სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 11192

მთავარი იუბილარი/ ხსენება

გენერლები საქართველოდან 800-ზე მეტი /Генералы/Generals
გენერლები საქართველოდან 800-ზე მეტი
ქართველი გენერლები რუსეთის არმიაში  1698-1917წწ ანბანის მიხედვით
ბმულის კოპირება

გენერლები საქართველოდან 800-ზე მეტი

გამოჩენილი ადამიანები სრული სია

21       ბეჭდვა

ქართველი გენერლები რუსეთის არმიაში 1698-1917წწ ანბანის მიხედვით

რუსეთის არმიის ქართველი გენერლები


აბაშიძე გრიგოლ ივანეს ძე, თავადი, გენერალ-მაიორი (1878);, 1820-1890წწ გარდ. 70 წლის, რუსეთის გენერალ მაიორი, ქუთაისის გუბერნიის სამხედრო გუბერნატორი. დაბ. ჯიყოეთი ჭიათურა იმერეთი


აბაშიძე დავით ნიკოლოზის ძე (1821-99), თავადი, გენერალ-მაიორი (1869); Абашидзе Давид Николаевич


აბაშიძე დიმიტრი როსტომის ძე (1856-1920), თავადი, გენერალ-მაიორი (1913), 1914_15 მე-12 მსროლელი დივიზიის მეთაური;


აბაშიძე კონსტანტინე გიორგის ძე (1856-1917), თავადი, გენერალ-მაიორი (1912);


აბაშიძე როსტომ ნიკოლოზის ძე (1816-83), თავადი, გენერალ-მაიორი (1878);


აბელიშვილი (აბელოვი) ალექსანდრე ბესარიონის ძე (1853 -1912), გენერალ-მაიორი (1907).


აბელიშვილი (აბელოვი) ვასილ დავითის ძე (1835-1905), გენერალ-მაიორი (1891), ოქროს ხმალი (მამაცობისათვის, 1864);


აგიაშვილი გიორგი თეიმურაზის ძე (1831-1911), თავადი, გენერალ-მაიორი (1902);


ავალიშვილი (ავალოვი) ალექსანდრე სიმონიეს ძე (1852-1916), თავადი, გენერალ-მაიორი (1910);


ავალიშვილი (ავალოვი) ზურაბ დიმიტრის ძე (1818-84), თავადი, გენერალ-მაიორი (1877); Авалов (Авалишвили) Зураб Дмитриевич


ავალიშვილი (ავალოვი) ივანე სოლომონის ძე (1796-1860), თავადი, გენერალ-მაიორი (1854), „წმ. გიორგის“ IV ხარისხის ორდენი (1841) და ოქროს ხმალი (მამაცობისათვის, 1827);


ალექსი-მესხიშვილი (ალექსეევ-მესხიევი) აპოლონ სარდიონის ძე (1850-1909), გენერალ-მაიორი.


ალხაზიშვილი (ალხაზოვი) იაკობ ქაიხოსროს ძე (1826-96), ინფანტერიის გენერალი (1891), 1885-94 კავკასიის III საარმიო კორპუსის სარდალი, „წმ. გიორგის IV (1877) და III ხარისხის (1877), „წმ. ალექსანდრე ნეველის“ ორდენები (1889);

ალხაზიშვილი (ალხაზოვი) ივანე გრიგოლის ძე (1835-1900), გენერალ-მაიორი (1878);


ამაშუკელი ზაქარია ვასილის ძე (1862-1920 შემდ.), გენერალ-მაიორი (1917), „წმ. გიორგის“ IV ხარისხის ორდენი (1916);


ამბრაზანცევი (ამბერსაძე) ნიკოლოზ დიმიტრის ძე (1754-1813), გენერალ-ლეიტენანტი (1798), „წმ. გიორგის“ IV ხარისხის ორდენი (1803);


მბრაზანცევი (ამბერსაძე) ალექსანდრე სერგის ძე (1841-99 შემდ.), გენერალ-მაიორი (1896);


ამბრაზანცევი-ნეჩაევი (ამბერსაძე) ალექსი სერგის ძე (1832-97), გენერალ-ლეიტენანტი (1881);


ამილახვარი (ამილახორი) გივი ივანეს ძე (1874-1943), თავადი, გენერალ-მაიორი (1917), „წმ. გიორგის“ IV ხარისხის ორდენი (1916) და „წმ. გიორგი“ ოქროს იარაღი (1917);


ამილახვარი (ამილახორი) ივანე გივის ძე (1829-1905), თავადი, კავალერიის გენერალი (1896), გენერალ-ადიუტანტი (1901), 1893-97 კავკასიის I საარმიო კორპუსის სარდალი, „წმ. გიორგის“ IV ხარისხის (1877) და „წმ. ალექსანდრე ნეველის“ ორდენები (1899);


ამილახვარი (ამილახორი ვასილ) ვახტანგ (გ. 1728), თავადი, გენერალ-მაიორი (1725), 1725 წლამდე ზემო ქართლის სადროშოს სარდალი;


ამილახვარი (ამილახორი) ოთარ რევაზის ძე (1756-1827), თავადი, გენერალ-მაიორი (1803), 1801 წლამდე ზემო ქართლის სადროშოს სარდალი.


ამილახვარი (მილოხვაროვი) (ელისეი პოტაპის ძე) ედიშერ პაატას ძე, (გ. 1788), თავადი, გენერალ-ლეიტენანტი;


ამირეჯიბი (ამირაჯიბოვი-კარსკი), მიხეილ ქაიხოსროს ძე (1833-1903), თავადი, კავალერიის გენერალი (1899), 1899-1903 კავკასიის I საარმიო კორპუსის სარდალი, „წმ. გიორგის“ IV (1877), III ხარისხის (1878) და „წმ. ალექსანდრე ნეველის“ ორდენები (1901);


ანდრონიკაშვილი (ანდრონიკოვი), ალექსანდრე ნიკოლოზის ძე, (გ. 1915), თავადი, გენერალ-მაიორი (1907);


ანდრონიკაშვილი (ანდრონიკოვი) ალექსანდრე სიმონის ძე (1871-1923), თავადი, გენერალ-მაიორი (1917), 1917-18 მე-20 საარმიო კორპუსის შტაბის უფროსი, 1918-21 გენერალური შტაბის უფროსი და სამხედრო სკოლის უფროსი, წმ. გიორგის ოქროს იარაღი (1916);

ანდრონიკაშვილი (ანდრონიკოვი) იასე იოსების ძე (1798-1863), თავადი, გენერალ-ლეიტენანტი (1850), გენერალ-ადიუტანტი (1852);


ანდრონიკაშვილი (ანდრონიკოვი) ივანე ზაალის ძე (1760-1831), თავადი, გენერალ-მაიორი (1825).


ანდრონიკაშვილი (ანდრონიკოვი) ივანე მალხაზის ძე (1793-1868), თავადი, კავალერიის გენერალი (1867), 1849-56 თბილისის გუბერნიის გენერალ-გუბერნატორი, „წმ. გიორგის“ IV ხარისხის (1830), III ხარისხის (1853), „წმ. ალექსანდრე ნეველის“ ორდენები (1854) და ოქროს ხმალი (მამაცობისათვის);


ანდრონიკაშვილი (ანდრონიკოვი) ნიკოლოზ ილიას ძე (1795-1850), თავადი, გენერალ-მაიორი, (1846) „წმ. გიორგის“ IV ხარისხის ორდენი (1832);


ანდრონიკაშვილი (ანდრონიკოვი) რევაზ ივანეს ძე (1814-77), თავადი, გენერალ-ლეიტენანტი (1860), გენერალ-ადიუტანტი (1877), 1877 წელს კახეთში განლაგებული ჯარების სარდალი, „წმ. გიორგის“ IV ხარისხის ორდენი (1855);


ანდრონიკაშვილი (ანდრონიკოვი) სპირიდონ ნიკოლოზის ძე (1848-1915), თავადი, გენერალ-მაიორი (1907);


ანდღულაძე გიორგი ბეჟანის ძე (1866-1948), გენერალ-მაიორი (1917), გენერალ-ლეიტენანტი (1920), 1919-20 მე-13 და 34-ე ქვეითი დივიზიების მეთაური, „წმ. გიორგის“ IV ხარისხის ორდენი (1917) და „წმ. გიორგის“ ოქროს იარაღი (1918);


ართმელაძე დავით ადამის ძე (1865-1935), გენერალ-მაიორი (1917), 1917-18 127-ე ქვეითი დივიზიის მეთაური, 1918-21 მეთაურობდა ქართული კორპუსის I და II ქვეით დივიზიებს, „წმ. გიორგის“ IV ხარისხის ორდენი (1917) და „წმ. გიორგის“ ოქროს იარაღი (1916);


არჯევანიძე გიორგი პავლეს ძე (1863-1940), გენერალ-მაიორი (1916), 1916-18 123-ე ქვეითი დივიზიის მეთაური, 1918-21 ქართული არმიის ცხენოსანი დივიზიის მეთაური, 1921-28 ამიერკავკასიის ქვეითი სკოლის უფროსი, „წმ. გიორგის“ IV ხარისხის ორდენი (1916);


აფხაზი (აფხაზოვი) ივანე ნიკოლოზის ძე (1764-1832), თავადი, გენერალ-მაიორი (1826), 1832 წელს ვარშავის სამხედრო ოლქის შტაბის უფროსი, „წმ. გიორგის“ IV ხარისხის ორდენი (1813) და ოქროს ხმალი (მამაცობისათვის, 1812);


აფხაზი (აფხაზოვი) დავით ილიას ძე (1866-1918 შემდ.), თავადი, გენერალ-მაიორი (1918),


ახვლედიანი იასონ ალექსანდრეს ძე (1852-1940), გენერალ-მაიორი (1910), 1908-11 ყარსის ოლქის სასაზღვრო ჯარების სარდალი, „წმ. გიორგის“ IV ხარისხის ორდენი (1905);


ბაგრატიონ-დავიდოვი (ბაგრატიონ-დავითისშვილი) მიხეილ მიხეილის ძე (1732-81), გენერალ-მაიორი (1779);


ბაგრატიონ-დავიდოვი (ბაგრატიონ-დავითისშვილი) სიმონ მიხეილის ძე (1730-92), გენერალ-მაიორი (1780);


ბაგრატიონი ადარნასე (აფანასი) ლევანის ძე (1707-84), უფლისწული, გენერალ-ანშეფი (1771), 1755-63 ქ. მოსკოვის ობერ-კომენდანტი, „წმ. ანდრია პირველწოდებულის“ ორდენი;


ბაგრატიონი ბაქარ ვახტანგის ძე (1700-50), უფლისწული, მეფე ვახტანგ VI შვილი გენერალ-ლეიტენანტი (1729), გენერალ-პორუჩიკი (1745) 1727-49 მოსკოვის ოლქის არტილერიის სარდალი, „წმ. ანდრია პირველწოდებულის“ (1726) და „წმ. ალექსანდრე ნეველის“ ორდენები (1734);


ბაგრატიონი გიორგი ვახტანგის ძე (1712–86), უფლისწული, მეფე ვახტანგ VI შვილი, გენერალ-ანშეფი (1762), 1756–63 რუსეთ-პრუსიის ომის დროს II დივიზიის სარდალი, „წმ. ალექსანდრე ნეველის“ ორდენი (1758) და ოქროს ხმალი;


ბაგრატიონი ალექსანდრე პეტრეს ძე (1862-1920), გენერალ-მაიორი (1916);


ბაგრატიონი დავით გიორგის ძე (1767–1819), უფლისწული, მეფე გიორგი XII შვილი, 1800-01 ქართლ-კახეთის გამგებელი, გენერალ-ლეიტენანტი (1800), „წმ. ალექსანდრე ნეველის“ ორდენი;


ბაგრატიონი დიმიტრი პეტრეს ძე (1863-1919), გენერალ-ლეიტენანტი (1916), 1917 წელს ცხენოსანი კორპუსის სარდალი, წმ. გიორგის ოქროს იარაღი (1916);


ბაგრატიონი ივანე ვახუშტის ძე (1725-81), გენერალ-პორუჩიკი, (1777) 1774-81 ციმბირის კორპუსის სარდალი, „წმ. გიორგის“ IV ხარისხის ორდენოსანი (1778).


ბაგრატიონი კირილე ალექსანდრეს ძე (1749-1828), გენერალ-მაიორი (1797), „წმ. ანდრია პირველწოდებულის“ ორდენი;


ბაგრატიონი მირიან ირაკლის ძე (1767-1834), უფლისწული, მეფე ერეკლე II შვილი, გენერალ-ლეიტენანტი (1798), გენერალ-ადიუტანტი (1803);


ბაგრატიონი პეტრე ივანეს ძე (1765-1812), ინფანტერიის გენერალი (1809), 1812 წელს II არმიის სარდალი, „წმ. ალექსანდრე ნეველის“ (1799), „წმ. გიორგის“ II ხარისხის (1806), „წმ. ანდრია პირველწოდებულის“ ორდენები (1808) და „წმ. გიორგის“ ოქროს იარაღი (მამაცობისათვის 1807);


ბაგრატიონი პეტრე რომანის ძე (1809-76), გენერალ პეტრე ბაგრატიონის ძმისშვილი, გენერალ-ლეიტენანტი (1865), 1870-76 ბალტიისპირეთის გენერალ-გუბერნატორი;


ბაგრატიონი რომან (რევაზ) ივანეს ძე (1778-1834), გენერალ პეტრე ბაგრატიონის ძმა, გენერალ-ლეიტენანტი (1829), „წმ. გიორგის“ IV (1810), III ხარისხის ორდენები (1814) და ოქროს ხმალი (მამაცობისათვის);


ბაგრატიონ-იმერეტინსკი ალექსანდრე არჩილის ძე (1674–11), უფლისწული, მეფე არჩილის შვილი, არტილერიის გენერალი (1698), 1700-11 რუსეთის არტილერიის I გენერალ-ფელდცოიხმაისტერი;


ბაგრატიონ-იმერეტინსკი ალექსანდრე გიორგის ძე (1796-1862), გენერალ-ადიუტანტი (1852), კავალერიის გენერალი (1860), „წმ. გიორგის“ IV ხარისხის ორდენი (1840);


ბაგრატიონ-იმერეტინსკი ალექსანდრე კონსტანტინეს ძე (1837-1900), თავადი, გენერალ-ადიუტანტი (1878), ინფანტერიის გენერალი (1891), 1881-92 მთავარი სამხედრო სამმართველოს უფროსი და მთავარი სამხედრო პროკურორი, 1897-1900 ვარშავის სამხედრო ოლქის ჯარების სარდალი და ვარშავის გენერალ-გუბერნატორი, „წმ. გიორგის“ IV (1877), III ხარისხის ორდენები (1877) და ოქროს იარაღი (1877);


ბაგრატიონ-იმერეტინსკი დიმიტრი გიორგის ძე (1799-1845), გენერალ-მაიორი (1836), 1837-45 ულანთა II დივიზიის მეთაური, „წმ. გიორგის“ IV ხარისხის ორდენი (1842);


ბაგრატიონ-იმერეტინსკი კონსტანტინე დავითის ძე (1789-44), უფლისწული, გენერალ-მაიორი (1817), 1838 წლამდე მეთაურობდა ჰუსართა I დივიზიას;


ბაგრატიონ-იმერეტინსკი ნიკოლოზ კონსტანტინეს ძე (1830-94), თავადი, გენერალ-ლეიტენანტი (1880);


ბაგრატიონ-მუხრანსკი ალექსანდრე ირაკლის ძე (1853-1918), გენერალ-მაიორი (1904), გენერალ-ლეიტენანტი (1917), 1917 წელს მე-3 ცხენოსანი კორპუსის სარდალი;


ბაგრატიონ-მუხრანსკი გრიგოლ ივანეს ძე (1787-1861), გენერალ-მაიორი (1850), 1861 წლამდე კავკასიის სასაზღვრო ხაზის მარჯვენა ფლანგის სარდალი, „წმ. გიორგის“ IV ხარისხის ორდენი (1847);


ბაგრატიონ-მუხრანსკი ივანე კონსტანტინეს ძე (1812-95), გენერალ-ლეიტენანტი (1858), 1856-61 მეთაურობდა მე-18 ქვეით დივიზიას, „წმ. გიორგის“ IV (1851), III ხარისხის (1854), „წმ. ალექსანდრე ნეველის“ ორდენები (1871) და ოქროს ხმალი (1844, 1847);


ბაგრატიონ-მუხრანსკი კონსტანტინე ივანეს ძე (1782-1842), გენერალ-ლეიტენანტი (1838);


ბაგრატიონ-მუხრანსკი კონსტანტინე ივანეს ძე (1838-1905), გენერალ-მაიორი (1874);


ბარათაშვილი (ბარატოვი) კონსტანტინე თევდორეს ძე, (1858-1906 შემდ.) თავადი, გენერალ-მაიორი (1906), ოქროს იარაღი (1906);


ბარათაშვილი (ბარატოვი) ნიკოლოზ ნიკოლოზის ძე (1865-1932), თავადი, გენერალ-ლეიტენანტი (1912), კავალერიის გენერალი (1917) 1917-18 რუსეთის საექსპედიციო კორპუსის სარდალი სპარსეთში, „წმ. გიორგის“ IV ხარისხის ორდენი (1916) და ორი ოქროს იარაღი;


ბარათაშვილი (ბარატაევი) პეტრე მელქისედექის ძე (პეტრე მიხეილის ძე, 1734-89), თავადი, გენერალ-პორუჩიკი (1786);


ბარათაშვილი (ბარატაევი) სერგი გივის ძე, თავადი, გენერალ-მაიორი;


ბარათაშვილი (ბარატაევი) სიმონ მელქისედექის ძე (სიმონ მიხეილის ძე, 1745-98), თავადი, გენერალ-მაიორი (1789), 1792-96 ყაზანის სამეფისნაცვლოს მმართველი, „წმ. გიორგის“ IV (1785) და III ხარისხის ორდენები (1789). ოქროს ხმალი (მამაცობისათვის 1828);


ბეგთაბეგიშვილი (ბეკტაბეკოვი) ალექსანდრე იასეს ძე (1819-76), თავადი, გენერალ-მაიორი (1869),ოქროს იარაღი (1862);