სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 11159

მთავარი იუბილარი/ ხსენება

მეფე/პატრიარქი/წმიდანები/სინოდი
სასულიერო პირები
ერისთავი ლაშა ჯემალის ძე დ.1975წ. სახურობს ქ. რუსთავის წმ. მეფე ვახტანგ გორგასალის სახელობის საკათედრო ეკლესიაში. ერისთავი ლაშა ჯემალის ძე დ.1975წ. სახურობს ქ. რუსთავის წმ. მეფე ვახტანგ გორგასალის სახელობის საკათედრო ეკლესიაში.
ბმულის კოპირება

სასულიერო პირები

გვარი ერისთავი სია

გამოჩენილი ადამიანები სრული სია

286       ბეჭდვა

ერისთავი ლაშა ჯემალის ძე დ.1975წ. სახურობს ქ. რუსთავის წმ. მეფე ვახტანგ გორგასალის სახელობის საკათედრო ეკლესიაში.


დეკანოზი გიორგი

ერისკაცობაში: ლაშა ჯემალის ძე ერისთავი.

დაიბადა: 21. 01. 1975 წ. (ქ. ქუთაისში).

ანგელოზის დღე: 16 ივლისი-ღირსი გიორგი ღმერთშემოსილი.

დიაკვნად კურთხევა:15. 07. 2012 წ.

მღვდლად კურთხევა:14. 01. 2014 წ.

დეკანოზის ხარისხში აყვანა:13. 12. 2017 წ.

ვრცლად: დეკანოზი გიორგი (ერისკაცობაში ლაშა 

ჯემალის ძე ერისთავი) დაიბადა: 21. 01. 1975 წ. ქ. ქუთაისში.

მშობლები: მამა _ ჯემალ ერისთავი. 

დედა _ ეთერ ფხაკაძე, პედაგოგი.

მოინათლა 1979 წელს.

1992 წელს დაამთავრა ქ. ქუთაისის რუსულენოვანი #9-ე საშუალო სკოლა.

ჰყავს მეუღლე _ ნანა ერისთავი პროფესიით ექიმპედიატრი. ამჟამად მუშაობს სააფთიაქო ქსელ `პსპ~-ში. 

შვილები: ანა (1996 წ.), მარიამი (2002 წ.), თორნიკე (2007 წ.), ქრისტინე (2011 წ.), დანიელი (2016 წ.).

1994-1997 წლებში მუშაობდა მოსკოვში.

1998-2001 წლებში სწავლობდა და დაამთავრა ქ. ქუთაისის საერო ინსტიტუტი `გელათი~, საბანკო და ფინანსების განხრით.

2003-2008 წლებში სწავლობდა და დაამთავრა გელათის სასულიერო აკადემია.

2005 წელს ქუთათელ-გაენათელმა მიტროპოლიტმა კალისტრატემ აკურთხა სტიქაროსნად. მას შემდეგ მსახურობდა ქ. ქუთაისის წმინდა მთავარანგელოზ მიქაელის, წმ. გიორგის და სოფელ სორმონის ყოვლადწმინდა სამების ეკლესიებში მედავითნედ.

2010-2012 წლებში მუშაობდა გელათის სასულიერო აკადემიაში, ძველი აღთქმის პედაგოგად.

2012 წლის 15 ივლისს, უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის ილია II-ის ლოცვა-კურთხევით, რუსთველი მიტროპოლიტის იოანეს (გამრეკელი) მიერ, ქ.რუსთავის წმ. მეფე ვახტანგ გორგასალის სახელობის საკათედრო ეკლესიაში იკურთხა დიაკვნად, ხოლო 2014 წლის 14 იანვარს, იმავე ეკლესიაში, ხელდასმულ იქნა მღვდლად.

2015-2017წწ. სწავლობდა და დაამთავრა ქ. ახალქალაქის წმ. ნინოს სახელობის რუსულენოვანი, საღვთისმეტყველო-მისიონერული სასწავლებელი.

2017 წლის 13 დეკემბერს რუსთველი მიტროპოლიტის იოანეს მიერ აყვანილია დეკანოზის ხარისხში. დეკანოზი გიორგი ერისთავი მსახურობს

ქ. რუსთავის წმ. მეფე ვახტანგ გორგასალის სახელობის საკათედრო ეკლესიაში.


კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 05.06.2024
ბოლო რედაქტირება 05.06.2024
სულ რედაქტირებულია 1





მოიძიე გვარით, სასულიერო პირები, 5000-ზე მეტი ანბანის მიხედვით

2 0

საქართველოს მმართველები უძველესი დროიდან დღემდე

2 0

15000 მდე ქართული გვარი საქართველოში ქალაქების და სოფლების მიხედვით

1 0

იპოვე შენი გვარი და გაეცანი სად ცხოვრებენ მოგვარეები

საქართველოს მმართველები ძვ. წთ XII-VIII საუკუნის დასაწყისიდან დღემდე

1 0


საქართველოს მეფეები ძვ.წლ. IV-1810 წლები სულ 98 მეფე მეფობის პერიოდი მიახლ 2150 წელი

1 0


3300 გვარი ქართლში ქალაქების და სოფლების მიხედვით

1 0