ერისთავი (ერისტოვი) კონსტანტინე ბიძინას ძე 23 მაისი, 1836 -2 მაისი, 1897 დაბადების ადგილი: სოფელი კარალეთი, ახლანდელი გორის მუნიციპალიტეტი.
მონაწილეობდა ყირიმისა (1853-1856) და რუსეთ-ოსმალეთის (1877-1878) ომებში. მეთაურობდა კავკასიის I მსროლელთა რაზმს, გორის სარეზერვო პოლკს და გორის მაზრის ყველა საჯარისო ნაწილს. იყო გორის ქალთა გიმნაზიის საპატიო მეურვე. ქსნის ერისთავთა საგვარეულოს წარმომადგენელი. გენერლების - მ. ბ. ერისთავისა და ნ. ბ. ერისთავის ძმა. რუსეთის იმპერიის არმიის გენერალ-მაიორი (1877).
წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.III.–თბ., 2014.–გვ.61
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
- წმინდა სტანისლავის I ხარისხის ორდენი
- ფოტო კონსტანტინე (კოტე) ერისთავი და სოფია ბებუთაშვილი