ერისთავი (ერისტოვი) სტეფანე დავითის ძე 1740-24 იანვარი, 1804 რუსეთის იმპერიის არმიის გენერალ-ლეიტენენტი (დაახლოებით 1803 წელი). არაგვის ერისთავთა საგვარეულოდან. 1796 წელს მიენიჭა გენერალ-მაიორის წოდება. მსახურობდა პავლე ციციანოვთან ერთად ქართველ გრენადერთა პოლკში, შემდეგ იყო უსტ-კამენეგორსკის (ყაზახეთი) ციხესიმაგრის კომენდანტი.
წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.III.–თბ., 2014.–გვ.64
ფოტო სიმბოლურია ერისთავი, დავით კონსტანტინეს ძე