სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 11175

მთავარი იუბილარი/ ხსენება

გენერლები საქართველოდან 800-ზე მეტი /Генералы/Generals
გენერლები საქართველოდან 800-ზე მეტი
ნიკოლოზ დუმბაძე ანტონის ძე 1854-1927წწ გარდ. გენერალ ლეიტენატი, გარდ. ვლადივასტოკი (რუსეთი), დაბ. სოფ. შემოქმედი ოზურგეთი გურია ნიკოლოზ დუმბაძე ანტონის ძე 1854-1927წწ გარდ. გენერალ ლეიტენატი, გარდ. ვლადივასტოკი (რუსეთი), დაბ. სოფ. შემოქმედი ოზურგეთი გურია

1865-1917 წწ. გარდ. 52 წლის

ბმულის კოპირება

გენერლები საქართველოდან 800-ზე მეტი

გვარი დუმბაძე სია

ოზურგეთი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

379       ბეჭდვა

ნიკოლოზ დუმბაძე ანტონის ძე 1854-1927წწ გარდ. გენერალ ლეიტენატი, გარდ. ვლადივასტოკი (რუსეთი), დაბ. სოფ. შემოქმედი ოზურგეთი გურია

გურული გენერლები XVIII საუკუნიდან 1921 წლამდე ავტ. მამუკა გოგიტიძე

გენერალ-მაიორი (06. 12. 1913)მა03. 01. 1865 - 1917


იოსებ ანტონის ძე დუმბაძე დაიბადა ოზურგეთის მაზრის სოფელ შემოქმედში, ოფიცრის ოჯახში.

მისი ძმები – ანტონი, ნიკოლოზ და სამსონ დუმბაძეებიც გახდნენ რუსეთის არმიის გენერლები.


განათლება მიიღო ტფილისის კადეტთა კორპუსში. ჯარში შევიდა 1882 წელს.

1884 წელს დაამთავრა მე-3 სამხედრო ალექსანდრეს სახელის სასწავლებელი და ოფიცერთა საარტილერიო სკოლა.

1884 წელს ჩაირიცხა ყარსი-ალექსანდროპოლის საციხოვნო არტილერიაში.

მონაწილეობდა 1904-1905 წლების რუსეთ-იაპონიის ომში. მეთაურობდა ასეულს.


1908 წლის 6 დეკემბერს მიენიჭა პოლკოვნიკის წოდება.

1910 წელს დაინიშნა ნიკოლაევის ციხის არტილერიის უფროსად.

1910-1912 წწ. მსახურობდა ვლადივასტოკის ციხესიმაგრის პირველი საარტილერიო პოლკის მეთაურად.

1912 -1914 წწ. მსახურობდა ვლადივასტოკის ციხესიმაგრის საარტილერიო ბრიგადის მეთაურად.

საბრძოლო დამსახურებისათვის

დაჯილდოებული იყო:

„წმ. ანას“ II (1904) ხარისხით;

„წმ. სტანისლავის“ II (1901) ხარისხით;

„წმ. ვლადიმერის“ IV (1905) და III (1913) ხარისხით;
გარდაიცვალა ქ. ვლადივოსტოკში.
მისი დაკრძალვის ადგილი უცნობია.

ძმა ნიკოლოზ დუმბაძე (დ. 10 ივლისი1854შემოქმედი — გ. 9 მარტი1927პარიზი) — ქართველი სამხედრო მოღვაწე, რუსეთის არმიის გენერალ-მაიორი. იყო ცნობილი ლოტბარისა და მგალობლის, ანტონ დუმბაძის შვილი. მისი ძმები, იოსები, სამსონი, მიხეილი და ივანე აგრეთვე რუსეთის არმიის გენერლები იყვნენ. მათ შორის ყველაზე ცნობილი იყო ივანე დუმბაძე, რომელიც იალტის მთავარმმართებელი იყო.



იყო ბათუმის მიხეილის ციხე-სიმაგრის არტილერიის ბატალიონის მეთაური. 1896 წელს მიანიჭეს პოლკოვნიკის ჩინი. 1906 წლიდან მიიღო გენერლ-მაიორის ჩინი, 1911 წლიდან ხელმძღვანელობდა მე-3 გრენადერთა დივიზიის 1-ლ ბრიგადას. გარდაიცვალა პარიზში და 1927 წლის 16 აპრილს დაკრძალეს ახალი ბულონის სასაფლაოზე,

Думбадзе Николай Антонович  (10.07.1854 – 09.03.1927)
            генерал-майор с 16.08.1906
            генерал-лейтенант с 31.03.1912



იოსებ დუმბაძე - ქართველი სამხედრო მოღვაწე, რუსეთის არმიის გენერალ-მაიორი. ივანე დუმბაძე - ქართველი სამხედრო მოღვაწე, რუსეთის არმიის გენერალ-მაიორი. ნიკოლოზ დუმბაძე - ქართველი სამხედრო მოღვაწე, რუსეთის არმიის გენერალი. მიხეილ დუმბაძე - ქართველი სამხედრო მოღვაწე, რუსეთის არმიის გენერალი.





კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 01.01.2021
ბოლო რედაქტირება 09.03.2023
სულ რედაქტირებულია 5





ნაპოლეონთან მებრძოლი ქართველი გენერლები

1 0


ქართველი გენერლები რუსეთის არმიაში 1698-1917წწ ანბანის მიხედვით

1 0


კონსტანტინე ყარანგოზიშვილი 1852-07წწ გარდ. რუსეთის გენერალი, ოდესის კომენდანტი. დაბ. დუშეთი,მხცეთა მთიანეთი

2 0


ჯამბურია, ელგუჯა ნოეს ძე დაბ. 1951 პოლიციის გენერალ მაიორი წარმ. მარტვილი

2 0

ბესარიონ ტატაშის ძე დგებუაძე 1835-1882წწ გენერალ-მაიორი დაბ. მარტვილი

2 0

ივანე გურგენიძე პაატას ძე (1841-1907), თავადი, გენერალ-მაიორი (1903); წარმ. ასპინძა

2 0