სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 10711

მთავარი იუბილარი/ ხსენება

მეცნიერება/ხელოვნება/მედიცინა
ხელოვნება
გიგო გაბაშვილი 1862-1936წწ მხატვარი დაბ. სოფ. ციხისძირი, ქობულეთი, აჭარა. გიგო გაბაშვილი 1862-1936წწ მხატვარი დაბ. სოფ. ციხისძირი, ქობულეთი, აჭარა.

1862-1936 წწ. გარდ. 74 წლის

ბმულის კოპირება

ხელოვნება

გვარი გაბაშვილი სია

ქობულეთი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

45       ბეჭდვა

გიგო გაბაშვილი 1862-1936წწ მხატვარი დაბ. სოფ. ციხისძირი, ქობულეთი, აჭარა.

გიგო გაბაშვილი (1862-1936)


ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქობულეთის რაიონი, სოფელი ციხისძირი. 

1882–1883წწ. სწავლობდა თბილისში, კ. კეპენის კერძო სამხატვრო სკოლაში, თანამშრომლობდა ფ. რუმბოსთან, რომელიც თბილისის სამხედრო–ისტორიული მუზეუმისათვის ხატავდა სურათებს; 1886–1888წწ. სწავლობდა პეტერბურგის სამხატვრო აკადემიაში; 1894–1807წწ. მიუნხენის სამხატვრო აკადემიაში. 1898 წელს იყო იტალიასა და საბერძნეთში; სამხატვრო ასპარეზზე გამოვიდა 1888 წლიდან; 1891 წელს თბილისში გახსნა პერსონალური გამოფენა; 1897 წელს დააარსა სამხატვრო სტუდია; 1900 წლიდან ასწავლიდა "ნატიფი ხელოვნების წამახალისებელი კავკასიის საზოგადოების" ხატვის სკოლაში, 1901 წლიდან იყო ამ სკოლის დირექტორი. ფერმწერი; თბილისის სამხატვრო აკადემიის ერთ–ერთი დამმარსებელი და პირველი პროფესორი(1922). ახალი ქართული რეალისტური მხატვრობის ერთ–ერთი  ფუძემდებელი; მან შექმნა მთელი სერია ქართული კულტურის მოღვაწეთა პორტრეტებისა ილია ჭავჭავაძე(1907-1908), აკაკი წერეთელი(1913), გრიგოლ ორბელიანი(1913). გ. გაბაშვილის ცნობილი ნამუშევრებია: "უცნობი ქართველი თავადი", "გრძელულვაშებიანი თავადი"(საქართველოს ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმი), "სამი გენერალი"(1910, თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია), "მძინარე ხევსური"(1898), "მთვრალი ხევსური"(1899), "მთვრალი ხევსურები"(1899), "სამი მოქალაქე"(1893), "ალავერდობა"(1899), "განთიადზე სასაფლაოს ეკლესიასთან"(1904), "ბოსტანში"(1891), "არხოტის დაცვა"(1898-1901), "წვიმის შემდეგ"(1891), "ბაზარი სამარყანდში"(1894), "დივანბეგის აუზი ბუხარაში",(1895, საქართველოს სახელმწიფო მუზეუმი).


წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I.–თბ., 1997.–გვ.516


ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • თბილისის სამხატვრო აკადემია, ერთ-ერთი დამაარსებელი

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1929 - საქართველოს სახალხო მხატვარი

კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 27.01.2020
ბოლო რედაქტირება 12.10.2021
სულ რედაქტირებულია 1

ნათია ბოტკოველი
ნათია ბოტკოველი ბოლო რედაქტირება 27.04.2023
სულ რედაქტირებულია 1



რა გვარის არიან და სად დაიბადნენ ქართველი აკადემიკოსები

1 0


ირაკლი ივანეს ძე ჯორჯაძე 1917-92წწ გარდ. 72 წლის, საბჭოთა არტილერიის გენერალ-ლეიტენანტი. აკადემიკოსი. მუშაობდა გენერალური შტაბის სამხედრო აკადემიის საჰაერო თავდაცვის დეპარტამენტის ლექტორად. სოფ. საბუე ყვარელი კახეთი

3 0


იასონ (იჩო) აბაშიძე (თუშეთი) 1904-90წწ გარდ. 86 წლის. პროფესორი, მეტყევე. სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის ზოგადი მეტყევეობის, დენდროლოგიისა და ტყის კულტურების კათედრის გამგე. დაბ. სოფ.ზემო ალვანი ახმეტა კახეთი

1 0


ვლადიმერ პაპავა 1955წ. აკადემიკოსი ეკონომისტი წარმ. ჩხოროწყუ, სამეგრელო.

4 0


ფილიპე ზაიცევი 1877-1957წწ. ენტომოლოგი, აკადემიკოსი დაბ. კიევი, უკრაინა.

1 0


ბორის კუფტინი 1892-1953წწ აკადემიკოსი არქეოლოგი, ეთნოგრაფი დაბ. სამარა, რუსეთი.

2 0