სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 11175

მთავარი იუბილარი/ ხსენება

გენერლები საქართველოდან 800-ზე მეტი /Генералы/Generals
გენერლები საქართველოდან 800-ზე მეტი
გიორგი რომანის ძე ერისთავი (ერისტოვი)  1812-91წწ გარდ. 79 წლის, რუსეთის გენერალი, ქუთაისის გენერალ-გუბერნატორი წარმ. სოფ. ოძისი დუშეთი მცხეთა-მთიანეთი გიორგი რომანის ძე ერისთავი (ერისტოვი)  1812-91წწ გარდ. 79 წლის, რუსეთის გენერალი, ქუთაისის გენერალ-გუბერნატორი წარმ. სოფ. ოძისი დუშეთი მცხეთა-მთიანეთი

1812-1891 წწ. გარდ. 79 წლის

ბმულის კოპირება

გენერლები საქართველოდან 800-ზე მეტი

გვარი ერისთავი სია

დუშეთი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

484       ბეჭდვა

გიორგი რომანის ძე ერისთავი (ერისტოვი) 1812-91წწ გარდ. 79 წლის, რუსეთის გენერალი, ქუთაისის გენერალ-გუბერნატორი წარმ. სოფ. ოძისი დუშეთი მცხეთა-მთიანეთი

ერისთავი (ერისტოვი) გიორგი რომანის ძე 12 თებერვალი, 1812-,5 ნოემბერი, 1891


  თავადი, კავალერიის გენერალი (1881), 1849-52 კავკასიის ცენტრალური სასაზღვრო ხაზის ჯარების სარდალი, 1858-61 ქუთაისის გენერალ-გუბერნატორი და ქუთაისის გუბერნიის ჯარების სარდალი, „წმ. ანდრია პირველწოდებულის” (1861) და „წმ. ალექსანდრე ნეველის” ორდენები (1883);


დაბადების ადგილი: სოფელი ოძისი, ახლანდელი დუშეთის მუნიციპალიტეტი.

რუსეთის იმპერიის არმიის კავალერიის გენერალი (1881). გიორგი ქსნის ერისთავის შვილიშვილი. გიორგი ერისთავს იხსენიებდნენ "ატამანის" სახელითაც. 1822 წელს თბილისის კეთილშობილთა სასწავლებელში მიაბარეს. 1825 წელს სწავლის გასაგრძელებლად პეტერბურგში წავიდა, სადაც გვარდიის პრაპორჩიკთა და იუნკერთა სასწავლებელი დაამთავრა. 1829 წლიდან არმიაში მსახურობდა. მონაწილეობდა პოლონეთის კამპანიაში. მიიღო კორნეტის ჩინი. 1832 წელს სამშობლოში დაბრუნდა და შეთქმულებას მიემხრო. შეთქმულების გაცემის შემდეგ იგი დააპატიმრეს. საგამომძიებლო კომისიამ იგი არ ჩათვალა შეთქმულების აქტიურ მონაწილედ და ადმინისტრაციული წესით არხანგელსკის გარნიზონში გაამწესეს. 1835 წელს ახტირსკის ჰუსართა პოლკში გადაიყვანეს. 1840 წელს კაპიტნის ჩინით სამშობლოში დააბრუნეს და ნიჟეგორიდის დრაგუნთა პოლკში გადაიყვანეს. 1849-1852 წლებში კავკასიის ხაზის კაზაკთა ჯარის ატამანი იყო. 1850 წელს მიენიჭა გენერალ-მაიორის წოდება. 1858-1861 წლებში იყო ქუთაისის გენერალ-გუბერნატორი და გუბერნიის ჯარების სარდალი. 1858 წელს მიიღო გენერალ-ლეიტენანტის წოდება. 1861 წლიდან მსახურობდა კავკასიის მეფისნაცვალთან. გიორგი ერისთავის თაოსნობით დაარსდა ღარიბ მოსწავლეთათვის სათავადაზნაურო სასწავლებელი. თავის შვილს, ზაქარიას უანდერძა საგვარეულო მამული სოფ. ოძისში (დუშეთის მაზრა) სამეურნეო სასწავლებლის ან სამაგალითო ფერმის დასაარსებლად. გიორგი ერისთავმა დიდი ამაგი დასდო მშობლიური ისტორიის შესწავლას. ცნობილ ისტორიკოსს დ. ბაქრაძეს დიდი ფულადი დახმარება გაუწია ვახუშტი ბატონიშვილის შრომათა დასაბეჭდად და გამოსაცემად. მისი თაოსნობით ქსნის ხეობის სოფ. მონასტერში აღდგინეს ღვთისმშობლის ეკლესია, სოფ. ახალგორში დაარსდა სახალხო სასწავლებელი. გიორგი ერისთავის ქუთაისში მოღვაწეობის დროს ხშირად იმართებოდა ლიტერატურული შეხვედრები. მშობლიური კუთხის მოსახლეობა მას ხეობის მამას, ღვთიურ კაცს უწოდებდა. მადლიერმა თნამემამულეებმა მისი ნეშტი თბილისიდან საგვარეულო მამულში, სოფ. ოძისში გადაასვენეს და იქვე დაკრძალეს. ქველმოქმედი, მეცენატი.

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.III.–თბ., 2014.–გვ.59


ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • წმინდა ანას ორდენი
  • წმინდა ალექსანდრე ნეველის ორდენი
  • წმინდა სტანისლავის ორდენი
  • თეთრი არწივის ორდენი
  • წმინდა ვლადიმირის ორდენი
  • წმინდა ანდრია პირველწოდებულის ორდენი

კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 01.01.2021
ბოლო რედაქტირება 06.02.2023
სულ რედაქტირებულია 3





ნაპოლეონთან მებრძოლი ქართველი გენერლები

1 0


ქართველი გენერლები რუსეთის არმიაში 1698-1917წწ ანბანის მიხედვით

1 0


კონსტანტინე ყარანგოზიშვილი 1852-07წწ გარდ. რუსეთის გენერალი, ოდესის კომენდანტი. დაბ. დუშეთი,მხცეთა მთიანეთი

2 0


ჯამბურია, ელგუჯა ნოეს ძე დაბ. 1951 პოლიციის გენერალ მაიორი წარმ. მარტვილი

2 0

ბესარიონ ტატაშის ძე დგებუაძე 1835-1882წწ გენერალ-მაიორი დაბ. მარტვილი

2 0

ივანე გურგენიძე პაატას ძე (1841-1907), თავადი, გენერალ-მაიორი (1903); წარმ. ასპინძა

2 0