სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 12012

მთავარი იუბილარი/ ხსენება

მეფე/პატრიარქი/წმიდანები/სინოდი
სასულიერო პირები
ხელაშვილი თეოდოსი (ნიკოლოზ) გიორგის ძე 1777-1844წწ არქიმანდრიტი მოღვ. თელავი ხელაშვილი თეოდოსი (ნიკოლოზ) გიორგის ძე 1777-1844წწ არქიმანდრიტი მოღვ. თელავი

1777-1844 წწ. გარდ. 67 წლის

ბმულის კოპირება

სასულიერო პირები

გვარი ხელაშვილი სია

თელავი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

26       ბეჭდვა

ხელაშვილი თეოდოსი (ნიკოლოზ) გიორგის ძე 1777-1844წწ არქიმანდრიტი მოღვ. თელავი

ხელაშვილი თეოდოსი (ნიკოლოზ) 1777-1844წწ არქიმანდრიტი მოღვ. თელავი

დაამთავრა თელავის სასულიერო სემინარია 1800 წელს.

იყო დავით რექტორის მოწაფე. 1802 წელს აკურთხეს მღვდლად. 1804–1814 წლებში იყო თელავის მიძინების ტაძრის დეკანოზი, 1814–1824 წლებში თბილისის კეთილშობილ ქალთა სასწავლებლის საღვთო სჯულის და ქართული სიტყვიერების პედაგოგი, 1826–1831 წლებში თელავის სასულიერო სემინარიის ზედამხედველი, 1827 წლიდან არქიმანდრიტი, 1831–1844  წლებში იოანე ნათლისმცემლის უდაბნოს წინამძღვარი. თეოდოსი ავტორია თეოლოგიური ხასიათის არაერთი ნაშრომისა, რომელთა დედნები დღეს დაკარგულად ითვლება. იგი თანაუგრძნობდა 1832 წლის შეთქმულებას. ეწეოდა ფართო საქველმოქმედო და საზოგადო მოღვაწეობას. სახელმწიფო და საზოგადო მოღვაწე, განმანათლებელი.

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ. IV. -თბ., 2018. -გვ.42; georgianencyclopedia.ge

არქიმანდრიტი თეოდოსი (ხელაშვილი) 1776-1844
არქიმანდრიტი თეოდოსი, ერისკაცობაში -– ნიკოლოზ გიორგის ძე ხელაშვილი კახეთში, ქ. თელავში, საეკლესიო აზნაურის ოჯახში დაიბადა. რუსული მმართველობის დამყარების შემდეგ ატარებდა მეორე გვარსაც -- მიხაილოვი. მამამისი –– დეკანოზი გიორგი ხელაშვილი თელავში მეფის კარის ეკლესიაში მსახურობდა, იყო გალობის კარგი მცოდნე. XIX ს-ის II ნახევარსა და XX ს-ის 10-იან წლებში მოღვაწე, ასევე ცნობილი დეკანოზი მიხეილ ხელაშვილი, თავის მოგვარე სახელოვან წინაპრებზე წერდა: „აქ ვიტყვი რამდენსამე სიტყვას ხელაშვილებზედ, თუმცა მაგდენი ცნობა კი არა მაქვს რა შეკრებილი ამ საგანზედ. ხელაშვილებმა მიიღეს აზნაურიშვილობა მეფის ირაკლი მეორისაგან 1777 წელს, და აი, რადამსახურებისათვის. პაპის ძმა ხსენებული არქიმანდრიტ თეოდოსისა, სახელად იოსები, ყოფილა  დეკანოზი და კარის მღვდელი მეფისა. ჰყოლია შვილები: დიმიტრი, ლონგინოზ და ნიკოდიმოს და ბიძაშვილი –– დიაკონი გიორგი, მამა არქიმანდრიტისა. შემდეგ ეს გიორგი დეკანოზად იქმნა ნაკურთხი. არქიმანდრიტი თეოდოსი, ერისკაცობაში -– ნიკოლოზ გიორგის ძე ხელაშვილი კახეთში, ქ. თელავში, საეკლესიო აზნაურის ოჯახში დაიბადა. რუსული მმართველობის დამყარების შემდეგ ატარებდა მეორე  გვარსაც -- მიხაილოვი. მამამისი –– დეკანოზი გიორგი ხელაშვილი თელავში მეფის კარის ეკლესიაში მსახურობდა, იყო გალობის კარგი მცოდნე. XIX ს-ის II ნახევარსა და XX ს-ის 10-იან წლებში მოღვაწე, ასევე ცნობილი დეკანოზი მიხეილ ხელაშვილი, თავის მოგვარე სახელოვან წინაპრებზე წერდა: „აქ ვიტყვი რამდენსამე სიტყვას ხელაშვილებზედ, თუმცა მაგდენი ცნობა კი არა მაქვს რა შეკრებილი ამ საგანზედ. ხელაშვილებმა მიიღეს აზნაურიშვილობა მეფის ირაკლი მეორისაგან 1777 წელს, და აი, რა დამსახურებისათვის. პაპის ძმა ხსენებული არქიმანდრიტ თეოდოსისა, სახელად იოსები, ყოფილა დეკანოზი და კარის მღვდელი მეფისა. ჰყოლია შვილები: დიმიტრი, ლონგინოზ და ნიკოდიმოს და ბიძაშვილი –– დიაკონი გიორგი, მამა არქიმანდრიტისა. შემდეგ ეს გიორგი დეკანოზად იქმნა ნაკურთხი. ბებიას ირაკლი მეფისას -–– ანა დედოფალს, ისპაანს ყოფნის დროს თავის შვილის მეფის დავითისა და სიმცირისა გამო თეიმურაზისა -–- ირაკლის მამისა, მოუძებნია, რომ ეპოვა ვინმე ყრმა მშვენიერხმოვანი, ჰსწორი ჰასაკითა და რომ ტკბილმგალობე-ბებიას ირაკლი მეფისას -–– ანა დედოფალს, ისპაანს ყოფნის დროს თავის შვილის მეფის დავითისა და სიმცირისა გამო თეიმურაზისა -–- ირაკლის მამისა, მოუძებნია, რომ ეპოვა ვინმე ყრმა მშვენიერხმოვანი, ჰსწორი ჰასაკითა და რომ ტკბილმგალობე-
21-1 საპატრიარქოს უწყებანი N21 28მაისი-3ივნისი 2015წ გვ.18
არქიმანდრიტი თეოდოსი (ხელაშვილი) 1776-1844 (გაგრძელება)
ლად აღეზარდნა თეიმურაზთან. ·... უპოვიათ ღირსად დიმიტრი და წარუდგენიათ, რომელიც მოსწონებიათ და უბრძანებიათ, განესწავლათ გალობის მოძღვართა. იმ დღიდგან დიმიტრი, მყოფი პალატას შინა, მომგებელი პატიოსნისა და კრძალულისა ცხოვრებისა, რომელიც ჰშვენით კაცთა საკურთხევლის გარემოს მდგომარეთა, მოეწონათ მეფე თეიმურაზს და მეფის ვახტანგის ასულს თამარს და თვით ირაკლიც გააწურთნინეს, რომლისათვის არამცირედ დამაშვრალა დიმიტრი. როდესაც ოსმალთ და ლეკთ მოაოხრეს ქართლ-კახეთი და ქართლი ოსმალთ სრულიად დაიპყრეს, კონსტანტინე მეფის დროს, მთავარნი და აზნაურნი, დამტევებელნი სარწმუნოებისა, მიუდგნენ ლეკთა და იძულებული კონსტანტინე და თეიმურაზ გაიქცნენ ფხოვაში (ფშავში) და მრავალი წელიწადი იცხოვრეს იქ, მაშინ ზემოხსენებული დიმიტრი ხელაშვილი მღვდლობის ხარისხით მსახურებდა მთიულთა მათ შინა ადგილთა, დროთა საჭიროებისა და იწროებისათა და დღესასწაულთაცა თურმე არა მცირე სამკაული იყო და ამგვარად მოაწივა კახეთს პალატსა შინა მეფის ირაკლისა. როდესაც მოწევნილა დრო ირაკლის ძის ვახტანგის სწავლის, მაშინ ამ დიმიტრი ხელაშვილს ჰყოლია შვილი მღვდელი, სახელით იოსებ და ეს ასწავლიდა წერილთა სამლუდელოთა და გალობათა, როგორც ვახტანგს, ეგრეთვე გიორგისაც და განსაკუთრებით საყვარელი ყოფილა ვახტანგისა. მღუდელი იოსებ უპოვიათ კაცად სარწმუნოდ ყოველსავე შინა თანამდებობასა თვისსა და როდესაც ლეონ წარუგზავნიათ რუსეთში იმპერატრიცა ეკატერინა მეორესთან, მაშინ თან ჰხლებია ეს იოსები დეკანოზობის ხარისხით. მამა დიაკონის გიორგისა  ნიკოლოზ  შეზრდილა ერთად მეფე ირაკლისთან სწავლაში და ამის ტკბილხმოვანის გალობისა, მჭევრ-მეფსალმუნეობისა და მწიგნობრობისა მიმართ მიდრეკილი ყოფილა მრთელი გონება ირაკლისა. 1782 წელში დიაკონს გიორგის უკვე დეკანოზობის ხარისხითა ვხედავთ და ირაკლი მეფე გაუჩენს ჯამაგირს თავის სარქრიდან და 1798 წლის სექტემბრის 9-ს გიორგი მეფეს უბრძანებია თუშეთის მებალახეთათვის, რომ საბალახე ცხვრიდან ყოველს წელიწადს თორმეტ ცხვარს მოუკლებლივ მისცემდნენ“. მამამ პატარა ნიკოლოზი თელავის სასულიერო სემინარიაში მიიყვანა აღსაზრდელად, სადაც დავით რექტორის (ალექსი-მესხიშვილი) უშუალო ხელმძღვანელობით საფუძვლიანი განათლება მიიღო. სემინარიაში მას შეუსწავლია შემდეგი საგნები: სიტყვიერება, ლოღიკა, კატეღორია, მეტაფიზიკა, ეთიკა, ფილოსოფია და ღვთისმეტყველება იოანე დამასკელისა, ქართული გალობა, წერა და რუსული ენა. 1799 წელს ქართლკახეთის უკანასკნელი მეფის,გიორგი XII-ის ძის ბაგრატის განჩინებით, ახალგაზრდა ნიკოლოზი განაჩენისა და სამართლის მწერლად დაინიშნა. 1800 წელს დაამთავრა სემინარია და 1801 წლის 17 იანვარს კათოლიკოსმა ანტონ II-მ (ბაგრატიონი) იგი დიაკვნად აკურთხა. დიაკვანი ნიკოლოზი თელავის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის საკათედრო ტაძარში მსახურობდა. 1802 წლის 21 მაისს კათოლიკოსმა ანტონმა მლვდლად დაასხა ხელი. 1804 წლის 25 მარტს დეკანოზის წოდება მიენიჭა და თელავის კარის ეკლესიაში დაინიშნა. 1812 წლის კახეთის აჯანყების დროს რუსის ჯარში მსახურობდა და მღვდელმოქმედებას უსრულებ- და მათ. ამავე წელს ბრინჯაოს ჯვარი ებოძა. 1814 წლის 29 მარტს თბილისის კეთილშობილთა სასწავლებელში ქართული ენისა და საღვთო სჯულის მასწავლებლად დაინიშნა. 1818 წლის 3 მაისს ნაყოფიერი პედაგოგიური სამსახურისათვის მადლობა გამოეცხადა. 1818 წელსვე ეგზარქოს თეოფილაქტეს (რუსანოვი) ლოცვა-კურთხევით თელავის მაზრაში ჩასვლა და ტაძრებისა და სამღვდელოების შტატების წესრიგში მოყვანა და საეკლესიო მეტრიკული წიგნების გამართვა დაევალა, რასაც მამა ნიკოლოზმა წარმატებით გაართვა თავი. 1821 წლის 20 მარტს სამკერდე ოქროს ჯვარი მიიღო. 1824 წლის 28 სექტემბერს, საკუთარი თხოვნის თანახმად, გათავისუფლდა სასწავლებლიდან და ნაყოფიერი პედაგოგიური სამსახურისთვის გამოეცხადა მადლობა და დაენიშნა სამუდამო პენსია 500 მანეთი ასიგნაციებით წელიწადში. დეკანოზ ნიკოლოზს ახლო ურთიერთობა ჰქონდა სამეფო კართან და რუსეთში მყოფ ბატონიშვილებთან, რაც დასტურდება 1822 წლის 2 ნოემბრის წერილით,
რომელსაც სანკტ-პეტერბურგიდან თეიმურაზ გიორგის ძე ბაგრატიონი უგზავნის მოძღვარს: „მაღალღირსო პროთოიერეი, საკუთარო მეგობარო ნიკოლოოზ. წმიდას მარჯვენას გეამბორები: უკაცრაოთ ვიყავ, აქამდის რომ დაგიგვიანე საფილონე, ჟამმა ასე მომცა; შემდგომისა ამის სიით მოგივათ მძიმის ფოშტით თავსა და ბოლოს ჩემის ბეჭდით დაბეჭდილი: საფილონე ფარჩა ცხრა ადლი, რომელსაც ფილონი და ოლარი გამოგივა. კვალად ამ ფარჩასთანვე ძევს ამავე ფარჩისა ორი ადლი ნაჭერი თავსა და ბოლოს ჩემის ბეჭდით დაბეჭდილი. ეს ორი ნაჭერი თერთმეტი ადლი რუსული არის: მეორე ნაჭრისა ბედენიკი და ენქერი გამოგივა. ამასთანავე ორ ნაჭრად ოცდაერთი ადლი, რუსული ადლი არშია თანვე ამ ფარჩისა ძევს. მუყაიშის არშია არის ყვითელი, დიახ, კარგი, რუსნი „გასს“ უწოდებენ ამას და შესამოსელზე და ეკლესიის სამკაულებზედ სუ ამგვარებს ხმა
21-2  საპატრიარქოს უწყებანი N21 28მაისი-3ივნისი 2015წ გვ.19
არქიმანდრიტი თეოდოსი (ხელაშვილი) 1776-1844 (გაგრძელება)
რობენ აქა. შეიკერე ლამაზათ: ჩვენებური ფილონი, რომელსაც რომ ბოლო სწორედ მწყზარის ბოლოს  უგავს, ისე ლამაზად მოყვანილი. მახსოვს, მამაშენირომ ლამაზათ ჩაიცომდა და სატყელს ძუძუსთან შემოიკრავდა თელავს. თუმცა სქელი იყო, მაგრამ კარგად შვენოდა ხოლმე; შენ კი, არამგონია, თუ ახლადასქელდი და უკედ გაგეწყობა. საბუხრეებიც ასე უნდა გაიწყო ხოლმე, როგორც კარგმან კეკლუცმან ქალმა ხრიკით მაჯები. მამა-შვილობას, კიცხევათ კი არ ჩამომართო: საწყალი დიმიტრი მღვდელი არიყო შატბერაშვილი, საკვირველად იცოდა ლამაზად გაწყობა შესამოსლისა, ნამეტნავად საბუხრეებისა და შორიდამ ვფიქრობ, რომ როგორ ლამაზად დაგშვენდება. ღმერთმან მშვიდობაში დიდს ალექსანდრე იმპერატორის ერთგულად სამსახურში და მანდაურის კეთილშობილთ მოძღვრების უმეტეს წარმატებაში მოგახმაროს: მამა-შვილობამ: ხელმწიფე იმპერატორსაც და ქვეყანასაც ასე მმსახურებ შენა, რომ უმეტესის ღირსი ხარ, რომ ვინც მამულისშვილები არიან, რომ ყველამ პატივს გცეს და ღმერთმა ქნას, ეს ჩემი გამოგზავნილი ფილონი ასე ბედნიერად მოგიხდეს, რომ ხელმწიფის მოწყალება და წყალობასაც დაგემართოს, რომ მე შენს ბედნიერის სმენაზედ დიდად ვიხარო და ღირსიც ხარ. მამა-შვილობამ, რასა წამს მოგივიდეს, საჩქაროდ მომწერე პასუხი. უმდაბლესად და უსაკუთრესად საქართველოს მეფის ძე თეიმურაზ“. წერილის მეოთხე გვერდზე წერია შემდეგი: „ბატონის რძალმა ჩემმა მეუღლემ დიდის სიყვარულით მოგიკითხა და ხელს გაკოცა. ნიკოლოზ ჩუბინევი დიდის სიყვარულით მომიკითხე; რა ვქნა, უკაცრაოთ ვარ დარჩომილი, ვერათი მოვიკითხე, მაგრამ ვფიქრობ კი უთუოდ. ჩემს დას დიდის სიყვარულით მოკითხვა მოახსენე. წიგნი დაუგვიანე, მამა-შვილობამ, გული სულ მაგასთანა მაქვს. შენი მშვიდობის ამბავს ნუ დამაკლებ. იოანემ დიდის სიყვარულით მოგიკითხა და ხელს გაკოცა. ეგრეთვე შენმა ძმაკაცმა“. 1826 წლის 18 მარტს იისფერი ხავერდის კამილავკით დაჯილდოვდა. 1826 წლის 8 ივნისს კახეთის საეკლესიო ქონების მმართველად და თელავის სასულიერო სასწავლებლის ზედამხედველად დაინიშნა.  დეკანოზი მიხეილ ხელაშვილი თელავის სასწავლებელში არქიმანდრიტ თეოდოსის მოღვაწეობის ერთ პერიოდს იხსენებს: „1829 წლის 8 მარტს, ხსენებული სასულიერო სასწავლებლის მასწავლებელნი ალექსი სოლოდოვნიკოვი, მიხეილ კანდელაკი და იოანე მაკაროვი -–- სთხოვდნენ არქიმანდრიტ თეოდოსის, როგორც ზედამხედველს, რომ მისცეს მათ ინსტრუქცია, რომლისამებრაც მოიქცენ. როგორც სჩანს, იმ თხოვნიდგან, ამ ხსენებულთ მასწავლებელთ მოწაფენი უსჯიათ როზგითა, თმის გლეჯითა და სხვითა მსგავსითა სახითა. ამის გამო შეშინებულნი მოწაფენი თურმე გაიქცეოდნენ ხოლმე სასწავლებლითგან. ამგვარ დასჯათ მიეხწივნათ არქიმანდრიტ თეოდოსის ყურამდიც და მას აღეკრძალა  ესეგვარი დასჯა, რომლის მიზეზითაც მოუთხოვნიათ ინსტრუქცია, თუ როგორ მოქცეულიკჯყვნენ შემდეგში მასწავლებელნი“,  1826-1828 წლებში, რუსეთ-სპარსეთის ომის დროს, როდესაც ირანის მთავარსარდალ, ბატონიშვილ აბასმირზას ჯარებთან ერთად ირანში გაქცეული ალექსანდრე ერეკლეს ძე ბაგრატიონიც შემოიჭრა კავკასიაში, საქართველოს მთავარმართებელ გენერალადიუტანტის ერმოლოვისა და საქართველოს ეგზარქოსის იონას (ვასილევსკი) ბრძანებით, დეკანოზი ნიკოლოზს დაევალა ხალხის დაწყნარება და რუსეთის იმპერატორის ერთგულებაზე დაფიცება, რაც მოძღვარმა გულმოდგინედ შეასრულა და მადლობა გამოეცხადა პირად საქმეში შეტანით. 1827 წლის 28 იანვარს მაცხოვრის ფერისცვალების სახელობის მამათა მონასტრის წინამძღვარმა და თბილისის სასულიერო სემინარიის რექტორმა, არქიმანდრიტმა ევგენიმ დეკანოზი ნიკოლოზი ბერად აღკვეცა და სახელად თეოდოსი უწოდა. 1827 წლის 2 თებერვალს არქიმანდრიტის წოდება მიენიჭა და გარეჯის წმ. იოანე ნათლისმცემლის სახელობის მამათა მონასტრის წინამძღვრად დაინიშნა. 1829 წელს საგარეჯოში მოხდა გლეხთა აჯანყება,რომლის დაშოშმინება და საქმის დეტალურად გამოკვლევა საქართველოს მთავარმართებელმა, გენერალადიუტანტმა პასკევიჩმა არქიმანდრიტ თეოდოსის დაავალა. მოძღვარმა დიდი ხვეწნა-მუდარითა და გონიერი მოქმედებებით შეძლო აღშფოთებული გლეხობის დაწყნარება და ის ხალხიც გამოარკვია, რომლებიც ცრუ დაპირებებითა და ბოროტმოქმედებით ცდილობდნენ ხალხის ამბოხებას. 1831 წელს, როგორც ჩანს, იგი დაითხოვეს თელავის სასულიერო სასწავლებლის ზედამხედველის

21-3  საპატრიარქოს უწყებანი N21 28მაისი-3ივნისი 2015წ გვ.20
არქიმანდრიტი თეოდოსი (ხელაშვილი) 1776-1844 (დასასრული)
თანამდებობიდან, რადგან ამ წელს, ზედამხედველი სოლოდოვნიკოვი ატყობინებს  თბილისის სასულიერო სემინარიის სამმართველოს, რომ ზედამხედველ თეოდოსი არქიმანდრიტს ჯერ არ ჩაუბარებია საქმეები ინხპექტორისათვის. : დეკანოზი პოლიევქტოს კარბელაშვილი თავის ერთ-ერთ  უბის წიგნაკში არქიმანდრიტ  თეოდოსიზე წერდა: „ეგზარქოსმა მოსემ 1833 წლის ნოემბერში აღმოსავლეთ საქართველოს ეპარქიები მოიარა და ამ დროს ნინოწმიდელებმა სთხოვეს დროებითი ეკლესიის გამართვის ნებართვა ნინოწმინდელთა სასახლეში. მოსემ ნება მისცა. 1834 წლის 13 იანვარს საქართველო-იმერეთის სინოდალურმა კანტორამ მისწერა არქიტექტორს როკოვს ანგარიში შეადგინეო. რიკოვმა ანგარიში წარუდგინა -- 13 069 მანეთი და80 კაპიკი დაჯდებაო, გეგმაც წარადგინა. კანტორამ ამ საქმის შესრულება მიანდო ნინოწმინდის ყოფილი ეპარქიის საეკლესიო მამულების მმართველს, ნათლისმცემლის არქიმანდრიტ თეოდოსს. 1834 წლის 12 მაისს თეოდოსიმ მოახსენა: ხუთი თუმანი სახლის მოწყობას მოუნდება და ათი თუმანი მარნის გამართვასო (ძალიან საჭიროა. სახლი -–  ოთახი 5/4 ადლი, ზედა ზალა -- 7/4 ადლი, მაგარი ქვითკირისა, გაჯით გალესილი, ლამფა მიკრული, ზევიდან ფიცრით დახურული. ნახევარი კანტორამ  გაიღოსო). ამ ფულის ნახევარი კანტორას გადაახდევინა, ნახევარი კი -– 70 კომლმა (მრევლმა) გადაიხადა. 1835 წლის 10 მარტს დაასრულა მშენებლობა და მოახსენა კანტორას, ყველაფერი მზად არისო“. როგორც ამ ჩანაწერიდან ირკვევა, მამა თეოდოსიმ მინიმალურ თანხებში აღადგინა ტაძარი, მაშინ, როცა კანტორის არქიტექტორი როკოვი ამ ყველაფერში 13 069 მანეთს ითხოვდა. 1839 წლის 29 აპრილს წმ. ანას III ხარისხის ორდენით დაჯილდოვდა. 1840 წლის 4 ნოემბერს მოხუცებულობის გამო დაითხოვეს საეკლესიო მამულების გამგეობიდან და მხოლოდ მონასტრის წინამძღვრის თანამდებობა დაუტოვეს. გარდაიცვალა 1844 წლის 25 თებერვალს. დარჩა ერთი გაუთხოვარი და --– ელისაბედ გიორგის ასული, რომელიც თელავში წას. ცხოვრობდა. ამას ყავდა ნათლული იოსებ  არტემაშვილი,რომელსაც დაევალა მამა  სოლო ქონების თავმოყრა და თეელისაბედი წერდა იოსებს: „თქუენ უწყით, რომელ ღვიძლი ძმა ჩემი არქიმანდრიტი იოანე ნათლისმცემლის მონასტრისა თეოდოსი მიხეილოვი გარდაიცვალა წარსულს მარტის თვეში, რომლისა შემდგომ ყოველივე საცხოვრებელი დაშთა მონასტერსა მას შინა, და ეგრეთვე სხვადასხვა სოფლებსა შინაცა, რომელთამე ადგილებთა შინა, არიან მოვალენიცა მისნი, ერთის სიტყვით, რაცა ეკუთვნოდა მას, აწ მე მეკუთვნის მემკვიდრეობით, და მე რადგან არ შემიძლიან სნეულობისა გამო ჩემისა წავიდე იქ მისაღებელად მის საცხოვრებელისა, ამისთვის გთხოვ, მიიღოთ შრომა, წარხვიდეთ და სადაც იმის საცხოვრებელი აღმოსჩნდეს, ყოველივე მიიღოთ, და ჩემ მაგიერსაცა ჯერ იყოს ხელის მოწერა, ხელითა მოაწერეთ და რასაცა თქვენ ამაზედ იქმთ, მე ვერაფერი გისაყვედუროთ“. არქიმანდრიტი თეოდოსი იყო საუცხოო მწიგნობარი, მგალობელი და კალიგრაფი. თავისუფალ დროს წერაში ატარებდა. მისი გაზრდილია მრავალი სასულიერო პირი, რომლებიც XIX ს-ის II ნახევარში მოღვაწეობდნენ აღმოსავლეთ საქართველოში და თავიანთი კეთილსინდისიერი სამსახურით ასახელეს თავიანთი აღმზრდელი. სიკვდილის შემდეგ დარჩა ორი არშინის სიგრძე ყუთი, სავსე საკუთარი ნაწერებით. ეს ხელნაწერები 25 მანეთად შეუძენია ერთ-ერთ დეკანოზს.

კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 27.11.2023
ბოლო რედაქტირება 15.12.2025
სულ რედაქტირებულია 3





მოიძიე გვარით, სასულიერო პირები, 5000-ზე მეტი ანბანის მიხედვით

2 0

საქართველოს მმართველები უძველესი დროიდან დღემდე

2 0

15000 მდე ქართული გვარი საქართველოში ქალაქების და სოფლების მიხედვით

1 0

იპოვე შენი გვარი და გაეცანი სად ცხოვრებენ მოგვარეები

საქართველოს მმართველები ძვ. წთ XII-VIII საუკუნის დასაწყისიდან დღემდე

1 0


საქართველოს მეფეები ძვ.წლ. IV-1810 წლები სულ 98 მეფე მეფობის პერიოდი მიახლ 2150 წელი

1 0


3300 გვარი ქართლში ქალაქების და სოფლების მიხედვით

1 0