დუმბაძე რომან ნოდარის ძე (17 მარტი 1964-2012) დაბადების ადგილი: სოფელი ფუშკურაული, ხულოს რაიონი.
დაამთავრა თბილისის უმაღლესი სამხედრო საარტილერიო სასწავლებელი 1987 წელს; თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბათუმის სამართლის ინსტიტუტის იურიდიული ფაკულტეტი 1999 წელს.
1987-1991წწ. მსახურობდა გდრ-ში განლაგებულ საბჭოთა ჯარებში, შემდეგ შორეული აღმოსავლეთის, ციმბირის სამხედრო ოლქებში თავდაპირველად ტანკსაწინააღმდეგო ოცეულის, შემდეგ ნაღმტყორცნელთა ბატარეის მეთაურად; 1992 წელს დაბრუნდა საქართველოში და 1993 წლიდან მონაწილეობდა აფხაზეთის ბრძოლებში; იყო საქართველოს თავდაცვის სამინისტროს პოლკის შტაბის უფროსი; 1993-1994წწ. 25-ე მოტომსროლელი ბრიგადის მეთაური; 2004 წელს დააპატიმრეს სამშობლოს ღალატის ბრალდებით (მიესაჯა 17 წელი); 2008 წელს პოლიტიკური გადაწყვეტილების საფუძველზე გაიცვალა რუსეთის მიერ დაპატიმრებულ 12 ქართველ სამხედრო პირზე; გენერალ-მაიორი (1998).
წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.2. - თბ., 2012. - გვ.510
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
- 1994 - ვახტანგ გორგასლის III ხარისხის ორდენი
რომან ნოდარის-ძე დუმბაძე (17.03.1964-21.05.2012) გენერალ-მაიორი (04.08.1998)
დაიბადა ხულოს რაიონის სოფელ ფუშკურაულში.
1987 წელს დაამთავრა თბილისის უმაღლესი სამხედრო საარტილერიო სასწავლებელი;
1999 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბათუმის
სამართლის ინსტიტუტის იურიდიული ფაკულტეტი.
1987-1991წწ. მსახურობდა გდრ-ში განლაგებულ საბჭოთა ჯარებში, შემდეგ
შორეული აღმოსავლეთის, ციმბირის სამხედრო ოლქებში თავდაპირველად ტანკსაწინააღმდეგო
ოცეულის, შემდეგ ნაღმტყორცნელთა ბატარეის მეთაურად;
1992 წელს დაბრუნდა საქართველოში და მსახურობდა საქართველოს თავდაცვის
სამინისტროს პოლკის შტაბის უფროსად;
1993-1994 წწ. მსახურობდა 25-ე მოტომსროლელი ბრიგადის მეთაურად;
აქტიურად მონაწილეობდა საქართველოს ტერიტორიალური მთლიანობისათვის
წარმოებულ სამხედრო მოქმედებებში. იყო ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანი.
ჯერ კიდევ დაპატიმრებამდე იყო შერაცხული მოღალატედ მთავარსარდლისადმი
დაუმორჩილებლობისა და იმ მუქარების გამო, რასაც ცენტრალური ხელისუფლების
მისამართით საჯაროდ გამოთქვამდა აჭარის კრიზისის დღეებში.
2004 წელს დააპატიმრეს სამშობლოს ღალატის ბრალდებით (მიესაჯა 17 წელი);
2008 წელს პოლიტიკური გადაწყვეტილების საფუძველზე გაიცვალა რუსეთის
მიერ დაპატიმრებულ 12 ქართველ სამხედრო პირზე;
დაჯილდოებულია ,,ვახტანგ გორგასლის,, მე-III ხარისხის ორდენით (1994).
ტრაგიკულად დაიღუპა ქ.მოსკოვში.