ერისთავი გიორგი გიორგის ძე 11 ნოემბერი, 1824 გ. 19 დეკემბერი, 1909 დაბადების
ადგილი: სოფელი ქისტაური, ახლანდელი ახმეტის მუნიციპალიტეტი.
სამხედრო სამსახურში იყო 1846 წლიდან. მონაწილეობდა ყირიმის ომში (1853-1856) როგორც გურიის რაზმის ოფიცერი. 1858 წლიდან მსახურობდა კავკასიის სამხედრო ოლქის ჯარებში. 1870 წლიდან მეთურობდა თერგის კაზაკთა ჯარის მოზდოკის პოლკს. იმავე წელს მიენიჭა გენერალ-მაიორის წოდება. მონაწილეობდა რუსეთ-ოსმალეთის (1877-1878) ომში. არაგვის ერისთავთა საგვარეულოს შთამომავალი. რუსეთის იმპერიის არმიის გენერალ-ლეიტენანტი (1889).
წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ. III.–თბ., 2014.–გვ.55
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
- წმინდა ვლადიმირის ორდენი
- წმინდა გიორგის ორდენი