XIX საუკუნის მიწურულს ბერობის სურვილმა ტიბაანში, ხირსის წმინდა სტეფანეს სახელობის მამათა მონასტერში მიიყვანა, სადაც იქაური ბერების ხელმძღვანელობით საფუძვლიანად შეისწავლა წმინდა წერილი, გალობა და საეკლესიო ტიბიკონი.
1902 წელს მონასტრის წინამძღვარმა, არქიმანდრიტმა ლეონტიმ (ბაქრაძე) ახალგაზრდა მორჩილი ალექსანდრე ბერად აღკვეცა და სახელად ამბროსი უწოდა. ამავე წლის 27 ოქტომბერს დიაკვნად აკურთხეს. 1903 წლის 2 მარტს თბილისის მაცხოვრის ფერისცვალების სახელობის მონასტერში გადაიყვანეს.
1905 წლის 15 მაისს მღვდლად დაასხეს ხელი და გარეჯის წმინდა იოანე ნათლისმცემლის სახელობის მონასტერში დანიშნეს. ამავე წლის 15 ივნისს მონასტრის ხაზინადრობა ჩააბარეს.
1905 წლის 27 ოქტომბერს იმერეთის ეპისკოპოსმა ლეონიდემ (ოქროპირიძე) სამეგრელოში, მარტვილის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის მონასტერში გადაიყვანა და ამავე წლის 11 დეკემბერს საგვერდულით დააჯილდოვა.
1906 წლის 15 ნოემბერს ისევ ნათლისმცემელის მონასტერში დააბრუნეს.
1907 წლის 1 სექტემბერს შიომღვიმის მონასტერში განამწესეს.
1908 წლის 10 მაისს თბილისის მაცხოვრის ფერისცვალების სახელობის მონასტერში დაადგინეს. ამავე წლის 10 დეკემბრიდან კვალვ ხირსის მონასტერშია და დროებით ხაზინადრობა შეუთავსეს.
1910 წლის 7 ოქტომბერს შუამთის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის სახელობის მონასტერში გადაიყვანეს.
1912 წლის 26 ნოემბერს ისევ ითხოვა ხირსის მონასტერში გადასვლა და ხაზინადრობა.
1913 წლის 4 იანვარს ეგზარქოსმა ინოკენტიმ (ბელიაევი) ამ თხოვნას შემდეგი რეზოლუცია დაადო: `რადგან მამა ამბროსიმ 1902-12 წლებში რვაჯერ გამოიცვალა ადგილი, უარი ეთქვა სადმე გადაყვანაზე.
1913 წლის 29 აპრილიდან ისევ ფერისცვალების მონასტრის წევრია, ხოლო ამავე წლის 20 ოქტომბრიდან კვლავ ხირსაში დაბრუნდა და 25 ნოემბერს ხაზინადრად დაინიშნა.
1914 წელს გაურკვეველი მიზეზით დააპატიმრეს და მეტეხის ციხეში ჩასვეს.
1915 წლის 27 მარტს ხირსის მონასტრის წინამძღვარი, იღუმენი დიმიტრი (ყარყარაშვილი) წერს ქართლ-კახეთის მონასტრების მთავარხუცესს, არქიმანდრიტ ნაზარს (ლეჟავა): `თქვენო მაღალ ღირსებავ, მამაო ბლაღოჩინო, ჩემდამი რწმუნებული მონასტრის მღვდელმონაზონი ამბროსი, რომელიც პასუხისგებაში გახლამთ მიცემული ასი მანეთის თავდებებით გახლამთ გამოშვებული. მეტეხის ციხის მთავრობის მოწმობა აქვს და გიახლათ ჩემს მონასტერში 20 მარტს და ცხოვრობს აქ. მოგახსენებთ რა ამას, თქვენო მაღალ ღირსებავ, გთხოვთ უმორჩილესად, ეს საქმე იცოდეთ
1918 წელს სამკერდე ოქროს ჯვრით დაჭჯილდოვდა და ხირსის მონასტერში განამწესეს.
1922 წელს ბოდბის წმინდა ნინოს სახელობის დედათა მონასტრის მწირველად
განამწესეს.
1924 წელს ხელისუფლებამ ბოდბის მონასტერი დახურა და მამა ამბროსი უადგილოდ დარჩა.
1925 წლის ნოემბერში წილაკნის ეკარქიაში, სოფელ ყურისუბნის (ძალისას) წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის წინამძღვრად დაინიშნა.
1926 წლის 3 აპრილს იღუმენის წოდება მიენიჭა.
1927 წლის 7 ოქტომბრიდან ბოდბის ეპარქიის, სოფელ ჯუგაანის ეკლესიის მღვდელმსახურია.
1930 წლის 9 აპრილს არქიმანდრიტის წოდება მიენიჭა,
1935 წელს თბილისის წმინდა დიდმოწამე მარინეს სახელობის ეკლესიის წინამძღვრად დაინიშნა.
1937 წლის 4 აპრილს გათავისუფლდა წინამძღვრის მოვალეობიდან და აწყურის ”'თეთრი“ წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის საძმოში განამწესეს.
1939 წლის 12 აგვისტოს ამავე ტაძრის წინამძღვრად დაინიშნა.
1950-54 წლებში ალავერდის ეპარქიის მთავარხუცესის მოვალეობას ასრულებს.
1951 წლის 18 აგვისტოს, ალავერდელმა ეპისკოპოსმა გაბრიელმა (ჩაჩანიძე) ალავერდის მონასტრის კრებულში განამწესა და წინამძღვრის მოვალეობა შეუთავსა. ასევე დაევალა ზემო და ქვემო ალვანის სამრევლოებში სამღვდელო წესების შესრულება.
1952 წლის 15 ნოემბერს ვარდისუბნის ყოვლადნმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ეკლესიის წინამძღვრად დაინიშნა.
1953 წლის დასაწყისში თელავის ”ღვთაების” სახელობის საკათედრო ტაძრის წინამძღვრად დაინიშნა.
1954 წლის 12 იანვარს მოხუცებულობის გამო, პენსიაზე გავიდა. არქიმანდრიტი ამბროსი 1955 წლის 9 თებერვალს გარდაიცვალა. შუამთის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის სახელობის მონასტერი:
არქიმანდრიტი ამბროსი, ერისკაცობაში –- ალექსანდრე გიორგის ძე ალადაშვილი, 1872 წელს სიღნაღის მაზრის სოფელ ჯუგაანში, გლეხის ოჯახში დაიბადა მომავალმა მოძღვარმა დაამთავრა სოფელ ზემო მაჩხა- ანის ერთკლასიანი სამრევლო-საეკლესიო სასწავლე- ბელი. XIX საუკუნის მიწურულს ბერობის სურვილმა ტიბაანში, ხირსის წმინდა სტეფანეს სახელობის მამათა მონასტერში მიიყვანა, სადაც იქაური ბერების ხელმძღვანელობით საფუძვლიანად შეისწავლა წმინდა წერილი, გალობა და საეკლესიო ტიპიკონი. 1902 წელს მონასტრის წინამძლვარმა, არქიმანდრიტმა ლეონტიმ (ბაქრაძე) ახალგაზრდა მორჩილი ალექსანდრე ბერად აღკვეცა და სახელად ამბროსი უწოდა. ამავე წლის 27 ოქტომბერს დიაკვნად აკურთხეს.
სხედან მარცხნიდან: არქიმანდრიტი იონა (შავლიაშვილი) და ეპისკოპოსი ლეონიდე (ოქროპირიძჰქძე). უკან ცენტრში დგას მორჩილი ალექსანდრე ალადაშვილი. გარეჯის ნათლისმცემლის მონასტერი XX საუკუნის დასაწყისი;
1903 წლის 2 მარტს თბილისის მაცხოვრის ფერისცვალების სახელობის მონასტერში გადაიყვანეს. 1905 წლის 15 მაისს მღვდლად დაასხეს ხელი და გარეჯის წმინდა იოანე ნათლისმცემლის სახელობის მონასტერში დანიშნეს. ამავე წლის 15ივნისს მონასტრის ხაზინადრობა ჩააბარეს. 1905 წლის 27 ოქტომბერს იმერეთის ეპისკოპოსმა ლეონიდემ (ოქროპირიძე) სამეგრელოში, მარტვილის ყოვლადწმინდა ლვთისმშობლის მიძინების სახელობის მონასტერში გადაიყვანა და ამავე წლის 11 დეკემბერს საგვერდულით დააჯილდოვა. 1906 წლის 15 ნოემბერს ისევ ნათლისმცემლის მონასტერში დააბრუნეს. 1907 წლის სექტემბერს შიომღვიმის მონასტერში განამწესეს. 1908 წლის10 მაისს თბილისის მაცხოვრის ფერისცვალების სახელობის მონასტერში დაადგინეს. ამავე წლის 10 დეკემბრიდან კვალავ ხირსის მონასტერშია და დროებით ხაზინადრობა შეუთავსეს. 1910 წლის 7 ოქტომბერს შუამ- თის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის სახელობის მონასტერში გადაიყვანეს. 1912 წლის 26 ნოემბერს ისევ ითხოვა ხირსის მონასტერში გადასვლა და ხაზინადრობა. 1913 წლის 4 იანვარს ეგზარქოსმა ინოკენტიმ (ბელიაევი) ამ თხოვნას შემდეგი რეზოლუცია დაადო: „რადგან მამა ამბროსიმ 1902-1912 წლებში რვაჯერ გამოიცვალა ადგილი, უარი ეთქვა სადმე გადაყვანაზე“. 1913 წლის 29 აპრილიდან ისევ ფერისცვალების
15-1 საპატრიარქოს უწყებანი N15 11-17 აპრილი 2013წ გვ.18
მონასტრის წევრია, ხოლო ამავე წლის 20 ოქტომბრიდან კვლავ ხირსაში დაბრუნდა და 25 ნოემბერს ხაზინადრად დაინიშნა. 1914 წელს გაურკვეველი მიზეზით დააპატიმრეს და მეტეხის ციხეში ჩასვეს. 1915 წლის 27 მარტს ხირსის მონასტრის წინამძღვარი, იღუმენი დიმიტრი (ყარყარაშვილი) სწერს ქართლ-კახეთის მონასტრების მთავარხუცესს, არქიმანდრიტ ნაზარის (ლეჟავა): „თქვენო მაღალ ღირსებავ, მამაო ბლაღოჩინო! ჩემდამი რწმუნებული მონასტრის მღვდელ-მონაზონი ამბროსი, რომელიც პასუხისგებაში გახლამთ მიცემული, ასი მანეთის თავდებებით გახლამთ გამოშვებული. მეტეხის ციხის მთავრობის მოწმობა აქვს და გიახლათ ჩემს მონასტერში 20 მარტს და ცხოვრობს აქ. მოგახსენებთ რა ამას, თქვენო მაღალღირსებავ, გთხოვთ უმორჩილესად, ეს საქმე იცოდეთ“. 1915 წლის 21 ივლისს მამა ამბროსი შიომღვიმის მონასტერში გადაიყვანეს. 1917 წლის 5 აგვისტოს გარეჯის წმინდა იოანე ნათლისმცემლის სახელობის მონასტერში დაადგინეს, შემდეგ წლებში კი მას ისევ ხირსის მონასტერში ვხედავთ. 1918 წელს სამკერდე ოქროს ჯვრით დაჯილდოვდა. 1922 წელს, შეთავსებით, მამა ამბროსი ბოდბის წმინდა ნინოს სახელობის დედათა სავანის მწირველ მოძღვრად დაინიშნა. 1924 წელს ადგილობრივმა ხელისუფლებამ ბოდბისა და ხირსის მონასტრები დახურა და მამა ამბროსი უადგილოდ დარჩა.
მღვდელმონაზონი ამბროსი და მისი ძმა შაქრო, 1909 წლის 23 იანვარი;
1925 წლის 28 თებერვალს მღვდელ-მონაზონი ამბროსი თხოვნით მიმართავს წილკნელ ეპისკოპოს პავლეს (ჯაფარიძე) „მის ყოვლადუსმღვდელოესს, მეუფე ეპისკოპოსს პავლე წილკნელს. ვინაიდგან ამჟამად უადგილოდ ვიმყოფები, ამისათვის სიმდაბლით ვთხომ თქვენ მეუფებას: მომცეთ თქვენ ეპარქიაში თავისუფალი მღვდლის ადგილი, სადაც თქვენი მეუფება ინებებს. ეპისკოპოსმა პავლემ იგი სოფელ ყურისუბნის (ძალისას) წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის წინამძღვრად დანიშნა. 1926 წლის 18 აპრილს მუხრანის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ეკლესიის წინამძღვარი, დეკანოზი გიორგი მარინაშვილი, ავადმყოფობის გამო, ითხოვს მეორე მღვდლის განწესებას. ეპისკოპოსისადმი მიწერილ წერილში თავისი სამრევლოს მოვლას იგი მამა ამბროსის ანდობს: „ამ ბოლო ხანს მეწვია უძლურება და ხშირად მრევლს დაგვიანებით ვუსრულებ სამსახურს. მათ მოითხოვეს მეორე მღვდელიც ყოფილიყო განწესებული. მათი არჩევანი შეჩერდა ძალისის ეკლესიის მღვდელმონაზონ ამბროსიზე. მე გახლავართ სრულიად უმამულო, შემოსავალი, გარდა მღვდლობისა, არსაიდან, მღვდელ-მონაზონ ამბროსის ვიცნობ, როგორც სათნო ადამიანს, იმედი მაქვს, რომ მოცემას შეძლებს. მე კი დანარჩენი დღენი ცხოვრებისა ჩემისანი მინდა გავატარო სიწყნარეში და სიკვდილიც ქრისტიანული მეღირსოს; ამიტომ გთხოვთ, შეგვისრულოთ წადილი მეც, მრევლსაც და მამა ამბროსისაც და გადმოიყვანოთ მუხრანში მეორე მღვდლის ადგილზე“. 1926 წლის 3 აპრილს დედაეკლესიაში ერთგული და პატიოსანი სამსახურისათვის წილკნის ეპარქიის | ოლქის მთავარხუცესმა, მლვდელმა ლევან ტლაშაძემ მამა ამბროსი საეკლესიო ჯილდოზე წარადგინა. იგი ეპისკოპოს პავლეს სწერდა: „მღვდელ-მონაზონი ამბროსი ხელდასხმულია 1905 წლიდან, უმსახურნია სხვადასხვა მონასტრებში ხაზინადრის თანამდებობებზე, აქვს ნაბოძები ჯილდოდ 1918 წელს მკერდის ჯვარი. ამჟამად მოძღვრობს ძალისის სამრევლოს პირნათლად და ფაქიზად, მრევლიც კმაყოფილია მით, რომ იგი სცდილობს მათის ეკლესიის კეთილდღეობისათვის. ზნეობრივად მას ყველა მაღლა აყენებს ყოფაცხოვრებით, რაიც საზოგადოდ ვალია ყოველთვის მღვდლისა და განსაკუთრებით ამ მიმდინარე დროში, როდესაც ურწმუნოებით გარემოცულია ახალი თაობა. აღვწერ რა ზემორეს, მოგახსენებთ, მღვდელმონაზონი ამბროსი, ჩემის აზრით, ღირსია აყვანილ იქნას იღუმენის ხარისხში“. ეპისკოპოსი პავლე არ იყო დიდი მოყვარული საეკლესიო ჯილდოებისა და ამ თხოვნაზე ასეთ მკაცრ მინაწერსაც აკეთებს: „მთავარხუცესი ძალიან იაფად არიგებს ჯილდოებს". 1926 წლის 1 ივნისს მამა ამბროსის შეთავსებით დაევალა აღაიანის სამრევლოს პატრონობაც. 1926 წლის 2 ოქტომბერს ნატახტარის წმინდა იოანე ღვთისმეტყველის სახელობის ეკლესიის წინამძღვრად ინიშნება. 1927 წლის 22 სექტემბერს მღვდელ-მონაზონი ამბროსი ტოვებს წილკნის ეპარქიას და ამავე წლის 7 ოქტომბრიდან ბოდბის ეპარქიის, სოფელ ჯუგაანის წმინდა ჯვრის გამოჩინების სახელობის ტაძრის წინამძღვრად ინიშნება. სამი წელი თავდადებითა და პატიოსანად ემსახურებოდა თავის მშობლიურ სოფელს მამა ამბროსი. ამასობაში ათეისტური პროპაგანდა აქტიურ ფაზაში შედიოდა. კომუნისტები ვერ ურიგდებოდნენ ჯერ კიდევ შემორჩენილი ტაძრების მოქმედებას და იქ სასულიერო პირების ყოფნას. XX საუკუნის 20-იანი წლების ბოლოსა და 30-იანი წლების დასაწყისში მათ კიდევ უფრო შეავიწროვეს ეკლესია. ტვინარეული ახალგაზრდა კომკავშირელები და „მებრძოლ უღმერთოთა კავშირის წევრები“ ასე ერქვა ეკლესიის წინააღმდეგ მოქმედ ორგანიზაციას – სოფელ-სოფელ დაძრწოდნენ და პირდაპირ ზეწოლასა და მუქარას ახორციელებდნენ სამღვდლოებაზე. 1930 წლის 30 იანვარს მამა ამბროსი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ, უნეტარეს ქრისტეფორეს (ციცქიშვი-
15-2 საპატრიარქოს უწყებანი N15 11-17 აპრილი 2013წ გვ.19
ლი) სწერდა: „მოვახსენებ თქვენს უნეტარესობას -- სოფელ ჯუგაანის მორწმუნეთა ერის თანდასწრებით გამოცხადებულ იქმნა ეკლესია დაკეტილად და ბერმო- ნაზონი ამბროსი განიდევნოს ამ ოთხი საათის განმავლობაში, ამა წლის 28 იანვრიდან“. როგორც ხედავთ, მამა ამბროსის ულტიმატუმი წაუყენეს, დაეტოვებინა სოფელი. შემზარავი ფაქტი მოხდა ახლომდებარე სოფელ საქობაოში, სადაც არქიმანდრიტი ტარასი (კანდელაკი, შემდგომში -- წილკნელი ეპისკოპოსი) მსახურობდა. აი, რას წერდა იგი 1930 წლის 22 მაისს: „26 იანვარს ამა წლისა მე ერთი კვირით თბილისში წამოვედი და ამ დროს ჩემს სახლს დასცემოდნენ 21კომკავშირელი, აერდაერიათ იქაურობა, დაებეჭდათ სახლი, გაერეკათ ჩემი საქონელი და წასულიყვნენ. თან თურმე მემუქრებოდნენ, მღვდელი სადღა დაგვემალაო. მას შემდეგ მიწერ-მოწერა მაქვს მრევლთან და ვკითხულობ დროდადრო ამბებს. აი, რა მომწერა ერთმა მრევლთაგანმა, რომელსაც სიტყვასიტყვით მოგახსენებთ: „ჩვენო მოძღვარო, ჩვენ ეკლესიაში აღარაფერია, სულ დაუნგრევიათ, კანკელი სულ დაუმტვრევიათ, გარდამოხსნა წაუღიათ, ფეხისადგილში ჩაუგდიათ და იმის კუბო სულ დაუმტვრევიათ, შუშები ერთი აღარ უზის ეკლესიას. ერთი სიტვით, თითონ ფეხისადგილად გახადეს; არ მინდოდა მომეწერნა, მაგრამ გულმა აღარ გამიძლო. ამას სარწმუნოების დევნა ჰქვიანო? -- კითხულობს მწუხარებით მრევლთაგანი“. ამ წერილების წაკითხვის შემდეგ რთულია, რაიმე დასკვნები გააკეთო. მსგავსი მდგომარეობა იყო თითქმის მთელ საქართველოში და საკვირველია, ამის შემხედვარე სამლვდელოებამ როგორ მოახერხა და შეინარჩუნა სულის სიმტკიცე და ნებისყოფა.
არქიმანდრიტი ამბროსი ალადაშვილი 1947 წლის 27 სექტემბერი;
1930 წლის 9 აპრილს მამა ამბროსის არქიმანდრიტის წოდება მიენიჭა. უცნობია, სად ცხოვრობდა ან სად გააგრძელა მან მღვდელმსახურება ჯუგაანიდან წასვლის შემდეგ. 1932-1933 და 1935-1937 წლებში მამა ამბროსის თბილისის წმინდა დიდმოწამე მარინეს სახელობის ტაძრის წინამძღვრად ვხედავთ. 1937 წლის 4 აპრილს იგი ისევ ალავერდის ეპარქიაში, სოფელ აწყურის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის საძმოში ინიშნება. 1939 წლის 9 იანვარს აწყურის წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, არქიმანდრიტი მელქისედეკი გადადგა და მის ადგილზე მამა ამბროსი დაინიშნა. უწმინდესი და უნეტარესი კალისტრატე წერდა: „გულისტკივილით ვასრულებ მამა მელქისედეკის დაჟინებულ თხოვნას. ავადმყოფობის გამო ვათავისუფლებ სამსახურიდან და ვუცხადებ მწყემსთავრულ მადლობას ეკლესიისადმი ერთგული სამსახურისათვის და მორწმუნეთადმი მამაშვილური განწყობისათვის. კრებული ჩაიბაროს არქიმანდრიტმა ამბროსიმ". 1939 წლის მიწურულს აწყურის თეთრი გიორგის ეკლესია დაიკეტა და მამა ამბროსი უადგილოდ დარჩა. იმ პერიოდში მთელ ალავერდის ეპარქიაში მოქმედი მხოლოდ თელავის ღვთაების საკათედრო ტაძარიღა იყო. მიუხედავად იმისა, რომ მეორე მსოფლიო ომის დროს ხელისუფლებამ ნება დართო სამღვდელოებას ეკლესიების ამოქ მედებისა, აწყურის წმინდა გიორგის ეკლესიისა და ალავერდის ტაძრის გახსნას ადგილობრივი ფუქციონერები არ ჩქარობდნენ. ამასთან დაკავშირებით კათოლიკოს-პატრიარქი კალისტრატე 1944 წლის 19 აგვისტოს თხოვნით ბარათს უგზავნის საქართველოს კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის მდივანს,
15-3 საპატრიარქოს უწყებანი N15 11-17 აპრილი 2013წ გვ.20
კანდიდ ჩარკვიანს: „გაწუხებთ, ვინაიდან კ. ქადაგიშვილი ჯერ მოსკოვიდან არ დაბრუნებულა, საქმე კი საშურია. თელავის რნის აწყურის წმ. გიორგის ეკლესიაში ღვთისმშობლობა იდღესასწაულება. ამ დღისათვის, გარდა ადგილობრივი მოსახლეობისა კ იკრიბება დიდძალი მლოცველი, განსაკუთრებით ფშავები, ხევსურები და თუშები, თხოულობენ ბავშვების მონათვლას, ზიარებას, ჯვრისწერას, პარაკლისებს, პანაშვიდებს, ხოლო ტაძარი კი მათთვის დაკეტილია. სანამ საზოგადო განკარგულება გამოიცემოდეს მოკრძალებით გთხოვთ ბრძანებას ტაძრის გახსნაზე 23 აგვისტოდან 6 სექტემბრამდე, რათა დაკმაყოფილებულ იქნეს მსურველთა სარწმუნოებრივი მოთხოვნილებები. თავისთავად იგულისხმება, რომ მოძღვარი დღესასწაულის და კვირა დღის გარდა წესებს შეასრულებს საღამოს საათებში, სასოფლოსამეურნეო მუშაობის დამთავრების შემდეგ.“ 5 დღის შემდეგ თელავის რაიაღმასკომის თავჯდომარის ამხანაგ უთიაშვილის სახელზე საქართველოს რელიგიის საქმეთა რწმუნებულის კ. ქადაგიშვილისაგან მოვიდა წერილი: „საეკლესიო დღესასწაულებთან
დაკავშირებით კათოლიკოს-პატრიარქმა კალისტრატემ დააყენა საკითხი აწარმოოს ღვთისმსახურება თელავის რ-ნის „თეთრი“ გიორგის არა მოქმედ ეკლესიაში. საკითხის განხილვის შემდეგ ნება დაერთო ერთდროული ღვთისმსახურებისათვის აღნიშნულ ეკლესიაში, ვადით 25 აგვისტოდან 6 სექტემბრამდე. ამასთან დაკავშირებით გევალებათ ,,თეთრი“ გიორგის ეკლესიის შენობა გადასცეთ არქიმანდრიტ მელქისედეკს (ცელაძე), არქიმანდრიტ ამბროსის (ალადაშვილი) და იღუმენ სტეფანეს (გიგოლაშვილი) აღნიშნული დროის განმავლობაში, რომლებიც ამ ეკლესიაში შეასრულებენ საკულტო ჩვევებს“. საბოლოოდ, აწყურის წმინდა გიორგის ეკლესია 1946 წელს ამოქმედდა. 1945 წელს უწმინდეს კალისტრატეს მიერ შედგენილ საქართველოს ეკლესიის სამღვდელოების სიიდან ჩანს, რომ მამა ამბროსი სოფელ იყალთოში აღასრულებდა საეკლესიო წესებს. 1946 წლის 10 სექტემბერს ალავერდის ეპარქიის მთავარხუცესი, დეკანოზი მათე ალბუთაშვილი კათოლიკოსპატრიარქ კალისტრატეს უგზავნის ცნობას ეპარქიაში უზომოდ დაბეგრილი მღვდლების შესახებ, სადაც კარგად ჩანს, თუ რამხელა გადასახადების გადახდა უწევდათ მაშინდელ სასულიერო პირებს, არქიმანდრიც ამბროსის დაეკისრა 1688 მანეთის გადახდა. 1950 წლის ნოებერში ალავერდელმა ეპისკოპოსმა გაბრიელმა (ჩაჩანიძე) მამა ამბროსი თელავის ღვთაების საკათედრო ტაძრის წინამძლვრად დანიშნა და ალავერდის ეპარქიის მთავარხუცესის მოვალეობა დააკისრა. 1951 წლის 18 აგვისტოს იგი ალავერდის მონასტრის კრებულში განამწესეს და წინამძღვრის მოვალეობა შეუთავსეს. ასევე დაევალა პერიოდულად ახმეტის რაიონის სოფლების ზემო და ქვემო ალვანის სამრევლოებში საეკლესიო წესების შესრულება. 1952 წლის 15 ნოემბერს მამა ამბროსი ვარდისუბნის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ეკლესიის წინამძღვრად დაინიშნა. 1953 წლის დასაწყისში ისევ თელავის „ღვთაების“ სახელობის საკათედრო ტაძრის წინამძღვარია. 1954 წლის 12 იანვარს მოხუცებულობისა და ჯანმრთელობის გაუარესების გამო იგი პენსიაზე გავიდა. არქიმანდრიტი ამბროსი 1955 წლის თებერვალში გარდაიცვალა.