სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 10421

მთავარი იუბილარი/ ხსენება

გენერლები საქართველოდან 800-ზე მეტი /Генералы/Generals
გენერლები საქართველოდან 800-ზე მეტი
დიმიტრი ამილახვარი გიორგის ძე 1906-42წწ  საფრანგეთის გენერალი წარმ. სოფ. ჭალა კასპი

1906-1942 წწ. გარდ. 36 წლის

ბმულის კოპირება

გენერლები საქართველოდან 800-ზე მეტი

გვარი ამილახვარი სია

კასპი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

6       ბეჭდვა

დიმიტრი ამილახვარი გიორგის ძე 1906-42წწ საფრანგეთის გენერალი წარმ. სოფ. ჭალა კასპი

დაბადების ადგილი: სოფელი ბაზორკინი, თერგის ოლქი(ახლანდელი ჩერმენი), ჩრდილოეთ ოსეთი.


საფრანგეთის არმიის ოფიცერი. წარმოშობით ქართველი. დაბადების ადგილის მიხედვით "ბაზორკად" წოდებული. 14 წლამდე იზრდებოდა საქართველოში, შემდეგ ოჯახთან ერთად გადასახლდა უცხოეთში. 1922 წლიდან ცხოვრობდა პარიზში. სწავლობდა სენ–სირის სამხედრო სასწავლებელში(1924–1926), რომლის დასრულების შემდეგ მსახურობდა ჩრდილოეთ აფრიკაში საფრანგეთის უცხოურ ლეგიონში.


II მსოფლიო ომის დასაწყისში იგი ჩაირიცხა სიდ–ბელ–აბესში(ალჟირი) შექმნილი უცხოური ლეგიონის XIII ნახევარბრიგადაში(1940 წლის თებერვალი). თავი ისახელა ნარვიკის ბრძოლაში(1940 წლის მაისი–ივნისის დამდეგი). ჰიტლერული ოკუპაციის დროს ლეგიონი ჩრდილოეთ საფრანგეთიდან ინგლისში გადავიდა, სადაც შეადგინა თავისუფალი საფრანგეთის ძალების პირველი ბირთვი. გერმანელთა მიერ საფრანგეთის ოკუპაციისთანავე უცხოური ლეგიონის მაიორი დიმიტრი ამილახვარი ლონდონში ჩავიდა და შეუერთდა გენერალ შარლ დე გოლის "თავისუფალი საფრანგეთის" არმიას. დიმიტრი ამილახვარი მონაწილეობდა ერითრიის კამპანიაში, განსაკუთრებით ისახელა თავი ქალაქ მასაუის აღებისას, სადაც მოულოდნელი შეტევით ხელში იგდო იტალიელთა რამდენიმე საესკადრო ნაღმოსანი და მრავალი ტყვე(1941 წლის 7 აპრილი). მან მონაწილეობა მიიღო სირიის კამპანიაში, ქალაქ დამასკოს აღებაში. ამისათვის საფრანგეთის პროფაშისტურმა ხელისუფლებამ მას დაუსწრებლად მიუსაჯა სიკვდილით დასჯა. დიმიტრი ამილახვარმა მიიღო ლეიტენანტ–კოლონელის წოდება და დაინიშნა უცხოური ლეგიონის ნახევარბრიგადის მეთაურად. მისმა ნაწილმა გენერალ კენიგის ბრიგადის შემადგენლობაში დიდი წინაარმდეგობა გაუწია გერმანელ გენერალ ე–ს,16–დღიან ბირ–ჰაკეიმის ბრძოლაში(1942 წლის 26 მაისი–10 ივნისი, ეს ბრძოლა სამხედრო ხელოვნების ისტორიაში "უდაბნოს ვერდენად" არის  წოდებული). 1942 წელს დიმიტრი ამილახვარი დააჯილდოვეს "განთავისუფლების ჯვრით". იგი გმირულად დაიღუპა ელ–ალამაინის ბრძოლაში. სიკვდილის შემდეგ მას მიენიჭა საპატიო ლეგიონის კავალრის უმაღლესი წოდება. 1956 წელს მისი სახელი მიენიჭა სენ–სირის სამხედრო სასწავლებლის 143–ე გამოშვებას. 2005 წელს საფრანგეთში ფართოდ აღინიშნა დიმიტრი ამილახვრის დაბადებიდან მე-100 წლისთავი, პარიზის ერთ-ერთ ქუჩას და სან-სირის სამხედრო აკადემიის აღნიშნული წლის გამოშვებას ეწოდა მისი სახელი. 2010 წლის 27 დეკემბრის თბილისის საკრებულოს გადაწყვეტილებით, დაბა წყნეთში არსებულ სტალინის ქუჩას დიმიტრი ამილახვარის ქუჩა ეწოდა.

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I.–თბ., 1997.–გვ.129


ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1942 - განთავისუფლების ჯვარი, ბირ–ჰაკეიმის ბრძოლაში გამოჩენილი სიმამაცისთვის
  • საპატიო ლეგიონის უმაღლესი ორდენი(სიკვდილის შემდეგ)

Dimitri Zedguinidze-AmilakhvariAmilkhvari’s family emigrated from Gori, Georgia, after the revolution in Russia, in 1905, to a remote town of Bazorkino in North Ossetia-Alania.  The house of Zedguinidze-Amilakhvari had formerly served as Hereditary Master of the Horse to the Georgian Crown (Amilakhvari) and retained their princely dignity during the Imperial Russian rule of Georgia.

In 1924, Dimitri enrolled in the famous Saint-Cyr Academy and 1926 joined the French Foreign Legion as a lieutenant. imitri Amilakhvari participated in all major operations in South Morocco from 1933 to 1934. After his active military service within the Legion, he became the head of the French military school in Agadir, Morocco, holding the position for five years. During this period, he reached the rank of captain.

When the Second World War broke out, following the invasion of Poland in 1939, Dimitri Amilakhvari was stationed in North Africa. Soon after he participated in the Battle of Narvik together with the British forces, trying to resist the German invasion of Norway.

He retreated to London, where he became part of the Free French Forces, under Charles De Gaulle and continued to fight in the North African theater of war, in Libya. He was killed in action in 1942 and received the Legion of Honor posthumously.



ოჯახთნ ერთად

საქართველოსა და საფრანგეთს შორის ბრძოლის ველებზეც დამყარდა სისხლით  ნათესაური კავშირები. კერენის ბრძოლისა და სირიის სამხედრო მოქმედებების ვეტერანი, ქართველი დიმიტრი ამილახვარი საფრანგეთისათვის 1942 წელს გმირულად დაეცა, ლიბიაში. იგი დღესაც რჩება უცხოური ლეგიონის ლეგენდარულ ფიგურად, ერთ-ერთ იმ მებრძოლად, რომელსაც შარლ დე გოლმა საფრანგეთის სიამაყე უწოდა. ის საქართველოს სიამაყეცაა“ - ამ სიტყვებით მიმართა საფრანგეთის პრეზიდენტი ნიკოლა სარკოზიმ 2011 წლის 7 ოქტომერს თავისუფლების მოედანზე შეკრებილ ქართველებს.  სარკოზის სიტყვები ადასტურებს აზრს რომლის მიხედვითაც დიმიტრი ამილახვარი საფრანგეთში დღესაც იმდენად პოპულარულია, რომ ნებისმიერ ფრანგს, მით უმეტეს სამხედროს რომ სთხოვო, დაასახელოს საფრანგეთის სამი ყველაზე გამორჩეული სამხედრო პირი, ასე გიპასუხებთ: ნაპოლეონი, შარლ დეგოლი და პრინცი ამილახვარი. 

დიმიტრი ამილახვარმა წარმატებით დაამთავრა საფრანგეთის ყველაზე პრესტიჟული სამხედრო სკოლა, სან-სირის სამხედრო სასწავლებელი. სიმამაცითა და ნიჭიერებით გამორჩეული ახალგაზრდა ოფიცერი უცხოურ ლეგიონში ჩარიცხეს.  20 წლის დიმიტრი უკვე კაპიტანია - იმ დროის საფრანგეთის არმიის ყველაზე ახალგაზრდა კაპიტანი.

როცა  გერმანელმა ფაშისტებმა საფრანგეთი დაიპყრეს. რამდენიმე გმირი და მათ შორის დიმიტრი ამილახვარიც, გენერალ შარლ დე გოლის მეთაურობით განაგრძობდა ბრძოლას. 1940 წლის მაისში პოლკოვნიკ მაგრენვერნერეის მეთაურობით შექმნილ უცხოური ლეგიონის მე-13 ნახევარბრიგადასთან ერთად გემით გაემგზავრა ნორმანდიაში. მალე მაიორი დიმიტრი ამილახვარი გენერალ შარლ დე გოლის „თავისუფალი საფრანგეთის“ არმიას შეუერთდა. ამის გამო მას ფაშისტურმა რეჟიმმა სიკვდილი დაუსწრებლად მიუსაჯა. 

ამილახვარმა არაერთ ბრძოლაში დიდი სტრატეგიული ნიჭი და წინდახედულობა გამოავლინა, აიღო დამასკოც და ამისათვის პოლკოვნიკის წოდება დაიმსახურა.  1942 წლის 10 აპრილს გენერალმა დე გოლმა ამილახვარი გამოჩენილი მამაცობისათვის „თავისუფლების ჯვრით“ დააჯილდოვა 


...დიმიტრი ამილახვარს ერთი მოსასხამი ჰქონდა, რომელსაც არასდროს იშორებდა და ამბობდა, სანამ ეს მოსასხამი მაქვს, ტყვიისა არ მეშინიაო. მართლაც, ბრძოლის ველზე, ტყვიების ზუზუნში ამ მოსასხამით ყოველთვის უვნებლად გადარჩენილა. 1942 წლის 24 ოქტომბრის დილას მოსასხამი დაკარგა, რამდენიმე საათის შემდეგ კი სასიკვდილოდ დაიჭრა... სიკვდილის წინ ასეთი სიტყვები წარმოთქვა: „ჩვენ, უცხოელებს მადლიერება გვმართებს იმ სითბოსთვის, რომელიც საფრანგეთმა გამოიჩინა ჩვენდამი. ამის დასამტკიცებლად მისთვის სიცოცხლესაც არ ვიშურებთ!“

„ბრძოლის ველზე დაიღუპა გმირი, რომელმაც დათრგუნა ყველა ადამიანური სისუსტე, ღირსეულად განვლო ხანმოკლე ცხოვრება და არავის წინაშე დაუჩოქია. მან დაუჩოქა მხოლოდ უფალს, ლეგიონის დროშას, ახლა კი სასიკვდილოდ დაჭრილმა მესამედ ჩაიჩოქა ისე, რომ ვეღარ წამოდგა. ასე დაიღუპა 35 წლის დიმიტრი ამილახვარი, ქართველი ფრანგი ოფიცერი, მეთაური, ყველგან და ყოველთვის ღირსეული შვილი იყო თავისი გვარისა“, -ამ სიტყვებით დაემშვიდობა სახელოვან ქართველ რაინდს გენერალი მონკლარი.

სიკვდილის შემდეგ, საფრანგეთის პრეზიდენტის, გენერალ დე გოლის, ბრძანებით პოლკოვნიკი დიმიტრი ამილახვარი დაჯილდოვდა „საპატიო ლეგიონის“ უმაღლესი ორდენით. 

ტრაგიკული აღმოჩნდა ამილახვარის  ოჯახის ბედი. 1944 წლის დეკემბერში, დიმიტრი ამილახვრის ხსენების დღეს მისი მეუღლე ირინე დადიანი ქალაქ ტურში მიიწვიეს. მოყინულ გზაზე მანქანა გადაბრუნდა და ირინე დასთან ერთად დაიღუპა. მცირეწლოვანი ოთარი და თამარი კი გადარჩნენ. ისინი „საფრანგეთის შვილებად“ გამოცხადნენ და მათი აღზრდა საფრანგეთის მთავრობამ იკისრა. 

დიმიტრი ამილახვარი ვერც საფრანგეთის გათავისუფლებას მოესწრო და ვერც ომის დამთავრებას. ქართველი ვაჟკაცი შორეულ აფრიკაში, საძმო სასაფლაოზე განისვენებს. დანარჩენი ჩემს წიგნში: "ქართველები მსოფლიო ისტორიაში". ტომი 1

გიორგი კალანდია 



კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 01.01.2021
ბოლო რედაქტირება 23.04.2023
სულ რედაქტირებულია 3





ნაპოლეონთან მებრძოლი ქართველი გენერლები

1 0


ქართველი გენერლები რუსეთის არმიაში 1698-1917წწ ანბანის მიხედვით

1 0


კონსტანტინე ყარანგოზიშვილი 1852-07წწ გარდ. რუსეთის გენერალი, ოდესის კომენდანტი. დაბ. დუშეთი,მხცეთა მთიანეთი

2 0


ჯამბურია, ელგუჯა ნოეს ძე დაბ. 1951 პოლიციის გენერალ მაიორი წარმ. მარტვილი

2 0

ბესარიონ ტატაშის ძე დგებუაძე 1835-1882წწ გენერალ-მაიორი დაბ. მარტვილი

2 0

ივანე გურგენიძე პაატას ძე (1841-1907), თავადი, გენერალ-მაიორი (1903); წარმ. ასპინძა

2 0