გაბაშვილი ალექსანდრე გიორგის ძე (9 იანვარი 1875-1937) გენერალ-მაიორი (1917), წმ. გიორგის ოქროს იარაღი (1915); დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.
დაამთავრა გენერალური შტაბის აკადემია 1902 წელს.
1904–1905წწ. მონაწილეობდა რუსეთ–იაპონიის ომში; 1906–1913წწ. მსახურობდა ირკუტსკის, თურქესტანის სამხედრო ოლქებში; 1914–1918წწ. მონაწილეობდა I მსოფლიო ომში; 1918 წლიდან დაინიშნა მე–11 წითელი არმიის შტაბში. 1920 წლიდან იყო აზერბაიჯანის სსრ სამხრეთ საზღვრის სახალხო კომისარიატის სამხედრო ნაწილის უფროსი. მას დავალებული ჰქონდა აზერბაიჯანის წითელი არმიის ჩამოყალიბება. 1923–1928წწ. იყო ამიერკავკასიის საგანგებო კომისიის ჯარების შტაბში ხელმძღვანელ თანამდებობებზე. 1928 წელს თადარიგში გავიდა. ეწეოდა სამხედრო–პედაგოგიურ მოღვაწეობას. რეპრესირებულია. სიკვდილის შემდეგ რეაბილიტირებული.
წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I.–თბ., 1997.–გვ.516
Габаев (Габашвили) Александр Георгиевич (09.01.1875 – ?)
генерал-майор с 02.04.1917 по 1918
http://www.nplg.gov.ge/bios/ka/00002595/
http://www.grwar.ru/persons/persons.html?id=824