1820 წლიდან მსახურობდა არმიაში. შემდეგ ირიცხებოდა იმპერატორის პირადი კანცელარიის მე-2 განყოფილებაში და საზღვაო უწყებაში. იყო რუსეთის იმპერიის სენატორი. მონაწილეობდა "ენციკლოპედიური ლექსიკონის"(გამოდიოდა 1835 წლიდან), აგრეთვე "სამხედრო-ისტორიული ლექსიკონის" პირველი ტომის(გამოდიოდა გენერალ ლ. ლ. ზედელერის რედაქციით) შედგენაში. ავტორია ბიოგრაფიული ნარკვევებისა რუს ისტორიულ მოღვაწეებზე, სტატიებისა-უკრაინის, საქართველოსა და კავკასიის ისტორიის შესახებ. 1842 წელს გამოსცა მონუმენტური ნაშრომი - "ისტორიული ლექსიკონი რუსეთის ეკლესიის წმინდანთა შესახებ". ცარსკოე სელოში სწავლობდა ა. ს. პუშკინთან ერთად. არაგვის ერისთავთა საგვარეულოს წარმომადგენელი. რუსეთის იმპერიის ფლოტის გენერალ-აუდიტორი (1856).
ალექსანდრე პუშკინის ერთ ერთი საუკეთესო მეგობარი. მიიღო მონაწილეობა სამზედრო ენციკლოპედისს შექმნაში. 1842 წელს მან დამოუკიდებლად გამოაქვეყნა ”წმინდანთა ისტორიული ლექსიკონი რუსეთის ეკლესიაში და ღვთისმსახური ასკეტი”. დააჯილდოვა დემიდოვის მეცნიერებათა აკადემიის მიერ .ამ წიგნს დიდი მოწონება დაიმსახურა.
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
პეტერბუგის მეცნიერებათა აკადემიის პ. ნ. დემიდოვის სახელობის პრემია
ისტორიული ლექსიკონი რუსეთის ეკლესიის წმინდანთა შესახებ
დაკრძალვის ადგილი:სოფელი ბელოგოე, ყოფილი ნოვგოროდის გუბერნია