22 სახელწ.ქვრივის დედოფალის იმპერატრიცასი.

აგვისტო- 25 მოგონება აღმოსავლეთ კავკასიის დაპყრობისა.(!!!)

ოქტომბერი --17 სასწაულად გადარჩენა იმპერატორის სახელობისა 

ოქტომბერი- 21 ტახზე აბრძანება ხელმწიფე იმპერატორისა.

ნოემბერი- 14 დაბადება ქვრივი დედოფალის იმპერატრიცასი 

ნოემბერი- 22 დაბადება და სახელწოდება მემკვიდრე ხელმწიფისა 

დეკემბერი- 6 სახელწოდება ხელმწიფე იმპერატორისა.

ახალ- სენაკსა და ზუგდიდს შორის (42 ვერატია) ომნიბუსები დადის ყოველდღე დილის 8 საათიდამ და ხეთას სადგურზე მოდის 10 საათზე დილით, ხოლო ზუგდიდში 12 საათსა და 45 წუთს. ზუგდიდიდან გადის 2 საათზე და მოდის ხეთას 4 საათზე, ხოლო ახალ- სენაკში 6 საათზე და 15 წუთზე.ახალსენაკიდამ ხეთამდე და ზუგდიდიდან ხეთამდე ადგილი ერთის კაცისათვის ღირს 1 მან და 10 კაპ. ხოლო ახალსენაკიდამ ზუგდიდამდე 1 მან.და 20 კაპ. ერთი ფუთი (16 კგ.) ბარგი ღირს 21 კაპ. ბავშვებს, რომელნიც ხელით სატარებელი არიან ფასი არ გამოერთმევათ, ხოლო ათის წლის ბავშვს ნახევარ ფასში ართმევდნენ.

სურათის გადაღება ღირს:

მინიონი-- 2 მან. დან 4 მანეთამდე.

სავიზიტო-- 3 მან. 6 მან.

მაკარტი-- 6 მან. 8 მან.

საკაბინეტო-- 7 მან. 19 მან.

საპროკენადო-- 8 მან. 12 მან.

საბუდუარო-- 10 მან. 15 მან.

ჯგუფების გადაღება მორიგეობით.

გადაღებული სურათების გადიდება 3 მანეთიდან 20 მანეთამდე.

სამიმისვლო ბარგის ფასები ამიერ კავკასიის რკინისგზაზედ.

ახალსენაკამდე-- 1 კლასი.7,90

2 კლასი 4,74.

3. კლასი 8, 16.

ახალ- სენაკის მაზრაში მილიციელი შტატით.

6 მილიციის უფროსი

10- უფროსი.ცხენოსანი მილიციელი.

76- უმცროსი ცხენოსანი მილიციელი.

10 - უფრ.ფეხოსანი მილიციელი.58- უმცრ ფეხოსანი მილიციელი. სულ 160.



16 ოქტომბერი, 2021

ახ.სოფელი.

ნაოხვამუ-ადგილი უძველესი ნასალოცვარი ადგილია ხოფერიების ძირის ხატი ყოფილა აქ,

თეკლათი- თეკართი შორეული კუთხიდან აქ კაცი დასახლებულა ორი შვილით, ერთისთვის უთქვამს შენ გქონდეს ეკალ / მაღალი/ ზემო მხარეო/ზემოთ ეკის მთა/ მეორესთვის ქვემო ადგილი მიკუთვნებია ,,თეკართი ქედეკინია" ეს კალთა დაიკავეო. განმარტება გვაძაბია სილობისტროსი 75 წლის.

ბათარია- აქ რუსის ჯარი იდგა საარტილერიო ბატარეა //თურქეთის ომის დროს ცეცხლი გაუხსნეს ქვემეხიდან/

გოლასკური- მთის ნიავი. აქ ქრის მთიდან ქარის ძალიან საამო ნიავი . მას გოლა- სკურს ეძახიან ( გოლა მთა, სკური ნიავი) ამ სახელს ატარებს აქვე წყაროც.ძალიან ცივი და საამო.აქ ნიავს ,, მასკურსაც" ეძახიან იგი ძალიან რგებს ვაზს და ამწიფებს მას.

რეკა-გოგოლი და ფაჩულია ოჩამჩირე სოფ.რეკიდან ჩამოსულან ფაჩულიებს ამ ადგილისათვის რეკა შეურქმევიათ. აქ ნაზღვავური ყოფილა ადრე რეკა კი კუნძული ყოფილა.

სირიაჩქონი- ,,სირიას ჩქონი" ჩქონი წყლის მიერ მიტოვებულ ი ადგილია, რომელსაც ირგვლივ წყალი უვლის. აქ იოსელიანები ცხოვრობდნენ.

ნარიონუ- უძველესი ნარიონალია, ძველად გაღმა - გამოღმა საგვიჩიო ერთიანი სოფელი იყო,ხოლო რიონი ამ ადგილას მიედინებოდა, შემდეგ იცვალა კალაპოტი და სხვა მხრივ წასულა.

ზანათი რუსიაშ კარი- უძველესი სალოცავია, აქ სახლებულან ოდესღაც სეფისშვილები.


18 ოქტომბერი, 2021

1905 წლის დეკემბრის შეიარაღებული აჯანყებისათვის მზადების წინა დღეებში--- ოქტომბრის შუა რიცხვებში სენაკის მაზრის დაბა ძვ. სენაკში სკოლის შენობის სარდაფში (იმ ადგილას სადაც ახლა ძვ.სენაკის საშუალო სკოლა დგას)სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის ადგობრივი ორგანიზაციის ინიციატივით მოწყობილი იქნა იარაღებისა და ფეთქებადი მასალების დამამზადებელი და შემკეთებელი ფარული სახელოსნო.

სახელოსნოსათვის საჭირო იარაღ- ხელსაწყოების ნაწილი შეიძინეს ადგილზე.ნაწილი შემოიტანეს ფოთიდან,ხოლო დაზგა გადმოიტანეს სენაკის რკინიგზის საორთქმავლო დეპოს სახელოსნოდან.სახელოსნოში ყველა რთულ სამუშაოს ასრულებდა და საერთოდ, მთელ მუშაობას ხელმძღვანელობდა საომარი იარაღის დამზადების და შეკეთების კარგი მცოდნე სპეციალისტი-- ზეინკალი, მეფის არმიიდან გამოქცეული რუსი ჯარისკაცი ვინმე ილია რომელსაც ეხმარებოდნენ რევოლუციურად განწყობილი ადგ.მცხოვრებნი.

სახელოსნოს საჭირო ნედლეულით და ქიმიური ნივთიერებებით ამარაგებდნენ რევუციონერები ადგილობრივი სკოლის მასწავლებელი პოლიკარპე ლორთქიფანიძე და სააფთიაქო პუნქტის გამგე ფარმაცევტი იოსებ ციბაძე, ესენი მასალებს ადგილზე შოულობდნენ და ზოგი ფოთიდან ჩამოჰქონდათ.

აქ ასევე ამზადებდნენ ვაზნებს,ფისტონებს, ასხამდნენ ტყვიებს ახდენდნენ უბრალო სანადირო თოფების ლულების ღრუს გაფართოებას .ღრუს შიგნიდან ხრახნილს უკეთებდნენ და ამ გზით საფანტის სახმარი თოფის ვაზნით გამსროლ თოფად გადააკეთებენ გრძელ ლულიან თოფებს მოკლე ლულიანად გადააკეთებდნენ.(კარაბინი)

სენაკის ფარულმა სახელოსნო სამ თვემდე იარსება და 1895 წლის ბოლო დეკემბრის შეიარაღებული აჯანყების დამარცხების შემდეგ შეწყვიტა არსებობა.



გაზეთი ,,ჩვენი სიტყვა" 1907 წ.N24

ს.შხეფიდან გვატყობინებენ, რომ ამას წინეთ გაუძარცვავთ მღვდელი გრიგოლ სახოკია, ამ საქმეზე ეჭვით დაუპატიმრებიათ ანდრია ლომთაძე,ვასილ ჯიქიძე, ლავრენტი გალდავა და იასონ სახოკია.დაპატიმრებულები სენაკის საპატიმროში გაუგზავნიათ.

19 ოქტომბერი.

ქოლობნის.(სენაკის მაზრა)

ქურდ- ბაცაცების თარეშს არა აქვს საზღვარი. 7 ამთვეს გაძარცვეს რამდენიმე ურია. მძარცველები შეიპყრეს, ეს პირები გახლავთ; ე.რუსია, პაპავა და ნიკურაძე. რუსია დიდი ხანია ცნობილია,როგორც ქურდ- ყაჩაღობის ,, ორგანიზატორი" მართალია პოლიცია ხშირად იჭერს მაგრამ ხშირადვე ათავისუფლებს



18 ოქტომბერი, 2021

სამეგრელოში, დასახლების ერთეულს კარ- მიდამო ანუ, როგორც მას აქ უწოდებენ ,,ოხორუ" წარმოადგენს,რომლის შიგნით გაფანტულად მაგრამ გარკვეული ნორმის დაცვით არის განლაგებული სხვადასხვა შენობა ნაგებობა .,, ოხორუდ" შერჩეულია მზიანი,მეწყერისა და ნიაღვრისაგან დაცული ტყის პირი ადგილი, სადაც ახლოს არის მდინარე და წყაროს წყალი(წყურგილი). ადგილის არჩევის სხვადასხვა წეს- ქმედებებს მიმართავენ: ,,ის ადგილი, სადაც ,,ინჭირია" (ანწლი) ხარობდა -- ოხორედ ვარგისად ითვლებოდა. ასევე დასასახლებელი ადგილის მიწა მკითხავთან მიჰქონდათ რომელიც რჩევას მისცემდა მათ იქ დასახლებულიყვნენ თუ არა.

,, ხარს ყურს მოაჭრიდნენ და გაუშვებდნენ: იქ, სადაც ეს გამწარებული ხარი დაწვებოდა -- ოხორედ ვარგისად ითვლებოდა" 

ასევე, სახლის დასადგმელი ნიადაგის შერჩევისას , შუა ადგილას ღამით სავსე ჭიქა წყალს დადგამდნენ, ჭიქას თუ წყალი დააკლდებოდა, იტყოდნენ---- ბედნიერი სამოსახლო არისო.

სამოსახლოს შუა ადგილიდან მიწას აიღებდნენ, დაფშვნიდნენ და კრუხს შეუყრიდნენ.თუ ყველა წიწილა გამოიჩეკებოდა ბედნიერი სამოსახლოდ ითვლებოდა .

სადაც ძროხები ჯგუფად დაწვებოდნენ იტყოდნენ კარგი სამოსახლოაო.

სამოსახლო მიწაზე დასახლდებიდნენ და ძაღლს დაიბარებდნენ, თუ ძაღლი დაწვებოდა, მაშინ სამოსახლოს საიმედო ადგილი იქნებოდა



18 ოქტომბერი, 2021

დათაია ჭედია (1821-1901)პირველი მეგრელი ვაჭარი.სოფ.ონტოფოდან ზუგდიდს გადმოსახლებული.ვაჭრობაში განსაკუთრებული უნარისათვის დავით დადიანმა დააჯილდოვა აზნაურის წოდებით.1852 წელს სათანადო ნდობით აღჭურვილი რუსეთის მეფის მთავრობის მიერ- გაიგზავნა სტამბოლს სამეგრელოს სავაჭრო წარმომადგენლად. მეორე გილდიის ვაჭარი


19 ოქტომბერი, 2021

.....სენაკის მაზრის აღმასკომის თავმჯდომარე სამსონ მამულია 1923 წლის გაზეთ ,კომუნისტში" გამოქვეყნებულ წერილში წერდა; ,,25 თებერვალი, საქართველოს გასაბჭოების ორი წლის თავი შესანიშნავი დღე იყო ეკლესიების გაუქმებით.ეკლესიები გაუქმდა ხორშში, სუჯუნაში, ნაესაკოვოში, ნახუნავოში, ნოქალაქევში, გეჯეთში და სხვა . ხალხი სახურავებიდან ყრიდა ჯვრებს გარეთ ყრიდნენ ხატებს, სუჯუნაში სინაგოგაც გაუქმდა. ეკლესიები გადაკეთდა სკოლებად,კლუბებად,სახალხო სახლებად". 27 თებერვალს ქ.ახალსენაკში გაიმართა მიტინგი,რომელმაც დაადგინა ქალაქის ეკლესიის სახალხო სახლად გადაკეთება. მიტინგის მონაწილეები გაემართნენ ეკლესიისკენ, სახურავიდან ჩამოსხნეს ჯვარი, ხატები ეზოში გამოიტანეს,

25 თებერვალს სენაკის მაზრის სოფლებშიც გაიმართა კრებები,რომელმაც დაადგინა ეკლესიის გაუქმება გეჯეთში მთავარ ანგელოზის სახელობის ეკლესია დახურეს და მისი თეატრად გადაკეთება დაადგინეს.მარტვილში 17 მღვდელი იძებული გახდა ანაფორა გაეხადა და ამაზე აღმასკომში განცხადება შეეტანათ.

სოფ. ხორშში ადგილობრივმა პარტიულმა ხელმძღვანელებმა გამოსცეს დადგენილება ძველ სასაფლაოზე ე.ი. ეკლესიის ეზოში მიცვალებულის დამარხვის აკრძალვის შესახებ და გამოყო სხვაგან ახალი ადგილი. ბევრმა მიცვალებულები ამოთხარეს და გადაასვენეს ახალ სასაფლაოზე ..

დაშალეს უთხოვარის მასალით აშენებული ეკლესია და ამ მასალით სამკითხველო ააგეს. მარტვილში დაარბიეს მონასტერი სამრეკლოდან ზარები ჩამოყარეს ხატები ეზოში გამოიტანეს შეურაწყვეს დავით დადიანისა და ეკატერინე ჭავჭავაძის საფლავები. ფოთის საკათედრო ტაძარი დახურეს 1933 წელს და თეატრად გადააკეთეს...

1923 წ. სეფიეთის მთ. ანგელოზის სახ. ეკლესიის დეკანოზს ანტონ ბოკუჩავას. ხელისუფლებამ ანაფორის გახდა და გაკრეჭა დაუპირა მაგრამ ის მტკიცე უარზე დადგა და როცა ტაძარი დაუხურეს სახლში განაგრძობდა წირვა ლოცვას გარდაცვალებამდე.

სულ სენაკის მაზრაში დახურეს და დაარბიეს 148 ტაძარი.



19 ოქტომბერი, 2021

14- 16 საუკუნეთა მიჯნაზე ...ოდიშში ჩამოყალიბდა: ანჯაფარიძეთა,აფაქიძეთა,გოშაძეთა,ქორთოძეთა,ქოჩაკიძეთა,შელიების,ჭილაძეთა,ჯაიანთა და სხვა სათავადოები.

...ჭილაძეთა სათავადო მოიცავდა სოფლებს: საჯავახო,ორპირი,სამტრედია,აბაშა,სეფიეთი,ტყვირი,გულე- კარი და რიონის და ცხენისწყლის შესართავიდან ტეხურის შესართავამდე ტერიტორიას,კოდორში,ცხენპიჯს,კუკუთს,სამარღანიოსა და ანჯელს.ჭილაძეების სამფლობელო ბანძამდე აღწევდა.მათი რეზიდენცია ტყვირსა და გულე- კარში იყო. აქ ჰქონდათ სასახლეები კარის ეკლესიებით.ფლობდნენ ტოლების ციხე- სიმაგრეს.მათი მოურავებიკორძაიები იყვნენ.

გოშაძეთა სათავადო მოიცავდა მიწა--წყალს მდ.ხობისწყლისა და მდ.ჭანისწყლის აუზში. სოფ.სარაქონი,კირცხი,გაშფერდი.რეზიდენცია სოფელ კირცხში იყო.აქ ჰქონდათ სააახლე ციხე სიმაგრე და ეკლესია ...

ქორთოძეთა სათავადო_ მოიცავდა ხეთა, ხამისმური,აბასთუმანი, ხეთის ციხე.

ჯაიანთა სათავადო-- მოიცავდა სოფლებს ახუთი,ალერტი,ნოღა, აგრეთვე ლეწურწუმე,და ხორგის მნიშვნელოვან ნაწილს..მათი რეზიდენცია სოფ.ნოღაში იყო.აქ იყო მათი სასახლე,კარის ეკლესია და ციხე-სიმაგრე...

აფაქიძეთა საგვარეულო მოიცავდა ზანას,( პატარა ზანას,საშურღაიოს,სატყებუჩაოს, საესებუოს, ზანა-ეწერს და შუაგულ ზანას).ამ ტერიტორიას სააფაქიო ზანა ეწოდებოდა.მათ ეკუთვნოდათ აგრეთვე სოფ.უშაფათი და ფოცხოს ნაწილი რეზიდენცია ჰქონდათ შუაგულ ზანაში, აქ იყო მათი სასახლე და კარის ეკლესია,ზემო სამეგრელოში მცხოვრებ აფაქიძეებს ეკუთვნოდათ: საჩინო,კუხეში, სააფაქიო ეწერი,ნაგურუს ნაწილი,წყოუში,ფახულანი, სასახლე საჩინოში ჰქონდათ.აქვე იყო ციხე --კოშკი, ხოლო ფახულანში- ციხესიმაგრე.

სალიპარტიო რომელიც მდ. ტეხურის შუა და ზემო წელს მოიცავდა ოდიშის სამთავროს აღმოსავლეთ ნაწილში ,რომელიც მოიცავდა ტერიტორიას ჭყონდიდიდან უნაგირამდე.სალიპარტიოში შედიოდა ტეხურის ორივე მხარის სოფლები: სალხინო, ლეცავე,ჟინოთა,თამაკონი,თარგამული,ღალი,დღვანა,ნობელევი,ეწერი,ვახა,ოჩე,წაჩხურუ,ნამიკოლავო,კიწია,დოშაყე,გურძემი,ლეძაძამე,ნაგვაზუ,ბონბოთი,ტარჩული,მათი ცენტრი ნოქალაქევთან ტარჩული იყო ლიპარტელიანების აზნაურები რევიები იყვნენ.მათი მოურავები დგებუაძეები იყვნენ სენაკის სამოურაიში 6 სოფელი შედიოდა: გორდი, ნოღა,კინჩხა,რონდიში, ღვედი, დიდღვაბუნა...

ჭალადიდის მოურავები მიქაძეები.

P.S. მოურავებად ჩვეულებრივ თავადები ან აზნაურები ინიშნებოდნენ



20 ოქტომბერი, 2021 


საბჭოთა საქართველოს რევოლუციური მოძრაობის მოღვაწენი. 

გვალია კლიმენტი ალექსის ძე დაბ 1895წ.ახალსენაკის მაზრის სოფ.ლეციცხვაიეში.სწავლობდა ნაოღალევის ორკლასიან სკოლაში.

გეგეჭკორი ალექსი(საშა) დაბ.1887 წ.ახალსენაკის მაზრის სოფ.კიწიაში.

ბოკერია კლიმენტი ლავრენტის ძე 1893-1960 სენაკის მაზრა სოფ სამიქაიოში.

ცხაკაია იოსებ გერმანეს ძე 1879-1940 სენაკის მაზრის სოფ აბედათში..სწავლობდა ახალ- სენაკის სასულიერო სასწავლებელში 

ჩიქვანაია ევსევი იგნატის ძე 1893-1919 წ სენაკის მაზრის სოფ ნახარებავოში.1918 წელს იგი იყო 111 წითელი არმიის შტაბის უფროსი შემდეგ ამავე არმიის სარდალი.იგი მონაწილეობდა ცარიცინის დაცვაში თეთრგვარდიელებმა დახვრიტეს 1919წ.

შომახია რომან ევგენის ძე 1893წ სენაკის მაზრა სოფ.ინჩხურში.

ფრუიძე ალექსანდრე ექვთიმეს ძე 1892წ სენაკის მაზრა სოფ ქვალონში.

ფირცხალავა ანდრო ბერიკას ძე 1866- 1949.სენაკის მაზრა სოფ.ინხურში.

სულავა კირილე ბესარიონის ძე 1890 სენაკის მაზრა სოფ მარტვილში.

საბაშვილი პარმენ ალექსანდრეს ძე 1888-1938

სენაკის მაზრის სოფ სახოშტარიოში.

მამულია სამსონ ანდროს ძე 1891- 1937წ.სენაკის მაზრის სოფ.ფოცხოში.

კაჭარავა დავით კონსტანტინეს ძე დაბ 1902-1925

სენაკის მაზრის სოფ.აბაშაში.

კარტოზია ლეონტი იოსების ძე 1889 წ.სენაკის მაზრის სოფ.ნიქალაქევში დაამთავრა ორკლასიანი სასწავლებელი.



21 ოქტომბერი, 2021

1919 წ.აგვისტოში ქუთაისის გუბკომმა(გუბერნიის კომიტეტი.ბ.ხ.)სენაკის მაზრის ბოლშევიკური ორგანიზაციების ხელმძღვანელობა სამსონ მამულიას დააკისრა.

ვერც კი მოასწრო ს. მამულიამ სენაკში ჩასვლა, რომ სამაზრო კომიტეტის ძველი ბოლშევიკები: ბ.გოგია, მ.ბედია ო.ოჩიგავა, ა.თურქია და სხვები მენშევიკებმა დააპატიმრეს .

სექტემბერში მამულიას მეთაურობით შედგა პარტიული კრება,რომელიც ჩატარდა ახალ- სენაკში ბოლშევიკურად განწყობილ თეოფილე კარანაძის რესტორნის ერთ- ერთ გამოყოფილ კაბინეტში. კრებაზე გადაწყდა სამაზრო კონფერენციის მოწყობა 

პირველი სხდომა ღამით ჩატარდა სოფ.ახალსოფელში. მეორე -- ქალაქ ახალ-სენაკში სასტუმრო ,,ფრანციაში" მესამე -- მდ. ტეხურის პირას,ახალ- სენაკიდან ორი კილომეტრის დაშორებით, მეოთხე და უკანასკნელი სხდომა ქ.ახალ- სენაკის ზევით, თეკლათის დედათა მონასტრის გზის ახლოს გაუმართავთ ტყეში. სამაზრო კომიტეტის თავმჯდომარედ არჩეულ იქნა ა მამულია, მდივნად-- ფ.ფრანგიშცილი და მოლარედ - მ.მიმინოშვილი.

ოქტომბრის შუა რიცხვებში სტრაჟნიკ კილასონიას რესტორნის ერთ-ერთ კაბინეტში გაიმართა ახალ- სენაკის სამაზრო კომიტეტის სხდომა.ამ სხდომის მონაწილე ა.ნადარეიშვილი იხსენებს:

,, შევედით რესტორნის კაბინეტში და გავშალეთ სუფრა,დავაწყვეთ ღვინით სავსე ბოთლები მაგიდაზე.კაბინეტის წინ დარბაზში დავსვით ძმები ლომიები გაშლილ პურმარილზე,ვითომ ქეიფობენ,და დავავალეთ თუ ვინმე საეჭვო პირები შემოვიდოდნენ სიმღერა დაეწყოთ,რაც ჩვენთვის სიგნალი იქნებოდა.ასე შევძელით სხდომის ჩატარება გურული ამხანაგების მონაწილეობით.მიუხედავად ასეთი სიფრთხილისა აჯანყების საქმიანობა მაინც გაცემულ იქნა.

სენაკისა და ზუგდიდის მაზრების აჯანყების მთელი საიდუმლოება გასცა ვიღაც გარეწარმა ლაცუჟბაიამ, ასევე ფოთის შტაბში ვინმე მარჩენკომ.



21 ოქტომბერი, 2021

...1918 წლის ივლისში სამეგრელოში დაიწყო გლეხთა აჯანყება,მენშევიკურმა მთავრობამ გადაწყვიტა დამატებითი ჯარები გაეგზავნა სამეგრელოში აჯანყებულთა სალიკვიდაციოდ,

მთავრობის სპეციალური დადგენილებით ,მენშევიკური ჯარებში და გვარდიასთან სამხედრო საველე სასამართლოები დაარსდა, გუბერნიის კომისარი ბ.ჩხიკვიშვილი გაძლიერებული რაზმებით ჩავიდა ახალ- სენაკში,სადაც ამ დროს იდგა პოლკოვნიკ სრესელის ნაწილები.ბ. ჩხიკვიშვილმა ვერ გაბედა ზუგდიდში ჩასვლა.

ახალ- სენაკიდან, ბ.ჩზიკვიშვილი სამეგრელოსა და საერთოდ დასავლეთ საქართველოში არსებული მდგომარეობის შესახებ დეპეშას უგზავნის შინაგან საქმეთა მინისტრს ნ.რამიშვილს. ,,აბასთუმნის რაიონში მომქმედი ჩვენს რაზმს 26 ივნისს ზუგდიდიდან გზა გადაუჭრეს ბოლშევიკებმა ყოფილი თავადების მხეიძისა და ჩიჩუას მეთაურობით.ყოველი მხრიდან გარშემორტყმული რაზმი უიმედო მდგომარეობაშია

საარტილერიო რაზმი კაპიტან იშხნელის მეთაურობით და ფხაკაძის ცხენოსანი რაზმები მზად არიან დღესვე. გაემგზავრონ ზუგდიდისაკენ.

,,მდრინავი რაზმი" კაპიტან ღლონტის მეთაურობით შეეცადა ზუგდიდიდან გამოსვლას, მაგრამ მარცხი განიცადა.

გუბკომი ჩხიკვიშვილი"

7 აგვისტოს აჯანყებულთა რაზმი 30-40 კაცის შემადგენლობით თავს დაესხა სადგურ ქვალონს,ქვალონი აღებულ იქნა,სენაკიდან გაიგზავნა ჯავშნიანი მატარებელი,

მენშევიკებისა და ფედერალისტების რაიონული კომიტეტის სპეციალურ მოხსენებაში მოითხოვდა მთავრობისაგან უაღრესად ენერგიული ზომების მიღებას აჯანყებულთა წინააღმდეგ.

1).დაუყონებლივ შესწყდეს აჯანყებულებთან მოლაპარაკება.

2) გამოიგზავნოს საკმაო ჯარი და დაინიშნოს ვინმე გამოცდილი გენერალი ან პოლკოვნიკი ყველა შეიარაღებული ძალების უფროსად.

3) ჯარი გადავიდეს შეტევაზე, მოსახლეობას მეტი სამართლიანობა ,მაგრამ არა სირბილე.

4)დამნაშავეთა სასამართლო წესით სასტიკად დასჯა.

5) სასტიკი გამოძიება აჯანყების შესახებ.

დოკუმენტს ხელს აწერდა სოც- დემოკრატიული( მენშევიკური) პარტიის ზუგდიდის კომიტეტის თავჯდომარე მუჯირი.და სოც.ფედერალისტების სარევოლუციო ზუგდიდის სამაზრო კომიტეტის თავჯდომარე კობახიძე.

1918 წლის 1 სექტემბერს ვალიკო ჯუღელის ,,სახალხო გვარდია"მთელი საბრძოლო მასალით ჩავიდა სადგურ აბაშაში,მეორე დღეს ,ე.ი. 2 სექტემბერს .გვარდია სოფ.ნოქალაქევში შევიდა და იქ ციხის ნანგრევებთან დაბანაკდა, ვ.ჯუღელის რაზმი გენერალ გედევანიშვილის ჯარის ნაწილებთან ერთად მარტვილში მიდიოდა, ჯარისა და გვარდიის დიდ შენაერთებს წინ მიუძღოდათ ზარბაზნები,მოტოციკლები და ტყვიამფრქვევები. 3 სექტემბერს ვ.ჯუღელის გვარდიელები, გენერლების- კონიაშვილის და გედევანიშვილის ჯარის ნაწილები მარტვილში შევიდნენ.სადაც დატოვებულ. იქნა გედევანიშვილისა და ვლადიმერ ჯიბლაძის გვარდიელთა დიდი შენაერთები არტილერიით.მარტვილში ბოლშევიკურ რაზმებს მთავრობის ჯარების უფროსმა პოლკოვნიკმა ანჩაბაძემ ულტიმატუმი წაუყენა იარაღის ჩასაბარებლად ,

სენაკის მაზრაში საალყო წესები (კომენდანტის საათი ბ.ხ.)გამოაცხადეს.საღამის 9 საათის შემდეგ ქუჩაში გასვლა არ შეიძლებოდა....

აჯანყებულთა რაზმები რომელსაც აკაკი ოჩიგავა ხელმძღვანელობდა ბრძანება გასცა პარტიზანული ბრძოლები ეწარმოებინათ...

მენშევიკურმა გვარდიელებმა სენაკის მაზრის სოფ აბედათში დააპატიმრეს აკ.ოჩიგავა და მიხა ჩხეტიანი. და გადასცეს სენაკის სამხედრო- საველე სასამართლოს. ორივეს მიესაჯა სიკვდილით დასჯა.

1918 წლის აგვისტოს ბოლოს გენერალ გედევანოვის დამსჯელი რაზმები შეიარაღებული ზარბაზნებით, ტყვიამფრქვევებით და სხვა საბრძოლო იარაღებით.პარტიზანებმა წინააღმდეგობა გაუწიეს სოფ.ხორშში, მენშევიკურმა ჯარებმა დააპატიმრეს პარტიზანები, მიხა გუგუნავა დახვრიტეს ხოლო გეთა ალანია ისე ცემეს რომ გარდაიცვალა 

მთავრობამ შეძლო 1918 წლის გლეხთა (უფრო ბოლშევიკთა.ბ.ხ.)აჯანყების დამარცხება....

...ყველიერში როდესაც ხორცი არ იჭმეოდა გლეხმა ქარცხიამ ტეხურში ათი კალმახი დაიჭირა ათივე თავისი მრისხანე ბატონისთვის ხახუ ფაღავასთვის მიურთმევია ეამება და იქნებ რამე შეღავათი მიწყალობოსო ..

--- ეს ყაძახი ხუნდზე დასვით! (საწამებელი იარაღი ერთგვარი)--- უბრძანა თავის მოურავს ხახუმ.

თავჩაქინდრული გლეხი ზის ხუნდზე: ერთ დღეს ორ დღეს, სამ დღეს აძლევენ ცარიელ მჭადსა და წყალს. მეოთხე დღეს ხახუმ მოურავს უბრძანა კალმახების მომტანი გლეხის აშვება და მასთან მოყვანა, შემოსულ გლეხს ხახუმ ჰკითხა

---- ყაძახო მართალი თქვი, რამდენი კალმახი დაიჭირე ტეხურში?

---- ათი დავიჭირე და ათივე თქვენ მოგართვით, თქვენი რისხვა არა მქონდესო.

---ტყუი, შე ვირის გაგდებულო! განა არ ვიცი რომ ერთ ამდენს შინ დაიტოვებდი! არა, როგორ გაბედე, რომ რაც დაიჭირე სულ მთლად მე არ მომართვი, ახლა მიპატიებია და მეორეჯერ არ გაბედო ასეთი სიბრიყვე"

ივერია 1894 N 162

ახალ-სენაკი: მოვიდა თუ არა ახალი მაზრის უფროსი ბ-ნი ქავთარაძე უწინარეს ყოვლისა თავისი ყურადღება ქალაქის სისუფთავეს მიაქცია ყურადღება სხვათა შორის განახლდა ჩვენი მრავალი წლის გაუქმებული და უპატრონოდ დარჩენილი ეგრეთ წოდებული ,,ბულვარი" რომელიც ოთხ- ფეხ საქონელის საძოვარი იყო მაზრის უფროსმა ქალაქის დეპუტატებს გამოუცხადა, დასაჯდომი სკამები გაემართათ და გაიმართა კიდეც.ამ ბულვარის ნაკლოვანება ის არის,რომ გრძელი და უგანოა.ამის გამო მაზრის უფროსმა ამ საგნის შესახებ აღძრა ლაპარაკი და სურს ის შუაგული ადგილი ქალაქის ,,ბულვარად" გადაკეთდეს.ღმერთმა ინებოს თუ ეს საქმე გამოვა


დროება 1872 წ. N 45

სოფ.ბანძა.

ყველა დარწმუნებულია რომ ბანძელები როგორც კაცები, ასევე ქალები ქურდები არიან,რომ თვალში ბეწვს მოგპარავენ, და დაძინებულ ჩიტს ფრთებს ამოაცლიანო... გამოცდილ ქურდზე იტყვიან ,,ქურდობაში ბანძელი ქურდი ვერ შეედრებაო" ბანძელ მეგრელს ისე არ უნდა გაათევინო სახლში ღამეო,როგორც ტურას საბატეშიო.

ამ მოკლე ხანში ერთმა აქაურმა მცხოვრებმა ამ სოფელში დუქანი გამართა სამას მანეთამდე დახარჯა და გვარიანი ვაჭრობა გააჩაღა.მაგრამ მეორე თვის ბოლოს მივიდნენ ქურდები და ისე გაზიდეს ყველაფერი, რომ ორი გროშის საღირალი საქონელიც არ დატოვეს.

ქურდები ათამდე ყოფილიყვნენ, ერთი მათგანი ქალურად მოურთავთ ცხენზე შეუსვამთ დანარჩენებიც შემჯდარან და წასულან სროლა სიმღერით როდესაც საყარაულოს მიუახლოვდნენ ( სოფლის თავბოლოში საყარაულო სახლები დგას) ყარაულებმა ვინაობა ჰკითხეს ქურდებმა უპასუხეს მაყრიონი ვართო მათაც დაუჯერეს და გაატარეს.დუქანში რომ შევიდნენ შიგნით მსახური ბიჭი დახვდათ რომელიც შეკრეს დუქნიდან ყველაფერი გაზიდეს და უკანა გზაზე ყარაულებს უთხრეს პატარძლის მზითევი მოგვაქვსო, და გაუდგნენ ასე მშვიდად გზას ..

ერთი ბანძელ ებრაელ ვაჭარს ( ფართლეულებით მოვაჭრე) ქურდი შეეჩვია და სულ პარავდა საქონელს, დუქნის თაროებზე ეწყო თოფებად მაუდის, აბრეშუმის,ჩითის და სხვა საქონელი.ერთ საღამოს ვაჭარმა საქონელი დუქნის ჭერში შეაწყო კიბე თან წაიღო რომ ვერ მიწვდომოდა ქურდი ნაჭრებს, დაკეტა დუქანი და სახლში წავიდა...მეორე დილით დუქანში მივიდა და გაცარცული დახვდა.ქურდს ყველაფერი წაეღო მხოლოდ ერთი ნაჭერი ჩითისა დარჩენია ებრაელმა პოლიციას დაუძახა მოვიდა გამომძიებელი და რას ხედავს.ქურდმა კიბე რომ ვერ ნახა დაუჭერია კატა უკანა ფეხებით დაუბია გრძელ ჭოკაძე და წინა ფეხებით ამოსდო მაუდს.კატა იმწამსვე ჩააფრინდა ბრჭყალებით ნაჭერს და გადმოათრია..ამნაირათ იმან გადმოზიდა ჭერიდან ყველაფერი. როგორც მედუქნე ისე გამომძიებელი გაკვირვებული იყვნენ ქურდის მოხერხებულობით. და მოფიქრებით...


დროება 1878 N 47

დროების კორესპოდენტი

ძვ.სენაკი, ერთობ დიდი წვიმა იყო,როცა მე ძველი- სენაკიდან გავაძუნძულე ცხენი ახალ- სენაკს, რომ მომესწრო რკინის გზისთვის ქუთაისს წასასვლელად,დავეწიე გზაზე ერთ გლეხს 

--- გამარჯობა შენი

--- ღმერთმა გაგიმარჯოს,პარტენი!

--- სად მიდიხარ?

--- ახალი-სენაკის, პარტონი

--- მაშ ერთად წავიდეთ.

---- კაი იქნება, პარტონი , თუ იკადრენქ ჩემთან წამოსვლას

----- რატომ არ ვიკადრებ?

----- ჩინოვნიკის გავხარ, პარტონი, და იმიტომ მოგახსენენქ, მე კი გრეხი გახლავარ.

----- კი, პარტონი მარა, როცა გრეხისგან რამეს გამოელის მაშინ, ორივე გავჩუმდით და ისე ვიარეთ ერთ ხანს. წვიმამ გადაიღო და მზემ გამოანათა, ამ დროს გლეხმა ჩაიდუდუნა. 

---- დაილოცა შენი სახელი სამართლიანი შენ ხარ 

---- ვიზედ ამბობ მაგას? ვკითხე მე

----- ცაზე მოგახსენენქ, პარტონი!

---- როგორ?

----- ცა პარტონი, სამართლიანია: როცა წვიმდა, თქვენ რომ დიდი კოჩი ბრძანდებით და მე რომ გრეხი გახლავარ, ორივეს ერთად გვასველებდა.აქ რომ ჩვენი ღუბერნატორიც ყოფილიყო, იმასაც ჩვენსავით დაასველებდა, როცა ცა ბზეს გამოაჩენს, პარტონი, ღუბერნატორსაც, თქვენც და მეცა ერთნაირად გაგვაშრობს გაგვათბობს, ცა პარტონი, სამართიანია,კოჩეპი ვართ უსამართლო თორემ...

---- კაცმა რა დაგიშავა?

---- აი, ღორონთი გაშავენს ჩვენს პრისტავს!

----როგორ რა დაგიშავა

----- პარტონი აგერ ექვსი წელიწადია მამასახლისად ვარ და ეხლა ტყურათ გამოცვლას მიპირებს.

----- შენ მამასახლისი ხარ?

---- კი პარტონი.

----- ერთი მითხარი მამასახლისები რით შვრებით უსამართლობას?

---- რას, პარტონი?

---- როგორ რას? თუ გინდ სხვას თავი დავანებოთ; მაგრამ გლეხებს მელიცია როგორ გამოგყავთ, მდიდარია და ხუთი ექვსი ვაჟკაცები რომ არის, იმისთანა ოჯახებს ქრთამს ართმევთ და სტოვებთ, ღარიბი და საწყალი ოჯახებისაგან კი გაჰყავთ მილიციონერები 

----- ეს რა ჩემი ბრალია, პარტონი, მე კუდი ვარ და ტანი სხვა არის ..

----- თუ კუდი ხარ რად გიშორებს ტანი?

---- უფრო არხალი და სასარგებლო კუდი უნდა გაიკეთოს, პარტონი 

ქუთათური. 1. მარტი


დროება 1882 წ.

მთავარმართებელი მობრძანდა ახალსენაკში ნაშუადღევის პირველ საათზე.სტანციაზე მას დახვდა დიდი გროვა ხალხისა და მოხელეები.თავადი გამოვიდა ვაგონიდამ და სალამი მისცა ხალხს.ჩამოიარა პლატ ფორმაზე, მიიღო თხოვნები, ზოგიერთებს გამოელაპარაკა და ამის შემდეგ მიეშურა ქალაქისკენ; შესასვლელში მას დახვდა მოქალაქეების დეპუტაცია პურით და მარილით.

აქედან წაბრძანდა ფაეტონით ნორმალური სკოლის ეზოში, სადაც იყო გამართული სასადილო სტოლი.დიდი ხალხის გროვამ სულ ,,ურას" ძახილით გააყოლა ის ეზომდის .მთავარმართებელს ეზოში დახვდა ორ წყებად ჩარაზმული თავად- აზნაურობა თავის წინამძღოლით. ეზოში შესვლისთანავე წინ წამოდგა 90 წლის ბახვა ფაღავა, მიესალმა მთავარ მართებელს და უთხრა სიტყვა ქართულად, რომელშიაც გამოიხატებოდა სიხარული იმის ჩვენს ქვეყანაში დანიშვნაზე და აქ ჩამობრძანებაზედ და იმედი, რომ ის ეცდება ამ ქვეყნის გაბედნიერებას ამაზე თ.დონდუკოვ -- კორსაკოვმა შემდეგი პასუხი მისცა 

,,--- მე სულით და გულით პატივს ვსცემ მთელი საქართველოს თავად -- აზნაურობას და კერძოდ თქვენსას.ყოველ ღონისძიებას ვიხმარ, რაც კი შეიძლება ჩემის მხრით, წინ წავიყვანო და კეთილ მოუვლინო ჩემს საყვარელ კავკასიას, და მაშასადამე თქვენც. ამაში მე თქვენ დაგარწმუნებთ თავის დროზედ საქმით და არა მარტო სიტყვით"

ამის შემდეგ მოისმინა ზოგიერთი იმ სათხოვართაგანი რომელნიც ჩვენ მოვიხსენიეთ ზემოთ.აი რა უპასუხა. 

,,---- ძრიელ ვწუხვარ, რომ ეს საქმე ასე დარჩენილა ამდენხანს; დაწვრილებით გავიგე ამ ამბავის ასავალ- დასავალი , ისიც ვიცი, რა მიზეზების გამო მოიშალა კომისია , რომელიც იხილავდა თქვენი თავადაზნაურთა ღირსებას, მე თქვენ აღგიქვამთ შემდეგს; ამ მოკლე დროში მე წარვადგენ პეტერბურგში დასამტკიცებლად იმ თავადაზნაურთა სიას, რომელნიც უკვე განხილულ არიან; რაიც შეეხება დარჩენილებს, იმათთვის მე გავხსნი დეპუტატთა შეკრებულობას, სადაც თქვენ გნებავთ: გინდ ახალ- სენაკში გინდ ზუგდიდში, ერთი სიტყვით, სადაც თქვენ უფრო გეახლოვებათ მეორე სათხოვარზე (პროგიმნაზიის გახსნაზე) თ.დონდუკოვმა ბრძანა, რომ ის ამ საქმეს უფრო გულ დასმით და დაკვირვებით განიხილავს ტფილისში, ასე უცებ პასუხის მიცემა შეუძლებელიაო.

ამის შემდეგ ის მიიწვიეს სუფრაზე, რომელიც იყო გამართული თავად- აზნაურობის ხარჯით.ამბობენ სულ სამი ათასი მანეთი შეგროვდაო. მაგრამ რად გინდა ერთი იმისთანა ოინი მოიგონა ჩვენმა განთქმულიმა პოლიციამ, რომელიც იყო სადილის მოთავეთ, რომ სამი- ათას მანეთად კიარა სამ მანეთად არ ღირდა მთელი სადილი?! წარმოიდგინეთ ბ.მაზრის უფროსის რჩევით ერთი საზოგადო სუფრა კი არ გაუშალეს, როგორც მთავარ მართებელს,ისე თავად აზნაურობისთვის ,,არაო " იფიქრა ჩვენმა პოლიციამ, ერთი სუფრას სჯობია ორ სუფრაო... და ორი სხვადასხვა სუფრა გაშალეს.


ივერია 1901 წ. N 69

ახალ- სენაკის ფოსტა- ტელეგრაფიდან დ.ზუგდიდში ფოსტა იქნა გაგზავნილი რომელშიც 10,000 მანეთი ყოფილა.სენაკ- ზუგდიდის გზაზე ტყეში მიმალული ყოფილან ყაჩაღები დაუნახავთ თუარა ეტლი ტყიდან უსვრიათ მცველის თვის რომელიც ეტლზე მჯდარა, და იქვე მოუკლავთ, მეორე ტყვია მოხვედრია მეეტლეს და ისიც წაქცეულა ეტლში. გადარჩენილა ცოცხლად მხოლოდ ფოსტალიონი გვარად ელიზბარ ლომია ,მას ცხენისთვის მათრახი დაუკრავს და გაქანებულა თან უმისამართოდ ისროდა ბენდერკიდან სოფ.ქვალონის საგლეხო კანცელარიამდე.მცველი გვარად კაშირინი მას ტყვია გულში მოხვედროდა, მეეტლე იყო ცოცხალ- მკვდარი გვარად ბუკია მას შუბლში ჰქონდა მოხვედრილი და ტვინი გადმოსდიოდა. მისი გადარჩენა საეგებიოა...გზის იქით აქეთ ხშირი ტყეებია.

ტელეფონი.


ივერია 1898 წ.N 280

ძვ.სენაკი.

11 დეკემბერს აქ მოხდა საზ.ყრილობა.რომელსაც დაესწრნენ მომრიგებელ შუამავალი ბ-ნი მეუნარგია ახალ- სენაკის ნორმალური სკოლის ზედამხედველი ბ- ნი ენუქიძე და ადგილობრივი ბოქაული, ამათ აუხსნეს რა სარგებელია ორ კლასიანი სასწავლებელი და ურჩიეს რომ სოფელში არსებული ერთკლასიანი სასწავლებელი ორ კლასად გადააკეთეთო ამასთან უფროსი მასწავლებლის ჯამაგირის გადახდას დირექცია იკისრებს .

საზოგადოებას მოეწონა ეს წინადადება და ერთხმად დაადგინეს განაჩენი სკოლის ორ-კლასად გადაკეთების შესახებ.

ძვ სენაკი წინ წაიწევს ის სენაკი რომლის სასოფლო ერთ კლასიან სკოლაში 80 ყმაწვილი სწავლობს.

აქ არის ერთი 14-15: წლის შერყეული ბიჭი, ანდრია რომელიც მუდამ, ზამთარ- ზაფხულ, თავშიშველა და ფეხშიშველი ერთის პერანგის ამარა დაძრწის ქუჩა -ქუჩა.

საზოგადოება მოვალეა ამ ბედეკრულს უპატრონოს ტანთ მაინც ჩააცვან.

კოწოლია.



ივერია 1898 წ. N145

წერილი ახალ- სენაკიდგან 5 ივლისი.

29 პეტრე-პავლობას გაიმართა დოღი ნაშუადღევს სრულ ხუთ საათზე გააგდეს ბურთი.აქ ბურთაობაში მონაწილეობას იღებდნენ თავადები,მაგრამ ცოტა არ იყოს ბოლოს სამდურავი ისმოდა, რადგანაც რიგიანად არა ყოფილან განაწილებული, ვის საიდგან უნდა წაეღო ,,ლელო". ამავე დღეს, ქუთაისის დრამატიულ დასისგან კნეინა ანეტა მხეიძის გამგეობით და ბ-ნ. ვ.ს ალექსი მესხიშვილის მონაწილეობით, წარმოდგენილი იქმნა; ,,თამარ ბატონიშვილი" ისტორიული დრამა 5 მოქმედებად და 1 მოქმედებიანი ვოდევილი ვ.ბალანჩივაძის ,, უბედური დღე" 29 ს შუა-დღის თორმეტ საათამდე დოღი გათავდა, დოღმა დიდად ასიამოვნა საზოგადოება და 25 ცხენში ათი ვერსის ( დანიშნულ ადგილამდის) მანძილში პირველი ჯილდო მიიღო ორზოლიას ცხენმა. კვლავ. ამავე ღამეს, ამავე დასისგან საგანგებოდ გაკეთებულ ფარდულში კნ.ან მხეიძის გამგეობით და ვ. ს ალ - მესხიშვილის მონაწილეობით დადგმულ იქნა ,,სამშობლო" ისტორიული დრამა.წარმოდგენაში მონაწილეობა მიიღეს: ქ- ნ ჩხეიძემ,ივანიძემ,ჩიქოვანმა, გვეტაძემ, ,ბ-ნ ალექსი მესხიშვილმა, ბალანჩივაძემ, ფერაძემ,რიონელმა, ვარდანაშვილმა,ბერიძემ,ჯვარისელმა, ტყეშელაშვილმა, გრ.ჩარკვიანმა,თუთბერიძემ, ალავიძემ, ნემომ, ხმალაძემ, გაბუნიამ და სხვებმა. რად უნდა ჰფასობდეს პროვინციებში პირველის რიგის ბილეთები სამ მანეთზე მეტად? განა 2 მან.10 კაპ. არა კმარა? ხალხი იმდენი დაესწრო პირველსა და მეორე წარმოდგენას, რომ ვეებერთელა ფარდული სავსე იყო. შემოვიდა ათასი მან. 

ამ დღის სეირის სანახავად იმერეთ - გურია- სამეგრელოდგან მრავალი ქალ- კაცი იყო ჩამოსული.მოხუცებს არ უნახავთ ამდენი თავმოყრილი ხალხი ახალ- სენაკში. თითქმის მთელი ქალაქი გადაჭედილი იყო ქალით თუ კაცით. აქაურის ქალების კაზმულობას, სიფაქიზეს,სინაზეს ხომ ნუღარ იტყვით! ამ ბუნებისაგან უხვად მინიჭებულს სილამაზეს ამ ეშხით სავსე თვალ- წარმტაც მშვენიერად ჩაგრეხილს დალალ- კავს ლაზათს უკარგავს სახის გაგლესვა ფერ- უმარილით. ბუნების ღალატი ყველაფერში სიმახინჯეა და აბა სიმახინჯე, ხომ მოგეხსენებათ, რა ხელ- საყრელია ვაი რომ მწარედ სტყუვდებიან.ჩვენი ,,შლიაპოსნები" და მათი მიმბაძავი ,,ხანუმები"ც

დღეობა- ჯარიანობამ სწორედ მხიარულად და უხიფათოდ ჩაიარა არავითარი ჩხუბი და აყალმაყალი არ ყოფილა.ამისი მადლობელი უნდა ვიყვეთ მაზრის უფროსის ბ- ნ ი.ქ. ქავთარაძისა და ბოქაულის ტ.ა.ასათიანისა, რომლებიც სულითა და გულით მონდომებულნი იყვნენ, რომ მშციდობიანობა არ დარღვეულიყო. როგორც ხმა დადის, მომავალ წლის ივნისის თვეში იარმურკობა იქმნება, ღმერთმა ჰქნას.

კარგი ვაჭრობა ჰქონდათ მეფუტკრეებსა და სურსათ სანოვაგის მოვაჭრე მიკიტნებსაც.

ტრიფონ კალანდარიშვილი



ივერია. 1898 წ. N 258

სოფ. ხორში ყანაში ცოფიანი მგელი დაესხა თავს ღამის 12 საათზე ტასია პაჭკორიას ასულს, მან ჯოხი დაჰკრა მაგრამ ჯოხი გადატყდა და მგელი ქალს მარცხენა ძუძუებში ეცა, ქალმა ღონივრად დაიქნია მგელი და ორ საჟენზე გადაისროლა,მაგრამ სანამ გაქცევას მოასწრებდა ნადირი ხელმეორედ ეცა, ოცი წუთის განმავლობაში საზარი ბრძოლის შემდეგ ქალმა მგელი წააქცია და წინა ფეხებზედ მუხლი დააჭირა, მაგრამ სამწუხაროდ მგელმა ქალის მარცხენა ხელი პირში ჩაიგდო.ქალმა მაშინ მორთო ყვირილი ,,მიშველეთ მგელი წაქცეული მყავს, მაგრამ მჭამს და ნაჯახი მოიტანეთო" მაგრამ ვინც ქალის კივილი გაიგო, ყველამ სანთლები გააჩაღა და კარი მაგრად ჩაკეტა.მხოლოდ სამმა დამ, ჯორჯიკიას ასულებმა, უშველა ტასიას, ჯორჯიკიას ქალებმა, გაიგეს თუ არა ყვირილი ნაჯახებით ხელში მიირბინეს და წაქცეული მგელი შუაზე გასჩეხეს.ტასია ძლიერ დაკბენილი იყო.ფეხით გაიარა ასი საჟენი მაგრამ სისხლის დაკარგვის გამო გული წაუვიდა და დაეცა. ქალებმა მორთეს ყვირილი მგელი მოვკალით მაგრამ ტასიას დახმარება უნდა ჩქარა მღვდელი კაცები მოგვაშველეთ. მღვდელი მამა ხარიტონ ძიძავა მოეშველა მათ ავადმყოფის წასაყვანად . ტასია პაჭკორიას ასული მეორე დღესვე სენაკის მაზრის ექიმს ბა- ნ კახიანს მიუყვანეს ურმით,მან 5 დღე უექიმა და მერმე ცნობილ ექიმს ბა ნ თოფურიას გადასცა. ავადმყოფი ჯერჯერობით თავის მხრით კარგადაა მხოლოდ შეიძლება მარცხენა ხელი დაუშავდეს, ტფილისში გვინდა გადაგზავნა მაგრამ იგი ღარიბი ოჯახიდანაა და ისიც უდედმამო.

სოლომონ იოსავა.



ივერია 1898 წ.N 219

დ.ძველი სენაკი. 11 ოქტომბერი, ოღონდაც რომ ძველია ჩვენი სენაკის უზარმაზარ,ჟამთა მსვლელობისგან თავ- მოჭმულ ჭანდარიდგან დაწყებული რომელიც მაინც ამაყადა სდგას ,,ბულვარზედ" და გამვლელ --გამომვლელს ,,ნადაბარის" წარსულს ძველ დიდებას ეუბნება, ხშირად ხავსმოკიდებული დუქნები იმის მაჩვენებელია რომ აქ ოდესღაც ,,სიცოცხლე დუღდა" ეს ახალ- სენაკის რკინის-გზის გამო.

ჩვენი დეკანოზი გულმოდგინედ მოეკიდა დაარსა დედათა სამრევლო სკოლა. ახალ- სენაკში მატარებელი სულ კივის და ძველმა სენაკმა მიმოსვლა უნდა გააუმჯობესოს გზები გაკეთდეს ფაეტონები შეკეთდეს.

კოწოლია.

N 24

ახალ- სენაკი.

ხუთშაბათს 5 ნოემბერს მთელი დაბა ცეცხლის ალში იყო გახვეული. საღამოს ექვს საათზედ პირველად ცეცხლი წაეკიდა ზურაბ ბელიქანიას ხის სახლს და შემდეგ გადავიდა იგი ანტონ ქავთარაძის შენობაზედ და დაიწვა ერთი დიდი და მეორე პატარა სახლი. ამ სახლში მოთავსებული იყო სენაკის მაზრის სამხედრო საკრებულო და ძლივს მოასწრეს საბუთების გადარჩენა. ცეცხლი უცბად მოედო აგრეთვე მღვდელ იას.ოდიშარიას ორ - სართულიანს შენობას. ყველა ეს სახლები ცეცხლმა ნაცარტუტად აქცია. ზარალი 15 ათას მანეთამდის იქნება.



განთიადი 1913 წ.N 18 

ძველი-- არქეოპოლისი 20 ვერსის მანძილზეა დაშორებული და.ახალ-- სენაკიდან თვით აგარაკი (!) კი სამი ვერსის სიშორეზეა სახაზინო გზიდან .გზა საეტლოა სალხინომდე.აბანოსთან ჩასახვევია იქ კი ეტლი აღარ მიდის. აგარაკს მშვენიერი მდებარეობა აქვს გარს არტყია უზარმაზარი მთები, რომლებშიც დარჩენილია ძველებური კოშკების ნანგრევები.აქ არის ერთი კლდეზე მირჭობილი რგოლი გემის გასაჩერებელი; ხალხის თქმით აქ იყო ამირანი მიჯაჭვულიო, ისტორიულად კი ვიცით, რომ აქ ბერძნები დაიარებოდნენ თავიანთ გემებით, როცა ეს ადგილები ზღვის ფსკერს წარმოადგენდა .

მი--- ცანი.

ივერია 1898 წ. N 186

სოფ. ბანძა.(სენაკის მაზრა) 

ბანძა დიდი სოფელია ბანძის შუაგულს არსებობს ,,ურიაკარი" მოვაჭრები ურიები არიან. ურიები თავად ფაღავათა ყმანი იყვნენ ბატონყმობის გაუქმების შემდეგ ბანძაში დამკვიდრებულან სამუდამო საცხოვრებლად. დღეს ორასზე მეტი სული ითვლება ურია.ყოველ კვირა ურიაკარში დიდი ვაჭრობა იმართება. ბანძაში ბარე ოთხი ხუთი ეკლესიაა.კვირა უქმე დღეს რომ შეხვიდე ეკლესიაში ოთხ-- ხუთ კაცს ვერ ნახავთ სადარისო, რომ იკითხოთ ,,ურიაკარში პარტონი" გიპასუხებენ.აბაშის სადგ.ოცი ვერსია დილიჟანი ორ- სამი მანეთი არ კმაროდა დღეს ორი სამი აბაზი ჰყოფნის.

კვირას ურიებს აკრძალული აქვთ ვაჭრობა ნასადილევამდის კარგი იქნება .

ივერია 1898 წ. N 212

ახალ- სენაკი.

ბევრს უთუოდ ეხსომება, რომ ამ რამდენიმე წლის წინათ ვიღაც ბოროტმა ადამიანმა ახალ- სენაკის კლუბს ცეცხლი წაუკიდა და ნაცარტუტად აქცია . ამ კლუბში ხშირად წარმოდგენები იმართებოდა ქ- ბ. გაბუნია --ცაგარელის თაოსნობით, რომელიც ამ დროს აქ ცხოვრობდა. ეხლა აქაური საზოგადოება ხელმეორედ შეუდგა კლუბის დაარსებას. ამ დღეებში ამ საქმის თაობაზედ მოლაპარაკება ჰქონდათ აქ და განაჩენი დაადგინეს, რომ ხელ- ახლა ვითხოვოთ კლუბის დაარსების ნებართვაო.

N 163

სენაკის მაზრა. როგორც მოგეხსენებათ, ქურდობა ყოველთვის იყო ჩვენში, მაგრამ ისეთი ხშირი არასოდეს ყოფილა, როგორიც მაშინ როდესაც განთქმული ყაჩაღები შელია, მხეიძე და ჯიქია დათარეშობდნენ. წარსული წლის მაისის პირველ რიცხვებში ნოქალაქევის ბოქაულმა ბ.ბესარიონ დავითის ძე ქავთარაძემ დაამარცხა ერთი ამ გამოჩენილი ყაჩაღთაგანი მხეიძე. შემდეგ აბაშაში უბნის ბოქაულმა ბ-ან ვლადიმერ სიმონის ძე აბაშიძემ სიცოცხლე მოუსპო უმძვინვარეს ყაჩაღს ჯიქიას. ამის შემდეგ შესწყდა ჭექა- ქუხილი ავაზაკებისა. მაგრამ არა დიდი ხნით ამ ავაზაკების ამხანაგებმა გაზაფხულიდგან ხელახლა დაიწყეს ნავარდობა. ნაქალაქევის უბანში მოპარეს გლეხს ცხენი, ბეთლემში - თ. დადიანს ერთი ცხენი, გეჯეთში - ჯავახაძის ერთი ცხენი, ძველ- სენაკში ორი ცხენი გლეხის ( ეს ცხენები შუაკაცთა წყალობით დაუბრუნეს პატრონებს)აბაშის უბანში მოპარეს .ს.აბაშის ერთს გლეხს უღელი ხარი. ნოსირში გლეხს კუპრეიშვილს სახლიდგან გამოუყვანეს ხარები, მაგრამ პატრონმა ისევ გააგდებინა ხელიდან. 14 ივლისს კიდევ ნოსირში აზნაურ ს კიზირიას მოჰპარეს ერთი ძროხა.



ივერია 1898 წ.N 49

.ახალ- სენაკი: მარტის 2-ს.ღამის თორმეტ საათზე გარდაიცვალა ჩვენი მაზრის უფროსი გიორგი გურგენის ძე ბებურიშვილი,რომელიც 30 წელიწადზე მეტია,რაც სხვადასხვა მაზრებს ჰმართავს.

N 50

სოფ.ზემო თეკლათი (სენაკის მაზრა)

ს.ზემო თეკლათი სულ ნახევარი ვერსის მანძილზედ ძევს ახალ- სენაკიდამ დასავლეთისკენ ამ სოფელში ორას კომლზედ მეტი მცხოვრებია, ეს სოფელი შესანიშნავია დაფნის ტყით, რომელსაც დიდძალი მუშტარი ჰყავს, უფრო საზღვარ--გარეთ მიაქვთ, ამავე სოფელშია ქვის ქარხანა,რომელშიაც დიდი მუშაობაა; ახალ- სენაკის შენობათა თვის აქედან მიდის ქვა(!) ეს ქვა ვგონებთ სხვადასხვა დაბა-ქალაქებშიაც კი მიაქვთ; ამ ქვისას კირსაც კი სწვავენ. 

გვაქვს ორი შტატის ეკლესია ქვითკირისა.აგრეთვე სამრევლო სკოლა.სენაკიდან მიდის ერთი გზა რომელზეც ვგონებ თავის დღეში ქვა არ მოუყრიათ, არ არის ხიდები აქ ისეთი ტლაპოა რომ ზოგს ურემი ემსხვრევა, ზოგს ხარ- კამეჩი ეფლობა, ზოგს ცხენ- ჯორი და სსვა. მიცვალებულის ეკლესიაში წაღებაც კი უჭირთ.

,,ინფლენცია"



განთიადი 1913 წ. N 10

დ. ახალსენაკის ვაჭრები,ნოქრები ქუთაისის გენერალ გუბერნატორის ბრძანებით 1907წ. განკარგულებით , დღისით იღებიან 6 საათზე და იკეტებიან 6 საათზე.კვირა დღე იღებოდა დილის რვა საათზე და იკეტება საღამოს 1 საათზე. საღამომდე მუშაობენ საღამოს პოლიცია ფორმალურად უსტვენს მაღაზიები დაკეტეთო დარაბებს კი კეტავენ მაგრამ შიგნით ვაჭრობა მაინც მიდის.

მოკეთე.

ძველ-- სენაკში არიან ახალგაზრდები მაგრამ ისინი ქალებთან არშიყობას და ველოსიპედით და ცხენით სეირნობას უფრო ეტანებიან,ვიდრე ხალხში თვითცნობიერებას შეტანას და კულტურულ მუშაობას. დროა გამოიღვიძოს ძვ--სენაკმა და იზრუნოს კულტურულ დაწესებულების დაარსებაზე,აქ არც ფოსტა- ტელეგრაფია არც ბიბლიოთეკა- სამკითხველო, მარტო ერთი ორ კლასიანი ვაჟთა და ერთ კლასიანი ქალთა სკოლები.

ივერია 1903 წ.N 92

ძველი სენაკის სათავად- აზნაუროს სკოლის სენაკში გადატანის თაობაზე.

სამინისტრო ორ კლასიანი სასწ ( 16-17) წლის ყმაწვილები.

სააზნაურო სკოლაში 12-13 წლის

პირველ განყოფილებაში 7-8 წლის

პარ- ლასი.

N 106

ხორშში მოკლეს ციმბირიდან გამოქცეული ავაზაკი სოლომონ გუგუნავა 

N 126

ახალ- სენაკი 9 ამ თვეს სოფ.ნოსირში ცნობილი ქუთაისელი ვაჭარი გ.კიზირია თავის სახლის აივანზედ, საღამოს ათ საათზე ესაუბრებოდა ერთ თავის ნაცნობს ამ დროს მახლობელი ხეებიდან იგრიალა თოფმა და გ.კიზირია იქვე უსულოდ დაეცა, კარგი კაცი იყო.

ტრიფონ კალანდარიშვილი.



ივერია 1903 წ. N 128

ახალ- სენაკი.

წელს 8 ივნისს, სცენის მოყვარულთა ამხანაგობამ გამართა წარმოდგენა, წარმოადგინეს ,,ქართველი დედა" და ,,ორი მშიერი" ხუმრობა 1. მოქმედებად. აწყურელისა.წარმოდგენამ კარგად ჩაიარა ხალხი ბევრი დაესწრო დამთავრდა ღამის 2 საათზე.

სტუმარ- შორეული.

აზნაური გოგია ხახუს ძე კიზირია მოკლეს ორი ტყვია თავში და მკერდში სამი, სახლის ბოსტანში ყოფილან ჩასაფრებული.

გოჩა მეგრელი.

N 139

ამ ჟამად ახალ- სენაკს ცოტა ფერი მიეცა რადგანაც პეტრე- პავლობის დღესასწაულისთვის მრავალ ხალხმა იყარა თავი, როგორც სამეგრელოდამ, ისე საქართველოს სხვა - და- სხვა კუთხიდანაც. იმართება ჭიდაობა გამოჩენილის მოჭიდავე ნესტორ ესებუასი.

ქუთათური ქართული სცენის მოყვარენი წარმოადგინებს მართავენ 29 ივნისს, მარულა( დოღი) იქნება. ლუდ- ლიმონათები, ხომ იყიდება და იყიდება 

ტელეფონი 

ივერია 1902 წ. N 8

სოფ.ქვემო- თეკლათი. 1 იანვარს ამ სოფლის მცხოვრები გლეხი, გვარად გარუჩავა სანადიროდ წავიდა ახალ- წელს ნანადირევით შევხვდებიო, სახლში როცა დაბრუნდა ცოლ-შვილი შეეგება აბა რა ინადირეო, კაცმა უთხრა თოფმა მიმტყუნაო და დაუწყო იქვე თოფს სინჯვა,გავარდა თოფი და ცოლს მოხვდა,ჭრილობა ძალიან საშიშია რადგან საფანტით დატენილი თოფი შიგ ძუძუში მოჰხვედრია საბრალო ქალს.

ქურდობამ ისევ იმატა სოფ. ზემო თეკლათს მცხოვრებ აზნაურ სამსონ კობახიძეს ცხენი მოჰპარეს. ქურდები კარებიდან ვერ შესულან საძირკვლის ქვევით გაუთხრიათ და ისე შესულან

ივერია 1902 წ. N 86

ახალ- სენაკი. რკინის გზის სადგურის ქალაქისკენ გადმოტანის მაგიერ ხიდი გააკეთეს მაგრამ ერთობ მოუხერხებელია

სოფ.ზემო-თეკლათი.აღდგომის ყოველ მეოთხე დღეს აქ დღეობა იციან. ხალხი ბლომად იკრიბება, ილოცვენ ეკლესიაში, სწირავენ აღთქმულს.ან დაპირებულს შესაწირავებს; ცხვარს, სანთელ საკმეველს ფულსა და სხვა. შემდეგ ეკლესიის გალავნის გარეთ იმართება ცეკვა თამაში.ცხენების ჭენება. მოყვარეს და ნაცნობს რიგიანად უნდა გაუმასპინძლდე 5- 30 მან დაუჯდება 

N 105

ეს ერთი თვე იქნება,რაც ახალ- სენაკში მოვიდა მთავრობისაგან ახლად დანიშნული სენაკის მაზრის უფროსი ბ-ნი რეზანოვი. მან ეკლესიის მშენებლობას შესწირა 50 მან.აგრეთვე იკისრა შემოწირულობათა შეგროვება,ეკლესიის სასარგებლოდ.მაზრის უფროსს მხარს უჭერს სენაკის მაზრის თავად- აზნაურთა წინამძღოლი თავადი ფარნაოზ მხეიძე, რომელიც ამ ეკლესიის აღმშენებელ კომისიის თავმჯდომარედ ამას წინად იქნა არჩეული.

ტელეფონი.

N 223

აბაშის ნორმალურ სასწავლებელში წელს პარალელურ განყოფილებები გახსნეს 70 მოსწ. მიიღეს თუმცა ბევრი გარეთ დარჩა სკოლის ზედამხედველს ფარნა დგებუაძეს უბედურება შეემთხვა, ახალ- სენაკში კინაღამ მატარებლის ქვეშ არ მოყვა გადარჩა მაგრამ არა უჭრილობოდ იგი სამტრედიის საავადმყოფოში წაიყვანეს.

ა.ლ

N225

ბანძა (სენაკის მაზრა) ბედნიერი დღე გაუთენდათ ბანძის ორ კლასიან სასწავლებელს აქ მობრძანდა გურია სამეგრელოს სკოლების ეპარქიალური მეთვალყურე თეოდორ დავითის ძე ჟორდანია და მოიტანა გრაფიკონი აუხსნა (200ს.) ბავშვებს გრამაფონის დანიშნულება სამ მოსწ ჩაამღერებინა მათი ნათქვამი მკაფიოდ მოვიდა ( ჩაწერეს სიმღერა და მერე მოასმენინა ბ.ხ.)

გოგიტაშვილი.



ივერია 1902 წ. N 121

ახალ- სენაკი. ჩვენის ახალი მაზრის უფროსის ბ- ნის რეზანოვის თავოსნობით ჩვენმა დაბამ ჯერჯერობით დადგა უმთავრეს ქუჩებში 3 ელექტრონ- ბენზინის ახალის სისტემის ფარანი თითოეულს ფარანს 1000 სანთლის სინათლე აქვს, ეხლა კიდევ ჰსურთ 3 ამგვარივე ფარანი შეიძინონ.

აქაური ეგრეთწოდებული ,,ბულვარი" (ბაღი) თუმცა ეს მესამე წელიწადია გააკეთეს უყურადღებოდ მიაგდეს.

ეკლესიის აშენება ისევ გაგრძელდა მაზრის უფროსის თაოსნობით. აქ იწყება ეგზამენები 

ტელეფონი.

N 27

ჭალადიდს განაგებენ ერთი მამასახლისი, ხუთი მღვდელი და ოთხი დარაჯ- სტრაჟნიკები. მამასახლისი მ.გვიჩია უვარგისია. ბეჭედი და ჯაჭვი დაკარგვა ( ყაჩაღებმა წამართვესო) ყაჩაღთა ბუდეა აქაურობა.

.საპატიო სტუმარი 

N 8N 39

ახალ- სენაკი. სამეგრელოში 300,000 ათასი მცხოვრებია 

სოფლებიდან შემოტანილი სურსათ-- სანოვაგის ფასები.

ფუთი სიმინდი 57 კაპ. ფუთი ღომი საუკეთესო-- 2 მან. სიმინდის ფქვილი 1 ფუთი 70-75 კპ. 1 ფუთი ნიგოზი 1 მან. 50 კაპ. 1 ფუთი ლობიო 1 მან. 60-80 კაპ.

ქათამი 25- 50 კაპ. 100 კვერცხი 1 მან. ინდოური 1 მან. 40-60 კაპ. ბატი 40-60კაპ. ურემი შეშა კამეჩისა 3 მან.50 კაპ. ხარისა 2 მან. ერთი კბილი ყველი 7-8 კ. სულუგუნი 20-40 კ.

N 99

სოფ.ჯოლევი (სენაკის მაზრა) 

თებერვლის 17 აქ ერთი სამწუხარო ამბავი მოხდა გლეხი გოგი ნარსია სახლის სახურავს ამაგრებდა უმცროსი ძმა გიგო ქვემოდამ მასალას აწვდიდა ძლიერ უხერხულად და უხეიროდ, ამაზე გოგი ჩამოიჭრა ძირს და სახრე გადაჰკრა თავის ძმას გიგოს. ამან ეს შეურაწყოფა ვერ აიტანა და იქვე უცბად წალდით თავი გააგდებინა თავის უფროს ძმას. მკვლელი უცოლშცილოა და ამბობენ სრული ჭკუისა არ არისო.მოკლული კი ცოლშვილიანი იყო.

N 124

დ.აბაშაში (სენაკის მაზრა)1901 წლის დამდეგს დიდის აურ- ზაურის შემდეგ , აქ დაარსეს სამკითხველო, რაშიც დიდი წვლილი მიუძღვის აქაურ სამრ. სკოლის მასწ. ბ- ნ კორძახიას 

ახალგაზრდა.

N 127

ახალ- სენაკი. 14 ამ თვეს, ვიღაც ბოროტმოქმედებმა აქაური წ- დის გიორგის ეკკლესია გაჰქურდეს, წაიღეს ვერცხლის ბარძიმ-ფეშხუმი თავისი მოწყობილობით. ჯვარი და სხვა. სულ 100 მანეთად ღირებული. ამ ათი დღის წინათ ისევ ეს ეკკლესია გაჰქურდეს, წაიღეს 10 მანეთი.

11 ამ თვეს ქუთაისის გუბერნატორი ეწვია ჩვენს დაბას, დაათვალიერა დაბა და მეორე დღეს ზუგდიდში წაბრძანდა.

იარმურკობა 20 ივნისიდან.

ტრიფონ კალანდარიშვილი.



30 ოქტომბერი, 2021

1904 წ.საქართველოს კალენდარი.

გურია-სამეგრელოს ეპარქია

ეპისკ. ყოვლად უსამღვდელოესი დიმიტრი.

სამოსწ. საბჭოს განყოფილება.

სენაკის. მღვდ. გამზარდია გიორგი მონასტრის წინამძღოლი.

მარტვილის; ყოვლად უსამღვდელოესი ალექსანდრე 

ნახარებოვის, არხ. ნიკიფორე.

( თეკლათის დედათა მონასტრის წინამძღოლი. ადგილი თავისუფალია)

მონასტრის ბლაღოჩინი სამეგრელოში სიმეონი.

ბლაღოჩინები: სენაკის მაზრის. დეკ.ხოშტარია თედო; დეკ. ბერიძე გიორგი, მღვდელი კეკელია ანტ, მღვდ. გაწერელია კაპიტონ,ქავთარაძე სიმონ, ჩაჩიბაია კონდრ. ელიავა ვლადიმერ;  ჭანტურია კლიმ. კალანდარიშვილი არისტო და ბერიძე კონსტ.

სამ.სას.სასწ.

ზედამხედველი.(ადგ.თავისუფალია) ზედამხედველის თანაშემწე; დავით მღვდელი.კალანდარიშვილი არისტო და ჭანტურია კლიმენტი. მასწ. იაროსლავ ალექსანდრე,ბერიძე გიორგი (რუს და სლავიანენა) კალანდარიშვილი ალ.ათანასე(ქართული ენა) სა ნებლიძე თადეოზ იოს. (გეოგრაფია და არითმეტიკა) თუთბერიძე ნიკ.ლაზ. ( ბერძნული) გამზარდია გიორგი.ვას. მამინაშვილი გიორგი იესე. და ძიმისტარაშვილი სტეფ. შიოს.(მოსამზ.კლასი)გეგეჭკორი ვ.ი. (რუსული საეკლესიო გალობა) ჭალაგანიძე დიმ. როსტ. ( ქართული საეკლესიო გალობა) 

მეთვალყურე: გულუ სიმ ლევ. და ჩხეტია ალ.მიხ. 

ექიმი: კახიანი გიორგი ნიკ.

ერთხელ,როცა ლევან დადიანი ნადირობდა ალვის ჭალაში, თორმეტ- ცამეტი წლის გრიგოლი ცხენ-და-ცხენ გამოეკიდა კურდღელს --- ალბათ, სირბილისაგან დაქანცულს ,--და როცა ის უნდა გადამხდარიყო ,ღობე--ყორეს, გრიგოლმა სტაცა ხელი უკანა ფეხებზე და ცოცხალი მიჰგვარა მამამისს, მთავარი ნებროთი(აპოკრიფული თხზულების. ,, ნებროთიანის" მთავარი გმირი) ამ შვილის სიმარჯვემ ისეთს აღტაცებაში მოიყვანა რომ შვილს უბოძა; სამი მოსახლე ჯიქიები--- ჭაქვინჯს, ერთი ებრაელი --- ლაილაშს. და 300 ცხვარი თავისი მწყემსით.

ტეხურზე არს ორი ხიდი,ხოლო ახალ- სენაკში რკინიგზის და ნოქალაქევთან საგზაო ხიდი სენაკი-- ნოქალაქევი, ნოქალაქევის ზევით არს ქვის ხიმინჯებიანი ბეთლემის და ჯოლევის შორის ყოფილი საშუალო სამეგრელოს გზაზე. ეს ხიდი ამჟამად დანგრეულია და მარტო ქვის ხიმინჯებია დარჩენილი. ზევით მეტი ხიდი არ არსებობს ვინაიდან ტეხურზე ბევრ ადგილას შეიძლება გადასვლა.ტეხურს შეერთვის აბაშა (55 ვერატი სიგრძისა) რომლის სათავე ს ასხის მთებს ჩრდილოეთის მხრიდან და შიგ.ისულასთან უერთდება რიონს 

ცივი არს საზღვარი სენაკისა და ზუგდიდის მაზრებს შორის (45 ვერსტი)მისი სათავე ძალიან მიხვეულ მიხვეულია და სიგანე 10-12 ნაბიჯია,მასზე არის ორი ხიდი ერთ რკინიგზის ზუგდიდი --სენაკის გზაზე ორივე ხიდი ერთმანეთის გვერდითაა,ასევე არსებობს ბორანი


30 ოქტომბერი, 2021

ქუთაისის გუბერნია.

რიცხვი მცხოვრებთა წოდებით

)მკვიდრი და გადმოსახლებულნი)

სახაზინო გლეხები 517000 მდე სული.

დროებით დამოკიდებული გლ.22 8000

გადმოსახლებულნი 25000

მემამულენი ( მათ შორის თავად--აზნაურნი) 60000

სასულიერო წოდებისანი 13000

დროებით მცხოვრები 6000

სარწმუნოება განიყოფიან ასე

მართლმადიდებელნი 720000 მდე

ქართვ.მაჰმადიანები 120000

სომხები 10000

ურიები 7000

ლუტერანები და სხვა 7000

მართლმადიდებლები ცხოვრობენ 7 მაზრაში.ქუთაისის, რაჭის,შორაპნის,ზუგდიდის,სენაკის,ოზურგეთის და ლანჩხუთის მაზრ. მაჰმადიანი ქართველები ბათუმის აჭარის ართვინის და ლაზისტანის ოლქებში. ურიები ქუთაისის და შორაპნის მაზრებში. სომხები ართვინისა და სოხუმის ოლქებში, ნემცები სოხუმის ოლქში.

ქუთაისის გუბერნიაში მართლმადიდებლებს აქვთ 1190 ეკლ.მეტი წილი რაჭის,ზუგდიდის,შორაპნის და სენაკის.მერე ლეჩხუმის,ოზურგეთის სოხუმის და ბათუმის ოლქებში.სოხუმს 16 ეკლესია აქვთ.თათრებს 10 მეჩეთი


31 ოქტომბერი, 2021

კვირას 24 მაისს ქ,ფოთში თვ. გიორგი ნაქსიმეს ძე ქოჩაკიძე (ჭალადიდელი) ნავსადგურიდან მატარებლით მოასვენეს რკინის გზის სადგურზედ.სადაც დიდძალი ხალხი უცდიდა. 12 საათზე მოვიდა სამღვდელოებაც და გადაუხადეს პანაშვიდი. განსვენებულის კუბოს ამსვენებდნენ ათიოდე გვირგვინები რომლებიც მინსკში მიურთმევიათ.იყო აგრეთვე გვირგვინი პეტერბურგიდან,რომელზედაც ეწერა.

,,незабвеиому наставику оть миxаилоvского агтилегиского училиша.. ფოთის საზოგადოებამ მიართვა ორი გვირგვინი,ერთი იყო ახალგაზრდობისაგან,მეორე საზოგადოებისგან. სიტყვა წარმოთქვა ბ. იაკობ ფანცხავამ.

ცნობის ფურცელი 1898 წN 544

ს. ისულა/(სენაკის მაზრა) ბ.ნ რედაქტორო! ნება მიბოძეთ თქვენის გაზეთის სასუალებით ჩემს და ჩემდამი რწმუნებულის მრევლის მაგიერ უღრმესი მადლობა გამოვუცხადო დ>ახალ-სენაკის მეორე გილდიის ვაჭარს მარკოზ გიორგის ძეს ხუნწარიას რომელმაც შემოსწირა ჩემდამი რწმუნებულ სოფ.ისულას წმ.ბარბარეს ფრიად რარიბ ეკლესიას შემდეგი უსაჭიროესი ნივთები; გარდმოხსნა ღირებული 40 მანეთად. ბაირაღი-25 მან.სანაწილე -16 მან.მრავალრეროვანი სასანთლე ხატების წინ დასადგამი-15 მან.მაცხოვრის ხატი-8 მან.ტრაპეზის წინ დასაგები ნოხი-6 მან.საცეცხლური-5 მან.სტიხარი-5 მან. სულ 120 მან.იმედი გვაქვს სხვებიც მიბაძავენ ამ კეთილ საქმეში.ბნ. ხუნწარიამ არა მხოლოდ ამ ეკლესიას,ბევრ ღარიბ ეკლესიებსაც აღმოუჩინა დახმარება

მღვდ. რომანოზ კალანდარიშვილი

ცნობის ფურცელი. 1898წ N484


2 ნოემბერი, 2021

საქართველოს რესპუბლიკა 1918 წ. 4 ენკენისთვე.ფასი 40 კაპ.

ახალი სენაკიდან შემდეგი დეპეშა მივიღეთ ,,ზუგდიდის მაზრაში უკანასკნელ ძალღონეს იკრებენ აჯანყებულები. რომელთაც შეუერთდნენ ლეჩხუმიდან გამოქცეული ბრბოები, თავიანთ ინსტრუქტორებს გადაწყვეტილი აქვთ სასტიკი იერიში მიიტანონ გენერალ იოსებ გედევანიშვილის პარტიზანულ პოლკის წინააღმდეგ, რომელიც სენაკში ჩამოვიდა და პირველი სექტემბრიდან მოქმედებას შეუდგა ფართო სამხედრო გეგმით,გენერალ გედევანიშვილის სრულ განკარგულებაში გადავიდა პოლკოვნიკის სრესელის რაზმი და მთავრობის მთელი შეიარაღებული ძალა, რომელიც სენაკის და ზუგდიდის მაზრებში და სამურზაყანოში მოქმედებს".

N34

ახალ-სენაკიდან დეპეშა მივიღეთ: ჩამოვიდა სახალხო გვარდია გენერალ კონიაშვილის და ვალიკო ჯუღელის მეთაურობით, რომელნიც გენერალ გედევანიშცილთან შეთანხმებით სამხედრო მოქმედებას შეუდგნენ.ჩვენი ჯარები სამეგრელოს შემოერტყნენ,ხალხი მორიგებას აცხადებს მეთაურები გარბიან. ზოგან ჯარს შეიარაღებული წინააღმდეგობა გაუწიეს,ხალხი იარაღს ყრის და ახალ კომისიებს ირჩევს 

N47

სენაკი. სოფ.ჭოლენში ადგილობრივმა მილიციონერებმა დაატუსაღეს

ბოლშევიკი პორუჩიკი აკაკი ოჩიგავა, რომელიც ლეჩხუმის მაზრაში მოქმედებდა ორბელიანის გვარით, დატუსაღებულია აგრეთვე ბოლშევიკების მეთაური, ყოფილი ჩაფარი ანდრია ქაჯაია.



31 ოქტომბერი, 2021 

საქ.რესპუბლიკა. 1919 წ

სენაკის სამაზრო ერთობის გამგეობა ამით აცხადებს,რომ მოწვეულია სამაზრო ერთობის ხმოსანთა მორიგი ყრილობა ყრილობა გაიხსნება გამგეობის კანცელარიის შენობაში (გიმნაზიის ქუჩა,სახლი გ.გამზარდიასი) დილის 11 საათზე ხმოსნებს ვთხოვთ აუცილებლად გამოცხადდნენ ყრილობაზე.

N12. 17 იანვარი

გამოყოფილია: სენაკის მაზრიდან ქუთაისის გუბ.ქალაქი ფოთი ცალკე საგადასახადო უბნად, დანარჩენი ნაწილი სენაკის მაზრისა დარჩეს ერთ საგადასახადო უბნად, რომლის ინსპექტორი საცხოვრებლ ბინად ინიშნება ქ.ახალ- სენაკი და გადასახადთა ინსპექტორად ინიშნება აპოლონ სვანიძე, ქ. ფოთში რაჭა- ლეჩხუმის ყოფილი გადასახადთა ინსპექტორი დიმიტრი ნოდია სენაკის ინსპექტორად.

ფინანსთა და ვაჭართა მრეწველობის სამინისტრო.

საქ.რესპუბლიკა N 222

სენაკის სამაზრო ერობის გამგეობისა.

27 ენკენისთვე 1919 წ N96

აბაშის უბნის სადარაჯოს უფროს მილიციონერს ნოე გვაზავას გამგეობის სახელით უცხადებთ მადლობას ავაზაკი კოკი დადიანის დაჭერისათვის და ვასაჩუქრებთ ათასი მანეთით.

დედაზე ხელს აწერენ

,,თავჯდომარის მოადგილე გრ.ცეკვაშცილი

მდივანი. გრ.კანკავა

N 232 .15 ოქტომბერი

განკარგულება

დაინიშნულ არიან : ფოსტა ტელეგრაფის მოხელეები მესამე ხარისხის ახალსენაკის კანტორის ერასტი შენგელია.

ფოსტალიონი- ხასია

დანიშნულია: სამეგრელოს სამომრიგებლო ოლქის აბაშის უბნის მომრიგებელ მოსამართლის კანცელარიაში გადამწერათ პოლიექვთი იოთამის ძე გამყრელიძე 

მანქანაზე გადამწერათ ბაბილინა ერმილე გეგენავას ასული 

კანცელარიაში გადამწერათ ევგენი სარდიონის ძე ჯაფარიძე 

სამეგრელოს სამომრიგებლო ოლქის უბნის მომრიგებელი მოსამართლე გამყრელიძე.

გაიხსნა ფოსტა- ტელეგრაფის განყოფილება მარანი ( სენაკის მაზრა) ფოსტის გაცვლა გამოცვლას აწარმოებს ფოსტის ვაგონი.N 95,96, დეპეშებისას აბაშასთან და სამტრედიასთან.



3 ნოემბერი, 2021 

საქართველოს რესპუბლიკა.

მთავრობის მოამბე ყოველდღიური გაზეთი.ფასი 1 მან.1919 წ. N 220

სენაკის თვითმმართველობაში .

საბჭომ ხმის უმრავლესობით მიიღო წინადადება ხმოსანი პეტრე ქავთარაძისა: დაევალოს ქალაქის გამგეობას შეიძინოს სიმინდი ევროპიდან და პურის ფქვილი ქალაქთა კავშირიდან და ნება მიეცეს სესხის აღებისა.

საბჭომ დაადგინა: დაევალოს პ.ლორთქიფანიძეს სამი დღის განმავლობაში ჩააბაროს ახალ გამგეობას ყოველივე ანგარიშები.საბჭომ საბიუჯეტო კომისიაში აირჩია კომისიის წევრებათ; გიორგი მაღნარაძე,პეტრე ქავთარაძე,დავით გეგელაშვილი,რაჟდენ გამსახურდია ლუკა დავიღაია.

სარევიზიო კომისიაში; მღვ.გიორგი გამზარდია, აქვსენტი კობახიძე, რაჟდენ გამსახურდია.

სასანიტარო კომისიაში; ბიქტორ ხარბედია,პეტრე ქავთარაძე, და ჯუბუ ღვამიჩავა.

საადმინისტრაციო კომისიაში; ანდრო ანჯაფარიძე, აკაკი ფიჩხაია და ჯუბუ ღვამიჩავა.

სასკოლო კომისიაში; მღვ.გ. გამზარდია,აკაკი ფიჩხაია და მიხეილ ნოდია.

ქალაქის საზღვრების განმსაზღვრელი კომისიის წევრებით,ერთხმად არჩეული; ანდრო ანჯაფარიძე, აქვსენტი კობახიძე, პეტრე ქავთარაძე,მღვ.გ.გამზარდია და ვიქტორ ხარბედია.

შემფასებელ კომისიაში ერთხმად იქნა არჩეული; დავით გეგელაშვილი ბიქტორ ხარბედია და სიმონ მელია.

ნაფიც მსაჯულთა კომისიაში იქნა არჩეული.; დავით გეგელაშვილი, ჯუბუ ღვამიჩავა და რაჟდენ გამსახურდია.

საბჭომ კამათის შემდეგ ერთხმად დაადგინა; ამავე სასწავლო წლის დასაწყისიდან გაიხსნას ქალაქ სენაკში ქალთა გიმნაზია, ამ წელში მეხუთე კლასის გახსნით იქნეს დადასტურებული სასკოლო კომისიის მიერ შემუშავებული ხარჯთაღრიცხვა და ამასთან ერთად იქნეს მიღებული საჭირო ზომები მთავრობის მიერ მისი სრულ უფლებად გიმნაზიათ დამტკიცებისა.

საბჭომ ხმის უმრავლესობით მიიღო; მიეცეს ქალაქის ყველა სკოლის მასწავლებლებს ჯამაგირი თვეში 1000 მანეთი ესეიგი მიუმატოს თითოს ქალაქის კასიდან 200 მან. 1 აგვისტოდგან ამა წლისა.ხოლო აღნიშნული სკოლის გამგეები 1050 მანეთი თვეში მათ შორის ქალაქის კასიდან ემატებათ ამ უკანასკნელთ თვეში 250 მ.

საბჭომ ერთხმად მიიღო; მიეცეს სენაკის ვაჟთა გიმნაზიას ერთდროული დახმარება ფიზიკური კაბინეტის მოსაწყობად 5 ათასი მანეთი.

ხმის უმრავლესობით (11 წინააღმდეგ) საბჭომ მიიღო; მიეცეს ერთდროული დახმარება ყოფილ მილიციის უფროს გ.შავდიას ათას ხუთასი მანეთი ქალაქის კასიდან.


3 ნოემბერი, 2021

ლამპარი 1906 წ. N 14

ყოველდღიური გაზეთი. 

ძველი სენაკიდან გვატყობინებენ, რომ ამ დღეებში დაუჭერიათ ცნობილი ფალავანი ნესტორ ესებუა . აბრალებენ მებრძოლი რაზმის წევრობას.

N 16 

ს.სახარბედიოდან იტყობინებიან, რომ ამას წინეთ ისლამ ხარბედია რამდენიმე ამხანაგების შემწეობით მოუტაცნია ნიკო კურდღელიას ქალიშვილი. გზაზე ღამით მტაცებლებს საერობო დარაჯები შეხვედრიათ; დარაჯებისთვის პირველათ სროლა აუტეხნიათ, სროლის დროს მოუკლავთ ევგენი ხარბედია.

გრიგალი. თფილისი. ყოველდღიური გაზეთი.

1906 წ.

დაბა ახალ სენაკში დატუსაღებული პოლიტიკური ტუსაღები მადლობას უცხადებენ კნ. დადიანისას,რომელმაც მათ სასარგებლოდ შეაგროვა 10 მ.50 კაპ.

სოფ. ნოსირში გლეხებისთვის ოჯახებში ჯარი ჩაუყენებიათ. ამ დღეებში დაუნგრევიათ სახლები კუჭუხიძისა და მიმინოშვილისა.შინაურ პირუტყვს ან კლავდნენ და ან გადასახადებში მიაქვთ.ამ დღეებში ბევრი დააპატიმრეს და სენაკის ციხეებში დაამწყვდიეს.

N 8

დ.ახალსენაკიდან გვატყობინებენ,რომ 19 სექტემბერს იქ ჩაუყვანიათ მარტვილში ბოქაულის მიერ დაპატიმრებული საშა ჩოჩია, დავით ასათიანი და გუია ლორთქიფანიძე.ჩოჩიას პროპაგანდისტობა ბრალდება,ასათიანს მისი შენახვა ხოლო ლორთქიფანიძის ქალს ქუთაისში ციხის პოლიტიკურ ტუსაღთა სასარგებლოთ ფულის მოგროვება.სამივე პატიმარი სენაკის ციხეში ზის .



3 ნოემბერი, 2021

გრიგალი 1906 წ. N 9

სოფ.ნოსირი რეაქცია ისევ აღსდგა მთელი თავისი სიმძლავრით. მას შემდეგ რაც საზიზღარი ბოქაული ყუბანეიშვილი მოკლეს, რომლის ბინძურ ლეშშიც 3000 მანეთი აიღო მაზრის უფროსმა, აბაშის საბოქაულოს მცხოვრებთ მშვიდობიანათ აღარ ამოუსუნთქავთ. 2 სექტემბერს ჩვენს სოფელსაც (ნოსირს.ბ.ხ.) ეწვივნენ წესრიგის დამცველნი. სოფელი სწორედ ჯოჯოხეთს დაემსგავსა. ასტყდა საზარელი წივილ კივილი მხიარულობდნენ მხოლოდ ისინი,ვინც ხალხის თავისუფლების დღის შიშით კანკალებენ.მიზეზი სტუმრობისა გადასახადების მოკრეფა იყო.სალდათების ქცევამ ლამის კაზაკებიც დაგვავიწყეს. ხალხს პროვიზია მოსთხოვეს და მან დასაკლავი ძროხები მოუყვანა , მაგრამ ძროხის ხორცი თურმე მობეზრებოდათ და ღორის მოითხოვეს. თვითონ ხალხს დაანგრევიეს გლეხის სახლი, რადგან გაჩხრეკის დროს თოფი და წითელი დროშა ენახათ შიგ.

მეგობარი.N51 1906 წ

დ.ახალ--სენაკი. ჩვენი ცომაია დღითი--დღე მეტს მხნეობას იჩენს; იმის მეოხებით მრავალი ხალხია დატუსაღებული სხვათა შორის სენაკის სატუსაღოში ამ ჟამად იმყოფება ღრმად მოხუცებული გამსახურდია, რომელსაც იმ ბრალს სდებენ რომ მისი შვილი, რაღაც საქმეშია შემჩნეული.

N58 1906 წ.

სენაკი.ქუთაისის გენერალ- გუბერნატორმა 20 ნოემბერს განკარგულება მოახდინა, გაანთავისუფლონ არხანგელის გუბერნიაში გადასახლებული უდანაშაულო დათა ჭოლოკავა.

საწყალი ჭოლოკავა, მსხვერპლი ცნობილი კოდია ცომაიასი რომელმაც სანამ ეპისკოპოსი ბესარიონი ცოცხალი იყო, იმერეთის ეპარქია დაამხო.ახლა კი ისარგებლა ბნელის ძალების გამეფებით და სტრაჟნიკის აფიცრობა გაიკრა.და მრუდეს და მართალს დაუწყო დევნა. კარგია ბოქაულად ნამყოფობა დვალმა გამოიდო თავი ჭოლოკავაზე და გაუმკლავდა თავის უფროსს ცომაიას.მან უმაღლეს მთავრობას დაუმტკიცა ჭოლოკავას უდანაშაულობა, რომელიც დეპეშით განთავისუფლეს.

ელვა 1906 წ. N 2

ახალ-სენაკიდან გვწერენ, რომ მომრიგებელი შუამავალი ვ.ჩიქოვანი სამსახურიდან გადაუყენებიათ, რადგან მონაწილეობას იღებდა მიტინგებში.

გზა 1906 წ. N8

ნოსირი.22 დეკემბერს ღამე 60 სტრაჟნიკებით ბ. კოწია ცომაიამ ალყა შემოარტყა სოფელ ნოსირს და გაჩხრიკეს 50 სახლამდე. მთელი სოფელი აწრუწუნდა,მაგრამ ვერაფერი ნახეს. დაიჭირეს და საშინლად გალახეს ერმილე კილასონია. 18 დეკემბერს ასევე მოექცნენ სოფ. წყემს და დაიჭირეს ლუკა კუპრეიშვილი,ბესა რატია და სხვები ეკკლესიაც არ დაუტოვებიათ გაუჩხრეკავი ეძებდნენ საბეჭდავს ტექნიკას.

აგერ ერთი თვეა სოფ.აბაშაში გაიხსნა წიგნთ- საცავი- სამკითხველო ქალბატონ მარიამ კლდიაშვილის გამგეობით. სამკ. ღარიბია წიგნებით. საზ ვთხოვთ დახმარებას.

,,ვანო"

N 5

სამეგრელოს სოც- დემოკრ.ჯგუფს ასეთი ცნობა გამოუქვეყნებია სამეგრელოს ს---დ ორგანიზაციის გადაწყვეტილებით 1905 წლის იანვარში აბაშის რაიონში მოკლულ იქნა წითელ რაზმელთნამყოფი ნაყაჩაღევი ყმაწვილები ბაღათურია და რურუა. მეორედ ვაცხადებთ, რომ ამ მკვლელობაში კერძო ინტერესებს არავითარი ადგილი არ აქვს, იგი ასრულებული იქნა საერთო ორგანიზაციის გადაწყვეტილებით და ყოველ გალაშქრებას ორგანიზაციის მიმართ ორგანიზაცია საერთოთ პასუხს გასცემს.


4 ნოემბერი, 2021

ელვა 1909 წ. N6

ახალ- სენაკში.

ამ დღეებში კიდევ დაუჭერიათ ადგილობრივი ვაჭარი გრიგოლ ძიძიგური, რომელსაც აბრალებენ თურმე, თითქოს სენაკში ვაჭრების პრისთავი ყოფილიყო,და ძველი სენაკის სათავადაზნაურო სკოლის მასწავლებელი ლორთქიფანიძე.

აბაშაში დაუპატიმრებიათ ილ.ბ.ელიავა.

N 7

ახალ+სენაკი.

ალიხანოვ- ავარსკი ,,დამამშვიდებელი" შეუდგა სამეგრელოს აოხრებას 10 მარტს იგი დიდი ამალით ჩამოვიდა სენაკში. იგი განსაკუთრებით ითხოვს ორი აგიტატორების გაცემას (კ.დ. ქავთარაძეების) წინააღმდეგ შემთხვევაში მთელ სენაკს გადაწვა აოხრებით ემუქრება

ალიხანოვს ხალხი პურმარილით შეხვდა მას თან ახლდა 100 მდე სალდათი და დაბინავდა თავ. დიმიტრი მხეიძის სახლში.მეორე დილით ხალხს გამოუცხადა ,,გაძლევთ წინადადებას რომ ძველი ,,ნედოიმკები" უსათუოთ უნდა იქნას შემოტანილი" რომელიც 18, 000 მანეთს შეადგენს წინააღმდეგ შემთხვევაში ზარბაზნებით გიპასუხებთო ალიხანოვმა ხალხს მისცა სამი დღის ვადა.

N 7

ციხიდან გაიქცნენ გუჯუ ქაჩიბაია და სხულუხია პოლიცია ბეჯითად დაეძებს მაგრამ ვერ იპოვეს. 

N15

ახალ -სენაკი. თავად ნიკ.დადიანს უარი უთქვამს გლეხებისაგან სანადელო გადასახადების აღებაზე თავისთვისაც არაფერი მოეძევათ რომ მე რამე მომცენო.

N 18 

სენაკის საპყრობილეში მხოლოდ 36 ტუსაღის ადგილია და მოთავსებულია ასი პოლიტპატიმარი.იაკობ პეტრენკო დაჭრილი უყურადღებოდ ეგდო 10 დღე.

ს.ეკში სახლი გადაუწვეს და შემდეგ დაიჭირეს თ.ფარღალავა რომელსაც საზოგადოების წარმომადგენლობას აბრალებენ.

N 19

ს.ქვალონში ამას წინათ 9 მდე უცნობი კაცი შეუვარდა გლეხ გახუ ფაჩულიას და გაძარცვა მოუნდომა.ფაჩულიამ ნაჯახით მოიგერია ბოროტ გამზრახველნი და რამდენიმე დაჭრა კიდეც დაჭრილებში საზოგადოებამ მეორე დღესვე მონახა ორი, რომელნიც აღმოჩნდნენ აზნაური მელიტონ ხურცილავა და იოსებ ფაჩულია. სხვებს დაეძებენ- ავაზაკების არაფერი წაუღიათ.

N21 

სენაკის სატუსაღოდან 4 აპრილს გაანთავისუფლეს შემდეგი პოლიტპატიმრები გ.ძიძიგური თ.ჩაჩავა და გ.დათვაშვილი.


4 ნოემბერი, 2021

მეგობარი 1906 წ. N 67

ტფ.საგუბერნიო სატუსაღოდან განთავისუფლეს სენაკის მაზრის ნაესაკოვოს მცხოვრები ერმალოზ ივლიანეს ძე კუჭუხიძე.

N 76

ამას წინად გატყობინებდით, რომ ადმინისტრაციული წესით იგზავნება არხანგელსკის გუბერნიაში სენაკელი ივანე რუსია და სვ.გამსახურდია.

N77

სენაკი. ჩვენს მაზრას ახალი გენერალ გუბერნატორი მოევლინა ბ-ნ ცომაიას სახით. ხალხის დარბევაში ცემა ტყეპასა და დატუსაღებაში ის არის ყველაფერი თავისი თანამდებობით ცომაია სრულებით ვალდებული არ არის პოლიციური მოქმედება აასრულოს, მაგრამ იგი, როგორც ჩანს, ბუნებით არის დაჯილდოებული პოლიციელის ნიჭით.ამას წინათ დ.ახალ- სენაკში რამდენიმე სტრაჟნიკმა დაატუსაღა ივ.კიზირია და ვიდრე საპყრობილეში მიიყვანდნენ,რაც სიგრძე ჰქონდა ის სიპრტყე მისცეს.

დაიტევს თუ არა სენაკის საპატიმრო ტუსაღებს ძნელი სათქმელია .

გაზეთი ელვა 1906 წ .N 1

.

10 მარტს ალიხანოვ- ავარსკი თავისი აუარებელი ამალით,(500 ქვეითი და 100 ცხენოსანი ჯარისკაცით მათი ოფიცრებით)შემოგვესია აღმოსავლეთიდან.ხონიდან გაემართა ნაოღალევს აქედან ბანძაში გაიარა, გავიდა ნოქალაქევს ძველი სენაკი და ეწვია ახალ სენაკელებს,აქედან კი ზუგდიდისაკენ გაემგზავრა.იგი სჩადიოდა ყოველგვარ საზიზღრობას ავიწროვებდა ხალხს მათი მონაწილეობით 7 მარტს ს. აბაშაში ღამით თავს დაესხნენ ქალაქად ნამყოფი აქაურ მუშებს რამდენიმე ოჯახს თუმცა ვერაფერი იპოვეს.

ვანო ხორავა

N4

დ.სენაკი. ამჟამად სენაკის სამაზრო საპყრობილეში ექვსი პოლიტიკური ტუსაღია,; სამს, ალექსანდრე ჩიტაიას, გრიგოლ ძიძიგურს და ილია სოსელიას ქუთაისის გენერალ გუბერნატორის იაზიკოვის განკარგულებით, მიესაჯა არხანგელსკის გუბერნიაში გადასახლება,ხოლო დარჩენილ სამს-- აქვსენტი ალშიბაიას ,საშა ჩოჩიას და დავით ასათიანის საქმე რითი გათავდება ჯერ არავინ იცის.მოსალოდნელი- კია რომ იმათაც ისეთივე ბედი ეწევათ,როგორც პირველ სამს ეწვია.

დასჯილი.

N 20

.სენაკიდან გვწერენ ,, 12 ოქტომბერს სტრაჟის აფიცერმა ცომაიამ და ბოქაულმა ბოკუჩავამ სტრაჟნიკებით დაბა აბაშაში შეიპყრეს შემდეგი პირნი: ერმინე ცომაია, ევგენი ჭანტურია არსენ ცომაია, ნოე ბოკუჩავა, დიანოს ბოკუჩავა, მელიტონ გუგუშვილი,ათანასე ცომაია და ბესა ჭანტურია".რა დანაშაულები მიუძღვის ამ კაცებს არავინ იცის 

N 47

ბ- ნ. რედაქტორო ნება გვიბოძეთ თქვენის გაზეთის საშუალებით უღრმესი მადლობა გამოვუცხადოთ ქუთაისის სათ- აზნაურო გიმნაზიის მასწავლებელს ბ-ნ ანდრო ბენიაშვილს,რომელმაც იკისრა აღზრდა ჩვენის დევნილ ამხანაგის უმცროსი ძმის კონსტანტინე გამსახურდიასი. ოჯახურ უკიდურეს მდგომარეობასთან ერთად ჩვენს ამხანაგს სასტიკად დევნიან: მამა აგერ ორი თვეა საპყრობილეში ზის და ვგონებთ 80 წლის მოხუცის გადასახლება მოელის ასეთ პირობებში ყმაწვილი უნდა გასულიყო სასწავლებლიდან, მაგრამ გამოჩნდა პატიოსანი ადამიანი, რომელმაც მამობრივი ხელი გაუწოდა და მათ საშუალება მისცა სწავლის გაგრძელებისა.

ამხანაგების მინდობილობით.:

ალექსანდრე გამსახურდია, ბარნაბა ძველაია, გიორგი ილორელი, ლუკა დავითაია.


4 ნოემბერი, 2021

გაზეთი ტალღა1906 წ. N 1

დ.აბაშაში მოუკლავთ ბოქაული ყუბანეიშვილი ეს ერთი წევრთაგანი იყო კელიამოვის ლაშქრისა ყუბანეიშვილი პირველათ ბათუმის ბოქაული იყო შემდეგ იგი ახალ- სენაკში გადმოიყვანეს სადაც მან თავის მოღვაწეობა განაგრძო.

აბაშაში მანამ ბოქაული იყო ხარბედია.

ნაესაკოვოში აზნაური სამსონ რასდამის ძე ჩიქოვანი წინათ განმანთავისუფლებელ მოძრაობას ძლიერ თანაუგრძნობდა მაგრამ ახლა რეაქციის დროს სახელმწიფო მამულის მცველად დადგა და გლეხებს ეუბნება-- ,,ბუნტს" თავი დაანებეთ თორემ ამოგჟლეტთო.

N 2 

სენაკის მაზრიდან შემდეგ ამბებს გვწერენ: ს.ონოღიაში ამ დღეებში ყაჩაღები თავს დასხმიან მოხელე ლუკა გაბუნიას წაუღიათ ფული და სხვადასხვა ნივთები 500 მანეთამდე ღირებული. 21 ივლის ასეთივე ამბავი მომხდარა ს. ქეთილარში.ყაჩაღებს ალექსი ჭაგანავასთვის 300 მ და სხვადასხვა ნივთები წაუღიათ.ს. კვაუთში ალექსი ჩიქოვანისთვის 140 მ. წაურთმევიათ..

N4

19 ივლისს ს. ნოსირში ღამით ვიღაც უცნობები თავს დასხმიან ქვრივს ს. ოდიშარიას წაუღიათ 27 მან.20 კაპ. ფული და სხვადასხვა ნივთები 102 მ.ღირებული. 22 ივლისს ს. თეკლათში 6 შეიარაღებული უცნობი თავს დასხმიან ეკატ. ხარჩილავასას მისთვის უცემიათ და 60 მან ფული წაურთმევიათ.

N 10 

როგორც სენაკის მაზრიდან გვწერენ სოფ. ახუთში ამ დღეებში მოუკლავთ მღვდელი დავით პაპასკირი რომელსაც ჯაშუშობას აბრალებდნენ.

N 22 

სოფ. შხეფიდან იტყობინებიან, რომ იქ ამ რამდენიმე კვირის წინათ პოლიციას დაუპატიმრებია გლეხი მაქსიმე კვირკველია და გ. ნადარეიშვილი. დაპატიმრების მიზეზი არ იციან.

ს.ისულაში კიდევ დაუპატიმრებიათ რამდენიმე კაცი,მათ შორის ბეჩუ ხოფერია.

N 16 

აბაშის ან გვწერენ, რომ იქ ამ ბოლო დროს ძალიან გახშირებული ჩხრეკა 13 აგვისტოს ყველა სახლები გაუჩხრეკიათ.ეძებდნენ აგიტატორებს, დაუჭერიათ ბაგრატ დოლიძე, ექიმი ბუხშინდერი, სიდო კაჭარავა, ონიფანტე გუგუშვილი და ნოე ცომაია. გაუჩხრეკიათ აგრეთვე მოხუც სიმონ გამსახურდიას სახლი და მოხუცი დაუჭერიათ.

აბაშაში ეხლა სულ 300 სალდათი დგას ზარბაზნებით ჯარის უფროსს ხალხისთვის მოუთხოვია მოკლულ ბოქაულის ინკების სასარგებლოდ 3000 მანეთი უკანასკნელი ვადა 15 აგვისტო დაუნიშნავს.

სადგურ აბაშიდან გვატყობინებენ, რომ იქ ბოქაული ყუბანეიშვილის მოკვლის გამო 9 აგვისტოს ხალხი შეუკრებიათ და დამნაშავე პირთა გაცემა მოუთხოვიათ.წინააღმდეგ შემთხვევაში 7 ათას მანეთ ჯარიმას გადაგახდევინებთო.

საზოგადოებას შემდეგი პირების გაცემა მოსთხოვეს; ალ. გამსახურდიას, შალ. იოსელიანის, გედე კაჭარავასი, იასე გაბლაიასი, ბელ. გაბლაიასი, სიმონიას და ცომაიას.

ხალხი კი უარს ამბობს თურმე, მოლაპარაკება ჰქონიათ და უკანასკნელი ვადა 11 აგვისტო დაუნიშნავთ.

N 25

დ. ახალ.სენაკი ამას წინათ დაპატიმრებულ მალაქია დიხამინჯიას , ნოე ოკუჯავას და თომა ესვანჯიას გამოუცხადეს გენ--გუბერნატორის განკარგულება, რითაც ისინი გადასახლებულნი არიან არხანგელსკის გუბერნიაში მთავრობის საწინააღმდეგო აგიტაცია-- პროპაგანდისთვის.



5 ნოემბერი, 2021 

გაზეთი ტალღა 1906 წ.N 22

დ. ნოქალაქევი. ჩვენი მედელეჟნეებიც დაეჩვივნენ ხალხის ძარცვას ამ საერთო გაჭირვების დროს . საქმე აი რაშია, სენაკიდან ნოქალაქევ ნაოღალევამდეა დელეჟნის მიმოსვლა და ეს რამდენიმე კაცს აქვს ხელში ჩავარდნილი სხვათა შორის ბ.დგებუაძესაც ყავს დელეჟანი და ხალხი დაყავს ამ გზით. მაგრამ ვაი ამისთანა მგზავრობას .ჯერ ერთი რომ საზოგადოთ ხალხი მას ძვირათ დაჰყავს , მეორეც ისა, რომ დელეჟანში 8 კაცის ადგილი არის, ერთ იმდენს კიდევ უმატებს, ფულისთვის არც ცხენი ეზოგება,მეორეც ისა რომ ნოქალაქევის ხიდიდან იგი წინდაწინ ართმევს ფულს იმათ, ვინც აბანოების გზით სოფ. ბეთლემში ან ყვაუთში მიდიან ამას იმიტომ ჩადის ბ-ნ დგებუაძე რომ კარგად იცის პასაჟირები ფულს არ მისცემენ თუ ნახეს რა საფრთხე მოელით წინ.

N37

როგორც გავიგეთ სოფ. საჭილაოში იხურება სერებრიაკოვის სახერხი ზავოდი.ზავოდში მუშაობს 100- მდე მუშა სერებრიაკოვი ზავოდის დახურვას იმით ხსნის რომ გადმოზიდვის დროს ხეები მეკარგებაო.

N 14

სოფ. ლეხაინდრაო სწორეთ აიკლო ჩვენი საზოგადოება გუდუან იოსების ძე დანელიამ, ეს ვაჟბატონი არც წინათ იყო პატიოსნებით ქებული. მისი ჩვენებით დააპატიმრეს თომა გაბუნია,ნესტორ,ეგნატე და ვლადიმერ გაბუნიები.ანდრია ხორავა და ვლადიმერ სარჩიმ ელია.როგირც გავიგეთ ამ ვაჟბატონს სახლიც დაურღვევია 10000 მან.

ამას წინათ გასტეხეს ლეხაინდრაოს ეკლესია წაიღეს 200 მან.ფული და საეკლესიო ნივთები ეჭვი როგორც ამბობენ ადგილობრივ მღვდელზე მიუტანიათ.

სოფლელი


6 ნოემბერი, 2021

,, ჩვენი სიტყვა" 1907 წ. N 23

საჩიქობავო. სენაკის ახალმა ბოქაულმა ნესტორ გაბუნიამ პირველი ნაბიჯი ყაჩაღების მოსპობისკენ გადადგა და საზოგადოებაც თანაგრძნობით მიეგება ამ განზრახვას. მართლაც დღე ისე არ გაივლის ვინმეს არ მოპარონ ხარი, ცხენები და სხვა. ს.შხეფში რამდენიმე გლეხს მარჩენალი ხარები მოპარეს. ქურდებს საკუთარი ორგანიზაცია აქვთ თურმე ბელადები რამდენიმე თავადებია, მათ დაქირავებული ჰყავთ რამდენიმე წვრილი ქურდები მათვე აქვთ მოწმობების ,,სახელოსნო" და ყალბი საბუთებით სადაც უნდათ იქ აგზავნიან . 7 აგვისტოს სოფ. საჩიქობავოში ბოქაულ გაბუნიას განკარგულებით შეიკრიბა ს.შხეფისა და საჩიქობავოს საზოგადოება. ბოქაულმა მოითხოვა ქურდების დასახელება ამოირჩიეს ერთი კაცი თომა კინწურაშვილი, რომელიც თითოეულად იწვევდა გლეხებს და მათ მიერ დასახელებულ ქურდების გვარებს იწერდა.საზოგადოების მიერ ნაჩვენები სამი კაცი კრებაზევე დააპატიმრეს. დანარჩენებსაც ეძებენ.

--- ახალ- სენაკის საპყრობილეში რამდენიმე კვირაა დაპატიმრებულია ბიქტორ მოსიძე დაპატიმრების მიზეზი ყოფილა შემდეგი: როდესაც სენაკის მაზრის ყოფილი უფროსი პანაკიდინი სენაკიდან გადაჰყავდათ რამდენიმე პირს ხელისმოწერა გაუმართავს და უთხოვია პანაკიდინის სენაკში დარჩენა ამ ქაღალდზე ხელი არ მოუწერია მოსიძეს, მას უთქვამს მაზრის უფროსად მისი დანიშვნა ვინ მკითხა, რომ ახლა სხვაგან გადაყვანას მეკითხებიანო. საითაც უნდათ იქით წაიყვანონო.

სენაკის საპყრობილიდან სულუხიას გაქცევის შემდეგ ადგილიდან დაითხოვეს საპყრობილის ზედამხედველი იულონ გაგუა იმის ადგილას ელიზბარ ცხადაია დანიშნეს.

მოგზაური. 1905 წ. N ,27

სენაკის მაზრა.

15 ამ თვეს აქაურ მცხოვრებთ პირველ საათზე ესტუმრენ ბათუმში და ზუგდიდში პოდაასეული შევჩენკოს რაზმის კაზაკები, რომელთაც ახლდნენ საპიორის პოლკში უმცროს აფიცრად ჩარიცხული თავ. ნ. დადიანი და წალენჯიხის ბოქაული მ. ასათიანი. ასეთი მოულოდნელი მობრძანება გამოუწვევია იმ ამბავს, ვითომც დ. ნაოღალევში ხალხს წითელი დროშა აეშვას, დაელეწოს ყველა სასამართლოები და შემდეგ ს. სალხინოში პრინცესსა სალომეს სასახლე დაენგრიოს. ზემოხსენებული რაზმი გამოსულა ზუგდიდიდან 14 - ს საღამოს 10 საათზე. მათმა გამოჩენამ ქალების წივილ- კივილი გამოიწვია,დიდი და პატარა გარბოდა მოედნიდან გასასყიდან ჩამოტანილი ხილი იქვე რჩებოდათ. პრისტავისათვის მოულოდნელი იყო მათი მოსვლა, ის ელოდა სენაკიდან ,, პლასტუნებს" რადგან მაზრის უფროსის განკარგულება ასეთი იყო.რამოდენიმე წუთის შემდეგ ,,პლასტუნებიც" მოვიდნენ. კაზაკებმა ღამით სახლების გაჩხრეკა მოინდომეს მაგრამ ამაზე ადგილობრივი ბოქაული დვალი და ,,პლასტუნთა" ,,პოდესაული" ზინჩენკო არ დათანხმდნენ..

კაზაკების მეთაური ითხოვდა ,,პრაპაგანდისტებს" მაგრამ ხალხმა არ ვიცით სად არიანო 

მეორე დღეს კაზაკები წავიდნენ ს. მუხურში ,,პლასტუნები" ჯერჯერობით აქ არიან.სულ 52 კაცია.

პარ- დონ


5 ნოემბერი, 2021

ცისარტყელა 1907 წ. N2

ს.ბეთლემი.

ბევრი თქმა არ უნდა იმას რამდენად საჭიროა სასოფლო სკოლები.ბ- ნმა ილია ზურაბის ძე ბარკალაიამ შემოსწირა ამ სოფელს 70 ქცევა საუკეთესო მიწები,თავისი ტყითა და ორი სართულიანი სახლით რომელიც შეიცავს 12 ოთახს .საჭიროა ბეთლემის საზოგადოებამ ყურადღება მიაქციოს ამ გარემოებას და რაც შეიძლება,ადრე დაარსოს სასწავლებელი..

N 4

აბაშის საზოგადოება.

ამ ერთი თვის წინათ, ვიღაც სინდისზე ხელ- აღებულები თავს დაესხნენ ყველასაგან პატივცემულ მღვდელს ანტონ კანდელაკს, რომელიც 18 წელიწადია დამბლა დაცემულია და დავრდომილია. და წაიღეს ფულით 5 მანეთი და კიდევ სხვადასხვა ნივთები,ღირებული 50 მანეთათ. ამით საბაბი მიეცა მთავრობას და აბაშის საზოგადოებას ახდევინებენ 122 მანეთს.

N 4

20 თებერვალს დღის სრულ 1 საათზე მიწისძვრა მოხდა განმეორდა ზედიზედ ორჯერ მეორე უფრო მძლავრი იყო.

ნაშუადღევს მიწისძვრა კვლავ განმეორდა.

N49

ეფუთი მრავლად მოიპოვება სამეგრელოში მაგრამ მისი ნახვა არც ისე ადვილია.რადგან გაურბიან ავ თვალს. ასეთი ეფუთი მოეპოვება სენაკის მაზრაში მღვდ. ი. გ--- უას. რომლის წინასწარმეტყველება განცვიფრებაში მოიყვანს ხალხს, დაბეჭდილ ეფუთს ეწოდება ,,ოფიმერტე" ანუ ,,ეფრემ ვერდი" 

საქართველო 1907 წ. N 61

ახალ-სენაკში შედგა ეროვნულ დემოკრატ მოწაფეთა კრება. რომელსაც დაესწრნენ ყველა სასწავლებლიდან წევრები ვაჟთა გიმნაზიიდან, ქალთა გიმნაზიიდან, საოსტატო სემინარიის და სხვა სკოლებიდან,აირჩიეს ახალი კომიტეტი 8 კაცისაგან შემდგარი: თავჯდომარე ვ.ქორქია,ამხანაგი(მოადგილე ბ.ხ.) ბ.გოგოლაშცილის ასული მდივნებად: ვ.წერეთელი,ნ.გოგიას ასული და მოლარედ გ.ხუნწარია.

ხორშის მაცხოვრის კარის ეკლესია წარმოადგენს მე 7 -დე -12 საუკუნის ძეგლს. იგი აგებულია ლოდი ქვისაგან, ისტორიული გადმოცემის თანახმად,მისი ასაშენებელი მასალა ქ. ტრაპეზუნტიდან ყოფილა შეძენილი თავადი შვილების ჩიჩუების მიერ.ხუროთმოძღვარი ხობის მონასტრის აღმშენებელი ყოფილა. დაარსებიდან დღემდე ამ ეკლესიას შერჩა სახელი ----საჩიჩუოს ეკლესია.

1854წ. თურქების შემოსევის დროს, ამ ეკლესიის შიგა არქიტექტურა ცეცხლს გაუნადგურებია.იგი აშენებულია ხობის მონასტრის ზუსტი გეგმით.



6 ნოემბერი, 2021

ახალ- სენაკი. 

ერთ-ერთი გურული კალანდარიშვილი სამეგრელოში გადმოსულა სანადიროდ,ნადირობისას სოფელში გადაყრილი აქაური მღვდლის ქალიშვილი უნახავს და შეჰყვარებია,მისი ცოლად შერთვა განუზრახავს, რადგან ორივენი დედისერთა ყოფილან ქალიშვილის მამას,თუმც სიძე მოსწონებია მაგრამ გურიაში გასათხოვებლად შვილს ვერ შელევია და სასიძოსათვის პირადად სენაკში ჩასიძება მოუთხოვია, მამა შვილი კალანდარიშვილები სახლისკენ წამოსულან, როდესაც მდინარე რიონს ცხენდაცხენ მიადგნენ და გადაცურვა დაიწყეს მამამ უკან მოიხედა და ნახა რომ მისი შვილი შუა რიონიდან უკან გაბრუნებულიყო მაშინ შვილი დაუწყევლია ,, არც გეკლოს და არც გემატოსო"ამის შემდეგ მათ შთამომავლობას თითო შვილის მეტი არ უჩნდებათ. და ვერ მრავლდებიან.შეკრებილან შეშფოთებული კალანდარიშვილები და გურიის კვირიკეთის წმ. გიორგის სახელგანთქმული ხატისთვის მათი გვარისთვის წყევლის მოხსნის თხოვნით მიუმართავთ.

ნიკო კალანდარიშვილის სასახლე იდგა საკალანდარაშვილოს უბანში ცენტრალური გზის დასავლეთ მხარეს(ყოფილი ემტესის შენობა მეშვიდე სკოლის გვერდით)ძველი ეკლესიის ეზოში.

1877-1878 წლებში რუსეთ-თურქეთის ომში დაღუპული სენაკელი მეომრები,მათ შორის ოქუმთან ბრძოლაში მძიმედ დაჭრილი და მშობლიურ შხეფში გარდაცვლილი ოფიცერი აკაკი წერეთლის სიძე, მისი უმცროსი დის ნატას ქმარი თავადი ალექსანდრე დადიანი.

არისტრახო კალანდარიშვილი მეუღლე იყო ზუგდიდის მაზრის უფროსის თანაშემწის ირაკლი კალანდარიშვილის ქალიშვილი ..

არისტრახო კალანდარიშვილის მეგობრობდა ჭალადიდის რკინიგზის სადგურის უფროსთან ასიკო ცაგარელთან და მის მეუღლესთან ნატო გაბუნიასთან. არისტრახო არაერთგზის შეხვედრია აკაკი წერეთელს სენაკში,ძველ- სენაკში, შხეფში, სიძესთან ალექსანდრე დადიანთან სტუმრობის პერიოდშიც.

თედო სახოკიას საშინლად ეჯავრებოდა რუსული ლაპარაკი თედო ლაპარაკობდა ან ქართულად ან მეგრულად ...,,გადაიღეთ კარგი კუსოკიაო"" უთხრეს სადილობისას ,,კუსოკის რა გითხრათ მაგრამ ნაჭერი კი მართლაც კარგიაო" უპასუხა თედომ.



8 ნოემბერი, 2021

სენაკის უეზდის მღვდლის ნიკოლოზ კალანდარიშვილის საბლაღოჩინო 1870 წ. საქ.სახ.არქ. საქმე N 2181

1)ნატაჩავოს წმინდა გიორგის

2)სენაკის ამაღლების სახ.

3)სენაკის წმინდა გიორგის

4)სორტის იოანე ნათლისმცემლის

5)ქოთიანეთის წმ. გიორგის

6)ეკის იოანე ნათლისმცემლის

7)შხეპის მთავარ ანგელოზის

8)შხეპის მთავარ ანგელოზის

9)სახარბედიოს წმინდა გიორგის

10)ქვედა თეკლათის მთ.ანგელოზის

11)ქვაშიხორის ნიკოლოზის სახელობის

12)საარჩაიოს მაცხოვრის

13)წეროკარის(!?) წმინდა გიორგის

14)ეწერის ამაღლების

15ეწერის წმინდა გიორგის

16)ტვიკირის(?!) მაცხოვრის

17)ნაესაკავოს წმ გიორგის

18)კადარის წმ. გიორგის

19)კადარის მთ.ანგელოზის

20)კადარის წმ. თეოდორე ტირონის

21)კეთილარის წმ გიორგის

22)კულეკარის წმ გიორგის

23)წილორის(?!) წმ.გიორგის

24)ნოსირის წმ გიორგის

25)ნოსირის წმ.გიორგის

26)ნოსირის წმ გიორგის 27)კვირიკა და ივლიტას სახ.

28)გეჯეთის მთ.ანგელოზის

29ცქემის)(წყემი.ბ.ხ)წმ.მოწ.ბარბარეს.

30)ესაკეთის იოანე 31)ნათლისმცემლის

32)ზანათის მაცხოვრის

33)ფიტოს ალექსანდრე ნევსკის

34)ჭალადიდის მთ.ანგელოზის

35)საჭოჭუოს მთ.ანგელოზის

36)ჭალადიდის საღომიჩიოს წმ.გიორგის

37მუხურის წმ.გიორგის

38ჭალადიდის საღვამიჩაოს მთ.ანგელოზის.

P.S. ,ამ ეკლესია მონასტრებიდან დღეს რამდენია შემორჩენილი?

ცნობის ფურცელი 1898 წ. N 471

ს. ნატოჩაო. ბ-ნ.რედაქტორო! ნება მიბოძეთ თქვენის პატივცემული გაზეთის საშუალებით მადლობა გამოვუცხადო ახალსენაკის მოვაჭრეს ბ. მაქსიმე მისაბიშცილს, რომელმაც კეთილ ინება და ს. ნატოჩაოში ახლად ღარიბ სამრევლო სკოლის შეგირდებს დასარიგებლად გამოგზავნა კარანდაშები, გეიდიტები, კალმები და სხვა.იმედია სხვებიც მიბაძავენ.

ს.ნატოჩაოს სამრევლო სკოლის მასწავლებელი ტრიფონ კალანდარიშვილი.

ზანა ადგილობრივმა მღვდელმა ბლაღოჩინმა კონსტანტინე ბაქრაძემ გახსნა ,,წერა კითხვის" სკოლა. დროებით შენობა დათმობილია აქაური მოვაჭრე ბეკონის ბოჯგუასაგან მოსწავლე 50 ამდეა.

სახალხო კალენდარი 1893 წ. 

ფასები ფოთსა და სამტრედიას შუა(რკინის-გზის)

ფოთი---

ჭალადიდი ---32 კაპ.

ახალსენაკი---78 კაპ

აბაშა---1 მან 6 კაპ

სამტრედია---1მან.33 კაპ

სამტრედიიდამ მატარებელი გადის 7 ს 30 წ. საღამოს

ფოთიდამ გადის დილის 9 ს. 15 წ.

ფოთში მოდის ღამე.10 ს. 40 წ.



8 ნოემბერი, 2021

კომუნისტი 1926 წ. N 75

სევერიან კვანტალიანს ქართული ენის ცოდნაში, ახალ-- აბაშის პირობაზე ვერავინ დაემდურება,ხოლო რაც შეეხება რუსულს, აქ საკითხავი ჯერჯერობით გაურკვევლობის ბურუსშია გახვეული.

რუსული სიტყვების მთელი ლექსიკონი, რომლითაც სარგებლობს მასწავლებელი კვანტალიანი მოწაფეთა დახასიათებელათ სულ რამდენიმე სიტყვაში მდგომარეობს ,,დუპლეტი" ,, იდიოტი" ,,დურაკ ნაბიტი" და ,,ჩუჩელო გოროხოვოე" სხვა სიტყვები ჯერ- ჯერობით კვანტალიანის ბაგეებიდან არვის გაუგონია.

მოწაფეები დასცინიან და გაიძახიან , სი რექ ჩუჩელო გოროხოვოი""

ამის გაგონებაზე სევერიანე ახტება-- დახტება,როგორც ბურთი ,,ვის უბედავთ სიტყვის შებრუნებასო"

რა უნდა ისწავლოს ბავშვებმა მისგან

ბზიკი.

N 152

თქვენ იცით, სენაკში სიკვდილი დაძლეულია,ისიც იცოდეთ, რომ იქ არის საავადმყოფო და რომ ამიერიდან ის სახელგანთქმულია...

აბა დაგვიგდეთ ყური:

16 ივნისს, ახალსენაკის საავადმყოფოში მიიყვანეს თბილისის ტრამვაის მუშის ტორჩინავას ბავშვი, რომელიც უკიდურეს მდგომარეობაში იმყოფებოდა ( ავად იყო დიფტერიით) რადგან ბავშვს გული წაუვიდა, საავადმყოფოში მშობლებს განუცხადეს, რომ ის უკვე მკვდარი იყო.რასაკვირველია, სათანადო მოწმობაც მისცეს 

ტირჩინავა წავიდა ამ მოწმობით და დამზღვევი სალაროში ბავშვის სამარხი ფული აიღო რათა კუბო შეეძინა..შემთხვევით საჭირო ზომის კუბო აზალსენაკში აღარ აღმოჩნდა, რის გამო მიცვალებული ბავშვი ზეწარში გამოახვიეს და სახლისკენ წაასვენეს. შეწუხებული მშობლები რათქმაუნდა გზაზე მოსთქვამდნენ და სტიროდნენ საყვარელ შვილის დაკარგვას.

ბავშვი შეტორტმანდა და გულმა ისევ დაუწყო ძგერა 

ეს ამბავი არ არის მოჭორილი და სრული სიმართლეა.

მოწმედ შეიძლება დავასახელოთ სენაკის დამზღვევი სალარო სადაც, ტორჩინავამ მიიღო 25 მან.ბავშვის სამარხი ფული.

მცოდნე.


კომუნისტი 1926 წ. N 154

უშაფათის თემს დიდი ზარალი ადგება ცეცხლისაგან, ძველად აქაური თემის სამმართველო ორჯერ იმსხვერპლა ხანძარმა.ამჟამათ განადგურებულ იქნა გლეხის ხურციას სახლი.გავიდა ცოტა ხანი და მიხეილ, ანტონი და დიმიტრი ჭაავების მთელი ავლადიდება გაანადგურა ცეცხლმა.ხურციას თემმა აღმოუჩინა დახმარება ,მაგრამ სხვების დახმარების საშუალება თემს არ გააჩნია. საჭიროა სამაზრო ხელისუფლების ჩარევა და ბოროტმოქმედების სასტიკად დასჯა.

,,აში ვერგუ"

19 ივნისს სენაკის პედაგოგიურ ტეხნიკუმში მოხდა ტექნიკუმის კურს დამთავრებულთა საზეიმო გამოშვება.სკოლის გამგე ამხ.ვლ. დემურიას ხსნის საზეიმო სხდომას.

კურსი დაამთავრა 31 მოწაფემ.

ბ.უჩანეიშცილი.

N 200

ს.წყემის შვიდწლედის გამგე კონ. ჯაკობია და ამავე სკოლის მასწავლებელი აბულაძეც კარგად იცნობენ მელიას .

ისინი გვწერენ ,, მელია არავითარ გამომცდელ კომისიის წევრად არ იყო ( ის იყო სასკოლო საბჭოს წევრი)

სწერენ ისინი 

მეორე საბუთი.

,,მართალი იყო შემთხვევა, რამდენიმე ჩატოვებულ მოწაფეებმა დაიწყეს ტირილი და ამით შეიქმნა სკოლაში ხმაურობა... ერთი მოწაფე, როგორც მახსოვს, ჯალაღანია თამარა რომლის დამცველადაც გამოდის წერილის ავტორი, სხვაზე მეტს ტიროდა და ხელებს ურტყამდა პარტას. მაშინ ლადი მელია როგორც ოთხი მოწაფის- შვილის პატრონი ჩვენი თხოვნით მივიდა და დაყვავებით გაიყვანა აღნიშნული ბავშვი აივანზე. ეს იყო და ეს მეტი არაფერი ყოველ შემთხვევაში, სინამდვილეს წყემის შციდწლედში მაზრის განათლების ინსპექცია გამოარკვევს და არა სამედიატორი სამართალი.

ვ.ბ--- ლი.

N 179

ცირუ დასეირნობს 

მასწავლებელი ცირუ შავდია თავს ავადმოფად იკატუნებს ყველას შესჩივის ავათ ვარო და საქმეს არ აკეთებს რომ შეხედოთ, დევს გადაყლაპავს ისეთი გამომეტყველება აქვს.ხშირად თბილისში და ბათუმში დასეირნობს.დაილოცა ცირუს ავადმყოფობა 

ი.სურაშვილი.

ივერია 1890 წ. N 176

სოფ.თეკლათი.ფრიად სამწუხარი უბედურება, 12 ამ თვეს სოფ- თეკლათს დილის 6 საათი იქნებოდა, როდესაც დიდის წვიმების გამო მდინარე ცივი გადმოვიდა ნაპირებიდან და რადგანაც დაბლა წასასვლელი ადგილი ვერ იპოვა ( იმ ადგილას დაბლა რკინიგზის ლიანდაგია გაყვანილი განგებ ამაღლებს ადგილს)წყალი სოფელს მოაწყდა და თითქმის წალეკა,მოსახლეობა მაღალ ფერდობებს მიაწყდა ზოგი სახურავზე ავიდა,ადამიანის მსხვერპლი არ ყოფილა ფრინველი და ცხოველი თითქმის განადგურდა.მოხუცებულები ამბობენ,რომ ამისთანა წყალდიდობა ჯერ არ შევსწრებივართო. ზარალი 2 ათას მანეთამდე იქნება.

ახალ- სენაკში ქარმა სიმინდები ძირიანად ამოაგდო ყურძენი სულ ჩამოყარა ამ აღმოსავლეთის ქარმა.ქარის დროს ექვსი სახლი დაიწვა ერთი იყო ვინმე გვარად გუნიასი.

N 260

ძველი- სენაკი: კვირას 2 დეკემბერს აქაურ სათავად- აზნაურო სკოლის მასწავლებელთა და მოსწავლეთა გადაუხადეს პანაშვიდი განსვენებულის კნ.ელენე დიმიტრის ასულის ლორთქიფანიძის მოსახსენებლად.პანაშვიდზე გალობდა სკოლის მგალობელთა გუნდი.

N 264

ახალ-სენაკი. საჯარო ბიბლიოთეკა ქართულის წიგნებისა გაიხსნება ჩვენს დაბაში.პირველი იანვრიდგან.ბიბლიოთეკას გამართავს ბ-ნ. ვ. ნოდია, რომელმაც მისი ზედამხედველობა და ყურისგდება ჩააბარა აქაურის სასულიერო სასწ. მასწავლებელს. ბ-ნ. ბ. მიქაძეს

N 21

სოფ. ნატოჩაო. ჩვენს სოფელში ხშირია ძარცვა და ყაჩაღობა ქურდობა.სენაკის მაზრაში ისეა გახშირებული ქურდობა, როგორც ზღვაში ქვიშა და ტყეში ფოთოლი. 23 ამ თვისას ამავე სოფლის მცხოვრებს მუთუნია მისაბიშვილს გაუტეხეს კლიტით დაკეტილი სამზარეულო და რაც რამ ხელში მოხვდათ ყოველივე ოჯახის მოწყობილობა და ტანსაცმელი გაიტანეს 

ჩვენი ცნობილი ლინგვისტი ბ-ნ. აშორდია აპირებს გამოსცეს სამეგრელოში მეგრულ ენაზედ მეგრულის ასოებით დაბეჭდილი მეგრული გაზეთი, რომელსაც უნდა უწოდოს ,,ნაყოფი უვიცობისა" გაზეთი ყოველდღიური იქნება და მხოლოდ თითო ცალი გამოვა,რადგანაც გამომცემელი,რედაქტორი,,თანამშრომელი და მკითხველი ამ გაზეთისა მარტო თითონ აშორდია იქნება.

დათიკო ვერმიცანაშცილი.

N 169

სოფ. საჭილაო 6 აგვისტოს გზაზედ მიმავალს მასხულიებს და ასათიანებს ჩხუბი მოუვიდათ და ერთმანეთი დასჭრეს,მძიმედ არის დაჭრილი პახულია მასხულია რომელსაც ჭრილობა სახეზე აქვს და ცხვირი შეაზედ აქვს გადაჭრილი. გამოძიება სწარმოებს.



10 ნოემბერი, 2021 


სამეგრელოს ეთნოგრაფიულ ყოფაში მოძიებული იქნა მცენარეული,ხორცეული და რძიანი კერძები:

ყველამ კვარი, მზადდება ყველი და ცომისგან

კაპაწვენ- კაპაწონი, ადუღებული რძე ათქვეფილი კვერცხი. საშობაოდ დაკლული ღორის ქონს დაამარილებენ ,გააშრობენ წვრილად დაჭრიან და ურევენ მჭადის ცომს.

სულუგუნი.

გებჟალია.

მაწონი

ჩახოხბილი

კუპატი

კუჭმაჭი

ეკალას ფხალი( კალიაშ წვანერ)

ჭინჭრის ფხალი

ფხალი( ხულიშ წვანერ)

ტიკის მაწონი (ტიკიშ მარწვენი).

მე-19 საუკუნეში სამეგრელოში თემის მეთაურს მამასახლისი ერქვა.თემის მეთაურის აღმნიშვნელი მეგრული ტერმინია ,,დუდკოჩი" ,,მანჯღვერი"(წინამძღოლი).

1886 წლის მოსახლეობის აღწერის მასალებით ხორშის სოფლის საზოგადოებაში, ერთიანდებიდა ორი სოფელი-- ხორში და ციზეთი, სადაც ცხოვრობდა 638 კომლი, 3811 სული(2028 მამაკაცი 1783 ქალი) ყველა მეგრელი ყველა მართლმადიდებელი.თავადები 36(18 მამაკაცი,18 ქალი) აზნაურები--715(391 მამაკაცი 324 ქალი) სასულიერონი - 69(42 მამაკაცი,27 ქალი) სახაზინო მიწებზე ცხოვრობდა 5 კომლი, 14 სული, სამთავრო მიწებზე - 364 კომლი, საკუთარ მიწაზე-- 122 კომლი, იჯარით აღებული მიწა ჰქონდა 2 კომლს,ხიზანი იყო 7 კომლი, 31 სული.



კომუნისტი 1926 წ. N 278

ყოფილი მილიციელი ილარიონ პატარაია პატარა კაცი არვის ეგონოს,ვაჟკაცი ისაა დღეს სენაკში და ულვაშებიც მას აბია. მოუნდა ვთქვათ ილარიონს ყალბი საბუთების შედგენა და სასამართლოებში თავის სასარგებლოთ საჩივრის დაწყება,ადგება შეადგენს საბუთს რა შეუშლის ხელს სინდისი, წერა-კითხვის უცოდინარობა თუ მოუფიქრებლობა?

მაგრამ არა ნაკლებ გაწაფული აღმოჩნდა ბოროტმოქმედებასთან ბრძოლაში რესპუბლიკის მილიციის ინსპექტორი ლომია, ინსპექტორს დამნაშავე ვეღარ დაემალა და თქვენმა ილარიონმა თავი ამოჰყო რკინის მოაჯირებიან დასასვენებელ სახლში.

ერთი კარებიდან შეაბრძანეს ილარიონი მაგრამ მეორედან სხვების დაუხმარებლად თვითონ გამობრძანდა ის. გამოსვლისთანავე ილარიონმა დაიკიდა ნაგანი და ვიზიტით ჩამოუარა ყველას, ვინც ის ამხილა ბოროტმოქმედებაში.

,, სულს ამოვართმევ ყველა ჩემ მისაყვედურე პირსო" ნაგანზე ხელის დადებით და ულვაშების გრეხით იმუქრებოდა პატარაია.

სენაკში მგელი და დათვი ამ შემოდგომაზე არვის შეუმჩნევია ( მადლობა მილიციას)მაშ რისთვის დაუკიდნია 5 გირვანქიანი ნაგანი ილარიონს?

პატარაია ყოფილი პარტიულია,

ყოფილი მილიციელია, ვინ რას გაუბედავს. საჭიროა ამ მდგომარეობას ბოლო მოეღოს.

მილიციელი

N 242

ახალ-სენაკი.21 ოქტომბერი.

გუშინ ახალსენაკში ჩამოვიდა საქ.განათლების სახ.კომისარი კანდელაკი,რომელიც ქალაქის სკოლებსა და ტეხნიკუმებში ეცნობა სწავლის საქმეს 

22 ოქტომბერი.ახ.სენაკის მაზრის სოფლებში სახოშტარიოსა და მარტვილში გაიხსნა ახალი ითხწლედი.

N 129

სენაკის სკოლის მასწავლებელი ქალი შუშანა ლორთქიფანიძე არა სდგას თავის სიმაღლეზე,1 საათი არ გაივლის ისე რომ არ წაეჩხუბოს სკოლის გამგე აპ. ქავთარაძე სრულუად უდანაშაულოდ მოზარდი თაობის თვალწინ.

ეწევა აგიტაციას მშრომელ ქალებში საბჭოთა ხელისუფლების წინააღმდეგ.

არ დარჩენილა არც ერთი მოსამსახურე ძველ სენაკში, რომელთანაც, ჩხუბი არ მოსვლია მასწ.ქალს ლორთქიფანიძეს. შორს სკოლებიდან ასეთი მასწავლებელი.

ბანი.



ივერია 1891წ.N 49 ახალ-სენაკი.ჩვენს მოწყენილი დაბას ბ- ნ რატილი ეწვია თავის ქალითურთ და 28 თებერვალს გამართა კონცერტი აქაურის სამოქალაქო სკოლის დარბაზში,თუმცა საზოგადოება ნაკლებად დაესწრო, მაგრამ ბ-ნ. რატილი ამ გარემოებას არ შეუშინდა და კონცერტი მშვენივრად ჩაატარა და საზოგადოებაც დიდი ნასიამოვნები დარჩა.

N60

საჯარო წინგსაცავს შესწირეს: პავლე სამსონიამ ორი ჟურნალი ,,ჯეჯილისა" (1899-1891) ილარიონ სისორდიამ ორი ცალი რობინზონ კრუზოსი, თხზულება დეფოსი და ორი მანეთი ფულად მანუჩარ გაბუნიამ.

ივერია 1893 წ. N 241

ახალ- სენაკი.სენაკის გარდა სხვაგან ქართული წიგნების სამკითხველო არსად არ არის მცხოვრებნი კი სამეგრელოში 260,000 მდე არიან.გურიაში სადაც 75,000 მცხოვრებნია ბარე ხუთი სამკითხველოა.

N 125

ახალ- სენაკი. 13 ივნისს. წელს აქ საზოგადო გვარიანი მოსავალი იყო აბრეშუმისა, მაგრამ მყიდველი არავინ მოსულა,მხოლოდ აქაური ვაჭრები (ებრაელები) თუ იყიდიან რჩეულ-- აბრეშუმის ძაფს 4-5 მანეთად. ოყას (3 გირვანქა)ისიც ღვთის წყალობაა.იქაურები ჩვენებურ ძველ აბრეშუმის ჭიის მოშენებას მისდევენ. ერთს აქაურს მოვაჭრეს, პავლე ხმალაძეს, წელს ევროპული ყაჭის ჭიის თესლი ეყიდნა ტფილისში აბრეშუმის ჭიის მოსაშენებელ სადგურში.საბედნიეროდ ხმალაძის შრომას უნაყოფოდ არ ჩაუვლია და კარგად მოუვიდა,ამ კაცმა ზოგიერთ ღარიბსა და ხელ- მოკლე ხალხს მუქთად დაურიგა სათესლის პარკი და ჩააგონა ამ ჯიშის ყაჭი მოეშენებიათ.

N 131

შარშან სად.აბაშის ახლო ტყეში იპოვეს ტყვიითა და ხანჯლით მოკლული მალაქია ბესელია, მისმა დედ- მამამ ეჭვი მიიტანა ხარაზ ივანე ჩემიასა და მის ქარგალ თოფურიაზედ, მკვლელობის მიზეზად ისა სთქვეს, რომ ჩვენს რძალს კეკეს,ჩემიას დას თავისი ქმარი, ჩვენი შვილი არ უყვარდა და ვითომ ქმრის სიკვდილის შემდეგ თავის საყვარელს ეგნატე სულავას უნდა მისთხოვებოდა.ამის გამო სისხლის სამხილში იყვნენ მიცემულნი ჩემია და თოფურია,როგორც მკვლელნი და სულავა როგორც წამქეზებელი,ხოლო მოკლულის ცოლის წინააღმდეგ არავითარი გამამტყუნებელი არ აღმოჩნდა და არც სამართალში მისცეს.

ქუთაისის ოლქის სასამართლოში გაირჩა ეს საქმე და სამივე ბრალდებულს კატორღაში გაგზავნა მიუსაჯა.დამნაშავენი სასჯელს არ დაეთანხმა და პალატას აპელაცია მიართვეს და მცველად ნაფიცი ვექილი ოპოჩინინი აირჩიეს.

პალატამ განიხილა ეს საქმე 16 ივნისს და სამივე დამნაშავე გაამართლა.

N 3

ახალ- სენაკი: 28 დეკემბერს ღამის პირველ საათზე აქაური,ფოსტა რომელსაც მიჰქონდა ხაზინიდგან ჩაბარებული ფული 40,000 მანეთი,უცდიდა ფოთითგან მომავალს საფოსტო მატარებელს,გზაზე თავს დაესხნენ შეირაღებული ქურდნი, თუმცა რკინის-გზის სადგური და ფოსტა ძალიან ახლოა ერთმანეთზე; ფოსტის მოხელენი და სხვა მოსამსახურენი ბარე ოთხამდე ყოფილიყვნენ. როდესაც მიახლოვებულიყვნენ სადგურს, ერთს ყაჩაღს ფარანი გაეტეხნა თურმე და სხვები - კი ეცნენ იმას, რომელსაც ფული ჰქონდა,თავში დასჭრეს,შეექმნათ გაცხარებული ბრძოლა და ერთმა ფოსტის მოხელემ გიორგი ხოშტარიამ რამდენჯერმე ესროლა რევოლვერი,მაგრამ სამწუხაროდ,ვერავის მოარტყა,რევოლვერის ხმაზე შეშინებულან ქურდები და გაქცეულან ხელ- ცარიელნი ხოშტარიამ ორი ნაბადი წაართვა ქურდებს ..

ახალ- სენაკის ნასწავლ ახალგაზრდობას თავისი ხარჯით 1 იანვრიდგან დ ახალ- სენაკშივე სახალხო სამკითხველო გაუმართავს,სადაც ფასი არ გამოურთმევიათ წიგნის კითხვაში.



კომუნისტი 1921 წ. N 191

ქ.ახალ- სენაკი

21 სექტემბერი.კავკასიის განსაკუთრებული არმიის სამი წლის არსებობის დღე,დიდებულად ჩატარდა ახ.სენაკში.ქალაქის სხვადასხვა რევოლუციონერი ორგანიზაციებმა დროშებით და ინტერნაციონალის სიმღერით თავი მოიყარეს სენაკის პარტკომის წინ, სადაც მუსიკით და რევოლუციური დროშებით ყველა იქ თავმოყრილი ამხანაგი მწყობრად გაემგზავრნენ თბილისის და სადგურის ქუჩით გავიდნენ ძმათა სასაფლაოზე სადაც იყო გამართული ტრიბუნა მორთული ყვავილებით და საბჭოთა დროშითა და ღერბით.მიტინგის გახსნისას პირველი მისასალმებელი სიტყვა წარმოთქვა N= პოლკის სამხედრო კომისარმა ამხ.ჟუკმა,მეორე სიტყვა წარმოთქვა საქ.არმიის ჯავშნიანი რკ-გზ.სამხედრო კომისარმა ორაგველიძემ.სამაზრო პარტიული კომიტეტის სახელით ჯარს მიესალმა ამხ.მაკარი ბედია,რევოლუციურ კომიტეტის სახელით მიესალმა კ.მელიქიძე და ახალგაზრდა კომკავშირის სენაკის სამ.კომიტერის სახელით ხუხუა. ხაზი გაუსვეს არმიის განსაკუთრებულ ღვაწლს მოღალატეებისა და მტრების გაწმენდის საქმეში.

მიტინგის დახურვის შემდეგ იქვე 73 პოლკის უფროსმა,პოლკის სამხედრო კომისარმა,პარტკომის პასუხისმგებელ მდივანმა და მაზრის რევკომის თავჯდომარის ამხანაგმა მიიღეს ორკესტრით გამვლელი პოლკის ნაწილები ჯავშნიანი რაზმი და სხვა და სხვა ორგანიზაციების შეიარაღებული ძალები .აღლუმი სრულდებოდა როდესაც გამოჩნდა სააგიტაციო მატარებელი ამხ.მჟავანაძის თანხლებით.ხელმეორედ გაიმართა მიტინგი სიტყვით გამოვიდნენ ამხ. ვ.მჟავანაძე რუსულად და ამხ.პაპავა ქართულად



დროება 1866 წ. N94

სენაკის მაზრა. საჭილაოდან გვწერენ,რომ აპრილის 23.იქაურ ეკლესიის გალავანში წმ.გიორგის დღესასწაულის გამო ბევრი ხალხი შეკრებილა, სადაც შემდეგი უბედური შემთხვევა მომხდარა: როდესაც ხალხი დაშლილა და ეკლესიის გალავანში მარტო ყარამან გრიგოლია დარჩენილა,მას მიპარვია უკანიდამ ლავრენტი გრიგოლია და ისე ღონივრად დაურტყამს ბზის ჯოხი თავში,რომ იქვე სული განუტევებინებია.დამნაშავე თუმცა გაქცეულა,მაგრამ პოლიციის ბოქაულს ავალიანს მაშინვე დაუჭერია და საპყრობილეში გაუგზავნია.დამნაშავეს ლავრენტი გრიგოლიას სხვა დამნაშავეები დაუსახელებია 

გაზეთ ,,СВЪТЪ" ის N 91 მოწინავე წერილში ვკითხულობთ შემდეგს ,,ამ მოკლე ხანში კავკასიის ეკლესიის არსებობაში მოხდა დიდი ცვლილება, ჩვენ გვაცნობენ,რომ საქართველოს ექზარხოსს უშუამდგომლია უწმინდესის სინოდის წინაშე უფრო თანასწორედ განაწილება საერგზახოსო ეპარქიებისა.დღემდის საეგზარხოსოს შეადგენდა ოთხი ეპარქია: ქართლ- კახეთისა ( грузинская)იმერეთის ,გურიისა და აფხაზეთისა.უწმინდესმა სინოდმა საყურადღებოდ იცნო ეს შუამდგომლობა და ამის მინდობილობით სინოდის ობერ- პროკურორმა წარადგინა კიდევაც სახელმწიფო რჩევაში წინადადება,რომ საქართველოს საეგზარხოსოში ხუთი ეპარქია იქმნება დაწესებული: ქართლ - კახეთის,კავკასიისა იმერეთისა, ახალ- სენაკისა და სოხუმისა.ამ გვარად გურიის და აფხაზეთის ეპარქიების მაგივრად ორი ახალი ეპარქია არსდება -- ახალ- სენაკისა და სოხუმისა და ამათ გარდა კიდევ ერთი ახალი. მეხუთე ეპარქია --- კავკავისა"



დროება 1885 წ. N 175

პატარა შენიშვნა დაბა ძვ.სენაკიდამ

სწორედ რომ სასიამოვნო სურათია,როცა ჰხედავ ახალ- გაზრდასა და მოხუცს, ქალსა და ვაჟს, რომელნიც კეთილშობილურ მზრუნველობით და თანაგრძნობით ფუსფუსებენ,ფათურობენ გამვლელ- გამომვლელს ევედრებიან: ჩვენი მოძმე და საიმედო ახალ- გაზრდა მაღალ სასწავლებელში მიდის ჩვენი მამულისა და კაცობრიობის სასარგებლო სწავლის შესაძენად და გროში ჯიბეში არ უდევს, შევეწიოთ ზოგმა ფულით ზოგმა წარმოდგენის გამართვით და ბილეთების გასაღებით.ჩვენდა სასიამოვნოდ,ამ გვარი საქმე თან---და,---თან მოდაში შემოდის და პროვინციებშიაც ისეთს წრეებში ვრცელდება, რომელთაც წინედ სცენაზე გამოსვლა ღირსებისა და პატიოსნების შეურაცხყოფად მიაჩნდათ.წინეთ თავად აზნაურთა ქალბატონები და ქალები სასირცხოდ სთვლიდნენ სცენაზე გამოსვლას, ახლა კი სიამოვნებით დაამშვენებენ ხოლმე მას, როცა სცენა სწავლის შეძენას ეხმარება მეტად სასიამოვნო სურათს წარმოადგენდა დ.ძველი--სენაკის სწავლისადმი თანამგრძნობელი წრეც აგვისტოს 1-- ერთმა აქაურმა მანდილოსანმა (პ.ქ.) და რამოდენიმე პატივცემულმა პირმა ბილეთების გაყიდვა იკისრეს საბაზროდ მოსულ და ადგილობრივ მცხოვრებთა შორის; პიესის წარმოდგენა თავს იდვეს კნ.ეკატერინე აგიაშვილის ასულმა დადიანისამ, კნიაზ ეკატერინე მიქელაძისამ , ს.მიქელაძემ, ივ. ქავთარაძემ და აქაურმა სააზნაურო და სასოფლო სასწავლებლის მასწავლებლებმა, ამათ დაეხმარნენ ნ-ან.ახვლედიანი ,ბ. ქავთარაძე (პრისტავები) და ლ.ჟვანია(ადვოკატია).წარმოადგინეს მოლიერის თხზულება ,,ეჭვით ავადმყოფი" რომელიც რიგიანად იყო აღსრულებული, წაიკითხეს სცენები და ლექსები; მაყურებელნი კმაყოფილნი წავიდნენ, ზემოთხსენებული პირნი მადლობის ღირსნი არიან,განსაკუთრებით კი კნ. მიქელაძის ასული რომელმაც ერთი ფოსტის მანძილზედ არ დაიზარა მოსვლა, ზოგიერთი პრანჭია- პრანჭია ახალგაზრდა ქალებივით სცენაზე გამოსვლა არ იუკადრისა და ახალგაზრდა მოსწავლეთათვის სასარგებლო თეატრი დაგვიმშვენა .ეგეც სამაგალითოა ზოგიერთი ნაცარქექია ქალებისთვის.. 

მთელი შემოსავალი 331 მანეთი იყო; ხარჯს 72 მანეთი და 35 კაპ. გადარჩა.აქედამ 50 მანეთი სტ.გ.ლ- შვილს გაეგზავნა და 22 მანეთი სთ.გ.ჯ--ძეს.

ს.ყ- ნი



ივერია 1905 წ. N 136

ახალ- სენაკი. ხალხის საერთო სურვილსა და მოთხოვნილებებს,ამ უკანასკნელ დროს, ჩვენი ხალხის ,,მამებიც" შეუერთდნენ... მათაც თამამად აღიმაღლეს ხმა დასანგრევად ბჭეთა ჯოჯოხეთისათა და თავის მხრივ, ხელს უწყობენ ყოველგვარ კეთილ საქმეს.

ხალხი ხშირად იკრიბება სოფლებსა და დაბებში თავის ჭირ- ვარამებზე მოსალაპარაკებლად,მას ხელს ვერ უშლის ვერც სამხედრო წესები, ვერც კაზაკთა და პლასტუნების რაზმები.

ამ დღეებში დ.ახალ-სენაკში შეიკრიბნენ ნოქრები თავიანთ საჭიროებათა შესახებ სალაპარაკოდ. კრებაზე ნოქრებმა შემდეგი მოთხოვნილება შეიმუშავეს: კვირა უქმე დღეებში,სახელმწიფო დღესასწაულთა გარდა, სრული დასვენება.

სამუშაო დღის შემცირება: დუქნები და მაღაზიები უნდა იღებოდეს დილის 8 საათზე და იკეტებოდეს საღამოს 8 საათზე,სადილის დროს დასვენება ორი საათით.

ჯამაგირის მომატება (უნდა მიემართოს ნოქარს თვიურად ჯამაგირის ნახევარი) ბინა სადგომების გაუმჯობესება ჰიგიენურად და სანიტარულად, ავადმყოფობის დროს სრულის ჯამაგირის მიცემა ორის თვის განმავლობაში.ერთის თვის წინ გამოცხადება სამსახურიდან დათხოვნისა, წინააღმდეგ შემთხგევაში, ერთი თვის ჯამაგირის შენარჩუნება, ნოქართათვის სამკითხველოს დაარსება; 14 წლისაზე ნაკლებ ყმაწვილების სამსახურში მიღების აკრძალვა და მათთვის ჯამაგირის დანიშვნა არაუგვიანეს 3 თვისა.აღებ მიცემა შეუვაჭრებლად , მყიდველთა შეპატიჟება შეწვევის მოსპობა.

აგრეთვე საზოგადოებისაგან ზრდილობიანი მოპყრობა ნოქრებისადმი.

ამ მოთხოვნილებებში,ჯერჯერობით მხოლოდ კვირა - უქმე დღეებში დუქნები და მაღაზიების კეტვა შემოიღეს.

ათავრენი.მ

N 139

კვათანა.(სენაკის მაზრა) თუკი ვინმეს ქალიშვილი მოსწონს მაგრამ გოგოს და არც მის პატრონს სასიძო არ უნდა სულაც არ დაგიდევენ,დაესხან თავს და გოგოს იტაცებენ,ან ძალით იწერენ ჯვარსა ან აუპატიურებენ.ახლახან კვათანაში მოხდა ასეთი ამბავი,გზაზე მიდიოდა თეიმურაზ მასხულია თავისი ცოლით და გასათხოვარი ქალიშვილით როდესაც სახლს მიუახლოვდნენ უცებ გამოვარდა ფაეტონი და იქიდან ოთხი შეიარაღებული ,,რაინდი" გადმოხდა მამა გამგელებული იცავდა თავის შვილს და არ გაატანა იგი ყაჩაღებს ხმაურზე სოფელი შეიკრიბა როდესაც ყაჩაღებმა დაინახეს გოგო ვერ მიგვყავსო რევოლვერი დააცალეს თეიმურაზ მასხულიას და მოკლეს.დაკრძალვას 3 ათასი კაცი დაესწრო,მოვიდა მთავრობის გამომძიებელი მაგრამ ხალხმა განუცხადა ჩვენ თვითონ გავასამართლებთ ჩვენს უღირს წევრებს თქვენ თავს ნუღარ იწუხებთო. მართლაც ამ უღირს პირების გასამართლება უნდა მოხდეს ექვს ან შვიდს ამ თვეს.

ოან-- ელიძე.

სამხედრო წესების გამო ბაზრობა დაკეტილია ძვ.სენაკში ნოქრებმა ბ.გუბერნატორს თხოვნა გაუგზავნეს და მანაც ნება დართო გამართულიყო ბაზრობა.

ტელეფონი.



თანამედროვე ქვეყანა 1913 წ.N 32

და.ახალ- სენაკი.

მთელი სენაკის მაზრის საექიმო მოთხოვნილებებს აკმაყოფილებს მთავრობის მიერ დანიშნული სამი ექიმი და რამდენიმე ფერშალი: ახალ- სენაკის მაზრაში კი ირიცხება დაახლოვებით 120000 სული,ე.ი. ერთ ექიმზე მოდის 40,000 ადამიანი ამ სამ ექიმსაც არ სცალიათ მუდამ პაციენტებისთვის: სამხედრო ბეგარის მოსახდელად გასაწვევ ახალგაზრდების საექიმო შემოწმება, მოკლულთა შემოწმება პოლიციის მოთხოვნილებით და სხვა. ფორმალიზმის შესრულება დიდი დროს ართმევს მათ,რომ ოდნავ მაინც დაკმაყოფილებულ იქნას მცხოვრებთა საექიმო მოთხოვნილება, საჭიროა გვყავდეს მაზრაში არა ნაკლებ 10-15 ექიმისა. ხალხი უმეტეს შემთხვევაში მიმართავს მარჩიელებს სოფლის ექიმბაშებს და სხვა ბნელ ძალებს.გვინდა მივაქციოთ ყურადღება დ.ახალ- სენაკში დაბინავებულ პატივცემულ ექიმ ვ.ს.ადამიას მოღვაწეობას და იმ აღმაშფოთებელ და ყველასათვის მოულოდნელ ინცინდენტს, რომელიც შეემთხვა მას ამ დღეებში.ექ. ვ.ს. ადამია ათიოდე თვეა, რაც დაბინავდა ახალ- სენაკში დაიმსახურა ხალხის ყურადღება.ასეთ პატიოსან მუშაკს მოსდის ამ დღეებში ვერაგული წერილი,-- ვიღაც უსირცხვილო წინადადებას აძლევს მას დაუყონებლივ დასტოვის ახალ- სენაკის არემარე, რომ აშორდეს განსაცდელს, რომელიც თითქოს უნდა მოელოდეს მას ვიღაც ჯგუფისგან. როგორც დანამდვილებით ვიცით, პირადი მტერი პატივცემულ ექიმს არვინ ყოლია, ხოლო თავხედურ წერილის ბნელი ავტორი უნდა იყოს იაფი საჩივრის მაძიებელი.

საზოგადოება დიდად აღშფოთებულია პატივცემულ ექიმის შეურაცხყოფით.ჩვენ გვაგონდება მოსალოდნელი უბედურება რომელსაც ჰქონდა ადგილი ამას წინეთ ქ. ბათომსა და ამ ბოლო დროს ქ.სოხუმში,და მივაქცევთ ამ გარემოებას საზ.ყურადღებას, რომ დროზე ალაგმონ უტიფარნი.

ძველი ნაცნობი.

N 14

და.ახალ- სენაკი.

ეს თხუთმეტიოდე წელიწადია,რაც აქ შემოიღეს მავნე წესი-- პეტრე -- პავლობის დღის (29 ივნისი) წვეულება-- ქეიფით გადახდა. თითქმის მთელი გუბერნიის ყოველი კუთხიდან, ხალხი აწყდება სენაკს და რამდენიმე დღე ქეიფი და უაზრო დროსტარებაა გაჩაღებული დაბაში. პეტრე პავლობის დღეს უკანასკნელ ღარიბ ოჯახს თუმნობით ეხარჯება.სხვაგან მაგ- გურიაში უკვე ბევრგან მოსპეს ასეთი უაზრო ჩვეულება, ბევრგან ცდილობენ მოსპობას; ასე ხდება იმერეთშიც.

შარშან და იქით წლებში ლექციების კითხვა და წარმოდგენები ეწყობოდა საპეტრე-- პავლობით ახალსენაკში,მაგრამ წრეულს ესეც არ ყოფილა.მოსწავლე ახალგაზრდობა დროით შეუდგა საქმეს და პიესაც მოამზადა წარმოსადგენათ, მაგრამ დახეთ უბედურებას,ვიღაც ჭკვიანს კლუბის სასცენო დარბაზი მთელი ერთი თვით საკინემატოგრაფოდ გაუცია, წარმოდგენა განზრახული იყო ბიბლიოთეკა სამკითხველოს სასარგებლოდ დაედგათ,და ახალგაზრდობა გაკვირვებული და გულნატკენი დარჩა კლუბის გამგეობის მოქმედებით. ნაცვლად ლექცია და წარმოდგენებისა 29 ივნისს, დღის 12 საათიდან ახალ- სენაკში ცხენების დოღი(მარულა) იყო გაჩაღებული და ამ პაპანაქება სიცხეში, წყდებოდა დოღში ჩაბმული უჭკუო ხალხი.

კიდევ კარგი, რომ წ.კ.ს. (წერა კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება. ბ.ხ.)სენაკის განყ. ისარგებლა ახალ- სენაკში ჩამოზღვავებული ხალხით და სეირნობა გამართა ამ სეირნობამ რამდენიმე ასი მანეთის მოგება დაუტოვა გამგეობას.

ნაცნობი.



ივერია 1886 წ. N 78

სოფლებში ხშირად არიან ცოფის აქიმები მაგრამ აბაშის სოფლის მცხოვრების კოსტა თოფურიას სახელი უფრო ყველაზე მეტად განთქმულია: ეს ექიმი ჯერ უსინჯავს ენას სხეულსა და ამით შეატყობს საჭიროა თუარა მისთვის წამლის დალევა. და ძლიერ დაკბენილიც რომ იყოს, თუ კი საჭიროდ არ დაინახავს არ დაალევინებს. თუ სჭირდება ასმევს წამალს მესამედ ღვინოში. ამბობენ ეს წამალი ნახევარი საათის შემდეგ აგრძნობინებს სხეულს რომ საჭირო ყოფილა და მას მართლა ჰქონია გესლი ცოფისა იწმინდება. ძნელი დასაჯერებელია მაგრამ ორ საათში სრულიად იკურნება. ჯანმრთელებმაც დალიეს ეს წამალი მაგრამ ისე შეერგოთ როგორც წმინდა ღვინო და ვერაფერი შეიგრძნეს.15 წლის განმავლობაში ვისაც თოფურიას წამალი უსვია ჯერ არ მომკვდარა არავინ არც კაცი არც ცხოველი.თოფურიას სახელი მთელს საქართველოშია გავარდნილი.

რაც შეეხება მას, რომ გელათის ბერებმა იციანო ცოფის წამალი,როგორც ერთ კორესპონდენტს გამომჟღავნებია გელათში არის ბერი ესტატე გაბელაია -- მეგრელი რომელიც პატარაობაში ცოფიანმა მგელმა დაკბინა,მის მორჩენას კაცი არ ელოდა თოფურია მიეწვიათ და მას მოურჩენია მერე ბერად აღიკვეცა და თოფურიას ამბავი უთქვამს,ეს გაუგია გუბერნატორს ქუთაისში და თოფურია ამ დღეებში დაბარებულია ქუთაისში. თუ როგორ და რა წამლით ექიმობს. თოფურიას გულახდილად უთქვამს თუ როგორ და რისგან ამზადებს წამალს.ახლა სწავლობენ. მისი წამალი 20-- 50 კაპიკამდე ღირს.

ა.ც.



დროება 1883 წ. N 16

ახალ-სენაკი 10 იანვარს ძლივს, ძლივს დაბოლოვდა სამეგრელოს სასულიერო სასწავლებლის საქმე.

,,დროების" მკითხველს ეხსომებათ,თუ რა ბედი ეწია ამ სასწავლებელს,რამდენიმე გზის გადაწვის, აქეთ- იქით თრევის, სამღვდელოებათა შორის უკმაყოფილების და წეწვა -- გლეჯის შემდეგ.დღეს, 10- ს ამ იანვარს დაარსდა საბოლოოდ ეს სასწავლებელი აქ დაბა ახალ- სენაკში მადლობა ღმერთს! 

9- ს ამა თვისა ყოვლად სამღვდელო გაბრიელი ჩამობრძანდა აქ, სენაკს,სადაც დახვდნენ მ.მ. დეპუტატები,მეორე დღეს,10 საათზე დილით, შეუდგნენ საქმეების გარჩევას ყოვლად სამღვდელომ ჩვეულებრივ მჭერმეტყველებით აუხსნა მ.მ. დეპუტატებს,რომ ისინი ცუდად იქცევიან სასწავლებლის შესახებ; სხვათა შორის ბრძანა; ,,სირცხვილია თქვენთვის,რომ მე მოხუცებულს კაცს ამდენს მათრევთ,თქვენც უქმად შრომასა სწევთ და ხარჯსა, გაათავეთ დღესვე ეს საქმე.სასწავლებლის აქედან გადატანაზე ლაპარაკიც არ უნდა იყოს საჭირო,რადგან უმაღლესმა მართველობამ გადასწყვიტა მისი აქ დაარსება თქვენ მხოლოდ შეიწირეთ ფულები და შეუდექით სახლის შენებას.მე ჩემის ჯიბიდგან 1000 მანეთს შეგეწევით, 2000 მანეთს სასწავლებელი მოგცემთ,1500 მანეთს პირობისამებრ აქაურები, სენაკელები შეგეწევათ, 500 მანეთს კიდევ ეკლესიებიდგან და მონასტრებიდან მოგცემთ,ეს სულ 5000 მანეთი,კაი ფულია. სამღვდელოება დათანხმდა სასწავლებლის აქ ( სენაკში) დაარსებაზე და გარეშე ზემოთ თქმულისა კიდევ 15000 მანეთს ითხოვენ საეკლესიო ხაზინიდგან. სასწავლო სახლის აშენება 30000 მანეთი დაჯდა.ასე ამ რიგად გათავდა ჩვენი სასულიერო სასწ. საქმე.

კორტოხა.

დროება 1886 წ. N 87

ახალ- სენაკი, 30 აპრილს მე ჩემის თანამგზავრებით ქუთაისიდგან ორთქლის მატარებელმა ( ეტლმა) ჩამომაქროლა აქ ახალ- სენაკს. გაჩერდა თუ არა ეტლი ყველა კარებიდან შემოცვივდნენ პატარა ბიჭები და ჩვენდა უკითხავად, დაატანეს ხელი ჩვენს ბარგს.

--- სად მიგაქვთ? ვკითხე მე

---- გარეთ გავიტანთ, პარტონი , მეც მათ დავეთანხმე,ბარგი დაალაგეს და ერთ ალაგზე დააწყეს. მე ჩემს ნაცნობებს, რომელნიც აქ დამხვდნენ,ორიოდე სიტყვა უთხარი მერე მოუბრუნდი ჩემს ბარგს და მგზავრებს, რომლებსაც ბუზებივით შემოხვეოდნენ ნაბდიანი და უბანაბდო სოფლის ბიჭები და ეუბნებოდნენ: ,,მე წავიღექ, პარტონი ბარგს!" მე ვიკითხე სასტუმროს ბიჭი რომელიც უცფათ გამოჩნდა და მას ჩავაბარე ბარგი.უთხარი: ეს ბარგი წამოაღებინე და მეც შენთან მოვდივარ მეთქი. სამმა კაცმა აიკიდა ბარგი და თვალის დახამხამებამდის მოგვშორდა. მე გაუძეხი ჩემს ამხანაგებს და წავედით სასტუმროში.

ღამე იყო ერთობ ბნელი: მე ვიცოდი,რომ გზაზე გვქონდა გასასვლელი ერთი თხრილი,რომელზედაც ,, ბეწვის ხიდია გადებული" ამ ხიდზე,ღამით კიარა დღისითაც სჭირს გასვლა. მაგრამ პოლიციას ჯერ ყურადღება არ მიუქცევია,რადგან ამ ,,ომიანობის" დროში მოცლა არა აქვს.ერთი ჩემი ამხანაგი ჩაბრძანდა თხრილში და ფეხიც იტკინა.

ბოლოს მივაგენით სასტუმროს კარებს. სასტუმროში 2 მანეთად დავიქირავე ერთი ოთახი; მოვიძიე ჩემი ბარგი,მაგრამ სრულიად მე ის ვერ ვნახე: ერთი შეკვრა ბარგი ოცდა ათი მანეთის ღირებული არსად იყო.ვეძიე იქით- აქით ჰვკითხე მიმტანს მაგრამ ვერა გავიგე რა, --- ისე დაიკარგა.რადგან აქ მისი მოძებნა ძნელი იყო და არ ღირდა მივანებე.

დილით წაველ სტანციისკენ,არც ფარნებია,არც ხიდი გაუკეთებიათ ისევ ნაბდიანი და უნაბდო სოფლის ბიჭები ყარაულობენ ფოთიდან მომავალ ეტლს,რომ დღესაც ხელები გაითბონ.


დროება 1869 წ.N 30

კორესპონდენცია სამეგრელოდან.

.... სახლს მეგრულად ჰქვია (ყ)უდე რომელიც წარმოსდგება სიტყვიდან საყდარი,ან შესაყუდებელი, ესეიგი თავის შესაფარებელი, საიდანაც ჩემის აზრით წარმოსდგება თვით საყდარიცა,რომელიც უნდა როგორც თვით ეს სახელი გვიჩვენებს,ყოფილიყვეს პირველით საყუდარი და შემდგომ შეცვლილიყვეს საყდრათ.

რაც შეეხება თვით მეგრელების ცხოვრებას,როგორც სჩანს ესენი უფრო უნდა ჰგვანდნენ ძველს ქართველებს,ვიდრე ქართლი და კახეთი.რაც უფრო პატრიარხული ცხოვრებაა და შთენილი ხალხში,იმდენად უფრო მიემსგავსება ეს ხალხი თავის წინაპართა.მეგრელები ვერა თავსდება ან ერთ საზოგადოებაში.მეგრელს არ უყვარს მახლობელი მეზობელი ,მეგრელს უყვარს თარხანი ცხოვრება, ამის გამო მეგრელები დგანან განცალკევებულნი,შორი- შორს ერთმანეთზედ. ყველა მეგრელს რაც უნდა ღარიბი იყვეს, აქვს თავისთვის დიდი ეზო და დგას ტყის სიღრმეში. ქართლ- კახელი კაცი ეტანება საცხოვრებლად მდინარე წყლის პირსა და სცხოვრობენ ერთ შეკრებითა ,მომეტებული ნაწილი ისე ვიწროთა და უსუფთაოდ დგანან,რომ თითქოს ერთმანეთს ზედ ასხედანო; ნეხვი, ნაგავი სულ კარზედ უყრიათ. მეგრელი კი ეტანება ტყესა,მდინარე წყალს ის ყურს არ უგდებს,ისა სდგას თარხანათა და იმის მარ მიდამოზედ ნეხვსა და ნაგავს ვერა ჰპოვით.მეგრელის ეზოში რომ შეხვალ გული გაგეხსნება ; დიდი და სუფთა და ზამთარ ზაფხულ მწვანეთ ხავერდივით გაბიბინებულია. შეხვალ ქართლ-- კახელი კაცის ეზოში და გეცემა წუმპისა და ნეხვის სუნი.

საკვირველად უყვარს მეგრელს ტყე და მყუდროება. მეგრელს რომ უნდა სადმე დასახლება,ის სულ ისეთს ადგილს ეძებს,სადაც უფრო ყრუ და დიდი დაბურული ტყეა გარშემო რომ სულ მინდორი იყვეს.

მეგრელი დასახლდება ყრუ ტყეში და დაიწყებს ტყის ჩეხას სახნავათა. აქცევს ახოთ მრავალ ადგილებსა და ჰხნავს, სადაც სთესავს სიმინდს,ღომს, ზოგჯერ ბამბას და სხვა. 

მეგრელი ერთსა და იმავე მიწაში თავის დღეში არ დასთესს ზედიზედ ერთსა და იმავე თესლსა; ერთ წელიწადს ერთ მიწაში რომ დასთეს სიმინდს მეორე წელს დასთეს შვრიას ჭვავის ან ღომს.

მეგრელის სახლი განცალკევებულად დგას სხვებისგან შორს და ხშირად ეზოში ან ეზოსთან ახლომახლო ჩამოუდის წყურგილე(წყარო)..როდესაც ყველანაირად თესლს გააღვიძებს მიწაში მეგრელი სხვა ალაგას გაამზადებს სახნავ მიწას.

ანტ.ფურცელაძე



დროება 1885 წ. N 132

საჭილავო( ილორის საზოგადოება) ივნისის 12 ს.

ილორის საზოგადოება მდებარეობს სენაკის მაზრაში ცხენის წყლის მარცხენა ნაპირზედ და შესდგება შემდეგი სოფლებიდან: თვით ილორი, ნაფალაური, ნაჩხეტაური და სანავარდო. ყველა ამ სოფლებში სამას- ორმოც კომლამდი ითვლება ილორის საზოგადოებაში სულ იმერლობა არის, ქართულად ლაპარაკობენ ეს სოფლები მხოლოდ იმისთვის ჩაურიცხავთ სენაკის მაზრაში , ესეიგი მეგრელების სოფელთა რიცხვში,რომ მთავრის დადიანის სამფლობელო ყოფილა.

1884 წ. აქ გაიხსნა სკოლა.

დროება 1870 წ. N 93

თითქმის ორი თვე სრულდება რაც სამეგრელოს ქალაქებში ხოლვერა გაჩნდა და დღეის აქამდინ ხან გაძლიერდება და ხან თვალად სულ გაქრება.სენაკში ძრიელ არის, რადგანაც ამ ქალაქში უფრო ცუდი ჰაერი და უწმინურებაა, ზოგიერთს აქაურს სოფლებშიც გაჩნდა,მაგრამ სოფელში ისე ვერ უჩინა თავი როგორც ზემოთხსენებულ ქალაქში.

ახლა აქაურ სოფლებში გაჩნდა კისერა,,აი, როგორი ავადმყოფობა არის კისერა; ჯერ ყარყატოსთან ტყავს შიგნით გაჩნდება პატარა მუწუკი; ეს მუწუკი თანდათან გასივდება და კაცს ლუკმის ყლაპვას უშლის და ბოლოს ისე გაუსივდება გარედგან და შიგნიდან,რომ წყლის ყლაპვასა და სულის ბრუნებას დაუშლის და გარედგან მხრიდან ყურამდის გასივდება ცალ მხარეს და თავის მოტრიალებას და მოძრაობას დაუშლის. ვინც ამას არ გაუფრთხილდება კიდეც მოკვდება.კისერა გადამდები ავადმყოფობა არის და მართლაც ბევრი იხოცება ამ ავადმყოფობიდან.

დავით ბარნაბიშვილი.



საქართველო 1915 წ. N 4

სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატად ნამყოფს ე.გეგეჭკორს შემდეგი ამბავი მიუღია ახალ-სენაკიდან. ჩამოვედით აქ დამშეულები და მივმართეთ იჯარადარს ქავთარაძეს სიმინდი ეშოვნა ჩვენთვის რაც აქ სიმინდი იშოვებოდა,400 ფუთამდე დაურიგა უკიდურესობამდე გაჭირვებულებს დაუყონებლივ გვიშველეთ, ვიხოცებით შიმშილით. მოვიდეს დეპუტატი ჩხენკელი და გაიგოს --რა მდგომარეობაში ვართ და რა მოგველის.

.N 30

ახალ-სენაკი ქართველთა საქველმოქმედო საზოგადოების ქუთაისის განყოფილებამ ზუგდიდის და სენაკის მაზრის დამშეულთათვის დასარიგებლად ორი ვაგონი სიმინდი გამოუგზავნა.წინდაწინ აღნიშნულ სიების მიხედვით 22 ივნისს სიმინდი მცხოვრებლებს შორის განაწილდა.

ახალსენაკის ინტელიგენციის კრებაზე გადაწყდა დაარსდეს დრამატული საზოგადოება.შეიმუშავეს წესდება და ამ დღეებში დასამტკიცებლად გუბერნატორს წარედგინება.

აქაურ მცხოვრებთა შორის წელს ძალიან ნაკლებად დაიჭირა პარკის ჭია. ფუთი პარკი თერთმეტი მანეთიდან თოთხმეტ მანეთამდე იყიდება.

N 74

მეოთხე რაიონის სამეგრელოს სახალხო სკოლების ინსპექტორად დაინიშნა ბანი სტეფანე დავითის ძე გაგუა.

N 123

ძარცვა. სენაკიდან 8 ვერსის მოშორებით 25 ყაჩაღმა დილიჟანსი გაძარცვეს წაიღეს 4, 000 მანეთის საქონელი.

N 124

ნოქალაქეველებმა დაადგინეს უმაღლეს პირველი დაწყებითი სკოლის გახსნა.

N140

12 გიორგობისთვე

გადაწყდა,რომ დაბა ახალ სენაკი ქალაქად გადააკეთონ.

ქალაქის თავად ეხლავე ვინმე ლევაშოვს ასახელებენ. სანოვაგის მხრივ სენაკი გვარიანი პირობებშია,მან ადრევე მოახერხა რკინის გზით სიმინდის და პურის შემოტანა 

აქ უნდა გაიხსნას ფოსტის განყოფილება,რომლისთვის ორსართულიანი ქვის შენობა უკვე მზათ არის.



საქართველო 1916 წ. N 113

ახალ-სენაკი

მარო მდივანის გასტროლი ,,სოფლის გმირები" პ.ირეთელისა.

თეატრალური საქმე დაბაში თანდათან ვითარდება დღემდე სენაკის საზოგადოებაში კომედიებს მეტი გასავალი ჰქონდა .კომედიები მეტ ხალხს იზიდავდა. სცენის მოყვარულებიც დრამასთან ერთად კომედიებსაც სდგამდნენ ეს იყო წინეთ ამ მოვლენამ თვისი დრო მოჭამა.

საბედნიეროდ ქართველებს დრამატურგები გვყავს ორიგინალური პიესებიც ბლომად გვაქვს.

30 ივლისს, ახალ თეატრში მარო მდივნის მონაწილეობით წარმოდგენილი იქნა პ.ირეთელის ,,სოფლის გმირები" დრამა 4 მოქმედებად.

უპირველეს ყოვლისა მინდა ავღნიშნო მსახიობი ქალი მარო მდივანი. ,,სოფლის გმირებში" მარო მდივანი ანიკოს როლს ასრულებდა. ეს მსახიობი ამ როლს საუკეთესო ამსრულებლად ითვლება.მთელი ოთხი მოქმედების განმავლობაში სცენა სუსტად იყო გაჩაღებული, თითქმის უკანა რიგიდან სახის გარჩევა ძნელი იყო,გარდა ამისა მოქმედების დროს უადგილო სიცილი, ხმაურობა,სიარული, ჩურჩული ხელს უშლიდა წარმოდგენას ბ. თებზაია სპ.მცირიშვილის როლს ასრულებდა, ამ სცენის მოყვარის ყურადღება მინდა მივაქციო დიქციას,რომელიც არა სასიამოდ მოქმედებს მაყურებელის სმენაზე.

ტ.მკლავაძის როლში ბ-ნი. ა. ხორავა მოგვევლინა ჩვენ გვწამს : ბ-ნი ხორავა უკეთესი ტარიელი იქნებოდა,რომ მუდმივი თანმხლებელნი ტარიელისა თავის ადგილას ყოფილიყვნენ.

ნამდვილი ირაკლი ბექნიაშვილი იყო ბ-ნი. ე. ჯაკობია. მეტად ენერგიული სცენის მოყვარეა ბ-ნი. ჭეიშვილი და ნაკისრ როლებს ყოველთვის ღირსეულად ასრულებს ამ პიესაში ზურაბ ფინთიხაძის და მედუქნის როლებში მან დაუმტკიცა საზოგადოებას,რომ მას სცენაზე მუშაობა შეუძლია და ნიჭიც აქვს.

კარგები იყვნენ ბ-ნი. გურესიძე( მამასახლისი) და ბ-ნი. ხოფერია ( გლეხი) დანარჩენი მონაწილენი სურათის მთლიანობის დაცვას ხელს არ უშლიდნენ ხალხი საკმაოდ დაესწრო მსახიობ ქალს ყვავილები მიართვეს.

ფრანც მოირი.



ივერია 1902 წ. N 75

ძველი სენაკის მეაბრეშუმეთა სამრეწველო ამხანაგობა ,,შუამავალი" დაარსებულია 1897 წ.

ამხანაგობა ჰყავს 260 წევრი. საქველმოქმედო საქმიანობის ამხანაგობამ 500 მანეთამდე ფული აქვს 

აირჩა ახალი ამხანაგობა ამხ. გამგეობაში არჩეულ იქნა ა.ს.წითლიძე, მოლარედ თავ. ლ.ჩიჩუა,მდივნად პ.ე. ლორთქიფანიძე,წევრებად ს ი. ენუქიძე და ბ.გ. ბერიძე.სარევიზიო კომისიის წევრებად თავ. ოტია დადიანი, თავ. გიორგი ჩიჩუა, და ბლაღოჩინი- მღვდელი მამა ა. კალანდარიშვილი.

25 მარტს აქ სათავად-აზნაურო სკოლის დარბაზში მასწავლებელთა თაოსნობით გაიმართა წარმოდგენა ვ.ა. აბაშიძის 25 წ. სამშობლო სცენაზე მოღვაწეობის პატივსაცემად წარმოადგინეს სამი პიესა ,, იჭვიანი" ,,ადვოკატი მელაძე" და ,,ადამ და ევა" წარმოდგენას დიდძალი ხალხი დაესწრო, რადგან ამ დღეს აქ ბაზრობა იყო წარმოდგენის წინ მარ. ჯანაშიამ მოკლე სიტყვა სთქვა. თამაშობდნენ სცენის მოყვარულნი ლაჩხუთიდან მოწვეული ბ.უროტაძე, ბ.ჩხარტიშვილი და ქ- ნი. ჩხარტიშვილი და ადგილობრივნი პ.ლორთქიფანიძე, ო.ლორთქიფანიძე.პ.და ს. დანი სალაყაიები, ბ.პ. წუწაძემ დიდად ასიამოვნა საზოგადოება გურულის სცენის წაკითხვით.

წმიდა შემოსავალი 45 მანეთამდე დარჩა ლორთქიფანიძეს განზრახული აქვს გადასცეს აბაშიძის სახელით ადგ. საქალებო სამრევლო სკოლას.

პ.ლ--ძე

დროება 1882 წ.N 180

სამეგრელოს სასულიერო სასწავლებელი.

ეს ათი წელიწადია რაც რყევა მიეცა პირველად სამეგრელოს სასულიერო სასწავლებელს ბევრი იწვალა სამღვდელოებამ და მთავრობამაც რომ ის სამუდამოდ დაებინავებინათ სადმე, მარტვილში შენობის დაწვის შემდეგ სამღვდელოებას ეკითხა სად უფრო სასარგებლო იყო მისთვის სასწავლებელის გარდატანა მათ შორის დაუბინავებელი უთანხმოება ასტყდა; ზუგდიდის მაზრის სამღვდელოება ეზიდებოდა სასწავლებელს ზუგდიდში; სენაკის მაზრის კი სენაკში; და სულ მცირედი ნაწილი,ლეჩხუმით, სტოვებდა მას მარტვილში.

გაზაფხულში მართლა მთავრობამ მოიწვია სამღვდელოება ახალ-სენაკში ამ სასწავლებლის საქმეთა გამო.მათ აქ ეკითხებიან თუ სად სურთ დააფუძნონ სასწავლებელი, მათ მოითხოვეს აღეშენებიათ სამუდამო სახლი სენაკში,რადგან უწმინდეს სინოდს, გარდაუწყვერია, რომ ეს სასწავლებელი დარჩენილიყო სამუდამოდ ახალ- სენაკში, ეს განკარგულება უწმინდესის სინოდისა დიდად ეუცხოვა სამეგრელოს სამღვდელოებას,რადგანაც არც ერთს მის კრებაში არ გარდაუწყვეტიათ ხმის უმრავლესობით სასწავლებლის სენაკში დაფუძნება.ეხლა სექტემბრის პირველს რიცხვებში დანიშნულია ხელ ახლა ეს მეორე კრება.ჩვენ როგორც სამეგრელოს სამღვდელოება ამ გვარი მთავრობის გარდაწყვეტილებაზედ, სამღვდელოება არასოდეს არ გარდაუწყვეტიათ სენაკს სასწავლებლის გადატანა და უწმინდესის სინოდის გადაწყვეტილება დაფუძნებული ცუდად შემდგარ მოხსენებაზედ ბევრი თქმულა და ამ გაზეთებში დაბეჭდილა,რომ სასწავლებელი შეუძლებელია იმისთანა ადგილში საცა არც საკმაო სახლებია შაგირდების საცხოვრებლად, არც წყალი,არც ჰავა სასარგებლო, საცა გახშივებულია ციება, არის სიძვირე ხორაგეულისა და ბევრის მხრით საშიშია რკინის გზის სტანციის სიახლოვე. მას აქეთ,რაც სამეგრელო სასწავლებლის მაზრას ჩამოაცილეს ლეჩხუმი და მიუმატეს, დასავლეთით სამურზაყანო,სენაკი არ არის სამეგრელოს საშუალო ადგილი.

იმედი გვაქვს, რომ მთავრობა პატივს დასდევს სამღვდოებას კანონიერ სურვილს და ეს საქმე დაბოლოვდება მომავალ სექტემბრის კრებაში, და სასწავლებელი სამღვდელოების სურვილს თანახმად გადავა ზუგდიდში. მხოლოდ მაშინ შეიძლება ამ გაუთავებელი საქმის გათავება 

ბლაღოჩინი მღვდელი

ნესტორ ალშიბაია.


26 ნოემბერი, 2021

სენაკის აღმოსავლეთით,ტეხურის ნაპირებს გასდევს უნაგირას მთა,რომელიც მდინარეების ტეხურისა და აბაშის წყალგამყოფია.მისი სიგრძე 45 კმ-ია.სოფელ ნოქალაქევთან ტეხურის ვიწროები მას შუაზე ჭრის. ტეხურის ქვემო წელში ის მდინარის მარჯვენა მხარეს მდებარეობს,ხოლო მდინარის შუა წელში --- მარცხენა მხარეს. უნაგირას სერის თხემზე ალაგ-- ალაგ ჩადაბლებებია,უნაგირები,,რომლებიც მას მაღლობებად ,ბორცვიან სერებად და მაღალ მთებად ჰყოფენ.მათგან აღსანიშნავია : ეკის მთა ( 467 მ),დადიანის ტახტს (349 მ),ნაქალაქევის მთა (395 მ) აბედათის მთა ( 624 მ) უნაგირას სერის სამხრეთ დაბოლოებაზე,შხეფის მთის თხემზე აღმართულია ციხე სიმაგრე,რომელიც სამეგრელოს დაბლობს გადაჰყურებს და მეტად მოხერხებული მდებარეობა უკავია. ვახუშტი ბატონიშვილი მის შესახებ წერს: ,,უნაგირას მთის ძირზედ და ტეხურის დასავლის კიდეზედ,არს შხეთს ციხე დიდნაშენი და სასახლე დადიანისა" შხეფის ციხე აგებულია 4 საუკუნეში,შემდეგ იგი მნიშვნელოვნად გაუფართოებიათ. თავდაპირველად ციხე ეგრისის სამეფოს თავდაცვის საერთო სისტემაში შედიოდა მეთექვსმეტე - მეცხრამეტე საუკუნეებში იგი დადიანთა სამთავრობო სახლის ერთ- ერთი რეზიდენცია იყო.


საქართველო 1916 წ.N 167. 28 მკათათვე.

ახალ-- სენაკში თეატრის გახსნა

კვირას 24 მკათათვეს ახალსენაკში გაიხსნა ახლად აშენებული სათეატრო ორსართულიანი (ორ იარუსიანი) დარბაზი შესაფერი სცენითურთ, თეატრი აშენებულია ძმათა სანიკიათაგან.(სანიკიძეთა მიერ.ბ.ხ.)კვირა დილით უნდა მომხდარიყო თეატრის შენობის კურთხევა შესაფერისი ზეიმით,მაგრამ საქმის გამგეთა უნებურათ კურთხევა ვერ მოხდა.

ამ დღისთვის თბილისიდან საგანგებოდ მოწვეული იყო ჩვენი დამსახურებული არტისტი და საზოგადო მოღვაწე ვალერიან გუნია, რომელიც მონაწილეობას ღებულობდა შიუკაშვილის ,,მეგობრობაში" არჩილ ლომოურის როლში.

საღამოს თეატრს აუარებელი ხალხი დაესწრო წარმოდგენამ ჩინებულად ჩაიარა. თამაშობდნენ სცენის მოყვარულნი --- უნივერსიტეტის ახალგაზრდობა და ადგილობრივი ინტელიგენცია--მასწავლებლები.პიესა კარგად მოემზადებინათ და საზოგადოება კმაყოფილი დარჩა 

ახალ- სენაკში თეატრის საქმეს განაგებს ადგილობრივი დრამატული საზოგადოება, რომლის სათავეში სდგას სამოელ კეკელია, რომელმაც დიდი სიყვარული და ფხა გამოიჩინა ამ საკულტურო საქმის მოწყობაში. გამგე კომიტეტში მონაწილეობას ღებულობენ ყველა ჩვენი პარტიების წარმომადგენელნი და წარმოდგენის შემდეგ ვ.გუნიას გაუმართეს საზეიმო ვახშამი,რომელსაც მრავლი ხალხი დაესწრო და ბევრი საზეიმო სიტყვა და სურვილი წარმოითქვა.

ფრიად სასიამოვნოა აღნიშვნა იმ გარემოებისა,რომ ახალ- სენაკის ინტელიგენცია მეტად ფხიზელი და საზოგადო ინტერესებით არს გამსჭვალული. იგი შეგნებით მუშაობს და სწორედ ამ მუშაობას უნდა მიეწეროს ის გარემოება, რომ ახალ- სენაკი დარბევას გადარჩა,მაშინ როდესაც მრავალი ახლო- მახლო დაბა- სოფლები სულ ერთიანად დარბეული და დანგრეულია.

მგზავრი.

N 108

სენაკი.

მაისი 13,შაბათს ძმ. სანიკიძეების თეატრში ფოთის ქართული სექციის მიერ წარმოდგენილ იქმნა ,,დღევანდელი გმირები" დრამა 4 მოქმედებად(ამ დროის გმირები ბაქრაძისა)როგორც დრამატული ნაწარმოები პიესა სუსტია,მაგრამ პიესაში არის ადგილები რომლებიც ძლიერ შთაბეჭდილებას ჰქმნიან.

საზოგადოების ყურადღება მიიქცია ახალგაზრდა სცენის მოყვარე ქალმა ქ- ნ. ნორაკიძის ასულმა ნინოს როლში, თუმცა მესამე მოქმედებაში სუსტობდა. პიესას რეჟისორობდა მსახიობი ხაძანიშვილი.(ან ხაბაზიშვილი) საზოგადოება ნაკლებად დაესწრო.

კვირას მაისის 14, გაიმართა კონცერტი როინიშვილის მეთაურობით. არ ვიცი,თუ კიდევ ამაზე მეტად შეიძლება საზოგადოების აბუჩად აგდება, როგორც ამას ბ- ნი როინიშვილი სჩადის, შეიძლება ბ-ნი როინიშვილი ევროპიულ ცეკვის კარგი მასწავლებელი იყოს, მაგრამ როგორც მომღერალი ის ყოველგვარ ღირებულებას მოკლებულია.მას საკონცერტო ხმა სრულებით არა აქვს. რა გამბედაობა უნდა ჰქონდეს კაცს, რომ ასეთი ხმით ცნობილი ოპერებიდან საუკეთესო არიების აღმსრულებლად მოევლინო საზოგადოებას , კონცერტს საზოგადოება ცოტა დაესწრო.

ასეთი მოვლენები ხშირია დ.ახალ- სენაკში და იმედია სენაკელები ამას ყურადღებას მიაქცევენ.

ფ.მ.



დროება 1874 წ. N 408

ს.ჭალადიდი. 7 იანვარი

რამდენიმე წლის წინათ,სანამდის დამბას გააკეთებდნენ რიონის და ცივის პირათ,საშინელ მდგომარეობაში იყო ს.ჭალადიდი. თითქმის ყოველ წელიწადს არა ერთხელ გარდმოვლინდნენ ზემოთ ხსენებული მდინარენი; მთელ სოფელში არ დარჩებოდა ისეთი ადგილი,რომ წყალი არ ყოფილიყო: სახლები,პირუტყვის საწყვდევებში სულ წყალით აივსებოდნენ. საწყალ გლეხებს თავის ცოლ -- შვილი მაღლა სხვენზედ მიჰყავდათ და იქ იფარვიდნენ თავს რამდენინე დღე და ღამე,სანამ წყალი არ დაიკლებდა. ბატი,ქათამი ღორი და სხვა,თუ პატრონი ვერ მოასწრებდა რაიმე საშველს, მიჰქონდა წყალს და იხრჩობოდნენ. მცხოვრებლები ერთი სახლიდამ მეორეში ნავით დადიოდნენ. ერთხელ,მახსოვს მე თვითონ წავედი ნავით სამზარეულო სახლში,თავისუფლად შევიყვანე კარებში ნავი და სახლში შევედი.მზარეულს ცეცხლი ენთო მიწა დაყრილ და მაღლა სვეტებზედ გაჩერებულ ჩელტზედ.სადაც დღე და ღამე მოუცილებლად რჩებოდა თავის მასალებით და ხელ- ჭურჭელით.წყლობის შემდეგ კიდევ უარესი სანახავი იყო ჭალადიდი:რიონი და ცივი ხშირათ დასტოვებდნენ მოტანილ მძოვრს, ტბებს. ესენი მცხუნვარე მზისგან ჰსცემდნენ საშინელს და საწამლავ სუნს. აქედამ წარმოსდგებოდა ცივება,ცხელება და სხვა ათას ნაირი სნეულება, არა თუ კაცის არამედ პირუტყვისაც.

ამ საშინელის მდგომარეობიდამ გამოსრულს სოფელს ისევ მოელის უწინდელი მისი ბედი; რიონმა რამოდენიმე ადგილას მოგლიჯა დამბა და როგორც უწინ ისევ თავისუფლად აპირებს გადმოსვლას, პირველ მომატებისთანავე.

ნინო ჟვანიას ასული.

N 424

მე დარწმუნებული ვარ, რომ უმეტეს ნაწილს ჩვენი მკითხველებისა არ ეცოდინება, რა არის სუჯუნა.ეს ერთი პატარა დაბაა, რომელიც მდებარეობს თოთხმეტ თუ თხუთმეტ ვერსზედ ახალი სენაკიდან აღმოსავლეთ- სამხრეთით. აქ სამოცდა ათი( არც ნაკლები და არც მეტი) დუქანია და ერთი სახალხო შკოლაც არის. აი სუჯუნა ეს გახლავთ.

ახლა მსურს გავაცნო ჩემი მკითხველ მსმენელი იმ მშვენიერ და მოსაწონ ამბავს,რომელიც იყო სუჯუნას 23 აპრილს.აქ გამოჩნდა ერთი კეთილის მოყვარე კაცი რომელმაც განიძრახა აქ თეატრალური წარმოდგენის გაწყობა აქაური სახალხო შკოლის სასარგებლოთ. ეს კაცი არის უფ. ალექსანდრე ფილიპეს ძე იოსელიანი. ეს განძრახვა კეთილათ აუსრულდა უფ. იოსელიანს.ამ საქმეში დიდი დახმარება გამოიჩინა უფ.დ. იოსელიანმაც.

გათავდა რვა საათი, შეიკრიბა მაყურებელები და დაიწყო მოქმედება. ამ ღამეს ორ კომედიას ადგენდნენ: ,,ბედნიერს ქორწილს" ცხვედაძის თხზულებას და ,,ქმრები გავაბათ მახეში" მეიფარიანისა.

თეატრის სახლი,რომელსაც სამოცი საჟენი ირგვლივ ქონდა, ისე იყო გატენილი ხალხით, რომ სიმრავლის გამო დაჯდომას ვერ ახერხებდნენ; ამას გარდა მეორე დღისთვისაც მოითხოვეს წარმოდგენა,მაგრამ სხვადასხვა მიზეზების გამო ვერ მოხერხდა.

ანთიმოზი.


ივერია 1895 წ. N 148

ს. ქვემო- თეკლათი.თუ ღმერთმა მოგვხედა და ამინდებმაც ხელი მოგვიმართა მაშინ ვგონებ მოსავალი ბლომად მოგვივიდეს.დღიური მუშა კაცი ნამეტანი ძვირია, ასე რომ დღეში - 70-80 კაპ. ნაკლებად არ მუშაობენ.სხვაფრივ აქეთ მშვიდობაა.

N 149

ს.ისულა.

ერთი თვეა რაც აქ ყვავილი გაჩნდა სამწუხაროდ, ამ სენმა ორი თუ სამი ადამიანი უკვე გაისტუმრა საიქიოსკენ. 

ივნისის 10-11 მდინარე ტეხური ისე ადიდდა,რომ კალაპოტში ვერ დაეტია გადავიდა და სანაპიროზე ამოსული ჯეჯილი სულ წალეკა და შავი ზღვისკენ წაიღო.აგრეთვე დიდად აზარალა სოფ. ნატოჩაო აქ მთელი საბალახო მიწა ჩამოანგრია. ამ მდინარემ პირი შუა სოფლისკენ გაიკეთა და ადვილი შესაძლებელია სოფლისკენ ქნას პირი. აი მაშინ იქნება ღვთის რისხვა! ეს რომ ასე იქნება ამას ეჭვი არ უნდა.მხოლოდ საჭიროა ეხლავე როგორმე მდინარე აიცილონ,თორემ მერმე გვიან-ღა იქნება.

ტ.კა-ლ

11 ივლისი 1895 წ.

N 159

ახალ- სენაკი.

არა ერთხელ ყოფილა ,,ივერიაში" გამოცხადებული ახალსა და ძველ სენაკში შუა შარა გზები გაფუჭებულიაო, მაგრამ ყურადღება - კი არავის მიუქცევია.დღესაც ეს გზა ისეა გაფუჭებული რომ მასზედ სიარული ძალიან გასაჭირია, ერთმა აქაურმა მცხოვრებმა თ. ფ. მოსიძემ ამ გზას განით ქვითკირის კედელი გაუკეთა( სახლი სენაკიდან ნახევარი ვერსის მანძილზეა) თავისდა სასარგებლოდ .რადგან ამ გზას ჩრდილოეთისკენ ღელე მიუდის: როცა ეს ღელე ადიდდება,ეცემა პირდაპირ ქვითკირის კედელს და რა რომ ვერ გადავა იქითკენ,მერმე პირდაპირი გზით გზაზე გადმოდის და აფუჭებს.სხვაფრივ მშვიდობაა სენაკში.

ტელეფონი.

2 აგვისტო 1895 წ.



ივერია 1895 წ. N 151

დაბა ახალ-სენაკი.11 ივლისი 

ამ ჟამად სენაკელების ერთადერთი დღიური ვარამი და საჭირ- ბოროტო საქმე გახლავთ სასწორი (საყანთრო) რომელმაც აქაურების დიდი ყურადღება მიიზიდა. საქმე იმაშია,ბატონებო, რომ სენაკში ,,საყანთრო" აშენებულია იმ დროსა,როდესაც აქ პირველად დაუწყიათ დუქნებისა და შენობების აგება .მას შემდეგ რასაკვირველია დაბამ ერთი- ასად იმატა, როგორც დუქნებისა რიცხვით, აგრეთვე მცხოვრებლებითაც. ამიტომ დღეს უნდათ ხსენებული საყანთრო შუა გულ ქალაქის ადგილში დადგან.ატყდა ქიშპობა ატყდა მედგარი,ბრძოლა სასტიკი ბრძოლა ,თვითარსებობისთვის" სენაკი ორ დარად გაიყო,ამათ ერთს უნდა ახალს ადგილზედ გადაიტანოს საყანთრო (შუა ქალაქში)ზოგს ისევ ის ძველი ადგილი,სადაც ახლა არის. ამიტომაც თხოვნას თხოვნა მოსდევდა ბ.გუბერნატორთან ასე და ამგვარად აირია მონასტერი.გუბერნატორმა ეს საქმე ადგილობრივ მაზრის უფროსს ბ-ნ. ი.ქ.ქავთარაძეს მიანდო გასარჩევად.ბ-ნ მაზრის უფროსმა უარი განაცხადა რათა მასში მომხრეებს ეჭვი არ შეეტანათ ამიტომ მაზრის უფროსი სთხოვდა გუბერნატორს ,იქიდან საგანგებოდ კერძო პირი გამოეგზავნა ამ საქმის გასარჩევად . ბ.გუბერნატორმა გამოგზავნა გუბერნიის კანცელარიის უფროსი მმართველი ბ.მალევსკი.რომელიც მოვიდა სენაკში 24 ივნისს, 25 ში დაათვალიერა ჯერ ახალ- სენაკის ადგილ- მდებარეობა,შემდეგ ინახულა ძველი და ახალი ადგილი ,,საყანთროსი" გასინჯა იგი კარგად და მოახდინა საზოგადო. კრება,ვინც კი მონაწილეობას იღებდა ამ საქმეში.შემდეგ ამისა შეკრიბა ყოველივე ცნობა შემდგარ კომისიებისაგან და გაემგზავრა ქუთაისში. ახლა კი აქაურები დღე-დღეზედ მოელიან საყანთროს შესახებ გადაწყვეტილებას და იმას, თუ რომელ ,,პარტიას" გაუღიმებს ბედი და ვის დარჩება გამარჯვების ბურთი და მოედანი.ჩვენდა სამწუხაროდ,თითოეული ,,პარტია" ხელმძღვანელობს ამ საქმეში პირადი (კერძო) და არა საზოგადო ინტერესებით.

ტრიფონ კალანდარიშვილი.

N 158

სენაკი. დღეს,24 ივლისს,მიაბარეს საფლავს თავ. დ.ე. დადიანი. დიდძალი ხალხი დაესწრო უდროოდ გარდაცვალებულს პატიოსანის მშრომელის დასაფლავებას.ქუთაისიდგან,ფოთიდგან და ბათუმიდგან რამდენიმე დეპუტატები და გვირგვინები იყო გამოგზავნილი.მნახველები პირველად დ.. დადიანის მამულით გაოცებულნი იყვნენ,რამდენი უმუშავნია და რა რიგ კარგად მოუწყვია განსვენებულს თავისი მამული: მშვენიერი სახლ- კარი,ბაღი, ვენახი, გაკაფული ტყე,არხები დასაფლავების დროს სიტყვა წარმოთქვა, განსვენებულის მოღვაწეობაზე თავ.ნ.ტ. დადიანმა.

ა---ძე



შხეფი.( სენაკის მაზრა) ამ სოფლის თემობამ,რომელიც აღდგომის მეთხუთმეტე დღეს იცის წელს ბევრი მლოცველები მიიზიდა.

ახალ-სენაკი. 4 მაისს ახალ სენაკში საცეკვაო საღამო იყო გამართული,საქველმოქმედო.

ქ.ფოთიდგან საგანგებოდ მოწვეული მუსიკა უკრავდა.

აბაშის სკოლის ხელმძღვანელად დაინიშნა კ.სალაყაია.

კორესპ. ანდრო კორინთელი.

გაზ.ივერია 1895 წ. N 128. გვ.6

სენაკის საზოგადოება ნაკითხია,ვაჭრები კითხულობენ ,,ივერიას" ან ,,კვალს" სოფლებში რომ მიბრძანდეთ და ერთ- ერთს მუშას ჰკითხოთ რაიმე წიგნის შესახებ ისე მშვენივრად ჩამოგიყვებიან ჩვენის მწერლების ნაწერების შინაარს,რომ გაჰკვირდებით.

გოჩა.

გაზ.ივერიაბN 75 1895 წ.

სოფ.შხეფი.(სენაკის მაზრა) ეს ერთი თვეა,რაც აქ ერთი უცნაური ავადმყოფობა ემართება კაცს.ეს შენი ადამიანს პირში უჩნდება,როგორც საქონელს თურქული და საჭმლის ჭამას უძნელებს. ზოგიერთს პირი-- სახეს უსივებს,ზოგს ღრძილები და ყელი უსივდება. ჯერჯერობით ამ სენს არვინ არ უმსხვერპლია. აქაურებმა ამ სენს კაცის თურქულეს ეძახიან.

ივერიაN 96 1895 წ.

ახალ- სენაკი: 21 აპრილს კვირას, აქ ბ-ნ. მ. დიდებულიძის თაოსნობით სალიტერატურო საღამო იქმნა გამართული უფასოდ. ამ საღამოზე დამსწრეთ ბუნდოვანი სურათებიც უჩვენეს, რამაც დიად ასიამოვნა ყველანი. განსაკუთრებით კი ბავშვები.ამ სურათების გამართვაში დაეხმარა სამეგრელოს სასულიერო სასწ. მასწ. ს. მატარაძე. უფასო იყო საღამო.



გაზ.ივერია 1896 წ. N 36 

ს.მარტვილი(სენაკის მაზრა) დიდის თოვლის გამო ჩვენ მხოლოდ 2 თებერვალს შევიტყვეთ,რომ საქართველოს საუკეთესო მწყემსმთავარი იმერეთის ეპისკოპოსი გაბრიელი გარდაცვლილა, მეორე დღეს ბლაღოჩინმა მღვდელმა კაპიტონ გაწერელიამ გადაიხადა პანაშვიდი განსვენებულის სულის მოსახსენებლად.

ასევე თეკლათის ზემო და ქვემო ტაძრებში გადაიხადეს პანაშვიდი.

.ივერია 1895 წ. N 47

ადრე ვწერდით ახალსენაკში საყანთროს გადატანის თაობაზედ.საყანთრო გადატანილი იქნას ახალ ადგილზედ. იანვრის პირველ რიცხვებში იჯარით გაიცა ახლის საყანთროს აშენება მაგრამ ორი თვე სრულდება რაც ძველი დაანგრიეს ახალი კი არ აშენებულა 

ტრიფონ კალანდარიშვილი.

ივერია N 55.1895 წ.

წარსულ იანვარს გადაწყდა ბედი ქართულ წიგნთ- საცავი- სამკითხველოსი რომლის შესახებ კარგად ხანია აღძრული იყო საქმს,ამ საქმეს თანაგრძნობა გამოუცხადა პატ. ლუბოვ გიორგის ასულმა გაწერელიამ და ამის მოწოდებით სამკითხველოს დაარსება სცნეს საჭიროდ.

ამთავითვე, დიდ მადლობას ვუცხადებთ ,,მეურნის" გაზეთის რედაქტორს,ბ-ნ ილია ჭყონიას და ფოთის ქალაქის მცხოვრებს მიტროფანე ივანეს ძე გეგეჭკორს, პირველმა 1 წლით მუქთად დაუთმო სამკითხველო თავისი გამოცემა ,,მეურნე" ხოლო უკანასკნელმა თვის საფასით გაზეთი ,,კვალი" გამოუწერა.

გ-გი-გ-ი

5 მარტი 1896 წ.სოფ.მარტვილი.

ივერია 1895 წ. N 121

თავად აზნაურობის მაძიებელი ზოგმა 5 წელი გავიდა ძველ საბუთებს და სიგელს აფრიალებენ.

(საქართველოს სამეფოს გაუქმების შემდეგ,რუსეთის ხელმწიფისთვის ყოველ ათ წელიწადში უნდა წარედგინათ სია და საბუთები თავად აზნაურობის დასამტკიცებლად შემდეგ ეს ათი წელი თხუთმეტი წლით შეიცვალა. საბუთების შეგროვებას კი ბევრი ვერ ახერხებდა რადგან ზოგს დაკარგული ჰქონდა, ბევრი შემთხვევაც ყოფილა როდესაც შეძლებული გლეხები ყალბ დოკუმენტებს აკეთებდნენ, რომ აზნაურობა მიეღოთ. ამის სასტიკი წინააღმდეგი ყოფილა დავით დადიანი. რომელიც მასხრად იგდებდა აზნაურობის მაძიებელი გლეხებს და ხშირ შემთხვევაში სჯიდა კიდეც მათ.. სოფელ.თეკლათში ცხოვრობდა დადიანის უკანონო შვილი რომელსაც უცნაურად გრძელი თავი ჰქონია და ამის გამო ზედმეტსახელად ,,კინტირია" შეარქვეს. სწორედ ეს კინტირია იყო სასტიკი წინააღმდეგი ასეთი ყალბი საბუთების დამზადებისა. არსებობდა წიგნი ,великая вархатная книга" რომელშიც ჩამოთვლილი იყო ვის დაუმტკიცა იმპერატორმა თავადობა თუ აზნაურობა. ეს წიგნი ბოლოს გამოიცა 1905 წელს. სადაც საქართველოს რამდენიმე თავადის გვარია მოხსენიებული. დღევანდელი სიტუაცია კი ასეთია. თავად აზნაურობის დამადასტურებელი საბუთი არ და ვერ ექნება ვერავის ძველი საბუთები კი თავისთავად ძალადაკარგულად ითვლება. რადგან დადგენილი 15 წლიანი ვადა გასულია ყველა საბუთზე. თანაც არც მეფე გვყავს და არც იმპერატორი რომ განახლდეს ეს საბუთები და დაამტკიცოს. ბ.ხ.)



ივერია 1896 წ. N 31

ახალ- სენაკი 

19 იანვარს სამეგრელოს სასულიერო სასწავლებლის მასწავლებელი ბ-ნი. ნ.ლ თუთბერიძე გაქურდეს.მოეპარათ რამდენიმე თუმნის ღირებული სხვადასხვა ნივთები 

ივერია 1896წ. N 34

სოფ.ქვემო- თეკლათის.(სენაკის მაზრა) ამ თვის პირველ რიცხვებში სოფ. თეკლათში გლეხს გვარად გარუჩავას, წისქვილში საფქვავი ცხენით წაეღო და თან თვისი შვილის-შვილი წაეყვანა, ბავშვი ცხენზე შეესვა და თითონ წინ გაძღოლია ფეხით რამდენიმე ვერსი რომ გაუვლია ამ კაცს უთქვამს მას ,,გული მაწუხებს,ბაბუ გულიო" და იმავე წამს მიწაზედ დაცემულა. ცხენი დამფრთხალა და გაქცეულა,ბავშვს ყვირილი გაება ,,არიქა მიშველეთ ცხენი მკლავსო" ეს ამბავი მახლობელს მცხოვრებლებს გაეგოთ ცხენი დაეჭირათ, როდესაც მისულან გლეხები გარუჩავა მკვდარი უნახავთ.

სოფ.შხეფი. დიდი წვიმებისა და თოვლის გამო აქ მიწა იძრა (გასქდა) მოსახლეობა საგონებელში ჩავარდნენ გადასახლდნენ თუ არა.

ს.ძველი სენაკი. ადგ. სათავად- აზნაურო სკოლის მასწავლებლის ქ.ქავთარაძის თაოსნობით მოსწავლეების მიერ გამართული იყო სალიტერატურო საღამო რუსულ-- ქართული ლექსები და სიმღერები.

ივერია 1896 წ. N 7

ახალ-სენაკი, ახალ-სენაკი თანდათან იღვიძებს ხშირად იმართება ქართულ - რუსული წარმოდგენები, რომელიც საზოგადოებას დიდად იზიდავს და ყველანი მადლიერნი არიან ქ-ნის ნ.მ გაბუნია ცაგარელისა და ახალ- სენაკელ სცენის მოყვარე მსახიობებისა, რომლებიც სიამოვნებით იღებენ მონაწილეობას წარმოდგენებში.

ივერია 1896 წ. N 15

სოფ. ნატიჩაო(სენაკის მაზრა) ნატოჩაოს უფულობაა, ეხლა ეკლესიის გადახურვა დაგვაწვა, მართლაც ხსენებული ეკლესია,- აგერ სამი წელიწადია,რაც გადახურვას საჭიროებს.მაგრამ დღევანდელამდის ვერ მოგვიხერხებია, ახლა-კი ამ ეკლესიის მღვ. მამა სვიმონ კალანდარიშვილი გულ- მოდგინედ შეუდგა ამ საქმეს და დღეს თუ ხვალ სრულად შეჰკრებს საჭირო ფულს ეკლესიისთვის 

ტრიფონ კალანდარიშვილი.

15 იანვარს, 1896 წ. 

ახალ- სენაკი.



გაზ.ფონი 1909 წ. N 5 გვ. 4

ახალ- სენაკი. აქაური ინტელიგენციის ჯგუფმა გადაწყვიტა,რომ აღძრას შუამდგომლობა დრამატული საზოგადოების გახსნის შესახებ. განმგ. დ. ოყრეშიძე --- ვ. ხორავამ, ხუნწარიამ და სხვა. აღძრეს შუამდგომლობა სენაკში კოოპერატიული მომხმარებელ საზოგადოების დაარსების შესახებ

.-- ძველ-სენაკის სათავად- აზნაურო შკოლასთან ამავე შკოლის მასწავლებელთა თაოსნობით გაიხსნა მეხუთე განყოფილება, გაისად აპირებენ მეექვსე განყოფილებასა და სამეურნეო შკოლის (მეშვიდე განყ) დაარსებასაც.

--- თეკლათის საზოგადოების( სენაკის გარშემო მდებარე სოფლებია)

მცხოვრებლებმა,წელს თვითონ ხარჯით დაარსეს ორი ერთკლასიანი სამინისტრო შკოლა.აპირევენ ორი სხვა კიდევ გახსნან.

სტუმარი.

გაზ. ფონი 1909 წ. N 6

ნაოღალევი. 

ნაოღალევის ყრუ სოფლებში გაიხსნა სამკითხველო,აქ დაბაში ინტელიგენციამ ვერ გახსნეს ერთი სამკითხველო უბრალო. სად არიან აქაური ინტელიგენტები: ბ- ნი. რაჟდენ ჭალაკანიძე, კარმელი ქაცარავა, ქ- ნი. ლიდია ჩიქოვანი,პატივცემული ექიმი ჟორდანია და ჩვენი ბელეტრისტი მოსამართლე თეოფილე ხუსკივაძე. ამ საქმეს დაუტრიალდნენ და ერთს სამკითხველოს დაუარსებდნენ ნაოღალევს.

ადგ. ქსენონი ბეჯითად მუშაობს ჟორდანიას დამსახურებით.

ი.

გაზ. ფონი 1909 წ. N 9

აბაშა. ,,კუს ნაბიჯებით"ო რომ იტყვიან, ისე მიდის ჩვენში ყოველნაირი საზოგადო საქმე,ისე გაივლის წელიწადი,რომ ჩვენში კაცი გაზეთს იშვიათად ეღირსება. მთელ აბაშაში და მის ახლო მახლო ადგილებში სამკითხველო არ არსებობს. პირველად როცა,აქ სამკითხველო დაარსდა, ამორჩეული იყვნენ კო-ია თოფ-ძე, ევსევი თოფ-ძე და სევასტი ქოიავა, რომელთაც უნდა ეზრუნათ სამკითხველოსთვის მაგრამ ამ ვაჟბატონებმა თვისი მოვალეობა პირნათლად ვერ შეასრულეს. ხალხმა ახალი კომისია აირჩია,რომელსაც მიანდო ანგარიშის მოთხოვნა, ძველებს ვალი დაედვათ. 

სამრევლო შკოლის სამასწავლებლო ოთახებში საზოგადოების დაუკითხავად დაბინავდა სოფლის ღვდელი გ.ცერცვაძე მან სამრევლო შკოლის გაუქმება მოინდომა და შენობის მისაკუთრება. ამ მიზნის მისაღწევად ის შეუკავშირდა ამავე სოფლის ღვდ. იონა ქოიავას, დიდხანს დარბოდნენ ეს ვაჟბატონები ამ საქმისთვის ამ შკოლის ,,მზრუნველ კომიტეტთან" და არწმუნებდნენ ბავშვები არ დადიანო( ამ შკოლაში ყოველ წლისთვის 30-70 ბავშვი სწავლობს) მართლაც შკოლა გააუქმეს. ბოლოს საზოგადოებამ წამოყო თავი დიდი დავიდარების შემდეგ შკოლა განაახლეს მაგრამ ოთახებიდან მაინც არ გამოდის მამა ცერცვაძე.

კ.აბაშისპირელი.

გაზ ფონი 1909 წ. N 7.

ახალ-სენაკი.

ამ ბოლო ხანებში ახალ-სენაკსაც დაეტყო გამოცოცხლება,აქაც არსდება სხვადასხვა კულტურულ- განმანათლებელი დაწესებულებები.31 აგვისტოს აკურთხეს პირველი უფასო სახალხო ბიბლიოთეკა- სამკითხველო, რომელიც გახსნა ქ.შ.წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოების ადგილობრივმა განყოფილებამ.

--- 2 სექტემბერს დაიწყო მეცადინეობა ქ-ნ ფულარიას მიერ გახსნილ ქალთა კერძო პროგიმნაზიაში,მეცადინეობის დაწყებამდე გადახდილ იქნა პარაკლისი.

მადლობის ღირსია ქ-ნი ფულარიასი,იმ შრომისთვის,რომელიც მან გასწია ამ იაფ- ფასიან პროგიმნაზიის დასაარსებლათ, რითაც მან საშუალება მისცა აქაურ ღარიბ მცხოვრებთ ცოტაოდენი განათლება მისცენ თავიანთ შვილებს. 

--- სასოფლო სამეურნეო კოოერატიულ ამხანაგობა ,,მეურნემ" უკვე დაიწყო თავისი მოქმედება.ჯერჯერობით მასში ითვლება 150-მდე წევრი საწევრო პაი ღირს 5 მან 

სტუმარი.




გაზ. ივერია 1894 წ. N 123

ახალ- სენაკი. 6 ივნისი.

ხუთს ივნისს. ნაშუაღამევს სრული პირველი საათი იქნებოდა,რომ ცეცხლი გაუჩნდა თავ. ფარნაოზ მხეიძის შენობას, რომელშიც ამ რამდენიმე წლის წინად სამეგრელოს სასულიერო სასწავლებელი იყო მოთავსებული. ცეცხლი უცბად გადავიდა იქვე ახლო ბესარიონ ხოჭოლავა სახლზედ და ორივე სახლი ორის საათის განმავლობაში სულ ერთიანად ნაცარფერფლად იქცა. როგორც ამბობენ ორივე შენობა დაზღვეული ყოფილა. მხეიძის შენობაში არავინ ცხოვრობდა და ხოჭოლავა კი თითონ ცხოვრობდა თავის ცოლშვილით, ხოჭოლავას სტუმრები ჰყოლია ყველა ცდილობდა რაიმე გადაერჩინათ სამწუხაროა რომ ვერაფერი გადაარჩინეს. ამ ორი-- სამის წლის წინად ფული მოიკრიბა ვაჭრებისაგან ცეცხლის საქრობ მაშინის შესაძენად, მაგრამ ნაცვლად ახლისა, ძველი და ყოვლად გამოუსადეგარი ჩამოუტანიათ.

ტ. კა-შვილი

გაზეთი ივერია. 1894 წ. N 141

დ.აბაშა(სენაკის მაზრა)

კვირას,3 ივლისს,დ.აბაშის ნორმალური სკოლის დარბაზში ქართული სცენის მოყვარულთა მიერ წარმოდგენილი იქნება 1) ,, ვაის გავეყარე,ვუის შევეყარე") კომედია- ხუმრობა 3 მოქმედებად ვ.გუნიასი. 2) ,,ჯერ დაიხოცნენ, მერე დაქორწინდნენ") ვოდევილი 2 მოქმედებად თავ. რ.ერისთავისა, მონაწილეობას იღებენ სულ ცხრა კაცი და ქალი. კარგი იქნებოდა,რომ ბილეთის ფასი ნამეტნავად არ აეწიათ. კნიაჟნა ვლ.აბაშიძის ასული ქ- ნმა ბაბალე გრიგოლის ასულმა. თავ. სვიმონ და აპოლონ მხეიძეებმა. ბ-ნმა. კ.მკურნალმა,ვ. ელიავას, ნ.გაბუნიამ და დ.თოფურიძემ.

შემოსავალი 58 მანეთი ნორმ. სკოლის საქალებო განყოფილებას სასარგებლოდ.

ივერია 1894 წ.N 162

საჭილაო(სენაკის მაზრა) ჩვენი ეკლესია,რომელსაც ,,ნამწარეული" ეწოდება საშიშს მდგომარეობაში არის ამჟამად . ამ ტაძარს უახლოვდება ცხენის წყალი და ნელ-ნელა გალავნის ნაპირს უჭრის. ნაპირის გასაკეთებლად მოითხოვეს ოსტატებმა 1500 მან. ხალხი დათანხმდა ამ ფულის გამოღებაზედ, მაგრამ ეს ეკლესია სამარხია აზნაურთაც, ამისთვის ითხოვა,რომ აზნაურებმაც მონაწილეობა მიიღონ ამ ფულის გადახდაში,ამაზე აზნაურებმა უარი განაცხადა და გლეხებმა მარტო ვერ შეძლო ფულის გადახდა.

გაზ ივერია.1894 წ. N 141

ახალ- სენაკი: ივნისის 29.

ახალ-სენაკში გამართა წარმოდგენა რუსულ დრამატულ ამხანაგობამ ბ-ნ გრიგორიევის თაოსნობით. ამ პირველმა წარმოდგენამ რაღაც მიზეზებისა გამო უგემურად ჩაიარა.საზიგადოებაც ნაკლებად დაესწრო,მეტი რომ დასწრებოდა საზოგადოება ადგილს ვერ იშოვიდა,რადგანაც წარმოდგენის გამგეს არავითარი ზომა არ მიეღო სცენის მოსაწყობად. საუბედუროდ,სცენის მოსაწყობიც არაფერი აღმოაჩნდათ, ისე ხელ- ცარიელნი იყვნენ მოსულნი.

ივერია 1894 წ. N 141

ახალ- სენაკი.26 ივლისი.

ამ ჟამად მისი ყოვლად უსამღვდელესობა გურია- სამეგრელოს ეპისკოპოსი გრიგოლი სარევიზიოთ დაიარება სოფლებში ეკლესიების დასათვალიერებლად. სადაც მღვდელ მთავარი მიბრძანდა ყველგან გარს ეხვია მრავალი ქალი და კაცი. ამ სიცხეებში მისი მეუფება ,ყოველ ეკლესიის გალავანში დიდხანს ესაუბრება თავმოყრილ მრევლს სარწმუნოებაზე,სწავლაზე და ზნეობაზე.

წელს,როგორც სჩანს ადესის ყურძენიც ნაკლებ არის ადგილ- ადგილ მაგ. ნოქალაქევის არე- მარეში ბლომად ასხია ვაზს,სხვაგან- კი ძალიან ნაკლებ.

ტრიფონ კალანდარიშვილი.


გაზ.განთიადი.1913 წ. N 18.

ს.კოტიანეთი.

ეს სოფელი 10 ვერსის მანძილზეა დაშორებული დ.ახალ-სენაკიდან.ბუნებით უხვადაა დაჯილდოვებული, ხალხი ზედმეტს მოსავალს კიდეც ყიდის. აქ არის წისქვილი, რომელიც ბევრს მოგებას იძლევა,წისქვილის ფულით ააგეს შკოლა,რომელიც აგერ ათას მანეთამდე დაჯდა,გარდა ამისა წისქვილის ფულიდან ეძლევა გლეხს სესხი ბანკის პროცენტებში იქიდანვე ეძლევა სიმინდი.

--- ამ რამოდენიმე დღის წინათ ლ. გაგუას თხოვნით სკოლის ეზოში იყო ხალხის ყრილობა . აქ ლ.გაგუამ განუმარტა ხალხს კოოპერატივის მნიშვნელობა და წინადადება მისცა აეგოთ კოოპერატიული დუქანი ხალხი დიდი ყოყმანის შემდეგ დათანხმდა, არ გაუვლია ერთ კვირას ყრილობის შემდეგ,რომ ძველი-სენაკის ვაჭრებმა მოითხოვეს,რომ ან არ გაეხსნათ დუქანი,ან და დაეარსებინათ იგი ძველ- სენაკში.

მი--- ცანი.

ყოველდღიური გაზეთი ,,დილა" 1907 წ. N 20

ს. თამაკონი (სენაკის მაზრა)

ვინ არ იცის თუ რა გასაჭირია სოფლით უგზობის გამო განსაკუთრებით,ეს ითქმის სამეგრელოზე ,ძალიან ცუდ მდგომარეობაში იყო ჩვენი საზოგადოება უგზოობის გამო მის მკვიდრთ მარტო კარგი ამინდის დროს თუ შეეძლოთ ნაოღალევისკენ,ან ნოქალაქევისკენ გასვლა; სხვა დროს ამ ადგილებში მიღწევა გმირობას შეადგენდა. ბევრჯერ უფიქრიათ თამაკონის ამ მდგომარეობიდამ გამოყვანაზე, მარა დღემდის საქმე არ მოგვარდა. ახლა კი მესამე განყოფილების მომრიგებელ შუამავლის ბ.ირაკლი კალანდარიშვილის მეოხებით, როგორც არის ეს საშვილიშვილო საქმე თავდება. ბ.კალანდარიშვილმა არ დაზოგა შრომა და ჯაფა და როგორც იქნა იმდენი მოახერხა,რომ ნაოღალევამდე და მდინარე გურძემიიდან სალხინომდე მშვენიერი გზა გაიყვანა,და ბ.კალანდარიშვილი დიდი მადლობის ღირსია ამისათვის, არა ნაკლებ საჭიროა გზის გაყვანა ნოქალაქევიდან გურძემამდე,რომ ამასაც ითავებდეს ბ.კალანდარიშვილი საუკუნოდ დაავალებს მთელს სოფელს. თავად აზნაურებმა ამ გზის გასაყვანათ რვა ათას მანეთით დახმარებას დაპირდა მას. იმედია ბატონი კალანდარიშვილი თავისებურით მეცადინეობას არ შეწყვეტს და რამდენიმე საზოგადოებას უგზოობისგან დაიხსნის.

გაზ. ,,ჩვენი სიტყვა"1907 წ. N 10

.აბაშის საზოგადოება.(სენაკის მაზრა)

23 ივლისს აბაშის საზოგადოებას ეწვივნენ ქუთაისის მაზრის უფროსი და სამტრედიის ბოქაული შავგულიძე სტრაჟნიკებით,მათ ხალხს გამოუცხადეს: თქვენ, მოსაწყესავად და საზოგადოებაში წესიერების დასაცავად აბაშის საზოგადოებაში სტრაჟნიკები უნდა დავაბინავოთო, წინააღმდეგ შემთხვევაში 3000 მანეთი ჯარიმა და ეგზეკუციაც მზად გვყავს აქ დასაბინავებლადო,ხალხი უკმაყოფილო იყო და ბოქაულს კაცი მიუგზავნეს,ბოლოს ხალხს ,,პრიგოვორზე" ხელი მოაწერინეს რომლის ძალითაც ხალხს დაავალეს დაიქირაონ 8 ,,სტრაჟნიკი" უყიდონ მათ საუკეთესო ,,ვინტოვკები" და დააბინაონ აბაშაში.

გაზ. ,,ჩვენი სიტყვა"1907 წ. N 20

სოფ.სამიქაო (სენაკის მაზრა)

სამუშაოს საზოგადოება შეადგენს სულ ექვს სოფელს: გუგუნავათი, ქოლობანი,კეზათი,გულიხეთი,სამიქაო და მაიდანი. ამ სოფელის საზოგადოებას ყავდა ამორჩეული მამასახლისად ბ. გ. ჯოჯუა,რომელსაც სამსახურის დრო დამლევ ივნისში შეუსრულდა. მას აქეთ ახალი მამასახლისი არ არჩეულა.

ს. სამიქაოში იქნა წარმოდგენილი შაბათს 14 ივლისს ქართული დასის მსახიობი კ. გვარაძის და სცენის მოყვარეთა დახმარებით ,,სიმდიდრის მსხვერპლი" კომედია 4 მოქმედებად. ბაჯიაშვილისა, ჭკუისა მშობის ვოდ 1 მოქმ.აწყურელისა და ,, ორი მჭიერი" ვოდ. 1 მოქმ. ცაგარელისა. ბილეთების ფასი ზომიერი იყო. შესვენებაზე უკრავდა მუსიკა. დამსწრე ბევრი იყო და არ ეტეოდა.

წრეულს სოფელში ჭიათურიდან შემოვიდა საქონლის ჭირი და ოთხფეხა დახოცა.

გაზ. ,,ჩვენი სიტყვა" 1907 წ. N 22

თედო სახოკია და სხვა. საქმე: 17-19 აგვისტოს სოხუმში თბილისის სამოსამართლო პალატის სესია გაარჩევს თედო სახოკიასა და სხვა. საქმეს დამცველებათ მოწვეულნი არიან პეტერბურგიდან ნაფიცი ვექილი ანდრონიკაშვილი, თბილისიდან ბარათაშვილი და გვაზავა და ქუთაისიდან მელქისედეკ ფაღავა.

გაზ. ,,დილა" 1907 წ.N 4

22 ივნისი პარასკევი

სოფ. ძონძირში მოკლეს ადგილობრივი მღვდელი ალექსანდრე ხოფერია, ამ სოფელს უკვე ჯარი ეწვია და ითხოვენ დამნაშავეების გაცემას. თუმცა მკვლელობა მომხდარია სოფლის ახლო ტყეში ეჭვით შეიპყრეს ერთი კაცი, სოფლელები მეტად აღელვებულები არიან. მოსალოდნელია დარბევა.

პაპასკირი.


გაზ დილა. 1907 წ. N 11

მაიდანი 

23 ივნისს დილის 3 საათზე მაიდანის დუქნებს თავს დაესხა ყაჩაღთა ბრბო, რიცხვით თორმეტი კაცი,მისვლისთანავე დუქნებს ალყა შემოარტყეს და სროლა ასტეხეს,შემდეგ მიესიენ დუქნებს,წაიღეს საუკეთესო ნივთები და 10 მანეთი ფული,ყაჩაღების გონებოდათ პარკის ფულს გაიტაცებდნენ,მაგრამ ეს ფული უკვე გაცემული იყო,ყაჩაღებმა ოთხი კაცი ,,აფრინეს" სამს. მსხალაძის სახლში რადგანაც იქაც ეგულებოდათ ფული,მაგრამ ფული არც იქ დახვდათ, წაიღეს საათი და ბეჭდები.მოვიდა პოლიცია შეადგინეს ოქმი. მცხოვრებლები შეშინებულია,ვნახოთ რა იქნება.

განკიცხული.

გაზ ერობა საქ.სოც. დემოკრატიული მუშათა პარტიის ორგანო.ფასი 2 მან.

მონასტერი- ჭანიეთური( სენაკის მაზრა)

უღრმესი მადლობას უცხადებთ ქვემოთ ჩამოთვლილ პირებს,რომლებმაც კეთილ ინებეს და თავის ნათესავების ხსოვნის აღსანიშნავად შემოსწირეს მონასტერს ჭანიეთურის ერთ კლასიან სასწავლებელს სულ 690 მან. თეოფანე დარჩიამ,ვარდო თოიძისა- ყაისარ კვაჭაძის ასულის ხსოვნის აღსანიშნავად 150 მან. ბენია თოიძემ 100 მან. ვლადიმერ,ილარიონ და ისიდორე ქარცივაძეებმა 150 მან გრიგოლ ჭყონიამ 100 მან მიხეილ წითლიძემ 100 მან. ალექსანდრე მახარაძემ 50 მან.ერმილე ხავთასმა 4 მან. და სამკითხველოს 10 მან. 

მონასტერ-- ჭანიეთურის კლასთა საბჭოს მონდომილობით აკაკი ფაღავა.

გაზ ერობა. 1919 წ. N 235

ახალ- სენაკის მაზრა.

სოც. დემ. სამაზრო კომიტეტის მიერ მოწვეულ იქნენ მაზრაში ამხანაგები ი. გომართელი და ბ თევზაია,რომლებმაც მაზრის სხვადასხვა პუნქტებში გააკეთეს მოხსენებები. ასევე 6 ოქტომბერს ქ. ახალ- სენაკში გაიმართა მოხსენებათა საღამო. 7 ოქტომბერს დილას ძველ სენაკში და საღამოს ნოქალაქევში..

საჭილაოდან ფოთამდე ყველა სადარაჯოებზე სდგას სამეგრელოს საოლქო შტაბის გვარდია. მდ. ტეხურის ხიდზე მყოფი დარაჯები გვარდიელების,გ. წულეისკირი და ვ. კიკაბიძე,მხრივ დარღვეული იქნა დისციპლინალური და გადაეცათ შტაბს დასასჯელად სენაკის მილიციის მიერ კომუნისტური პარტიის პროკლამაციების გავრცელების გამო დაპატიმრებული იქნენ ლომაია და ე. შუშანია 

ქ სენაკში ერობის გამგეობის ინიციატივით გაიხსნა საოსტატო სემინარია, რომლის დირექტორად დაინიშნა ვ.დემურია.

7 ოქტომბერს ქ. სენაკში დიდის ზეიმით გახსნილ იქნა გიმნაზია დირექტორად დანიშნულია პედაგოგი მ.ზ. ნოდია 

ერობა 1919წ. N 239

ახალი სენაკი.

დღეს ყველას შეგნებული აქვს სახალხო სახლის დიდი საჭიროება და მნიშვნელობა საზ. სოც.ცხოვრებაში მის დაარსებას მით უმეტეს მეტი მნიშვნელობა ეძლევა ისეთ სამაზრო ცენტრში როგორიც არის ქ. ახალი- სენაკი. რომელსაც ფრიად ღრმა ვალდებულებები აწევს თვის მაზრის შედარებით ჩამორჩენილ მცხოვრებთა წინაშე.

ერობა.N 262

აბაშის გვარდიელების სურვილი.

აბაშის სახალხო გვარდიის შტაბის თავჯდომარე ფანცულაია სახალხო გვარდიის მთავარ შტაბს ატყობინებს ,,აბაშის გვარდიელების ერთსულოვანი სურვილის და მოთხოვნების თანახმად,გთხოვთ საჭიროების შემთხვევაში თავგასულ შინაურ მტრების წინააღმდეგ პირველ რიგში გაიწვიოთ აბაშის გვარდიელები გამოვიყვანთ ას რჩეულ გვარდიელს.

ერიბა.N 271

სენაკის სამაზრო ერთობის გამგეობა შუამდგომლობს მთავრობის წინაშე ნისიად დაეხმარონ ხორბლის სათესლე მიწოდებითვის ვაიდან სენაკის მაზრის 1919 წ. მოუსავლიანობის გამო წელს მოელის შიმშილობა.

1919 წ. დათესილი იყო სიმინდი 120,000 ქცევა მიწაზე.

ხორბლის დათესვა 40.000 ქცევა მიწაზე, რასაც დასჭირდება 60,000 ფუთი სათესლე ხორბალი.



კოლხიდა ყოველდღიური გაზეთი 

1911 N 19.პარასკევი 25 მარტი.რედაქცია ქუთაისში.ნომრის ფასი 1 შაური.

.ძველი სენაკი ( სამეგრელო)

,,ვისაც ჩემი სიყმაწვილე არ უნახავს,ნურც ჩემი სიბერე აჩვენოს ღმერთმა" და ეს ანდაზა ძველ სენაკზედაც ითქმის.მართლაც ძველი სენაკი დღეს ცუდ მდგომარეობაშია. რამდენიმე დუქანი ,,ნაშთი ძველის დიდებისა"სასწორი, საიარმარკო მოედანი,აფთიაქი,შკოლები ( მათ შორის სათავადაზნაურო ქართული სკოლა)ესენი ყველაფერი გვაქვს მაგრამ ქალაქს,როგორც ასეთს განვითარების და წარმატების ნიშანწყალი არ ეტყობა. ფოთის რკინიგზის შტომ მოსტაცა ძვ. სენაკს დიდება და შეიქმნა მეორე სენაკი მაგრამ მას ახალი დაარქვეს ძველი. სენაკის სათავადაზნაურო სკოლასა უჭირავს საუკეთესო ადგილი ძვ. სენაკში აქვს ქვითკირის გალავანი, ორსართულიანი ქვითკირის შენობა აგებული ბ. ს. ყიფიანის გამგეობის დროს. და საკმაოდ მდიდარი წიგნსაცავი.

....ჭალადიდის გაჭირვება ხომ ყველას მოეხსენება.

სოფ.სირიაჩქონში რიონმა იმსხვერპლა 1300 სულამდე ხარი და ძროხა. დაზარალებულს დაურიგეს 8360 მანეთი. თითოეულს 150-150 მანეთამდე.

ძვ. სენაკს ასულდგმულებს აგრეთვე იარმარკობა-- წელიწადში რამდენჯერმე იმართება და მაშინ აქ ,,სიცოცხლე დუღს"" აქ დიდი ძალით ხალხი და საქონელი იყრის თავს.

სტუმარი.

კოლხიდა 1911 წ. N 15

სოფ.უშაპეტიდან გვწერენ,რომ ამ დღეებში თავი ჩამოიხრჩვია იქ გლეხის ცოლს თებრონე როგავას.ეს ქალი ვიღაც ორ კაცს გაუტყვილებია ფოთში შენი გერი ჩამოსულა იქ სამხედრო სამსახურიდან გამოპარულაო,ტანისამოსი და ფული წამოუღე და წამოდიო.ფოთში ქალი გაუძარცვავთ და მიმალულან ქალი დაბრუნებულა შინ და თავი ჩამოიხრჩვია.

კოლხიდა 1911 წ. N 39

სამეგრ.ქრისტიანობა ახალი საქმე იყო კერპთაყვანისმცემელთა დღესასწაულში ორმოცმა ქრისტიანმა მონაწილეობაზე უარი განაცხადა ესენი ტეხურში გადაყარეს მთ. მეწამობრივი გვირგვინი მიიღეს,მეორმოცეს შეეშინდა და უარყო ქრისტე. მის მაგიერ ერთმა დედამ თვის ძუძუ მწოვარი ბავშვი გადაისროლა წყალში და თან მიაყოლა ,,ესეც მეორმოცეო" მოწამეთა გვამები ამოასვენეს მათი საფლავები პატარა ქვებით აღნიშნეს და შემდეგ ამ ადგილას ეკლესია ააგეს.

ძველათ - ძველით დროს აქ დიდი ქალაქი იყო და ტეხურიც გემით მავალი ყოფილა მთელი ეს ადგილი ე.წ. ,,მარსის ჭალიდან" დაწყებული მდ. აბაშამდე რკინის მესრით ყოფილა შემოღობილი.

მეფობდა ,,კლეპი"" (კერპს-თაყვანისმც.) სასტიკი და ძლიერი მეფე იყო ყავდა მებრძოლი ლომები,ვეფხვები, კურო,გველეშაპი და ვერძი.

ერთხელ ამ მეფეს ახალგაზრდა უცხო მეფის შვილი ეწვია მხლებლებითურთ.

მოწვეულს და მეფის ქალს ერთმანეთი შეუყვარდათ უკანასკნელის დახმარებით მეფის შვილმა მოიტაცა ვერძი და გაექანენ უცხოეთისკენ ბერღალს(?) რომ მიუახლოვდნენ ( ამ ადგილას ტეხურს პატარა მდინარე ერთვის) ვერძი კინაღამ ხელიდან გაუსხლტათ მეფის შვილმა ვერძი დაკლა ხორცი წყალში გადაყარა ტყავი კი წაიღო. ამ ამბის შემდეგ მეფე მალე გარდაიცვალა.3 წლის განმავლობაში ციხეში მამალი ,,მეფობდა" და ამიტომ ერთხანს კიდევ მტერი ახლო მოსვლას ვერ ბედავდაო.

მოგზაური.



კოლხიდა 1911 წ. N 40

სამშ.17 მაისი.

1911 წ.11 მაისს ნაშუაღამევს პირველ საათზე ძვ.სენაკში დიდი უბედურება დატრიალდა:ულმობელმა ცეცხლმა ორიოდე საათის განმავლობაში სულ ერთიანათ მოსპო- გაანადგურა ოცდა ექვსი წლის ნაშირნახულევი,ქვითა და დაგვით დაარსებული და სამაგალითოდ მოწყობილი ქართული სათ. აზნაურო შკოლა განადგურდა შკოლის ორ- სართულიანი შენობა და ათი ოთახი და თითქმის მთელი ქონება 

იმ ღამეს შკოლის გამგე,რომელიც ცხოვრობდა ოჯახიბით შკოლის ზედა სართულში,ათ საათზე უკვე დაწოლილა დასაძინებლად: დაახლოებით ორის ნახევარზე გამოუღვიძებია და საშინელი სურათი უნახავს სამზარეულო ცეცხლის ალში ყოფილა გახვეული,გამგე უწინარესად ყოვლის სცენის შკოლის საბუთებს და რაც მოუსწრია გარეთ გაუტანია; შრომასთან ერთად დაიღუპა.მეურმე,მებაღე მიშველებია მაგრამ ამაოდ.

სენაკის მაზრის უფროსს ოფიციალური ცნობა გამოუგზავნია გუბერნატორისთვის შკოლა განგებ უნდა იყოს დამწვარი.ეჭვი შკოლის დარაჯზე მიუტანიათ რომელიც იძახოდა ყველაფერი დამეწვაო მაგრამ იმისი ყველაფერი გადარჩენილიყო და აღმოაჩინეს შკოლის მახლობლად ნაადრევად გამოტანილი.

კოლხიდა 1911 წ. N 50

სოფ.ხორში უნახავთ ხეზე ჩამოკიდებული ილიკო ხურცია 18 წლის. წინადღეს სახლში უნახეს მოპარული გოჭი და სირცხვილის გამო თავი ჩამოუხრჩვია .

.

კოლხიდა 1911 წ. N 152 

ამას წინად სენაკში მომხდარი ძარცვა გლეჯის გამო სამსახურიდან დაუთხოვიათ ბოქაული ფილიპე კეიდია და ყველა იმისი დარაჯები.

კოლხიდა 1911 წ. N 186

ს კოტიანეთი.

ეს სოფელი ძევს ძვ- სენაკისა და ნოქალაქევს შორის.მთაგორიანი ადგილია მაგრამ ჭალაც საკმარისი აქვს. შუა გაუდის დიდი სათემო გზა.სადაც ყოველ წამს მიჰქრის ეტლები.10-15 წლის წინათ ქცევა სამოსახლო მიწა იშოვებოდა 15-20 მანეთად.მცზოვრებნი ესახლნენ ზევით ეკლესიის ირგვლივ. მაგრამ მერე ნელნელა იწყეს ქვევით ჩამოსვლა და აქ სამოსახლო მიწა 250-300 მანეთი გახდა. თესავენ: ხორბალს,ფეტვს,ღომსა და ჭვავს (დიკარა)კოტიანეთიდან გასაყიდათ 15,000 ფუთი სიმინდი გააქვთ. იმ დროს როდესაც ოდიშის სხვა სოფლები რომელნიც კოტიანეთს ვერ შეედრება ვერც მდებარეობით ვერც სიმდიდრით და ვერც ბუნებით, გადაჭიმულია ქალთა და ვაჟთათვის ერთ კლასიანი და ორკლასიანი სამრევლო და სამინასტრო შკოლები,კოტიანეთში არ არის არც ერთი სკოლა. აქაური სამრევლო ერთ კლასიანი შკოლა სულის ამორთვაზეა მისული ამ სკოლას 15 წლის არსებობის მანძილზე არავითარი წარმატება არ მოუტანია.აქამდე იგი გაშენებული იყო ეკლესიასთან გორაკზე.

ბელზებელი.



ივერია 1899 წ. N 240

ს.ნახუნაო(სენაკის მაზრა)

მდებარეობს სენაკიდგან ოცდახუთი ვერსის მანძილზედ. გაშენებულია მთა- გორიან ადგილზედ დასახლებულია უმეტეს ნაწილად თ. ფაღავების დროებით ვალდებულთა გლეხებით.აქ მწირი ადგილებია. აქ ხშირად ნახავთ 100 წლისა და მეტის ხნის ადამიანს არაფერი სნეულება არ ეკარებათ.მისდევენ თიხის ჭურჭლის კეთებას: დოქს ,ქოთანს,ჭურს და სხვა. თავად ფაღავების მთაში გამოჩნდა ქვანახშირის მადანი, დღეს თ. მელქისედეკ ფაღავას ცდითა და მხნეობით ამ ქვანახშირის საქმემ ფეხი აიდგა. 29 ოქტომბერს შესდგა პირობითი ხელშეკრულება 30 წლის ვადით ერთს რუსეთის სახელგანთქმულ საზოგადოებასთან,როგორც ინჟინერის გამოკვლევებით სჩანს, ეს მადანი ღირსებით კარგი რამ არის. ღმერთმა ხელი მოუმართოთ.

თ.თოფურიძე.

--- ხორში მურზაყან ფაჩულიას დაეწვა სახლი და სასიმინდე სადაც 211 ფუთზე მეტი სიმინდი ჰქონდა,ახლა მეზობლებს აფარებს თავს.

ივერია 1900 წ. N 190

ახალ-სენაკი.ქურდობა.

ყარამან ჩაჩიბაიას ფანჯრიდან შეიპარნენ და რამდენიმე მანეთი მოპარეს.

მღვდ.რ. კაა-- ლისას 28 მანეთი სტუმრისთვის .მოუპარავთ.

ვაჭარს დავით ქოქისაძეს ფულიანი ყუთი მოსტაცეს.

აქაურის სასტუმროს პატრონს თეიმურაზ ლაბახუას 10 თუმნამდე ფული.

ილია მეთუთუნე ბერძენს 32 მან.

ახალ- სენაკელი.

--- მარტვილში ბაზრობამ მშვიდად ჩაიარა ბოქაულის რაფიელ დვალის დიდის მონდომებით.

ივერია 1905 წ. N 205

დიდებულ სურათს წარმოადგენდა ძველი- სენაკი 3 ნოემბერს.ადვილი გადმოსაცემი არ არის ის შთაბეჭდილება, რომელიც ამ დღეს აქ მომხდარმა სახალხო მიტინგმა მოახდინა დამსწრე საზოგადოებაზე.

საუკუნეებით მონობაში მყოფი სამეგრელოს შვილთ იწამეს განთიადის მოახლოვება და ის იყო,გულში ჩახუტებას უპირებდნენ თავისუფლების პირველ სხივს,რომ საზარელი ხმა გავარდა სისხლის მსმელმა პლასტუნებმა კვლავ მიჰყვეს ხელი გურულების ჟლეტას,რამდენიმე ბოგანო კაცს სახლ-კარი გადააწვეს თავზე.ტფილისიდან კიდევ ჯარებს გზავნიან,რომ ცეცხლითა და მახვილით გაანადგურონ ჩვენი ქვეყნის თვალის ჩინი,თავისუფლების ძებნისთვის წამებული გურიაო.ამას ზედ დაერთო ქუთაისის გუბერნიის ხელახალ საომარ წესზე გამოცხადება.

როგორც ზევით მოგახსენეთ კრება გაიმართა ძველ- სენაკში 3 ნოემბერს. ნაშუადღევის პირველი საათი იქნებოდა,რომ ადგილობრივ ეკლესიის სამრეკლოდან მოისმა ზარების წკრიალი გლეხკაცობა მწყობრად სიმღერით მოდიოდა ახლო- მახლო სოფლებიდგან ( ნოსირის,წყემი,სეფიეთი,გეჯეთი,სორტა,კოტიანეთი,ნაქალაქევი,ეკი,თეკლათი და შხეფი) და თითოეულ ჯგუფს წინ მიუძღოდა მომღერალთა გუნდი წითელი დროშებით,რომლთაც ამშვენებდა შესაფერი წარწერა მარქსის სურათი,როდესაც ძველ- სენაკში მოგროვდა ხალხი მწყობრად დაეწყვნენ და ახალ- სენაკისკენ დაიძრნენ.გზაზე მათ შეუერთდათ იქიდან მომავალი ზღვა ხალხი და ყველანი ერთად ისევ ძველი- სენაკისკენ წამოვიდნენ. მედგრად ისმოდა მარსელიოზას ხმა ხალხს თვალებზე ცრემლი ადგა.

პროცესიამ რამდენჯერმე გაიარა ძველი სენაკის ბაზარი და ბაღის იქვე გაშლილ ველზე ვეებერთელა წრე შეიკრა სტოლის გარშემო, რომელზედაც ადიოდნენ ორატორები და რიგრიგობით სიტყვას ამბობდნენ.

როცა ორატორებმა სიტყვა დაამთავრეს გამოიტანეს გადაწყვეტილება,წარუდგინონ მთავრობას შემდეგი მოთხოვნილებანი:

1) დაუყონებლივ გაუქმებულ იქნას სამხედრო მდგომარეობა და გაძლიერებული დაცვის წესები.

2) გაწვეული იქნას კავკასიიდან სარევულიციო მოძრაობის ჩასაქრობად შემოყვანილი ჯარები.

3) დაუყონებლივ იქმნას მიღებული ზომები გურიაში სისხლის ღვრის მოსასპობად.

4) განთავისუფლებულ იქნას ყველა პოლიტიკური დამნაშავე.

5) აღუდგინონ მარაგი გურიაში კაზაკების მიერ ვერაგულად გადამწვარ ოჯახებს.

6) მიეცეს სრული გარანტია გამოცხადებულ თავისუფლებას და გაფართოვებული იქნას იგი სოციალ-დემოკრატიულ მუშათა პარტიის პროგრამმა--- მინიმუმამდის 

საღამოს 7 საა-თი იქნებოდა როცა კრება დაიშალა რას წარმოიდგენდა კაცი რომ ასე გამოიღვიძებდა საზოგადოება .

შუბანელი.


სახალხო გაზეთი 1910 წ. N 183. ფასი 1 შაური 

ზედა თეკლათი.

ზედა თეკლათის მთავარ ანგელოზის ეკლესიის შენობა, სიძველის გამო იყო დარღვევის პირას მისული, ამ ეკლესიის მღვდელმა ვასილ ხევცურიანმა მრევლს გამოუცხადა, სამი წლის წინედ,სამ წელს ჩემს შემოსავალზედ უარს ვამბობ ,გემსახურებით უსასყიდლოდ,მხოლოდ ჩემთვის მოსაცემი ფული ეკლესიას საფუძვლიანად შესაკეთებლად მოახმარეთ.

ეკლესიის განახლება უკვე დამთავრდა, ოქტომბრის 30 გვესტუმრა სოფელ ზედა-- თეკლათში ყოვლად სამღვდელო ლეონიდე გურია სამეგრელოს ეპისკოპოზი,ეკლესია აკურთხა.

მრევლის რწმუნებით სამსონ რევაზის ძე ნაჭყებია.

ივერია 1900 წ. N 284

წერილი სენაკიდან.

თითქმის მთელი სენაკის მაზრა ქურდებით და ყაჩაღებით არის სავსე,ისე დღე არ გაივლის ,რომ რომელიმე სოფელში რამდენიმე ქურდობა არ მოხდეს 22 დეკემბერს,საღამოს რვა საათზედ, ადგილობრივ ბლაღოჩინს მღვდ. მე.არისტრახო კალანდარიშვილს რამდენიმე შეიარაღებული ქურდი ესტუმრა სამზარეულოში შესულა და მოსამსახურის თვის უთქვამთ,აქედან არ დაიძრა თორემ აღსარების დროს მოვიდაო" და სახლისკენ წასულან სადაც ბლაღოჩინი ეგულებოდათ (ეს სახლი ახლაც დგას სენაკში მეშვიდე სკოლის გვერდით. ძველი ემტეესის შენობა რომ იყო.ბ ხ.)მაგრამ მანამ მანამ მოსამსახურე შევარდნილა სახლში და უთქვამს ,,არიქა ბ-ნ ყაჩაღები კარები დაკეტეთო "" თავზარდაცემული ბლაღოჩინი ამხტარა და კარები დაუკეტია.შემდეგ ერთს ყაჩაღთაგანს კარების მინა შეუმსხვრევია ბერდანკის თავით და ერთი თუ ორი ტყვია თვით ბლაღოჩინისთვის უსროლია მაგრამ საბედნიეროდ, ბლაღოჩინი უვნებელი გადაურჩა ტყვიას. ბერდანკის ლულისათვის კალანდარიშვილს ხელი უტაცნია წასართმევად,ამ დროს ბლაღოჩინს დაუძახნია ,, მიშველეთ მალე რევოლვერიო" მიაწოდეს თუ არა რევოლვერი ბლაღოჩინს, ხელიც გაუშვია თოფისთვის. ნახეს ყაჩაღებმა,რომ ვერაფერს გახდებოდნენ და თავს უშველეს. თოფის ხმაზე და წივილ კივილზე მეზობლები მოცვივდნენ და ერთი უბრალო კაცი კინაღამ მოჰკლეს.

საშობაო- სადღესასწაულოდ სოფ. შემოტანილი სანოვაგე ძლიერ გაძვირებული ურემი შეშა ხარისა 2 მან. კამეჩისა 3 მან. დაკლული ღორი 1 ფუთი 2-3 მან. ინდაური 1 მან და ქათამი 30-60 კაპ. 100 კვერცხი 2 მან. ფუთი სიმინდი 47-50 კაპ.

ტელეფონი.


დროება 1909 წ. N 235

ტეხურის წყლები სამეგრელო. 

ბევრს არც კი გაუგია,ტეხურის სამკურნალო წყლები,მდებარეობს სოფ.კუძუდან(კურზუდან.ბ.ხ.)(სენაკის მაზრა) 25-30 ვერსის მანძილზე ჩრდილოეთით დადიანების მამულში.

ხეობის შესართავთან თუ დაინახავთ ბაირაღს-მაღალ ჯოხზე ჩამოკიდებულ წითელ ყაბალახს--- ეს იმას ნიშნავს რომ ბანაობენ მამაკაცები.როცა ქალები ბანაობენ წითელ ყაბალახს--- ნაცვლად თეთრი ლეჩაქი ჰკიდია,ხანდახან დაინახავთ ბერის ქუდსაც და ესეც, რასაკვირველია,იმის ნიშანია, რომ ბანაობით სარგებლობს ასე ვთქვათ ,ის საშუალო სქესი.ეს უბრალო ნიშნები, ეს სიმარტოვე რაღაც ორიგინალურია.

აქაურ მჟავე წყლისა ხომ ყველა მადლიერი,სეზონი გრძელდება აქ თვე- ნახევარი 1 ივლისიდან 15 აგვისტომდე.ბინა და ცხოვრება აქ ძლიერ იაფია ბინა წელს პრაგონი ორ მანეთად იშოვებოდა, სანოვაგე,რადგან აქ ჯოგებია ბევრია,ძალიან იაფი იყო: ბოთლი რძე შაური,ოყა- ხორცი - ხუთი შაური, ყველი გირვანქა ორი შაური.

კ- ი.

დროება 1909 წ. N 251

დაბა სუჯუნა(სენაკის მაზრა)

შარშან სუჯუნაში რამდენიმე აქაურის ინიციატივით განახლებულ იქმნა სახალხო სამკითხველო. სამკითხველო აქ კარგად ხანია არსებობდა,მაგრამ მოძრაობის შემდეგ უსახსრობისა და სხვა მიზეზით დაიკეტა.

ტბილისიდან სამკითხველოს კარგად ბლომად მოუვიდა შემოწირული წიგნები,მაგრამ წიგნების გასინჯვას დაესწრო მღვ. ფ.მატკავა და რადგან ამ წიგნების უმეტეს ნაწილს ცენზორის დამღა არა ჰქონდა, განაცხადა მე როგორც მთავრობასთან პასუხისმგებელს არ შემიძლიან მივიღო ეს წიგნებიო. ამ სადაო წიგნების მეტ ნაწილს გარდა ხუთიოდე წიგნისა,შეადგენს ილიასა და აკაკის თხუზულებანი,ვერაფრით ვერ დაითანხმა კრებამ მ.ფილიმონი( მატკავა.ბ.ხ.).გვაკვირვებს ის გარემოება,რომ ამის შესახებ სამკითხველოს გამგეიბა ხმას არ იღებს.

ბეკო.

1887 წლის ივერიაში N 178 -ში ვკითხულობთ შემდეგს.

სოფ. ჭალადიდი, 20 აგვისტო, ჭალადიდის უდიდეს სოფლად ითვლება სენაკის მაზრაში,რადგანაც აქაური მკვიდრი 600 კომლზედ მეტი არიან რიცხვით. ჭალადიდი რიონის ორივე ნაპირზედ არის გაშენებული,აქ არის მიწა- წყლის სიუხვე.,ძვირფასი ტყეებით.მაგრამ ჭალადიდში უკიდურეს გაჭირვებაში იყვნენ ბოლო დრომდის,თუმცა მათი სასიმინდეები წლის მოსავალს ვერც კი იტევდნენ მიზეზი მათი გაჭირვებისა იყო ის რომ წისქვილი არ ჰქონდათ,როდესაც ამ სოფელს შუაზე ჩაიდოს მდ. რიონი.50-60 ვერსის მანძილზედ სხვა სოფელში მიჰქონდათ საფქვავი და იქაც ორი სამი კვირა რიგში იდგნენ.

1886 წ. ჭალადიდელებს მოუვიდათ ვიღაც უბრალო მუშა, გურული ლუკა გუდავაძე სოფ. ლანჩხუთიდან და იხსნა იგინი გასაჭირისაგან.ალბათ გუდავაძეს უცდიდნენ გულზედ ხელ დაკრეფილი აქაურნი მკვიდრნი რამდენიმე საუკუნე. ახლა როდესაც წისქვილი გაჩაღდა ყველა ხარობს. სირცხვილია რომ ამ სოფელს ერთ კლასიანი გიმნაზია არ ჰქონდეს როდესაც ორ კლასიანის შენახვა თავისუფლად შეუძლიათ. წისქვილის შემოსავალი გუდავაძესია და იმედია ჭალადიდელები კიდევ ერთი საუკუნე არ დაელოდებიან კიდევ ვინმე გუდავაძეს რომელიც მათ სკოლას გაუხსნის.

ქუთათური დათიკო.



კომუნისტი 1928 წ.N 92

სენაკის სამაზრო პლენუმი.

12 აპრილს დაასრულა თავისი მუშაობა საქ.კ.პ.(ბ) სენაკის პლენუმმა განიხილა:

1) სამკომის მდივნის ამხ.მ.ბედიას მოხსენება სოფლად მუშაობაზე.მოხსენება ეხებოდა უჯრედების ბიუროების მუშაობას და სხდომები არ სწარმოებდა სისტემატურად (მაგ. ნაესაკავოს თემს სოფ. ცილორის უჯრედს 1927 წლის განმავლობაში ქონია მხოლოდ სამი სხდომა,შემდეგ განმარტა მე-15 ყრილობის მიერ დასახული ამოცანები.

2) აბაშისა და ნოქალაქევის თემკომებს მდივანთან ანგარიშები და გამომკვლევ კომისიის თანამოხსენება აბაშის თემში საბჭოს მუშაობა არაა დამაკმაყოფილებელი.ნოქალაქევში დამაკმაყოფილებელია 

მ.ბარამია

კომუნისტი 1928 წ.N 99

ამხ. ს. მამულის აბჰესკომის 1 თავჯდომარე და მისი აგების ინიციატორი. ინჟ. ბ.ა. ჭიჭინაძე.

აბაშის ჰიდროელექტროსადგურის გამოკვლევის დაგეგმვის და აშენების მთავარი ხელმძღვანელი (1924-28) პოლ.პროფესორი.

ამხ. დ. ქუჩულორია აბჰესკომის და სენაკის მაზრის აღმასკომის თავჯდომარე.

კომუნისტი 1928წ.N 234

სოფ.ნოღო(?)

აბაშის თემში შედის ს.ნოღოც. ამ სოფელის მცხოვრებთა რიცხვი 801 უდრის.აქ არსებობდა ოთხწლედი რომელიც მიმდინარე წელს მოწაფეთა სიმცირის გამო დაიხურა.ამ სკოლის შენობა აგებულია დიდი შოსეზე და აქვს სამი ქცევა ეზო. რაც დიდ შემოსავალს აძლევს სკოლას.აბაშის თემში შედის. 18 დიდი სოფელი და არის მხოლოდ ერთი საბავშვო ბაღი.

განათლების განყოფილებავ მოაგვარეთ საქმე სანამ გვიან არ არის.

ა..ლ- ვა.

ნოქალაევი.

ნოლაქევის კოოპერატივში არაწევრ გლეხებს კოოპერატივიდან არ აძლევენ ნავთს,ასანთს და მარილს.აქ ნავთი არც კერძო ვაჭრებს აქვთ და გლეხობა უკიდურეს გაჭირვებას განიცდის, ვფიქრობთ კოოპერატივის გამგეობა ასე წევრთა რიცხვს ვერ გაამრავლებს.

ს. ბეთლემი.

ხსენებულ სოფელში მდ. კვარჩხალზე არის რკინის ხიდი რომლის ნაპირზე ქვის შენობას. წყალმა ძირი გამოუთხარა ხალხს საფრთხე მოელის.

ან.ბეთლემელი

კომუნისტი 1928 წ.N 161

ახალ- სენაკი. ამ ქალაქის განაპირა უბანში თავისუფლების ქუჩაზე მცხოვრებმა მუშა- მოსამსახურეებმა ორ- სამი წლის წინათ თვითდაბეგვრის წესით გაიყვანეს ელექტრონის ხაზი უბანში. ამას წინედ. ხაზი მოხსნეს ის უნდა შეეცვალათ ახლით.აბგესის ენერგოსათვის გამოსადეგი ხაზი.მაგრამ დღემდე მოსახლეობა უშუქოდ არის.



ივერია 1895 წ.N 10

ახალ- სენაკი,10 იანვარი.

სენაკი იზრდება და ეკლესია არა აქვს,აქაური ეკლესია ისეთი პატარაა 40 კაცი ძლივს თავსდება, მცხოვრებთა რიცხვი მატულობს ამას დავუმატოთ მოსწავლეთა რიცხვი, რომელიც 700 აღემატება. აქ ახალი ეკლესიის მშენებლობაზე ზრუნვა დაიწყო აწ უკვე განსვენებულმა ამა ეკლესიის დეკანოზმა ნ.კალანდარიშცილმა.შეაგროვა ფული და ასე შემდეგ განსვენებულმა სიკვდილის წინა დღით სთქვა: ,,ნუგეშათ ის მიმაქვს,რომ ჩემის სურვილის განხორციელებას ჩემი მოადგილე აღასრულებს. რადგანაც საძირკველი ჩამიყრია და ფულიც ცოტაოდენი მაქვსო" მაგრამ სამწუხაროდ, აღასრულა თუარა განსვენებულის მოადგილემ ზემოთხსენებული სურვილი? ორი წელიწადია, რაც საძირკველ ჩაყრილი ეკლესია უპატრონოდ არის მიტოვებული.დღევანდელი მოძღვარი ამ საქმეს სრულიად ყურადღებას არა აქცევს. ხალხში უნდა გაიღვიძოს სურვილი და ასე შემდეგ.

ტრიფონ კალანდარიშვილი.

N 27

ახალ სენაკი.

ხუთშაბათს,2 თებერვალს,ახალ -სენაკის სამოქალაქო სკოლაში გამართული იყო საცეკვაო საღამო,საზოგადოება ბლომად დაესწრო და საღამომაც მხიარულად ჩაიარა.

ჩვენი ,,დამები" და იმათი ეგრეთწოდებული ,,კავალერები"რაც შეიძლებოდა ცდილობდნენ დამსწრე საზოგადოება ესიამოვნებინათ თავიანთის მოხდენილის ცეკვა თამაშით. დროის გატარებამ ნაშუაღამემდის გაგრძელდა,ამ საღამოს შემოსავალი, როგორც ნამდვილად შევიტყვეთ, გამგის სურვილისამებრ ზოგიერთს საქველმოქმედო საქმეს მოხმარდება.

N49

ზანათი(სენაკის მაზრა) ამ სოფელს შუა ჰყოფს მდინარე აბაშა არის აქ ორი ფიცრული ეკლესია,ერთი ივანე ნათლისმცემლის და მეორე მაცხოვრისა.ივანე ნათლისმცემლის ეკლესია სიძველის გამო მრევლმა დაარღვია და ახალი ეკლესია ააშენა,ამ ეკლესიის საძირკვლისთვის, რასაკვირველია ქვები იყო საჭირო და რადგან შორიდან ქვის მიტანა არ შეეძლოთ ერთს კვირა დღეს, წირვის დროს ბ-ნ. ყარამან კაჭარავამ ურჩია საზოგადოებას,რომ ერთს ადგილას არის ქვის შენობის ნანგრევები და იქიდგან მოვიტანოთ ქვებიო.რასაკვირველია ამ სიტყვას დაეთანხმა საზოგადოება. მრევლი მეორე დღესვე წავიდა ურმებითა და ნიჩბებით და დაუწყეს ნანგრევებს თხრა. კარგად ძალზედ რომ ამოანგრიეს, ჰნახეს ფიცრული გათლილი ქვები, მაგრამ ყველა ქვებზედ განსხვავებულის სიდიდისა იყო ერთი ლოდი, რომელიც დღესაც ეკლესიაში ინახება და რომელზედაც მხედრულის ასოებით აწერია შემდეგი სიტყვები.

,, წინა მორბედო ნათლისაო და ანგელოსო მადლისაო ყ.დ. წრფელო ღვთისა ნეტარებასა იოანე ნათლისმცემელი მე დადიანისა ლევანსა შემწე მყავ დღესა მას განკითხვისას მას შინა დამიტევ რომელმან აღგიშენე ეკლესია ესე სახელისა თქვენისა და დავისვენე ხატი სახისა შენისა შემკობილი თვალი და მარგალიტითა სახსენებლად სული. კურთხეულისა დედოფალთ დედოფლისა ბატონისა ნესტან - დარეჯანისა ჭილაძის ასულისა რათა შემწე გვეყო დღესა მას განკითხვისა და იხსნა ცეცხლისა და ყოველისა განსაცდელსა და ღირსყო სასუფეველსა მას სამოთხესა დამკვიდრება და გავაჩინეთ ალაგი წმიდისა დღესასწაულსა თქვენსა ოცი და ცხრასა აგვისტოსა და როგორ გავიჩენია ისრე ხატის ზურგზედ დაგვიწერია ხოლო საფუძველი დადებული იყო მას კურთხეულისა და ჩვენ ავაშენეთ ქორონიმონსა ტ.ა.კ."

ბ- ნი. ჭილავა დიდის ხსნისგან ცნობილია სამეგრელოს მთავრად, ხოლო დედოფალი ნესტან- დარეჯანი ბნ-ის ჭილავას ასული ყოფილა,ლევან დადიანის მეუღლე; თუ ლევან დადიანის მთავრობის დროს ახლო ხანად სთვლიან, სხვანაირად რისთვის გვიჩვენებს ნაპოვნის ფიქალზედ წარწერილი ქორონიკონი.

ვთხოვ ბ-ნ. ქართველს არქეოლოგებს, გამოგვიანგარიშონ, თუ რამდენის წლისა ყოფილა ეს ძველი დანგრეული ეკკლესია და ჩვენგან ნაპოვნი ფიქალი.

ანდრო უჩამეიშვილი.


12 დეკემბერი, 2021 


ლაზების( კოლხების)მეფეები და ცნობილი პიროვნებები იყვნენ.

გობაცი--- ლაზების მეფე 457-461 წ.

ცამნაკსი-- მისი შვილი მეფობდა 522 წლამდე ქრისტეს აქეთ.

ტცატი--- მეფე,მიიღო ქრისტიანული სარწმუნოება 522წ.მისი მეუღლე ვალერია იყო პატრიცი ონინის შვილიშვილი.

ოპსიტი-- მეფე; მისი მეუღლე თეოდორა.

გუბაზი--- მეფე 539 დან 554- მდე მოკლულ იქნა რომაელი მხედართმთავრების მიერ ღალატით.მისი ძმა 

ტცატი---მეფობდა 555 და შემდგომ წლებში ბარსანცი.

ფუბელი--- სპარსელები დახოცა საფარიდან 545-549წწ.

ტერდეტი--- მან სპარსელებს ჩააბარა ტციბილი აფშილების ციხესიმაგრე 550 წ.

თეოფობია--- დაუთმო სპარსელებს უქიმერიონის ციხე- სიმაგრე 551 წ.

აიეტი--- გუბაზის სიკვდილი შემდეგ უმაღლეს სათათბიროს მოუწოდა გადასულიყვნენ სპარსეთის მხარეს 554 წ.

ფარტაზი-- იმავე შეკრებაზე მოუწოდა კოლხებს იმპერატორ იუსტიანეს აცნობონ გუბაზის სიკვდილის შესახებ.

ფარსანტი-- რომის ჯარების მეთაური რომელიც წარგზავნილი იქნა მისიმიანის წინააღმდეგ 556 წ.

წყარო.(МОМПКА გვ.63)



კომუნისტი 1928 წ. N 77

თეკლათის თემი სამაზრო ცენტრის-- ქ. სენაკის ახლოს მდებარეობს.ამ თემსაბჭოს სექციებს გაცხოველებული მუშაობა უნდა ეწარმოებინათ.აქ ჩამოყალიბებულია ოთხი სექცია 

1) კულტ- განმანათლებელი სექცია

2) საგზაო და ხიდების სექცია

3)საფინანსო-- საგადასახადო კოოპერატიული სექცია.

4) სასოფლო-- სამეურნეო სექცია.

აბაშის საბჭო.

აბაშის თემსაბჭოს სექციების მუშაობ გასულ საანგარიშო წელში შემდეგ სურათს გვაძლევს.

სააღმშენებლო სასოფლო-- სამეურნეო- საკოოპერატივო სექცია ნული.

საგზაო ხიდე-ბოგირების სექცია- 0

საფინანსო საგადასახადო სექცია-0

კულტსაგანმანათლებელ და საექიმო სასანიტარო სექციის მუშაობა სანიმუშოა.

მახვილი.

კურზუს თემსაბჭოს სექციები მხოლოდ ქაღალდზე არსებობენ სექციებში საბჭოს წევრთა დანაწილებით დამთავრდა სექციების მთელი მუშაობა,თემაღმასკომის საბჭოდან უმოქმედობისთვის გამოწვეულ იქნა 6 დეპუტატი.

კომუნისტი 1928 წ. N 157

აბჰესის სიმძლავრის გადიდება.

საქართველოს ს.მ.უ.ს. საბჭოს საელექტრიფიკაციო განყოფილების გამგემ- ამხ. ხიზანიშვილმა ა- კ- დეპ.სააგენტოს თანამშრომელს აცნობა,რომ აბაშაში ელსადგური რომელიც ამჟამად ერთი აგრეგატით მუშაობს,მოკლე ხანში მიიღებს ლენინგრადიდან მეორე აგრეგატს რის შემდეგ სადგურის სიმძლავრე ორჯერ გადიდდება.

სადგური ამჟამად ანათებს ფოთს და ახალ-სენაკს და ენერგიას აწვდის ამ ქალაქების მთელ რიგ წარმოებებს და აგრეთვე სადგურის ახლო მდებარე რამდენიმე სოფელს.

მეორე აგრეგატს მიღების შემდეგ ,აბაშის ელსადგური გაანათებს (რიონჰესის დამთავრებამდე) მთელ ქუთაისს და სინათლეს და ენერგიას მიაწოდება რიონჰესს.



დროება 1874 წ. N 437

ახალ- სენაკი 16 აგვისტო.

წასულ კვირას,მე ერთ სოფელში წირვა მოვისმინე,სადაც შემდეგ წირვისა,მოიყვანეს ერთი გლეხის კაცის შვილი,რომელიც თვრამეტის ან ოცის წლისა იქნებოდა და ირთავდა ცოლად ერთს თვრამეტი წლისვე გლეხის კაცის ქალს.მღვდელს სთხოვეს გვირგვინის კურთხევა მღვდელმა მოსთხოვა საქორწინეებს ცოდნა ლოცვებისა: სიმბოლო სარწმუნოებისა,მამაო ჩვენოს და ათი მცნების,როგორც ზეპირად, აგრეთვე ახსნითაც და გამოაცხადა,რომ უკეთუ საქორწინეებს ხსენებული ლოცვები არ ეცოდინებათ,მე ისე გვირგვინს მაგათ ვერ უკურთხებო; ეპისკოპოზისაგან გვაქვს გამოცხადებულიო,რაზედაც ყველა მღვდელს ხელი მოწერილი გვაქვსო,რომ ამას მტკიცედ უნდა ვასრულებდეთო. მართლაც მე ამ ექვსი თვის წინეთ ვიყავი ღვდელთან და ვნახე,რომ რამოდენიმე ყმაწვილი კაცი და ქალი სწავლობდნენ პაწაწა ანბანს,რომელშიაც ეს ხსენებული ლოცვები ეწერა.მე მქონდა ქართული გაზეთი ,,დროება" მთხოვეს და სულ ერთიანათ თავიდან ბოლომდის წაიკითხეს,ჩემს იქ ყოფნაში.ისინი იმის შიშით სწავლობდნენ,რომ მღვდელმა გვირგვინის კურთხევაზე უარი არ გვითხრასო. იმერეთის ეპისკოპოზის მოწერილობა ლოცვების ცოდნაზედ. ასიდან ერთმა იცის და ისიც ძლივს ერთი საათი უნდა ერთი სტრიქონი რომ წაიკითხოს და თვისი სახელი და გვარი დაწეროს.



დროება 1874 წ. N 437

ახალ- სენაკი 16 აგვისტო.

წასულ კვირას,მე ერთ სოფელში წირვა მოვისმინე,სადაც შემდეგ წირვისა,მოიყვანეს ერთი გლეხის კაცის შვილი,რომელიც თვრამეტის ან ოცის წლისა იქნებოდა და ირთავდა ცოლად ერთს თვრამეტი წლისვე გლეხის კაცის ქალს.მღვდელს სთხოვეს გვირგვინის კურთხევა მღვდელმა მოსთხოვა საქორწინეებს ცოდნა ლოცვებისა: სიმბოლო სარწმუნოებისა,მამაო ჩვენოს და ათი მცნების,როგორც ზეპირად, აგრეთვე ახსნითაც და გამოაცხადა,რომ უკეთუ საქორწინეებს ხსენებული ლოცვები არ ეცოდინებათ,მე ისე გვირგვინს მაგათ ვერ უკურთხებო; ეპისკოპოზისაგან გვაქვს გამოცხადებულიო,რაზედაც ყველა მღვდელს ხელი მოწერილი გვაქვსო,რომ ამას მტკიცედ უნდა ვასრულებდეთო. მართლაც მე ამ ექვსი თვის წინეთ ვიყავი ღვდელთან და ვნახე,რომ რამოდენიმე ყმაწვილი კაცი და ქალი სწავლობდნენ პაწაწა ანბანს,რომელშიაც ეს ხსენებული ლოცვები ეწერა.მე მქონდა ქართული გაზეთი ,,დროება" მთხოვეს და სულ ერთიანათ თავიდან ბოლომდის წაიკითხეს,ჩემს იქ ყოფნაში.ისინი იმის შიშით სწავლობდნენ, რომ მღვდელმა გვირგვინის კურთხევაზე უარი არ გვითხრასო. იმერეთის ეპისკოპოზის მოწერილობა ლოცვების ცოდნაზედ. ასიდან ერთმა იცის და ისიც ძლივს ერთი საათი უნდა ერთი სტრიქონი რომ წაიკითხოს და თვისი სახელი და გვარი დაწეროს.

ნკ--კის.

ივერია 1877 წ. N 151

ჯილდო თუ გინდოდეს--- ამისთანა უნდა ინატრო!...ჩინებული პატივი უციათ დამსახურებისთვის ამ დღეებში დ.სუჯუნას ცნობილის აშორდიასათვის, იმ აშორდიასთვის, რომელიც ტყავსა და ქურქში იგლეჯავს,რომ მეგრული მწიგნობრობა შემოიღოს ...

გიორგი ხოშტარიას ქორწილი ჰქონია,ქორწილს მრავალნი დასწრებიან. ჩვეულებრივად სადღეგრძელოები და ,,მრავალჟამიერი" დაუწყიათ. ,,ალავერდი- იახშიოლის" დროს ტოლუმბაშს ერთის მომხიარულესათვის უკითხავს : თასი სად უყავიო? ,,თასიო,უპასუხნია მას, აგერ გარდავეცი აშორდიას" გაუგია თუ არა საზოგადოებას სახელი ,,აშორდია" ატეხილა საშინელი ხმაურობა,ყიჟინა და ყვირილი; სად არის აშორდია? განა ის აქ ზის ჩვენ შორის? რომელია? როგორ გაბედა აქ მოსვლა მოღალატემ? ვინ შემოიყვანა აქ? როგორ? სად? და სხვადასხვა...

მომხდარა არეულობა, მიხეთქ,მოხეთქება და შენს დაჯილდოებულს აშორდიას მოუქუსლავს...

ამნაირად, ისე ღმერთმა, ჩემო ძვირფასო მკითხველო ყოველს ჭირსა და სმენას აგაშოროს,როგორც აშორდია სამეგრელოს საზოგადოებამ ქორწილსაც ააშორა და სოფელსაც გადააშორა...

ნეტავ მას, ვინც სიცოცხლეში ამგვარ ჯილდოს ეღირსება !...

შროშანი.


6 ოქტომბერი, 2021 


1907 წ.

აბაშის გლეხკაცობამ რევოლუციური ბრძოლების ერთ-ერთი ეპიზოდის შესახებ სადგურ აბაშის შენობის წინა კედელზე ოქროს ასოებით ამოკვეთა შემდეგი სიტყვები ... ამ ადგილებში1905 წელს 4 (17)სექტემბერს შეიარაღებული გლეხები შეიჭრნენ მატარებელში და გაათავისუფლეს პოლიტიკური პატიმრები მოხდა შეტაკება მეფის ჯარების ნაწილებთან მოკლულ იქნა 12 და დაიჭრა 60 გლეხი.

აქვე 1907 წლის 1(14) აპრილს მოხდა წითელარმიელთა შეტაკება ჩაფრებთან.

4 სექტემბერს რკ სამგზავრო მატ N 10 მოვიდა საღამოს 5 საათსა და და 25 წუთზე მატარებელს დაეცა რამდენიმე ათასი კაცისგან შემდგარი ხალხის ბრბო.მოხსნეს ორთქმავალი რომელიც სამტრედიაში წავიდა მატარებელი კი აბაშაში დარჩა პასაჟირებითურთ მატარებელში პოლიტპატიმრები იყვნენ რომლებიც მიჰყავდათ ქუთაისში.მოსამსახურეებიდან სადგურ ფოთის მეისრე ცომაიაა დაჭრილი თავში და დაშავებულია სადგ.აბაშის მორიგე ცენტერაძე.

შეტაკების დამსწრეებმა და მონაწილეებმა იასონ გაბელიამ, ერმილე იოსელიანმა, კასიანე კაჭარავამ, პანტელეიმონ ჭანტურიამ, მელიტონ ფანცულაიამ და სხვებმა .იმ დღეს აბაშის წარმომადგენლები იასონ გაბელია, ალექსანდრე გამსახურდია, ათანასე მიმინოშვილი ციხუ თოფურია(თოფურიძე) წასული იყვნენ ახალსენაკში არალეგალური თათბირის მუშაობაში მონაწილეობისთვის.ისინი სენაკიდან მატარებლით ბრუნდებოდნენ ერთ კუპეში მოთავსდნენ, ი. გაბელია ც.თოფურია, ა.გამსახურდია, ა.მიმინოშვილი და ვიქტორ თევზაია. ნოსირის ბაქანს რომ გასცილდა მატარებელი ვიღაცამ ,,მარსელიოზა,, წამოიწყო აჰყვნენ სხვებიც . მოვიდნენ ჟანდარმები და იქ მყოფნი დაპატიმრებულიდ გამოაცხადეს, აბაშაში იყვირეს ხალხი ვაგონებს მიაწყდა პანტ.ჭანტურუამ და ერმილე იოსელიანმა ორთქმავალი ახსნეს უბრძანეს მემანქანე ირაკლი შომახიას წასულიყო მარტო ორთქმავლით სამტრედიაში პატიმრები გაათავისუფლეს გახარებულმა აკაკი რუხაძემ და, გრიგოლ დათუაშვილმა რევოლვერი გაისროლეს ჰაერში რაც ჟანდარმებს ეგონათ ჩვენ გვესვრიანო და დაუშინეს ხალხს ტყვიები ხალხმა სროლითვე უპასუხა.სენაკიდან მეფის ჯარების დახმარება რომ არ მოსულიყო ტელეგრაფის ბოძზე ავიდნენ სილიბისტრო ჭანტურია და ვაშაკიძე და დაიწყეს ხაზის გადაჭრა რაც შეამჩნიეს ჟანდარმებმა და მათ ტყვიები დაუშინეს, რის შედეგადაც პირველი მძიმედ დაიჭრა ხოლო მეორე განგმირული ჩამოვარდა ძირს.

შეტაკების დროს დაიღუპნენ აგრეთვე ივანე ცომაია, ივანე თელია, 14-15 წლის ახალგაზრდა ბაზრობაზე შემთხვევით მყოფი სამსონ გაბელია (სოფ.ნოღოხაშიდან) და სხვები.იმ დღეს ბევრი დაჭრილი მიიყვანეს მამენტი კანდელაკის აფთიაქში.აფთიაქარმა და ექიმმა ბეხბინდერმა პირველადი დახმარება აღმოუჩინეს.

სამტრედიიდან მატარებლით კაზაკები გამოგზავნეს ,მდ..ნოღელას ხიდთან მატარებლის გადაგდების მიზნით რელსები აყარეს პანტ.ჭანტურუამ, იაკობ კაჭარავამ, კასიანე კაჭარავამ , მაგრამ ვიღაცამ გასცა, მატარებელი შორს გაჩერდა კაზაკები სროლით შევიდნენ აბაშაში რამდენიმე დღე დათარეშიბდნენ დაბაში..აქტიურად მონაწილეობდნენ ქალებიც ბაბილინა იოსელიანი, ციცუ თოფურიძე და სხვები 

აკ. ს.ჯანაშიას სახელობის სააქ.სახ.მუზეუმი.



კომუნისტი 1928 წ.N 249

ს. ქვემო-- გურძემის მასწავლებლად არს პროკოფი ჯაიანი,წინათ ის ამავე სკოლის გამგე იყო,მაგრამ მოვალეობისადმი გულგრილად მოპყრობის გამო გადაყვანილ იქნა ინჩხირის სკოლაში მასწავლებლად. უკანასკნელად ჯაიანი ლოთობას შეეჩვია,განათლების განყ. მიიღოს სათანადო ზომები. 

ოდიშელი..

ლეხაინდრაოში მასწავლებლად ითვლება ვლადიმერ ჩიხლაძე.ეს მოქალაქე თავის მოვალეობას იმდენ ყურადღებას აქცევს, რამდენსაც ვექილობს. აღმასკომში სწერს თხოვნებს,საჩივრებს,კასაციებს და სხვა. ვექილობიდან ჩიხლაძე საკმაო გასამრჯელოს იღებს.განათლების განყოფილებამ სათანადო ადგილი უნდა მიუჩინოს ვექილ- პედაგოგს.

ვასო.

N 300

სენაკის სამკითხველოში გახსნილია ჭადრაკის წრე დილის 9 საათიდან ღამის 10-11 საათამდე.სამკითხველოში თავს იყრის სენაკის ქუჩებში მოხეტიალე ხალხი და მცირე წლოვანი ბავშვები,არის ყაყანი და ზოგჯერ მიშტი- კრივი.

მკითხველს ხელი ეშლება საჭიროა ჭადრაკისათვის სხვაგან ბინის გამონახვა და სამკითხველოს განთავისუფლება უსაქმური ელემენტებისაგან.

გიბსონ.

გაზ.მუშა 1928 წ. N 1609

უმაღლეს სამეურნეო საბჭოს ცნობით, აბაშის ჰიდროსადგური მზათ არის, აპრილის პირველ რიცხვებში საგანგებო კომისია შეამოწმებს სადგურის ნაშენობას მოწყობილობას და სხვა.

სადგურის ამუშავება განზრახულია მაისში,სადგურის მაქსიმალური ძალა უდრის 3.250 ცხენის ძალას.

მიმდინარე წელს ელექტროენერგია მიეცემა აბაშას,ხონს,ქუთაის (უმეტესად ფაბრიკა ქარხნებს)

ერთი წლის შემდეგ ენერგიით ისარგებლებენ ფოთის,ქუთაისის და სამტრედიის რაიონები.

N 1621

აბაშის თემის საექიმო- სასანიტარო სექციაში ჩასმულია 17 წევრი აქედან 3 ექიმია 5 მასწავლებელი და 4 მოსამსახურე.სექცია თვეში ორჯერ იკრიბებოდა, არჩევდა საჭირ- ბოროტო საკითხებს და ზომებს ღებულობდა დადგენილებებში გასატარებლად.

თეთრი.



თანამედროვე აზრი 1916 წ. N 28

შხეფი.

იანვრის შუა რიცხვებში სისხლის მოწამვლისაგან გარდაიცვალა ფრიად სიმპატიური ადამიანი ივლიტა გუგუშვილისა- გაბუნიას ასული.მისმა შეგნებულმა ჭირისუფლებმა ,განსვენებული მოქალაქეობრივი წესით დაასაფლავეს. ზოგიერთებს ეს არ მოუწონათ.

--- ძველ სენაკში ამას წინათ დახურულ მომხმარებელ საზოგადოებამ ,,შრომის კავშირმა" ამ დღეებში კვლავ განაახლა მუშაობა 

----- სენაკის მაზრის ყველა საკრედიტო ამხანაგობამ რჩევა მიიღო ბიუროსაგან,რომ ენერგიულად ხელი შეუწყონ მომხმარებელ საზოგადოების დაარსებას,უმრავლესობას კიდეც მიუღია ზომები ამის შესახებ.

N 31

ს.ნოსირი(სამეგრელო) აქ ორ წელზე მეტია,რაც არსებობს წიგნსაცავი სამკითხველო,მაგრამ სასურველათ ვერ არის მოწყობილი აქაური ინტელიგენტები ამას ყურადღებას არ აქცევენ, პირიქით, გაზეთებს იტაცებენ და შემდეგ უკან არ აბრუნებენ.

ჩეხირი.

N 38 

დ- ახალ- სენაკი. 8 თებერვალს მოხდა ქართული საქველმოქმედო საზოგადოების განყოფილების გამგეობის მორიგი სხდომა. გამგეობამ გაუკეთა იტოგი თავის მოღვაწეობას დღიდან დაარსებისა.(არსებობს ოქტომბრიდან) განიხილეს სხვადასხვა საკითხები,ეთხოვოს მთ. გამგეობას წყლისა და ომისგან დაზარალებულთა ფულადი დახმარება,ეთხოვოს გენერალ თამამშევს, რათა მან მხარი დაუჭიროს სამხედრო ექიმ ხოფერიას შუამდგომლობის,შესახებ საავადმყოფო-- ქსენონის დაარსებასა დაბა სენაკში. თამაშევთან იგზავნება განყოფილების თავჯდომარე ბ.მხეიძე. 

მეთვალყურე.



,,თანამედროვე აზრი" 1916 წ.N 37

სამეგრელო. ამ დღეებში სოფ.ბანძის მასწავლებლისგან მივიღე შემდეგი შინაარსის ბარათი. ,,ძმაო გ. წინდაწინ ვიცი,რომ შენთვის მაინც არ იქნება ინტერესი მოკლებული და გაუწყებთ ერთ ახალ ამბავს: 21 იანვარს მეორე გაკვეთილის შემდეგ,სამასწავლებლო ოთახში შემოვიდა დეკანოზი ანტონ კეკელია, აქ იყვნენ მასწ. გაბუნია, ბახია და ანტონის შვილი. ერთ საგანზე ჩვენ გვქონდა ჟურნალური დადგენილება 18 იანვრის თარიღით, მაგრამ შემდეგ დეკანოზს ეს დადგენილება არ ,,ეხერხება" და მიბრძანა ნაცვლად 18 - ისა 21 რიცხვის შეტანა ,,რაპორტში"რადგან ამ საშუალებით მამა ანტონი ერთგვარ სასჯელს აიცდენდა,მე რა თქმა უნდა- რაკი საქმისთვის სისწორე სჯობდა არ დავემორჩილე მის უწესო ბრძანებას ავიღე კალამი და შევუდექი კანონიერ რიცხვის თანახმად ,,რაპორტის" გამოწყობას დამესხა თავს და რაც ძალი და ღონე ქონდა დამიწყო ცემა - ტყეპა, ამ გარემოებამ ისე გამარეტიანა რომ ერთი საათის შემდეგ ძლივს მოვედი გონს, და დეპეშით ვაცნობე ეს სამარცხვინო ინციდენტი სადაც ჯერ არს რამაც ფიცხელი გამოძიება გამოიწვია. თუ როგორ წავა საქმე ისიც ვნახოთ შენი მ.კ."

ამავე ანტონ მკლავაძის ბნელი საქმეების მეოხებით ცუდი ამბები ხდება.

,,დაზღვევა და ცხოვრება" 1916 წ. N 10 გვ. 8

საქ- დაზღვევის სახელმწიფო კომპანიის ყოველკვირეული გაზეთი.

მე-- 10 საუკუნეში ჭყონდიდში საგანმანათლებლო კულტურა ახალ აყვავების ხანაში შედის ეს იმასთან დაკავშირებით ხდება,რომ მეფე გიორგი || - ის დროს ( 932-957) წწ.გაუქმებულ იქნა ფაზისის საეპისკოპოსო კათედრა და იგი ჭყონდიდში დაფუძნდა.

დავით აღმაშენებლის დროს ჭყონდიდის ეპისკოპოსი,მონაზონი გიორგი მეფის აღმზრდელი იყო დავითმა იგი თავის მთავრობის მეთაურად--- ვაზირთუპირველესად დანიშნა.

გაზეთი ივერია 1878 წელს წერდა ,, სამეგრელოში მარტვილს ჰქონდა ისეთი მნიშვნელობა,როგორც რომის ქალაქს ფრანგთა შორის დასავლეთის ეკკლესიაში.



,თანამედროვე აზრი" 1915 წ.N 162.

ს. ნაჯახაო მდებარეობს ორი ვერსის სიშორეზე დაბა ბანძიდან,შესდგება 270 კომლისაგან,შიმშილი და სიღარიბე.

ს. ნაჯახაოში იხდიან ხოლმე დღეობას 1-ლ ნოემბერს რასაკვირველია წელსაც გამართავენ თუ დროზე არ იქნა მოლაპარაკება ამ დღეობის გადაგდების შესახებ. ს. ნაჯახაოში ქურდობა ხშირი მოვლენაა. არ იქნება იმისთანა დღე ,რომ ვინმეს რამე არ მოპარონ . მახლობელ სოფ. ონოღიაში ბ-ნ. ს. ქ- იას მოუპარია ხარი, გაუყიდია ადგილობრივ ბაზარში,სადაც აღმოაჩინეს ხარის ტყავი და თავი,ქურდი დაატყვევეს.

პართი ონოღიელი.

N 165

12 ენკენისთვეს ს.ბანძაში შემდეგი ამბავი მოხდა: შანტაჟისტებმა გაიტაცეს ებრაელ ეფრემ აჯიაშვილის ვაჟი მოშე, ავაზაკები სთხოვენ მოტაცებულის მამას ფულს წინააღმდეგ შემთხვევაში ემუქრებიან შვილის სიკვდილით.

N 127

სენაკის საზოგადოება. ეკონომიური საზოგადოებისაგან გამოგზავნილი 1000 ფუთი სიმინდიდან,,რომელიც მიიღეს დაბა ახალსენაკში,აბედათის საზოგადოებას არგუნეს 47 ფუთი სიმინდი უკიდურეს გაჭირვებულთათვის და კიდეც დარიგდა დანიშნულებისამებრ,რისთვისაც დიდ მადლობას სწირავენ პატივცემულ საზოგადოებას, ასეთ უკიდურეს გაჭირვებულ დროში დახმარებისათვის.

ყვავი.

N 138

დაბა.ახალ-სენაკში 26 ივლისს წ.კ. გ. საზ.( წერა კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება.ბ.ხ.) სენაკის განყოფილების მიერ გაიმართა სახალხო სეირნობა რომელმაც წმინდა მოგება 300 მანეთი დასტოვა. ეს სეირნობა უნდა გამართულიყო ჩვეულებრივ 29 ივნისს როდესაც,ადგილობრივი დღესასწაულის გამო სენაკში,დიდძალი ხალხი იყრის თავს,მაგრამ გამგეობამ ეს დღე დაუთმო ,,ტაცონის კომიტეტს" ( მეომართა ოჯახების დახმარება)რომელმაც ამ დღეს 700 მანეთზე მეტი წმინდა მოგება აიღო, ამგვარათ,ისედაც ღარიბმა განყოფილებამ დაჰკარგა 400 მანეთი. სოფლის მასწავლებელთა და ზოგ სოფლის სამკითხველოთა მიერ აღიძრა საკითხი სენაკის სამკითხველოსთან წიგნების კიოსკის გახსნის შესახებ. სენაკის განყ. გამგეობამ დაადგინა: წიგნებით ვაჭრობის მოწყობა ნაადრევათ მიგვაჩნია ო.

.წევრი.


,,შრომა" 1882 წ.N35

ახალ-სენაკიდგან გვწერენ,რომ პირველს სექტემბერს სამეგრელოს სასულიერო სასწავლებელში შაგირდების მიღება ყოფილა. სასწავლებელში სულ 30 ვაკანსია იყო და მსურველები კი ოთხმოცდახუთი ყოფილა, რომლისგან ოცდახუთემტი სასულიერო წოდების და ორმოცდა ათი ერისკაცების შვილები,რადგანაც ამ შკოლაში ჯერ სასულიერო წოდების შვილები უნდა მიეღოთ,ამისთვის შკოლის ზედამხედველმა ბტ.ხელაშვილმა განიზრახა ერისკაცების შვილებისთვის თხოვნის უკანვე დაბრუნება, რადგან მათთვის ვაკანსია არ რჩებოდა.მთხოვნელებმა შექმნეს თურმე ერთი ღრიალი მეტადრე იმის გამო,რომ მთხოვნებელთაგან უმეტესთაგანი მომზადებული ყოფილა პირველ კლასში შესასვლელად ამიტომ გადაწყვიტეს ვისაც შკოლაში შესვლა სურს 15 მანეთის მაგიერ რომელიც სწავლის ფასად დადებულა უნდა ოცი მანეთი შემოიტანოსო. და ამ ფულით შეიძლება ვიქირაოთ ცალკე სახლი შაგირდებისთვის და ერთი მასწავლებელით მეტი გვეყოლებაო.ამას შევატყობინებთ ყოვლად უსამღვდელოეს გაბრიელსო და შეიძლება ამნაირად ყმაწვილების მიღებაზე დათანხმდესო. ამ წინადადებაზედ ყველანი დიდის სიამოვნებით დათანხმებულან.



,,სასოფლო გაზეთი"1870 წ. N 1.

აზნაურის ხუნჯუას გლეხებმა ირემაძეებმა იჩივლეს,რომ როცა ბატონ- ყმობითი დამოკიდებულებისაგან განთავისუფლება გამოაცხადეს სამეგრელოში,იმის შემდეგ ჩვენ ვართ ხუნჯუას გლეხათ უწყებული და იმის გადასახადს ვიხდითო,მხეიძეები კი თავის წილითაც გვთხოვენ გადასახადს, რომელიც გადასწყვიტა მეოთხე განყოფილების მიროვის პოსრედნიკმაცა და ამისთვის ვთხოვთ ქუთაისის გუბერნიის პრისუტსტვიას დაარღვიოს მიროვის პოსრედნიკის გადაწყვეტილება და გაგვათავისუფლოთ მხეიძეების გადასახადისაგანო.

გუბერნიის პრისუსტვიამ სამართლიანათ შერაცხა მიროვის პოსრედნიკის გადაწყვეტილება და უარი უთხრა ირემაძეებს თვის საჩივარზე.

,,სასოფლო გაზეთი"1976 წ. N 8

მმართველობის განკარგულება მამულების გამიჯვნა ამ წელს.

ზუგდიდის და სენაკის უეზდში: გამიჯვნა მოხდება შემდეგ სოფლების მამულებში: კულის- კარს,ობუჯას, ზენას, ხეტს,ანაკლას,ჩიტა- წყალს და დარჩენს.

დავით ჭითანავა. ,,ძვ. კოლხეთი"გვ.54

როგავების მიერ სვანეთიდან ჩამოსვლის და მათ მიერ იქ კაცის მოკვლის შესახებ ხალხში ამგვარი ლექსიც არსებობს 

,,რიგუ-რაგუ შონემქია 

პაპას დუდი მეკვათეს დო

რობუს ქიგიორაგვესია ""

არის მისი სხვა ვარიანტიც

,,რიგუ- რაგუ როგემსია

მუ რღოლით დო მუ შერცოდით

რობუს ქიგმორაგვეთია"

სამოხიო.

სამოხიოში ჩვეულებისამებრ 40 დან 60 ოჯახამდე შედის- იმის მიხედვით თუ რამდენი ოჯახი ცხოვრობს ახლო- მახლო ტერიტორიაზე. სამოხიოს წევრები ერთმანეთში არ ქორწინდებიან ე. ი. ის ეგზოგამიურია,ისინი ერთმანეთის მიმართ ვალდებულებებს იჩენენ ურთიერთ დახმარება იციან რომელიც ,,ნოდი"ს ( ნადი)სახელწოდებით არის ცნობილი.

აბრეშუმის ძაფის მოსაქსოვად აქ (სამეგრელოში ბ.ხ.)გამოიყენებოდა ერთგვარი მარტივი აგებულების მანქანა,რომელსაც ,,ზინგი და აფხა " ერქვა. აბრეშუმის ძაფს ,,ურთხელიში ძაფს" ეძახდნენ,ხოლო მის ნაქსოვს ,,დარაიას"

დარაიასაგან ქსოვდნენ ,,ბაშლაყს" ბლუზებს და ჩოხა ახალუხს.



,,თანამედროვე აზრი" 1915 წ. N 140

ს.ლეხაინდრავო. სამკითხველო გვქონდა ეკლესიასთან და სკოლასთან,მაგრამ რაღაც მანქანებით სამკითხველო ცენტრიდან ორი ვერსის დაშორებით გადაიტანეს და ისიც სამიკიტნოში(?) სადაც ერთის მხრივ ღვინო,ნარდი და კარტი მეორეს მხრით გაზეთებისა და წიგნების წაკითხვა. როდესაც გაზეთის კითხვას დაამთავრებენ ნარდის და ბანქოს თამაშს შეუდგებიან. მხოლოდ შემდგომ ამისა ,,თაყვანს სცემენ ბახუსს" , რის შედეგათ ძალიან ხშირად მოყვება ხოლმე კრივობა 

გლეხი-----ა

N გეჯეთი. 2- აგვისტოს ამ სოფელში მთავრობის ნებართვით დაარსეს წიგნთ-- საცავ---სამკითხველო გამგედ დანიშნულია მასწ. გრ.გეგენავა.

თა--ნი

N 185 

ს.სალხინო. ამ სოფლის მცხოვრებთა უმეტესობა გლეხებია, რომელნიც პრინც მიურატის მამულზე ცხოვრობენ, ამ სოფელში არსებობს ორ- კლასიანი სამონასტრო ოთხ კომპლექტიანი სასწავლებელი ავტონომიური განყოფილებით, წვრილი კრედიტის ამხანაგობა, უფასო საფერშლო პუნქტი,აფთიაქი და ახლად გახსნილი ბიბლიოთეკა--- სამკითხველო. ამ რამდენიმე წლის წინათ ამ შკოლისთვის ააგეს ქვის შენობა,რომელიც 14 ათას მანეთამდე დაჯდა პრინცმა ბ.ლიუსინ მიურატმა,,ამ შკოლას ხუთი ათას მანეთამდე შესწირა.

ამ სოფელში კვირაში ორჯერ არს ფოსტის აპერაცია, დიდი ხანია ფოსტის განყოფილებაზე შუამდგომლობენ ნებართვაც მიღებულია და საჭირო შენობაც არის აგებული. სამეგრელოს თითქმის ყველა სოფელში სპობენ ქელეხებს და დღეობებს,არც სალხინო დადუმდა. აქ ,,პრიგოვორით"მოსპეს ქელეხი და დღეობების ზედმეტი ხარჯი. 

ს. სალხინოში განზრახულია უმაღლეს პირველ დაწყებითი სასწავლებლის დაარსება,რომლისათვის სოფელი აძლევს ზემო დასახელებულ ორ კლასიან შკოლის შენობას და ერთდროულ დახმარებას ათას მანეთს.

ბუძა ბაჭუა.


თანამედროვე აზრი 1915 წ. N 186

ახალ- სენაკი. 

არ შემიძლია არ უსაყვედურო ადგილობრივ ნოქრებს, როდესაც ყველა ადგილობრივი მოწინავე პირები ცდილობენ საზოგადო საქმეში მონაწილეობის მიღებაზე,აქაური ნოქრები ნაცვლად იმისა,რომ ხელი შეუწყონ და ენერგიული დახმარება გაუწიონ საზოგადო საქმეს, ისინი ბაღდადურების და მაზურკის სწავლას ანდომებენ თავისუფალ დროს, ყოველ საღამოობით მიიჩქარიან დანიშნულ ადგილზე( ,,ტანცმეისტერის" სახლში) და იქ ატარებენ თავისუფალ დროს. ამ მხრივ ისინი ძლიერ ნიჭსა და ენერგიას იჩენენ და დანიშნულ დროზე,ყოველთვის თავის ადგილზე არიან,ამავე დროს მათში ძლიერ ცოტანი მოიპოვება ისეთი, რომელნიც ჟურნალ გაზეთებში კითხულობენ. სამწუხაროდ მათ ბაძავენ შეგირდები.

დატოსშვილი.

,,ეკალი" 1908 წ. N 28

ს. ნოსირი. ამ დღეებში გვეწვია მთავრობის მიერ დანიშნული მამასახლისი ბ. დადიანი ექვსი სტრაჟნიკით,მათ შესანახად ყოველ თვე საზოგადოებას უნდა გარდახდეს 200 მანეთი. მოსახლეობამ გუბერნატორს სთხოვა მათი გაყვანა ვინაიდან ვერ შევინახავთო. გუბერნატორიც დაპირდა ყანებს რომ აიღებთ მერე გავიყვან,ვინაიდან ახლა ყაჩაღები და ავაზაკები მომრავლდა და მათგან დაგიცავთო.

ამ წლის მაისის შუა რიცხვებში,მდინარე ტეხურის გამოღმა ნოსირსა და სენაკს შუა,ღამით,საქონლის მატარებლიდან ჩამოუყრიათ ერთი ვაგონი შაქარი.

ექვსი შეიარაღებული პირი თავს დაესხა ალექსი და იოსებ ოდიშარიებს,საიდანაც გაიტაცეს 150 მანეთი ფული და ორასი მანეთის სხვადასხვა ნივთეულობა. მეორე დღეს მოახდინეს საზოგადოების ყრილობა და ბევრი მსჯელობის შემდეგ ქურდები აღმოაჩინეს.

ლანდი.



აკ. ჭანტურიას ეთნოგრაფიული ჩანაწერები 1930 წლებში შეგროვილი.

სამგარიო. როდესაც სამგარიოს სალოცავად ხბო არ ჰყავდათ კალმახით ლოცულობდნენ,როგორც კი კალმახს დაიჭერდნენ, დანა იმ წამსვე უნდა დაერტყათ და სისხლი უნდა წამოსვლოდა. სისხლნადენის გარდა სხვა კალმახი არ ვარგოდა,სამგარიოს ხორცი მეორე დღეს არ იჭმეოდა იმ დღეს რაც გადარჩებოდა,იმას წაიღებდნენ ტყეში, ფოთლოვან ტოტებს (ფეშერს ) დააფენდნენ,იმაზე ლამაზად და აწყობდნენ და იქ დატოვებდნენ,სამგარიოს ლოცვამდე მისი (ძროხის) რძის დალევა არ შეიძლებოდა არც ყველი იჭმეოდა.

მიქამგარიო- (მიქელგაბრიელი)

კაპუნიას კერატის ( კუროს) დაკვლა მეორე დილამდე არ შეიძლებოდა; ქალები ეკლესიაში ვერ შედიოდნენ. ხატის წინ დადგომა არ შეეძლოთ, გარეთ იდგნენ. მღვდელი კართან მივიდოდა და ჯვარზე იქ ამთხვევინებდა... ეკლესიას წინ მოსაცდელი ჰქონდა (ლეშგამეში)

ოტიტუცე. ანუ ტუტუცობა. ეს იყო ქალების ლოცვა. იმდენ დედალს შეეცადნენ, რამდენი ქალიც იყო (ოჯახში) სანამ ყველაფერს გააწყობდნენ, შემწვარი ქათმები შამფურით კედელზე იყო მიმაგრებული, საამისოდ კედელში ხვრელებს წინასწარ აკეთებდნენ, კედელს ხვრეტდნენ იმდენ ადგილას რამდენიც ქალი იყო სახლში.ლოცვის დროს ერთ მხარეზე ქალები დადგებიდნენ დაოთხილად,მეორეზე მამაკაცები,მამაკაცები წამოვიდნენ (ქალებისაკენ)თუ არ ასცდებოდნენ იმ წელს ბედნიერება და ყველაფერი იქნებოდა თუ აცდებოდა მლოცველის ცუდი ნიშანი იყო.

ოტოტუცეს ლოცვა შონიებს ემართათ.

მისარიონი- კარზე ესვენა ფარცვანიების ხატი მისარიონი-თურქობის დროს თურქებმა ხატი წაიღეს,ხატმა თურქებს ავნო თვალი დაუვსო. ხატი დააბრუნეს,ამის შემდეგ თვალის შესალოცად გახადეს,თვალის ტკივილის დროს მასზე ლოცულობენ ორ ღვეზელს და ერთ კვერს შეწვავდნენ ღვეზელს ორივე ყურთან დაიჭერდნენ და იტყოდნენ ,, მთაზე ჩიტი იჯდეს,იმას ვხედავდე და იგი ჭიკჭიკებდეს, იმას გავიგონებდე ისეთი თვალის სინათლე და ყურისთქმა არასოდეს დამაკლო, მისარიონ მადლიანი" 

ბაიობა- ბაიას დაკრიფავდნენ,სახლში დაყრიდნენ, შემდეგ აიღებდნენ და მის ირგვლივ ძალიან ფრთხილად კვერცხს შემოაგორებდნენ.

მარილიანი კვერი ( წყითე კვარი)

მარილიან კვერის ჭამა იცოდნენ ყველიერის ხუთშაბათს სამი გვარის კაცებისაგან ნათხოვარი ფქვილისა და მარილისაგან პატარ-პატარა კვერებს გააკეთებდნენ. სამი გზის გასაყარზე წავიდოდნენ: დაწოლის წინ კი კვერებს გატეხდნენ,ნახევარს შეჭამდნენ და ნახევარს თავთან დაიდებნენ,გოგოს საქმრო დაესიზმრება ბიჭს კი საცოლე. ფქვილი და მარილი ერთნაირი რაოდენობით უნდოდა.

არამხუტუ.- არამხუტუ სადღაც ჯაჭვით პალოზე არისო მიბმული, პალოზე ბოლოქანქარა ( მასაქელა) ზისო როცა არამხუტუ ბოლოქანქარას უროს მოუქნევს, ჩიტს ააცდენ და პალოს მოხვდებაო,არამხუტუ რამდენჯერაც მოარტყამს პალოს იმდენს უკან ჩაასობსო.


10 იანვარი, 2022


აკ. ჭანტურიას ეთნოგრაფიული ჩანაწერები 1930 წლებში შეგროვილი.

სამგარიო. როდესაც სამგარიოს სალოცავად ხბო არ ჰყავდათ კალმახით ლოცულობდნენ,როგორც კი კალმახს დაიჭერდნენ, დანა იმ წამსვე უნდა დაერტყათ და სისხლი უნდა წამოსვლოდა. სისხლნადენის გარდა სხვა კალმახი არ ვარგოდა,სამგარიოს ხორცი მეორე დღეს არ იჭმეოდა იმ დღეს რაც გადარჩებოდა,იმას წაიღებდნენ ტყეში, ფოთლოვან ტოტებს (ფეშერს ) დააფენდნენ,იმაზე ლამაზად და აწყობდნენ და იქ დატოვებდნენ,სამგარიოს ლოცვამდე მისი (ძროხის) რძის დალევა არ შეიძლებოდა არც ყველი იჭმეოდა.

მიქამგარიო- (მიქელგაბრიელი)

კაპუნიას კერატის ( კუროს) დაკვლა მეორე დილამდე არ შეიძლებოდა; ქალები ეკლესიაში ვერ შედიოდნენ. ხატის წინ დადგომა არ შეეძლოთ, გარეთ იდგნენ.მღვდელი კართან მივიდოდა და ჯვარზე იქ ამთხვევინებდა... ეკლესიას წინ მოსაცდელი ჰქონდა (ლეშგამეში)

ოტიტუცე. ანუ ტუტუცობა. ეს იყო ქალების ლოცვა. იმდენ დედალს შეეცადნენ, რამდენი ქალიც იყო (ოჯახში) სანამ ყველაფერს გააწყობდნენ, შემწვარი ქათმები შამფურით კედელზე იყო მიმაგრებული, საამისოდ კედელში ხვრელებს წინასწარ აკეთებდნენ, კედელს ხვრეტდნენ იმდენ ადგილას რამდენიც ქალი იყო სახლში.ლოცვის დროს ერთ მხარეზე ქალები დადგებიდნენ დაოთხილად,მეორეზე მამაკაცები,მამაკაცები წამოვიდნენ (ქალებისაკენ)თუ არ ასცდებოდნენ იმ წელს ბედნიერება და ყველაფერი იქნებოდა თუ აცდებოდა მლოცველის ცუდი ნიშანი იყო.

ოტოტუცეს ლოცვა შონიებს ემართათ.

მისარიონი- კარზე ესვენა ფარცვანიების ხატი მისარიონი-თურქობის დროს თურქებმა ხატი წაიღეს,ხატმა თურქებს ავნო თვალი დაუვსო. ხატი დააბრუნეს,ამის შემდეგ თვალის შესალოცად გახადეს,თვალის ტკივილის დროს მასზე ლოცულობენ ორ ღვეზელს და ერთ კვერს შეწვავდნენ ღვეზელს ორივე ყურთან დაიჭერდნენ და იტყოდნენ ,, მთაზე ჩიტი იჯდეს,იმას ვხედავდე და იგი ჭიკჭიკებდეს, იმას გავიგონებდე ისეთი თვალის სინათლე და ყურისთქმა არასოდეს დამაკლო, მისარიონ მადლიანი" 

ბაიობა- ბაიას დაკრიფავდნენ,სახლში დაყრიდნენ, შემდეგ აიღებდნენ და მის ირგვლივ ძალიან ფრთხილად კვერცხს შემოაგორებდნენ.

მარილიანი კვერი ( წყითე კვარი)

მარილიან კვერის ჭამა იცოდნენ ყველიერის ხუთშაბათს სამი გვარის კაცებისაგან ნათხოვარი ფქვილისა და მარილისაგან პატარ-პატარა კვერებს გააკეთებდნენ. სამი გზის გასაყარზე წავიდოდნენ: დაწოლის წინ კი კვერებს გატეხდნენ,ნახევარს შეჭამდნენ და ნახევარს თავთან დაიდებნენ,გოგოს საქმრო დაესიზმრება ბიჭს კი საცოლე. ფქვილი და მარილი ერთნაირი რაოდენობით უნდოდა.

არამხუტუ.- არამხუტუ სადღაც ჯაჭვით პალოზე არისო მიბმული, პალოზე ბოლოქანქარა ( მასაქელა) ზისო როცა არამხუტუ ბოლოქანქარას უროს მოუქნევს, ჩიტს ააცდენ და პალოს მოხვდებაო,არამხუტუ რამდენჯერაც მოარტყამს პალოს იმდენს უკან ჩაასობსო.



13 იანვარი, 2022

ლ.ჩინჩალაძე

ცხაკაიას რაიონის ორნილოფაუნის შესწავლისთვის. 1962 წ 

რაიონის ტერიტორიის მეტი ნაწილი წარმოადგენს დაბლობს. მაღლობი ადგილები უჭირავს ეკისა და ჯიხას მთებს რომელთა სიმაღლე ზღვის დონიდან 400-500 მ. აღწევს.ტყეშია ვერხვი, წიფელი,თხმელა გვხვდება თხილი,თელი, საფარს ქმნის წივანა. ჩიტისთვალა,გვიმრა,მაყვალი და სხვა. ბუჩქებიდან აღსანიშნავია შქერი,წყავი,იელი,თხილი,მოცვი და სხვა. ასევე ხარობს მარადმწვანე და ხმელთაშუა ზღვისთვის დამახასიათებელი კეთილშობილი დაფნა,ქაფურის ხე და სხვა.

ფართოდაა გავრცელებული ციტრუსოვანი ( მანდარინი,ლიმონი და სხვა)

ტექ. კულტ.( ჩაი,ტუნგო,გერანი)

პარკებში გვხვდება დასავლური ტუია,დრაცენი,კვიდო,იფანი,ოლეანდრა,თეთრი ჟასმინი, ვარდი და პალმა.

ქარსაფარი ზოლი ძირითადად გაშენებულია უშაფათის,გეჯეთის,ძველი სენაკის,კოტიანეთის,ნატაჩაუს,ახალსოფლის,ნოსირის ტერიტორიაზე.(ევკალიპტი,ვერხვი, ხურმა, ჭადარი,ევკომია)

ფრინველთა უმრავლესობა იკვებება მწერებითა და სარეველა მცენარეების თესლებით (ჩიტბატონები, მემატლიები, ბოლოცეცხლები მუსკიები, ბუმბულები, ღაჟოები, შაშვები,მერცხლები და სხვა) მწერებსა და მოლუსკებს ანადგურებენ ბოლოქანქარები და ღაჟო. ყვავი კი ემტერება ხვლიკებს. ყანჩები,კოკორინები,მოლუსკებით თევზის ლიფსიტებით და ქვეწარმავლებით იკვებებიან 

რაიონში მოპოვებულია 37 სახის და ქვესახის ფრინველის 72 ეგზემპლარი და 12 ბუდე ორი კვერცხით,რეგისტრირებულია ფრინველის 5 სახეობა....

გაგრძელება იქნება...ბ.ხ.


14 იანვარი, 2022 


ცხაკაიას რაიონის ფრინველები.

(გაგრძელება)

1. მწყერი ბუდობს აქ აღირიცხება ნატოჩაოში(1962) დედალი და მამალი კრუხობდა.იგი იკვებება ფოთოლჭამია მწერით.აგრეთვე მცენარეებით; ბაია,ძეწნა,ქვათესლა,ცერცველა და ჭიკატის თესლი.

2. ხოხობი შეგვხვდა ეკის მიდამოებში,კორომებში.მობინადრე ფრინველია გავრცელებულია ეკში,ხანაში, უშაფათში,ხორშსა და ცივიში.

3. გვრიტი. მისი ადგილსამყოფელის ტყისპირი, ბაღი და ნათესები,მობუდარია.

ჭალადიდში და სენაკის მიდამოებში დედალიცა და მამალიც კრუხობს,იკვებება ხეშეშფრთიანებით და სიმინდის მარცვლით.

4. რუხი წერო. მდინარე ტეხურის ნაპირას სოფ.გეჯეთის ახლოს.

5. ჭაობის კოკორინა.ჭაობიან ადგილებში და მდინარის ნაპირზე სოფ.გეჯეთში იკვებება ხეშეშფრთიანებით და მატლებით.

6.კაკაჩა.გაშლილ ადგილებში განცალკევებულ ხეებზე, საიდანაც უთვალთვალებს მსხვერპლს.ხშირადაა სოფ. ზანას მიდამოებში იკვებება მღრღნელებით 

7. რუხი ყანჩა მდ.ტეხურის ნაპირზე 3 ეგზემპლარი ტანზე ბლომად ჰქონდა ბუმბლიჭამია.

8. ოფოფი. სოფ.ზანაში გადამფრენია იკვებება ხოჭოებით,ჭუპრებით და მატლებით 

9. ნამგალა. ფრენენ გუნდურად ბუდობენ ქვიან ადგილებში მამალს კრუხობის ნიშნები ჰქონდა, ბუდობისას ცვლის დედალს იკვებება ხეშეშფრთიანით და თეთრულა მაღლით,რომელიც მავნებელია 

10. ყვავი.გვხვდება ტყისპირას და თითქმის ყველგან.იკვებება ხოჭოებით,თევზებით,ბეღურასებრი ფრინველების კვერცხებით,ბარტყებით,კენკრით ერთს კუჭში აღმოაჩნდა ხვლიკი .

11 ჩხიკვი. აღინიშნება ყველგან დედალსა და მამალს კრუხობის ნიშნები აღმოაჩნდა, მობინადრე ფრინველია იკვებება შავტანიანებით, ბზუალებით,მცენარეული თესლებით,ფირფიტულვაშებიანებით.

12. შოშია. ნოსირი,შხეფი იკვებება ხოჭოებით,ბზუილებით,ფოთოლჭამიებით.

13.მოლაღური. ტყის პირას მეჩხერი ტყეებსა და ბაღში.მობუდარი,გადამფრენია,აგვისტოში უკვე მიგრირებს.სენაკსა და სოფ.შხეფში.იკვებება ხოჭოებით და მატლებით.მცენარეებით,ბალბალუკას თესლებით.

14. მესკია.ფართოდაა გავრცელებული მობინადრეა.იკვებება ხეშეშფრთიანთა სწორფრთიანთა და ჭრიჭინასებრთა ასევე მცენარეული რწყილით.

15. ჩიტბატონა. მობინადრეა. სენაკის პარკში დედალიცა და მამალიც კრუხობს იკვებება მცენარეული თესლებით( ცირცველი,ყანის ჭლექი და ხვართქლი) ასევე ხეშეშფრთიანით.

16. სკვინჩა.რაოდენობით არ ჩამოუვარდება ბეღურას. სენაკში მსხალზე ვნახეთ ერთი ბუდე.ზანაში სახლის სხვენზე,იკვებებიან ცხენის ცირცველა,ყანის ჭლექი,ცხვირსატეხელა ხვართქლი,ჭეჭავლასა და ბარამბოს თესლებით.ნაკლები რაოდენობით ხოჭოების და მატლებს.

17. სახლის ბეღურა. დედალიც და მამალიც კრუხობს. ხეშეშფრთიანებით მეტი რაოდენობით კი; ცერცველა, ყანის სანულა,ყანის ჭლექი,შვეილისა და სხვა თესლებით.

18.მინდვრის ბეღურა.არაა ფართოდ გავრცელებული.სოფ.ლეძაძამე და სოფ.ხორში ხილის ბაღებში.

19.მეფეტვია. მამალი კრუხობს სოფ.ინსულა იკვებება წერით,ცხვირსატეხელა,ხვართქლის და მატლებით....

გაგრძელება იქნება .....



14 იანვარი, 2022

გაგრძელება..

20. ტოროლა.სიმინდის ყანის ახლოს ბუჩქის ძირში ბუდობს.

21. თეთრი ბოლოქანქალა.უმთავრესად გვხვდება წყლის პირას იკვებება მოლუსკებით და მწერებით.

22. მთის ბოლოქანქალა. მე. ცივის ნაპირზე მენჯში ფიცის ღელესთან ჭამდა თევზის ლიფსიტას.იკვებება ასევე მწერებით.

23. შავთვალა ბოლოქანქალა.

24. მწყერჩიტა.ცხაკაიას გარეუბანში სიმინდის ყანაში.იკვებება მწერებით.

25. დიდი წივწივა. 8 ეგზ. იკვებება სწორფრთიანებით,ხეშეშფრთიანებით და ჭრიჭინასებრთებით.

26. კავკასიური წინკანი. სოფ.ნატოჩაო,იკვებება ფოთოლჭამიათი და ხოჭოებით.

27.თოხიტარა. იკვებება მწერებით და მცენარეების თესლებით.

28.ღაჟო. მამალიც და დედალიც კრუხობს, მავთულებზე,ბაღებში იკვებება მწერებით 

29.შავშუბლა ღაჟო.ნაქალაქევში,იკვებება ლოფორთქინათი.

30.მემატლა.აოფ.ხორში.იკვებება სწორფრთიანებით და ლეშიჭამიებით.

31.კუდფართო ლერწამა იშვიათი ფრინველი სოფ.ლეძაძამეში.საქართვოს სხვა ადგილებში ეს ფრინველი არ შემხვედრია.

32. მეჩალია. ეს ფრინველი ბუდეს იკეთებს მაყვლის ნესტიან ბარდებში.

33.მიმინოსებრი ბულბულა. მამალიც კრუხობს იკვებება მწერებით და ცერცველას თესლით.

34. შავთვალა ბულბულა. მგალობელია ცხაკაიას ბაღში ბინადრობს 

35.რუხი ბულბული.მამალი კრუხობს იკვებება მწერებით.სოფ.ეკი.

36.შაშვი. მამალიც კრუხობს იკვებება ხეშეშფრთიანებით და მათი მატლებით,ასევე მცენარეების თესლებით.

37. ალკუდა. სასიამოვნოდ გალობს, გამოირჩევა ალისფერი მოლითი.კრუხობს ორივე.იკვებება სხვადასხვა ხოჭოებით ასევე მახრით.

38. ბულბული. მობუდარი გადამფრენი,ცხაკაიაში აპრილის ბოლოს მოფრინდება მამალი კრუხობს.

39.გულწითელა. კავკასიის ენდემური ფორმაა.

40.ჭინჭრაქა. სენაკსა და ძველი სენაკის შარაძის მაყვლის ბარდებში.მწვანე ღობეებზე.

41.სოფლის მერცხალი უფრო ხშირია ვიდრე ქალაქის მერცხალი.მოფრინდება აპრილის შუა რიცხვებში და აგ კატოს ბოლომდე ასწრებს ორჯერ კრუხობას. იკვებება ხოჭოებით.

42.ქალაქის მერცხალი.იშციათი ფრინველია.იკვებება ხოჭოებით, ბადეფრთიანებით.

სენაკში ზაფხულში 42 სახეობის და ქვესახის ფრინველის რომელთა (33) მეტი ნაწილი მობუდარია; დანარჩენი(9) კი გადამფრენი. აღრიცხულია კავკასიის ენდემური ფორმა გულწითელა.



15 იანვარი, 2022 


სენაკის რაიონი სოფ..ეკი.

ეკი მდებარეობს ციის ხეობაში.აქ არის ორი ეკლესია, ,,იმანიერი"და იოანე ნათლისმცემლის ტაძარი.

ეკის სამრეკლოს ქვაზეკვეთილი წარწერა მარი ბროსეს (1880-1881)წ შემდეგნაირად წაიკითხა, ,,ქ.აღაშენა ესე სამრეკლო ბრძანებითა თამარ მეფისა გიორგი მაქმ... მეიხებისთვის წმინდაო იოანე თავისი თავისა,ამინდი მეფეო თამარ,მეუღლე გიორგისა, შალვა... შეიწყალე ღმერთო"

წარწერა შეცდომით იქნა წაკითხული მ.ბროსეს მიერ მისი დაზიანების გამო.მისი ქარაგმებით გახსნისა და დაზიანებული ადგილების აღდგენის შემდეგ ასეთნაირად იკითხება 

,,აღიშენა ს სამრე [კლო] ესე დიდითა მ(ი) ჭ [ირვე] ბ(ი) თა გ (იორგ)ი მ (ი) ქა ს ძის [აჩ] თა. სულსა [ მისსა] მეოხ ექმენ წ [მინდა] ოი [ოა] ნე და მშობელთა [მი] სთასა, ა(მი)ნ ნ. გ(იორგ) ის ცოლმან თამ(ა)რ დიდი შ (ი) გვაგუვა, შ ( ეუნდვე) ნ ღ(მერთმა) ნ ა (მი)ნ "

ამრიგად ეკის სამრეკლოს წარწერა 8- 14 სს.ჩანს.

ქ.აღიშენა კ( ა) რ(ი) ბჭე ესე £ (ე) ლითა. ივ(ა)ნე ქორიჯაძის ძის (ა) თაშ (ეუნდევე) ნ ღ(მერთმა)ნ ა (მი)ნ. ივანე ქორიჯაძე 14 საუკუნის ხუროთმოძღვარი უნდა იყოს 

შედარება გვიჩვენებს,რომ საქართველოში ცალკე აგებულ სამრეკლოთა შორის მხატვრული დამუშავების თვალსაზრისით ეკის სამრეკლოს ბადალი არ იძებნება. იგი ერთი იმათგანია რომელიც საუკეთესოდ უნდა იქნას აღიარებული.

საქართველოს თითქმის ყველა რეგიონში ფართოდაა გავრცელებული მცირე მოცულობის უგუმბათო ეკლესიები ე.წ. დარბაზული ტიპის იდენტური სქემის გეგმები. რომლებიც ერთ ქრონოლოგიურ წრეში თავსდებიან. მათ შორის ; ქართლიდან სნეკვი, არბო,დევისი,ვანატი სამხ.საქართველო; იშხანი ,ოთხთა ეკლესია.საინგილოდან ვაჩნაძიანთ ეკლესია,კასხის წმ.სამების.

აბესალომ ტუღუში. ,,ეკის ნათლისმცემლის მონასტრის წარწერები"


21 ნოემბერი, 2021

1492 წ. ქრისტეფორე კოლუმბს მისიის შესასრულებლად მთავრობამ გადასცა სამი ხომალდი: ,,სანტა მარია,,(100 ტონა წყალწყვის) ,პინტა"(60 ტონა წყალწყვის,კაპიტანი მარტინ ალონსი) და ,,ნინია" (50 ტონა წყალწყვის კაპიტანი ვისენტე იანესი)...

1972 წელს ესპანეთის დედაქალაქ მეხიკოში ყოფნისას ნევროლოგიის ცნობილმა სპეციალისტმა,პროფესორმა იური მოლაშხიამ აკადემიის აკადემიკოსმა ,,ნუევო ლეონის" შენობათა კომპლექსის დათვალიერებისას ყურადღება მიაქცია ფოტოატელიეს ლამაზად გაფორმებულ აბრაზე წარწერას ,, ფოტოგრაფი მოლაშხია" 

,,ცხადია დავინტერესდი იხსენებს იური მოლაშხია და გიდს ვთხოვე შემყოლოდა ფოტოატელიეში.იქ მითხრეს,რომ ბატონი მოლაშხია ატელიეს მფლობელია, რომ ამ ატელიეს ფილიალები ნიუ-იორკში და მონრეალში აქვს.საბედნიეროდ იმხანად მოლაშხია მეხიკოში აღმოჩნდა.ჩემი თხოვნით დაუკავშირდნენ ტელეფონით და მალე წარმოსადეგი გარეგნობის ორმოცი ორმოცდახუთი წლის ვაჟკაცს ვესაუბრებოდი. მე საბჭოთა კავშირიდან ვარ ვუთხარი და მექსიკაში მოლაშხია როგორ აღმოჩნდა მეთქი."

--კავკასია თუ იცით?--მეკითხება 

-- მე ხომ კავკასიელი ვარ, ქართველი

... ჩვენ ნამდვილად ერთი სისხლის ვყოფილვართ აღფრთოვანებას ვერ ფარავს მექსიკელი.-- ჩემი შორეული წინაპრები ქართველები იყვნენ.

,,სამეგრელოს მთის სოფელში სამი ძმა მოლაშხია ცხოვრობდა მათ ვიღაც დიდი ფეოდალი მოუკლავთ ძმების სოფელში გაჩერება არ შეიძლებოდა და გამოიქცნენ მდევრებმა უფროსი ძმა დაჭრეს,ის შორეულ ნათესაობასთან დაიმალა ორი ძმა კი დიდი ხეტიალის შემდეგ ესპანეთში ბასკონიაში მოხვდა.ამის შემდეგ გვარის ისტორია დაწვრილებით ვიცი გენიალოგიური რუკიდან.ქეისტეფორე კოლუმბი მამაც და ჯანმრთელ ადამიანებს ეძებდა თავისი ექსპედიციისათვის ძმები მოლაშხიები ,,სანტა მარიას" (რომლის კაპიტანი თვით კოლუმბი იყო)ეკიპაჟში მოხვდნენ,და მასთან ერთად ეძებდნენ ინდოეთის გზას დასავლეთისაკენ და ამერიკაში ამოყვეს თავი.უმცროსი ძმა აქვე დარჩა მე მისი პირდაპირი შთამომავალი ვარ.შუათანა ძმა კი ბასკეთში დაბრუნდა და მისი შთამომავლები დღესაც იქ ცხოვრობს.

საუბრის დასასრულს მექსიკელმა მოლაშხიამ მოიტანა გაყვითლებული და გაცვეთილი საოჯახო წიგნი, სადაც ეს ისტორია იყო მოთხრობილი და რომელშიც ჩართული იყო კოლუმბის მეზღვაურთა სიაც, სადაც რიგში მეექვსედ ეწერა : Chao Georgia molashchia.სიის ეს მონაკვეთი მან ფოტოზე გადაღებინა და გადმომცა.ასე, რომ მექსიკელი მოლაშხია თავის სახელებში მეზღვაურ წინაპარსაც ასახელებდა უთუოდ.

(სხვათაშორის საინტერესოა კიდევ ერთი გვარი რომელიც კოლუმბის მეზღვაურთა სიაში იკითხება ,,ლიპუსკუა) სიაში ის მეოთხეა.)


დროება 1866-1875 წ. N 129.

სენაკის მაზრიდან,25 ენკენისთვე.

ამ დღეებში მოხდა აქ თეკლათს ერთი შემთხვევა,რომელიც ჩემის ფიქრით,მით უფრო ღირსია ყურადღებისა რომ იშვიათი არ არის ასეთი ფიქრები ჩემში.

თეკლათის სოფლის საზოგადოება 700 მოსახლე კაცისგან შედგება სოფელს ამ თვის 22 - ს ჰქონდა კრება, რომელზედაც შემდეგი გარემოება გამოაშკარავდა, საზოგადოებას ყავს ოთხი კეთილსინდისიანი კაცი სახაზინო ფულების მოსაკრებელად და სოფლის ვექილათაც ამორჩეული.ამ ფულის მომკრებლებს მოუბოჭიათ სოფლებში სახაზინო 750 მანეთი და ჩაუბარებიათ მამასახლისისათვის, ხაზინაში წარსადგენათ. მაგრამ მამასახლისს ჩაუკეცია ფულები ჯიბეში და გამგზავრებულა ფოთში,სადაც თავის ცოლისთვის ძვირფასი ქალის უნაგირი, ტუნუკიანი კაბები და სხვა ბევრი მდიდრული ტანსაცმელი უყიდია,ეს ამბავი მაშინვე უეზდის მმართველს გააგებინეს შედგა ყრილობა და მამასახლის დაუმტკიცეს. მამასახლისი გამოტყდა ფულების მოპარვაში,მმართველისაგან გამოგზავნილმა თქვა თუ ეს 750 მანეთი თუარა მამასახლისმა, თქვენ უნდა გადაიხადოთ. მამასახლისი დარჩა თავის ადგილას.

იაკობ გოგებაშვილი წიგნში ,,მეგრული დაწყებითი სკოლის საკითხებისათვის" წერს

,,ისტორია მოგვითხრობს,რომ უხსოვარი დროიდან ქართული ენა მეგრელთათვის სარწმუნოებრივი ღვთისმსახურების, სასკოლო,სალიტერატურო და სასამართლო-- ადმინისტრაციულ ენას წარმოადგენდა. მეგრელები, რომლებმაც ქრისტიანობა აღმოსავლეთ ქართველებთან შედარებით სამი საუკუნით ადრე მიიღეს, მხსნელ ქრისტეს ადიდებდნენ თავის ძირითად ქართულ ენაზე,საეკლესიო კათედრა სამეგრელოს ფარგლებში არასოდეს ხმარობდა სხვა ენას, გარდა ქართულისა ( ი. გოგებაშვილი თხზულებანი ტ.3.გვ.437)

სამეგრელო შედგება ორი სენაკისა და ზუგდიდის მაზრისაგან სასაუბრო ენა ქართული.

1867 წ. სენაკში ურმებით მოზიდეს გლეხთა განთავისუფლების მანიფესტი მეგრულად დასტამბული და უსასყიდლოდ დაურიგეს როგორც გლეხკაცებს, ისე თავად- აზნაურებს. ( იქვე.გვ. 482.)


დროება 1875 წ. N 74

ალექსანდრეს( მაკედონელი) დროს საქართველო იყო ოთხ სატრაპოდ პირველი ახლანდელი შიდა ქართლი დ.ქ. (მცხეთა) მეორე იმერეთი დ.ქ. ძვ. სენაკი რომელშიც ამ დროს იჯდა ფარნაოზის მეგობარი ქუჯი. მესამე სამცხე- საათაბაგო დ.ქ.(ორბეთი) მეოთხე კახეთში ანუ ალბანეთში დ.ქ.(ჰერეთი)

N 19

ჭალადიდიდან მოიპარეს ორი მაკე ცხენი და წაიყვანეს სუჯუნისკენ მაგრამ შემოათენდათ ვინაიდან მაკე ცხენზე ქურდის მეტი არავინ არ შეიძლებოდა.გზაზე შეხვდათ ორი მეგრელი ლაპარაკისას მეგრელებმა ხანჯლები ამოიღეს და ქურდები სუჯუნის პოლიციის პრისტავთან წამოყვანა დაუპირეს ქურდები ფეხით წაიყვანეს თვითონ ცხენებზე შემოსხდნენ,და გაიქცნენ. ნაძარცვი სუჯუნის პოლიციის პრისტავს წარუდგინეს...

მეორე ღამეს მდ.ტეხურის მარჯვენა მხრით რკინის გზის რელსებზედ სიგანით გაუდვიათ ორი თუ სამი ხე იმ აზრით რომ მაშინა გადაეგდოთ რელსებიდან,მაშინა მისდგომია ამ ხეებს და წასვლა გასჭირვებია, მაშინას კივილი დაუწყია, იქ ახლო მყოფი გზის უფროსი და ყარაულები თავის სადგომიდან გამოსულან და მატარებლისკენ გაქცეულან ამ დროს ეს ავაზაკი კაცები საყარაულოში შესულან და იქაურობა გაუძარცვავთ.

სტანციის ზედამხედველმა სენაკის მაზრის მმართველს მოახსენა და მან იმ წამში ქურდების მოსაძებნად გაგზავნა უფ. ბ. ქავთარაძე რომელმაც აღმოაჩინა ავაზაკი და ეს კაცი ახლა სატუსაღოშია.

ანთიმოზი.



ცხოვრების სარკე 1908 წ. N 12.გვ.3

სოფლის პროპაგანდისტების მოქმედებას ემსხვერპლა ს.ბანძაში მცხოვრები ზურაბ ფაღავა.1905 წ. სენაკის მაზრის სოფლებს მოუვლინა ორი ყაჩაღი ლ.ბაღათურია და რურუა რომლებიც ძლიერ ავიწროვებდნენ ისედაც შევიწროვებულ გლეხ- კაცებს,ძარცვავდნენ გამვლელ გამომვლელთ. ს. ნოქალაქევში მოხდა კრება და დაადგინეს ვეცადოთ იარაღი ავყაროთ რურუას და ბაღათურიას და გადავცეთ ორივე ადგილობრივ მთავრობაში. ამის შესრულება მიანდეს რამდენიმე პირს. როდესაც ეს ამბავი გაიგო ბაღათურიამ და რურუამ დაემუქრნენ ხალხს და პარტიას ამავე პირებმა მოკლეს ზურაბ ფაღავა. პირადი ინტერესების გამო სწორეთ იმ დროს, როდესაც რეაქცია მუსრს ავლებდა მცხოვრებლებს . ამ მკვლელობით საბაბი მიეცა პოლიციას მეტად გაეძლოერებინათ რეპრესიები. ადგილობრივმა სოც.დემოკრატებმა ბრძოლა გამოუცხადეს ამ ორ ყაჩაღს,რომლებიც ფურცლებში ც გამოაცხადეს ზ.ფაღავას მკვლელობა არავითარ საიდუმლოებას არ შეადგენს.ის აშკარად შუადღეზე მოკლეს. ამის მოწამეა მთელი საზოგადოება. ამავე დროს ,,იმერელი მასწავლებელი"ს.დ. პროპაგანდისტებს აბრალებს ზურაბის მოკვლას და კიდეც იმუქრება ფაქტებით დაგიმტკიცებთო.

ინ-- ჩ--ძე.

კოლხიდა 1911წ. N 194

14 ნოემბერს ძვ.სენაკში დაუჯერებელი ამბავი მოხდა. ამ პატარა საზოგადოებამ,რომელიც სულ 350 კომლი გლეხისგან შედგება, სასოფლო ყრილობაზე, რომელსაც დაესწრნენ მაზრის ადმინისტრაციის ყველა წარმომადგენელი, დაადგინა განაჩენი: ეთხოვოს სათანადო მთავრობას -- გაიხსნას დ.ძველ სენაკში ქალთა საეპარქიო სასწავლებელი; საზოგადოება კისრულობს აღმოუჩინოს ამ საქმეს ერთდროული დახმარება ნაღდ ფულით ათი- ათასი მანეთი, და სასწავლებლის შენობის ასაგებათ საჭირო,ქვა,სილა და კირი და ეს მასალაც რომ ფულით ვიანგარიშოთ, შემწეობა 15-20 ათას მანეთს უდრის,ქავთარაძეები (ძმები კომერსანტები) 10, 000 მანეთს ნაღდ ფულს იხდიან და საზოგადოებამ უნდა უზღოს მათ ეს ფული ხუთის წლის განმავლობაში უსარგებლოთ,წლიური 2000 მანეთის გადახდა სოფელს არც თუ დიდად მიაჩნია.

დამსწრე.



ივერია 1896 წ N 178

სოფ.გეჯეთში ფერისცვალების დღეს გლეხი ოთარიკა ოჩიგავა თევზის საჭერლად ჩასულიყო ღერეში (ღელეში ბ.ხ ) რომელიც გვერდით ჩადის იმის სახლთან, ეს შეეტყო ბეჟან ჯავახიას, გაჯავრებული მივარდა გლეხთან და დაუშალა თევზის ჭერა,ის ღელე გამოყვანილია ნეტარხსენებულის ნიკოლოზ დადიანისაგან მდ. ტეხურიდგან. და შუა სოფელში მიმდინარეობს, ამ ღელეზე დაკეთებულია ბევრი დადიანის წისქვილი, რომელთა შორის ერთი ხსენებულ ჯავახიას ეკუთვნის. ამის გამო ამბობს ; წყალი ჩემია, ჩემს ადგილებიდან მიდის,ყოველივე სარგებლობა მე მეკუთვნისო" თუ ყველა წისქვილის პატრონმა წყალი დაისაკუთრა მაშინ ჩვენ დიდ გაჭირვებაში ჩავვარდებითო უთქვამს ოჩიგავას..

N178

17 აგვისტოს დილიჟნის კონდუქტორებს ჩხუბი მოსვლიათ ერთმა მეორეს ჩაარტყა ხანჯალი თავში. დროებით ბოქაულის მოვალეობის შემსრულებელმა ბ- ნ. კონსტანტინე სალაყაიამ რომელმაც აღმოაჩინა კონდუქტორის სახლში სისხლიანი ხანჯალი თავად კონდუქტორი იწვა სახლში.

ტელეფონი.

1894 წ.ივერია N 258

რვა წელია ახალ- სენაკში არსებობს დედათა სასწავლებელი.ჩვენდა საბედნიეროდ, როგორც ნამდვილად შევიტყვეთ ამ სკოლის ახალ მასწავლებელს ,ქ-ბნ.ბაბილინა გრიგოლის ასულს ტფილისის დედათა საეპარქიო სასწავლებელში სწავლა დამთავრებულს , სურს ეს სასწავლებელი ორ კლასიანად გადააკეთებინოს აქაურ საზოგადოებას.მას მხარში უდგას მაზრის უფროსი ქავთარაძე 

ტრიფ.კალანდარიშვილი.



1911 წ. ოლღა ბერიძე- ხოფერიას ხელმძღვანელობით ღარიბ მოსწავლეთა სასარგებლოდ დიდი საღამო გაიმართა მათ თბილისიდან მოიწვიეს პოეტი იოსებ გრიშაშვილი ქუთაისიდან სილამაზითა და ცეკვით სახელგანთქმული საშა ჩიქოვანი.ასევე, ქართული ცეკვის უბადლო შემსრულებელი ნიკო ფაღავა. ცნობილი ქუთაისელი მსახიობი და საზოგადო მოღვაწე ნემო ჯანოევი. ქალიშვილები ეკატერინე ლოლუა,ნუცა მხეიძე,ფუცუ დგებუაძე ფულარია და პაესია დგებუაძე.რომელიც მაშინ 12 --13 წლის გოგონა იყო.

1905 წ. სამეგრელოში იყო ორი შეიარაღებული ტერორისტული რაზმი ლაკადაში მოქმედი ამ რაზმებს თოლორდავა და გეთიები მეთაურობდნენ.



ისარი ყოველდღიური საპოლიტიკურო და სალიტერატურო გაზეთი 1907 წ.N 6

ს. ნაქალაქევი. ახალი ბოქაული მოგვევლინა გაგუას ნაცვლად რომელიც მაზრის ადმინისტრაციას არ მოსწონებია ,,სლაბოსტისთვის" რაღა ლაპარაკი უნდა,დროებით დანიშნულმა ბოქაულმა გვილავამ, რაც კი შეეძლო თავი ისახელა. ხალხის შევიწროვებითა და დარბევით.

გვილავას მოღვაწეობაში აღსანიშნავია ხალხის შევიწროვებასა და ცემა ტყეპის გარდა ის გარემოებაც, რომ მან უშაფათის საზოგადოებას მოსთხოვა სოფლის კანცელარიის შენობა არ ვარგა და სხვა შეიძინეთო. მან თვის ნებით გაჰყიდა ძველი შენობა კანცელარიის თვითონვე იყიდა ახალი დადგა.ზედმეტი ფული რათქმაუნდა ხალხმა გადაიხადა 

დროებითი.

N 32

სოფ.ბანძა. ის რაც ამ ბოლო დროს ს. ბანძასა და ახლომახლო სოფლებში ხდება , არა მგონია სადმე სხვაგან ხდებოდეს, ქურდობა, ძარცვა უმიზეზოდ კაცის კვლა. რამდენიმე დღის წინად ჩვენს სოფლის ახლო მოვაჭრე ლეკს გზაში დახვდა სამი კაცი ბერდანის თოფებით წაართვეს სამი მანეთი ფული და იქვე მოჰკლეს. ხალხს ესტუმრა ბოქაული 20 სტრაჟნიკით და მოსთხოვა ლეკის მკვლელი,ვადა სამი დღე მისცა,თუ არ შეასრულებთ 3000 მან. ჯარიმაა გადაგახდებინებთო

ამ ერთი თვის წინად ღამე გასტეხეს და გაძარცვეს სოფ. ლეხაინდრაოს ეკლესია წაიღეს ვერცხლის ბარძიმ ფეშხუმი და ვერცხლის კოვზი.წაიღეს აგრეთვე სანთელი და 120 მან. 

ს. ბანძაში ორი წლის წინად მოკლული სტრაჟნიკის ადამიას ოჯახის სასარგებლოდ ისედაც გაძვალტყავებული საზოგადოებას გადაახდევინეს 500 მანეთი 

ნოე გაბუნია

გაზ.უსარი 1907 წ. N 194

ახალ- სენაკი. სენაკის სათავადაზნაურო სკოლის მოსწავლეები და მასწავლებლები უღრმეს გულითად მწუხარებას აცხადებენ საყვარელ მგოსნის და საზოგადო მოღვაწის ილია ჭავჭავაძის ტრაგიკულ სიკვდილის გამო. უსაზღვრო ზიზღს ვუცხადებთ მკვლელებს,პანაშვიდი გადავიხადეთ.

ახალსენაკ - ძველ- სენაკელნი უსაზღვრო დარდით ვართ მოცულნი ყოველ გონიერ ქართველისთვის ბძვირფას ილია ჭავჭავაძის დაკარგვის გამო. ცხარე ცრემლებით ვგლოვობთ მხცოვანი მგოსანს. წყევლა- კრულვა საზიზღარ მკვლელებს.

ძველ- სენაკელთა მინდობილობით; 

ანდრო ქავთარაძე.



ისარი 1907 წ. N 5

ყოველდღიური საპოლიტიკურო და სალიტერატურო გაზეთი.

აბაშა. (სენაკის მაზრა) დეკემბრის დამდეგ რიცხვებში სოფელ აბაშაში იპოვნეს ტყვიით გულ- განგმირული გვამი ზემო ხეთის საზოგადოების მცხოვრების გიორგი დიმიტრის ძე სალუქვაძისა. ხსენებული სალუქვაძე იყო სოფლის მწერლად ზემოხეთაშივე სადაც ის განწესებული იქნა ოზურგეთის სამაზრო ადმინისტრაციის მიერ.მიცვალებულის პოვნის ცნობა გააგზავნეს სამტრედიაში ბოქაულთან,რომელიც ჩამოვიდა და სოფელს განუცხადა,რომ საზოგადოებას დააჯარიმებდნენ და დასჯიან. სალუქვაძე თბილისში აპირებდა თურმე წასვლას,რადგან ქალიშვილს ათხოვებდა და სამზითვო ნივთები უნდა ეყიდა თან ბლომად ფული ჰქონია. 19 დეკემბერს სალუქვაძის სიკვდილის გამო აბაშის საზოგადოებას ეწვია დამსჯელი რაზმი, ამასთან სხვათა შორის დაიბარეს ზემოხეთის საზოგადოების ყველა მამაკაცები და საკომლო სიის გადაკითხვის შემდეგ დაამაწყვდიეს სოფლის კანცელარიის შენობაში. აბაშის საზოგადოება კი იდგა მინდვრად თოვლზედ და მთელი ხალხი სიცივით კანკალებდა. ბოლოს გამოუცხადეს ხალხს, რომ მალე ტოლმაჩევი მოვა და კარგად დაუხვდითო, 24 დეკემბერს მოაწია ტოლმაჩევმა 250 სალდათით დააცლევინეს 20 მდე სახლი და დაბინავდნენ შიგ. ტოლმაჩევმა გამოუცხადა ხალხს უნდა მოგვცეთ სარევოლუციო ორგანიზაციის წევრები, უნდა მოგვცეთ სამსონ წითელაშვილი; ან თქვენ თვითონ მოკალით და თავი მომიტანეთო.ხალხმა გამოუცხადა წითელაშვილის შესახებ არაფერი ვიცითო და არც ის ვიცით ვინ მოკლა სალუქვაძეო. ბოლოს ხალხს 7000 ათასი მანეთის ჯარიმა დაადეს ხალხმა ორი დღის განმავლობაში სესხებით შეაგროვა 7000 მანეთი და ჩააბარა. დაზარალდნენ ვაჭრები სხვებზე მეტად ვაჭარი მსხილაძე.

შეკბენილი.

N 98

ახალ- სენაკი. სოფ. უშაფათში დაიჭირეს ს. ბანძის მცხოვრები რემანოზ კუცია,რომელსაც აბრალებდნენ ქ. სოჭაში შეიარაღებულ აჯანყების მეთაურობას და გენერლის მოკვლას. კუცია სოჭაში მიჰყავთ საქმის გასარჩევად.

17 აპრილს, ღამის 9 საათზე, ახალსენაკში მღვდელ გამზარდიას თავს დაესხა ოთხი შეიარაღებული კაცი გაიტაცეს 50 მანეთამდე ფული,კოვზები და სხვა წვრილმანი ნივთი.

8 აპრილს სეფიეთში მოვაჭრე ებრაელს გზაში დახვდა 2 შეიარაღებული კაცი, წაართვეს 40 მანეთი და ფართლეულობა ღირებული 300 მანეთამდის.

აქ 17 აპრილს ღამე ძონძირში გატეხეს ეკკლესია წაიღეს; სანთელი, ბარძიმფეშხუმი და ვერცხლის კოვზი. ამის გამო მცხოვრებლებს ეწვია ბოქაული 5 სტრაჟნიკით და მოსთხოვა მცარცველი, ვადა 1 მაისამდე მისცა და დაიბარა ამ დრომდის მცარცველი უსათუოდ წარმოადგინეთ თუ არ შეასრულებთ ეგზემუციას ჩაგიყენებთო.

8 აპრილს ეკში დაეცნენ მედუქნე თათარიშვილს წაიღეს თამბაქო და 20 მანეთამდის ფული.

აქ ხიდი მდინარე ტარჩელზე ორი წელიწადია რაც ჩაინგრა,ამ ხიდზე ეტლით დაიარებოდნენ, მეტადრე დილიჟანი ყოველ დღე მიდი მოდიოდა ახალ სენაკიდან დაბა ნოვოღალებამდი. ეხლა კი გასვლა შეუძლებელია მეტადრე წვიმიან დღეებში.

ნოე გაბუნია.



ისარი 1907 წ. N 139

ს.მარტვილი (სენაკის მაზრა) ქურდობა და ავაზაკობა გახშირდა 6 ივნისს12 საათზე რვა შეიარაღებული კაცი თავს დაესხა სტეფანე გაბისონიას: ხუთი მათგანი სახლში შევიდა,ხოლო სამი გარეთ დარჩა. ს.გაბისონიას წაართვეს რაც კი რამ ებადა ფულად თუ ხორაგად. სტეფანეს უღვთოდ ცემეს და დაემუქრნენ ხმა არ ამოეღო არსად. ეს არ აკმარეს და მოხუცებულ გაბისონიას თვალწინ გააუპატიურეს მისი ქალი. ამის შემდეგ ისინი წავიდნენ, გაჩნდნენ მეზობლები იკითხეს მცარცველების ვინაობა და აღმოჩნდა, რომ ისინი ყოფილან ამავე სოფლის მკვიდრნი ალ. მ-ია, ჯ. ჯ-- ვა, პ.თ--ია მ. ჯ--ია, საქმე გადაეცა გამომძიებელს, რომელმაც დასახელებული პირები დააპატიმრა 

გ ბ.ს.

N 168

ს. აბედათი. როგორც სხვაგან ჩვენშიც გაჩნდნენ უკუღმართი ადამიანები, რომელნიც მოსვენებას არ აძლევენ ხალხს. განსაკუთრებით სახელი გაითქვეს ზოსიმე ზარქუამ და ვლადიმერ კორსავამ, რომელთა ფიქრი თავიანთი ძმაბიჭების დახმარებით იმაზეა მიმართული, რომ გაჰქურდონ ან გასძარცვონ ვინმე და რაც უფრო საზიზღარია, დააბეზღონ სადაც ჯერ არს.

ამას წინათ გაჯავრებულმა ხალხმა დაატუსაღა მამასახლისის თანდასწრებით ზარქუა და სთხოვა მას თავიდან მოშორება,მამასახლისმა მიიღო რა ხალხის მოთხოვნა გადასცა ბოქაულს რომელსაც ზარქუამ უთხრა მე ძველ რეჟიმს ვიცავ და ხალხი მიტომ მემდურისო, ასეთი განცხადება ზარქუასი დაადასტურა განა ჩიქვანმა და ზარქუამ თავისუფლება მოიპოვა, თან უნდა დაესახელებინა პოლიტიკურად არასაიმედო პირები მან დაასახელა 15 სოფლის მიწის მუშა პოლიცია შეუდგა მათ ძებნას ის კი ისევ დათარეშობდა 

/ისევ-- ის/ 

N 208

ს. ტყცირი. კოწია ცომაია,რომელმაც თავი გაითქვა მრავალ საგმირო საქმით, საარაკო მხნეობას იძენს ხალხის შევიწროვებაში და ,,კრამოლნიკად" აღიარებულ პირთა შეპყრობით ერთი ამისთანა საქმე ჩაიდინა ჩვენს სოფელში,როდესაც ტერორისტის აღიარებულ ჩიტავას დაჭერა უნდოდა ცომაია თავის სტრაჟნიკებით შემოერტყა ერთ გლეხის სახლს, საცა ჩიტავა ეგულებოდა. გაბრაზებულმა კოწია ცომაიამ სახლს ცეცხლი მისცა და როცა ჩიტავა სახლიდან გამოვიდა იგი იმსხვერპლა სტრაჟნიმის ტყვიამ.

N 237

ს. მარტვილი,(სენაკის მაზრა)

გათავდა კენჭის ყრა კომისია მოვიდა 14 ოქტომბერს. კომისიას ორ დღეს თავმჯდომარეობდა, სენაკის მაზრის თავად- აზნაურთა წინამძღოლის კ. დადიანის ნაცვლად, მისი მოურავი,ირაკლი თოფურიძე, რომლისთვისაც დადიანს მიეცა ამაზედ ვექილობა. კომისიამ დადიანის მხრით ასე აბუჩად აგდება საწყენად მიიღო და გუბერნატორს დეპეშით შეეკითხა, როგორ მოქცეულიყო, გუბერნატორმა დეპეშითვე უბრძანა ჯარის უფროს ეკისრა თავმჯდომარეობა.

18 ოქტომბერს აქაურმა საზოგადოებამ სათათბიროს ახალ დეპუტატის ე. გეგეჭკორის პატივსაცემად და გამოსათხოვრად გამართა ვახშამი,ვახშამს ორმოცდაათამდე ქალი და კაცი დაესწრო. ცნობილი გვილავაც მობრძანდა დასასწრებლად, მაგრამ რა ნახა უკიდურესი გულგრილობა ვახშმის მეთაურთა და სხვათა, თავის გზას გაუდგა. ვახშამმა გასტანა დილის ხუთ საათამდის.

ამავე დღეს დაასაფლავეს მარტვილის მონასტერში გვამი ეპისკოპოს გრიგოლისა.

მკვიდრი.



ტრიბუნა 1923 წ.N 473

ლოტბარი ძუკუ ლოლუა 

25 წელიწადი შესრულდა მას შემდეგ,რაც საქართველოს სხვადასხვა კუთხის სცენაზე პირველად და მკვეთრად გაისმა დასავლეთ საქართველოს სიმღერები და ქართველი საზოგადოების ყურადღება მიიზიდა თავისკენ. ამ დიადი საქმის ნამდვილ მოთავედ გვევლინება ბ.ძუკუ ლოლუა.

1897 წლიდან-- დღემდე ის საკვირველი გულმოდგინებით და არა- ჩვეულებრივი აღმაფრენით წვდება განსაკუთრებით დასავლეთ საქართველოს ხალხური მუსიკის წიაღს.

N 474

ისულა. ამა წლის მაისის 12 არის ისტორიული დღე ძონძირ- ისულის პარტ. ორგანიზაციის ცხოვრებაში. ამ დღეს გამოვიდნენ პარტიული ამხანაგები კოლექტიური ყანის ,,კომუნაზე" სამუშაოდ.

სასიამოვნო სანახაობას წარმოადგენდა ეს დიადი დღე, დილის 7 საათზე ადგ. შკოლის ეზოში თავი მოიყარეს ამხანაგებმა ყველას დიდი აღფრთოვანება ეტყობოდა.შემდეგ გამოტანილი იქნა სკოლიდან პარტიული დროშა რომელსაც ეწერა ,,გაუმარჯოს კომუნას" დასამუშავებელი მინდორი უდრის 6 ქცევას შუა ადგილას ამართულია დიდი ბჟოლის ხე. მასზე მიკრული იქნა ფიცარი წარწერით ,, 12 მაისი ჩვენი ,,კონა""ს დღეა.

N541

ს.ისულა. შაბათს ივლისის 28-ს ადგილობრივ შრომის სკოლის შენობაში,შესდგა ძონძირ- ისულის პარტორგანიზაციის წევრთა და კანდიდატთა შეერთებული კრება, თავმჯდომარეობდა ამხ. სტეფანე ტორჩინავა, მდივნობდა ამხ. აკაკი კუცია. საერთაშორისო მდგომარეობაზე ვრცელი მოხსენება გააკეთა ტბილისიდამ ჩამოსულმა ამხ. გრიშა ხოფერიამ ამხ. დაწვრილებით შეეხო თანამედროვე პოლიტიკურ ვითარებას მთელ მსოფლიოში. საინტერესო იყო საინფორმაციო მოხსენება სამაზრო კონფერენციის შესახებ.ორგანიზაციამ საჭიროდ სცნო კონგრესის მოწვევა არა უგვიანეს აგვისტოს 20-25 მდე. კომიტეტს დაევალა ყურადღების მიქცევა ძონძირის პარტუჯრედისადმი ამხ.რაჟდენ ნაროუშვილს დაევალა ძონძირის უპარტიო მასსაში მუშაობა. ორგანიზაციაში დღემდე არ ირიცხება ორიოდე ქალის მეტი 

4 აგვისტოს უნდა შესდგენს ქალთა კრება.

პას.მდ.აკაკი კუცია



5 თებერვალი, 2022

Სენაკის  მაზრის ხმოსანთა პირველი ყრილობა.

1918 წლის  15 სექტემბერი. 

Ფოტოზე მარცხნიდან პირველ რიგში :

Იოსებ სალაყაია. Გ.Ბოკერია. Ბარნაბა ძველაია. Ი.Პერტია. Ო.Ქობალავა. Ლ.დავითაია.

Მეორე რიგში (მარცხნიდან) : ი. Ჩხეტია. Გ. Თოფურიძე. Კ. Პირტახია. Გ. Ქოიავა. Ე. Როგავა. Ჩიქოვანი. 

Მესამე რიგში: პ. Ქავთარაძე. Ბ. Დუნდუა

(მესამე პიროვნების გვარი წერილში დაზიანებულია)


10 თებერვალი, 2022

...სენაკი წარმოადგენდა მოსახერხებელ სავაჭრო პუნქტს ტეხურის დაბლობში და მდინარე აბაშის ქვემო წელზე მცხოვრები მოსახლეობის აღებ- მიცემობისათვის სუჯუნა იზიდავდა რიონის ქვემო დინების მარჯვენა მხარის მოსახლეობას. ლაილაში ქუთაისს აკავშირებდა ლეჩხუმთან; ცაგერში სავაჭროდ მიდიოდნენ ლეჩხუმლები და სვანები. საიარმარკო ბაზრობის პარასკევობით მოწყობა გამოწვეული იყო რელიგიური ფაქტორით.ამ დღეს არც ერთი გლეხი მიწის სამუშაოს არ ჰკიდებდა ხელს,რადგან ტრადიციით ქრისტიანისთვის პარასკევობით მიწის მუშაობა ,,შეძვრა" ცოდვად იყო მიჩნეული. ეს წესი დასავლეთ საქართველოში ადრიდანვე ჩანს დამკვიდრებული. ქრისტიანული პარასკევი სავაჭრო დღედაა მიჩნეული და იგი ყოველთვის მაჰმადიანთა უქმე დღეს (ჯუმა) ემთხვეოდა. ეს გარემოება ხელს უწყობდა ვაჭრობის პარასკევობით წარმოებას .

...სენაკში იარმარკა იმართებოდა წელიწადში 5- ჯერ შემოტანის მთავარი საგნები იყო მარილი და მანუფაქტურული ნაწარმი,ადგილობრივი ვაჭრობის საგნებს წარმოადგენდნენ სიმინდი,სანთელი,თამბაქო, ბამბა,რქოსანი საქონელი.სენაკის იარმარკა 40 ათასი მანეთის ვერცხლს ატრიალებდა,ამ პერიოდში აქ 30- მდე სავაჭრო დუქანი ყოფილა მსხვილ სავაჭრო პუნქტს წარმოადგენდა სუჯუნა,სადაც 50- იან წლების ცნობით,75 ვაჭარი ცხოვრობდა,მისი საბაზრო საქონელბრუნვა წელიწადში შეადგენდა 20000 მანეთს. აქ ვაჭრობაში ადრიდანვე დაწინაურდნენ და დახელოვდნენ ქართველები,მათ შორის აღსანიშნავია ცნობილი დიდვაჭარი გრიგოლ მატკავა,მას ყოველ წელს კახეთიდან მოჰქონდა დიდი რაოდენობით ღვინო და ჰყიდდა თავის დუქანში. ასეთი ვაჭრობა ჰქონდა გამართული მეორე ვაჭარ ალექსი უჩანეიშვილს სუჯუნას ბაზარზე სავაჭროდ მოდიოდნენ აბაშიდან,ონტოფოდან,ნოსირიდან, კოდორიდან,სენაკიდან, აგრეთვე იმერეთისა და გურიის სოფლებიდან. გასაყიდად მოჰქონდათ ღომი, ფეტვი,ლობიო,სელი,ბამბა,თოხი,სახნისი ბარი და სხვა. 

1830-იან წლების დასაწყისში ვაჭარი მოსახლეობის თანდათანობითი ზრდით წინაურდებიდნენ სენაკი, ლაილაში,სუჯუნა,ორპირის მოსახლეობა ამ დროს აღწევდა 950 სულამდე აქედან 73 მსხვილი ვაჭარი იყო ლაილაშსა და სუჯუნის მოსახლეობის დიდ ნაწილს.ასევე ვაჭრები შეადგენდნენ; სენაკის მოსახლეობა ამ პერიოდში 500-მდე აღწევდა. 1854 წელს ზუგდიდელ დიდვაჭარ ბეჟან ქავთარაძეს ბრუნვაში ჰქონია 60- ათასი მანეთამდე. აქვე იყვნენ ვაჭრები : გიორგი შუშანია,დათა და ერისტო ჭედიები, როსტომ წულეისკირი, ალექსი შენგელია,გიგო თოფურია,იესე სალაყაია და სხვები. ფართო მევახშეობას ეწეოდნენ და ფულად ოპერაციებს აწარმოებდნენ სენაკელი ვაჭრები ვახტანგ ქოჩაკიძე და ფარნაოზ უგრეხელიძე. კ.ბოროზდინი აღნიშნავს სუჯუნელ ვაჭრებთან დაკავშირებით ,, აქ ყველაზე მდიდარი ვაჭარი ცხაკუნია მიხელაშვილი , რომელსაც როგორც ამბობენ ორასი ათასი მანეთის ქონება აქვსო".

გ.იობაშვილი. დასავლეთ საქართველოს ქალაქები 19 საუკუნის რეფორმამდელ პერიოდში.



თანამედროვე აზრი. 1917 წ.N 26

ჭალადიდი. როგორც სხვა საზოგადოებაში,ჭალადიდშიც ავირჩიეთ ოცის თავები, მაგრამ სამწუხაროდ აქაური ოცის თავები ჯერჯერობით ვერ იჩენენ ინიციატორობას საჭირბოროტო კითხვებში. საკმარისი დროც გავიდა მათი არჩევნებიდან და ჯერ ერთი კრებაც არ მოუხდენიათ,რომ ერთმანეთისთვის გაეზიარებინათ თავ- თავის აზრი. მათ სრულ უმოქმედობაში დიდი წილი უდევს ბატ. ჭალადიდის მამასახლისს თავისი მწერლითურთ რომლებიც აშინებენ ოცისთავებს და ეუბნებიან, რამე საზოგადო ან შინაურ საქმეში თქვენ მონაწილეობა არ მიგიღიათო.

თ. ჯაკ.

N 26 

ს. ტყვირი. ეს სოფელი მდებარეობს; ახალ-სენაკის ახლოს 4-5 ვერსის მანძილზე. მცხოვრებთა რიცხვი 120 იქნება. ძალიან სიღარიბეს განიცდიან დღეს ამ სოფლის მკვიდრნი. მამაკაცების ჯარში გაწვევის შემდეგ მოხუცების- და ბავშვების მეტი აღარავინ დარჩა. აქ შურისძიებას ღრმად აქვს ფეხი გადგმული. დაღამების შემდეგ ვერავინ ბედავს გარეთ გასვლას განსაკუთრებით ორი გლეხის ვერაგულად მოკვლის შემდეგ, 11-12 მოსახლეს ემუქრებიან დაწვას და ოჯახების აოხრებას. საქონლის ჭირმაც გაამწარა გლეხები,რადგან მრავალი ოთხფეხა ამოხოცა. აქაური გზა არასდროს გაკეთებულა მგზავრმა უნდა წელამდი ტალახში იცურაოს, რომ დანიშნულ ალაგს მიაღწიოს. მოძღვარს თითქმის ყოველდღე უხდება თავისი სამწყსოს გავლა, საქმის გაკეთება ცოტახანში ამოსვრილ მოძღვარს ვერც კი იცნობს კაცი შარშან, ადგ.სკოლის მასწავლებელმა ა. ჯიქიამ კრება მოახდინა , არჩეულ იქნა რამოდენიმე პირი საქმის მოსაგვარებლად, საჭიროა მასწავლებელს რომელზედაც სოფელი დიდ იმედებს ამყარებს სხვებიც მიეხმარნონ.ძალა ერთობაშია.

მოწყენილი.

N 30

ახალ- სენაკი. მომხმარებელთა საზოგადოებას ,,ნდობი"ს გამგეობა აცხადებს, რომ კვირას,5 თებერვალს 1917 წ. დანიშნულია საზ- წევრთა საერთო კრება ადგილობრივ ნორმალურ სასწავლებლის შენობაში. განსახილველია შემდეგი საქმეები: გამგეობის და სარევეზიო კომისიის მოხსენება 1916 წლის ანგარიშებისა, საწარმოო თანხის გადიდება და წარმოების გაფართოება, მოგების განაწილება, დამოკიდებულება ამიერ კავკასიის კავშირთან, მომავალი წლის ხარჯთაღრიცხვა, არჩევნები გამგეობისა და სარევიზიო კომისიის წევრთა. 5 თებერვალს წევრთა საკომისიო რიცხვი არ გამოცხადდა. კრება მოხდება შემდეგ კვირას 12 თებერვალს.


საქართველოს რესპუბლიკა 1918 წ N 43

დღეს სამეგრელოს თავისი ჩვეულებრივი სახე დაჰკარგა და ყაჩაღთა ბრბოს სათარეშონ მოედნად გადაიქცა.მიზანი ჯარის გაგზავნისა სამეგრელოში ის არის, რომ ეს მხარე გაიწმინდოს აშკარა მავნე და ყაჩაღურად მოქმედ პირებისაგან,რომელნიც დღეს ბოლშევიკების სამოსელში გამოხვეულან,ხალხში უწესობა შეაქვთ,მთავრობის საწინააღმდეგო აგიტაციას ეწევიან და იარაღი აუღიათ ხელში საქართველოს რესპუბლიკის წინააღმდეგ,ყველაფერი შედეგია ხანგრძლივი მუშაობისა რომელსაც აქ ეწეოდა ცნობილი საშა გეგეჭკორი თავის ამალით. მან და მისმა ამხანაგებმა ჯერ კიდევ მარტში დაიწყეს მუშაობა და ნიადაგი მოუმზადეს დღევანდელს ანარქიას, თვით ეს ბელადები კარგად ხანია წავიდნენ აქედან, მაგრამ მოადგილეებად დასტოვეს თავისი მსგავსი პირები ფართო უფლებებით აღჭურვილნი: ძველი ყაჩაღები, ,,სტრაჟნიკები" და ჯაშუშები. ეს პირები განაგებენ ამჟამად სენაკის მაზრის ნაწილს და მთელს ზუგდიდის მაზრას,გარდა თვით ზუგდიდისა რომელიც ბოლშევიკურ ბრბოებისაგან დაიხსნეს სოციალ- დემოკრატ და ფედერალისტების ადგილობრივმა რაზმებმა. ეს რაზმელნი დღესაც თავგამოდებით იცავენ ზუგდიდს.

ყაჩაღურ ბრბოებს უმთავრესად ხელმძღვანელობდა და დღესაც ხელმძღვანელობს ძველი ყაჩაღი ვინმე სანდრო გვასალია ( სოფ.ხორშიდან) რომლის განკარგულებაში მყოფი შეიარაღებული ბრბო ხშირად ისე იზრდებოდა, რომ რიცხვით 2,000 - დე კაცს აღწევდა. ამ ყაჩაღთა ბრბოებს ჰქონდათ და ახლაც აქვთ თავისი შტაბი,თავისი ბეჭდები და რუსულ- ქართულ დაბეჭდილი ბოლშევიკური საწევრო ბარათები. ისინი ხალხს არწმუნებდნენ, რომ ტფილისი და ქუთაისი დავიპყარით, იქ ჩვენი მთავრობა დავაყენეთ და თქვენც ჩვენ უნდა დაგვნებდეთო. ხალხიც მორჩილებას უცხადებდა და წარბშეუხრელად იხდიდა ათას გვარს ჯარიმას.

ბოლშევიკებმა სენაკი ზუგდიდს მოსწყვიტეს და მთელ მხარეში შიში და ზარი გაამეფეს. სენაკში ისინი არ შემოსულან, მაგრამ მაინც მცხოვრებნი დიდის შიშიანობას განიცდიდნენ და ბევრი კიდეც გაიხიზნა სენაკიდან ქუთაისს და სხვა ადგილებში.

13 აგვისტოს სენაკში მივიდა მთავრობის მიერ გამოგზავნილი პოლკოვნიკი დავით სრესელი თავისი ჯარით.მან ჩამოსვლისთანავე სენაკში საალყო წესები გამოაცხადა( კომენდანტის საათი ბ.ხ.) და სამხედრო მოქმედებას შეუდგა. სოფლებს პოლკ. სრესელმა მოსთხოვა: იარაღი,სასალდათო ახალგაზრდანი და აჯანყების მეთაურნი. პოლკ.სრესელი 30 სექტ. დარჩა (შემდეგ ის დარიალის ხეობის დამცველ პოლკის უფროსად გადაიყვანეს) ამ ხნის განმავლობაში მოასწრო შედარებით წესრიგის დამყარება თვით სენაკში და ამ მაზრის ზოგიერთ სოფლებში სადაც მცხოვრებლებმა იარაღი დაჰყარეს, სალდათები მისცეს და ახალი კომისრები აირჩიეს ნაცვლად ბოლშევიკების მიერ დაყენებული პირებისა.

პოლკ.სრესელის იერიშით მოუხდა აღება შემდეგი სოფლებისა ქვალონის, ხორგის,ხოპისა და ცაიშის.ზუგდიდ- სენაკის გზა გაიწმინდა. ბრბოს მეთაურები ზუგდიდის მაზრაში გადაიხვეწნენ, სადაც მათ უერთდებიან ლეჩხუმელი მოღალატენი.

იმის დასამტკიცებლად, რომ ბოლშევიკებს ღირსეული მოადგილეები ჰყავთ სამეგრელოში, მოვიყვან სიტყვა- სიტყვით ერთს დოკუმენტს.- რომელიც ბოლშევიკების შტაბიდან მიიღო ერთმა მცხოვრებმა.

,,დადგენილება რომ; უნდა, გამოგზავნოთ შატრაფი შტაბში როსტო პაჭკორიამ 100 руб. ამას მომიტან ხელით თუ არა სხვა ზომა იქნება მიღებული"

ამისთანა დოკუმენტი მრავალია. არის რუსულიც,მაგრამ შინაარსის მოყვანა საჭიროდ არ მიმაჩნია.

ამ დოკუმენტებში თხოულობენ 300,500 და ზოგჯერ 3, 000 მანეთსაც.

29 აგვისტოს პოლკ.სრესელის ნაცვლად ჩამოვიდა გენერალი იოსებ გედევანიშვილი თავისი პარტიზანული პოლკით, გენერალ გედევანიშვილის ფართო უფლებები აქვს მინიჭებული და მის განკარგულებაშია მთელი ჯარები რომელიც სამეგრელო სამურზაყანოში მოქმედებენ. გენ. გედევანიშვილმა უკვე შეადგინა ფართო სამხედრო გეგმა,ზოგიერთი ადგილი თვითვე წინასწარ ინახულა და სამხედრო მოქმედება შეადგინა.

1 სექტემბერს ღამით გენერალ კონიაშვილისა და ვალიკო ჯუღელის მეთაურობით სენაკს ჩამოვიდა ტფილისის სახალხო გვარდია რომელიც გენ. გედევანიშვილის შტაბთან შეთანხმებით იმოქმედებს.

29 აგვისტოს შეიპყრეს აჯანყების ერთი ბელადთაგანი ნესტორ ჯოჯუა,რომელიც დიდს მონაწილეობას იღებდა მთავრობის საწინააღმდეგო მოქმედებაში. იგი ჯერ ,,გოროდოვოით" ყოფილა ოზურგეთში,მერე საპოლიციო უბნის ზედამხედველად და პოლიტიკურ მაძებრობასაც ეწეოდა. მას ზედ აღმოაჩნდა ეროვნულ დემოკრატიულ პარტიის წევრობის ბარათი.

ამავე დღეს აბედათში შეიპყრო მილიციამ ლეჩხუმიდან ზუგდიდში მიმავალი მიხა ჩხეტიანი (დღვრისელი) მისმა ამხანაგებმა პორუჩიკმა აკაკი ორბელიანმა სანდრო ქაჯაიამ და იაკობ დავითულიანმა გაქცევა მოასწრეს.

რომაელი.


საქართველოს რესპუბლიკა 1918 წ. N 6

მეგრელებისადმი მოწოდება მცირედი შემოკლებით.

სამეგრელოს მკვიდრნო! სამეგრელოს დამხმარე კომიტეტის შექმნა ზნეობრივად და ნივთიერად. ამიტომ მოწვეულ იქნა თბილისში მცხოვრებ მეგრელთა კრება, რომელმაც ამოგვირჩია ხსენებულ კომიტეტში და დაგვავალა ამ საქმისთვის ნივთიერ წყაროს აღმოჩენა.

ამ შემთხვევაში ჩვენი მთავარი დამხმარე, რასაკვირველია, არის საქართველოს რესპუბლიკის მთავრობა,მაგრამ ამას ერთად საჭიროა ფართე საზოგადოების ამოვსება და შეწირულობათა შეგროვება,რათა პირნათლად იქნეს შესრულებული ჩვენი მოვალეობა სამეგრელოსა და საერთო სამშობლო საქართველოს წინაშე.

მეგრელებო, ნუ დაიშურებთ თქვენს წვლილს ამ ისტორიულ ჟამს ! იცოდეთ, რომ თქვენი მცირედი დახმარებით-- უდიდეს საქმეს აკეთებთ!... იცოდეთ, რომ ამით თქვენ იხსნით ანარქიისაგან საკუთარ კუთხეს და შეინარჩუნებთ დამოუკიდებლობას ჩვენს ტურფა საქართველოს.

შემოწირულობების მიიღებს კომიტეტის ხაზინადარი ქ. ნადეჟდა ნინოსიას ასული შალამბერიძისა, საკუთარ ბინაზე, პეტროგრადის ქ.N 7, ტელეფონის ნომერი 3 ---69.

,P.S. ყოველგვარ გაუგებრობის თავიდან ასაცილებლად -- საჭიროთ ვცანით განვაცხადოთ ვინაობა იმ პირთა რომელნიც შედიან სამეგრელოს დამხმარე მთავარ კომიტეტში და რომელთაც, ხაზინადართან ერთად, შეუძლიათ შემოწირულობების მიღება; ესენი არიან ყველა პარტიის წარმომადგენელნი და უპარტიონიც.-- სახელდობრ. თავჯდომარე: დიმიტრი ხოშტარია მწერლობაში დუტუ მეგრელი (უპარტიო) წევრები; სოც.დემოკრატები. გრიგოლ ივანეს ძე ჩოჩია, ივანე პეტრეს ძე ზარელუა და ფილიპე უშანგის ძე ჯალაღონია; სოც.ფედერალისტები: კლიმენტი ბესარიონის ძე ცომაია და პლატონ ოტიას ძე კორძახია; სოც.რევ. პროკოფი ესტატეს ძე სურმავა ნაც.დემოჯრატი; ექიმი ევგენი ლუკას ძე შალამბერიძე რადიკალ დემომრატი დავით გიორგის ძე ჩიქოვანი; (პერსონალურად) (კოოპტაციით) ქ. მინადორა თურქიას ასული ხოშტარიასი, კაპიტონ გიორგის ძე მეუნარგია , კ.ბ. ნორაკიძე, ,აკაკი პეტრეს ძე სიგუა, ნოე ზურაბის ძე ბოკუჩავა, ვლადიმერ ევგენის ძე ჯინორია, დიომიტე თოფურიძე,აკაკი ხოშტარია და თეიმურაზ მელია.

სამეგრელოს დამხმარე კომიტეტი.



საქართველოს რესპუბლიკა 1918 წ. N 22

დეპეშა ნოვოღალევიდან( სენაკის მაზრა)

ნოვოღალევიდან შემდეგი დეპეშა მივიღეთ პორუჩიკი ჩიქვანაძესაგან.

,,სამეგრელოში ყაჩაღთა განთავისუფლება საზღვარი არა აქვს, ხალხი ამის ძალზე აღელვებულია, რადგანაც ყაჩაღობა უფრო ვრცელდება. ადმინისტრაცია საშუალებას მოკლებულია დაატუსაღოს ბოროტმოქმედნი, რადგანაც უმაღლესი მთავრობა მეორე დღესვე ათავისუფლებს მათ.

ხორში სასოფლო კომისარი ცხომარინი(ცხომარია.ბ.ხ.) მესამე დღესვე გაათავისუფლეს, მისი მეთაურობით ზუგდიდში ღელავს ბრბო,ფიქრობენ გაანთავისუფლონ სოფ.თამაკონის მცხოვრების მღვდ. ჯანჯღავას მკვლელები. ფიქრობენ აგრეთვე გაათავისუფლონ ბრბოს მეთაურები, რადგანაც მათი რიცხვი მატულობს ესერის ათანასე ხულორდავას შუამდგომლობით. მინისტრის ნებადაურთველად აკრძალულია აგრეთვე ბოლშევიკების დატუსაღება,თუმცა ისინი ნამდვილი პროვოკატორები არიან. ყველა ამას აუცილებლად ბოლო უნდა მოეღოს სანამ გვიან არ არის.ხალხი თხოულობს ამ კითხვების გადაწყვეტას არა ,,ამხანაგურად" არამედ სახელმწიფოებრივი გზით."

N 84

ახალ- სენაკში. 11 ოქტომბერს ღამით ვლადიმერ ხურციამ,იორდან ძიძიგურმა და ვლადიმერ სიჭინავამ გასტეხეს ბახტაძის სახელოსნო და წაიღეს 40 ცალი გამზადებული ტყავის მასალა და მიჰყიდეს ქალაქ ფოთის ვაჭარ ალექსანდრე აბოევს. მათ დასაჭერად მიღებულია ზომები..

N 121

ახალ - სენაკი. საერებო გამგეობამ მოსთხოვა ფერშალ და ბებია ქალთა პროფესიონალურ კავშირს გამგეობის ორი ფერშალი,გამგეობამ უკვე გაგზავნა ფერშალი კორძახია და შენგელია.

საქ.რესპუბლიკა.1920 წ. N 7

სენაკის მაზრის მარტვილის,ნაგვაზაოს და ნახონოვოს საზოგადოებებმა შუამდგომლობა აღძრეს შ.ს.ს. წინაშე,რათა მთავრობამ რამდენიმე მილიონი გაიღოს მდ. ცხენის წყალზე ხიდის გასაყვანათ. რათა ხსენებულ საზოგადოებას გაუადვილდეს ცენტრთან ურთიერთობები.

შ.ს.ს აცნობა სენაკის ერობას,რომ თუ ხსენებული ხიდი აუცილებლათ საჭიროა,მაშინ წარმოადგინოს შესაფერი პროექტი, საჭირო ტექნიკური გამოკვლევა და ხარჯთ- აღრიცხვა.

N 12

მაზრის მილიციის უფროსის ჯამაგირი წელიწადში 42,000 მან. ფურაჟის ფული, ან სამგზავრო მაზრაში თუ ცხენი არ ეყოლება თვეში 500 მან. წელიწადში 6000 ათასიმან სულ 48,000 მან. უფროს თანაშემწეს თვეში 30000 მან. წელიწადში 36,000 მან.ფურაჟის ან სამგზავრო მაზრაში,თუ ცხენი არ ეყოლება 500 მან.წელიწადში 6000 მან. სულ 35,000 მან. მილიციონერს თვ. 1200 მან წელიწადში 144,000 მანეთი.მოულოდნელი ხარჯები თითოეულ მაზრაში თვეში 120,000 მან.

N199

სენაკის სამაზრო ერთობის გამგეობა აცხადებს,რომ სექტემბრის 6-ს დანიშნულია საჯარო ვაჭრობა ლებარდე და ჩეგოლაში სააგარაკო სახლების ასაშენებლად. შეჯიბრება(აუქციონი ბ.ხ.)მოხდება დილის 11 საათზე, ქ.სენაკში ერთობის გამგეობის ბინაზე,თუ დანიშნულ დღეს შეჯიბრება არ შესდგა ხელმეორედ დაინიშნება სამშაბათს.სექტემბრის 7-ს.

N 290.21 დეკ.

ტექნიკურ ძალთა ტფილისის კავშირის სხდომაზე მოისმინეს მოხსენება საქ. მეტრული სისტემის შემოღების შესახებ


18 მარტი, 2022

1870 წ. ბლაღიჩინი ბესარიონ ხუხუნი.

გურძემის მთავარ ანგელოზის სახ. ეკლესია მღვდ. იასე ჯავახია პრიჩეტნიკი ( დიაკვანი) ანტონ დგებუაძე 

სენაკის უეზდის ლეძაძამის მაცხოვრის სახელობის. მღვდ პეტრე გაბუჩია. პრიჩეტნიკი ივანე ხუხუნი.

ფოცხოს მთავარ ანგელოზის სახ. მღვდ. იესე საჯაია, პრიჩეტნიკი ივანე სანაია და პრიჩეტნიკის თანამდებობაზე აღმსარებელი მღვდელი ნიკოლოზ შამათავა 

ფოცხოს მთავარ ანგელოზის სახ. მღვდ. გიორგი ლორთქიფანიძე, პრიჩეტნიკი დავით შამათავა 

მოხაშის ღვთისმშობლის სახ.ეკლს.მღვდ. ეგნატე ბუსკაძე პრიჩეტნიკი პავლე ბუსკაძე. მრევლი.მალანიები,ხარჩილავები კუბეციები.

მოხაშის წმინდა.გიორგის სახ.ეკლესია მღვდ. ნიკოლოზ შამათავა, პრიჩეტნიკი ნიკო ლორთქიფანიძე.

ბეთლემის ქრისტეშობის სახ. ეკლესია. მღვდელი იოანე კირცხალია პრიჩეტნიკი ერმილე კირცხალია და ანდრია კირცხალია.

საგუგუნავო;  მღვდელი საბა გვასალოვი, დიაკონი ლაზარე კანკავა 

ხორშის მაცხოვრის სახ. ეკლესია; მღვდ. მარკოზ პარკაია, პრიჩეტნიკი იოსებ გაბესქირია.

ხორშის საგვასალიოს ( ნაღურევის) წმინდა გიორგის სახ.ეკლესია. მღვდ. ვასილ გვასალია, პრიჩეტნიკი თადეოზ გვასალია ბლაღოჩინი მღვდელი ბესარიონ ქავთარაძე. 

საადანაიოს მთ. ანგელოზის სახ ეკლეს. ( აბუთის წმ გიორგის) მღვდ. მარკოზ გრიგოლავა პრიჩეტნიკი ივანე გრიგოლავა 

ხორშის მაცხოვრისკარის მაცხოვრის (კადრის.წმინდა გიორგის) მღვდ. დიმიტრი ძიგუა, პრიჩეტნიკი ლუკა ძიგუა 

ზანის მაცხოვრის სახ. ეკლესია. მღვდ. გიორგი გვაძაბია, პრიჩეტნიკი გიორგი ესებუა მღვდ. იოანე ცაავა 

უფალისკარის წმ. გიორგის სახ ეკლესია მღვდ. ბესარიონ ელიავა პრიჩეტნიკის თანამდებობის აღმსრულებელი ლუკა ელიავა 

ლესიჭინის მაცხოვრის სახ. ეკლესია. მღვდელი ანტონ ჭიჭინაძე პრიჩეტნიკი საბა ცხაკაია მღვდ. პავლე ჭითავა.



18 მარტი, 2022

1846 წ.

ჭალადიდის მთ.ანგელოზის სახ.ეკლესია. მღვდ. გაბრიელ ხოჭოლავა, დიაკონი ეგნატე სვანიძე.

თეკლათის მთ. ანგ. ეკლესია. მღვდელი მიქელ სალაყაია, დიაკონი მაქსიმე გრიგოლია.

გეჯეთის მთ. ანგელოზის სახ. ეკლესია მღვ. დავით გეგენავა მრევლი; გეგენავა, ალასანია, ფარულავა, კუპრეიშვილი.

წყემის წმ. ვარვარას სახ. ეკლესია. მღვდ. ანდრია კუპრეიშვილი, დიაკვანი სვიმონ კუპრეიშვილი. მრევლი ჯალაღანიები.

შხეფის მთ. ანგელოზის სახ. ეკლესია. მღვდელი დიმიტრი ხოფერია. მრევლის უმეტესობა კინწურავა.

შხეფის მთ.ანგელოზის სახ. ეკლესია მღვდელი იოანე სახოკია, პრიჩეტნიკი თეოდორე ხუნწარია მრევლი ჩიქობავა 

ნოსირის წმ.  გიორგის სახ.  ეკლესია. მღვდ.  გიორგი სისორდია, დიაჩოქი დავით სისორდია 

სახარბედიოს წმ.გიორგის სახ. ეკლესია. მღვდელი ვასილ ხარბედია.

ჭალადიდის წმ. გიორგის სახ ეკლესია.მღვდელი ეგნატე ღომიჩავა, დიაჩოქი გიორგი ღომიჩავა.

თეკლათის მთ. ანგელოზის სახ.ეკლესია. მღვდ. ზაქარია სალაყაია, დიაჩოქი ანდრია სალაყაია.

მრევლი. სალაყაია, ნანეიშვილი, მაქაცარია გეგენავა. 

ნატოჩაო ( ნატეხურეს)?  წმ. გიორგის სახ. ეკლესია. მღვდ. მარკოზ კალანდარიშვილი დიაჩოქი ეგნატე კალანდარიშვილი 

სირიაჩქონის წმ გიორგის სახ ეკლესია. მღვდელი ეგნატე ლუხავა, დიაჩოქი გიორგი ღომიჩავა.

ჭალადიდის წმ. ფიორგის. სახ. ეკლესია მღვდ. თადეოზ ბაბილინა, დიაჩოქი ზოსიმე ბაბილუა.

ცხენიშის ღვთისმშობლის სახელობის ეკლესია. მღვდელ მონაზონი ანტონ მათეს ძე მიქელაძე. დიაჩოქი იესე იოანეს ძე ჯამბურია. მრევლი. ჯღამაძეები, უგულავა, მიქელაძე, მელიქიძე მახარობლიძე.

საჭილაო გაუწყინარის წმ. გიორგის სახ. ეკლესია მღვდ. გაბრიელ თურქია დიაჩოქი გიორგი ლაზარეს ძე გაბუნია. მრევლი: მელია, გოთოშია, ანდრიაძე.

მაიდნის წმ. გიორგის სახ. ეკლესია. მღვდელი მონაზონი ტიმოთე მიქელაძე, დიაჩოქი დიმიტრი ბოკერია მღვდ. პეტრე ცინცაძე ნიკოლოზის ძე დიაჩოქი ანდრია იოსების ძე ჯიბლაძე.

საჭილაო ნაფაღაურის ღვთისმშობლის სახ. ეკლესია მღვდელი მოსე ჭკადუა, დიაჩოქი:; სიმონ ატამაძე.

საჭილაო ტყვირის ღვთისმშობლის სახ.ეკლესია მღვდელი იესე ბეჟანის ძე ჩაგანავა, დიაჩოქი მიქელ იოანეს ძე გიგინეიშვილი. მღვდ. იოანე სიმონის ძე თევდორაძე.

საჭილაო ნამწარეულის წმ. ფიორგის სახ. ეკლესია. მღვდელი სიმონ იოანეს ძე ხონელიძე. დიაჩოქი ონოფრე სიმონის ძე ხონელიძე . მღვდ. პეტრე ანდრიას ძე ქარჩილაძე. დიაჩოქი გლახის მიქეილის ძე ქარჩილაძე.მრევლი. კორძაიები, ძიძიგური, ქუნთელია, ლეჟავა, კოჩანოვი.

სამიქაოს წმინდა გიორგის სახ. ეკლესია. მღვდელი გიორგი ურიდია დიაჩოქი ალექსი ბოკერია მღვდ. ლაზარე კარანაძე დიაჩოქი ივანე კარანაძე.

სამიქაო გეზათის წმ.თეოდორე ტირონის სახ. ეკლესია. მღვდ. ტიმოთე ჯიბლაძე. დიაჩოქი ვასილ ჯიბლაძე.

მრევლი; ნუკრაძე, შენგელია, ბოკერია, ახობაძე,ტაბიძე 

ქოლაბნის მაცხოვრის სახ. ეკლესია. მღვდელი ეგნატე იოანეს ძე მიქაძე, დიაჩოქი სიმონ სიმონის ძე აბულაძე 

გულუხეთის წმ. გიორგის სახ. ეკლესია. მღვდ. მონაზონი ლუკა გეგენეიშვილი დიაჩოქი თადეოზ გეგენეიშვილი.მრევლი: ფირცხალავა,გეგენეიშცილი.

საჭილავოს ილორის წმ. გიორგის სახ. ეკლესია დეკანოზი და ბლაღიჩინი იოანე გრიგოლია დიაჩოქი იესე ივანეს ძე ჯამბურია. მღვდ. მაქსიმე ანანია ძე გრიგოლია დიაჩოქი ანტონ ანანია ძე გრიგოლია.

საჭილაოს მთ. ანგელოზის სახ ეკლესია. მღვდელი გიორგი მიქეილის ძე მგალობლიშვილი. დიაჩოქი ოქროპირ გიორგის ძე მგალობლიშვილი. მღვდ. პეტრე იოანეს ძე ჯანელიძე . დიაკონი იესე დავითის ძე თელია.


19 მარტი, 2022

1867 წ.

ნოსირის წმ გიორგის სახ ეკლესია. მღვდ. გიორგი დუდუჩავა, პრიჩეტნიკი ნევტაროს სისორდია. მღვდ.  იესე სოსელია პრიჩეტნიკი გიორგი უჩამეიშვილი. მრევლი. ჩიჩუა, თორდია, სირია, ნიკურაძე, გეგენავა, ლომია.

ნოსირის წმ.გიორგის სახ.ეკლესია. მღვდ ტიმოთე იოანეს ძე ოდიშარია. პრიჩეტნიკი დიმიტრი ვასილის ძე ოდიშარია.მრევლი: ბესელია,ნაჭყებია,კილასონია,ოდიშარია,სოლომონია.

ნოსირის წმ. კვირიკეს და ივლიტას სახ. ეკლესია. მღვდ. სტეფანე გაბუნია, პრიჩეტნიკი ზაქარია სისორდია..მრევლი: დადიანი,ჩილაჩავა,ბარკალაია 

გეჯეთის მთ. ანგელოზის სხ. ეკლესია. მღვდ. პავლე გეგენავა. პრიჩეტნიკი თევდორე მახარაძე. მღვდ. ვასილ თურქია. მრევლი გეგენავა,ალასანია,კუპრეიშვილი,თურქია,რუსია,ოჩიგავა

წყემის წმ. ბარბარეს სახ. ეკლესია. მღვდ. ანდრია კუპრეიშვილი, პრიჩეტნიკი პავლე კუპრეიშვილი. მრევლი; ჩიტაია,კილასონია,მელია.

 (ესაუთის)?! ნათლისმცემლის სახ ეკლესია. მღვდ. სციმონ ნოდია, პრიჩეტნიკი ზოსიმე ნოდია. მრევლი; მიმინოშვილი,მაკალათია .

ზანათის მაცხოვრის სახ ეკლესია. მღვდ. ლაზარე ოდიშარია. პრიჩეტნიკი კონსტანტინე უჩანეიშვილი. მრევლი; უჩანეიშვილი,ნაჭყებია,კოკაია.

ჭალადიდის მთ. ანგელოზის სახ. ეკლესია. მღვდ. ეგნატე დავითის ძე სვანიძე პრიჩეტნიკი ალექსი მიხეილის ძე მაკალათია.მრევლი; წულაია,დემურია,,მაკალათია,მაჭავარიანი,სვანიძე ქორქია.

ჭალადიდის საჭოჭუოს მთ. ანგელოზის სახ. ეკლესია .მღვდ. ბესარიონ მახის ძე ჭანტურია. პრიჩეტნიკის თანამდებობის აღმსრულებელი. იოვანე ხოშტარია მრევლი; ჭოჭუა,ჯაკობია.

ჭალადიდის (საგვაბეის)?! წმ. გიორგის სახ.ეკლესია. მღვდ. ისიდორე გაბრიელის ძე ბაბილუა. პრიჩეტნიკი ივანე სვანიძე მრევლი; ბარკალაია,კოკაია,ღვამიჩავა, ჭანტურია,გრიგოლია,ჩაჩუა.


19 მარტი, 2022 


სენაკის უეზდის მღვდლის ნიკ. კალანდარიშვილის საბლაღოჩინო. 1870 წ.

ეკის იოანე ნათლისმცემლის სახ ეკლესია. მღვდ. თადეოზ გუნია პრიჩეტნიკი ბესარიონ გუნია.მოძღვართ-მოძღვარი იესე ადამია პრიჩეტნიკი მარკოზ გუნია 

შხეპის მთ.ანგელოზის სახ.ეკლესია. მღვდ. იოანე ქავთარაძე. პრიჩეტნიკი ბართლომე მხეიძე.

შხეპის მთ. ანგელოზის სახ ეკლესია. მღვდ. იოვანე სახოკია. პრიჩეტნიკი გრიგოლ სახოკია 

სახარბედიოს წმ. გიორგის სახ. ეკლესია. მღვდ. ბასილ ხარბედია პრიჩეტნიკი ალექსი ხარბედია და დავით ხარბედია 

ქვედა თეკლათის მთ. ანგელოზის სახ. ეკლესია მღვდ. ზაქარია სალაყაია. პრიჩეტნიკის თანამდებობის აღმსრულებელი დიაკვანი ზაქარია გობეჩია. მრევლი; ლაშქარავა, გვარამია,მისაბიშვილი,ბჟანია.

ქვაშიხორის ნიკოლოზის სახ. ეკლესია.მღვდ. სიმონ სახოკია. (ამ წელს.ე.ი.1870 წელს ამ ეკლესიაში არ არის აღრიცხული არც დაბადება არც გარდაცვალება არც ჯვრისწერა)

საარჩაიოს მაცხოვრის სახ. ეკლესია. მღვდ. იაკობ არჩაია. პრიჩეტნიკი ანტონ არჩაია 

(სატ(ც) ელის პირის) ?! წმ.გიორგის სახ. ეკლესია. მღვდ. სიმონ წულეისკირი. პრიჩეტნიკი სილიბისტრო ადამია. მრევლი;  პაჭკორია, წულეისქირი.

სუჯუნის წმ. გიორგის სახ. ეკლესია მღვდ. იაკობ ნოდია. პრიჩეტნიკი; გრიგოლ ნოდია მრევლი: ნოდია,კუცია 

სუჯუნის მაცხოვრის სახ. ეკლესია. მღვდ. ლაზარე ხოშტარია პრიჩეტნიკი ბესარიონ ხოშტარია. მრევლი; მიმინოშვილი,ხოშტარია,საბაშვილი.

(წეროკან ან წვრიკარის)?! წმ. გიორგის სახ. ეკლესია. მღვდ. ნიკოლოზ მატკავა. პრიჩეტნიკი პართენი მატკავა..მრევლი; წულაია,მატკავა 

ეწერის ამაღლების სახ. ეკლესია მღვდ. იოანე მარკოზის ძე ხოშტარია პრიჩეტნიკი ბესარიონ კუცია მრევლი; ჭედია, გუგუშვილიკუცია.

ეწერის წმ.გიორგის სახ. ეკლესია. მღვდ. თევდორე მატკავა.პრიჩეტნიკი გიორგი გუგუშვილი.მრევლი; კუცია, მელაძე, გუგუშვილი.

(ტვიკირის)?! მაცხოვრის სახ.ეკლესია. მღვდ. იოანე იესეს ძე დავითაძე. პრიჩეტნიკი კონდრატე ანეს ძე თედორაია.მრევლი; ჩაგანავა, დავითაია,თედორაძე.

ნაესაკავოს წმ.გიორგის სახ. ეკლესია მღვდ. ნიკოლოზ ჩიქოანი პრიჩეტნიკი თომა ელიავა.მრევლი; ჩაჩავა,კუჭუხიძე,ესაკია,ჩ (ა)ხაიძე.

კადარის წმ. გიორგის საზ. ეკლესია. მღვდ. დიმიტრი ფირცხალავა. პრიჩეტნიკები რომანოზ და ალექსი დიმიტრის ძე ფირცხალავები.

კადარის მთ. ანგელოზის სახ. ეკლესია. მღვდ.  მარკოზ მიმინოშვილი. პრიჩეტნიკი გიორგი ჩხაიძე. მრევლი; ჩხაიძე, მიმინოშვილი.


გაზეთი იმერეთი 1914 წ N 42

ს.რეკა. სენაკის მაზრა.

ეს სოფელი მდებარეობს დასავლეთით ახალი სენაკიდან 5-6 ვერსის მანძილზე და შეიცავს ოთხმოც კომლამდე მოსახლეს.

1913 წ.პირველ ენკენისთვიდან აქ გაიხსნა ერთკლასიანი სამინისტრო შკოლა,რომელიც ამ ჟამათ არის მოთავსებული დაქირავებულ სახლში, რომელშიც 40 ბავშვი ძლივს ეტევა. უადგილობის გამო ბევრი ბავშვი დარჩა მიუღებელი. ერთმა აქაურმა ოთხმოცი წლის მოხუცმა,თედორიკა გოგოლაშვილმა შკოლას შესწირა ორი ქცევა მიწა, რომელზეც უნდა აშენდეს საკლასო შენობა.რეკელებს განზრახვა აქვთ ამ მოკლე მომავალში შეუდგნენ შკოლის შენებას.მგონია დაიწყებენ პირველი მაისიდან. თემის შკოლის საპატიო მზრუნველი ელიზბარ ცხადაია არ ზოგავს შრომას რეკის შკოლის მოწესრიგებაზე და ჯერჯერობით ბევრი კარგი საქმე გაუკეთა შკოლას.სიმართლე უნდა ითქვას,გარეშე პირები უფრო მეცადინეობენ შკოლის საქმეებზე,ვიდრე თვით რეკელები.

აღსანიშნავია ის მოვლენა, რომ აქ არცერთი გზა არ ვარგა.

ნუთუ რეკის საზოგადოება გზის გაკეთებაში მეთაური უნდა სჭირდებოდეს.

პ. ზ-ძე

იმერეთი 1912 წ. N 35

2 ნოემბერს ბანძაში მრავალი ხალხის თანდასწრებით უკურთხებიათ მომრიგებელი სასამართლოს ქვითკირის შენობის საფუძველი. ადგილი საზოგადოებას უფასოდ დაუთმია, ხოლო შენობის ხარჯი ნავარაუდევია ათას სამას თუმნამდე.

----28 ოქტომბერს ქუთ.საგუბერნიო სატუსაღოდან გაანთავისუფლეს სენაკის მაზრის მცხოვრები იოსებ ფაჩულია,მას დაცემა ბრალდებოდა. 1909 წ. ოლქის სასამართლომ ფაჩულიას ექვსი წლის კატორღა მიუსაჯა, შემდეგ ეს სასჯელი, ავათ მყოფობის გამო ცხრა წლის ციხეთ შეუცვალეს ფაჩულიამ ამისათვის უქვეშემრდომილესი თხოვნით მიმართა მეფეს. მეფემ სასჯელი აპატია და ფაჩულია გაათავისუფლეს.

---- ახალ- სენაკში ქალთა ეპარქიალური და ვაჟთა ექვსკლასიანი გიმნაზია იხსნება.

იმერეთი 1913 წ.N 121

სალხინო. 31 ივლისს ვერა ჩიჯავაძის ქალის გამგეობით შოთას ძეგლის სასარგებლოთ წარმოდგენა გამართეს.წარმოდგენამდი სტ.ა. ჩაგუნაშცილმა ლექცია წაიკითხა შოთა რუსთაველზე.

N126

26 აგვისტოს ქუთაისის საგუბერნიო ციხიდან რუსეთის საკატორგო ციხეში ეტაპით იგზავნება შემდეგი პირნი; სმოლენსკში ალექსი გურზენკო,არლოვში იაგორ ცელაძე, და ტერენტი დგებუაძე ,მეგონა და ესტატე ხუბულავა .

რუსეთის სხვადასხვა ციხეში ეტაპით იგზავნება; დათიკო დგებუაძე,გრიგოლ ჯაფარიძე,ალექსანდრე მიქელაძე, ვალერიან ინალიშვილი, ანტონ ბასილია, ვლადიმირ მინაძე,იოსებ ეჯიბია, რაფიელ ჭილაძე, იორდანე იმნაძე ექვთიმე ახობაძე, და ვანო ხურცილავა.

N 139

მიურატის მემკვიდრეებს დედის სიკვდილის შემდეგ გადაუწყვეტიათ დიდი ხნით დასტოვონ ოდიში, და პარიზში გადასახლდნენ, მიურატებს დიდი მამული აქვთ ზუგდიდსა და სენაკის მაზრაში,ამ მამულში აწარმოებდნენ ინტენსიურ სასოფლო მეურნეობას.გლეხები მათგან ბევრ კარგს და სასარგებლო რასმე სწავლობდნენ.

N 132

ს.კოტიანეთი

რამდენიმე პირის მეთაურობით მდ.ტეხურზე მიუხედავად ზოგიერთი მოწინააღმდეგისა, ბ.ლადი გაგუას თაოსნობით აშენდა წისქვილი. წისქვილის შემოსავალმა საზოგადოებას დახარჯული ფულიც დაუბრუნა და საკლასო შენობაც ააგო,ამავე ბ.გაგუას მეთაურობით.

პანკრატ ტეხურისპირელი.



24 მარტი, 2022

1868 წლისთვის. ბლაღოჩინი ბესარიონ ხუხუნი.

---გურძემის მთ.ანგელოზის სახ. ეკლესია. მღვდ. ბესარიონ ხუხუნი. პრიჩეტნიკი ტარიელ დგებუაძე.

მღვდ იესე ჯავახია პრიჩეტნიკი ანდრია ჯავახია. მრევლი; ხარებავა,ხურცილავა,სისორდია,კოხია, ჩილაჩავა.

----გურძემის მთ.ანგელოზის სახ. ეკლესია მღვდელი მათე ხარებავა პრიჩეტნიკი ბესარიონ მილორავა მღვდ. ნიკოლოზ ჩაჩიბაია დიაკვანი სვიმონ ცაგურია მრევლი; ახვლედიანი,ცაგურია,ჯგერენაია,ხარებავა მილორავა.

---- ნაჯახოუს წმ.გიორგის სახ. ეკლესია. მღვდ. რომანოზ (უბულია)?! პრიჩეტნიკი ნიკოლოზ კვირკველია მღვდ. ბესარიონ კვირკველია. პრიჩეტნიკი იესე კვირკველია მრევლი; ქვარცხავა, შელია, სორდია, თოდუა, ქებურია 

----საკიკიანოს მაცხოვრის სახ. ეკლესია მღვდ. ვასილ კვარაცხელია. პრიჩეტნიკი ფილიპე კვარაცხელია.

----ნაზადილის წმ.გიორფის სახ. ეკლესია მღვდ. გლეხი ბურდღუ ხაზის ძე ფაცაცია. მღვდელი იესე ვეკუა,ორიჩეტნიკი მოსე ვეკუა მრევლი; ვეკუა, ჩემია, ახალაია, ყალიჩავა



24 მარტი, 2022  

1864 წ. 

ჯოლევის წმ. გიორგის სახ. ეკლესია მღვდ. ბესარიონ ყურუა. პრიჩეტნიკი.თომა გაბუნია მრევლი; ნარსია, დიხამინჯია, ჯახუა, ქაჯაია,

უშაფათის წმ. გიორგის სახ. ეკლესია მღვდ. თევდორე ხორავა. პრიჩეტნიკი მაქსიმე ხორავა მრევლი; ხორავა, კოკაია, ჭაავა, გაბუნია,

ჯოლევის ვნების ანუ ჯვარცმის სახ. ეკლესია. მღვდ. გიორგი განგია, პრიჩეტნიკი ნიკო ხვითარია. მრევლი . ცეკვავა, მიქავა, ყურუა, 

ბეთლემის,უშაფათის წმ გიორგის სახ. ეკლესია. მღვდ. საბა როგავა პრიჩეტნიკი ნიკო ჩახავა მრევლი; როგავა,ჩახავა,გვაძაბია,ხუბნაია,ბოკუჩავა,გვაძაბია,ზაქარაია,ბაღათურია.

თარგამულის წმ. გიორგის სახ. ეკლესია.მღვდ. იოანე მიშველიძე. პრიჩეტნიკი იესე მიშველიძე.მრევლი: ნაროუშვილი,სიხარულია,ხარბედია,აბაკელია,ფარცვანია,ფაღავა, გარდავა,აბაკელია.

სერგიეთის მთ.ანგელოზის სახ. ეკლესია მღვდ. პავლე ასათიანი პრიჩეტნიკი სოფრომ ქობალავა.მრევლი; გაწერელია,კანკავა,ინჯგია, ყრულია,ქურდია,წოწორია,მელიავა,ბაძაღუა.

ნახუნაოს წმ.გიორგის სახ. ეკლესია მღვდ. ანტონ ოდიშარია პრიჩეტნიკი ნიკოლოზ ოდიშარია. მრევლი; ოდიშარია,ჭოჭუა,კორტავა,შავდია 

ქვაქუთის წმ გიორგის სახ. ეკლესია.მღვდ. შიო ძიმისტარაშვილი. პრიჩეტნიკი ნიკოლოზ ზიმისტარაშვილი.მრევლი; დგებუაძე,ძიმისტარაშვილი,ბარქაია,სიგუა,აფშილავა,თოფურია,ჯიქიძე.

ნახუნაოს წმ.გიორგის სახ. ეკლესია.მღვდ. თევდორე ცანავა. პრიჩეტნიკი ივანე ცანავა. მრევლი; ჩხეტია, ჯახუა, ჯიჯალავა, ცანავა, სიგუა.

ბლაღოჩინის და კავალერის იოანე ასათიანის საბლაღოჩინო.

(შომბათის)?! (ალბათ უშაფათი.ბ.ხ.) ღვთის მშ.სახ. ეკლესია მღვდ. ისიდორე ასათიანი პრიჩეტნიკი სოფრომ ქობალავა. მღვდ. პავლე ასათიანი. მრევლი; ჯიქია,ბედია,ოდიშარია,სურმავა,წულავა,ასათიანი .

უშაფათის მაცხოვრის სახ. ეკლესია მღვდ. იოანე ბოკუჩავა პრიჩეტნიკი იაკობ ბარკალაია მრევლი;  გაბელია, ხუნწარია, შეროზია, ბოკუჩავა, ხურცია, კორშია.

ნაქალაქევის წმ.ორმცმოწამეთა სახ. ეკლესია. მღვდ. სპირიდონ შალამბერიძე. პრიჩეტნიკი მარკოზ შალამბერიძე. მღვდ. ლაზარე შალამბერიძე. მრევლი; ჩვამანია,გრიგოლია,გაგუა,კარტოზია,ბაღათურია, ბესელია,მელიქაძე,ჯავახიანი,სანიკიძე,კორძაია,ცანავა.

ნახუნაოს წმ.გიორგის და ივლიტას სახ. ეკლესია. მღვდ. კიმოთე ჟორდანია, პრიჩეტნიკი ლაზარე ზარქუა მრევლი;  ზარქუა, კიკალიშვილი, სიგუა, კარტოზია, ესიავა, ძიძიგური.

აბედათის ღვთისმშობლის სახ. ეკლესია. მოძღვართ მოძღვარი მღვდ. გიორგი ქაჯაია მღვდ. დავით გაგუა პრიჩეტნიკი ეფთიმე ქაჯაია მრევლი; ღურწკაია,ქირია,ქაჯაია,წოწონავა,ბარათელი,მანკის,ლომია,გაგუა.


25 მარტი, 2022

1870 წ. ბლაღოჩინ ბესარიონ გოგინავა საბლაღოჩინო

ბეთლემის წმინდა გიორგის სახ ეკლესია მღვდ. საბა როგავა პრიჩეტნიკი თევდორე როგავა.

უშაფათის წმ.მარინას სახ. ეკლესია მღვდ. ბესარიონ გოგინავა პრიჩეტნიკები გიორგი გაბუნია მაქსიმე გოგინავა.

უშაფათის მაცხ. სახ. ეკლესია მღვდ. იოანე ბოკუჩავა პრიჩეტნიკი ბესარიონ ბოკუჩავა 

უშაფათის წმ.გიორგის სახ. ეკლესია ბლაღოჩინი მღვდ. ბესარიონ ხუხუნი მაქსიმე ხორავა პრიჩეტნიკი ლეონტი ხორავა 

ახუთის მთ. ანგელოზის სახ. ეკლესია მღვდ. დავით პაპასქირი პრიჩეტნიკი თევდორე შელეგია. მღვდ. ლაზარე ნაროუშვილი 

ახუთის წმ.გიორგის სახ.ეკლესია მღვდ. მარკოზ ჯალაღანია პრიჩეტნიკი ექვთიმე ნაროუშვილი და ბარნაბა ჯაიანი მღვდ. იოანე ჯაიანი.

ოჩხომურის მაცხოვრის სახ. ეკლესია. მღვდ. დავით ხორავა პრიჩეტნიკი იესე ხორავა. მრევლი; დგებუაძე, ხორავა.

1870 წ. სენაკის უეზდის ნიკ. კალანდარაშვილის საბლაღოჩინო. 

ნატოჩავოს ბლაღოჩინი მღვდელი ნიკ. კალანდარიშვილი. პრიჩეტნიკი იესე კალანდარიშვილი მღვდ. ეგნატე კალანდარიშვილი მღვდ. ათანასე კალანდარიშვილი 

სენაკის ამაღლების სახ. ეკლესია. მღვდ. გაიოზ ძიმისტარაშვილი პრიჩეტნიკის თანამდებობის აღმსრულებელი პეტ. კალანდარიშვილი მღვდ. სიმონ სახოკია დიაკვანი ოქროპირ გუნია, მღვდ. გიორგი ჯინორიძე დეკანოზი დავით ქავთარაძე მღვდ. ნიკოლოზ გვაზავა. მღვდ. იოანე ქავთარაძე..

სენაკის წმ. გიორგის სახ. ეკლესია. მღვდ. გაიოზ ძიმისტარაშვილი პრიჩეტნიკი პეტრე კალანდარიშვილი პრიჩ. თანამდებობის აღმსრ. გვაზავა. მღვდ. ოქროპირ ხუხუა, პატარაია ზურაბ პრიჩეტნიკის (დიაკვნის) თანამდებობის აღმსრულებელი

სორტის იოანე ნათლისმცემლის სახ. ეკლესია. მღვდ. გიორგი ჯინორიძე.პრიჩ. თანამდებობის აღმსრულებელი თევდორე ჯინორიძე

ქოთანეთის (კოტიანეთის.ბ.ხ.) წმ.გიორგის სახ. ეკლესია მღვდ. დავით არჩაია პრიჩ. ბესარიონ არჩაია 

იმანიერის მაცხოვრის სახ. ეკლესია მღვდ. ზაქარია ცხვიტარია პრიჩ. გერმანე ცხვიტარია. მრევლი; თათარიშვილი,ფარცვანია,ჯანჯღავა.


26 სექტემბერი, 2021 

  გამორჩეული ფაქტი სენაკზე  

1. სენაკი არის რკინიგზის მიერ შექმნილი პირველი ქალაქი საქართველოში;

2. საქართველოში ერთ-ერთი პირველი თეატრალური დასი სენაკში ჩამოყალიბდა, მათ შორის, შექსპირის პიესები საქართველოში პირველად სენაკის მაზრაში დაიდგა;

3. XIX საუკუნეში ერთ-ერთი პირველი სტამბა სენაკში დაარსდა, სადაც 90-მდე წიგნი, მათ შორის, უკვდავი ,,ვეფხისტყაოსანი“ დაიბეჭდა;

4. რეგიონში პირველი ბიბლიოთეკა და წიგნის მაღაზია ფუნქციონირებდა სენაკში, რომელიც 1891 წელს დაარსდა;

5. საქართველოში პირველი ავტომობილი მოძრაობდა სენაკში, რომელიც 1907 წელს აზნაურმა ვარლამ გვათუამ ჩამოიყვანა;

6. სენაკში მუსიკალური ხელოვნების უდიდესი ტრადიციები არსებობდა, მათ შორის, რეგიონში პირველი სასულე ორკესტრი აქ ჩამოყალიბდა;

7. სამეგრელოში ერთ-ერთი პირველი სკოლა ძველ სენაკში გაიხსნა, სადაც 5 აკადემიკოსი, მათ შორის, კონსტანტინე გამსახურდია გაიზარდა;

8. XIX საუკუნეში რეგიონში უდიდესი ბაზრობა იმართებოდა ძველ სენაკში.

9. ციხე-გოჯის კომპლექსი არის უდიდესი ანტიკური ნაქალაქარი სამხრეთ კავკასიაში, რომელიც 19 ჰა-ზეა გადაჭიმული;

10. შხეფის ციხე-სიმაგრე იყო შუა საუკუნეების ქართული არქიტექტურის უნიკალური ნიმუში სამი განსხვავებული გადახურვის სტილით, სადაც წყალი ზიარჭურჭელის პრინციპით ქვემოდან ზემოთ ადიოდა;

11. სენაკი უდიდესი სულიერი ტრადიციების ქალაქია, სადაც, მათ შორის, XX საუკუნის უდიდესი წმინდანი ალექსი შუშანია მოღვაწეობდა;

12. სენაკის დედათა მონასტერში ინახება ისეთი დიდი სულიერი სიწმინდე, როგორიცაა იოანე ნათლისმცემლის წმინდა ნაწილი;

13. სენაკი იყო რეგიონში ყველაზე მულტიეთნიკური ქალაქი, სადაც ქართველებთან ერთად ებრაელები, ასირიელები და რუსები ცხოვრობდნენ;

14. საქართველოში თერმული წყლების ერთ-ერთი უდიდესი მარაგი მდებარეობს სენაკში, უნაგირას მთის ორივე კალთაზე;

15. ნოქალაქევში მდინარე ტეხური 3 კმ-იან უნიკალურ ანტეცედენტურ ხეობას ქმნის, რომელიც ბუნებისა და კულტურის ძეგლების განსაკუთრებული სიმრავლით გამოირჩევა. ამ ხეობას ყოველწლიურად აფრიკიდან ფრინველთა იშვიათი სახეობაც სტუმრობს;

16. საქართველოში უძველესი, 1500 წლოვანი ცაცხვის ხე იზრდება სოფელ ხორშში, ციზეთის უბანში;

17. სოფელ ჭალადიდში დღემდე ფუნქციონირებს უნიკალური და იშვიათი ტრანსპორტი - სამდინარე ბორანი;

18. წითელი აგურის სახლების არქიტექტურა წარმოადგენს ადგილობრივ თვითმყოფად სტილს, რომელიც სხვაგან არსად გვხვდება;

19. ერთ-ერთი პირველი ქართველი მფრინავი ქალი ნინო ხუბულავა სენაკში, სოფელ ეკში დაიბადა;

20. სენაკის სამხატვრო გალერეა რიგით მე-4 გაიხსნა საქართველოში და ინახებოდა ისეთი ავტორების ნამუშევრები, როგორიცაა გუდიაშვილი, ვარაზი, თოიძე და სხვა;

21. სენაკის დრამატული თეატრი - საქართველოში გამორჩეული არქიტექტურული ძეგლია;

22. უდიდესი ქართველი ენათმეცნიერი არნოლდ ჩიქობავა სენაკში, სოფელ საჩიქობავოში დაიბადა.

23. სენაკი არის ერთ-ერთი იშვიათი მუნიციპალიტეტი საქართველოში, სადაც ქალაქის მოსახლეობა სოფლისას აჭარბებს;

24. XIX საუკუნის უდიდესი ფალავანი ნესტორ ესებუა, სენაკში, სოფელ სორტაში დაიბადა;

25. სენაკი არის უნიკალური ქალაქი საქართველოში, სადაც საქართველოს სამი ეროვნული გმირი - ჟიული შარტავა, გურამ გაბისკირია და გენო ადამია გაიზარდა.



15 აპრილი, 2022 

სენაკის მაზრა. 1864 წ.

ჭალადიდის საჩოჩუოს წმ.გიორგის სახ. ეკლესია მღვდ. ისიდორე გაბრიელის ძე ბაბილუა პრიჩეტნიკი. პეტრე ჯიქია. მრევლი ღვამიჩავა, ჭანტურია,გრიგოლია.

მუხურს წმ. გიორგის სახ. ეკლესია. მღვდ. თადეოზ ბაბილუა პრიჩ. ათანასე ბაბილუა.მრევლი გვიჩია, კვირკველია, ხვიჩია

საგვიჩიოს მთ. ანგელოზის სახ. ეკლესია. მღვდ.  გიორგი გარუჩავა. პრიჩეტნიკი ეგნატე კაჭარავა მრევლი: გვიჩია, თუნთია, იმნაძე, ჭანტურია, გარუჩავა, ბერაია, ჭყონია, ქორიძე, ხვიჩია, გულუა, ცხვიტარია, გვაზავა.

მარტვილის ღვთისმშობლის საკათედრო ტაძარი. გაწერელიას საბლაღოჩინო. მღვდ. ეპიფანე გაწერელია, პრიჩ. ნიკოლოზ გაბისონია, მღვდ.  გიორგი გაბისონია მღვდ. თევდორე გაბისონია, პრიჩეტნიკი ბესარიონ გაბისონია. მრევლი:  გაბისონია, კიკოლეიშვილი,კაშია, ქუთათელაძე ,სურმავა, გეგეჭკორი, სულავა, გირგალავა, თოფურია, წოწორია, ჩიქოანი, ჟიშკარიანი, გვალია, ჩიქვანაია, ცუცხვათია, ჯღამაია, ჟორდანია, გახოკიძე, სალაყაია, ბარკაია, მასხულია, გვილია.

მარტვილის წმ.გიორგის სახ ეკლესია. მღვდ. ზოსიმე ჟორდანია პრიჩეტნიკი თადეოზ ჟორდანია. მრევლი:  ჟორდანია, ქორაია, ჭოჭუა, გვახარია 

საელიავოს ხარალამპის სახ. ეკლესია. მღვდ. ლუკა ჟორდანია. პრიჩ. სიმონ ხაჟომია. მრევლი: გეგია, გალდავა, ხაჟომია, გრიგალავა, ელიავა, მასხულია.

ნაგვაზოუს წმ. გიორგის სახ. ეკლესია. მღვდ. დავით ჩიქვანაია, პრიჩეტნიკი რომანოზ ჩიქვანაია. მრევლი: ბჟალავა, სილაგავა, გვაზავა ,ჩიქოანი, ბოლქვაძე 

კვაუთის ვნების სახ. ეკლესია. მღვდ. ბასილ ცხაკაია. პრიჩეტნიკი ზაქარია ცხაკაია, მღვდ.  ნიკოლოზ ცხაკაია მრევლი: კაშიბაძე, რუხაძე, ხვინდია, ამონაძე, ცხაკაია, სარსანია, გეგეჭკორი, მელაძე 

ინჩხურის წმ.გიორგის სახ. ეკლესია. მღვდ. გიორგი გეგეჭკორი. პრიჩ. დიმიტრი გეგეჭკორი. მღვდ. თევდორე ფირცხალავა. მრევლი: გეგეჭკორი, ღაჭავა, წერქვავა, ძაძამია, ხორავა, ფირცხელავა, ქაროსანიძე.

ინჩხირის წმ. გიორგის სახ.ეკლესია მღვდ. გიორგი ხელაია პრიჩ. სტეფანე ხელაია

მთელი:  ხელაია, მოსიავა, რევია, ალექსანდრია, წოწორია, უჩავა, ჭიჭაღუა.



21 მარტი, 2022 

1866 წ. ბლაღოჩინი მღვდლის ფრიდონ კუხალაშვილის საბლაღოჩინო.

წაჩხურუს მთ. ანგელოსის სახ. ეკლესია. მღვდელი ვასილ გეგელია. პრიჩეტნიკი ალექსანდრე გეგელია. მღვდ. იესე თოდუა. პრიჩეტნიკი გიორგი თოდუა. მრევლი;  გეგელია, თოდუა, გაგუა, ნაჭყებია, მოსიძე 

კურზუნის მთ.ანგელოსის სახ. ეკლესია. მღვდ. მარკოზ ფირცხალავა. პრიჩეტნიკი ნიკოლოზ ფირცხალავა. მღვდ. გიორგი ბერულავა პრიჩეტნიკი ვატა ბერულავა. მრევლი;  გაბისონია, ნაჭყებია, ბერია, ბერულავა.

გოდოგანის წმ. გიორგის სახ. ეკლესია. მღვდ. დავით თოდუა. პრიჩეტნიკი მაქსიმე თოდუა. მრევლი ესართია, გაბერდავა.

(თამას)?! წმინდის გიორგის სახ .ეკლესია. მღვდ. ზოსიმე თოდუა პრიჩეტნიკი სოფრომ თოდუა მრევლი საჯაია, თოდუა 

მუხურის წმინდა ღვთისმშობლის სახ. ეკლესია. მღვდ. დავით გახარია. პრიჩეტნიკი ანტონ ჩიქოვანი. მრევლი გახარია, ჩიქოანი.

მუხურის წმინდა გიორგის სახ.ეკლესია. მღვდ. ნიკოლოზ ბენდელიანი. პრიჩეტნიკი ანტონ ჩიქოვანი, პრიჩეტნიკი მაქსიმე თოდუა. მრევლი ჩიქოანი, გახარია, ბაძაღუა, ცირდავა, ცირამუა, ფაცაცია.

(ხანწკის)?! მაცხოვრის სახ. ეკლესია. მღვდელი სვიმონ ჯაფარიძე პრიჩეტნიკი პავლე ჯაფარიძე. მრევლი; თოდუა, გოგუა, ჯაგენავა, ჯაფარიძე, ლაზარია, ქობალია.

ჩოღის(ჭოღის.ბ.ხ.) მთ. ანგელოზის სახ. ეკლესია. მღვდელი ეგნატე შენგელია პრიჩეტნიკი ივანე შენგელია. მრევლი; შენგელია, თოდუა, ზერაგია.

ჭოღის(მეორე ჭოღა) მთ. ანგელოზის სახ. ეკლესია. მღვდ. ნიკოლოზ ხობელოვი. პრიჩეტნიკი დავით შენგელია. მრევლი; შენგელია, ფაცაცია, მარკოზია, გვარამია, ახალაია.

მაიდნის( წმ.გიორგის) ღვთისმშობლის სახ. ეკლესია. მღვდელი მარკოზი კვირკველია. პრიჩეტნიკი სვიმონ კურკ(უ)ელია.მრევლი; ახალაია,როდონაია.

ლეკორძუს წმინდის მთ.ანგელოზის სახ. ეკლესია მღვდ. ბასილ კვარაცხელია პრიჩეტნიკი ფილიპე კურცხალია. მრევლი; ქარჩავა, ჭეჟია.

დოჩაყის ნათლისმცემლის სახ. ეკლესია. მღვდ. ბესარიონ გაგუა. პრიჩეტნიკი ზოსიმე გაგუა. მრევლი; ქობალია, თოდუა, ჟვანია.

კიწიის მთ. ანგელოზის და მაცხოვრის სახ. ეკლესია მღვდ. სამსონ ანჯაფარიძე. პრიჩეტნიკის მოვალეობის აღმსრულებელი ვლადიმერ ანჯაფარიძე. მრევლი;  ციკოლია, შულაია, ნანავა. ხუხუა.

თამაკონის წმ. გიორგის სახ. ეკლესია მღვდ. ოქროპირ ფარცვანია პრიჩეტნიკი სვიმონ ჯანჯღავა. მრევლი;  პირტახია ადამია, ჯანაშია, წულაია, ერქვანია.

თამაკონის მაცხოვრის სახ. ეკლესია. მღვდ. ზოსიმე ფულარია. პრიჩეტნიკი იესე ფულარია.მრევლი; დგებუაძე, ჯამბურია, ჯანჯღავა, ქვარცხავა, წულაია, ფოცხორაია 

სარხინოს.(სალხინოს.ბ.ხ.) წმ. გიორგის სახ. ეკლესია მღვდ. სიმონ კუხალაშვილი პრიჩეტნიკი ივანე თოდუა მრევლი ხურცილავა,თოდუა, სხულუხია.

(ჟინოთის)?! წმ. გიორგის სახ. ეკლესია.მღვდ. ბესარიონ გაგუა. პრიჩეტნიკი ანდრია დგებუაძე. მრევლი დგებუაძე, ბეჭვაია .

(კაქინის)?! წმინდის გიორგის სახ. ეკლესია. მღვდ. დავით ადამია პრიჩეტნიკი პავლე დგებუაძე.მრევლი; ნადარაია, კილასონია, ჩაგანავა, დგებუაძე.

ნამყულევის მაცხოვრის სახ. ეკლესია. მღვდ. ვასილ ჯანაშია. პრიჩეტნიკის აღმსრულებელი ბესარიონ ჯღანჯღავა. მრევლი; ჯგერენაია, დგებუაძე, ოკუჯავა, ხვიჩია, გოროზია, ჯაიანი, სხულუხია, ყურდგელია.



30 აპრილი, 2022

სენაკის მაზრა. ცნობის ფურცელი 1896 წ.N29 

დაბა აბაშაში რუხაძის შენობაში გაიხსნა სასტუმრო სადაც ყველა მგზავრს შეუძლია სუფთა ოთახი იქონიონ და რიგიანი საჭმელი.ქაღალდის თამაში თუმცა არ შემცირებულა,მაგრამ უბანდეროლო ბანქოთი თამაში აკრძალულია,და ამ გარემოებამ ცოტა არ იყოს ფრთა შეკვეცა ბანქოს უზომო მოტრფიალეთა.

დ. აბაშის კვათანის საზოგადოებაში ამას წინეთ ამოირჩიეს მმართველად ყოვლად პატიოსანი და გულ- მართალი კაცი პეხუ ქორჩილავა მაგრამ ბევრი ხანი ვერ გაძლო,გადასახადების მოკრებისას ზომამდე გულჩვილობა გამოაჩინა,ადგილობრივმა მოსახლეობამ სხვა აირჩია,იყოს ვადის გათავებამდეო.ამიტომ ვადის გათავებამდე მის თანამდებობას ასრულებდა მისივე კანდიდატი ბათუ კაჭარავა 8 დეკემბერს მაზრის უფროსის თანაშემწის დასწრებით ამოირჩიეს ახალი მამასახლისი ბ.ლუარსაბ თოფურია,კაცი სწორედ კარგი ზნეობისა და პატიოსანი.თვით ამ ახალი მამასახლისის მამა მთელი ათი წელიწადი იყო წასულ ხანებში ამავე საზოგადოების მამასახლისად, რისთვისაც მიიღო ჯილდო და დიდი სიყვარულიც დაიმსახურა.

დ.აბაშაში ამ სამი წლის წინად ადგილობრივთა კეთილთა პირთა წყალობით შეუდგნენ თხრილის გაყვანას და უნდოდათ მდინარე აბაშიდ ან,რომელიც ხუთი ვერსიით მოცილებულია დაბა აბაშაზე, პირდაპირ ერთი არშინის სიღრმე - სიგანეზე მდინარის წყალი გამოეყვანათ, ყველა მოუთმენლად ელოდა, მაგრამ ისეთი დაბალი იყო მდინარე საიდანაც შტო უნდა გამოეყვანათ, რომ ყოველივე ცდა და შრომა ამაო დარჩა...ეხლა ეს ადგილი ე.ი. შუა ბაზარი საშინლად გაუშნოებულია ამ უსარგებლო თხრილის გამოისობით.

დაბა სუჯუნაში 8 დეკემბერს შუადღის 10 საათზე ცეცხლი გაუჩნდა ერთი ურიის სახლს 16 მოსახლე ურიები ერთიანად ამოიბუგა. ცეცხლი ძლივს ჩააქრეს.

სოფ. ნახუნაოში (სენაკის მაზრა) თავად ფაღავების მამულში აღმოუჩენიათ შავი ქვა ( მარგანეცი) აქაური შავი ქვა,როგორც სამთო ინჟინრებმა სთქვეს ღირსებით სჯობია ჭიათურისას და თანაც აუარებელია თურმე. გარდა ამისა,რკინის გზასთანაც ახლოს არის,სულ 16 ვერსი აღარც კი იქნება აბაშის სადგურამდე.ფაღავების გარდა ამ მადნების მონახევრენი აქაური გლეხებიცა არიან. ორივე მეპატრონენი ახლა იმის ცდაში არიან, რომ კაპიტალისტები მოიყვანონ, ხელსაყრელი პირობებით შეიკრნან და მუშაობა დაიწყონ რაც კარგი იქნება.

სოფ.საკაჭარავოს დასავლეთით ჩაუდის მდინარე აბაშა . აქ მოვაჭრეები 6 წლის განმავლობაში თავიანთის ხარჯით ინახავდნენ სკოლას დღეს კი სახელმწიფო ხარჯით ინახება.ამ წელში მღვდლის ჩოჩიავას და მასწ. მიხეილ არმახიას(?) თაოსნობით შეგროვებულ იქნა საჭირო ფული აბაშაში უფასო სამკითხველოს დაარსებისა იმავე მღვდლის ჩოჩიავას თაოსნობით ყველა საჭირო ქაღალდები შედგენილ იქნა და წარედგინა დასამტკიცებლად ქუთაისის გუბერნატორთან რათა აბაშაში ნებადართულ იქმნას სამარხი კასსის დაარსება იმ წესით, რა წესითაც ფოთში არსებობს.

წელს პირველ სექტემბრიდან დაბა აბაშაში გახსნილ იქმნა ერთკლასიანი სამინისტრო საქალებო სკოლა სახელმწიფოს ხარჯით სამინისტრო სკოლის ზედამხედველის ფ. დგებუაძის მეცადინეობით. მღვდ. ჩოჩიავამ მიმართა თხოვნით სასულიერო მთავრობას. აბაშის მოვაჭრეებს ჩამოართვა პირობის ხელწერილი, რომ ისინი მომავალ სექტემბრამდის შეიძენენ სკოლისთვის საკუთარ შენობას მასწ. მოიწვიეს ქუთაისის ეპარქალურ სკოლის კურსდამთავრებული ქან-- ო.იოსელიანის ასული,რომელსაც წლიურ ჯამაგირად აძლევენ 300 მანეთს.

,,აბაშელი"

დროება 1884 წ. N 122 

აბაშის სტანციიდან გვატყობინებენ, რომ ივნისი 5-ს სენაკის მაზრაში, სოფ. საჭილაოსა და კვათანის სამზღვარზე, დათა ფირანის ძეს კორძაიას,ძმისწულის შემწეობით მოუკლავს თავისი ღვიძლი ძმა ელიზბარ კორძაია. რაღაც უკმაყოფილება ყოფილა წინადვე მათ შორის და 4 ივნისს წამოსულა თავის სოფლიდან ზემოთხსენებული დათა, წამოუღია თოფი და მეორე დღეს ჩაუდენია ეს საზიზღარი მკვლელობა.პრისტავს მაშინვე შეუტყვია ეს ამბავი, უცნობებია მაზრის უფროსის თანაშემწე ჭიჭინაძისათვის და დაუტყვევებია ბოროტ მოქმედი.

1870 წ. საქ.N 21-73

მღვდლები და პრიჩეტნიკები.

მარანის წმ. გიორგის მაქსიმე გრიგოლია პრიჩ. ლუკა გრიგოლია და ლეონტი გრიგოლია.

საჭილაოს წმ.გიორგის ეკლესია. მღვდ. ონოფანტე ხონელიძე პრიჩ. ლავრენტი ონოფანტეს ძე ხონელოძე ასევე მღვდ.პეტრე ხონელიძე

ღაუცინარის( გაუცინარის,გაუწყინარის. ბ.ხ.)წმ გიორგის ეკლესია მღვდ. სვიმონ ჩარგეიშვილი პრიჩ. სვიმონ ვასაძე გაბრიელ თურქია.

ქვიმაიხალის(?!)წმ.გიორგის ეკლესია მღვდ. მანისე ნემსაძე პრიჩ. ონისიმე ნემსაძე.

ხაჩხოტურის წმ.გიორგის ეკლესია.მღვდ. ათანასე ხონელიძე პრიჩ. ბესარიონ გოგოტიშვილი და დიონისე ხონელიძე.

ნაფაღაურის ღვთის მშობლის ეკლესია.მღვდ. ნიკოლოზ ჭკადუა პრიჩ. თომა დუნდუა და გერასიმე ბოცვაძე.

ონაღიის ნათლისმცემლის ეკლესია.მღვდ. იესე ქაჯაია დიაკვანი ივანე დარჯანია პრიჩ. ბასილ ქაჯაია.

ორპირის მთ. ანგელოზის ეკლესია მღვდ. სიმონ ელიავა პრიჩ. აღმსრულებელი ვასილ ცაგურია.

ნაჯახოვოს მთ.ანგელოზის ეკლესია მღვდ. მათე დანელია და სტეფანე გაბუნია პრიჩეტნიკი გიორგი დანელია 

სამიქაოს წმ.გიორგის ეკლესია. მღვდ. იოანე ბოკერია პრიჩ. ვასილ მიქაძე მღვდ. იოანე კარანაძე პრიჩ. თომა კარანაძე 

ზანას მაცხოვრის სახ.ეკლესია მღვდ. გიორგი ბულია პრიჩ. გიორგი ჭითავა და გიორგი შურღაია.

ხორშის წმ.გიორგის ეკლესია.მღვდ. ოქროპირ ძიძავა პრიჩ. პეტრე ძიძავა.


1 მაისი, 2022 


აგათია სქოლასტიკოსი..

ლაზთა ტომის დახასიათება--- ბრძოლა ონოგურისთან( არქეოპოლისი ბ.ხ.) 554 წ.

..... ძლიერსა და მამაც ტომს წარმოადგენენ ლაზები და სხვა ძლიერ ტომებსაც მბრძანებლობდნენ; ამაყობენ კოლხთა ძველი სახელით და ზომაზე მეტად ქედმაღლობენ,შესაძლებელია არც თუ ისე უსაფუძვლოდ,იმ ტომებს შორის, რომლებმაც სხვა სახელმწიფოს ექვემდებარებიან, მე არ .მეგულება არც ერთი არც ერთი სხვა ესოდენ სახელგანთქმული და მორჭმული, როგორც თავისი სიმდიდრის სიუხვით ისე ქვეშევრდომთა სიმრავლით,როგორც მიწაწყლის სიჭარბით და მოსავლიანობით ისე ხასიათით ლაზათით და სიცქვიტით. ისინი უკვე არც ბარბაროსები არიან,არც ბარბაროსულ ცხოვრებას ეწევიან,არამედ რომაელებთან კავშირის წყალობით თავიანთი ცხოვრებისთვის სახელმწიფოებრივი და კანონითი სახე მიუციათ.მათ შეუწყნარებლად მიიჩნიეს მოეთმინათ ის, რომ მათ ასე ვერაგულად მოუკლეს მეფე.(გუბაზი. ბ.ხ.)...

...რომაელებმა მთელი თავისი ჯარით მიიტანეს იერიში ონოგურისში ჩამჯდარი სპარსელების წინააღმდეგ. ეს სახელი ძველადვე შეერქვა ამ ადგილს შესაძლებელია იმის გამო რომ ჰუნები, რომელთაც ონოგურები ეწოდებოდათ, ამ ადგილას შებმიან კოლხებს წარსულ წლებში და დამარცხებულან და ამ გამარჯვების ნიშნად და ძეგლად ადგილობრივ მცხოვრებლებს ეს სახელი შეურქმევიათ ამ ადგილისათვის. ამრიგად, რომაელთა ჯარი ონოგურისში წინააღმდეგ გასალაშქრებლად ემზადებოდა. ამას მოითხოვდნენ გუბაზის მკვლელობის სულის ჩამდგმელნი,რომელთაც იმედი ჰქონდათ რომ ამ ციხეს მალე დაიპყრობდნენ; ფიქრობდნენ რომ მეფეს რომც გაეგო მათი ვერაგობის ამბავი(გუბაზის მკვლელობა) ის მათ მაინცდამაინც არ გაუწყრებოდა რადგან ლაშქრობა წარმატებით დამთავრდებოდა.

სტრატეგიები და .თელი ჯარიც, რომელნიც არქეოპოლისის დაბლობში იყვნენ დაბანაკებულნი, ამზადებდნენ ეგრეთწოდებულ სპალიონებს, დიდი ქვების სატყორცნელებს და სხვა ამგვარ იარაღებს,რათა ,თუ საჭირო იქნებოდა, ზღუდისათვის დაეშინათ.სპილიონიბწნელისაგან არის დაწნული სახურავის მსგავსად,ისე მკვრივად, რომ ვერაფერი გასტანს ვერც ერთი ადგილიდან, ორივე გვერდი ქვევით არის ჩაჭიმული და ირგვლივ ჰფარავს იმას, ვინც მის ქვეშაა მოთავსებული. ზემოდან ბეწვებსა და ტყავებს აფარებენ და ისე მალავენ მანქანას, რომ სიმაგრეს გამოდგეს და ისრების აშორებს იქნეს შესაძლებელი; შიგ უშიშრად იმალებიან კაცები, უჩინარადაც ასწევენ ხოლმე მას და სადაც სურთ იქ გადაიტანენ. თუ ის კოშკთან ან ზღუდესთან იქნება რამენაირად მიტანილი, მაშინ ისინი, რომლებიც მის ქვეშ არიან მოთავსებული,ამოთხრიან ხოლმე მიწას და გასწმენდნენ ამონათხარს, გააშიშვლებენ საძირკველს და მის შემდეგ რაც მოქლონებითა და უროებით გამუდმებით სცემენ, ჩამოანგრევენ შენობას. აი ამნაირად ემზადებოდნენ რომაელები ალყის სემოსარტყმელად.რომაელმა ჯარისკაცებმა დაიჭირეს ერთი სპარსელი ჯარისკაცი სცემეს და ათქმევინეს სპარსელების გეგმების შესახებ.ჩვენი სარდალი მალე აქ გაჩნდებაო მუხირისსა და კოტაისში ( კოტიანეთი ბ.ხ.) დარაზმული სპარსელები მალე მოვლენ რომ შეეშველონ ონოგურისში მყოფ თვისტომთ.რომაელთა ჯარს მეთაურობდნე რუსტიკე და ბუზე, ეუსტიკემ თათბირი მოიწვია და განაცხადა რომ ცისკენ მომავალ მაშველ ჯარს გზაში დახვედროდნენ და გაენადგურებიათ ბუზე კი ჯერ ციხის აღების მომხრე იყო რომ მაშველი ძალისთვის დაესწროთ და გამაგრებულიყვნენ ციხესიმაგრეში.მაგრამ გაიმარჯვა არასწორმა აზრმა და მუხირისიდან მომავალთა წინააღმდეგ გაგზავნეს ცხენოსნები, არა უმეტეს ექვსასი კაცისა. მათ წინამძღოლობდნენ დაბრაგეზა და უსიგარდე, ორივე წარმოშობით ბარბაროსები, ხოლო რომაელი რაზმების მეთაურები, დანარჩენები კი სტრატეგოსებთან ერთად ციხეს ეცნენ და მაშინვე შეუდგნენ საქმეს, იმათ აამოძრავა მანქანები და სცადეს ციხის კარების აღება, გარს შემოერტყენ ზღუდეს და ყოველი მხრიდან დაუშინეს. გაცხარდა ბრძოლა სპარსელები ზემოდან ისრებს უშენდნენ და ცდილობდნენ მაშველი ჯარის მოსვლამდე როგორმე გაეძლოთ.რომაელები კი ცდილობდნენ ციხე არქეოპოლისის აეღოთ და მტრისაგან გაეთავისუფლებინათ.

სპარსელები დაახლოებით სამი ათასი კაცი,მამაცი ცხენოსანი ,--- დაირაზმნენ და კოტაისისა (კოტიანეთი ბ.ხ.) და მუხირისიდან გამისწიეს ონოგურისისაკენ. ისინი საკმაოდ უდარდელად მოდიოდნენ, სრულიადაც არ ეგონათ,თუ მტერი შეხვდებოდა, მაგრამ უცბად დაბრაგეზას და უსიგარდეს რაზმებს წააწყდნენ, რომაელებმა ისინი გააქციეს ეს რომ გაიგეს ონოგურისის ალყის შემომრტყმელმა რომაელებმა,მაშინვე ეძგერნენ ციხეს უფრო გაბედულად, ჩამოგლიჯეს კედელზე საფარს გადმოკიდებული ტილოები და არეულ --დარეულად შეუტიეს.სპარსელებს თავიდან ეგონათ მთელ ჯარს ეომებოდნენ და როცა დარწმუნდნენ რომ ჯარის მცირე ნაწილთან ჰქონდათ საქმე შეტევაზე გადმოვიდნენ და რომაელები გააქციეს. შემდეგ უკან დაედევნენ და ხოცვა დაუწყეს.


2 მაისი, 2022

სამეგრელოს ეპარქია 1855 წ.

სენაკის მაზრა

--- ზედა თეკლათის მთ. ანგელოზის სახ. ეკლესია დეკანოზი ბლაღოჩინი დავით ქავთარაძე პრიჩ. თევდორე სულავა. მღვდ. მიხაილ ოქროპირის ძე სალაყაია პრიჩ. მაქსიმე გრიგოლია მღვდ. მარკოზ ლომია. მრევლი: მხეიძე, ფაჩულია,მაშავა,ლომია.

----ქვედა თეკლათის მთ.ანგელოზის სახ.ეკლესია მღვდ. ზაქარია სალაყაია და დავით სალაყაია პრიჩ.ბეჟან გიორგის ძე ჯოჯუა. მრევლი; გრიგოლია,გვარამია,ბეჟანის,გარუჩავა,სალაყაია, ფარულავა,ლაშქარავა.

----სახარბედიოს წმ.გიორგის სახ. ეკლესია მღვდ. ისიდორე სვიმონის ძე ადამია პრიჩეტნიკი ნიკოლოზ წულეისკირი. მრევლი; წულეისკირი, ეჯიბია,ხარბედია.

---- სირიაჩქონის წმ.იოანე ნათლისმცემლის ეკლესია.მღვდ. გიორგი გარუჩავა.პრიჩ.ბართლომე გვინჩია. მრევლი; გვინჩია,პაჭკორია

---- ჭალადიდის მუხურის წმ.გიორგის ეკლესია.მღვდ. თადეოზ ბაბილუა პრიჩ. ბესარიონ ჯოჯუა. მრევლი: ბაბილუა, ხვიჩია, მელიქია,ჯოჯუა.

---- საღვამოჩაოს სოფლის წმ.გიორგის ეკლესია.მღვდ. ეგნატე იორდანეს ძე ღვამიჩავა პრიჩ. ისიდორე ბაბილუა. მრევლი; ღვამიჩავა ადამია.

---- ჭალადიდის წმ.მთავარ ანგელოზის ეკლესია.მღვდ.ეგნატე დავითის ძე ჭოჭუა პრიჩ. ალექსი მაკალათია. მრევლი;. ქორქია,სალაყაია, გაბელია, ბერძენი,კეკელია.

---- ქვალონის წმ.გიორგის ეკლესია. მღვდ. იესე ხოჭოლავა პრიჩ. იოანე ხოჭოლავა მრევლი; ალანია, სატურია,გვათუა, ჭანტურია, ლეფსია,ხოჭოლავა.

---- სენაკის მაცხოვრის სახ.ეკლესია. მღვდ. ბესარიონ ჭკადუა. პრიჩეტნიკი მაქსიმე ხორავა. მრევლი; ქავთარაძე, ჯაკობია, ხეცურიანი,(მელნიკოვი ფრანგის სარწმუნოებისა .)

---- სენაკის წმ.მთავარმოწამის გიორგის სახ. მღვდ. ბესარიონ ჭკადუა პრიჩ. მაქსიმე ხორავა .მრევლი; გოლუა,ქავთარია,ბჟალავა ჭკადუა,გიგიბერია.

---- ეკის მაცხოვრის სახ. ეკლესია.მღვდ. ზაქარია იოანეს ძე ცხვიტარია პრიჩ. პავლე კაჭარავა.

---- ეკის იოანე ნათლისმცემლის სახ. ეკლესია. მღვდ. იესე ადამია პრიჩ.მარკოზ ადამია.მრევლი; ადამია, გუნია, ცხვიტარია,კუჭავა.

----- კოტიანეთის წმ. მთავარ მოწამის გიორგის სახ. მღვდ. საბა არჩია პრიჩ. იაკობ საბას ძე არჩია.მრევლი; გოგია,ბელქანია,ხუხია,განგია 

---- სორტის იოანე ნათლისმცემლის სახ.. მღვდ. გიორგი სიმონის ძე ჯინორია,პრიჩ. დავით ესებუა.მრევლი; ესებუა,ჯინორია.

---- წყემის წმ.ვარვარას სახ. ეკლესია. მღვდ. ანდრია კუპრეიშვილი,პავლე კუპრეიშვილი. მრევლი; კუპრეიშვილი, ჯალაღონია.

----გეჯეთის მთ. ანგელოზის სახ. მღვდ.დავით გეგენავა პრიჩ. ნიკოლოზ ოჩიგავა. მრევლი;. გეგენავა ჯავახია,ალასანია,ჯღამაძე, იმედეისშვილი, თურქია, ჯღამაია,ოჩიგავა.

---- ნოსირის მთ.მოწამის გიორგის.სახ. მღვდ. ტიმოთე იოანეს ძე. ოდიშარია,პრიჩ.დიმიტრი. მრევლი;ალანია, კილასონია, ოდიშარია,წულეისქირი,სოლომონია..

---- ნოსირის მთ.მოწამის გიორგის სახელობის დეკანოზი იესე სისორდია პრიჩ. თადეოზ გვასალია. მრევლი; გეგია, ბოხუა, დუდუჩავა,სისორდია,კაცია,ჩხეტია, სირია, მილორავა.

---- შხეფის მთ. ანგელოზის სახ.მღვდ. იოანე სახოკია პრიჩ.სიმონ სახოკია.მრევლი; ჩიქობავა, სახოკია,ძიძიგური,შაფათავა, გარუჩავა.

---შხეფის წმ.მთ ანგელოზის მიხაილ და გაბრიელ სახ. ეკლესია.მღვდ. გიორგი ხელიძე პრიჩ. მაქსიმე გაბუნია.

მრევლი; კინწურა,ჩემია,კუჭავა,გვარამია.

--- ნატოჩავოს წმ.გიორგის სახ. მარკოზ კალანდარიშვილი პრიჩ.ეგნატე კალანდარაშვილი.

მრევლი; ეჯიბია, ხაჟალია, ხვიჩია



ცნობის ფურცელი N 330.1897 წ.

ბანძაში (სენაკის მაზრა)განსაკუთრებით მეგრელები ცხოვრობენ და ერთს პატარა უბანში ებრაელები არიან ძველთაგანვე დასახლებულნი.სოფლის ვაჭრობა და აღებ მიცემობა ამ ებრაელების ხელშია, მაგრამ ხშირად ეგ ებრაელნი გადააჭარბებენ ხოლმე ფულის სიყვარულში და ულმობლად ეწევიან მევახშეობა....

ერთს გლეხს ქალი ჰყავდა გასათხოვარი,ამ საქმისთვის მას ფული ეჭირვებოდა; მიჰმართა მეზობელ ებრაელს და ხუთ თუმანს დაესესხა, ებრაელი დაეთანხმა,ოღონდ სამი კაცი მომიყვანე თავდებად,რომ ამათაც შენთან ერთად მოაწერონ ხელი თამასუქებსო, სარგებლად თვეში თუმანზე ათ მანეთს ნაკლებ ვერ ავიღებო- რა უნდა ექნა გაჭირვებულს გლეხს, როგორც იყო იშოვა სამი სანდო კაცი( თვითონ ებრაელმა დაუსახელა) დასწერეს თამასუქი ხუთი თუმნისა, ცალკე ხელწერილი კიდევ ათ თუმნისა, თუ ვინიცობაა ვადას გადასცდება ( ექვსი თვე იყო ვადა) ეგ ათი თუმანი ჯარიმა უნდა გადაეხადა. მოაწერეს ხელი ოთხივემ თამასუქზე და ხელწერილს, ეგ საბუთები ურიამ შეინახა და 38 მანეთი ჩააბარა გლეხს,დანარჩენი 12 მანეთი კი წინდაწინვე სარგებელში გამოურიცხა...როგორც იყო გლეხმა თავისი საჭიროება გაისტუმრა, ებრაელსაც ნაწილ-ნაწილ სძლია ვალი ერთხელ 10 მან. კიდევ 10 მან და 18 მან.ბოლოს დარჩენილი 12 მანეთის გასტუმრებამდე ვადამაც მოაწია,ებრაელი აიმედებდა,ნუ გეშინია; რაც არ მერგება არ გადაგახდევინებო თუნდაც ვადასაც რომ გადააცილო ცოტათიო.ამ ნაირად დაიმედებულმა გლეხმა ვადაზე ფული ვეღარ მიუტანა...ცოტა ხნის შემდეგ მიუტანა ფული და თამასუქის და ხელწერილის დაბრუნება მოსთხოვა-- ჩემი ხუთი თუმანი ამდენს ხანს ევა თუმანს მასარგებლებდაო,თუ გინდა ეხლავე მომეცი 80 მან.და შენი საბუთები წაიღო,დიდის ხვნეშითა და ვედრებით დააწერეს ხელად 55 მან და დანარჩენი 26 მანეთი მერმე უნდა ეშოვათ და .მიეცათ.55 მან საბუთი ჩამოართვეს ურიას და რადგან მან წერა არ იცოდა მის მაგიერ სხვამ მოაწერა ხელი, გლეხის საბუთები კი ისევ ურიას დარჩა.25 მანეთი ბედ,ეგ 25 მანეთიც ვერ გაისტუმრეს ვადაზე, მოვალემ მართლა უჩივლა ორივე თამასუქით საცოდავმა გლეხმა წარუდგინა სასამართლოს ებრაელისგან აღებული ბათილი,მაგრამ ებრაელმა მტკიცე უარი განუცხადა,--- მე წერა ვიცი და ჩემს მაგიერ სხვა რად აწერდა ხელსო. რა თქმა უნდა ებრაელმა მოიგო თავისი საჩივარი,მიუსაჯეს მას გლეხისგან კიდევ 104 მან.შეუსრულებელმა მოვალემ ყველაფერი აუწერა და გაუყიდა საცოდავ გლეხს,რომელიც მთელის ჯალაბით ღვთის ანაბარა დარჩა.

ასეთი მაგალითები ხშირად ხდება ხოლმე.

თ.ძ--ია.


7 მაისი, 2022

1856 წლის ივლისის ბოლოს სამეგრელოს დედოფალი ეკატერინე დადიანი პეტერბურგში გაემგზავრა იმპერატორ ალექსანდრე II- ის (1855-1881)მეფედ კურთხევის ცერემონიალზე დასასწრებად,სამთავროს მართვა გამგეობა კი მაზლს გრიგოლ დადიანს ჩააბარა. სახლთუხუცესი დავით ჩიქოვანს უბრძანა მოეწესრიგებია სამოურავო მამულები, გლეხებისთვის მათ მიერ მიტაცებული ყანები ჩამოერთმია და ისინი იქიდან აეყარა.ამავედროს თურქების მიერ განადგურებული სასახლის აღდგენის დავალება მისცა 1856 წლის შემოდგომაზე, სოფელ თამაკონში,უსამართლო მოპყრობის გამო გლეხთა მღელვარება დაიწყო. ეს მღელვარება ჩამცხრალი არ იყო, რომ სალხინოში მღელვარება დაიწყო,მიზეზი კი ის იყო, რომ სახლთუხუცესმა გლეხები სასახლის შესაკეთებლად თავიანთი ხარჯით მორეკა და, იმავდროულად,სიმინდის დაფქვაზე მინდის აღება ბრძანა, რაც ადათის დარღვევა იყო. გლეხებმა ზუგდიდში გრიგოლ დადიანთან რეპუტაცია გააგზავნეს, მაგრამ პასუხი ვერ მიიღეს.მღელვარება დაიწყო,გლეხებმა სალხინოს სასახლის შეკეთებაზე ხელი აიღეს მღელვარებას სათავეში ჩაუდგა ფარული სათათბირო ,,სხუნუ" რომელშიც შედიოდნენ გლეხები: უტუ თოდუა,სქვამაია ნადარაია,შუკოჩია კილასონია,გვარია გადილია. აჯანყებულებმა შეკერეს წითელი დროშა ,,შილა".1856 წლის მიწურულს სალხინოში მეზობელი 7 სოფლის ათასზე მეტმა გლეხმა მოიყარა თავი.ისინი წაჩხურის ეკლესიის გალავანში ფიცის დადების შემდეგ, უტუ თოდუას მეთაურობით, სოფელ კიწიისკენ გაემართნენ და იქვე ახლოს დაბანაკდნენ.ამ დროს სალიპატტიანოს 16 სოფლის 2 ათასი კომლი აჯანყებულებს შეუერთდა.მეამბოხეთა ლაშქარი ათას კაცამდე გაიზარდა,აჯანყების მეორე კერა იყო სოფ.ჯვარი და ლია აქ აჯანყებას სათავეში ჩაუდგა მჭედელი უტუ მიქავა.აჯანყების მესამე კერა იყო საჭილაოსა და სუჯუნაში,სადაც აჯანყებას სათავეში ჩაუდგა კოჩა თოდუა მეოთხე კერა იყო ზუგდიდში სადაც კეზუა მეთაურობდა.აჯანყებულები გაერთიანდნენ და საერთო მეთაურად უტუ მიქავა აირჩიეს. აჯანყებულები არბევდნენ თავადების მამულებს თავად აზნაურთა ნაწილი იხიზნებოდა ნაწილი კი იძულებული იყო მდგომარეობას დამორჩილებოდა. აჯანყებულებმა დაარბიეს კიწიელი მებატონის მურაზია ანჯაფარიძის, ნაგვაზაოელი მებატონის ლევან ჩიქოვანის და და სხვათა მამულები. ასეთ ვითარებაში აპრილის მიწურულს ეკატერინე დადიანი პეტერბურგიდან დაბრუნდა.მან მოლაპარაკებით სცადა საქმის მოგვარება მაგრამ უშედეგოდ. მაისში აჯანყებულებმა ალყა შემოარტყეს ზუგდიდს და სამი დღის ბრძოლის შემდეგ 12 მაის ს დაიკავეს .დედოფალი იძულებული გახდა დახმარება რუსეთისთვის ეთხოვა.16 მაისს დედოფალმა ქუთაისში თავადი მიქაძე გაგზავნა და ქუთაისის სამხედრო გუბერნატორს ნიკოლოზ კოლიუბაკინს დახმარება სთხოვა,კოლიუბაკინი დაუყონებლივ გაემართა სამეგრელოსკენ და ვითარებაში გარკვევას ადგილზე შეეცადა, რუსეთის ხელისუფლებამ აჯანყების მთავარ მიზეზად ადგილობრივი უვარგისი მმართველობა მიიჩნია,ეკატერინე დადიანს პირველ რიგში სამეგრელოს დატოვება და იქ რუსული ადმინისტრაციის შემოღება შესთავაზა.

20 მაისს ნ.კოლიუბაკინი აჯანყებულებს შეხვდა,რათა მათი უკმაყოფილების მიზეზი გაერკვია.ამ შეხვედრაზე უტუ მიქავამ კოლიუბაკინს ბრწყინვალე სიტყვით მიმართა და 8 მუხლისგან შემდგარი მოთხოვნა წარუდგინა.; კაცის (ბატონის) კაცი არ უნდა არსებობდეს; ყმების- გაყიდვის მოსპობა; დაწესებულიყო გადასახადის ნორმა; ყმა უნდა სარგებლობდეს ადამიანური უფლებებით; უნდა არსებობდეს საკუთრების სავალდებულო ნორმა; მოისპოს წინანდელი დასასჯელი იარაღები და დაწესდეს სამართალი ბატონსა და ყმას შორის; ადათებისადმი უნდა არსებობდეს პატივისცემა; მებატონეთა უანგარო მმართველობის ნაცვლად უნდა იყოს ერთი მმართველობა ; აკრძალულიყო გადასახადების თვითნებური გადიდება!; დაწესებულიყო კანონზე დამყარებული მმართველობა,მოსპობილოყო ტანჯვა- წამების მეთოდები და სხვა. ....კოლიუბაკინმა გლეხებს დახმარება აღუთქვა,თუ ისინი დაიშლებოდნენ. გლეხები მართლაც დაიშალნენ მაგრამ იარაღი არ დაუყრიათ,მთავრობამ უფრო მეტად გაამკაცრა გლეხების წინააღმდეგ კანონები ცხენოსანთა პატრულივ კი დააწესა ამას ხელახალი აფეთქება მოჰყვა.მღელვარებამ მოიცვა ჯვარი- სალიპარტიანოს ოლქი,მღელვარება გაძლიერდა სოფლებში საჭილაო,ხობი,სუჯუნა,თეკლათი და სხვა. მთავრობამ მკაცრი ზომების მიღება გადაწყვიტა,აგვისტო- სექტემბერში ბრძოლები გაიმართა სოფელ ქვალონთან,ჯვართან, თეკლათში,მარტვილის მონასტერთან, ნახუნუში,ზუმში,ოქტომბერ- ნოემბერში მთავრობის ჯარებმა გადამწყვეტი ზომები მიიღეს აჯანყების ჩასაქრობად. აჯანყების მეთაურები უტუ მიქავა,ლევან კვარაცხელია,კოჩა თოდუა და სხვები შეიპყრეს. ჯარისკაცები აჩანაგებდნენ გლეხობას,სოფლებში ეგზეკუციები ჩააყენეს,ამრიგად დეკემბერში ხელისუფლებამ აჯანყება ჩაახშო. დაახლოებით 40 კაცი უტუ მიქავა,კოჩა თოდუა,ლევან კვარაცხელია არხანგელსკის გუბერნიაში გადაასახლეს.მართალია თოდუას მოხუცებულობის გამო დანაშაული აპატიეს,მაგრამ ორი წელი მაინც გაატარა გადასახლებაში.კოჩა თოდუა გადასახლებაში გარდაიცვალა,ხოლო უტუ მიქავა და ლევან კვარაცხელია დაავადებულები დაბრუნდნენ. უტუ მიქავა ერთხანს წალენჯიხის საზოგადოების მამასახლისი იყო.


10 მაისი, 2022 


ბლაღოჩინი მღვდლის ბესარიონ ხუხუნის საბლაღოჩინო 1868 წ. საარქივო ფონდი 20-29

----გურძემის მთ. ანგელოზის სახ. ეკლესია მღვდ. ბესარიონ ღუღუნი პრიჩეტნიკი ტარიელ დგებუაძე. მღვდ. იესე ჯავახია. პრიჩეტნიკი ანდრია ჯავახიაანდრია ჯავახია მრევლი; ხარებავა,ხურცილავა,სიორდია,კოხია,ჩილაჩავა 

---- გურძემის მთ. ანგელოზის სახ. ეკლესია. მღვდელი მათე ხარებავა. პრიჩეტნიკი ბესარიონ მილორავა. მღვდ. ნიკოლოზ ჩაჩიბაია, დიაკვანი სვიმონ ცაგურია. მრევლი; ახვლედიანი, ცაგურია,ჯგერენაია,ხარებავა,მილორავა 

---- ნაჯახაოს წმ.გიორგის სახ. ეკლესია მღვდ. რომანოზ ურულია(!?) პრიჩეტნიკი ნიკოლოზ კვირკველია,მღვდ. ბესარიონ კვირკველია,პრიჩ. იესე კვირკველია.

---- საკიკიანოს მაცხოვრის სახ. ეკლესია: მღვდ. ვასილ კვარაცხელია,პრიჩ.ფილიპე კვარაცხელია 

---- ნაზადილის წმინდა გიორგის სახ ეკლესია: მღვდ. იესე ვეკუა,პრიჩ. მოსე ვეკუა.მრევლი; ვეკუა,ჩემია,ახალაია,ყალიჩავა.

სენაკის უეზდი.1870 წ. საარქივო ფურცელი N 21-68

საჩხერის მთ. ანგელოზის(თამაკონის მაცხოვრის) სახელ. ეკლესიები.მღვდ. ვასილ გეგელია,პრიჩ. ალექსანდრე გეგელია. მრევლი; ბერიშვილი,ნაჭყებია,ნანავა,თორდინავა,გაგუაკალანდია.

---- გოდოგანის წმ. გიორგის სახ. ეკლესია. მღვდ. მათე გეგელია,პრიჩ. გრიგოლ გეგელია. მრევლი; ესართია,ფიჩხაია, ნაჭყებია,კვაშილავა,მიქაია,ლაშხია,ჩარგაზია 

---- თამაკონის მაცხოვრის სახ. ეკლესია მღვდ.ზოსიმე ფულარია,პრიჩ. ალექსი ფულარია. მრევლი; კალანდია,წულაია,ქვანცხავა,დგებუაძე,ჯანჯღავა,ჯანბურია,ფოცხორაია..

---- ზანის წმ. გიორგის სახ. ეკლესია. მღვდ. სვიმონ კუხალაშვილი,პრიჩ. ივანე თოდუა. მრევლი; ბასილაია.


16 მაისი, 2022

1870წ. საარქივო ფონდი N 21-70 ბლაღოჩინ ბესარიონ ხუხუნის საბლაღოჩინო.

--- გურძემის მთავარ ანგელოზის სახ. ეკლესია მღვდელი იესე ჯავახია პრიჩეტნიკი ანტონ დგებუაძე.

---- სენაკის უეზდის ლეძაძამის მაცხოვრის სახ ეკლესია: მღვდ. პეტრე გაბუჩია პრიჩეტნიკი ივანე ხუხუნი.

----- ფოცხოს მთავარ ანგელოზის სახ. ეკლესია: მღვდ. იესე საჯაია.პრიჩეტნიკი ივანე სანაია მღვდ. პრიჩეტნიკის თანამდებობის აღმსრულებელი მღვდელი ნიკოლოზ შამათავა.

----ფოცხოს მთავარ ანგელოზის სახ.ეკლესია მღვდ. გიორგი ლორთქიფანიძე პრიჩეტნიკი დავით შამათავა 

----მახაშის ღვთისმშობლის სახ. ეკლესია.მღვდ.ეგნატე ბუსკაძე პრიჩეტნიკი პავლე ბუსკაძე.მრევლი; მალანია, ხარჩილავა, კუბეცია

---- მახაშის წმინდა.გიორგის სახელობის ეკლესია მღვდ. ნიკოლოზ შამათავა პრიჩეტნიკი ნიკო ლორთქიფანიძე.

---- ბეთლემის ქრისტეშობის სახ. ეკლესია მღვდ. იოანე კირცხალია 

პრიჩეტნიკი ერმილე კირცხალია და ანდრია კირცხალია 

---- 1870 წ. საარქივო ფონდი N 21--72

---- საგუგუნავო; მღვდ. საბა გუასალოვმან(გვასალია.ბ.ხ.) დიაკონი ლაზარე კანკავა.

---- ხორშის მაცხოვრის სახ. ეკლესია მღვდ. მარკოზ პარკაია პრიჩეტნიკი იოსებ გაბესქირია

---- ხორშის საგვასალიოს( ნაღურევის)წმ. გიორგის სახ. ეკლესია.მღვდ. ვასილ გვასალია პრიჩეტნიკი თადეოზ გვასალია.

ბლაღოჩინი მღვდელი ბესარიონ ქავთარაძე

---- საადანაიოს მთ.ანგელოზის სახ. (აბუთის წმ.გიორგის) ეკლესია მღვდ. მარკოზ გრიგოლავა პრიჩ. ივანე გრიგოლავა

---- ხორშის მაცხოვრისკარის მაცხოვრის სახ. ეკლესია.(კადარია წმ.გიორგის) სახ. ეკლესია.მღვდელი დიმიტრი ძიგუა პრიჩეტნიკი ლუკა ძიგუა.

---- ზანის მაცხოვრის სახ. ეკლესია. მღვდ. გიორგი გვაძაბია პრიჩეტნიკი გიორგი ესებუა მღვდ. იოანე ცაავა.

----უფალისკარის წმ. გიორგის სახ. ეკლესია.მღვდ. ბესარიონ ელიავა პრიჩეტნიკის თანამდებობის აღმსრულებელი ლუკა ელიავა.

---- ლესიჭინის მაცხოვრის სახ. ეკლესია მღვდ. ანტონ ჭიჭინაძე პრიჩეტნიკი საბა ცხაკაია მღვდ. პავლე ჭითანავა.


17 მაისი, 2022

...1832 წელს,როგორც ტურისტმა, სამეგრელო მოიარა ოსტზეელმა მემამულემ გრაფმა შტაკელბერგმა, რომელსაც აქაურობა ძალიან მოეწონა.მან სამეგრელოში გერმანელებისა და ლატვიელების ახალშენის მოწყობა განიზრახა და მათ დასასახლებელ ადგილს არჩევდა მოინახულა ძვ.სენაკი,სორტა,ნოქალაქევი და მარტვილის სოფლები ბოლოს სოფელი ხუნწი შეარჩია.მთავარმა და გრაფმა ფორმალური ხელშეკრულებაც დადეს. შტაკელბერგი ხუთასი ოსტზეელი კოლონისტის ჩამოსახლებას აპირებდა. ,,ფორმალური ხელშეკრულება.... შემოწმებული იქნა საქართველო---იმერეთის სამოქალაქო პალატის მიერ,შტაკელბერგი კისრულობდა თავის ხარჯით გადმოყვანა და აქ დაესახელებინა ხუთასი კოლონისტი ორსავე სქესისა, ხოლო ლევანი (მთავარი.დადიანი ბ.ხ.)აძლევდა სამუდამო სამფლობელოდ სულზე ათ დესეტინას და თითოეულ დესეტინაზე ხუთ შაურსა სთხოვდა საიჯარო ფულსა.ამის შემდეგ სამეგრელოს მთავარს მოსახლეობისთვის გამოუცხადებია,რომ ახალმოშენეთა გადმოსვლისთანავე გრაფის მიერ შერჩეულ ადგილებს დატოვებდნენ.აქედან წასულ შტაკელბერგს,რაღაც მიზეზის გამო თავისი ჩანაფიქრი ვერ განუხორციელებია.27 წლის შემდეგ 1859 წელს,გრაფის შვილიშვილს განუზრახავს ამ შეთანხმების განხორციელება. ამ მიზნით მას კავკასიის რუსული ადმინისტრაციისთვის მიუმართავს,ჰქონდა თუ არა ხელშეკრულების საფუძველზე უფლება,რომ ხუნწში მდებარე მიწებით ესარგებლა.გრაფის შვილიშვილმა მთავრობისგან უარყოფითი პასუხი მიიღო,რადგან მთავართან დადებულ ხელშეკრულებას უკვე ძალა არ ჰქონდა ასე გადაურჩნენ ხუნწელები მშობლიური კერიდან აყრას...

(კ.ბოროზდინი,სამეგრელო და სვანეთი.1754-1861 მოგონებები)



18 მაისი, 2022

მეგრელი ბერი.

გრავიურა ფრანგი ავტორის იპოლიტ ელიოტის მრავალტომეული ნაშრომიდან ,,რელიგიური ორდენების ისტორია" რომელიც 1714 წლიდან გამოიცემოდა პარიზში. წარმოდგენილი გრავიურა შესულია 1792 წლის გამოცემაში.

იპოლიტ ელიოტი (1660-1716წწ)

იყო ფრანცისკანელი მღვდელი და მეცნიერი,რომელიც სწავლობდა რელიგიურ საქმეებს,ორდენების და სამონასტრო ცხოვრების ისტორიას. წიგნში ცალკე თავი აქვს დათმობილი საქართველოში რელიგიის ისტორიას და სამონასტრო ცხოვრების საკითხებს.

გიორგი სორდია

ეთნიკურობისა და მულტიკულტურალიზის შესწავლის ცენტრი.



18 მაისი, 2022

მეგრელი.

ლითოგრაფია. ცნობილი გერმანელი გეოგრაფის ჰაინრიხ ბერგჰაუსის მიერ 1847 წ. გამოცემული წიგნიდან ,,მსოფლიოს ხალხები მათი წარმოშობა და თავისებურებები.

ნახატი შექმნილია მეცხრამეტე საუკუნეში ცნობილი ფრანგი მეცნიერისა და ილუსტრატორის ჟან მარი შოპენის მიერ. ეს ნახატი შესულია ცნობილი ფრანგი მოგზაურის ფრანსუა გამბას მიერ გამოცემულ წიგნშიც.

გიორგი სორდია

ეთნიკურობისა და მულტი კულტურალიზმის შესწავლის ცენტრი



18 მაისი, 2022

მეგრელი კაცი.

მადრიდი 1804 წ. გრავიურა შესრულებულია მეთვრამეტე საუკუნის ვალენსიელი მხატვრის ანტონიო როდრიგესის (1765-1825) მიერ.როდრიგესის ნახატების დიდი ნაწილი დაბეჭდილია 1804 წ.მადრიდში გამოცემული ხუთ ტომეულში ,,მსოფლიოს სხვადასხვა ერების კოსტუმების ისტორია"წარმოდგენილი გრავიურა სწორედ ამ გამოცემის შემადგენელი ნაწილია.აღსანიშნავია, რომ მას კიდევ აქვს რამდენიმე ნახატი ,,მეგრელი ქალი,,ქართველი კაცი" ,,ქართველი ქალი"

გიორგი სორდია

ეთნიკურობისა და მულტიკულტურალიზმის შესწავლის ცენტრი



საქ.ცენტრალური არქივი ფონდი 19-48. 1867 წ 

დეკანოზ იესე სისორდიას საბლაღოჩინო.

---ნოსირის წმ.გიორგის სახ.ეკლესია.

----ნოსირის წმ.გიორგის სახ. ეკლესია

----ნოსირის წმ.კვირიკესა და ივლიტას სახ. ეკლესია

---- გეჯეთის მთ.ანგელოზის სახ. ეკლესია

---- წყემის წმ. ანდრიას სახ. ეკლესია

---- წყემის წმ.ბარბარეს სახ.ეკლესია

----ესაკეთის ნათლისმცემლის სახ.ეკლესია

----ზანათის მაცხოვრის სახ.ეკლესია

----ფოთის ალექსანდრე ნეველის სახ. ეკლესია

----ჭალადიდის მთავარ ანგელოზის სახ. ეკლესია

----ჭალადიდის საჭოჭუოს მთ.ანგელოზის ეკლესია

----ჭალადიდის საგვიჩიოს წმ.გიორგის სახ. ეკლესია(საღვადეშვილევის)

---- მუხურის წმ.გიორგის სახ. ეკლესია

----საგვიჩიევოს ( წმ.გიორგის) მთავარანგელოზის სახ. ეკლესია.

მეტრიჩესკი წიგნი 1864 წ. ფონდი 17-19

ბლაღოჩინი მიხაილ გვასალიევი.

----ხორშის მაცხოვრის სახ. ეკლესია მღვდ. გუასალოევი პრიჩეტნიკი ვასილ ჭანტურია მღვდ. საბა გვასალია პრიჩ. ლუკა ძიგუა. მრევლი; ჩიჩუა,მატახირია,რეკვა,გვასალია,ხუხია,შურღაია, ნაკაშიძე,ჩაჩიბაია.

----ხორშის მაცხოვრის კარის მაცხოვრის სახ. ეკლესია.მღვდელი საბა გვასალია პრიჩ.იოანე ჯიქია.მღვდ. დიმიტრი ძიგუა პრიჩ.იოანე ჯიქია მრევლი; ძიგუა,გვათუა,გრიგოლია,ნანავა,კუჭავა,სიგუა,ლოლუა,მიქელაძე,კობახიძე.

---- ზუბის წმ.ფიორგის სახ. ეკლესია.მღვდ. გიორგი კემულაროვი პრიჩ.მარკოზ კემულაროვი. მრევლი; ქვარცხავა,რეკვავა, მარკოზია,ღვინჯილია, ხარამაშცილი ჩიჩუა, ლომაია.

--- ზანის ნათლისმცემლის სახ. ეკლესია.მღვდ. ანტონ სანაია,პრიჩ. ზაქარია გობეჩია. მღვდ. იოვანე შულაია,პრიჩ. გიორგი ცისკაძე. მრევლი; დადიანი,ქაჯაია,ახალაია,შამათავა,თურქია 

----ზანის მაცხოვრის სახ. ეკლესია. მღვდ. გიორგი იოანეს ძე გვაძაბია.პრიჩ. მიხაის გიორგის ძე გვაძაბია.მღვდ. იოანე ცაავა პრიჩ. გიორგი ესებუა. მრევლი; ესებუა,ჯალაღონია,ტყებუჩავა,ზარანდია, ბოჯგუა,მირგატია,კვირაია,ღვინჯილია,შონია.

----ხორშის წმ.გიორგის სახ. ეკლესია მღვდ. ოქროპირ ძიძავა,პრიჩ. პავლე ძიგუა.მრევლი; ბერაია,აფშილავა,პაჭკორია,გვასალია,გაბელია.

----ხორშის მთ.ანგელოზის და წმ.გიორგის სახ. ეკლესია.მღვდ. მარკოზ გრიგოლავა პრიჩ. ლაზარე სახეიშვილი.მრევლი; გაბესქირია,ადამია,შაფათავა,აფშილავა,გელანტია,სახეიშცილი, ჩიჩუა 

---- ხორშის წმ.გიორგის სახ. ეკლესია. მღვდ. ვასილ გვასალია,პრიჩ.თადეოზ გვასალია.

---- უფლისკარის წმ. გიორგის სახ. ეკლესია. მღვდ. იოანე ოდიშარია დიაკონი ბესარიონ ელიავა. მრევლი;. ხვიჩია, გაგუა,გოროზიანი,ჟვანია,აბურჯანია,გოგინაშვილი.

---- ხორშის ეწერის(?! ........) მღვდ.საბა გვასალოვი, დიაკონი ლაზარე კავკავაძე. მრევლი; ხვიჩია,ჭითაშვილი,კანკავა.ლექინაძე,გუგუნავა, დადიანი,მირცხულავა,ხუნჯუა.

ფონდი 17-17 1864 წ. გაბუნიას საბლაღოჩინო.

----საკაჭარავოს მთ. ანგელოზის სახ. ეკლესია მღვდ. თევდორე კაზარუა.პრიჩ. თევდ. კაჭარავა.მღვდ. ნიკოლოზ კაჭარავა. მრევლი; გაბელაია,კაჭარავა.

----ქვათანის წმ.გიორგის სახ. ეკლესია მღვდ. ნიკოლოზ კაჭარავა პრიჩ. თევდორე კაჭარავა.მრევლი; ცომაია,გვაზავა, მასხულია.

----ქვათანის მთავ. ანგელოზის სახ. ეკლესია.მღვდ. სიმონ კაჭარავა. პრიჩ. ნიკო ჩიჩუა. მღვდ. თევდორე შომახია.მრევლი; შომახია,ჭანტურია,თოფურია,ქორჩილავა,მაკალათია.

---- გულიხეთის წმ.გიორგის სახ. ეკლესია მღვდ. გიორგი ნიკოლოზის ძე მასხარაშვილი პრიჩ. ბესარიონ გიგინეიშვილი. მღვდ. მამანტი ჟვანია. მრევლი; გიგინეიშვილი,გაბუნია,ფირცხალავა,იობიძე.



სენაკის უეზდის მღვდლის ნიკოლოზ კალანდარიშვილის საბლაღოჩინო.

1870 წ. საარქივო ფონდი 21-81

---- ეკის იოანე ნათლისმცემლის სახ. ეკლესია.მღვდ. თადეოზ გუნია პრიჩეტნიკი ბესარიონ გუნია მღვდ. იესე ადამია პრიჩეტნიმი მარკოზ გუნია 

---- შხეპის მთავარ ანგელოზის სახ. ეკლესია. მღვდ. იოანე ქავთარაძე პრიჩეტნიკი ბართლომე მხეიძე.

----შხეპის მთ.ანგელოზის სახ. ეკლესია მღვდ. იოვანე სახოკია პრიჩეტნიკი გრიგოლ სახოკია.

---- სახარბედიოს წმ.გიოეგის სახ. ეკლესია.მღვდ. ბასილ ხარბედია პრიჩეტნიკი ალექსი ხარბედია და დავით ხარბედია.

----ქვედა თეკლათის მთ. ანგელოზის სახ. ეკლესია მღვდ.ზაქარია სალაყაია.პრიჩეტნიკის თანამდებობის აღმსრულებელი დიაკვანი ზაქარია გობეჩია. მრევლი; ლაშქარავა, გვარამია, მისაბიშვილი,ბჟანია.

---- ქვაშიხორის ნიკოლოზის სახ. ეკლესია მღვდ. სიმონ სახოკია,

---- საარჩაიოს მაცხოვრის სახ. ეკლესია მღვდ. იაკობ არჩია,პრიჩეტნიმი ანტონ არჩია.

---- სატელის პირის(!?) წმინდა გიორგის სახ. ეკლესია მღვდ. სიმონ წულეისკირი პრიჩ. სილიბისტრო ადამია.მრევლი; პაჭკორია,წულეისკირი.

1870 წ. საარქივო ფონდი 21-78

---- სუჯუნის წმ.გიორგის სახ. ეკლესია მღვდ. იაკობ ნოდია პრიჩეტნიკი გრიგოლ ნოდია

---- სუჯუნის მაცხოვრის სახ. ეკლესია.მღვდ. ლაზარე ხოშტარია პრიჩეტნიკი ბესარიონ ხოშტარია.მრევლი; მიმინოშვილი, საბაშვილი,ხოშტარია.

----წეროკან წვრიკარის წმ.გიორგის სახ. ეკლესია მღვდ. ნიკოლოზ მატკავა, პრიჩეტნიკი პართენი მატკავა. მრევლი; წულაია,მატკავა.

----ეწერის ამაღლების სახ. ეკლესია მღვდ. იოანე მარკოზის ძე ხოშტარია, პრიჩ. ბესარიონ კუცია. მრევლი; ჭედია,გუგუშვილი,კუცია.

---- ეწერის წმინდა გიორგის სახ.ბეკლესია.მღვდ. თევდორე მატკავა,პრიჩეტნიკი გიორგი გუგუშვილი. მრევლი; კუცია,მელაძე, გუგუშვილი.

---- თბილისის(!?) მაცხოვრის სახ. ეკლესია. მღვდ. იოანე იესეს ძე დავითაძე პრიჩეტნიკი კოდრატე ანეს ძე თედორაია.მრევლი; ჩაგანავა,დავითაია,თედორაძე.

---- ნაესაკავოს წმ.ფიორგის სახ. ეკლესია მღვდ. ნიკოლოზ ჩიქოანი, პრიჩეტნიკი თომა ელიავა.მრევლი; ჩაჩავა, კუჭუხიძე,ჩხაიძე,ესაკია.

---- კადარია წმ.გიორგის სახ. ეკლესია. მღვდ. დიმიტრი ფირცხალავა,პრიჩეტნიკები რომანოზ და ალექსი დიმიტრის ძე ფირცხალავები.

---- კადარია მთ. ანგ. სახელობის ეკლესია.მღვდ. მარკოზ მიმინოშვილი პრიჩეტნიკი გიორგი ჩხაიძე. მრევლი; ჩხაიძე , მიმინოშვილი.

1867 წ. საარქივო ფონდი 19-48

---- ნოსირის წმ.გიორგის სახ. ეკლესია მღვდ. გიორგი დუდუჩავა.პრიჩეტნიკი ნევტაროს სისორდია, მღვდ. იესე სოსელია პრიჩ. გიორგი უჩამეიშვილი.მრევლი; ჩიXუა,თორდია,სირია,ნიკურაძე,გეგენავა,ლომია 

---- ნოსირის წმ.გიორგის სახ. ეკლესია. მღვდ. ტიმოთე იოანეს ძე ოდიშარია პრიჩ.დიმიტრი ვასილის ძე ოდიშარია. მრევლი; ბესელია,ნაჭყებია,კილასონია,სოლომონია.

---- ნოსირის წმ. კვირიკეს და ივლიტას სახ. ეკლესია. მღვდ. სტეფანე გაბუნია პრიჩ. ზაქარია სისორდია.მრევლი; დადიანი,ჩილაჩავა,ბარკალაია 

---- გეჯეთის მთ. ანგელოზის სახ. ეკლესია მღვდ. პავლე გეგენავა,პრიჩ. თევდორე მახარაძე მღვდ. ვასილ თურქია.მრევლი; გეგენავა,კუპრეიშვილი,ალასანია,თურქია,რუსია,ოჩიგავა 

----წყემის წმ. ბარბარეს სახ. ეკლესია. მღვდ. ანდრია კუპრეიშვილი პრიჩ. პავლე კუპრეიშვილი. მრევლი; ჩიტაია,კილასონია,მელია.

----ესაუთის(!?) ნათლისმცემლის სახ. ეკლესია. მღვდ. სვიმონ ნოდია პრიჩ. ზოსიმე ნოდია.მრევლი; მიმინოშვილი,მაკალათია.

----ზანათის მაცხოვრის სახ. ეკლესია მღვდ. ლაზარე ოდიშარია პრიჩ. კონსტანტინე უჩანეიშვილი. მრევლი; უჩამეიშვილი,ნაჭყებია,კოკაია ხორავა 

----ფოთის ალექსანდრე ნეველის სახ. ეკლესია.მღვდ. გრიგოლ მაჭაროვი პრიჩ. ეფრემ ხოშტარია მღვდ. იესე სისორდია.

---- ჭალადიდის მთ.ანგელოზის სახ. ეკლესია.მღვდ. ეგნატე დავითის ძე სვანიძე პრიჩ. ალექსი მიხეილის ძე მაკალათია მრევლი; სვანიძე,ქორქია,წულაია,დემურია,მაკალათია,მაჭავარიანი.

----ჭალადიდის საჭოჭუოს მთ.ანგელოზის სახ. ეკლესია მღვდ. ბესარიონ მახუს ძე ჭანტურია პრიჩ. თანამდებობის აღმსრულებელი იოვანე ხოშტარია. მრევლი; ჭოჭუა,ჯაკობია.

----ჭალადიდის საგვაშიოს წმ.გიორგის სახ. ეკლესია. მღვდ. ისიდორე გაბრიელის ძე ბაბილუა,პრიჩ. იოვანე სვანიძე. მრევლი; ჭავჭავაძე, ბარკალაია,ღვამიჩავა,ჭანტურია,გირგოლია,ჩაჩუა.


საქართველოს მუშ-გლეხკორი 1930 წ. N18. გვ.18-19

გაზეთი არ გვივარგა(სადგური ჭალადიდი)

სად. ჭალადიდში გამოდის ორკვირეული კედლის გაზეთი,რომლის მუშაობა არ არის დამაკმაყოფილებელი.გაზეთი არ გამოდის სისტემატურად,მასში მტკივნეული საკითხები არ შუქდება,არ არის კარიკატურები და სხვა 

მიუხედავად ყველა ამ დეფექტებისა , გაზეთს მაინც ბევრი მტერი ყავს,რადგანაც იგი დროგამოშვებით ბეჭდავს მამხილებელი ხასიათის წერილებს. სხვათაშორის აქაური სადგურის უფროსის თქმით, მის შესახებ ,დაჯღაბნეს" წერილი და მას შემდეგ სადგურის უფროსი გადაეკიდა გაზეთს.

ჩვენ არ გვყავს ხელმძღვანელი,რომელიც თვეში ერთხელ მაინც ჩამოვიდეს და მიგვითითოს როგორ ვიმუშაოთ ამას მარტო ჩვენ არ ვამბობთ: ხელმძღვანელობის გარეშეა აქაური კედლის გაზეთების დიდი უმრავლესობა 

გ.ვ--ლი

კედლის გაზეთი ,,ინდუსტრია"

ახალსენაკში 7 დღეში ერთხელ გამოდის კედლის გაზეთი ,,ინდუსტრია" რედკოლეგია სუსტად მუშაობს .გაზეთი არ აკმაყოფილებს მოთხოვნილებებს,თავსდება გრძელი და განყენებული ხასიათის წერილები. თვითკრიტიკას სდევნის მასწავლებელი ხუხუა, რომლის წინააღმდეგ ზომები არავის მიუღია.გაზეთი საჭიროებს ხელმძღვანელობას.

ი-- ლა.

,, მომავალი პედაგოგი" 

ეს გაზეთი გამოდის ახალსენაკის ათწლედში, მიუხედავად იმისა, რომ აქ ახკორთა რიცხვი საკმაოა,გაზეთის გამოჯანსაღებას მაინც არაფერი ეშველა.გაზეთი გამოდის მხოლოდ დღესასწაულებზე და იწერება პოლიტიკური, ზოგადი ხასიათის წერილები.ადგილობრივ ყოფაცხოვრებასთან დაკავშირებული საკითხები არ შუქდება.რედკოლეგია უნდა გადახალისდეს და გაზეთი გამოცოცხლდეს.

ბ.შ.

,,წითელი მეურნე"

ახალ-სენაკში სას.სამ. ტექნიკუმის მოწაფეთა კედლის გაზეთი ,,წითელი მეურნე" სისტემატურად არ გამოდის.იბეჭდება გრძელი და მოსაწყენი წერილები. ტექნიკური მხარე არ ვარგა, გაზეთი სოფლის წარმოდგენების აფიშასა გავს და არ იზიდავს მკითხველს,ახალგაზრდობის აღმზრდელობითი სახელმძღვანელო მუშაობა არ სწარმოებს 

ილენგუშ.


დეკანოზ იესე სისორდია საბკაღოჩინო. 1864 წ. საარქივო ფონდი 18--21

----ნოსირის წმ.გიორგის სახ. ეკლესია.მღვდ. გიორგი სისორდია პრიჩეტნიკი ბასა გეგენავა მღვდ. გიორგი დუდუჩავა. მრევლი; გეგია,დუდუჩავა,კიზირია,ქაჩიბაია მილორავა,სირია,თოლორდავა, ლომაია,ჩიქოანი,ოკიჯავა, დუნდუა,კირცხალია,ჩალიგავა 

---- ნოსირის ამ.გიორგის სახ. ეკლესია. მღვდ. ტიმოთე ოდიშარია პრიჩ. დიმიტრი ოდიშარია და ბასა გეგენავა.მრევლი; სიმონია,ბესელია,ოდიშარია,სახოკია,გეგენავა,პაპავა,გოგორიშვილი,წულეისკირი,სვიმონის,გაბისონია.

----ნოსირის წმ.კვჯრიკეს და ივლიტას სახ. ეკლესია. მღვდ. გიორგი სისორდია.პრიჩ. ზაქარია სისორდია. მრევლი; გუდავაბარკალაია,ჩილაჩავა,ქავთარაძე.

----გეჯეთის მთ. ანგელოზის სახ.ეკლესია. მღვდ. მარკოზ გილაჭეიშვილი პრიჩ. თევდორე მახარაძე. მღვდ. ვასილ თურქია.მრევლი; კუპრეიშვილი, ოჯიგავა(ალბათ ოჩიგავა ბ.ხ.)ალასანია,თურქია,ჩიქობავა,ბაღათურია,ჩემია,ჯღამაია,ბაღათურია,ჩემია,დგებუაძე,ლაპარტყავა.

---- წყემის წმ.ბარბარეს სახ. ეკლესია. მღვდ. ანდრია კუპრეიშვილი.პრიჩ. პავლე კუპრეიშვილი. მრევლი; შელია,კუპრეიშვილი,კილასონია,ჯალაღენია,რატია.

--- (ერაკეთის?!) ნათლის მცემლი სახ. ეკლესია.მღვდ. სვიმონ იოანეს ძე ნოდია პრიჩ.ბესარიონ საბას ძე ნოდია. მრევლი; მიმინოშვილი,დამენია,რუსია.

---- ზანათის მაცხოვრის სახ. ეკლესია მღვდ. ლაზარე ოდიშარია, პრიჩ. კოსტა უჩანეიშვილი.მრევლი; უჩანეიშვილი,გუნია,დანელია,კოკაია,ცხვიტარია,ქობალავა,ოდიშარია,ნოდია,კოტარია.

---- ფოთის ალექსანდრე ნეველის სახ. ეკლესია. მღვდ. იოანე ხოშტარია,პრიჩ. ეფრემ ხოშტარია. მრევლი; ალანია

---- ჭალადიდის მთ. ანგელოზის სახ. ეკლესია. მღვდ. ეგნატე სვანიძე პრიჩ. ალექსანდრე მიხეილის ძე მაკალათია. მრევლი; ქორაიქ,ხუბულია,ლომია,გაბელია,მირცხულავა,ქვარაია,კიკალეიშვილი,ჯვარსლია,სვანიძე,კილასონია,ბერაია.

ჭალადიდის საჭოჭუოს მთავ. ანგელოზის სახ. ეკლესია. მღვდ. ბესარიონ ჭანტურიაპრიჩ. იაკობ ჭოჭუა. მრევლი; ჭოჭუა,ალანია,ჩხეტია,დემენია,აბშილავა,ხოჭოლავა,კანკია.

საქართველოს მუშა--გლეხკორი 1929 წ. 

(სოფ.კიწია სენაკის მაზრა)

ჩვენში ჯერ კიდევ მოიპოვება ისეთი ელემენტები,რომლებიც ფარულად თუ აშკარად აწარმოებენ მუშა-- გლეხკორთა დევნას.

ერთ ასეთ ელემენტს წარმოადგენს კიწიის თემაღმასკომის თავჯდომარე გადილია,რომელსაც ძალიან ეჯავრება გლეხკორები,ვინაიდან ისინი ამჟღავნებენ გადილიას ძმა-- ბიჭებისა და თვითონ მის ბოროტმოქმედებებს. მაგ. ხშირად იწერებოდა ცენტრ.გაზეთებში კიწიის სოფ. ახ.სკოლის გამგე ი. ცქიტიშვილის მიერ ჩადენილ ბოროტმოქმედებებზე,რომელსაც ბრალი ედება 8 კომკავშირელი მოწაფის ცემაში, ყალბ მოწმობების გაცემაში, გაფლანგვაში,პროტექტორობაში და სხვა.მიუხედავად ამდენი ბრალდებისა,აღმასკომის თავმჯდომარე გადილია მაინც მფარველობდა სკოლის გამგე ი.ცქიტიშცილს რადგან დღედაღამ მასთან ქეიფობდა და ქონდა ძმა--- ბიჭური დამოკიდებულება. აღმასკომის თავმჯდომარე გადილიას გული მისდიოდა კორესპოტენდებზე,რომლებმაც გამოაშკარავეს ცქიტიშვილის და თვით გადილიას დანაშაული,ამიტომ გადილია მოკვლით ემუქრება კორესპოდენტებს და ამ მუქარით ახშობს თვითკრიტიკას.გადილიამ ეჭვი მიიტანა კომუნისტ მასწ. დავით ჩხაიძეზე რომელსაც გლეხკორობა დასწამა და მოკვლით დაემუქრა.

დროა ასეთი ელემენტი გაიწმინდოს პარტიის რიგებიდან და კიწიის კორესპოდენტები განთავისუფლდნენ გადილიას ნაგანისაგან.

გლეხკორი.


სამეგრელოს ეპარქია.ბერიძის საბლაღოჩინო

მეტრიჩესკი წიგნი-- ჩყნე (1855)წ. ფონდი 11-32.

---- ახალდოხორუს ჯვარცმის სახ.ეკლესია.მღვდ. მარკოზ ვასილის ძე გრიგოლავა.პრიჩ.იოანე იესეს ძე კანკავა.მრევლი;კაკაჩა,ფირცხალავა ადეიშვილი,გეგენეშვილი აბაკელია,ხვიჩია, გეგენავა 

----მარტვილის საკათედრო სობორის. ნიკოლოზ ოხირძე(?)პრიჩ.პორფირე.მრევლი; ამუნაია,თოფური,ჯიქია,წოწორია,ჭალაქანიძე,გეგეჭკორი,ბირკაია.

--- ნაგვაზუს წმ.გიორგის სახ ეკლესია. მღვდ.გიორგი ჩიქვანაია პრიჩ. მაქსიმ ჩიქვანამ. მრევლი; სურმავა, ჭუბაბრია,კვატალია.

--- მარტვილის წმ.გიორგის სახ. მღვდ. დავით ჟორდანია.პრიჩ.თადეოზ ჟორდანია. მრევლი; ხაჟომია,ხუნწელია 

---სამენგრელოს ეპარქია. ქვათანის ჯვარცმის სახ. ეკლესია.მღვდელი ნიკოლოზ ცხაკაია პრიჩ.გიორგი ცხაკაია. მრევლი; კიკაბიძე,ხვინგია,ცხაკაია, რუხაძე,ძარია 

---საელიაოს წმ.ხარალამპის სახ. ეკლესია.მღვდ. თევდორე გაბისონია პრიჩ. ლუკა გაბისონია. მრევლი; ხაჟომია,გალდავა.

--- ვალსის ღვთისმშობლის სახ. ეკლესია.მღვდ. გიორგი შომახია.პრიჩ. სტეფანე შომახია. მრევლი;შავდია,სილაგავა, მურღულია,ბართაია.

---- ინჩხირის წმ.გიორგის სახ. ეკლესია. მღვდ.გიორგი ხელაია.პრიჩ. სტეფანე ხელაია.მღვდ. ვასილ გეგეჭკორი. პრიჩ. ონისიმე გეგეჭკორი. მრევლი; ხელაია,გეგეჭკორი,წოწორია.

---ნაგვაზოუს მაცხოვრის სახ. ეკლესია.მღვდ. ნიკოლოზ ახალაია პრიჩ. ივანე ახალაია.

მრევლი; თოშხუა,ჯღარკავა

--- ინჩხურის წმ.გიორგის სახ. ეკლესია. მღვდ. გიორგი ფირცხალავა პრიჩ. მათე ფირცხალავა.მრევლი; ფირცხალავა.

--- ბერიძის საბლაღოჩინო -- --ფოცხოს მთ. ანგელოზის სახ.ეკლესია. მღვდელი საბა შამათავა, დიაჩოქი(დიაკვანი.ბ.ხ.) დავით შამათავა მრევლი; ქაბურძანია, ბუღაშცილი.

---ფოცხოს მთ. ანგელოზის სახ. ეკლესია. მღვდ. ნიკოლოზ შამათავა.დიაჩოქი სიმონ სანაია მრევლი; ქადარია,შამათავა,ნიკოლავა, სანაია.

--- მახაშის წმ. (მ)გლეკად შემოსილ წმ.. გიორგის სახ. ეკლესია.მღვდ. გიორგი ლორთქიფანიძე, დიაჩოქი ლევან ჩაჩიბაია.მრევლი; ხუბუა,მურღულია, სვანის,ყურუა.

---მახაშის ღვთისმშობლის სახ. ეკლესია მღვდ.დავით ბუსკაძე დიაჩოქი ეგნატე ბუსკაძე. მრევლი; მალანია,ხინჩუა,ბარძემიშვილი,ბუსკაძე კანკია, კვირკველია, კვირკვაია,ტყებუჩავა,ხარჩილავა,გაბუნია,მირგატია.

---- მახაშის წმ.გიორგის სახ. ეკლესია. მღვდ.დავით ბუსკაძე დიაჩოქი ეგნატე ბუსკაძე. მრევლი; ჭაავა,მალანია,ხარჩილავა,ტორჩინავა.

--- ლეძაძამის წმ. გიორგის სახ. ეკლესია. მღვდ. პეტრე გაბეჩია,დიაჩოქი ნიკოლოზ მაჯაგალაძე( არძიანი)

--- გურძემის მთ. ანგოზის სახ. ეკლესია.მღვდ. ბესარიონ ხუხუნი დიაჩოქი იესე მათეს ძე ძაგანია. მრევლი; ბარქაია,კოხია,ხარებავა,სორდია.

--- გურძემის მთ. ანგელოზის სახ. ეკლესია. მღვდ. ნიკოლოზ ახვლედიანი დიაკონი სიმონ ცხაკაია და დიაჩოქი ნიკოლოზ ჩაჩიბაია.მრევლი; ხარებავა, სოსელია, ცაგურია, ესართია, ხელიძე,კაკულია,ჩახვიკია,ჩხვირკია, მესხი,მილორავა,შულაია,ყუფუნია.

--- ლეგერცამეს მაცხოვრის სახ ეკლესია. მღვდ.იოანე ხეცურიანი დიაჩოქი დავით ჩაჩიბაია მრევლი; მაფორია,არჩილია, გერცამია,ბარამია,გაბერდავა, ქურასპედიანი,ჯავახია,ახალაია,გვილავა 

--- ნაზოდელაურის წმ.გიორგის სახ. ეკლესია.მღვდ. იესე უკუა დიაჩოქი იაკობ ბჯსკაძე.მრევლი; ზოდელავა,ნოდია, ნაჭყებია.

--- ნაჯახოუს წმ.გიორგის სახ. ეკლესია. მღვდ. რომანოზ კურკულია,დიაჩოქი სიმონ კურკულია. მრევლი; პაპასკირი, კეკუა,თოდუა,ქებურია,ქვარცხავა,არაჰამია,ბებია,მაფორია,კვიკვინია,ჟვანია.


7 ივნისი, 2022

საქ.მუშ--გლეხკორი 

ქვემო ქვალონის(სენაკის მაზრა)

სადგურ ქვემო-- ქვალონში 1926 წლიდან გამოდის კედლის გაზეთი ,,მუშა--გლეხკორთა კოლეგიის ხმა" 

ხსენებულ გაზეთში იწერებოდა ბევრი მამხილებელი წერილები,რის გამო ზოგიერთმა ,,შეურაცხყოფილმა" პერებმა 1927 წელს ჩამოხიეს კედლის გაზეთი.ამის შემდეგ გაზეთის მუშაკებს გული აუცრუვდათ იმის მაგივრად რომ გაათკავებული ენერგიით განაგრძოთ მუშაობა.მისი მუშაობა განახლდა 1928 წ. განახლების შემდეგ გამოცემულია ოცი ნომერი.

კ. ახალაია

.ქვემოთ ,,მუშა-- გლეხკორთა ხმა"ს სარედაქციო კოლეგია



14 ივნისი, 2022

ეკლესიის წინააღმდეგ ისტერიული ბრძოლის პირობებში არაერთი ისტორიული ღირებულების ძეგლი განადგურების საფრთხის წინაშე აღმოჩნდა ხელისუფლება იძულებული გახდა დიდი ისტორიული მნიშვნელობის ძეგლების დაცვის მიზნით გარკვეული ზომები მიეღო,1923 წლის 21 მარტს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა დაცვის მიზნით საგანგებო კომიტეტი შეიქმნა რომელმაც ცირკულარით დაუგზავნა სამაზრო აღმასკომებს,რომელთაც ძეგლთა დაცვის მიზნით კომიტეტები უნდა შეექმნათ,ამასთანავე გაუგზავნა განსაკუთრებულად ღირებული და ძვირფასი ნივთების ნუსხა მათ შორის,სენაკის მაზრაში;მარტვილი,ტყვირი,სუჯუნა,(გ.სოსიაშვილი,მართლმადიდებელი ეკლესია და რელიგიური უმცირესობები შიდა ქართლში 20 საუკუნის პირველ მეოთხედში თბ.2014 წ.გვ.28.)

ეკლესიების დახურვის გამო ხალხის უკმაყოფილება საქართველოს კომ.ცკ იძულებული გახადა მიეღო სპეციალური დადგენილება ეკლესიების დახურვის შეწყვეტის შესახებ,ხელისუფლებამ გადაწყვიტა მორწმუნეთათვის ეკლესიების ნაწილი დაებრუნებინა. (ა. მუჯირი,ოცდაოთხი წლის აგვისტოს ცხელი დღეები,გაზ.,,კომუნისტი"1990წ.26 აგვისტო)

სსრ ცაკ-ის 1924 წლის 21 ნოემბრის დადგენილებით ყველა მორწმუნეს შეეძლო ესარგებლა ეკლესიებითა და სამლოცველო სახლებით,თუ ისინი დაარსებდნენ რელიგიურ საზოგადოებას, რომლის წევრთა რაოდენობის რიცხვი 7- ზე ნაკლები არ იქნებოდა.(ი.კვესელავა,20 საუკუნის 20 წლების საქართველოს ისტორიის ფურცლები.გვ.83,87.)

ზუგდიდისა და სენაკის მაზრებში მხოლოდ ათამდე ეკლესია დატოვეს როგორც ისტორიული მემკვიდრეობის ძეგლი.მათ შორის მარტვილის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების,ხობის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების,სენაკის საკალანდარაშვილოს და სხვა.

კეთილარში,გულეკარსა და კოდორში წმ.გიორგის სახელობის ეკლესიები იყო. კეთილარის ცენტრში,შემაღლებულ ადგილას ქვის საძირკველზე იდგა ლამაზი, გუმბათოვანი ხის ეკლესია,რომელიც კრამიტით იყო გადახურული. ამ ეკლესიის მღვდლები იყვნენ ბესარიონ და დომენტი ფირცხალავები,ღვიძლი ძმები.ეკლესიას მგალობელთა გუნდი ჰყავდა.ყოველ კვირას და საეკლესიო დღესასწაულებზე იმართებოდა წირვა- ლოცვა, რაც 1924 წლამდე არ შეწყვეტილა.1924 წლის აჯანყების ჩახშობის შემდეგ ბოლშევიკებმა ტაძრის დანგრევა გადაწყვიტეს.მთელი სოფელი შეიკრიბა ,,ოხვამეკარში",როგორც მაშინ სოფლის ცენტრში ეძახდნენ.ხალხი შფოთავდა,მაგრამ ძალა აღმართს ხნავდა.ღონისძიებას ხელმძღვანელობდა ბოლშევიკი ძოკო მესხია.ეკლესიის გუმბათზე ავიდა სოფლის მტკიცე ბოლშევიკად წოდებული პოლიკარპე ჩაგანავა, ჯვარი მოგლიჯა და ძირს გადმოაგდო.ამის შემყურე ხალხი გაოგნდა,გაშეშდა, ზოგი მიწას განერთხა.გამხეცებული კომკავშირლები და მათგან წაქეზებული ზოგი გლეხის ბიჭი ,,ურას" ძახილით შევარდა ტაძარში,გამოყარეს ჯვარ- ხატები, საეკლესიო წიგნები, ბაირაღები და ცეცხლი წაუკიდეს.მოსახლეობამ მხოლოდ ზოგიერთი ხატის გადარჩენა შეძლო.ტაძარი კლუბად გადააკეთეს და აქ სოფლის კრებები იმართებოდა.1933 წელს ტაძარი დაანგრიეს.(თეოდორე სარდიონის ძე თელიას(დაბ.1917 წ.) მოგონებიდან.წიგნ.მღვდელ კონსტანტინე კაჭარავა. ესე სოფელი კეთილ არს გვ.80-81)

ეკლესიის ეზოში იდგა ჯარგვალი,სადაც მონაზვნები,ელისაბედ და თამარ ქობულიები ცხოვრობდნენ.მათ ხალხი სამადლოდ უგზავნიდა საჭმელს და ისინიც შემომწირველი გლეხების ოჯახებისთვის ლოცულობდნენ,საფლავებს უვლიდნენ,ეს მონაზვნები ეკლესიის დანგრევის შემდეგაც აქ ცხოვრობდნენ და კომუნისტები მათ არ ერჩოდნენ.(წყარო იგივე)

კომუნისტების შემოსვლამდე კოდორის ეკლესიაში მღვდელმსახურების ბარნაბა თადეოზის ძე ბზიავა ეწეოდა იგი კოდორში 1886 წ. დაიბადა, მისი ბაბუა -- სიმონ ბზიავა მღვდელი იყო.ბარნაბას სასულიერო სემინარია ჰქონდა დამთავრებული.ეკლესია კეთილარის კოდორის სასაფლაოს შუაგულში იდგა.ეკლესია ბაზილიკური ტიპის იყო,ლურჯად შეღებილი,გარს აივნები უვლიდა.იქვე,ცაცხვის ხეებზე,ზარები ეკიდა. მერე ეკლესია დაშალეს და მისი მასალებით კოდორის ხის სკოლა ააშენეს.ამის შემდეგ ბარნაბა ბზიავა გულეკარის ეკლესიაში დადიოდა.მას აიძულებდნენ ანაფორა გაეხადა და ღმერთი დაეგმო,მაგრამ უშედეგოდ.მიუხედავად მრავალგზის გაფრთხილებისა იგი მალულად მაინც ნათლავდა ბავშვებს,სასიმინდეების ქვემოთ და ბოსლებში. ღამღამობით დაჰყავდათ მიცვალებულთათვის წესის ასაგებად მღვდელი დააპატიმრეს და აწამეს,თუმცა შემდეგ გაათავისუფლეს. ამის შემდეგ ის იძულებული გახდა ოჯახით სხვაგან გადასახლებულიყო.დევნიდნენ დოშაყეს იოანე ნათლისმცემლის ეკლესიის მღვდელს დავით თოდუას და მედავითნე აქვსენტი ჟვანიას....



16 ივნისი, 2022

....სამეგრელოს სოფლებში პირველი ტრაქტორებიც გამოჩნდა. პირველი ტრაქტორი სოფელ ჩხოროწყუში 1930 წელს კალისტრატე წურწუმიამ ჩამოიყვანა. 1931 წელს ზუგდიდის რაიონ სოფ.შამგონაში პირველი ტრაქტორი ვანო წყაროზიამ შემოიყვანა.მან გაავლო მიწაზე პირველი ხნული ტრაქტორით.გაოცებული ხალხი ფეხდაფეხ მისდევდა ტრაქტორს და ვანო წუაროზიას ბედს შენატროდა.(მექანიზატორთა ოჯახი,ჟურნ.საქ.სოფ.მეურნეობა.1969 წ.)

1928 წლიდან დაიწყო ჩაის პლანტაციების მასობრივი გაშენება სამეგრელოში. ახალსენაკის მაზრაში 1927 წლამდე ჩაი 111,3 ჰექტარზე იყო გაშენებული.ჩაის ახალი პლანტაცია და მისი საერთო ფართობი 390 ჰა. იყო. ამ დროს მაზრაში ჩამოყალიბებული იყო 27 სასოფლო- სამეურნეო არტელი,49 ამხანაგობა და ერთი კომუნა,( პირველი კომუნა ჩამოაყალიბა კირილე ბაღათურიამ სოფ.ნოქალაქევში.ბ.ხ.)რომლებიც 1684 მეურნეს აერთიანებენ.მაზრაში სწრაფი ტემპით მიმდინარეობდა ჩაის გაშენება.მიწის დამუშავება ხელით ხდებოდა ცოცხალი გამწევი ძალის დახმარებით.არ იყო ტექნიკა,მაგრამ დიდი იყო ენთუზიაზმი, იმავდროულად ხდებოდა წახალისება, 1 ჰა. მიწის დამუშავებისა და ჩაის დარგვისთვის ხელისუფლება 70 ფუთამდე პურის მარცვალს,სხვადასხვა სახის სამრეწველო საქონელს და 200 მანეთამდე ფულს იძლეოდა.(გაზ.კოლხეთი.1979წ.7 ივნისი.)

1923 წ. მდ აბაშაზე სოფ.ინჩხურში დაიწყო ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობა რომელის პირველი აგრეგატი ექსპლუატაციაში შევიდა 1928 წლის 1 მაისს.ხოლო მეორე 1929 წ.იგი ელექტროენერგიას აწვდიდა ქუთაისს,სამტრედიას,ფოთს და რაიონულ ცენტრებს ---აბაშას მარტვილს, სენაკს,ჩხოროწყუს.

1926 წელს ააგეს დიდი,რთული კონსტრუქციის ხიდი მდ. ცივზე ,დიდი ტექნიკური სირთულეების მიუხედავად 1927 წლის მაისიდან ამუშავდა ახალ-სენაკი ზუგდიდის რკინიგზის უბანი....



გაზეთი მოგზაური 1905 წ. N23

ნოსირი და წყემი.

29 მაისს ამ სოფლების მცხოვრებნი შეიკრიბენ ორ ალაგას 3,000 კაცი და ქალი.იმსჯელეს რა დღევანდელ ჭირ-ვარამზე, აწონ-დაწონეს რა დღევანდელი ცხოვრების კითხვები, მოითხოვეს ის,რასაც მთელი რუსულის მშრომელი ხალხი თხოულობს 

1-- თავისუფლება სიტყვის,კრების,ბეჭდვის, სანდისის,გაფიცვისა და კავშირების ;

2---მოქალაქეობრივი თანასწორობა; (სრული გაუქმება წოდებრივი და სქესობრივი უთანასწორობისა)

3---ხელ- შეუხებლობა პიროვნების და წერილებისა.

4---მოწვევა დამფუძნებელი კრებისა, საყოველთაო,თანასწორი,პირდაპირი და საიდუმლო კენჭის ყრით.

5---ხიზნებისთვის მათი ნაჭერი მიწის შენარჩუნება.

6--- დროებით ვალდებულთა განთავისუფლება.გადახდილ ფულის დაბრუნება,რომლითაც დაწესდება სოფლად ,,ფონდი" საზოგადოების საჭიროებისთვის(სკოლების,საავადმყოფოების,სამკითხველოების თეატრის და სხვათა ასაგებად).

7--- ამავე დანიშნულებისთვინ მაღაზიის ფულის დაბრუნება.

8--- სახელმწიფო და საეკლესიო მამულების დარიგება უქონლობისთვინ.

9--- სრული ადგილობრივი თვითმართველობა.

10---ნაფიც მსაჯულთა შემოღება და მათი მატერიალური გარანტია 

11---ეკლესიის სახელმწიფოსგან დაშორება 

12--- სწავლა საყოველთაო და სავალდებულო.ენის თავისუფლება.სწავლის ახალი მეთოდის შემოღება.

13---საპასპორტო სისტემის გაუქმება 

14---მუდმივი ჯარის მოსპობა და მილიციის შემოღება 

15---მოსპობა დღევანდელი პირდაპირი და არა პირდაპირი გადასახადებისა და შემოღება შემოსავლის დაგვარი გადასახადისა.(500 მან.ნაკლებ შემოსავლის არ გადახედეს გადასახადი)

16---ბებერი და დასაზიჩრებული მუშებისთვის პენსიის დაარსება სახელმწიფოსგან 

ამასთან გაიხსენეს რა შორეული აღმოსავლეთის უაზრო სისხლის ღვრა, უდანაშაულო ადამიანთა შიშის ნიაღვარი,რომელიც იღვრება რუსეთის ხალხის სახელით და აუარებელ სიმდიდრის გაფანტვა, მოითხოვეს ამის შეჩერება.

აგრეთვე სალამი უძღვნეს ყველა ერს.

მაგრამ სანამდის ამ დიდ ცვლილებებს მოახდენდნენ, მოითხოვეს და სისრულეშიც მოიყვანეს შემდეგი:

1--- დროებით ვალდებულება არ მისცენ ეზოს ფული და ხიზნებმა დაუგდონ ბაჟი 

2---მემამულეებს შეუმცირდეთ .მიწის ღალა

3---მღვდელს მოესპოს დრამის ფული და შეუმოკლდეს სხვა გადასახადები სამღვდელო სამსახურის დროს.

4--- არ იხადონ მაღაზიის ფული, რადგანაც შარშანდელმა მაგალითმა დაუმტკიცა მათ, რომ ის ფულები პირდაპირ იკარგება არასოდეს არ უბრუნდება მათ.

5--- მოსპობა ყოველივე კავშირი მთავრობასთან და დაარსონ ამხანაგური სასამართლო.

6---მოსპონ ქორწილი და ტირილი ძველი წესით.

--ხალხის თვითმართველობამ აქეთ ძალიან დიდი ნაყოფი გამოიღო. დამბა რომელიც მთავრობის ანგარიშით 6-8 ათასი მანეთი უნდა დამჯდარიყო ორ დღეში გაკეთდა.

არ იქნება მეტი გამცნოთ მკითხველ საზოგადოებას,რომ ის კანცელარიები რაც დაიწვა აქეთ, (4-5-მდე)ყველა დაბრალდა მამასახლისებს. სუჯუნის მამასახლისი მირზა დანელია პირდაპირ მისცა ყრილობაზე ხალხმა მაზრის უფროსს,და მაშინვე გააძევეს ის.

ამ ნაირათ სულით ამაღლდა დაცემული ,,მრავალტანჯული ხალხი ამაღლდა და იმედია ბოლომდე გასტანს"

აგა.



15 ივნისი, 2022

...სოფელ ზანაში 1928 წელს დაიწყო მიწის დამამუშავებელი ამხანაგობების ჩამოყალიბება,გლეხებმა დაიწყეს ჩაის გაშენება,მთავარი მაინც მესიმინდეობა იყო. 1930 წლიდან ზანაში იქმნება პირველი სასოფლო სამეურნეო არტელები.1927- 1928 წლებში ხორშში დაიწყო მიწის პირველი ამხანაგურად დამმუშავებელი ამხანაგობების ჩამოყალიბება. ისინი კოლექტიურად ამუშავებდნენ მანამდე გამოუყენებელ მიწებს ჩაის კულტურისთვის. ,,სოზის" პირველი წევრები იყვნენ; თომა მიგინეიშვილი,ვლადიმერ გუგუნავა,სამსონ კაზარიანცი და სხვები. რომლებიც ვალიკო გუგუნავას ხელმძღვანელობით დიდი ენთუზიაზმით მუშაობდნენ ხორშის უბან როკონაში.1928 წლიდან ხორშის თემში დაიწყო ჩაის გაშენება,უწინ ეკალ- ბარდებით დაფარული ადგილები ამ უხვმოსავლიანი და რენტაბელური კულტურის ბუჩქებით დაიფარა.

1929 წელს ხორშში დაიწყო ეთერზეთოვანი კულტურის გერანის გაშენება.გერანის პირველი ნერგები ხორშის სასკოლო ნაკვეთის 2 ჰექტარზე გაშენდა.პირველმა მოსავალმა მოლოდინს გადააჭარბა,სარეკორდო მოსავალი იქნა მიღებული, ათი ტონა თითო ჰექტარზე, გერანის მწვანე მასა სოფ. ნოსირში გადაამუშავეს. თითო ტონიდან 1200 გრ.ნაცვლად 2200გრ.ზეთი მიიღეს, მალე ხორშში სხვა ეთერზეთოვანი კულტურები გააშენეს: ყაზანლიყის ვარდი, ჟასმინი, ლავანდა. ეს უკანასკნელი მხოლოდ ხორშის ნიადაგს შეეგუა. 1929 წელს ხორშში დაარსდა გერანის (შემდეგში ეთერზეთოვან კულტურათა)საბჭოთა მეურნეობა. მის დირექტორად ვლადიმერ ბერაია,ხოლო მთავარ აგრონომად ალექსანდრე კანკავა დაინიშნა.

1930 წელს ხორშის თემში წვრილი გლეხური მეურნეობის გაერთიანებით კოლმეურნეობები შეიქმნა,თავდაპირველად ხორშის თემში 23 კოლმეურნეობა ჩამოყალიბდა,მათ შორის ,,ლენინის გზით" ,,მეტეხი" ,,აჭითა ჩხორია" ,,შარა კომუნაშა" რომელთა თავმჯდომარეები იყვნენ ანდრონიკე კანკავა,პახული თუნთია,ძუკუ გვასალია,თეოფანე ადანაია, იაკობ კულუა და სხვა. კოლმეურნეობებში პირველები შევიდნენ: გუჯუ და იასონ კანკავები, ვასილ,ევგენი,ბაგრატ და ივანე გელანტიები, ს.ტაბაღუა,ო.ღვამბერია, ი.ლორჩოშვილი, და სხვები.


გაზეთი ,,იმერეთი" 1913 წ. N 34.

თეკლათის დედათა მონასტერი.

პარასკევს 1 თებერვალს დილის ათ საათზე,როცა იღუმენია მთელი კრებით წირვაში იმყოფებოდა,ამ დროს გაუჩნდა ცეცხლი ერთ ავადმყოფ მონაზონის საკანს.

ცეცხლი მალე გაძლიერდა,ხელს უწყობდა ქარი,და ისიც უახლოვდებოდა მონასტრის დიდს ეკლესიას,მაგრამ იშვიათმა შემთხვევამ, და იღუმენია ნინოს მხნეობამ და თავგანწირულობამ იხსნა მონასტერი,ცეცხლი მეორე მხარეზე გადავიდა.

თვითონ იღუმენიას რამდენიმე ადგილას აქვს ამომწვარი კაბა,ერთ მონაზონს თვალი წაუხდა,სხვა მშვიდობით გადარჩნენ.მალე მაზრის უფროსი ბოქაულებით მივიდნენ,და შესაფერისი განკარგულება მოახდინეს.

ზარალი შვიდი ათას მანეთს აღემატება.

დაიწვა ცხრა საკანი,და მთელი საკრებულოს სამზარეულო.20 ზე მეტი მონაზონი უბინაოთ,და სრულიად უსახსროდ დარჩა.დიდი დახმარება გაუწიეს მონასტერს ალექსი ბერმა. და სენაკის ვაჭრებმა.

,, გრიშა"

,,იმერეთი" 1923 წ. N 91.

ნოსირი.

სახელოვანი პედაგოგის იაკობ გოგებაშვილის გარდაცვალებიდან წლის თავის აღსანიშნავათ 23 ივნისს აქ გადაიხადეს პანაშვიდი ხალხი ბლომად დაესწრო.

გაზ.,,იმერეთი"1912 წ. N 14

სენაკში დეპუტატის ამომრჩევლად გასულან ბონდო მიქელაძე,წლ.დადიანი და ორ.თოფურიძე-- ყველა მათგანი ესდეკების მოწინააღმდეგე და კ.აბაშიძის მომხრე ჯგუფს თანაუგრძნობს.

,,იმერეთი" 1912 წ.N 21

ნოსირი.

სიმთვრალის დროს რაჟდენ კირცხალიამ ხანჯლით მოკლა თვისი ბიძაშვილი ათანასე.მკვლელი დაიჭირეს და სენაკის სამაზრო სატუსაღოში მოათავსეს.

,,იმერეთი" 1912 წ. N 29.

22 ოქტომბერს,სენაკის საპატიმროდან ქუთაისში ჩამოიყვანეს მათრობს კუჭუხიძისა.მას ბრალდება ქურდობა.

-- სენაკის სამაზრო ციხიდან საგუბერნიო სატუსაღოში ჩამოიყვანეს ოთხი გლეხი,მიხეილ სხულუხია,გერასიმე ბასილაია, გრიგოლ გაგუა და ერუ გადილია. მათ ხალხთან ერთად ბრალდებათ პრინცესა მიურატის სასახლეზე თავდასხმაში მონაწილეობის მიღება მათ ოლქის სასამართლოსგან მისჯილი აქვთ სხვადასხვა ვადით ტუსაღთა გამასწორებელი რაზმი.ამავე საქმეზე პასუხისგებაში მიცემული იყო 32 დროებით ვალდებული გლეხი.

,,იმერეთი" 1912 წ. N 33

დ.აბაშა.27 ოქტომბერს ადგილობრივმა ვაჭრებმა სასტუმრო ,,კავკაზში" სადილი გაუმართეს ადგილობრივ ბოქაულ ბ. აბაქაროვს.



ჟურნალი ,,საქართველოს მუშა გლეხკორი" 1929 წ.N 4 გვ.16

ამ ბოლო ხანებში,როცა თვითკრიტიკა ფართოდ გაიშალა და მუშა გლეხკორები დაუნდობლად ამხელენ ყოველგვარ მახინჯ მოვლენებს,გახშირდა მუშ.გლეხკორთა აშკარა დევნის შემთხვევები.

ქვალონის ტრანსპორტის მომუშავეთა პროფკავშირის თავმჯდომარე პაპავას უღირსი მოქმედება.პაპავა ერთ და იმავე დროს ადგილკომის თავმჯდომარეობის მოვალეობასაც ასრულებს და სარევიზიო კომისიის წევრიც არის. ამ ,,პატიოსან მუშაკმა"---,,პატიოსნად" გაფლანგა კავშირის ,,სხვადასხვა ხარჯების" დასაფარავად 20-40 მანეთობით აწერდა.გამოაშკარავდა რა მისი ზ.აღნიშნული მახინჯი მავნებლობა პაპავამ გადაწყვიტა შური ეძია გლეკორზე. ამ მიზნით მან დევნა დაუწყო გლეხკორ კ.ახალაიას და უცდიდა მოხერხებულ დროს.მართლაც ეს განზრახვა პაპავამ სისრულეში მოიყვანა ადგილობრივ მილიციელი შონიას დახმარებით.

3 ივნისს ხსენებული პირები თავს დაესხნენ გლეხკორ კ.ახალაიას თავდამსხმელებმა მიმართეს იარაღს,მაგრამ იქვე მყოფმა მუშებმა მათ საშუალება არ მისცეს გლეხკორის მოკვლისა.მიუხედავად ამისა,თავდამსხმელება მაინც შესძლეს ამხ.ახალაიას ფიზიკურად გამასპინძლებიდნენ.

ჩვენ მოვითხოვთ ადგილობრივ ორგანოების მიერ სასწრაფო ზომების მიღებას და დამნაშავე პირების პასუხისგებაში მიცემას.

ან. ჯაოშვილი

ჟურნალი ,,ეკალი"1906 წ. N2

სუჯუნის 12 მარტს სტრაჟნიკებმა მოკლეს ალექსანდრე მიმინოშვილი. ამან აუწერელი შური აღძრა აბაშის სტრაჟნიკებში --- ,,როგორ თუ სუჯუნელებმა გვაჯობეს ჩვენ კაცის კვლასა და აწიოკებაშიო" მოედვნენ სოფლებს და ისეთი დღეს დააყარეს ხალხს, რომ სუჯუნელი სტრაჟები ალბათ სირცხვილით იწვიან.

აბაშაში დიმიტრი პერტენავა და კოსტა გვალავა გულითად მადლობას უძღვნიან იონა ჯალაღანიაა,რადგანაც მან კეთილ ინება და ციხეში ჩაამწყვდევინა ორივენი.

სიმართლეს მოკლებულია ის ხმები,თითქო ყოფილი მედავითნე კოწია ცომაიას სიზმარში ბესარიონ ეპისკოპოსი ენახოს და ბერათ აღკვეცა განეზრახოს.

ბერი ხსნილშიაც ვერავითარ ხორცეულს ვერ ჭამს და კოწიამ ლამის კაცის ხორცით დაიწყო საზრდოობა.

აბა რა სათქმელია მისი ბერობა?

სტრაჟნიკი.



19 ივლისი, 2022 


მიცვალებულის დაკრძალვისა და გლოვის წესები სამეგრელოში.

. . ერთერთი პირველი,ვინც სამეგრელოში მიცვალებულის დაკრძალვის და გლოვის წესებს ეხება,იტალიელი მისიონერი არქანჯელო ლამბერტია.(ლამბერტი.სამეგრელოს აღწერა.59-66)

ამ საკითხს ეხება თედო სახოკია ნაშრომში ,,მიცვალებულის კულტი სამეგრელოში" ამ საკითხზე ასევე ეხებიან სერგი მაკალათია,დავით შავიანიძე და სხვა.

თედო სახოკია მასალების მიხედვით,ძველად სამეგრელოში იმ ოჯახში,სადაც ავადმყოფი იყო,მამლის ყივილი ცუდ ნიშნად ითვლებოდა.მეგრელების რწმენით,როცა მამალი შუადღისას იყივლებდა და მეზობლის მამლების მას ბანს აძლევენ; პირველი მამალი თავის ამხანაგებს უხმობს. ამხანაგები ეკითხებიან რა ამბავია?პირველი პასუხობს მალე ჩემს სახლში ქვეყანა ნამცეცები დაცვივდება და გთხოვთ ყველა მეწვიოთო.ამ დროს შეიძლება საზარლად დაიყმუვლოს ძაღლმა, ეს სასიკეთო ნიშანი არ იქნება.(ს.მაკალათია.სამეგრელოს ისტორია და ეთნოგრაფია) სამეგრელოში დღესაც ბევრს სჯერა რომ არიან პიროვნებები რომელთაც მამლის ყივილი ესმის,თუ რას ამბობს იგი.ეთნოგრაფიული მასალების მიხედვით,ახალდაბადებულ ბავშვს,სანამ დედის რძეს მისცემდნენ,ენას მამლის სისხლით დაუსველებდნენ.ამისთვის მამალს ბობილოს ააჭრიდნენ და იქიდან იღებდნენ სისხლს.ხალხის რწმენით,ამის შემდეგ ის ყველაფერს გაიგებდა,რასაც მამალი იტყოდა.გარდა მამლის ყივილი სა და ძაღლის ყმუილისა,ასევე ავისმომასწავებელ ნიშნად ითვლება კამეჩის მოსვლა იმ ოჯახის კარებთან,სადაც ავადმყოფი ჰყავდათ.გადმოცემით, როცა ადამიანი წვალობდა და მის სულს უჭირდა სხეულიდან გასვლა, მისი საწოლის ქვეშ უღელს წვავდნენ.ამის შემდეგ სული მშვიდად ამოვიდოდა სხეულიდან.

თ.საზოკიას მასალებით,ადამიანის გარდაცვალებისთანავე მთელ სოფელში გაისმოდა ქალების კივილი და მამაკაცების ღრიალი, რაც ყველასათვის იმის მაუწყებელი იყო, რომ საიდანაც ეს ხმა მოდიოდა,დატრიალდა დიდი უბედურება.მიცვალებულის ლოგინს მაშინვე მოარღვევდნენ და მას სხვაგან გადაასვენებდნენ.

ადამიანი გარდაიცვლებოდა თუ არა,მოდიოდა ,,მარწკინალი"(მიცვალებულის გამპატიოსნებელი) მარწკინალი უნდა ეცადოს მიცვალებულს სახეზე ნაკლებად დააჩნდეს საშინელი სურათი სიკვდილისა.სანამ სხეული გაშეშდებოდა,მიცვალებულს უხუჭავდა თვალებს,მოუკუმავდა პირს,ფეხებს გაუსწორებდა,ხელებს გულზე ჯვარედინად დაუწყობდა,თმასა და წვერი ულვაშს დაუვარცხნიდა.იცოდნენ მიცვალებულის დაბანა.კიბოთი ან რაიმე გადამდები ავადმყოფობით გარდაცვლილი ადამიანის ეზოში შესვლა საშიშად მიაჩნდათ რადგან სჯეროდათ რომ ის ავადმყოფობა ამ ადამიანის სიკვდილის შემდეგ ამოდიოდა სხეულიდან და შეიძლება სხვაზე გადასულიყო.

თუ ადამიანი სადმე ტრაგიკულად დაიღუპებოდა ან წყალში დაიხრჩობოდა,მაშინ მისი გარდაცვალების ადგილიდან სახლამდე გააბამდნენ ძაფს, სული გამოყვება და სახლში მოვაო.გარდაცვალების ადგილას მიდიოდა ქალი და კაცი ჩონგურით გააბამდნენ ძაფს და ასე სახლამდე მოჰქონდათ თან უმღეროდნენ სულს..ასევე გარდაცვალების ადგილზე მიჰყავდათ მამალი რომ მამალს ,,აეყვანა" სული დაკრძალვის შემდეგ ამ მამალს სასაფლაოზე გაუშვებდნენ..მიცვალებული სულის მოსაყვანად ასევე მიჰყავდათ მტრედი....

გაგრძელება იქნება ბ.ხ.


16 ივლისი, 2022

.... ძველად ხორშის თემში , ცალცალკე ოჯახებში,გავრცელებული ყოფილა შინამრეწველობა და წვრილი ხელოსნობა.ცნობილი ხის ოსტატი აკაკი ქაშიბაძე იყო.ის საუკეთესო ორნამენტებს აკეთებდა,სოფელ საგუგუნავოში მცხოვრებ ალე გვეტაძეს სამი უნიკალური ხის ოდა სახლი აუშენებია.ხის ოსტატები იყვნენ ძაკა გუგუნავა,მიხა ფაჩულია,გივი ჭანტურია.ჩონგურის და ფანდურის საუკეთესო ოსტატი იყო ხუხუ სახეიშვილი, ამზადებდა ასევე ხანჯალს,ხმალს და ა.შ. მეორე მსოფლიო ომამდე ლუარსაბ ლოლუას აქ ვინმე ჯუღელი ჩამოუყვანია,რომელსაც მცენარეების სათბური ჰქონია.მეთუნე ყოფილა ბუხუტი გვილავა.თიხა იყო პირველ მაისში და აქ ჰქონდა გამოსაწვავი ქურები,ამზადებდა აგურს,საოჯახო ჭურჭელს,ქვევრებს,ჭის გვიმს.

სოფელში ფულადი შემოსავლის წყარო იყო რძის პროდუქტები. თუმცა საქონლის ყოლა შეზღუდული იყო მსხვილფეხა საქონლის რაოდენობა 2-3 სულ საქონელს შეადგენდა.

სოფლის სახელწოდება ოხორუ (საცხოვრისი) სიტყვიდან მოდის,ხორში ანუ დასახლებული ნაყოფიერი ადგილი. ადრე დიდი რაოდენობით დაფნა მოჰყავდათ,რომელსაც მაღალ ფასში იბარებდა სახელმწიფო,კარგად მოდის მანდარინი.

ძველად მოყავდათ ღომი,(ჭვე) ჭვავი, სიმინდი,მუხუდო,აქ პურიც მოჰყავდათ.

ხორშის თემში არის ადგილი ოლებე, სადაც ამოდის მინერალური წყალი,მსგავსი წყალი ამოდის ფუცუ დგებუაძის სახლის წინ,თუმცა ოლებე უკეთესი წყალია,კუჭნაწლავის დაავადებებს შველის...

ნაწყვეტი წიგნიდან

სამეგრელოს სოფელი ძველად და ახლა. ავტ. და.ჭითანავა ბ,ხორავა ქ.ციმინტია.ი.შენგელია.


20 ივლისი, 2022

მიცვალებულის დაკრძალვის და გლოვის წესები სამეგრელოში.

გაგრძელება...

ნათესავებს და მოკეთეებს ახლობლის გარდაცვალებისა და დასაფლავების დღეს განსაკუთრებული ,,კაცის--- მაგინაფალის"პირით ატყობინებდნენ,რომელიც დაუვლიდა სათითაოდ ყველას და სიტყვიერად გადასცემდა სამწუხარო ამბავს.ამ სამწუხარო ამბის თქმას ,,შეცხადება" სამწუხარო ამბის მთქმელს კი ,,შემაცხადაფალი" ანუ შემცხადებელი ერქვა.ძველად შემცხადებელი რამდენიმე იყო,ამათ ჯგუფს თან მიჰქონდა რაიმე ნივთი,რომელიც მიცვალებულს ეკუთვნოდა: ხმალი,სატევარი,ბუდეში ჩაწყობილი ისრები,ან კიდევ მისი ტანსაცმლის მონახევი.მიცვალებულის ნათესავების სახლს რომ მიუახლოვდებოდნენ,შემცხადებლები ხმამაღლა ტირილს დაიწყებდნენ და ამით შინაურებს აცნობებდნენ, რომ მოდიან შემაცხადებლად. სახლში შემოვიდოდნენ თუარა, წელს ზემოთ გაიშიშვლებდნენ სხეულს, განსვენებულის კუთვნილ ნივთს საჩინო ადგილას დადებდნენ და გარშემო მოუსხდებოდნენ ნივთს,რომელსაც ამ შემთხვევაში ერქვა ,,ნიშანი" და რომელიც დამსწრეთათვის მისი გარდაცვლილი პატრონის მოსაგონებელი იყო და იწყებოდა მოთქმით ტირილი.ტირილის გათავებისას,შეცხადებულნ ეტყოდნენ თუ რა დღეს მოსულიყვნენ მიცვალებულის სატირლად.

მაგინაფალის ზურგზე ტომარა ეკიდა და ხელში ჟამი ეჭირა,მოვიდოდა ოჯახში და აცნობებდა მიცვალებულის ტირილის დღეს და თან ლობიოს წამოიღებდა.ამბის მომტანი ,,შემაცხადაფალი" მარტო არ მივიდოდა ოჯახში,იგი ვინმეს მიიყვანდა და ამბავს შორიდან მოჰყვებოდა,ბოლოს მიახვედრებდა თუ რა უბედურება ეწვია ოჯახს.(ს.მაკალათია,სამეგრელოს ისტორია ეთნოგრაფია.გვ 282)

მე19 საუკუნეში მიცვალებულს გარდაცვალებიდან მეოთხე მეხუთე დღეს კრძალავდნენ.დაკრძალვა შეიძლება მხოლოდ ,,გეკულა" დღეებში.ასეთ დღეებად ითვლება სამშაბათი, ხუთშაბათი,შაბათი.ამ წესს დღესაც მტკიცედ იცავენ.

ძველად იცოდნენ მიცვალებულისთვის ღამის გათევა,კითხულობდნენ ფსალმუნებს.საბჭოთა ხელისუფლების დროს ფსალმუნების კითხვა მოიშალა და იგი ჩაანაცვლა სხვადასხვა თამაშებმა,ამბების მოყოლამ და სხვა..

ძველად გარდაცვლილისთვის სასახლის დამზადება მესაფლავის პრეროგატივა იყო.ისინი ცულით გათლილი ფიცრისგან კუბოს შეკრავდნენ.

სასახლეს ხშირ შემთხვევაში ოჯახი,გარდაცვლილის ნათლია ან ახლო ნათესავი ამზადებინებდა თავისი ხარჯით. კუბოს მოასვენებენ დაკრძალვის წინა ღამეს,დღისით მოტანა არ შეიძლება ღამით ან დაკრძალვის დღეს დილით,ახალ ტანსაცმელში გამოწყობილ მიცვალებულს ჩააბრძანებენ კუბოში.იყო სპეციალური პროფესია ,,ღურელიშ მაწამალარი" რომელიც მიცვალებულს უკეთებდა სპეციალურ პრეპარატს რომ სხეული არ გახრწნილიყო.

ეთნოგრაფიული მასალებით,სატირალში მიმავალ ნათესავებს მოჰყავდათ ხალხი,ვინც მეტ ხალხს იახლებდა,მისთვის ეს სასახელოდ ითვლებოდა.სატირლად წამოსულებს თან მიჰქონდათ გამზადებული სურსათ სანოვაგე ,გამომცხვარი მჭადი,მოსახარში ლობიო,ღვინო,ნიგოზი,ხახვი,მოჰყავდათ მოზარეთა გუნდი და მოჰქონდათ დიდი შავად მორთული კელაპტარი. არსებობდა ერთგვარი შესაწირავი,რომელსაც ,,გინაფორალი" ჰქვია. ასევე მოჰქონდათ ერთგვარი ფულადი შესაწირი...

გაგრძელება იქნება..



27 ივლისი, 2022

დაკრძალვის წესი ჩვეულება სამეგრელოში..

(გაგრძელება)

...მიცვალებულს გაასვენებენ ნაშუადღევს უფრო საღამოსკენ .გასვენებამდე ყველანი სამოხიოს წევრებიდან დაწყებული ნათესავების ჩათვლით ,კიდევ ერთხელ შევლენ იქ სადაც მიცვალებული ასვენია და გამოეთხოვებიან მას.გამსვენების დროს მიცვალებულის ოთახის კარებს დაკეტავენ,მამაკაცები კუბოს სამჯერ დასტრიალებენ მარჯვენა მხარეს,შემდეგ კი კარს სამჯერ მიარტყამენ..მარტვილში ასევე იყო სარკის ჩამტვრევის და ხის მოთხრის ტრადიციაც. შემდეგ მიცვალებულს ეზოში დაასვენებენ,სადაც ჭირისუფლები და ახლობლები კიდევ ერთხელ დაიტირებენ და დაემშვიდობებიან.როგორც კი მიცვალებულს ეზოდან გაასვენებენ, წააქცევენ იმ მაგიდას,რომელზეც ესვენა და ყველაფერ გამოგვიან.

სასაფლაოზე მისვლისას მიცვალებულს საფლავის გვერდით დაასვენებენ და კიდევ ერთხელ დაემშვიდობება ჭირისუფალი.სანამ კუბოს დააფარებენ,აუცილებელი იყო საპონი ან სხვა რაიმე ნივთი,რომელიც მიცვალებულს უდევს მალულად ამოღება ამას აკეთებდა მეზობელი ან რომელიმე ახლობელი.ამას იმიტომ აკეთებდნენ რომ გარდაცვლილმა ცუდი თვალით არ მოიხედოსო, კუბოს მიწაში ჩაასვენებდნენ და მერე ყველა თითო მუჭა მიწას აყრიდა.სასაფლაოდან სტუმრების სახლში მობრუნება არ შეიძლებოდა.თუკი მესაფლავე საფლავში იყო ჩასული მისი ხელით ამოყვანა არ შეიძლებოდა.მესაფლავემ ბარი მეორე მესაფლავეს არ უნდა მიაწოდოს.ძირს უნდა დააგდოს და მერე თავად აიღებს მეორე. სანამ ჭირისუფალი სახლში დაბრუნდება ,,მოინალეები" სუფრას გაშლიან მაგრამ მესაფლავეების მოსვლამდე სუფრასთან არავინ ჯდება მესაფლავე საპატიო პიროვნებად ითვლება და ორმოცზე,წლისთავზე და მიცვალებულის სახელზე გამართულ ყოველ.სუფრაზე ეძახიან.

გარდაცვალების მესამე დღეს იციან მკლავის გახსნა, ამ დღეს შედარებით ვიწროდ აკეთებენ,მკლავის გახსნაზე ახლობლებს ძალით ხორცსზე კბილს დაადგმევინებენ, შედარებით ფართოდ იციან ორმოცის გადახდა.ორმოცზე შესაძლოა ასი და მეტი კაცი მოიწვიონ.ამ დროს კლავენ საკლავს, თუ გარდაცვლილი ქალია,ფურს,თუ კაცია --- ხარს.დაკლული საქონლის თავს, ტყავს და ფეხებს მიცვალებულის სახელზე ცალკე გაშლილი მაგიდის ქვეშ დებენ.ჯერ მიცვალებულის საფლავზე წავლენ, საფლავიდან დაბრუნების შემდეგ ღვინო ნარევი წყლით ხელს დაიბადნენ.ორმოცის სუფრაზე ყველანაირი საკვებია შეზღუდვები არ არის.ნათესავებმა იციან ნამცხვრის გოჭის ან სხვა რამე საკვების მოტანა .ოჯახის უფროსი ირჩევს თამადას. ასევე იციან დარჩენილი საჭმლის სტუმრისთვის გატანება....



6 აგვისტო, 2022

დაკრძალვის წესები სამეგრელოში..

(გაგრძელება)

.....ახლობლის გარდაცვალებისას ყველა იცვამდა შავ სამოსს,განსაკუთრებით ოჯახის წევრები,ახლობელი მამაკაცები ორმოცი დღის მანძილძე წვერს არ იპარავდნენ,როცა შავებში ტარების დრო გაივლიდა ,მიცვალებულის ახლობლები აირჩევდნენ ერთ პირს, რომელიც გარდაცვლილს აგონებდათ და მის მაგივრად აიყვანდნენ,ეს კი შემდეგნაირად სრულდებოდა: ეს არჩეული პირი წლისთავზე მაკრატლით შეჭრიდა თმას მგლოვიარეს (თომაში მიკოოთამა) და ამ დღიდან ""ჩაფილად" ითვლებოდა.იყო მაგალითად დიდა- ჩაფილი(დედის მაგიერი),ჯიმა- ჩაფილი(ძმის მაგიერი),და - ჩაფილი(დის მაგიერი) და სხვა.ჩაფილი მგლოვიარეს თმას მოაჭრიდა ორ --სამ ადგილას. ამ თმას ჩვარში გამოახვევდა და შეინახავ და.ჩაფილს აძლევდნენ ნახევარს,რაც დარჩა მიცვალებულს,სამაგიეროდ სქუა-ჩაფილი თუ ჯიმა--ჩაფილი მას უვლიდა როგორც ღვიძლი შვილი და ძმა.ერთმანეთში მათ დიდი სიყვარული ჰქონდათ, წყენინება ან რამე უწესობის ჩადენა დიდი სირცხვილი იყო.როდესაც და-ჩაფილი გათხოვდებოდა ,მას ძმა-ჩაფილი, როგორც ძმა ქორწილში გაყვებოდა და ძმის მოვალეობას ასრულებდა.ვაჟის ქორწილში კი და- ჩაფილი ასრულებდა დის მოვალეობას.თუ მათ შორის რამე შუღლი ჩამოვარდებოდა, შენაკრეჭ თმას უკანვე უბრუნებდნენ და ამით ეს წესიც ირღვეოდა,როდესაც ჩაფილი გარდაიცვლებოდა, მის სანაცვლოდ არავის მოიდებდნენ.სამგლოვიარო თმას ჩაფილზე თვითონვე მოიჭრიდნენ და გადააგდებდნენ.ეს ტრადიცია სამეგრელოში დღესაც ცოცხალია.

ს.მაკალათია,სამეგრელოს ისტორია და ეთნოგრაფია.გვ.290.



3 ოქტომბერი, 2022

მჭედლობა.

სამეგრელოს ეთნოგრაფიულ ყოფაში შინამრეწველობის ერთ- ერთ მნიშვნელოვან დარგს წარმოადგენდა მჭედლობა(ჭკადუა) რომელიც სამი სახისაა: რკინის მჭედელი(რკინაშ ჭკადუ) სპილენძის მჭედელი (ლინჯიშ ჭკადუ) და ოქრო- ვერცხლის მჭედელი (ვარჩხილიშ ჭკადუ)

მჭედლობა საპატიო და ღირსეულ საქმედ ითვლებოდა. განსაკუთრებით დიდ მოკრძალებას იჩენდნენ სამჭედლო ადგილისა და იარაღის მიმართ,ამ.მხრივ ყურადღებას იქცევს სამჭედლო გრდემლი, კვერი და მარწუხი, რომლებიც წმინდა იარაღებად ითვლებოდა და მათი დასაბამი უკავშირდებოდა წმინდა ,,სოლომოს", რომელიც 363 ხელობათა გამჩენ და მფარველ ღვთაებას წარმოადგენდა. საყურადღებოა, რომ ზოგიერთი გადმოცემით იგი გონიერი და ,,ღმერთმოსილი" კაცია,რომელმაც სხვადასხვა ხელობა (რომელიც მანამდე მხოლოდ ღვთაებათათვის იყო საცნაური)ასწავლა ადამიანს და ამით შეუმსუბუქა მას ,,სისხლის პურის ჭამა".ამ.მხრივ ,,სოლომო"ისევე როგორც სვანური სოლამი და აფხაზური შაშა,ქართულ ამირანს, იგივე ბერძნულ პრომეთეს უკავშირდება.

არსებობს ლეგენდა რომელიც სოფ.ჯვარშია ჩაწერილი: ამ ლეგენდის თანახმად თავიდან ხელობა მხოლოდ ქრისტე ღმერთს სცოდნია,მას აკვირდებოდა წმინდა სოლომო რომელიც ძლიერ ნიჭიერი კაცი ყოფილა.ქრისტესთვის შეუნიშნავს : ,,ცარიელი ხელით რომ გამოგაქვს რკინა და მუხლზე იჭედებ მუშტით,უკეთესი არ იქნება, გაჭედო გრდემლი,კვერი, მარწუხი და გაიადვილო მუშაობა? ქრისტეს ჭკუაში დაუჯდა გონივრული რჩევა და მართლაც ასე მოიქცა. მოეწონა მას სოლომონის მიხვედრილობა და ჭკუა, ადგა და მთელი ხელობა მას გადააბარა.ამის შემდეგ სოლომო მეორე კაცი გახდა" ამასთან დაკავშირებით საინტერესოა საქართველოს სხვა კუთხეების მასალები პირველი მჭედლის შესახებ,სადაც იგი მიუხვედრელ პიროვნებასა მიჩნეული,ან ისეთ პირად,რომელიც ღმერთმოსილი და შეუვალია ადამიანურ შეგნებათაგან.იგი შიშველი ხელით ეწევა მჭედლიბას .ბოლოს ,ძაღლი მას მარწუხებისა და სხვა იარაღების გამოჭედვის საჭიროებას მიახვედრებს"(ნ.რეხვიაშვილი, ქართული ხალხური მეტალურგია)

სამჭედლოს შრამელი საქართველოს ყველა კუთხეში ნაკრძალს წარმოადგენდა. სამეგრელოსა და აფხაზეთში სამჭედლო წმინდა ადგილად ითვლებოდა,ხოლო გრდემლი,კვერი და მარწუხი---- ნაწილიან იარაღებად,რომელიც ხატ- ჯვარზე მეტი ,,გამჭრიახობა" ჰქონდათ.სამჭედლო იმავე როლს ასრულებდა ზოგიერთი წეს- ჩვეულების შესრულებისას,რასაც ეკლესია მორწმუნეთათვის. უფრო მეტიც ზოგიერთ შემთხვევაში,სამჭედლოში ,,ფიცსა" და ,,გადაცემას (ფუჩი დო ხინტკი)თან ახლდა უდიდესი შიში და კრძალვა.სამჭედლოში გრდემლზე გადაცემა (გინოჩამა) საშინელი რისხვა იყო თვით უაღრესად გამოუსწორებელი და საზოგადოებისთვის შემწუხებელი ადამიანისთვისაც.

უკანასკნელ დრომდე შემონახულია წმ.სოლომოს.მიერ დაწესებული ლოცვა(ხვამუა) მჭედლების.მიერ ახალი წლის წინა დღეს სრულდებოდა. უფროსი მჭედელი ამზადებინებდა საკალავს ---- გოჭს, განატეხს(დედოს) და 2 კვერს; აგრეთვე, საკმეველს, სანთელს და ზედაშეს.ზედაშე ამოჰქონდათ სალოცავი ჭურიდან ,როდესაც ყოველივე ამას დაალაგებდნენ ტაბაკზე, მჭედელი აიღებდა მას ხელში,თავის ვაჟებს გაიყოლებდა და სამჭედლოში მიდიოდა; გრდემლის წინ შვილებს დააჩოქებდა, გადაავლებდა მათ თავზე სანთელ- საკმეველს, დაამწყალობებდა და წმ. სოლომონს მიმართავდა: ,,სუმოშსუმონეჩი დო სუმი ხელუაშ გორჩქინუ დუდო ღორონთი დო უკულ სოლომო, თქვან სახელ ხვამელ დო დიდებული: თქვა გატიბით ჩქიმ ოჯახის.ხე- ხუჯი (ხელ- მხარი) თქვა ქომუჩით" ამ სიტყვებით საკმეველს იქვე მდგარ სანაკვერცხლეზე დაურიგდა (ონორცხვე) სანთელს აანთებდა და გრდემლზე მიაკრავდა. სალოცავად საკლავის თავი და ღვიძლი მიჰქონდათ,რომლის თითოეულ მონათალს ჯერ თავად მიიღებდა და მერე სხვებს მიაწოდებდა,როდესაც ლოცვას დაასრულებდა.

ნ.რეხვიაშვილი ქართული ხალხური მეტალურგია.



30 ოქტომბერი, 2022

ნ ე ს ო ს ი.

552-556 წლების საომარი ოპერაციების აღწერის დროს ისტორიკოსი ა გ ა თ ი ა ხშირად იხსენიებს ნესოსს, იგი ხუთი ფარსანგით (25-27 კილომეტრით)იყო დაშორებული. ტელეფისს და მდებარეიბდა იქ,სადაც დოკონოსი(ტეხური) ერთვის რიონს. ეს სოფელი აგათიას აღწერილობით,საკმაოდ მაგარია და არც ადვილი მისადგომი, გარშემორტყმულია მდინარეთა მორევებით. რომაელებს ერთი თხრილი გაუკეთებიათ და ფასისი დოკონოსში გადაუშვიათ,ასე რომ ეს ორივე მდინარე ერთდება ნესოსის იმ ნაწილში,რომელიც აღმოსავლეთისაკენ არის მოქცეული,და ისინი გარს ერტყმიან ამ ადგილს.აქედან ისინი კვლავ უხვევენ და დაბლობის მცირეოდენ ნაწილს იმწყვდევენ შუაში.შემდეგ,დასავლეთისაკენ რომ მიდის წინ,თავისთავად ერთვიან და,დაბოლოს,ერთმანეთს შეერევიან,ასე რომ მათ შუა მართლაც რომ კუნძული იქმნება.

ეს სტრატეგიული პუნქტი ბიზანტიელთა მიერ გამოყენებული იყო ჯარების სადგომად,სადაც საკმაოდ დიდი ჯარი იდგა.ონოგურისის ბრძოლის შემდეგ (554 წ)დამარცხებული ბიზანტიელები გარბიან არქეოპოლისის მიმართულებით,სადაც მათი ბანაკი იყო მაგრამ არქეოპოლისში აღარ ჩერდებიან, შიდა სოფლებში მიისწრაფვიან და კათარის წყალზე გადასვლით მიეშურებიან, ალბათ, ხესოსისაკენ,სწორედ ამის შემდეგ (555 წ.) ,,ნახორაგანს სამოცი ათასი მეომარი წამოესხა და მოდიოდა ნესოსის წინააღმდეგ,სადაც თავმოყრილი იყვნენ მარტინედა იუსტინე,გერმანეს ძე და მათი ჯარები" რომ ნესოსში იყო ერთ- ერთი ცენტრალური ბანაკი ბიზანტიელთა ჯარისა, იქიდანაც ჩანს რომ ამ ბანაკიდან 556 წელს გაიგზავნა ჯარი როდოპოლისის ასაღებად : ,,იუსტიანემ,გერმანეს ძემ ნესოსიდან როდოპოლისში გაგზავნა ერთი თავისი რაზმის უფროსი....და თან გააყოლა ორიათასი ცხენოსანი"

ბიზანტიელებს მათ მიერ შექმნილი სტრატეგიული მნიშვნელობის პუნქტისთვის უწოდებიათ ,,კუნძული" insula, ისევე როგორც ტელეფისს მახლობლად მდებარე ერთ უბანს Olaria უწოდა რადგან ბიზანტიის სამხედრო ტექნიკაში ლათინური ენა იყო გაბატონებული. ბიზანტიელების მიერ დარქმეული სახელი insula შერჩა ამ ადგილს დღესაც, მას დღესაც ი ს უ ლ ა ეწოდება.

სოფ.ისულა მდებარეობს სენაკში მის სამხრეთ დასავლეთით,ხოლო აგათიას დროინდელი ნესოსის ყოფილა აბაშა- ტეხურის შესართავის სამხრეთით,რიონისაკენ.ამ ადგილს ეხლა ადგილობრივი მცხოვრებლები(ისულელები)ეძახიან ,,ნ ა ო ჩ უ"- ს.აქ, ნაოჩუში,ადგილობრივი მცხოვრებლები ნახულობენ ხოლმე მიწაში ჭურჭლებს.ნაოჩუს მიდამოებში მებატონის (ხეციას) სასახლე ყოფილა (ამას ახლა ქვია ,,ნადოხორი") ,,ნადოხორის" სამხრეთ-დასავკეთით რიონისაკენ,ორი კილომეტრის .მოშორებით არის ადგილი,რომელსაც ჰქვია ,,ნაოხვამი" ეს მიგვითითებს იმაზე რომ ეს ადგილი აბაშა-ტეხურის შესართავის სამხრეთით რიონამდენ--- ძველად დასახლებული ყოფილა.

წყარო:

ბიზანტიელი მწერლების ცნობები საქართველოს შესახებ.ტ lll 1936.

ს.ყაუხჩიშვილი


15 დეკემბერი, 2022

სოფ.ახალსოფელი

სოფ.ახალსოფლის ძირითადი უბნებია ძონძირი,ისულა,საჟვანიო, საგადელიო.

მდინარე ტეხურის მარჯვენა ნაპირთან მდებარე სოფლის სასაფლაოსთან იდგა წმ.ბარბარეს სახ.ხის ეკლესია,რომელიც 1924-25 წლებში დაუშლიათ. ჯვარი აქაურ მცხოვრებ გრიგოლ ტყებუჩავას ჩამოუგდია. ეკლესიაში მღვდელი ყოფილა კოციე კირცხალია; ის ცხოვრობდა ტეხურის გაღმა,რომელიც ადრე ასევე ისულას შემადგენლობაში შედიოდა.

მე- 19 ს-ის სტატისტიკური აღწერილობის მასალებით ისულაში ერთი ეკლესიაა ფიქსირებული.

,,ნანეფიშ ჭალეს" ნამოსახლარი

სოფ.ახალსოფელში მე.ტეხურის სანაპიროზე,მისი კალაპოტის კოლოფში აღმოჩენილია მნიშვნელოვანი არქეოლოგიური ძეგლი,რომელიც ნანეფიშ ჭალის სამაროვნით არის ცნობილი და ის ძვ. წ |||-|| საუკუნეებით თარიღდება.

Свод статистических данных.

სოფ .ნოსირი

1. საოდიშარიოს წმ.სტეფანეს სახელობის ნაეკლესიარი

მე-19 ს-ის საუკუნის სტატისტიკური აღწერილობის მასალებით შიგ.ნოსირში ფიქსირებულია ორი ეკლესია 

საოდიშარიოს უბანში ,სოფლის სასაფლაოსთან,იდგა წმ.სტეფანეს სახელობის ქვის ან სავარაუდოდ აგურის ეკლესია.გადმოცემით, უფრო ადრე აქ .მდგარა ხის ეკლესია, სადაც მღვდლები კირცხალიები ყოფილან. მე-18 საუკუნეში აქ ჩამოსულან ოდიშარიები,ხოლო მე-19 საუკუნის ბოლოს მათ აუშენებიათ ქვის ეკლესია,რომელიც დღეს დანგრეულია.ზოგიერთის გადმოცემით,აქ ადრიდან მდგარს არა ხის,არამედ ქვის ეკლესია,რომელიც თურქების შემოსევის დროს დაუნგრევიათ,ხოლო შემდგომ აუშენებიათ ხის ეკლესია.აქ არის ერთ-ერთი მღვდლის ,1830 წელს დაბადებული ლაზარე ოდიშარიას საფლავი,რომელიც 1905 წელს გარდაიცვალა.სავარაუდოდ ეს ეკლესია იყო სამნავიანი,ჩანს საძირკვლის ნაშთები. გადმოცემით,აქ ოდიშარიებს დახვდათ ძველი მოსახლეობა გოშუები და ჭილაძეები(ზოგიერთი გადმოცემით ისინი შელიები ყოფილან და არა ჭილაძეები) რომელთაც დავა მიწაზე და წყალზე მოსვლიათ. ისინი ერთნამეთს დაერივნენ და ამ ბრძოლაში ორივე გვარი ამოწყვეტილა.ისინი ძველი სამღვდელო გვარები იყვნენ.აქ ასევე ცხოვრობდნენ მღვდლები ნინუები და კირცხალიები.

2. კარიეთის წმ.გიორგის სახელობის ეკლესია.( სამაგალითო მოძღვარი მამა ლაზარე ნოსირის ხის ეკლესიაში წვიმისას წირვა ლოცვა ვერ ტარდებოდა რადგან წყალი ჩამოდიოდა ღვარად სოფლის მოსახლეობა შეწუხებული იყოთ ამით.გადაწყდა ტაძრის შეკეთება რაც დაახლოებით სამასი თუმნამდე ჯდებოდა მოსახლეობამ უარი განაცხადა ამხელა თანხის გადახდაზე. პატივცემულმა მამა ლაზარემ გადაწყვიტა გამგზავრებულიყო ფულის შესაგროვებლად ამ სასარგებლო საქმისთვის.ამ წასულ ენკებისთვეს გაემგზავრა მოსკოვში იქიდან სხვა ადგილებში მან დიდი სახელი გაითქვა სადაც კი მივიდა ამ საქმის გამო. შეკრიბა კიდეც ფული და სულით და გულით შეუდგა საქმის კეთებას რის მეოხებით დაიმსახურა ხალხში სიყვარული და პატივისცემა.თუმცა ჯერჯერობით მ.ლაზარე 60 წლისაა მაგრამ რაც შეეხება ფიზიკურ ჯანმრთელობას,ის კიდეც ახალგაზრდებს გადააჭარბებს.სწავლა აქვს მიღებული ძველ დროებიდან სასიერო სასწავლებელში")

(გაზ.ცნობის ფურცელი,884, 1899)

2.აბანოს ნაშთები.

სოფელ ნოსირში აღმოჩენილია აბანოს ნაშთები; შუა საუკუნეები; სოფლის განაპირას ,მინდვრებში ჩატარებული გათხრების შედეგად.ამჟამად აქ იკითხება ქვის წყობის ნაშთი ---- კირის დუღაბზე.


16 დეკემბერი, 2022

სოფელი მენჯი

მთავარანგელოზთა სახ.ნაეკლესიარი

სოფელი მენჯი ადრე შედიოდა ბეთლემის თემში, ხოლო ნაწილი კი ზემო თეკლათში, სოფლის სასაფლაოსთან იდგა მთავარანგელოზთა სახელობის ეკლესია; დღეს შემორჩენილია საძირკვლის ნაშთები.აქ ბოლო მღვდლები იყვნენ ვასილ ხეცურიანი და მისი შვილი ნიკო.ეკლესია 1924 წლის მახლობლად დაუნგრევიათ.ასევე მღვდლად ყოფილა ნიკოს სიძე ციმაკურიძე,რომელიც ბოლშევიკებს აქვე დაუხვრეტიათ. ამ სასაფლაოს ეძახიან თარანგელოზს. შუშანიების ტაძარი არის მისგან ჩრდილოეთით, მათ ერთმანეთისაგან მდინარე ცივი ყოფს.

.სოფ.სახარბედიო

1.ალექსი შუშანიას სავანე.

ეკის მთის ერთ-ერთ გორაზე დგას, დაახლოებით 1905 წელს აშენებული მთავარანგელოზთა სახელობის ეკლესია, რომელიც დაუარსებია ღირს მამა ალექსი შუშანიას; ამ ეკლესიაში დღესაც შუშანიების მესამე თაობა მსახურობს.

მე 19- საუკუნის ქართულ პერიოდულ პრესაში საინტერესო მასალებია წარმოდგენილი მონასტრის დანგრევისა და აშენების შესახებ. ასევე წმინდა მამა ალექსი შუშანიას მოღვაწეობაზე და იმ წინააღმდეგობებზე ,რომელსაც ის აწყდებოდა.

სოფელი სახარბედიო.

სოფ.სახარბედიო მოხსენიებულია 1696-1725 წლების ხანებში შედგენილი ხობის შესავალი სანთლის ბეგრის ნუსხაში ,,სახარბედოს ეჯიბია ივანელა სამი ლოღარიკინი სანთელი კიდევ მეორე ეჯიბია ჭკოლოფუა და ბაბალია სამი ლოღარიკი სანთელი.ხუცესი ხარბედია სამი ლოღარიკი სანთელი,ნასხიდა შუღლაი სამი ლოღარიკი"

1733 წლის გუჯარში გრიგოლ კათალიკოზისა ბიჭვინტის საბუთთაგან ნათქვამია,რომ ,,სახარბედოს ეჯიბია ზაალ მხეიძის საწირავში ავიყვანე და დავასახლე."1696-1742 წლებში გრიგოლ კათალიკოზის მიერ დაწერილი ბიჭვინთის ტაძრისადმი შეწირულობის წიგნიდან ჩანს, რომ ,,ბიჭვინტისა ღვთისმშობელს შევსწირე მისი ცოლშცილით და ხუთი ლოღარიკი სანთელი დავადევი სახარბედოს კაჯიბია ივანელა მისი ცოლშვილით, სახლკარითა, ხუთი ლოღარიკი სანთელი .მეორე მოსახლე ეჯიბია ჭკოლოფუა და მისი ბარძალია, ხუთი ლოღარიკი სანთელი.

წმ.გიორგის სახელობის ნაეკლესიარი.

ეკის ცენტრალური გზის მარცხენა მხარეს სახარბედიოს სასაფლაოსთან იდგა წმ.გიორგის სახელობის ქვის ეკლესია,რომელიც გასაბჭოების დროს დაუნგრევიათ.დღესაც შემორჩენილია საძირკვლის ნაშთები.ბოლო მღვდელი აქ იყო მიხეილ ხარბედია,ხოლო მისი ძმა ილია ხარბედია მღვდლად იყო სოფ.უფალკარში (ეკის თემი) ეკლესიის შიგნით დაკრძალული იყო მაქსიმე ხარბედია.

როგორც გაზეთი ცნობის ფურცელი გვატყობინებს სახარ ედიოს წმ.გიორგის ეკლესია გაუძარცვავიათ 1898 წ.17 ივლისს, წაუღიათ 7 მანეთი ხოლო ვერცხლის ჭურჭლისთვის ხელი არ უხლიათ.

მენჯის თემი

1.ნაეკლესიარი და წმ .გიორგის სახელობის ეკლესია.

ერთ-ერთ გორაკზე,მდ.ცივის მარჯვენა ნაპირთან,სადაც არის ძველი ციხე- სიმაგრის ნანგრევები, მდგარა რაღაც ძველი ტაძარი. აქ ამჟამად შენდება ახალ ტაძარი წმ.გიორფის სახელობაზე.

2. საგაბესკირიო---პაპანწყვილი.

საგაბესკირიო უბანში არის ადგილი პაპანწყვილი, იქ არის ტბა, აქ ახლოს უცხოვრია მღვდელს.იქ მიწა ჩამოქცეულა და მღვდელიც თან ჩაუტანია.შესაძლოა აქ იდგა ეკლესიაც ,ეს ადგილი მდებარეობს ეკის მთის დასავლეთით,მდინარე ცივის მარჯვენა მხარეს დაახლოებით 5 კმ. დაშორებით მაღალ გორაკზე.

3. საგაბესკირიოს ნაეკლესიარი

საგაბესკირიო -საბაჩილავოს სასაფლაოსთან იდგა ხის ეკლესია. ეს ადგილი არის პაპანწყვილის აღმოსავლეთით დაახლოებით 2 კმ. დღეს აქ .მოსახლეობა თითქმის დაცლილია.გაბესკიერიები აქ 200 წლის წინათ ჩამოსულან.

4.ციხე სიმაგრის ნაშთები.

მდ.ციცის მარცხენა ნაპირზე, მაღალ გორაკზე, ქ.სენაკიდან ჩრდილო- დასავლეთით არის ძველი ციხე- სიმაგრის ნანგრევები. შესაძლოა ეს იყოს სათვალთვალო კოშკი,აქედან ჩრდილოეთით კარგად სჩანს მდინარე ტეხურის და მდინარე ცივის გაყოლებაზე მდებარე ციხეები და სამხრეთ სენაკის მიმდებარე ტერიტორია.ეს ციხე საკმაოდ ძველია და ეგრისის სამეფოს დროინდელად მიიჩნევა.მას სავარაუდოდ აქვს სამი გვირაბი,რომელთაგან ერთ- ერთი გამოდის მდ. ცივზე.

1. ს.კაკაბაძე,დასავლეთ საქ.საეკლესიო საბუთები.

2 საქართველოს სიძველენი ტ.1. ექვთ.თაყაიშვილის რედაქტორობით.1920წ.

3. Посемеинни список привилегированного по Кутаискои губернии.селения Хорши


19 დეკემბერი, 2022

ხორშის მანცხვარ კარის ეკლესიის მღვდელი ყოფილა ძიგუა, მისი ძმა ყოფილა ცხენის ქურდი,ამის გამო მას გვარი კანდელაკად გადაუკეთებია..ეს ეკლესია დაუნგრევია ალექსი ბუკიას დაახლოებით 1937 წ. თუმცა ხორშის ეს ეკლესია ბოლშევიკების მოსვლამდე საკმაოდ დაზიანებული ყოფილა.ის თავის დროზე აღუწერია ა.ჭანტურიას .მისი თქმით, ხორშის მაცხოვრის ეკლესია წარმოადგენს მეშვიდე- მეათე სს. ძეგლს .იგი აგებულია დიდი ლოდი ქვისაგან.გადმოცემის თანახმად ქვა ტრაპეზუნში შეუძენიათ თავადიშვილებს ჩიჩუებს,ხუროთმოძღვარი ხობის მონასტრის ამშენებელი ყოფილა.დაარსებიდან დღემდე ამ ეკლესიას ,,საჩიჩუოს ეკლესია" ეწოდება. 1854 წ.თურქების შემოსევის დროს ,ამ ეკლესიის შიდა არქიტექტურა ცეცხლს განადგურებია,შემდეგ კვლავ აღუდგენიათ.ეკლესია აგებულია ხობის მონასტრის ზუსტი გეგმით.ამ ეკლესიის გარშემო თერთმეტი ეკლესია საჩიჯაოს და ხორშის საზოგადოებისა არ არსებობდნენ და ის ყოფილა ერთადერთი.

პ.ზაქარაიას და ნ.ლომოურის თქმით ეკლესია სამნავიანია და მათივე აზრით 12- 14 საუკუნეებით თარიღდება .

გ ელიავას აზრით, ეკლესია 12- 14 საუკუნეების ნაგებობაა.

2.ციზეთის წმ.გიორგის სახელობის ნაეკლესიარი და დადიანთა ნასახლარი.

ხორშის ციზეთის უბანში,მდ. ხობის წყლის მარცხენა მხარეს, მისგან სამიოდე კილომეტრის დაშორებით ,სასაფლაოსთან,იქ სადაც დღეს ოთხი უზარმაზარი ცაცხვის ხე დგას, ადრე იდგა ქვის ეკლესია ,ბოლოს კი ყოფილა ხის. ადგილობრივების გადმოცემით,მაია დადიანი (დასაფლავებულია სოფ. ხობულაში) და მათი უშუალო წინაპრები აქ ცხოვრობდნენ და იდგა სასახლე.აქაურ დადიანთაგან ახსოვთ ტუტი და კოკი; ეს ეკლესია 1924 წ. დაუნგრევიათ.დადიანები და გვასალიები აქ მერვე საუკუნეში დასახლებულან.ბოლო მღვდელი ამ ეკლესიაში(ზოგიერთი მას წმ.ბარბარეს სახელობისას უწოდებს) ყოფილა ხარიტონ ძიძავა. ძიძავების გვარს ამ ეკლესიასთან უცხოვრია, დღეს აქ მოსახლეობა არ არის.აზნაურები ყოფილან ნორაკიები და ფულარიები.

ხორშის წმ.გიორგის სახელობის ეკლესია ნახსენებია ლევან | და მამია დადიანის შეწირულობის წიგნში. ანუ 1525-1500 წლების ბიჭვინთის იადგარში.--- ბიჭვინთისადმი ---"ხორშის წმ.გიორგის ეკლესია 25 (კომლი)"


20 დეკემბერი, 2022

ჯვარი- კარის სასაფლაო- წმ.გიორგის სახელობის ნაეკლესიარი მღვდელი აქ ყოფილა პოხუ გვათუა.

პატარა ზანის წმ.გიორგის სახელობის ნაეკლესიარი.

სოფ.პატარა ზანაში (ადრე შედიოდა სოფ.ზანაში) იდგა წმ.გიორგის სახელობის ქვის ეკლესია. ეს ეკლესია აუშენებია ანდრო შარტავას,რომელიც საეგზარქოსოში მაღალ თანამდებობაზე ყოფილა..1923 წელს ის დაუშლიათ და აუშენებიათ სკოლა. აქ იდგა ცალცალკე შენობა მიცვალებულთა დასასვენებლად და სამრეკლო.ეს პატარა ზანის ეკლესია იყო დიდი ეკლესიის ზედმიწერილი,სადაც მსახურობდა მღვდელი ა.ჯავახია

საფაჩულიოს წმ.გიორგის სახელობის ნაეკლესიარი.

საფაჩულიოში ადგილის სახელწოდებაა ,,საფაჩულიოს ოხვამე"სადაც ადრე იდგა ქვის ეკლესია, სავარაუდოდ წმ.გიორგის სახელობის იყო. სოფ.ხორშში ადრე იდგა 7 ეკლესია,მათგან 5 წმ.გიორგის სახელობის იყო.

საადანაიოს მთავარანგელოზთა სახელობის ეკლესია.

მდ.ცივის მარცხენა მხარეს ,,საადანაიოს" უბანში დგას მთავარანგელოზთა სახელობის ეკლესია,მოსახლეობა ირგვლივ თითქმის არ არის .ეკლესიის კედლები გაბზარულია,ის რიყის ქვით და კირის დუღაბით არის ნაშენი.ჭერი ჩამონგრეულია დაფარულია სუროთი.

გაზ. ,,ცნობის ფურცელი" 1898 წელს ასეთ ცნობას გვაწვდის სოფელ ხორშის მღვდელზე და სამრევლო სკოლაზე : ,,აგერ ერთი წელიწადია,რაც ს.ხორში გაიხსნა სამრევლო სკოლა მღ. საბა გვასალია თაოსნობით და როგორც იქმნა, ხალხმა თავის წადილს მიაღწია. ამის დამაარსებელი,მღ.გვასალია და მისი შვილი (იქაური მასწავლებელი).



20 დეკემბერი, 2022

საგუგუნაოს ციხე კოშკი.

საგუგუნაოს უბანში,ეკი ჩხოროწყუს საავტომობილო გზის მარცხენა მხარეს,მდ. ცივის მარჯვენა მხარეს,დაახლოებით 300 მეტრში, მაღალ გორაზე დგას საკმაოდ დიდი ციხე-კოშკი, კოშკი სამი სართულის დონეზეა შემორჩენილი. ძეგლი ძლიერ დაზიანებულია. კოშკის აღმოსავლეთით რამოდენიმე მეტრის მოშორებით შემორჩენილია გალავანის ფრაგმენტი.

ეს ძეგლი შეისწავლეს პ.ზაქარაიამ და თ. კაპანაძემ და მას მე-4-5 საუკუნეებით ათარიღებენ. ციხეს გარს უვლის თხრილი,ციხის ეს სურათი ტიპიურია ეგრისის სამეფოში მიღებული სისტემისათვის. ციხე შთამბეჭდავია და ახლომდებარე ციხეებიდან ეკის ციხე უფრო დიდია,ვიდრე კოტიანეთისა და ,,საკალანდარაშვილოსი"

სოფ.დიდი ზანა.

სამღვდელოება..

საარქივო მონაცემებით სოფელ ზანაში მეცხრამეტე საუკუნის უკანასკნელ მეოთხედში ყოფილა 7 სამღვდელო ოჯახი.

1. შურღაია ბაგრატი 1871 წ. ორი.დესეტინა.1800 კვ. საჟ.

2. გულია ევსტათი 1853 წ. 

3. გულია დოანიზი 1862 წ.

4. გულია ილარიონი 1866 წ. 

5. ცაავა სტეპანი 1857 წ.

6. ესებუა სორომი 1872 წ.

7.ყურუა ვასილი 1852 წ.

ზანის მაცხოვრის ფერისცვალების სახელობის ეკლესია და ნაეკლესიარი.

სოფ.დიდი ზანის ცენტრში დგას 2006 წლის 27 ნოემბერს გახსნილი,ახლად აშენებული ფერისცვალების სახელობის ეკლესია.გასაბჭოებამდე ფერისცვალების ხის ეკლესია იდგა ამ ეკლესიიდან აღმოსავლეთით შემაღლებულ ბორცვზე სოფლის სასაფლაოსთან, ის 1924 წელს დაუშლიათ. ეს ეკლესია 1848 წელს აღუდგენია დადიანებს. აქ ბოლო მღვდელი იყო ბლაღოჩინი ათანასე თოდუა .თოდუებამდე აქ მღვდლები ყოფილან ბერიძეები. დიაკონი იყო გიორგი გვაძაბია,ტაძარში ინახება 400 წლის მაცხოვრის ხატი, მასზე არის ასომთავრული წარწერა.ეს ხატი აღუდგენიათ 1847 წელს. ის ინახებოდა მიხა სოსელიას ოჯახში.მათი ოჯახის ერთერთი წევრი ყოფილა აქაური მნათე. ძველად იმ ტერიტორიას სადაც იდგა ეკლესია ერქვა ,,ოხვამე კარი" აქ ყოფილა ორკლასიანი სამრევლო სკოლაც. 

1898 წელს ზანაში სამღვდელო ყოფილა 4 კომლი. პირველი მღვდელი აქ ამ დროს ყოფილა კ.ბერიძე,მეორე მღვდელი ი.ცანავა, ასევე პატარა ზანის ზედმიწერილი ეკლესიაში მღვდლად მსახურობდა ა. ჯავახია.1889 წელს კი მეხიურის ეკლესია გაუტეხავთ.

2 აგვისტოს იცოდნენ ელისონის დიდი დღესასწაული.

საშურღაიოს ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ახალი ხის ეკლესია და ძველი სამლოცველო.

სოფლის სასაფლაოსთან შურღაიების გვარს ჰქონია ცალკე სალოცავი,სადაც ისინი აღდგომის .მეორე დღეს იკრიბებოდნენ საერთო ხარჯით.აქ იდგა ქვის პატარა სამლოცველო.შურღაიები აქ ჩამოსულან სამი ძმა; ისინი შუბლაძეები ყოფილან. აქ მუდმივად მღვდელი არ იყო,სხვადასხვა ეკლესიიდან მოყავდათ მახვამერად(მომლოცველად) მღვდელი.


21 დეკემბერი, 2022 

სოფელი ეწერი.

სოფელ ეწერში სოფლის სასაფლაოსთან იდგა წმ.ივლიტასა და კვირიკეს სახელობის ხის ეკლესია. გასაბჭოების დროს აქაურ მღვდლებს ზარანდიებს ეკლესიის სიწმინდეები და ჯვარი დანგრევამდე მოუხსნიათ და სადღაც ამ სოფელში დაუმარხავთ, მისი ადგილსამყოფელი დღემდე უცნობია.

ეკის თემი

საადანაიოს იოანე ნათლისმცემლის სახელობის მონასტერი და თავდაცვითი გალავანი.

საადამიოში,ეკის მთაზე, მდებარეობს იოანე ნათლისმცემლის სახელობის ეჯლესია რომელსაც ,,იმანიერსაც" უწოდებენ. ეს ეკლესია ძველია. ეტყობა გადაკეთების ნიშნებიც, მაგრამ ადრინდელი ტაძარი ალბათ 5- 6 საუკუნისა უნდა იყოს; ამ ადგილს ეძახიან ოციმეშს( ნაციმციმე-საც) აქ ბოლო მღვდლები იყვნენ კუჭავები, ჩიქოვანები და ადამიები.

1707 წელს გიორგი ლიპარტიანს ბიჭვინთის ტაძრისადმი შეუწირავს ეკის ნათლისმცემლის საყდარი და იქ მოსახლე ყმები.

ეკის ეს ტაძარი ,,იმანიერი" მოხსენიებულია 1733 წლის გუჯარში გრიგოლ კათალიკოსისა ბიჭვინთის საბუთთაგან: ,,ეკის მონასტერი ,იმანიერი ამ მონასტერზედ ბერი დავაყენეთ და მისი სარჩო კაციან ალაგიან საწირავიან სალოცავიან ყოვლის ფერიანათ მიუჩინეთ და ერთი მოსახლე მოჯალაბე ჩვენ არს. ამასთან ერთი მოსახლე კაცი ხუბულავა ნინია და მისი ძმა ბაბაკური და მასთან ფარცვანია დავაყენე მისი ცოლშვილით და სხვაის შვილით..მეორე შუღალაძე ნასხიდა ჯერ სათათრიოდამ მოვიდა, მერმე აფხაზეთიდან ამოვიყვანეთ და დავაყენეთ ცოლშვილით და თავის ყოვლის ფერით,მესამე თათრისშვილი იკკო, მეოთხე დავითა და სკუდია,მეხუთე ფარულავა იფიშხია ნაყობი კაცი მისის ცოლითა და შვილით."

ამ ეკლესიას ირგვლივ შემოუყვება საკმაოდ მძლავრი გალავანი,რაც გვაფიქრებინებს ასევე მის თავდაცვით ფუნქციაზეც,ის სამხრეთ- დასავლეთიდან უყურებს საგუგუნაოს ჯიხას,ხოლო ეს უკანასკნელი კი მდ. ცივის ნაპირთან სენაკის ჩრდილოეთით,ჩვენს მიერ ფიქსირებულ ციხე-სიმაგრეს.

ეკის ეს ციხე მდებარეობს მდ.ჩხარის დასავლეთით,აქ არის ღელე გითოკირილი წყარი,რომელიც უერთდება ჩხარს.

საადამიოში კოშკის ნაშთები

იოანე ნათლისმცემლის ეკლესიის სამხრეთით,გზისპირას ომარ ადამიას სახლთან, ყოფილა ციხის ნანგრევები, სადაც მიცვალებულის ძვლებიც უნახავთ.შესაძლოა აქ ეკლესიაც ყოფილიყო, თუმცა ადგილობრივები ამას გამოკვეთილად ვერ ადასტურებენ. დღეს იქ ნაგებობის ნაშთი არ ჩანს.

საწულეისკიროს წმ.გიორგის სახელობის ნაეკლესიარი.

საწულეისკიროს სასაფლაოსთან იდგა წმ.გიორგის სახ. ხის ეკლესია. აქ მღვდლები იყვნენ შენგელიები და წულეუსკირები.ეს ეკლესია 1924 წელს დაუშლიათ.მისგან ჩრდილო-აღმოსავლეთით დაახლოებით 200-300 მეტრში ყოფილა ძველი სასაფლაო, საწულეისკიროს მთაზე,საიდანაც მოგვიანებით გადმოუტანიათ ეს ეკლესია. საწულეისკირო ნახსენებია 1733 წლის გუჯარში გრიგოლ კათალიკოზისა ბიჭვინთის საბუთთაგან - ,, საწულეისკიროს ერთი მოსახლე კაცი ჩილაჩავა"



21 დეკემბერი, 2022


საფარცვანიოს(შრომის კარი) მაცხოვრის (ჯვრის) სახელობის ეკლესია.

ამ ეკლესიას აღმოსავლეთით ესაზღვრება ეკის მთა. ამ ეკლესიას მარცხნით შემოუყვება ღელე ბერ-ღალი, დასავლეთით ღელე ფაქვა. აქ მღვდლები იყვნენ ცხვიტარიები, როლებიც შიგნით შესასვლელ კართან არიან დაკრძალულნი. ეზოში შესასვლელთან დგას მეორე ნაგებობა,რომელსაც მარანს ეძახიან. შესაძლოა ის სამრეკლო ყოფილიყო. ტაძარი 12-13 საუკუნეების ნაგებობა ჩანს.თუმცა შესაძლოა ადრინდელიც იყოს.ტაძარი დანგრევის პირასაა მისული,ის მეტად მნიშვნელოვანი ძეგლია.ადრე აქ ძველად ხის ეკლესია ყოფილა ხოლო უფრო ადრე რაღაც წარმართული კერპი(საინტერესოა რისი კერპი უნდა ყოფილიყო იქ.დღესდღეობით ჩვენს მიერ ვერ იქნა რაიმე მასალა მოპოვებული.ბ.ხ ) რომელიც დიდ ქვაზე ყოფილა გამოხატული. ზოგიერთების გადმოცემით ამ ეკლესიას ეძახიან ,,იმარიონს"

აქაური საფლავის ქვის წარწერა გვამცნობს, რომ დასაფლავებულია მღვდელი იოანე სხვიტარია და მისი შვილი. ასევე არის ვინმე სვიმონ მღვდლის 1854 წლით დათარიღებული საფლავი.

საელიავოს (უფალ- კარის) წმ გიორგის სახელობის ნაეკლესიარი.

ეს ტაძარი მდებარეობს ეკის თემის სოფელ საელიავოში(დღეს ეს ადგილი მოსახლეობისგან დაცლილია)

ჭყონ- ღელესა და სქურია ღელეს შუა, სასაფლაოსთან არის საელიავოს წმ.გიორგის სახელობის ხის ნაეკლესიარი ადგილი. იმ ადგილს სადაც იდგა ეკლესია,ეწოდება ,,უფალ- კარი" ამ ეკლესია ხის მასალისგან სამსონ ზიმბაიას აუშენებია აქ სკოლა, შემდეგ ის ეკში წაუღიათ. მღვდლები აქ იყვნენ მიხეილ და ევგენი თათარსქუები (თათარიშვილები).ამ ეკლესიაში ეკიდა ასევე ზარი,რომელიც ჯერ სკოლაში წაუღიათ, ხოლო ომიანობის დროს გადაუდნიათ. დიაკონი ამ ეკლესიაში ყოფილა ლუკა ელიავა. ამ ადგილებში ცხოვრობდა ცნობილი თავადი გიორგი ჩიჩუა, ასევე აქ მღვდლად ყოფილა ილია ხარბედია.

საგაგუო- ჩიჩუების კარის ნაეკლესიარი.

საგაგუოს უბანში თავად ჩიჩუებს ჰქონიათ კარის ეკლესია, სადაც მღვდლები იყვნენ გაგუები.გაგუები საერთოდ სამღვდელო გვარად ითვლებოდნენ. გ.ელიავას ცნობით,ეს ეკლესია ეკუთვნოდა გიორგი ჩიჩუას, რომელიც 1924 წელს დაუნგრევიათ.

საგუნიოს ღვთისმშობლის სახელობის ნაეკლესიარი.

საგუნიოს უბანში იდგა ღვთისმშობლის სახელობის ხის ეკლესია, იქ მღვდლები გუნიები ყოფილან.

საარჩაიოს ნაეკლესიარი.

აქ იდგა ხის ეკლესია, სადაც მღვდლები ყოფილან გუნიები და ადამები.ამ ადგილებში (საგუნიოს,საარჩაიო,საგაგუო-)დღეს მოსახლეობა არ არის და ის ძველი სასაფლაოც მიტოვებულია, იშვიათად თუ ასაფლავებენ მიცვალებულებს .

ეკის თემში 6 ეკლესია იყო.

გაზეთ ,,ცნობის ფურცლის" ცნობით, ყოველი წლის 24 ივლისს ეკში ცოდნიათ დიდი ჯარიანობა.ამ დღეს სხვადასხვა დაბა სოფლებიდან მრავალი ხალხი მოდიოდა სალოცავად შემდეგ ლხინისა თამაშობა იმართებოდა, ქვევით კაცები თამაშობდნენ დაირა მუსიკაზე. ცხენოსნები კი მართავდნენ ჯირითს.შემდეგ ყველა ცხენოსნები შეიკრიბებიან ერთად და გარშემო შემოუვლიან სხვადასხვა მშვენიერი სიმღერებით და იშლებიან.


18 დეკემბერი, 2022

სოფელი ხორში.

1. ეკლესიები და სამღვდელოება.

მე-19 ს-ის 70- იან წლების სტატისტიკური აღწერილობის მასალებით, სოფ.ხორშში იდგა ოთხი ეკლესია და ერთი სკოლა, ( Свод статистических данных ) ხოლო საარქივო მონაცემებით ფიქსირებულია სამღვდელო 19 ოჯახი; 1. გრიგოლ აბა იანი 1854 7 დღეს. 1.050 კვ.საჟ. 

2. ქორქია ნესტორი 1870 3 დეს; 

3. გრიგოლ აბა გიორგი 1870 4 დეს.

4. გრიგოლ აბა გიორგი 1855 4 დეს.

5. პავლე გვასალია 1857 9, 1.800კვ.საჟ;

6. პარკია ლავრენტი 1867 წ. 

7. პარკია აიტოტი 1872; 

8.ძიძვავა მარკოზი 1855წ.

9. ძიძვავა ისიდორი 1849. 1800 კვ.საჟ.

10.ძიძვავა ძაბუა 1904;

11. ძიძვავა ერესტო 1850. 

12.გვასალია სავვა; 

13.ძიძვავა პლატონი 1877 2 დეს.

14. კვარაცხელია ალექსანდრე 1852.

15. ბაკურაძე გიორგი 1841წ. 4 დეს.

16. გრიგოლია ანდრონიკა 1867 4 დეს 

17. გვასალია მიხაელი 1873 წ. 

18. ბარქაია დომენტი 1870.წ.

19. გვასალია მიხეილ 1875 წ.

2. მაცხოვრის სახელობის ეკლესია.

სოფ. ხორშში მანცხვარ კარის (მაცხოვრის კარის)უბანში, მდინარე ხობის წყლის მარჯვენა მხარეს მაღალ გორაზე არის ძველი ეკლესიის კედლის ნაშთები,რომელსაც ირგვლივ შემოუყვებიდა რიყის ქვის გალავანი.

ეკლესია ნაგები ყოფილა კარგად გათლილი ქვიშა- ქვით-- კირის დუღაბზე.



22 დეკემბერი, 2022 

ლეშამათეს მიხაილ და გაბრიელ მთავარანგოზთა სახელობის ეკლესია

ეს ეკლესია დგას სოფლის სასაფლაოსთან ის აღდგენილი იქნა 2007 წელს.ძველი ტანძრის ქვების წყობით თუ ვიმსჯელებთ ტაძარი სავარაუდოდ 12 საუკუნის უნდა იყოს. გადმოცემის თანახმად აქ მდგარა თეთრი თლილი ქვის გან ნაშენი ეკლესია, რომლის ხუროთმოძღვარი ყოფილა ვინმე სარიშვილი (შესაძლოა ის არა თუ პირველადი ტაძრის აგების ,არამედ აღმდგენი ყოფილიყო) აქ ბოლო მღვდელი ყოფილა შამათავა. ეკლესიას წინ მიშენებული აქვს გუმბათიანი სამრეკლო.ეს ტაძარი მდებარეობს მდ.ცივის მარცხენა სანაპიროსთან ახლოს.

ჯგიმარიონის --- მარიამ ღვთისმშობლის სახელობის ეკლესია.

ეს ეკლესია რომელიც აღდგენილია აუშენებიათ 1903 წელს; ის გასაბჭოების დროს ისევ დაუნგრევიათ.თუმცა 1903 წელსაც ვფიქრობთ, ეს ეკლესია აღდგენილი ჩანს,რადგან ის უფრო ძველი ნაგებობა უნდა იყოს. აქ მღვდლები იყვნენ ჭილაიები.

ვფიქრობთ,ფორჩხიძე უნდა იყოს საუბარი ფეხით ელჩინის და პავლე სახარების ელჩობის დროს (1639-1640) ჩანაწერებში,სადაც ნახსენებია სოფელი პუდცხური და იქ მდგარი ღვთისმშობლის სახელობის ხის ეკლესია.

სოფელი ბეთლემი

ციხე კოშკი

ნოქალაქევის დასავლეთით,მე, ტეხურის მარჯვენა სანაპიროზე გზის პირას, შემაღლებულ ბორცვზე შემორჩენილია კოშკის ნაშთი; სამხრეთ აღმოსავლეთით ის გადაჰყურებს ნოქალაქევის მთაზე მდგარ კოშკს, აღმოსავლეთით ამავე მთაზე არის მეორე კოშკი და მესამე უფრო ჩრდილო- აღმოსავლეთით, რომელიც ნოქალაქევის თავდაცვითი სისტემის ხაზზეა; ეს ადგილები ჩანს შხეფი- კოტიანეთი- სორტა-ნოქალაქევსკენ მიმავალი სამანქანო გზიდანაც. ჩრდილოეთით მდებარეობს სოფელი ბეთლემი და კვაუთის მთა.ასევე სოფელი ლეძაძამე. ამ კოშკიდან ჩრდილო დასავლეთით დაახლოებით ორ კილომეტრში არის ნოქალაქევის ციხე- სიმაგრე და ცენტრალური გზა.

ჯგიმარიონის ანუ წმ. მარიამის სახელობის ეკლესია.

სოფლის ძველ სასაფლაოსთან შემორჩენილია ეკლესიის ნაშთები, რომელსაც უწოდებენ ,,ჯგიმარიონს" ამ სასაფლაოზეა დაკრძალული ნიკო დადიანი და მისი მეუღლე,ასევე შალვა დადიანის მამა.ეს იყო სადადიანო. ეს ადგილი მდებარეობს მდ. გურძემის მარჯვენა და მდ.ტეხურის მარცხენა მხარეს შორის. კოშკთან ახლოს არის მთა ,,ბერნაძორი" სადაც არის წყარო ,,ბერნაწყარო"

ამ ეკლესიაში მღვდელი იყო ანთიმოზ ბარკალაია.

მისარიონის ნაეკლესიარი

ბეთლემში, ლეკირცხალეს უბანში იდგა მისარიონის (ანუ წმ.გიორგის) სახელობის ხის ეკლესია,მას ქვის საძირკველი ჰქონია

ქეისტეშობის მაცხოვრის შობის სახელობის ნაეკლესიარი.

სოფ. ბეთლმში ადგილობრივთა გადმოცემით,იყო ,,ქრისტეშობის " ანუ მაცხოვრის შობის ეკლესია, იქ ამჟამად მოსახლეობა არ არის.ეს ადგილი მდებარეობს ბეთლემის ჯგიმარიონის ეკლესიიდან ჩრდილო- აღმოსავლეთით.


22 დეკემბერი, 2022

სოფელი ფოცხო

ზემო ფოცხოს სახელწოდებაა მოხაში,

ცხენიშად წოდებულ ადგილას იდგა წმ.გიორგის სახ ქვის.ეკლესია. მღვდლები იყვნენ ბუსკაძეები,ბოლო მღვდელი ყოფილა ეგნატე ბუსკაძე.მოხაშში შედიოდა: ლეჭე,ლეტორჩინე,ლემალანიეს,ლედემურიე, ლეგოგიე, ლექარდე ლეხარჩილე.

.

სოფელი ქვემო ფოცხო

ლემამულიეს მთავარ ანგელოზთა სახელობის ნაეკლესიარი.

ეკლესია სოფლის სასაფლაოსთან ამაღლებულ ბორცვზე იდგა ეს ეკლესია აუგია სანაიებს.მღვდელი აქ ყოფილა ზოსიმე ბოკუჩავა, 

ლეყურუეს მისარიონის სალოცავი.

ლეყურუეს უბანში არის ადგილი მისარიონ კარი, სადაც იდგა მისარიონის ხის სალოცავი,ეს იყო ღვინჯილიების, ყურაშვილების და ჯოლოგუების გვარის სალოცავი.აქ დღესაც დგას პატარა ხის სამლოცველო.



24 დეკემბერი, 2022 


სოფელი სორტა

მარიამ ღვთისმშობლის სახელობის ეკლესია და სოფიის ტაძარი.

სოფ.სორტა მდებარეობს ჩრდილოეთით,იმავე ნოქალაქევისკენ მიმავალ გზაზე. აქ სოფლის სასაფლაოსთან ადგილობრივთა გადმოცემით ,იდგა ექვსკუთხედის ფორმის (ალბათ ექვსკუთხედიანი) გუმბათიანი ხის ეკლესია, რომელიც დაახლოებით 100-120 წლის წინ აუშენებია მიხეილ ლორთქიფანიძეს,აქ მღვდლები ყოფილან ჯინორიები. ადგილობრივები მას სოფიას ტაძარს ეძახიან,სოფლის სკოლის შენობასთან აშენებულია ახალი ეკლესია (მდ.ტეხურის მარჯვენა სანაპირო) მარიამ ღვთისმშობლის მიძინების სახელზე.ადგილობრივების თქმით მისი აშენების ინიციატორი არის მსახიობი მურმან ჯინორია.

2. ქვემო სორტის იოანე ნათლისმცემლის სახელობის ნაეკლესიარი და სამრეკლო.

ქვემო სორტაში,სოფლის სასაფლაოსთან შემორჩენილია იოანე ნათლისმცემლის სახელობის ეკლესიის საძირკველი, ზემოთ ის ხის ყოფილა.ასევე შესასვლელ.კართან არის ქვის სამრეკლოს ნაშთები.აქვე ყოფილა სამრევლო სკოლა და სამონაზვნო,რომელიც რიყის ქვისგან იყო აგებული. აქ მღვდელი იყო გიორგი მათეს ძე ჯინორია ასევე მათეს ძმა ექვთიმე, მღვდელი აქ ასევე იყო დავით ჯინორია,რომელიც სემინარია დამთავრებული ყოფილა.ბლაღოჩინი იყო გეჯეთელი კირილე ჯავახია, ასევე ის აქ იყო ბოლო მღვდელი; აქვსენტი ექვთიმეს ძე ჯინორია კი დიაკვანი,მასაც სემინარია ჰქონია დამთაბრებული. აქ სკოლაში წერა- კითხვას ასწავლიდა თევდორე ბერი ჯინორიძე. ცხოვრობდა მონაზონი მატრონა ჯინორიძე. ეს ეკლესია აუშენებია გიორგის და მის შვილს --- ექვთიმე ჯინორიას, დაახლოებით 190 წლის უკან. ეკლესია ყოფილა მუხის ხის .იატაკისთვის ცემენტი გამოუღია აქაურ მაშინდელ მეწარმეს ისიდორე შურღაიას. სამრეკლო გაუკეთებია ლუკა ჯინორიძეს. 

ჯინორიძეები ძველად აქ ჩამოსახლებულან ხობის რაიონის სოფელ ხიბულადან. ეკლესიის აშენებამდე აქ ყოფილა სასენაკო.

3. ზემო სორტა- დადიანის ,,ნატახტუ"

ზემო სორტაში, ,,ნაბჟალიად" წოდებულ მაღალ მთაზე (იქ ბჟალიები ცხოვრობენ) არის ადგილი ,,დადიანის ნატახტუ" დღეს იქ ნაგებობის გეგმა თითქმის არ იკითხება.

სოფელი კოტიანეთი

წმ.გიორგის სახელობის ეკლესია.

სოფლის სასაფლაოსთან მაღალ ბორცვზე შემორჩენილია წმ.გიორგის ეკლესიის ნაშთები.

სოფ.კოტიანეთში,ნოქალაქევისკენ მიმავალ გზატკეცილზე მაღალ მთების ერთ -ერთ წვერზე დგას ციხის ნანგრევები, ციხე ეგრისის სამეფოს დროინდელი უნდა იყოს და ნოქალაქევის დაცვითი სისტემის ერთ- ერთ რგოლს წარმოადგენდა...



25 დეკემბერი, 2022

სოფელი ნოქალაქევი.

გოხომელას უბნის წმ. ელენეს და კონსტანტინეს სახელობის ეკლესია.

ეს ეკლესია მდებარეობს სასაფლაოსთან,შემაღლებულ ბორცვზე,მდ. ტეხურის მარჯვენა მხარეს გზისპირას, ეს ეკლესია აუშენებიათ დაახლოებით 120 წლის წინ. ეკლესია ,,ჩე ოხვამე" ( თეთრი სალოცავი)

2. ნოქალაქევის ორმოც მოწამეთა სახელობის ეკლესია 

ეს ეკლესია დგას ნოქალაქევის ციხე- სიმაგრის ეზოში რომელმაც უამრავჯერ განიცადა გადაკეთება და მისი თავდაპირველი ისტორია მთლად ნათელი არ არის,თუმცა უძველესია ანუ იმ დროინდელი, როდესაც ქრისტიანობა ახალი ფეხადგმულია ბიზანტიის იმპერიაში და მათ შორის ეგრისის სამეფოში. ამ ეკლესიას დ.ბაქრაძე,პროკოფი კესარიელის ცნობაზე დაყრდნობით,. 6 - საუკუნისად თვლის და მას ღვთისმშობლის სახელობისად მიიჩნევს. ეს ეკლესია გამოიკვლია პ.ზაქარაიამ და თ. კაპანაძემ, რომელსაც ისინი. 5- საუკუნით ათარიღებენ.

4. ნოქალაქევის სამნავიანი ბაზილიკა. 

გათხრების შედეგად ნოქალაქევის ტერიტორიაზე გამოვლენილია სამნავიანი ბაზილიკა შვერილი აფსიდით.

5.ნოქალაქევის დარბაზული ეკლესიები.

სოფელი ლებაღათურე

ეს ქვის ეკლესია იდგა სასაფლაოსთან. ვფიქრობთ ეს ეკლესია 13-14 საუკუნის უნდა იყოს.შემორჩენილია საძირკვლის მცირე ფრაგმენტი....

ქალაქი სენაკი.

1. საკალანდარაშვილოს ეკლესია.

საკალანდარაშვილოს სასაფლაოსთან დგას საკმაოდ დიდი დარბაზული ეკლესია, მისგან სამხრეთ -- აღმოსავლეთით ათიოდე მეტრის მოშორებით შემორჩენილია კედლის ნაშთი.

2. საკალანდარაშვილლს კოშკი

საფორტიფიკაციო-თავდაცვითი ეკლესიის ჩრდილოეთით 1,5 კმ-ში დაშორებით შემაღლებულ ბორცვზე. შემორჩენილია კოშკისა და გალავნის ნანგრევები.იკითხება კოშკის ორი სართული და მესამე სართულის მცირე ფრაგმენტი.

3. ღვთისმშობლის შობის სახელობის ეკლესია (დედათა მონასტერი)

გაზეთ ,,მწყემსის" ცნობით, აქ 1883 წლამდე სენაკში არსებობდა მამათა მონასტერი,რომელიც დედათა მონასტრად 1884 წელს გადაუკეთებიათ. ის აკურთხა გურია- სამეგრელოს ეპისკოპოსმა გრიგორიმ.მონასტრისთვის ხალხს უამრავი შესაწირი გაუღია.

4. სენაკის მოკლე ისტორიული მიმოხილვა.

სენაკი ქართულ წყაროებში პირველად 16- საუკუნეშია ნახსენები, თუმცა იმდროინდელი სენაკი 19- საუკუნის მეორე ნახევრამდე, ანუ რკინიგზის გაჭრამდე მდებარეობდა არა იქ სადაც დღევანდელი ქალაქი სენაკია,არამედ მისგან ჩრდილო აღმოსავლეთით და ჩრდილოეთით,რომელსაც დღეს ძვ.სენაკს,საკალანდარაშვილოს და შხეფს (გარკვეულ ნაწილს) უწოდებენ.

სენაკი ნახსენებია 17 საუკუნის შეწირულობის წიგნში,სადაც ბიჭვინთის ღვთისმშობლისათვის შეუწირავთ ,,სენაკს გიორგი გულიერი ცოლშვილითა და ხუთი ლოღარიკონი სანთელი"

ვახუშტი ბატონიშვილის ცნობით,,,უნაგირის მთის ძირზედ და ტეხურის დასავალის კიდეზედ,არს შხეთს ციხე დიდნაშენი და სასახლე დადიანისა. ამას ზეით,კიდევ ტეხურისავ კიდეზედ,არს სენაკის ეკლესია გუმბათიანი,კეთილშენი, სამყოფელი აფხაზთა კათოლიკოზისა"

როგორც ერთი საბუთიდან ვიგებთ, სენაკის ეკლესია აუშენებია ლეონ (ლევან) დადიანს მანუჩარის ძეს.

1658 წლის ვამეყ დადიანის შეწირულობის წიგნში ბიჭვინთის სიგელიდან ნათელია,რომ ვამეყ დადიანის დროს სენაკის ტაძარი შეუწირავთ ბიჭვინთის ღვთისმშობლისთვის.


26 დეკემბერი, 2022

სოფელი შხეფი

შხეფის ციხე სამეგრელოს თავდაცვითი სისტემის ერთ -ერთი უმნიშვნელოვანესი ძეგლია,ის მდებარეობს სენაკი-მარტვილის გზის მარცხენა მხარეს, დაახლოებით 3 კილომეტრში მაღალ აზიდულ გორაკზე. მასზე საკმაოდ მწირი ისტორიული ცნობები გვაქვს და არც ის. ვიცით თუ რა იყო ამ ციხის თავდაპირველი სახელწოდება.

სოფელი შხეფი იხსენიება 1733 წლის გუჯარში გრიგოლ კათალიკოზისა ბიჭვინთის საბუთთაგან: ,,შხებთ იმ სადართან ბერდია დოხვადია შეწირული"(ს.კაკაბაძე, დას.საქართველოს საეკლესიო ისტორიული საბუთები, წ.1. 1901 , გვ.143.

ს. მაკალათიას აღნიშვნით, ,,ნოქალაქევის ციხის მახლობლად არის შხეფის ციხე, რომელიც მაღალი მთის თხემზეა აგებული და გადასცქერის სამეგრელოს ვაკეს. ციხე ქვითკირით არის ნაგები და ეკუთვნის 16- საუკუნეს.მას აქვს შიგნით შესასვლელ კართან ასომთავრული წარწერა: ,,ქ. კოშკი: ესე: კარის: თუვალი: შედან:აღაშენა: შეუნდვნეს: ღმერთმან: ვინცა სთქვა: შეუნდვნეს: ღმერთმან"

შხედის ციხეში დატუსაღებული იყო მცირეწლოვანი ლევან დადიანი გიორგის ძე (1572-1582). ლევანს მტრობდა მისი ბიძა მამია,რომლის ჩაგონებით ეს პატარა ლევანი მოიპარა მამია გურიელმა და იგი ჩააგდო შხეფის ციხეში. ლევანმა განიზრახა ციხიდან გაქცევა ციხიდან გადმოხტა მაგრამ გადმოხტომისთანავე, იქვე მომკვდარა. შხეფის ციხეში დაპატიმრებული იყო აგრეთვე იმერეთის მეფე ლევანი(1585-1590 წ.) რომელიც ტყვედ ჩაიგდო მამია დადიანმა და ჩააგდო შხეფის ციხეში,სადაც იგი მოკვდა 1590 წ. ვახუშტი ბატონიშვილის ცნობით , ,,... ტეხურასა და აბაშას შესართავს ზეით, უნაგირის მთის ძირზედ და ტეხურის დასავლეთის კიდეზედ არის შხეთის ციხე დიდნაშენი და სასახლე დადიანისა. ( ქართლის ცხოვრება ტ.4,გვ.777-778.)

(ფრანგი მოგზაურის ჟან ფრანსუა გამბას, მიერ მოხსენიებულ ციხე სიმაგრეს მიიჩნევენ შხეფის ციხეს. ბ.ხ.) გამბა აღნიშნავს რომ ,,ტეხურის გადალახვის შემდეგ გზა განვაგრძეთ ტყეში" ,,ჩვენი გზიდან დაახლოებით ოთხი ვერსის დაშორებით ვნახეთ ერთ-ერთ ამ განცალკევებულ მთაზე აღმართული ძველი ციხე თუ მონასტერი. ამ მხარეში ბარბაროსების შემოსევების გამო ციხეებში და ეკლესიებს ერთნაირად აგებდნენ" 

ი. ადამიას აზრით, შხეფის ციხის სახით ჩვენ საშუალება გვაქვს წარმოვიდგინოთ ადრე ფეოდალური ხანის დროინდელი კოლხური საცხოვრებლის ფორმა. სწორედ შხეფის ციხე წარმოადგენს კოლხური საცხოვრებელი სახლის ერთ-ერთ უძველეს ფორმას, რომელიც ციხე- სახლის ე.წ. ,,ჯიხა-ხორას" სახელწოდებით ყოფილა უძველესი დროიდან ცნობილი; ის წარმოადგენდა დადიანთა დინასტიის საცხოვრებელ რეზიდენციას და შორეულ წარსულში სხვა ფუნქციებსა ატარებდა.

(ი.ადამია, შხეფის ციხე-სიმაგრე. ძეგლ. მეგობარი.1979წ. გვ.9)

შხეფის ციხე ასევე ასრულებდა ვაჭრებისა და მოგზაურების ქარავნების დაცვის ფუნქციასაც.

2. მთავარანგელოზთა სახელობის მშენებარე ეკლესია და ნაეკლესიარი.

ნოქალაქევისკენ მიმავალ გზის მარცხენა მხარეს შენდება მთავარანგელოზთა სახელობის ეკლესია. აქვეა დაახლოებით 15 წლის წინ აშენებული სამრეკლო. გადმოცემით,აქ ძველად მდგარა იმავე სახელწოდების ეკლესია. დღეს ნაშთები არ არის შემორჩენილი.

3. წმ.ნინოს სახეობის ნაეკლესიარი.

შხეფის ციხიდან დაახლოებით,300 მეტრში, მის ძირში აღმოსავლეთით არის ეკლესიის ნაშთები, ადგილობრივთა გადმოცემით,ეს ყოფილა სახოკიების ეკლესია ,აქ ყოფილან ორი განშტოების --- მამათურების და პაპასთურების სახოკიები,მათ აუშენებიათ ეს ეკლესია, მათი შთამომავალი ყოფილა თედო სახოკია.

4. სამრევლო სკოლა 

სოფელ შხეფის სამრევლო სკოლაზე ცნობებს გაზეთი ცნობის ფურცელი გვაწვდის: ,,ამ სოფელში 1893 წლიდან ადგილობრივმა დიაკონმა ხოფერიამ გახსნა სამრევლო სკოლა, რომელიც იქმნა მთავრობისაგან დამტკიცებული და რომელიც აქაურის მცხოვრებლებს ისე სულზე მოუსწროთ, როგორც ავადმყოფს წამალი,მაგრამ არც ერთი ხელის შემწყობი და თანამგრძნობი ამ სკოლის მასწავლებელის არ აღმოჩნდა. ეს სკოლა ისევ მასწავლებელს ხოფერიას აქვს თავის ნაქირავებ სახლებში საკუთარის ხარჯით. ჩვენ ვფიქრობთ საჭიროა მასწავლებელს ხოფერიას სოფელმაც აღმოუჩინოს დახმარება,მით უმეტეს, რომ ეს სოფელი არ არის ძალიან მდიდარი,მაგრამ არც ისე ღარიბია რომ არ შეეძლოს სკოლის შენახვა"


21 დეკემბერი, 2022

სოფელი უშაფათი.

1.მაცხოვრის კარი--ლეკორშიეს მაცხოვრის სახელობის ხის ნაეკლესიარი.

ეს ეკლესია სასაფლაოსთან იდგა იმ ადგილს ,,ლეგვემს" ეძახიან, აქ მოედინება მდ. მოხაში; იკითხება ეკლესიის საძირკველი.ეკლესია ერთნავიანი იყო. გადმოცემით ამ ეკლესიის აშენება უნდოდათ აქედან მოპირდაპირე ბორცვზე ,როდესაც იქ თლიდნენ ამ ეკლესიის ასაშენებელად ხის მასალას მთელი ნაფოტი თურმე ყვავებს ამ ადგილას გადმოუტანია.შემდგომ ეს ხალხმა ღვთის ნიშნად ჩათვალა და ეკლესიაც აქ აუშენებიათ.

2. ლეკოკაიეს წმ.გიორგის სახელობის ნაეკლესიარი

მდინარე ტეხურის მარჯვენა სანაპიროსთან დაახლოებით 2 კილომეტრში იდგა წმ. გიორგის სახელობის ხის ეკლესია. აღმოსავლეთიდან ის უყურებს ეკის მთის გაგრძელებას, რომელსაც ლეკოკაიეს მთას ეძახიან. აქედან ცოტა მოშორებით არის ადგილი ,,ნაბერაყუ". ამ სასაფლაოსთან სადაც ეკლესია იდგა დღეს მოსახლეობა არ არის. აქ უმეტესად კოკაიების და ბაღათურიების დასახლება იყო, ეკლესიაც მათ ეკუთვნოდათ.

3. ლეგოგინეს წმ. გიორგის სახელობის ნაეკლესიარი.

ეს ნაეკლესიარი მდებარეობდა ლეგოგიეს სასაფლაოსთან მდ. ხანჯარას მარცხენა მხარეს ის აგურით იყო ნაშენები.იატაკი და საძირკველი დღესაც ჩანს. აქ ბოლო მღვდელი იყო დიანოზ გოგინავა.

4. ლემალანიეს წმ. მარიამის სახელობის ეკლესია.

დღეს ლემალანიეს უბანი შედის სოფ. ფიცხოში,სოფლის სასაფლაოს ადგილს ეძახიან ოირინეს; ზოგიერთის გადმოცემით, ამ ადგილს ერქვა არა ოირინე, არამედ მარინე და ეკლესიაც წმ. მარიამის სახელობის უნდა ყოფილიყო.

5. ლეხაბურზანიეს წმ. გიორგის სახელობის ეკლესია.

ლეხაბურზანიეს სასაფლაოსთან იდგა წმ.. გიორგის სახელობის ქვის ეკლესია.



26 სექტემბერი, 2022 


ქორწინება და საქორწინო წეს- ჩვეულებები სამეგრელოში.

ქორწინებისთვის არსებობდა აუცილებელი წინაპირობები,რომლის დაცვა ისტორიულად,საზოგადოების ყველა წევრისთვის აუცილებელი იყო.მე19 საუკუნის მეორე ნახევრისა და მე-20 საუკუნის დასაწყისში სამეგრელოში ქორწინების დაგეგმვა ხდებოდა ისეთი სავალდებულო წინაპირობების გათვალისწინებით,როგორიც იყო ნათესაობაში მოქმედი ნორმები, სოციალურ-წოდებრივი,ეროვნული, ტერიტორიული რეგლამენტაცია,ჯვრისწერის ასაკს.წყვილთა შეუღლებას უპირატესად მშობლები წყვეტდნენ. ,,ძველად სამეგრელოში ახალგაზრდა ქალ- ვაჟს პრაქტიკულად ხმის უფლება არ გააჩნდა მეუღლის არჩევისას,საქმროებსა და საცოლეებს შვილებისთვის,ჩვეულებრივ,მშობლები ირჩევენ და შესაბამისად დასამოყვრებლად იმ ოჯახს აირჩევენ,რომელსაც ეკონომიკური და სოციალური ინტერესებიდან გამომდინარე ხელსაყრელად ჩათვლიდნენ.

წყვილთა შორის ქორწინების წინაპირობათაგან უპირველესი იყო ნათესაობის არქონა.არ შეიძლებოდა არც მამის (დუდიმოჯგირე) ნათესავი სამ თაობაში; გალენ მოჯგირე- ,,გარე ნათესავი",,ოთხ შვიდ თაობაში; ,ტყურაია მოჯგირე-"-- ,,უბრალო ან შორი"შვიდი თაობის ნათესავი. ,,დუდი და გალენ მოჯგირეების" ,,თურს" შიგნით დამოყვრება (დამოჯგირება) არ შეიძლება და არც დედის მხრივ ნათესავზე ქორწინება; სასიძო და საპატარძლო არ უნდა ყოფილიყვნენ სისხლით ნათესავები, ნათელ- მირონები,ერთი გვარისანი, მეზობლები,სხვადასხვა რჯულისანი.ეთნოგრაფიული მონაცემებით, ცხრა თაობა მაინც უნდა იყოს გავლილი, რომ ქორწინება შეიძლებოდეს და ნათესავად არ ჩაითვალო.,თუმცა,ამის მიუხედავად სამეგრელოში,ისევე როგორც მთელ საქართვოში,იკრძალება ერთი გვარის წარმომადგენელთა დაქორწინება. ასეთ დროს იტყვიან, ,, შთამომავლობა ნაკლული გამოვაო". ტრადიციის თანახმად, ერიდებოდნენ თანასოფლელთა შორის ქორწინებასაც. არ შეაუღლებდნენ ერთ ან თუნდაც სხვადასხვა სოფელში მცხოვრებ,ერთმანეთთან ახლო ურთიერთობაში მყოფი ოჯახის შვილებს, ერთი სალოცავის ქა- ვაჟს; აუცილებლად გასათვალისწინებელ.გარემოებად ითვლებოდა ნათლიობა ,,მირონი" მართალია ხელოვნურად დანათესავების ფორმაა,მაგრამ სისხლზე და ხორცზე უფრო ძლიერია, თორმეტ მიდგომაზე გადადისო".

მიუხედავად აკრძალვისა ეთნოგრაფიული მასალით დასტურდება იშვიათი შემთხვევა გვარს შიგნით შეუღლებისა,მსგავსი ქორწინებები საზოგადოების მხრიდან მხარდაჭერილიბ არ ყოფილა და დღესაც ასეა. მაგრამ 

არ დასტურდება ,,თურის" არც ერთი შემთხვევა.

ერთი სოფლის მკვიდრთა დაქორწინების აკრძალვის მიზეზი ის იყო რომ უმეტეს შემთხვევაში სოფელში ან სოფლის რომელიმე უბანში ერთი და იგივე გვარი და მათი განაყოფეფი სახლობდნენ.

ასევე არ ქორწინდებოდნენ ,,სქუაჩაფილი" ,, მორდილი" ძიძისშვილები. ,,ვაშინერსი". როდესაც ძიძის ქალიშვილი გათხოვდებოდა მორდილის მას მაყრად მიყვებოდა და სიძეს ცხენს ჩუქნიდა. ასევე არ ქორწინდებიდნენ ,,ჩაფილები" (დედას და მამას მოგებული) არ ირთავდნენ სქუაჩაფილს. ოჯახში თუ ბევრი შცილი იყო წესით უფროსი ქორწინდებოდა პირველი მერე შუათანა და ასე შემდეგ. პირველად უმცროსის დაქორწინების შემთხვევაში უფროსი ხშირად დაუქორწინებელი რჩებოდა,რადგან სახელგატეხილად ითვლებოდა.

საქორწინო ასაკი ხშირ სემთხვევაში 15 წლიდან იწყებოდა იყო ერთეული შემთხვევები როცა საპატარძლო 13 წლის ყოფილა.

ამ წეს-ადათის უმრავლესობას დღესაც იცავენ სამეგრელოში.

და.ჭითანავა.

სამეგრელოს სოფელი ძველად და ახლა.



22 დეკემბერი, 2022

ლეძაძამის თემი.

1. სოფ კვაუთის მთავარანგელოზთა სახელობის ეკლესია.

ეს ეკლესია მდებარეობს სოფლის სასაფლაოსთან.მდ.ტეხურის მარცხენა მხარეს დაახლოებით 500-700მეტრში.

მღვდლები აქ ყოფილან გაიოზ ძიმცარაშვილი და ნიკოლოზ ქადარია. 

ეკლესიის გალავნის კედლის სიმძლავრე და მდებარეობა აქ თავდაცვითი ნაგებობის არსებობას გვაფიქრებინებს. აღმოსავლეთით ის უყურებს მარტვილის მონასტერს,ჩრდილოეთ- დასავლეთით და დასავლეთით ტეხურის ხეობის იმ ადგილებს,სადაც ჩვენ ეკლესიები და კოშკები დავაფიქსირეთ ნოქალაქევის მთაზე.ეს ადგილი მდებარეობს ბჟერის მთის ძირში, ეკლესიიდან ერთ კილომეტრში არის გამოქვაბული.

სოფ.კვაუთში იყო ჩიქვანების რეზიდენცია. აქ იყო მათი სასახლე და კარის ეკლესია.ციხე სიმაგრე კი ლეძაძამეში ჰქონდათ. საგვარეულო სასაფლაო იყო მარტვილში მთავარი ეკლესიის ჩრდილოეთით თლილი ქვისგან გაკეთებულ პატარა სამსართულიან ეკლესიაში,რომელსაც ასახელებენ ,,ჩიქოვანების ეკლესიად" ჩიქვანები ყმა- მამულს ფლობდნენ აგრეთვე თამაკონს, ნოქალაქევს და ლეჩხუმს.ჩიქვანების სათავადო ცენტრი კვაუთია, გადმოცემის მიხედვით ტყვეთა გატაცება- სყიდვის ერთ-ერთ ცენტრს წარმოადგენდა.( ო.სოსელია,ნარკვევები ფეოდალური ხანის დასავლეთ საქართველოს ისტორიიდან.სათავადოები. თბ. გვ.318.)

ფლობდნენ ასევე ტერიტორიებს - ლესაჯე,თარგამული,(ნაწილობრივ) კვაუთელი ჩიქვანების სხვადასხვა შტოს წარმომადგენელნი შემდეგ მკვიდრდებიან ზუმს,ნაგურუს და ტყაიას. კერძოდ ზუმს ჩიქვანები ადრიდანვე ეწყობიან,გრიგოლ დადიანის დროს(1788-1804)

2.პატარა ჯოლევის ნაეკლესიარი.

ლევახანიეს,ლეჯოჯუეს და ლეხარბურზანიეს სასაფლაოსთან,რომელიც კვაუთის მთავარანგელოზთა ეკლესიიდან ერთ კილომეტრში მდებარეობს მდინარე ტეხურის მარცხენა სანაპიროსთან იდგა ხის ეკლესია,აღმოსავლეთით გადაჰყურებს კვაუთის ეკლესია.

3. ჯოლევის წმ.გიორგის სახელობის ნაეკლესიარი.

ნარსიების სასაფლაოსთან, შემაღლებულ ბორცვზე იდგა წმ.გიორგის სახელობის ქვის ეკლესია.ცოტა ხნის წინ საძირკველიც ყოფილა შემორჩენილი.ის თავის დროზე ე.. წ. ,,ცინკით" იყო გადახურული, რომლითაც შემდგომ ფოსტის შენობა გადაუხურავთ. აქ მღვდელი იყო ანტონია დიხამინჯია. პატარა ჯოლევში მდგარი ხის ეკლესიიდან ის დაშორებულია 1-კმ.რომელიც მდებარეობს მის გასწვრივ სამხრეთით,მდ. ტეხურის მარცხენა მხარეს ეს ეკლესია დაუნგრევია თარა არზიანს.

4. ლეარზინეს მაცხოვრის სახელობის ნაეკლესიარი.

სასაფლაოსთან, მდ. ტეხურის მარჯვენა მხარეს შემორჩენილია მაცხოვრის სახელობის ეკლესიის ნაშთები. აქ მღვდელი იყო ივანე ხუხუნი. აქვე ხეზე ორი ზარი ეკიდა. ეკლესია სხვადასხვა ჯიშის ქვებისგან არის ნაშენი.

5. ლეგოგიეს წმ. ბარბარეს სახელობის ნაეკლესიარი

ლეგოგიეს სასაფლაოსთან, მდ. ტეხურის მარჯვენა სანაპიროსთან,მაღალ ბორცვზე იდგა წმ. ბარბარეს სახელობის ხის ეკლესია, ის გასაბჭოების დროს დაუშლიათ და ფოსტის შენობა აუშენებიათ,დღეს იმ ძველი შენობის მასალა ადგილობრივებს ისევ წამოუღიათ და აუშენებიათ პატარა ხის ეკლესია.მღვდელი აქ ყოფილა ივანე ხუხუნი,რომელიც ასევე მაცხოვრის ეკლესიაში იყო მღვდლად. აქედან ჩანს სამხრეთით მთელი მდ. ტეხურის ხეობა, ჩრდილო- აღმოსავლეთიდან სოფელი ტალერი და სხვ. აქ თავდაცვითი ნაგებობა ყოფილა...აქედან ჩრდილო აღმოსავლეთით ჩანს სოფ. ალერტი და ალერტის ეკლესია.



8 თებერვალი   2023

სენაკის მაზრა.

სენაკი ჯერ კიდევ მაზრის ჩამოყალიბებამდე დასახლებული პუნქტი იყო, და დაბად იწოდებოდა, რაშიც სხვადა სხვა გარემოებასთან ერთად დიდი როლი ნაოსნობამაც ითამაშა.1857 წელს დაარსდა ,,რუსეთის ნაოსნობისა და ვაჭრობის საზოგადოება" ,რომელმაც კავკასიაში ვაჭრობის განვითარების მიზნით ორგანიზება გაუკეთა რეგულარულ მიმოსვლას რედუტ- კალედან და ფოთიდან ოდესამდე და კონსტანტინოპოლამდე,იმავე საზოგადოებამ გადაწყვიტა გაეხსნა გემების მიმოსვლა რიონზე ფოთიდან ორპირამდე, 1859 წლის 23 მაისს ორპირში ორთქლის გემი ,,აკერმანი" ამოვიდა,ამ დროიდან ფოთიდან ორპირამდე გემები რეგულარულად დაცურავდნენ (აქ ამ გვერდზე ადრე გამოვაქვეყნე გემების მიმოსვლის განრიგი და ბილეთის ფასები.ბ.ხ.) გარდა მგზავრების გადაყვანისა, გემებით მოჰქონდათ მარილი,თევზი და სხვა საჭირო პროდუქტები ხოლო გაჰქონდათ სხვადასვა სავაჭრო თუ სამეურნეო საქონელი.1870 წელს სოფ.თეკლათის ტერიტორიაზე რკინიგზის სადგური ააშენეს და ახალი სენაკი უწოდეს.(რკინიგზა ოფიციალურად გაიხსნა1872 წელს.თუმცა სადგური და გზის მშენებლობა ბევრად ადრე დასრულდა ბ.ხ.)

დ.ჭითანავა.ქეთევან ციმინტია,ბეჟან ხორავა,იოსებ შენგელია. სამეგრელოს სოფ.ძველად და ახლა.



30 სექტემბერი, 2021  

ძველი სენაკი 1906წ 

ძველი სენაკის ცენტრი განათებული იყო ათიოდე მაღალ ბოძზე ასაწევ- დასაწევ 

ნავთის ნათურებით.სოფელში იყო საბოქაულო და სხვა სახლი სტრაჟნიკებისთვის.იყო აფთიაქი, ნიკიტა ჯინორიასი, და ფოსტა ტელეგრაფის შენობა.სოფელში ექიმი არ ცხოვრობდა,მაგრამ რეგულარულად ორი ექიმი ემსახურებოდა ახალსენაკელი ხოფერია და არ ვიცი სად მცხოვრები ჯორჯიკია.მწერალ ჭაჭუ ჯორჯიკიას ძმა.ცენტრში ახალ-სენაკ- ნოქალაქევის გზაზედ დაახლოებით 150 მეტრი სიგრძის და 50 მ. სიგანის მოედანზე ჩამწკრივებული იყო დუქნები,აქ იყვნენ მჭედლები ,მექოთნეები,მეუნაგირეები,მეთუნუქეები,ხარაზი.ერთი თერძი და ერთი მეჩექმე,და ამავე დროს დალაქი გვარად კურდღელია.მეფართლე იაგორა გუნია,წვრილმანი საქონლის კარგად შეძლებული ვაჭარი მეთო შეროზია.კიდევ ორი მაღაზია სხვადასხვა საგნებისა ამათ ორთაგან ერთის იყო ჭუბაბრია ,,მეორე გილდის კუპეცი ჭუბაბრია,, ასევე იყო სამიკიტნო ჯაკობია და მამა-შვილი დიმიტრი და ალექსანდრე ალასანიები.

ახ.სენაკიდან ძველ სენაკის ბაზარს მოახლოებული კაცი ვიდრე ბაზარის მოედანზე გავიდოდა, მარცხნივ ჩაივლიდა სათავადაზნაურო სკოლის ეზოს, რომლის კუთხიდან სოფელ ეკისკენ მიმავალი გზა იწყებოდა.მარჯვენა მხრიდან კი იგი ჩაუვლიდა არც ისე ძველ ეკლესიის შენობას, შემდეგ პატარა კოპწია სახლს ქუთაისის სათავადაზნაურო ბანკის განყოფილებას . შემდეგ პატარა პარკი რომელსაც სენაკელები მედიდურად ბულვარს ეძახდნენ ბულვარსა და მოედნის კუთხეში იდგა მრავალსაუკუნოვანი უზარმაზარფუღუროიანი სამი თუ ოთხი მეტრი სიმაღლის ჭადრის კიდევ ცოცხალი ტანი,მის ფუღუროს დიამეტრი ორ მეტრს აღემატებოდა,ხოლო მიწიდან 50 სმ-ზე ამოჩრილი ფესვებისგან შემდგარი ზედაპირის დიამეტრი 10 მეტრი იქნებოდა.ჭადრის დარჩენილი ქერქის სისქე 25 სმ.აღემატებოდა.მოედნის მეორე ბოლოში მარჯვენა კუთხეში იწყებოდა მიხეილ ქავთარაძეს მამული.

ძველი სენაკის სკოლაში გალობის მასწავლებელი გიორგი ბოკერია ყოფილა.



14 მაისი, 2022

სამეგრელო.ბლაღოჩინ იოანე ასათიანის საბლაღოჩინო. 1864 წ. საარქივო ფონდი 17-15

ბლაღოჩინი და კავალერი იოანე ასათიანი.

--- შომბათის(!?)ღვთისმშობლის სახ ეკლესია.მღვდელი ისიდორე ასათიანი პრიჩ.სოფრომ ქობალავა.მღვდ.პავლე ასათიანი მრევლი; ჯიქია,ბედია,ოდიშარია,სურმავა,წულავა,ასათიანი 

----უშაბათის მაცხოვრის სახ ეკლესია მღვდელი იოანე ბოკუჩავა პრიჩეტნიკი იაკობ ბარკალაია. მრევლი; გაბელია,ხუნწარია,შეროზია,ბოკუჩავა,ხურცია,კორშია 

---- აბედათის ღვთისმშობლის სახ. ეკლესია მოძღვართ მოძღვარი მღვდელი გიორგი ქაჯაია,მღვდ. დავით გაგუა,პრიჩ.ეფთვიმე ქაჯაია 

მრევლი: ღურწკაია,ქირია,ქაჯაია,წოწონავა,ბარათელი,კანკია,ლომია, გაგუა.

----ნაქალაქევის წმ.ორმოც მოწამეთა სახ ეკლესია.მღვდ. სპირიდონ შალამბერიძე,პრიჩ.მარკოზ შალამბერიძე.მღვდ. ლაზარე შალამბერიძე. მრევლი; გრიგოლია,გაგუა,ჩვამანია,კარტოზია,ბაღათურია,ბესელია, მელიქიძე,ჯავახიანი,სანიკიძე,კორძაია,ცანავა 

---- ნახუნაოს წმ.კვირიკეს და ივლიტას სახ. ეკლესია.მღვდ. კიმოთე ჟორდანია.პრიჩ. ლაზარე ზარქუა. მრევლი; ზარქუა,კიკაიშვილი,სიგუა,კარტოზია, ესიავა,ძიძიგური 

---- ბეთლემის ქრისტეშობის სახ. ეკლესია.მღვდ. იოანე კირცხალია,პრიჩ. ანდრია კირცხალია. მრევლი; ჯოლია,გასილავა,სანიკიძე,ბარკალაია,წითლინძე,კარტოზია 

---- უშაბათის წმ.მარინას სახ. ეკლესია. მღვდ. ბესარიონ გოგინავა,პრიჩ. გიორგი გაბუნია.მღვდ. დავით ბუსკაძე,პრიჩ.პავლე ბუსკაძე. მრევლი; საბახთარაშვილი, გოგინავა,ბარძემიშვილი,წირღვავა, კიკაიშვილი,მალინია,ხინჩუა.

---- ლებაღათურეს მთ.ანგელოზისბსახ. ეკლესია.მღვდ. ლაზარე ბედია,პრიჩ. თეოდორე ბედია.მრევლი; დადიანი,კარტოზია,ბაღათურია 

----უშაბათის წმ.გიორგის სახ. ეკლესია. მღვდ. თევდორე ხორავა,პრიჩ. მაქსიმე ხორავა 

---- ბეთლემის, უშაბათის წმ.გიორგის სახ. ეკლესია.მღვდ. საბა როგავა,პრიჩ. ნიკო ჩახავა. მრევლი; როგავა,ჩაჩუა,გვაძაბია,ხუბნაია,ბოკუჩავა,გვაძაბია,ზაქარაია,ბაღათურია 

---- თარგამულის წმ.გიორგის სახ. ეკლესია. მღვდ. იოანე მიშველაძე,პრიჩიესე მისველიძე. მრევლი;. ნაროუშვილი,სიხარულია,ხარბედია,აბაკელია,ფარცვანია,ფაღავა, გარდავა,აბაკელია.

---- ჯოლევის წმ.გიორგის სახ. ეკლესია. მღვდ. ბესარიონ ყურუა,პრიჩ. თომა გაბუნია. მრევლი; ნარსია,დიხამინჯია,ჯახუა,ქაჯაია,



22 ივლისი, 2022

მიცვალებულის დაკრძალვის წესები სამეგრელოში.

(გაგრძელება)

თ.სახოკიას მასალებით,მიცვალებულის სატირლად მოსული ადამიანი შემოვიდოდა თუ არა ჭიშკარში მივიდოდა იქვე მდგარ ხესთან,რომელიც ტანისამოსის ჩამოსაკიდებლად იყო გამოყენებული.მოიხდიდა ქუდს, ნაბადს,ჩამოიხსნიდა იარაღს და ყველაფერს ხეზე დაკიდებდა.ამის შემდეგ ახალუხისა და პერანგის საკინძეებს იმდენზე გაიხსნიდა,რომ გულმკერდი ნაწილობრივ გამოჩენოდა.კიდევ უფრო ძველად, მოტირალნი წელს ზემოთ ტანს გაშიშვლებდნენ და ფეხსაცმელსაც გაიძრობდნენ. 3-4 კაცი დადგებოდა და ზარს დაიწყებდა თუ არა, მოტირალნი ორივე ხელს შუბლზე ირტყამდნენ და ,,ვაი- ვაი" -ის ძახილით გაემართებოდნენ სახლისაკენ,

სადაც მიცვალებული ესვენა.კუბოსთან მისულები დაიჩოქებდნენ და თითოეული მათგანი ჩამოთვლის მიცვალებულის ყოველ ღირსებას და ვაჟკაცობას. მიცვალებულს რომ იტირებდნენ,გულს იმჯიღავდნენ და ისე მიუსამძიმრებდნენ მშობლებს,ნათესავებს,ჭირისუფალს. მოტირალს ორივე მხარეზე მიჰყვებოდნენ მოწესრიგები, რომლებიც იმაზე ზრუნავდნენ,რომ მოტირალთ მეტის-- მეტი ტირილითა და მწუხარებით თავი არ დაიოსონ და თან იმ ოთახში, სადაც კუბო ასვენია თავისუფლად შესვლა --გამოსვლა არეგულირებენ.მოზარეთა გუნდი ისევ ეზოში ბრუნდებოდა,ამ დროს კი მეორე გუნდი სხვა მოტირალებს მოჰყვებოდა.

თ.სახოკია ასე აღწერს მიცვალებულის სატირლად შემდეგნაირად მიდიან: როგორც კი მიცვალებულის სახლს მიუახლოვდებიან ან ეზოში შევლენ,ქალები დადგებიან წინ,კაცები კი ასაკის მიხედვით ორ ან სამ მწკრივად,უპატივცემულობად ითვლებოდა წვერგაუპარსავად სატირალში მისვლა.თუ რამე.მიზეზი არ გქონდა, ქალები შევლენ კივილით და მოთქმით, შემოუვლის. კუბოს და მიცვალებულის გარშემო მსხდომ ქალებს მიუსამძიმრებენ.მიცცალებულის დასატირებლად შესვლა არ შეუძლია ორსულ ქალს. კაცები მიცვალებულის წინ დადგებიან და თავს დაუხრიან მიცვალებულს.შემდეგ ყველანი გარეთ გადიან და ხელის ჩამორთმევით უსამძიმრებენ მიცვალებულის ახლობელ მამაკაცებს, რომლებიც იქვე კარებთან დგანან.ამის შემდეგ კაცები ეზოში ჩაიდანი,ქალები კი ისევ იმ ოთახში შედიან,სადაც მიცვალებული ასვენია და მცირე დროით რჩებიან. ჩამოსულებს ქვემოთ დახვდება საგანგებოდ ამ საქმისთვის არჩეული პირი,,გილმანგარალი" რომლის ფუნქციაში შედის ყურადღება მიაქციოს სატირლად მოსულ ხალხს, სეფაში მიიპატიჟოს და მიცვალებულის სახელზე ჭიქის აწევა სთხოვოს .

ქელეხის სუფრა აუცილებლად სამარხვო უნდა ყოფილიყო, ხორცი დაუშვებელია.მგლოვიარესათვის ხორცი იმდენად მიუღებელი იყო, რომ ძველად სოფელის მიმდებარედ მცხოვრებნიც კი, სანამ მიცვალებული ესვენა, არაფრის დიდებით არ დაკლავდნენ არანაირ საკლავს.ზოგი ორმოცი დღის განმავლობაში მარხულობდა კიდეც.

სამეგრელოს სოფლებში განსაკუთრებით მთიანი სამეგრელოს მხარეში, მიცვალებულის გარდაცვალების დღესვე იშლებოდა სუფრა და დაკრძალვის დღის ჩათვლით ყოველდღე მასპინძლობდნენ მოსულ სტუმრებს.

ადამიანის გარდაცვალების დღიდან მიცვალებულის ოჯახში ყველა საქმეს ,,სამოხიოს" წევრები აკეთებდნენ.სამოხიო არის გარკვეულ ტერიტორიაზე მცხოვრებ ადამიანთა გაერთიანება, რომელიც ჭირსა და ლხინში ერთმანეთის გვერდით დგანან და ყოველგვარ საქმეში ეხმარებიან ერთმანეთს.,,სამოხიოს" ინსტიტუტი დღესაც განაგრძობს არსებობას.

(გაგრძელება იქნება)



21 მარტი  23

რუსეთის ხელისუფლებამ სამეგრელოს გლეხთა აჯანყება (დუტუ მიქავას აჯანყება.ბ.ხ) თავის სასარგებლოდ გამოიყენა და სამეგრელოს ავტონომია ფაქტობრივად გააუქმა. კავკასიის მეფისნაცვლის ალექსანდრ ბარიატინსკის (1856-1862) 1857წლის 1 აგვისტოს ბრძანებულებით, სამეგრელოს მმართველის ეკატერინე დადიანისა და მისი დამხმარე საბჭოს ----- დავით დადიანის ძმების,გრიგოლ და კონსტანტინე დადიანებისა და სამეგრელოს ეპისკოპოსის ზაქარია ჭყონდიდელის,---ნაცვლად, სამეგრელოს მმართველად დანიშნა ახალი საბჭო კავკასიის მეფისნაცვლის საბჭოს წევრის იპოლიტ დიუკრუასის თავჯდომარეობით .

დედოფალს წინადადება მიეცა მართვა- გამგეობა ახლად შექმნილი საბჭოსთვის გადაეცა. რადგან რუსეთის ხელისუფლებამ ვერ .მოახერხა ეკატერინე ჭავჭავაძის სამეგრელოდან ნებაყოფლობით გაყვანა,მას სამთავროზე მემკვიდრეობითი უფლებების შენარჩუნების გარანტია მისცა.( ბ.ხორავა.დადიანთა სამთავრო სახლის ახალი დინასტია გვ.25) 8 სექტემბერს ა.ბარიატინსკიმ დაამტკიცა სამეგრელოს მმართველობის დებულება,რომლის ძალითაც აქ რუსული მმართველობა მყავრდებოდა.მეფისნაცვლის 1857 წლის 26 სექტემბრის ბრძანებულებით, სამეგრელოს მმართველად ქუთაისის სამხედრო გუბერნატორი,გენერალ მაიორი ნიკოლაი კოლუბიაკინი დაინიშნა.(АКАК. Т- 12 გვ. 308.)

ფაქტობრივად, ამ თარიღით შეწყვიტა არსებობა სამეგრელოს სამთავრომ,თუმცა, რუსული მმართველობის შემოღება. დროებით ღონისძიებად გამოცხადდა ტახტის მემკვიდრის სრულწლოვანებამდე. იმპერატორის მიწვევით, ეკატერინე დადიანი პეტერბურგში გაიწვიეს,ოფიციალური მოტივით,ტახტის მემკვიდრის ,, შესაფერის აღზრდისათვის" ,მაგრამ ეს იყო საბაბი მთავრის ცოლ-შვილის თავიდან მოსაშორებლად,რომ სამეგრელოში რუსული მმართველობის დამყარება გართულების გარეშე მომხდარიყო..25 ოქტომბერს დედოფალი ეკატერინე შვილებთან ერთად პეტერბურგში გაემგზავრა....(АКАК.т-12 გვ.316)

უშუალო რუსული მმართველობის შემოტანის მიუხედავად, ნიკოლოზ დადიანი კვლავ ტახტის მემკვიდრედ ითვლებოდა. შეიქმნა ახალი მმართველობის ფორმა სამეგრელო დაჰყვეს ზუგდიდის,სენაკის, ლეჩხუმის ოკრუგებად,რომლის სათავეში ოკრუგის უფროსები იდგნენ მათ ქუთაისის გუბერნიის მაზრის უფროსების უფლებები მიერ ჯჭათ. ოკრუგების პირველი უფროსები იყვნენ: ზუგდიდის- თავადი რაფიელ ერისთავი, სენაკის -- კორნელი ბორიზდინი, ლეჩხუმის --თავადი კონსტანტინე მიქელაძე, სამეგრელო დაიყო ზუგდიდისა და სენაკის ოკრუგებად.სამევრელოში შედიოდა ფოთისა და რედუტ-- კალეს ნავსადგურები....


3 მაისი 23

შხეფის ციხე,

გაგრძელება...

....ი.ადამიას აზრით შხეფის ციხე 5-6 საუკუნეებში უკვე აგებული უნდა ყოფილიყო (რათქმაუნდა არა იგივე ფორმით როგორიც დღეს დგას.

შხეფის ციხე- სიმაგრეში დაცული ყოფილა ლაპიდარული( ლათ. Lapidarius ქვის მთლელი ქვაზე ამოჭრილი.ბ.ხ.)წარწერა ,,ქ.ესე კოშკი არის თვალი შენდან აღაშენა.შ.ს.ღ.ნ,,,[შედომა] ვინა სთწვა შ-ს ღ-ნ" ეს წარწერა ბროსესთანაა დაცული; აქ მოხსენიებული ბედიანი,მისი აზრით, არის ხატებში არაერთგზის მოხსენიებული მე- 13 საუკუნის მოღვაწე ბედან დადიანი.ანალოგიური მოსაზრება აქვს მ.ჯანაშვილსაც.თ.ბერაძეს უფრო მისაღებად მიაჩნია,რომ აქ საქმე გვაქვს ჭილაძეების გვარეულობის წარმომადგენელთან. სახელები შედანი და ბედანი ამ გვარეულობაშიც იყო გავრცელებული.შხეფის ციხე იქ ბროსეს მიერ ფიქსირებული წარწერის მიხედვით ჭილაძეებს ეკუთვნით,კერძოდ შედანი მას ჭილაძედ მიაჩნია.

ამ წარწერას პ.ზაქარაია ასე კითხულობს: ,,ქრისტე,კოშკი ესე კარის თუვალი შედან აღაშენა, შეუნდოს ღმერთმან, ამინ. ვინა სთქუა,შეუნდოს ღმერთნამ"შედანს ის დადიანად მიიჩნევს,რადგან ფიქრობს,რომ ჭილაძეთა სამფლობელო აქამდე არ აღწევდა,მისივე თქმით შხეფის ციხე მთელი შუა საუკუნეები მოქმედებდა და სახელმწიფო მნიშვნელობისა გახლდათ.(პ.ზაქარაია, საქ.საერო ხუროთმოძღვრების ძეგლები.თბ.გვ.27-28.)

შხეფის ციხის ისტორია და არქიტექტურა აღწერილი აქვს კ.მელითაურს ავტორი აქ ძველ სამშენებლო ფენასაც ამჩნევს დაახლოებით 2,5 მ-ის სიმაღლეზე,მაგრამ ძირითადად 6-7 საუკუნისად მიიჩნევს,ზოგიერთს მე-9-10 და მე16-18 საუკუნისად.

ციხის ამგები უცნობია ისე, კი, ეტყობა პირველი ნაგებობა აქ ადრეფეოდალურ ხანაშია წარმოქმნილი. ჩრდილოეთ გალავანში ჩართული კოშკი კი მეოთხე -მეხუთე საუკუნეეელბშია აგებული.ციხის შიგნით ჩრდილო -აღმოსავლეთის მონაკვეთის ცენტრში პატარა ეკლესიის ნაშთია,რომელიც გარნიზონისთვის იქნებოდა განკუთვნილი.( ეს მეორე ეკლესიაა სენაკის ტერიტორიაზე რომელიც მეოთხე -მეხუთე საუკუნეებშია აგებული ამ წლებშია აგებული ნოქალაქევის ორმოცმოწამეთა ეკლესია.ბ.ხ.)



30 მაისი 23

გაზეთი,,სახალხო საქმე"1918 წლის 29 ივნისის ნომერში წერდა კომისარი მაღრაძის უხამს საქციელზე თანამდებობის მოვალეობის აღსრულებისას.იგი სასტიკად სჯიდა გლეხებს.

მენშევიკური მთავრობის მიერ ყველა მაზრაში ჩამოყალიბებული ე.წ. ,,მფრინავი რაზმები" ულმობლად უსწორდებოდნენ უკმაყოფილო გლეხებს,მაგრამ ეს მაინც არ იძლეოდა იმის გარანტიას, რომ გლეხთა გამოსვლები მთავრობის წინააღმდეგ შეიძლებოდა შეწყვეტილიყო.

მთავრობის სპეციალური დადგენილებით მენშევიკურ ჯარებსა და გვარდიასთან სამხედრო საველე სასამართლოები დაარსდა.

გუბერნიის კომისარი ბ.ჩხიკვიშვილი ( ბენია ჩხიკვიშვილი ეს, ის ჩხიკვიშვილია რომელმაც გურიის დამოუკიდებელი რესპუბლიკა გამოაცხადა,რომელმაც სამ თვეს იარსება. ბ.ხ.) გაძლიერებული რაზმებით ჩავიდა ახალ სენაკში,სადაც ამ დროს იდგა პოლკოვნიკი სრესელის ნაწილები. 

7 აგვისტოს აჯანყებულთა რაზმი 30-40 კაცის შემადგენლობით თავს დაესხა სადგური ქვალონს(სენაკის მაზრა) ქვალონის აღებული იქნა.სენაკიდან გაიგზავნა ჯავშნოსანი მატარებელი.მთვარობას ჯარის იმდენად დიდი ნაწილები ყავდა გაგზავნილი აჯანყებულთა წინააღმდეგ,რომ ისინი ოფიციალურ მოხსენებებშიც ,,ფრონტებს" ეძახდნენ 

სოფ.აბასთუმანთან გერმანულმა თვითმფრინავმა აჯანყებულების ბანაკზე ბობმები ჩამოყარეს ასევე დაბომბეს სოფ.ნარაზენი სადაც დაინგრა გლეხ თოდუას სახლი.აჯანყებულებმა შაშხანებიდან გაუხსნეს ცეცხლი...ერთი დაზიანებული თვითმფრინავი სამტრედიის აეროდრომზე დაფრინდა...

1918 წლის 1 სექტემბერს სამეგრელოში ერთბაშად ჩავიდა რამდენიმე რეგურალური პოლკი და სახალხო გვარდიის დიდი შენაერთები. გენერალ კონიაშვილის და ვალიკო ჯუღელის მეთაურობით, 

იმავე დღეს ვ.ჯუღელის ,,სახალხო გვარდია" მთელი საომარი მასალით ჩავიდა სადგური აბაშაში მეორე დღეს 2 სექტემბერს გვარდია სოფ.ნოქალაქევში შევიდა და ციხის ნანგრევებთან დაბანაკდა. ჯუღელი გედევანიშვილს ელოდებოდა და შემდეგ ერთიანი ძალით მარტვილში მიდიოდა მათ წინ მიუძღოდათ ზარბაზნები,მოტოციკლები და ტყვიამფრქვევები 3 სექტემბერს გედევანიშვილისა და ჯუღელის ნაწილები მარტვილში შევიდნენ.

სენაკის მაზრაში საალყო წესები გამოცხადდა,საღამოს 9 საათის შემდეგ ქუჩაში გამოსვლა აკრძალული იყო.მარტვილში აჯანყებულებს აკაკი ოჩიგავა ხელმძღვანელობდა მან ბრძანება გასცა პარტიზანული ბრძოლა გაემართათ მტრისთვის ..

მენშევიკურმა გვარდიელებმა სენაკის მაზრის სოფ.აბედათში დააპატიმრეს აკაკი ოჩიგავა და მიხა ჩხეტიანი და გადასცეს სენაკის სამხედრო- საველე სასამართლოს. სასამართლომ ორივეს.მიუსაჯა სიკვდილით დასჯა.მიხა ჩზეტიანი დახვრიტეს 15 სექტემბერს.

სამეგრელოში გლეხთა აჯანყების დამარცხების შემდეგ მენშწვიკებმა სასტიკ რეპრესიებს მიმართეს....


10 ივნისი 23

სენაკის ტერიტორია.

ადგილი; ,,ნადოხორუ"

- აქ თავად ბესარიონ მხეიძის სასახლე ყოფილა.იგი თავისის სისასტიკით და სიმკაცრით გამოირჩეოდა.

,ნაკლასუ" ორკლასიანი სასულიერო სასწავლებლის შენობა მდგარს,აქ სწავლობდა აბელ ენუქიძე.

,,ნაოჩუ" უხვმოსავლიანი ყანები ,,ოჩი ცენსია" ნაყოფი ცვივაო.

ბერაღი(ბაირაღი ბ.ხ.) აქ მხეიძეს ჰქონდა დასმული თავისი დროშა, ადგილის მოსანიშნად.

,,ნაქობალუ" ,, მხეიძეების ყანები იყო, პური ითესებოდა,პეტრე დგებიამ სალეწი მანქანა საზღვარგარეთიდან გამოიწერა და აქ პურს ლეწავდა, ღებულობდა ნატურით გამოსაღებს ერთ მეათედს ან ერთ მეხუთედს.".

,,ოჩუალე" (სამალავი) მთაა და გამოქვაბული. აქ ყაჩაღები იმალებოდნენ, ამიტომ ოჩუალე ეწოდება" აქ დიდი გამოქვაბულია ,სადაც მარტვილის და სენაკის მუზეუმების ექსპედიციებმა იპოვეს ზედა პალეოლითისა და ნეოლითის ხანის ადამიანთა საცხოვრისისეული მასალა ინახება მარტვილის მუზეუმში.

,,ცაში ობინეხე" თეიმურაზ ცაავას ჰქონია სავენახე.

ოხვამე- წმინდა გიორგის ეკლესია. შხეფში. (დღეს ნანგრევებია)

ნაოხვამუ- უძველესი ნასალოცვარი ადგილია, ჩიქობავებს აქ ჰქონიათ ძირის ხატი ,,ოდუდიაში" ოხვამური, მთელი გვარი იკრიბებოდა ,,ომარაშინეთ" და აქ იხდიდა ,,ოდუდიაში" ოხვამურს" 

ხორში- ,, ნაკლასუ" აქ ფუცუ დგებუაძე- ფულარიას გაუხსნია პირველი სკოლა.

ძველი სენაკი.

ქალამხორ დოხორე (ქუაშხორის სასახლე) აქ ნიკოლოზ დადიანის სასახლე მდგარა, მისი ქალიშვილი მენიკი აფხაზეთის მთავრის აშუთბეი-- მიხეილ შერვაშიძის მეუღლე ყოფილა,მაგრამ ერთმანეთს განშორებიან.ამ სასახლეში დაბინავდა დუკრუასი თავისი სამი თანამოღვაწით: ბარანოვსკით, ულტინსკითა და შერმეტიევით.

ესენი იყვნენ რუსეთის მეფის წარმომადგენელნი სამეგრელოში. რუსული მართვა გამგეობის წესების დამყარების საქმეში. ამ სასახლეში კარგად ხანს უცხოვრია ეკ.ჭავჭავაძეს თავის ნათესავ მენიკთან, ამ სასახლეში იყო მოთავსებული სამეგრელოს მართვა--- გამგეობის საბჭო. 

ფოცხო. არის გადმოცემა ფოცხვერი ბუდობდა .

ფოცხო - გაუვალი ტყიანი ადგილი.

ლეძაძამე- ჭათანური აქ ჭათანური ვაზი ყოფილა მაღლარზე მიშვებული. შავყურძნიანი ჯიშია,კარგი .მოსხმა იცოდა და ღვინო საშუალო.


7 თებერვალი  23

დავით დადიანმა (1840-1853) სამეგრელოს სამთავროში ყველა მიმართულებით რეფორმების ჩატარება გადაწყვიტა.რეფორმა შეეხო სამეგრელოს სამთავროს ადმინისტრაციულ მოწყობასაც, ევროპისა და რუსეთის მიბაძვით მან შემოიღო მმართველობის ახალი სისტემა. მართვა- გამგეობის მხრივ დავითმა სამთავრო დაყო რამდენიმე ოლქად და თითოეული ოლქის სათავეში დააყენა მდივანბეგი, რომელიც სასამართლო და საპოლიციო საქმეებს განაგებდა.)

1) ზუბის მაზრა; ზუბი,ძენი,ქვალონი,საგვასალიო,ხორში,საგაბესკირიო,ახალ-დოხორე,ციზეთი,მეორე ხორში,მაცხოვრის კარი,საჩიჯავო, ზანა,საწულეისკირო, ეკი, იმანიერი,საფაღავო, უფალ-კარი,უშაფათი,ლეძაძამე,ნასაჯოგუ,ფოცხო,მოხაში,ლესიჭინე, ოჩხომურის-პირი, სააფაქიო ზანა.

2) სუჯუნის მაზრა; სუჯუნა,ეწერი,ესაკეთი, ზანათი, მთავარ- ანგელოზი, მაცხოვარ- კარი ანუ კაპანა, რობა,ონტოფო,სეფიეთი,კადარი,აბაშა,გულუხეთი,სამიქაო,ონოღია,ნაგიბეროუ, ბანძა, ორქა, ჯოლევი,კვაუთი, ნოქალაქევი,კოტიანეთი,სორტა, სენაკი, გეჯეთი, წყემი, ნოსირი, შხეფი, თეკლათი, სახარბედიო.

3)საჭილაოს მაზრა; ილორი,ნაფალოური,სანავარდო, ნაჩხიტური, ქვიშანჭალა,ქორეისუბანი,ტოლები,ეკა,გულეკარი,კეთილარი,ნაფარცხევი,ტყვირი,ცილორი,კოდორი,შვაქალაქი, კვათანა, წალიკარი, სარიაჩქონი, წყარიძგა,, მუხური,საღვამიჩაო, ჭალადიდი, პატარა- ფოთი.

4) მარტვილის მაზრა; მარტვილი,გორდი,ინჩხური,ხუნწი, ჟუშქი, კინჩხა, დიდღვაბუნა, ბალდა,საელიავო, ქვაითი, სუხჩე, საწისქვილო, რონდიში, ღვედი, ბომბოთი, ნალეფსოუ, | ნახუნაო, || ნახუნაო,||| ნახუნაო,აბედათი,ნაჯავახოუ, | ნაგვაზოუ, || ნაგვაზოუ 

დავითმა ამ მაზრებში დანიშნა მაზრის მდივანბეგები ან მეორე ხარისხის მდივანბეგნი. სხვადასხვა დროს მდივანბეგებად იყვნენ: ზუგდიდის მაზრაში თეიმურაზ აგიაშვილი,კაცია ჩიჩუა, დუტუ დადიანი, სუჯუნის; ალექსი ბატონიშვილი,ტაია (ტარიელ) ბატონიშვილი; მარტვილში, ანტონ ახვლედიანი,მაქსიმე ქოჩაკიძე( პოეტი, ჭალადიდელის ფსევდონიმით რომელიც დაკრძალულია სენაკის ცენტრში მდებარე სკვერში ბ.ხ.) საჭილაოს- გიგო ფაღავა,ზუბს- ანტონ ჩიქოვანი.

თითოეული მაზრა იყო დაყოფილი რამდენიმე სამოურაოდ, ბროსეს მიხედვით ყოფილა 12 სამოურაოდ,თუმცა მათი რიცხვი მეტი ყოფილა. მოურავები იცავდნენ წესიერებას და ასრულებდნენ უმაღლესი მთავრობის მოწერილობას.

დავით დადიანის მიერ შექმნილმა ამ მაზრებმა მხოლოდ სამი წელი იარსება.

1857 წელს რუსეთის ხელისუფლებამ სამეგრელოს სამთავროს ავტონომია ფაქტობრივად გააუქმა და რუსული მმართველობა შემოიღო.ამ დროიდან სამეგრელო დაყოფილი იყო ზუგდიდის,სენაკის,ლეჩხუმის ოკრუგებად რომლის სათავეში ოკრუგების უფროსები იდგნენ.მათ ქუთაისის გუბერნიის მაზრის უფროსების უფლებები ჰქონდათ. ე.ი. ყოფილი საოლქო მდივანბეგები ოკრუგების უფროსებით შეიცვალა. 1867 წლის 4 იანვარს ალექსანდრე || -ის ბრძანებით სამეგრელოს სამთავრო ფორმალურადაც გაუქმდა.მე19 საუკუნის ბოლო მეოთხედში სამეგრელოს ადმინისტრაციულ ტერიტორიული დაყოფა შეიცვალა.მისი ტერიტორია დანაწილდა ქუთაისის გუბერნიის ორ - სენაკისა და ზუგდიდის მაზრაში.მაზრები საპოლიციო უბნებად, საბოქაულებად იყოფოდა,საპოლიციო უბნების სათავეში ბოქაულები იდგნენ.



19 ოქტომბერი, 2021

სოფელ გულეიკარში მცხოვრები თოფურიები აქ დაახლოებით 150 წლის წინათ ჩამოსულან. ჩაგანავები სვანეთიდან ყოფილან გვარად მაჭავარიანები, და კაცის მოკვლის გამო წამოსულან.მათ სალოცავიც ჰქონიათ.ტყვირის ეკლესიას საჩაგანავოს ეძახიან მათი გვარის წარმოშობა კერპ. ჩაგუნას უკავშირდება. სოფ.კოდორში მცხოვრები სიმონიების წინაპრები დაახლოებით 70 წლის წინ ჩამოსულა სოფ ნოსირიდან.

ხორშში გაბელიების გვარს ადრიდანვე უცხოვრია,ღელე კაუტიას პირას..აქ ძველად უცხოვრიათ პაჭკორიებს,ნარაკიებს.

სოფ.ციზეთში ცხოვრობდნენ ქადარიები,ჯორჯიკიები,შელიები,ხვიჩიები,კვიკვინიები,მარშანიები,აფშილავები.ყველაზე ძველ გვარად ითვლებიან ჩარტიები.

გვარამიები აქ თეკლათიდან ჩამოსულა 70 წლის წინ და გვასალიას ჩასიძებია.

ხორშის თემის პატარა ზანაში უძველესი გვარია ჭითავა,ისინი აზნაურები იყვნენ.

მატახერიებიც აზნაურები ყოფილან.ისინი ხორშის ზემოთ მაღლობზე სამატახერიოში ცხოვრობდნენ.

ჭანტურიები გადმოსულან ჯვარიდან

ფაჩულიების გვარი აფხაზეთიდან მოსულა გადმოცემით, 4 ძმა ჩამოსულა იქიდან.

ლაბახუები გალიიდან გადმოსულან.

აბაკელიები მარტვილიდან,

სოფ.საგუგუნავოში მცხოვრები სომეხი კაზარიანი აქ იშვილა გუგუნავამ.მეცხრამეტე მეოცე საუკუნის მიჯნაზე.როცა ნაშვილებმა თავისი წარმოშობის შესახებ გაიგო, ძველი გვარი დაიბრუნა ამის მერე გუგუნავამ ის სახლიდან გააგდო და აქვე ,სოფელში სხვაგან დასახლდა.

გუგუნავებსა და მათ შორის ქორწილი მაინც დაუშვებელია. ზოგი თავს მეგრელად (ქართველად) აღიარებს და არა სომხად.

ჯგერენაია გურძემიდან წამოსულა და გუგუნავებს ჩასიძებია.

მირცხულავები აღმოსავლეთ საქართველოდან ჩამოსულან დაახლოებით 200 წლის წინათ.მაშინ მათ მეგრული არ სცოდნიათ.

კანკავები გურიიდან გადმოსულან დაახლოებით 400 წლის წინ.



გაზეთი ,,დროება" 1885 წ. N 120

შინაური ქრონიკა.

სენაკის მაზრაში სოფ.წაჩხურს მაისის 28-ს იციან ჯარიანობა (შეკრება) რომელზედაც ხალხი ბლომად შეიკრიბა და დაიწყეს მშვენიერი ცეკვა-მღერა და შემდგომ ცხენებით თამაში გამართეს, სხვათა შორის ამ შეკრებულობაში მისული იყო ერთი იქაური აზნაური იულიონ ნაჭყებია, რომელსაც ჩხუბი აუტეხა ხალხმა სრულიად ტყუილუბრალოდ და უმოწყალოდ სცემა ჯოხებით და ქვებით, გამწარებულმა და მოთმინებიდან გამოსულმა ნაჭყებიამ რევოლვერი ამოიღო და ექვსი ტყვიით გატენილი და დასცალა, ოთხი ტყვია ასცდა ხალხს და ორით კი ორი კაცი მძიმედ დასჭრა.ბოლოს,როცა ჩხუბი გათავდა , ვიკითხე მიზეზი ჩხუბისა და აღმოჩნდა,რომ ჩხუბის მოთავე ყოფილა ადგილობრივი მ. თავის ამალით,რომელთა მოვალეობაა ჩხუბის ატეხა კიარა,დამშვიდება იყო.

დროება 1885 წ. N 182

მთავრობის განკარგულებით აბაშის სტანციაში დაწესდა იარმურკობა,რომელიც დაიწყება 1 სექტემბრიდამ და გაგრძელდება თოთხმეტამდე.

მთავრობის განკარგულებისამებრვე აბაშაში დაწესდება სასამართლოს განყოფილება და როგორც ისმის ახალ წლიდან დაიწყებს მოქმედებას .



21 ოქტომბერი, 2021 


....1863 წ. სამეგრელოს მთავარმა, ლევანმა, თავად როსტომ ჩიქოვანს აჩუქა 5 კომლი გლეხი გვარად ჯანაშიები და ფაცაციები ..როსტომის სიკვდილის შემდეგ მისმა მემკვიდრეებმა გლეხებს გადასახადი გაუზარდეს რასაც ჯანაშიების და ფაცაციების აჯანყება მოჰყვა .აჯანყებამ სერიოზული ხასიათი მიიღო.. გლეხებმა სცადეს კანონიერი გზით მიეღწიათ სამართლისთვის და მიმართეს მეფის ნაცვალს მაგრამ უშედეგოდ. მოიწვიეს კრება და ფიცი დადეს რომ ბოლომდე იბრძოლებენ სიმართლისთვის .მეთაურად აირჩიეს გლეხი ბოშია ჯანაშია, ასევე გულა ჯანაშია,ბართაია ჯანაშია სოფრომიკა და ხახულია ჯანაშია.ესენი მთავარ დამნაშავეებად არიან გამოყვანილი გამოძიების მიერ ,თუმცა მთავარი მაინც ბოშია და გულა ჯანაშიები იყვნენ. აჯანყების ჩასახშობად ჩიქოვანებმაც დაიწყეს მზადება ურჩი გლეხების დასასჯელად..

სენაკის ოლქის უფროსმა ,ჩიქოვანების მოთხივნით,სოფ..თამაკონში მიავლინა თავისი თანაშემწე ნანეიშვილი 10 კაზაკითურთ იმ მიზნით,რომ მას განდგომილი ჯანაშიები მოერჯულებინა.რაზმს თან ახლდა რამდენიმე შეიარაღებული თავად- აზნაური. ნანეიშვილმა სოფლის ხელოსანი გაუგზავნა აჯანყებულებს და იარაღის ჩაბარება მოსთხოვა მათ, გლეხებმა ხელოსანი დააკავეს ამის მერე ნანეიშვილმა აზნაური გოტა ცაგურია მიუგზავნა მაგრამ უშედეგოდ.

ნანეიშვილმა გადაწყვიტა ტეხურზე გასულიყო, დააპირა კიდეც გლეხებმა სროლა აუტეხეს ამ სროლის დროს მოკლულ იქნა ერთი კაცი და დაიჭრა ორი..გლეხებიდან არავინ დაზიანებულა მხოლოდ სოფრომიკა ჯანაშიას ტანსაცმელში გაირა ტყვიამ. თავად აზნაურების მხრიდან მოკლულ იქნა თავადი ბეჟან დგებუაძე, ხოლო დაიჭრა აზნაური გიორგი დგებუაძე ( ფეხში) და გლეხი გუთი კვაშილავა.(მკლავში),რომელიც თავადებს ახლდა. თუკი გლეხებს შეეძლოთ ტყვია მოეხვედრებიათ დგებუაძის თვის ასევე შეეძლოთ მოეხვედრებიათ კაზაკების თვის მაგრამ მათთვის არ უსვრუიათ და ეს აიხსნება იმით რომ ბეჟან დგებუაძე მამასახლისი იყო თან ძალიან სასტიკი და დაუნდობელი ყოფილა ის სძულდათ გლეხებს...ერთ საბუთში არის ცნობა იმის შესახებ რომ ბეჟან დგებუაძეს გლეხ ბოშია ჯანაშიასთვის ადრე კბილები ჩაუმტვრევია მისდამი სიძულვილს ისიც ამტკიცებს რომ მას ხუთი ტყვია ჰქონდა მოხვედრილი გაღმა ნაპირიდან გლეხები მხოლოდ მას უმიზნებდნენ. დგებუაძე ხიდზე გადადიოდა ცხენით როდესაც ტყვია მოხვდა და მდ.ტეხურში გადავარდა.მისი მოკვლის გამო ხალხს ლექსი გამოუთქვამს.

,,ბეჟა დგებია გეგელუუ,

დღა დო სერქ დეგელუ

ჯანაშიაქ თოფი გო(ყ)ოთუ 

ტეხირს ქიგგოკერკელუ

სქანი სირმამი ქუდი

წყარქ მიდასერგელუ.

უსამართო ორდი მარა

ჯოღორქ ქიგგობებელუ....

ამ აჯანყებას სერიოზული გართულებები მოჰყვა მასალა საკმაო მოცულობისაა ამიტომ აქ ერთი ეპიზოდი მომყავს მხოლოდ ბ.ხ.



კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 05.11.2023
ბოლო რედაქტირება 14.11.2023
სულ რედაქტირებულია 8





რა გვარის არიან და სად დაიბადნენ ქართველი აკადემიკოსები

1 0


ირაკლი ივანეს ძე ჯორჯაძე 1917-92წწ გარდ. 72 წლის, საბჭოთა არტილერიის გენერალ-ლეიტენანტი. აკადემიკოსი. მუშაობდა გენერალური შტაბის სამხედრო აკადემიის საჰაერო თავდაცვის დეპარტამენტის ლექტორად. სოფ. საბუე ყვარელი კახეთი

3 0


იასონ (იჩო) აბაშიძე (თუშეთი) 1904-90წწ გარდ. 86 წლის. პროფესორი, მეტყევე. სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის ზოგადი მეტყევეობის, დენდროლოგიისა და ტყის კულტურების კათედრის გამგე. დაბ. სოფ.ზემო ალვანი ახმეტა კახეთი

1 0


ვლადიმერ პაპავა 1955წ. აკადემიკოსი ეკონომისტი წარმ. ჩხოროწყუ, სამეგრელო.

4 0


ფილიპე ზაიცევი 1877-1957წწ. ენტომოლოგი, აკადემიკოსი დაბ. კიევი, უკრაინა.

1 0


ბორის კუფტინი 1892-1953წწ აკადემიკოსი არქეოლოგი, ეთნოგრაფი დაბ. სამარა, რუსეთი.

2 0