გურული გენერლები XVIII საუკუნიდან 1921 წლამდე ავტ. მამუკა გოგიტიძე
დუმბაძე იოსებ ანტონის ძე(3 იანვარი, 1865-1917) გენერალ-მაიორი (1914); ცნობილი ლოტბარის, ანტონ დუმბაძის შვიდი ვაჟიდან ერთ–ერთი, იოსები, 1865 წლის 3 იანვარს დაიბადა, შემოქმედში. დედა თავადის ქალი გახლდათ, ნაკაშიძის ასული. იოსებმა განათლება მიიღო თბილისის კადეტთა კორპუსში. სამხედრო სამსახურს შეუდგა 1882 წლის 24 აგვისტოდან. დაამთავრა მე-3 სამხედრო ალექსანდრეს სასწავლებელი. 1884 წელს პოდპურიჩიკის წოდებით ჩაირიცხა ყარსი-ალექსანდროპოლსკის ციხესიმაგრის არტილერიაში. 14.08.1888–ში მიიღო პორუჩიკის, 15.07.1894–ში შტაბსკაპიტნის, 19.07.1898–ში კაპიტნის, ხოლო, 29.08.1904–ში პოდპოლკოვნიკის ჩინები.
იოსებ დუმბაძე მონაწილეობდა 1904-05 წლების რუსეთ–იაპონიის ომში. 2 წლისა და შვიდი თვის მანძილზე მეთაურობდა როტას. ომის შემდეგ დაასრულა ოფიცერთა საარტილერიო სკოლა. 1908 წლის 6 დეკემბერს წარჩინებისთვის მიენიჭა პოლკოვნიკის წოდება. იყო ნიკოლაევსკის ციხე-სიმაგრის არტილერიის უფროსი (10.01. – 13.12. 1910); მე–2 ვლადივოსტოკის ციხესიმაგრის საარტილერიო პოლკის მეთაური (13.12.1910–04.02.1912); პირველი ვლადივოსტოკის ციხესიმაგრის საარტილერიო ბრიგადის ხელმძღვანელი (04.02. 1912–დან); 1912 წელს მიიღო გენერლის, 1914 წელს კი – წარჩინებისთვის გენერალ-მაიორის წოდება. მისი ძმები, სამსონი, ნიკოლოზი, მიხეილი და ივანე აგრეთვე რუსეთის არმიის გენერლები იყვნენ.
მიღებული ჰქონდა სამხედრო ჯილდოები: წმ. სტანისლავის II ხარისხის ორდენი (1901); წმინდა ანას II ხარისხის ორდენი ( 1904); წმინდა ვლადიმირის III ხარისხის ორდენი (1913); 1916 წლის 6 დეკემბერს დაიმსახურა წმ. ანას I ხარისხის ორდენი ბრწყინვალე და თავდაუზოგავი სამსახურისთვის.
იოსებ დუმბაძე 1917 წელს დაიღუპა.
Думбадзе Иосиф Антонович (03.01.1865 – ?)
генерал-майор с 14.04.1913
წყარო:
1.https://ka.wikipedia.org/wiki/იოსებ_დუმბაძე
2. http://www.grwar.ru/persons/persons.html?id=3649
ფოტო მამა ანტონ დუმბაძე შვილებთან ერთდ