სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 11175

მთავარი იუბილარი/ ხსენება

გენერლები საქართველოდან 800-ზე მეტი /Генералы/Generals
გენერლები საქართველოდან 800-ზე მეტი
ივანე დუმბაძე ანტონის ძე 1851-1916წწ გარდ. გენერალ მაიორი დაბ. სოფ. შემოქმედი ოზურგეთი გურია ივანე დუმბაძე ანტონის ძე 1851-1916წწ გარდ. გენერალ მაიორი დაბ. სოფ. შემოქმედი ოზურგეთი გურია ივანე დუმბაძე ანტონის ძე 1851-1916წწ გარდ. გენერალ მაიორი დაბ. სოფ. შემოქმედი ოზურგეთი გურია

1851-1916 წწ. გარდ. 65 წლის

ბმულის კოპირება

გენერლები საქართველოდან 800-ზე მეტი

გვარი დუმბაძე სია

ოზურგეთი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

413       ბეჭდვა

ივანე დუმბაძე ანტონის ძე 1851-1916წწ გარდ. გენერალ მაიორი დაბ. სოფ. შემოქმედი ოზურგეთი გურია

გურული გენერლები XVIII საუკუნიდან 1921 წლამდე ავტ. მამუკა გოგიტიძე

დუმბაძე ივანე ანტონის ძე(19 იანვარი, 1851-1916) გენერალ-მაიორი (1907), 1907-16 იალტის მთავარმართებელი და იალტის ქალაქის თავი; დაბადების ადგილი: სოფელი შემოქმედი, ოზურგეთის მაზრა.


ქუთაისის კლასიკური გიმნაზიის დასრულების შემდეგ 1869 წელს, შევიდა ტფილისის იუნკერთა სასწავლებელში, რომელიც პირველი ხარისხით დაასრულა 1872 წელს.



სასწავლებლის დასრულების შემდეგ, პრაპორშჩიკის ჩინით გაიგზავნა კავკასიის მე-18 ბატალიონში; 1875 წელს გადაიყვანეს ახალციხის 162-ე ქვეით პოლკში, სადაც 1876 წელს მიიღო პოდპორუჩიკის ჩინი; მონაწილეობდა 1877-1878 წლების რუსეთ-ოსმალეთის ომში, იქ მიიღო პორუჩიკის ჩინი; 1879 წელს დაინიშნა ბათუმის ოლქის სამხედრო გუბერნატორის ოფისში, ერთ-ერთი დამსჯელი ასეულის მეთაურად. მისი ფუნქცია იყო მაღალმთიან რაიონებში არსებული აჯანყების ჩახშობა; 1880 წელს გახდა გურიის დრუჟინის მესამე ასეულის მეთაური, შტაბსკაპიტანი და გაიგზავნა გურიაში, მის მშობლიურ მხარეში ფირალებთან საბრძოლველად; 1880-1887წწ. იყო ოზურგეთის მაზრის ბოქაული;  1882 წელს მიიღო კაპიტნის ჩინი; 


1887 წელს გადაყვანილ იქნა მე-3 კავკასიურ დრუჟინაში, სადაც დაინიშნა სამხედრო მოსამართლედ; 1894 წელს მიიღო ვიცე-პოლკოვნიკის წოდება, ხოლო 1900 წელს - სრული პოლკოვნიკისა. ამ პერიოდში იგი დაახლოებული იყო ქართულ ნაციონალისტურ ჯგუფებთან. 1900 წლიდან იყო კრასნოვოდსკის მე-8 სარეზერვო ბატალიონის მეთაური; 1903 წელს დაინიშნა მე-16 ფეხოსანთა პოლკის მეთაურად და ამ პოსტზე დარჩა 1907 წლამდე. ამ დროიდან დუმბაძემ გაწყვიტა კავშირი ქართველ ნაციონალისტებთან და დადგა რუსიფიკატორული პოლიტიკის მხარეს. 1905 წლის რევოლუციის შემდეგ აქტიურად ჩაერთო იმპერიაში მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებში;


დაინიშნა იალტის უმაღლეს სამხედრო კომენდანტად; 1907 წლიდან გენერალ-მაიორი; 1907-1908წწ. იყო 34-ე ქვეითი დივიზიის მე-2 ბრიგადის სარდალი; 1908 წელს დაინიშნა იალტის უმაღლეს მთავარმმართებლად; 1912 წლდან გახდა მე-13 ქვეითი დივიზიის მე-2 ბრიგადის სარდალი; 1912 წელს სამხედრო მინისტრის ბრძანებით დუმბაძე გადაყენებული იქნა ქვეითთა დივიზიაში დაკავებული თანამდებობიდან და იმავე თვეში გათავისუფლებული იქნა იალტის მთავარმმართებლობიდან. ის ჩაირიცხა სამხედრო სამინისტროს რეზერვში; 1912 წელს ნიკოლოზ II-მ დუმბაძე ჩარიცხა მისი საიმპერატორო უდიდებულესობის სვიტაში და მალე, იმპერატორის პირადი სურვილით, დუმბაძე აღადგინეს იალტის მმართველის თანამდებობაზე.


დუმბაძემ მიიღო რამდენიმე უცხოური ორდენი, მათ შორის ლომისა და მზის სპარსული ორდენი, ამომავალი ვარსკვლავისა და ოქროს ვარსკვლავის ბუხარის ორდენები, მხსნელის ბერძნული ორდენი და წმინდა დანიელის ჩერნოგორიული ორდენი. 1914 წელს "ორმოცწლიანი შესანიშნავი სამსახურისთვის" დუმბაძემ მიიღო განსაკუთრებული ნიშანი წმინდა გიორგის ბაფთაზე. პირველი მსოფლიო ომის დაწყებისას ვერ მიიღო მასში მონაწილეობა ავადმყოფობის გამო; 1916 წლის გაზაფხულზე კიევში ჩაუტარდა ოპერაცია, რომელიც უშედეგოდ დასრულდა; 1916 წლის 15 აგვისტოს საკუთარი სურვილით გადადგა იალტის მმართველის პოსტიდან, მაგრამ დარჩა სვიტას შემადგენლობაში.


1 ოქტომბერს გარდაიცვალა ლივადიაში და დაიკრძალა სამხედრო და სამოქალაქო პატივით. რუსეთის არმიის გენერალი, სახელმწიფო მოღვაწე, სვიტას გენერალ-მაიორი, ქალაქ იალტის მთავარმართებელი, რუსი ხალხის კავშირის ერთ-ერთი მესვეური, ცნობილია ექსტრავაგანტული ქცევების, სისასტიკისა და შავრაზმული შეხედულებების გამო.

წყარო: dic.academic.rugeorgianencyclopedia.ge


იოსებ დუმბაძე - ქართველი სამხედრო მოღვაწე, რუსეთის არმიის გენერალ-მაიორი. ივანე დუმბაძე - ქართველი სამხედრო მოღვაწე, რუსეთის არმიის გენერალ-მაიორი. ნიკოლოზ დუმბაძე - ქართველი სამხედრო მოღვაწე, რუსეთის არმიის გენერალი. მიხეილ დუმბაძე - ქართველი სამხედრო მოღვაწე, რუსეთის არმიის გენერალი.

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1914 - წმინდა ანას I ხარისხის ორდენი
  • 1886 - წმინდა ანას II ხარისხის ორდენი (ხმლებით)
  • 1882 - წმინდა ანას III ხარისხის ორდენი (ხმლებითა და ბანტით)
  • Думбадзе Иван Антонович  (19.01.1851 – 01.10.1916)
                генерал-майор с 16.03.1907
                генерал-майор свиты Е.И.В. с 06.12.1912



დუმბაძე ორჯერ იყო დაქორწინებული, ჰყავდა ორი ქალიშვილი და ხუთი ვაჟი. ალექსანდრე დუმბაძე, რომელიც იაესე გურიელის ქალიშვილისგან, ტერეზიასაგან შეეძინა, იყო კავალერიის როტმისტრი. ის 1918 წლის 1 იანვარს დაიღუპა სევასტოპოლის მეზღვაურთა რევოლუციური გამოსვლის დროს. კიდევ ერთი ვაჟი, ანტონ დუმბაძე (1887-1948), იყო რუსეთის ავიაციის კაპიტანი, რომელიც რევოლუციის შემდეგ ემიგრაციაში წავიდა საფრანგეთში; ალექსი გარდაიცვალა 1970 წელს ბრიუსელში; გიორგი, გადმოცემის მიხედვით დაიღუპა მეორე მსოფლიო ომში; ვლადიმერი ასევე, გადმოცემის მიხედვით, იყო რეპრესირებული საბჭოთა კავშირის მიერ. დუმბაძის სახე ასახულია 1969 წლის საბჭოთა ფილმში „სახიფათო გასტროლები“ (Опасные гастроли).






კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 01.01.2021
ბოლო რედაქტირება 23.02.2023
სულ რედაქტირებულია 6





ნაპოლეონთან მებრძოლი ქართველი გენერლები

1 0


ქართველი გენერლები რუსეთის არმიაში 1698-1917წწ ანბანის მიხედვით

1 0


კონსტანტინე ყარანგოზიშვილი 1852-07წწ გარდ. რუსეთის გენერალი, ოდესის კომენდანტი. დაბ. დუშეთი,მხცეთა მთიანეთი

2 0


ჯამბურია, ელგუჯა ნოეს ძე დაბ. 1951 პოლიციის გენერალ მაიორი წარმ. მარტვილი

2 0

ბესარიონ ტატაშის ძე დგებუაძე 1835-1882წწ გენერალ-მაიორი დაბ. მარტვილი

2 0

ივანე გურგენიძე პაატას ძე (1841-1907), თავადი, გენერალ-მაიორი (1903); წარმ. ასპინძა

2 0