გურული გენერლები XVIII საუკუნიდან 1921 წლამდე ავტ. მამუკა გოგიტიძე
დუმბაძე სამსონ ანტონის ძე(1866-1938) გენერალ-მაიორი (1915), 1917 წელს ომსკის სამხედრო ოლქის ჯარების სარდალი; იალტის მმართველი გენერალი ივანე დუმბაძის ძმა. სამსონ დუმბაძე დაიბადა 1866 წლის 2 თებერვალს გურიაში, სოფელ შემოქმედში. მამა – ცნობილი ლოტბარი ანტონ დუმბაძე, დედა –ნაკაშიძის ასული. ოჯახში შვიდი ვაჟი იზრდებოდა. აქედან ხუთი – ივანე, ნიკოლოზი, იოსები, სამსონი და მიხეილი, რუსეთის არმიის გენერალი გახდა. მათ შორის ყველაზე ცნობილი იყო ივანე დუმბაძე, იალტის მთავარმმართებელი.
Самсон Антонович Думбадзе
სამსონ დუმბაძემ განათლება მიიღო თბილისის კადეთა კორპუსში და ნიკოლაევსკის ინჟინერთა სასწავლებელში. სამხედრო სამსახურში ჩადგა 1883 წლის 31 აგვისტოდან. გაგზავნილ იქნა პირველ კავკასიურ მესანგრეთა ბატალიონში, სადაც მიიღო პოდპორუჩიკის (1884), პორუჩიკის (1888), შტაბსკაპიტნის (29. 01.1891) და კაპიტნის (01. 08. 1894) ჩინები. სამი წლის მანძილზე როტას მეთაურობდა. შემდეგ დაასრულა ნიკოლაევსკის საინჟინრო აკადემია პირველი თანრიგით და შეუდგა სამსახურს ქუთაისის საინჟინრო დისტანციის უფროსის თანაშემწედ (5 წელი და 2 თვე). 14. 04. 1902 გახდა პოდპოლკოვნიკი, ხოლო, 22. 04. 1907–ში სამსახურებრივი წარჩინებისთვის მიანიჭეს პოლკოვნიკის წოდება; 31. 01. 1907–დან – 11. 04. 1909–მდე მუშაობდა კავკასიის სამხედრო ოლქის საინჟინრო სამმართველოს საქმეთა მწარმოებლად სამწყობრო ნაწილში; 1909 –1915 წლებში ომსკის სამხედრო ოლქში განაგებდა ჯარების ბინებით მომარაგების განყოფილებას; 1915 წლის 22 მარტს სამსახურებრივი წარჩინებისთვის მიიღო გენერალ-მაიორის წოდება; 1917 წელს ხელმძღვანელობდა ომსკის სამხედრო ოლქის ჯარებს. 1919 წელს იყო ომსკის სამხედრო კრების თავმჯდომარე და ასრულებდა ოლქის ინჟინერთა ხელმძღვანელის მოვალეობას.
1917 წლის ოქტომბრის რევოლუციის შემდეგ სამსონ დუმბაძე შეუერთდა თეთრგვარდიულ ძალებს. 1918–1819 წლებში დასავლეთ ციმბირის დროებით მთავრობის დაქვემდებარებაში მყოფ არმიაში ებარა საინჟინრო განყოფილება. იბრძოდა ა. ვ. კოლჩაკის ჯარებში. საბრძოლო დამსახურებისთვის დაჯილდოებულია ორდენებით: წმ. სტანისლავის II ხარისხის (1906); წმ. ანას II ხარისხის (1910); წმ. ვლადიმერის IV ხარისხის (1913); წმ. ვლადიმერის III ხარისხის (26.08.1915); წმ. სტანისლავის I ხარისხის (10.04. 1916); წმ. ვლადიმერის II ხარისხის (1919).
სამსონ დუმბაძე დაპატიმრებული იყო და რვა წლის განმავლობაში იხდიდა სასჯელს ბუტირკის ციხეში. გარდაიცვალა ქ. გორში, 1938 წელს.
Думбадзе Самсон Антонович (02.02.1866 – ?) генерал-майор с 22.03.1915
სამსონ ანტონის ძე დუმბაძე დაიბადა ოზურგეთის მაზრის სოფელ შემოქმედში, ოფიცრის ოჯახში.
მისი ძმები – ნიკოლოზი, იოსებ და სამსონ დუმბაძეებიც გახდნენ რუსეთის არმიის გენერლები.
ჯარში მსახურობდა 1883 წლიდან. განათლება მიიღო ტფილისის კადეტთა კორპუსში. დაამთავრა ნიკოლოზის საინჟინრო სასწავლებელი და ნიკოლოზის საინჟინრო აკადემია (1-ლი თანრიგით). მსახურობდა კავკასიის მესანგრეთა 1-ლ ბატალიონში, მეთაურობდა ასეულს. იყო ქუთაისის საინჟინრო დისტანციის უფროსოს თანაშემწე.
1907-1909 წწ. მსახურობდა კავკასიის სამხედრო ოლქის საინჟინრო სამმართველოს საქმისმწარმოებლად სამწყობრო ნაწილში.
1907 წლის 22 აპრილს მიენიჭა პოლკოვნიკის წოდება.
1909-1914 წწ. მსახურობდა ქ. ომსკის ჯარების კმაყოფის უზრუნველყოფის განყოფილების უფროსად.
1914-1917 წწ. მსახურობდა ომსკის სამხედრო ოლქის საბინაო ნაწილის უფროსად.
1917 წლიდან იყო ომსკის სამხედრო ოლქის ჯარების სარდალი.
იყო თეთრების მოძრაობის მონაწილე რუსეთის აღმოსავლეთში.
1918 წელს დროებით შეითავსა დასავლეთ ციმბირის ოლქის ჯარების განთავსების საოლქო სამმართველოს უფროსის და ციმბირის დროებითი მთავრობის ოლქის ჯარების საინჟინრო ნაწილის ინსპექტორის სამმართველოს უფროსის თანამდებობები და აგრეთვე, მოკავშირეთა არმიების მომარაგების უმაღლესი საბჭოს საინჟინრო განყოფილების უფროსის თანამდებობაც. 1919 წელს იყო დასავლეთ ციმბირის სამხედრო ოლქის საბინაო სამმართველოს უფროსი და ომსკის სამხედრო საკრებულოს თავმჯდომარე.
დროებით ასრულებდა ადმირალ ა. კოლჩაკის (1874-1920) ჯარებში ოლქის ინჟინერთა უფროსის საბრძოლო დამსახურებისათვის დაჯილდოებული იყო
„წმ. ანას“ II (1910) ხარისხით;
„წმ .სტანისლავის“ II ხარისხის (1906) ორდენით;
„წმ. ვლადიმერის“ IV (მახვილებით და ბაფთით – 1913) და II ხარისხის (1919) ორდენით.
1921-1928 წლებში საბჭოთა ხელისუფლებამ დააპატიმრა, სასჯელს იხდიდა ბუტირკის ციხეში, მოსკოვში.
1928 წლიდან ცხოვრობდა ქ. გორში, მეუღლესთან ერთად. გარდაიცვალა იქვე. დაკრძალვის
ადგილი უცნობია.