1896 წელს თბილისის სასულიერო სემინარიაში ჩააბარა. 1901
წლის 20 ივნისს სემინარიის მეხუთე კურსის სტუდენტი მღვდლად აკურთხეს
და არტაანის მაცხოვრის აღდგომის სახელობის ეკლესიის წინამძღვრად
დაინიშნა. 1902 წლის ნოემბერში ჩალაუბნის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ეკლესიის წინამძღვრად დაინიშნა.
1904 წლის 12 ოქტომბერს ანაგის წმინდა თომა მოციქულის სახელობის ეკლესიის
წინამძღვრად დაადგინეს. 1924 წლიდან აღარ იხსენიება მოქმედი სამღვდელოების სიებში.