სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 12288

მთავარი იუბილარი/ ხსენება

მეცნიერება/ხელოვნება/მედიცინა
ხელოვნება
ანტონ დუმბაძე 1824-1907წწ. მგალობელი და ლოტბარი სოფ. შემოქმედი, ოზურგეთი, გურია. ანტონ დუმბაძე 1824-1907წწ. მგალობელი და ლოტბარი სოფ. შემოქმედი, ოზურგეთი, გურია. ანტონ დუმბაძე 1824-1907წწ. მგალობელი და ლოტბარი სოფ. შემოქმედი, ოზურგეთი, გურია.
ბმულის კოპირება

ხელოვნება

გვარი დუმბაძე სია

ოზურგეთი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

70       ბეჭდვა

ანტონ დუმბაძე 1824-1907წწ. მგალობელი და ლოტბარი სოფ. შემოქმედი, ოზურგეთი, გურია.

ანტონ ნიკოლოზის ძე დუმბაძე (დ. 1824, შემოქმედი — გ. 1907, გორი) — ქართველი მგალობელი და ლოტბარი, აზნაური, გურიის მილიციის (სახალხო რაზმის) ასეულის უფროსი. 


ანტონ დუმბაძე იყო პოლიციის პორუჩიკი, იყო რუსეთ-თურქეთის 1877-78 წლების ომის მონაწილე. ჰყავდა მეუღლე, თავადის ასული ნაკაშიძე და ცხრა შვილი: დავითი, ივანე, ნიკოლოზი, მიხეილი, იოსები, სამსონი, მელიტონი, მართა, ელენე.[1] მისი შვილების სამხედრო გზას დაადგნენ: ივანე დუმბაძე იალტის გენერალ-გუბერნატორი და ნიკოლოზ II-სთან დაახლოებული პირი იყო, ნიკოლოზი (1854—1927)[2] — ფეხოსანთა დივიზიის მეთაური, გენერალ-მაიორი, იოსები (1865-?)[3], გენერალ-მაიორი, არტილერიაში მსახურობდა; სამსონი (1866-?)და მიხეილი (დ. 1888) აგრეთვე გენერალ-მაიორები იყვნენ, მელიტონი სამოქალაქო სამსახურში იყო, ხოლო დავითი სასულიერო პირი გახდა.


დუმბაძე სრული მგალობელი იყო, რაც მთელი წლის სამგალობლო რეპერტუარის ცოდნას გულისხმობდა. საგალობლებსა და ლოტბარობას დუმბაძე გელათის მონასტერში დაეუფლა. იმერეთის ექპისკოპოსმა ალექსანდრემ გურიის ეპიკოპოს გაბრიელ ტუსკიას გაუგზავნა სამი მგალობელი ძმა ცქვიტიშვილი, რომლებიც აკეთში დასახლდნენ. შემოქმედის ეკლესიის მღვდელმა, გიორგი დუმბაძემ ცქვიტიშვილებთან გალობის სასწავლებლად მიაბარა მისი ნათესავი ანტონი და მისი ნათლული მაქსიმე ჩხატარაშვილი ხუთი წლით. სანაცვლოდ კი ჩხავერის ღვინით უხდიდა გასამრჯელოს. დუმბაძემ ზედმიწევნით იცოდა საგალობლების სამივე ხმა და გურიაში პირველ მგალობლად ითვლებოდა. 1844 წლიდან დანიშნული იყო მთავარ მგალობლად გურიის ეპარქიაში და სხვა მღვდლებსაც ასწავლიდა გალობას. ის არ იცნობდა კლასიკურ სანოტო სისტემას და საგალობლებს იწერდა სპეციალური ნიშნათა სისტემით — „ნევმებით“.


„საგალობლების ზედმიწევნით მცოდნე გურიაში ამ ჟამად ერთადერთი კაციღა მოიპოვება და ეს გახლავთ აზნაური ანტონ დუმბაძე, რომელსაც თუ გალობის ცოდნაში, თუ ხმის სიმშვენიერეში ტოლი და ბადალი არ მოეპოვება.რომ გაწყრეს ღმერთი და ანტონი ან მოგვიუძლურდეს, ან ხელიდან გამოგვეცალოს, მასთან ერთად დაიმარხება ჩვენებური გალობაც“

1885 წელს გაიცნო ფილიმონ ქორიძე, რომელსაც ეხმარებოდა 1893 წლიდან გურიაში საგალობლების ნოტებზე გადატანაში.


დუმბაძის მოწაფეთაგან აღსანიშნავია მელქისედეკ ნაკაშიძე, გიორგი მოლარიძე, ნესტორ კონტრიძე, სიმონ შარაშიძე, სვიმონ მოლარიშვილი, ვარლამ სიმონიშვილი. ანტონ დუმბაძის შვილიშვილები იყვნენ სონია დუმბაძე, ემიგრანტი ქართველი საოპერო მომღერალი და ვასილ დუმბაძე, ავანტიურისტი და დიპლომატი.

პენსიაში გასვლის შემდეგ ცხოვრობდა გორში, სადაც გარდაიცვალა 103 წლის ასაკში. გადმოცემის თანახმად, შვილთან, დავით დუმბაძესთან ერთად დაკრძალულია შემოქმედის მონასტერში,მაგრამ საფლავები დაკარგულია.


კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 01.01.2021
ბოლო რედაქტირება 01.01.1970
სულ რედაქტირებულია 0

ნათია ბოტკოველი
ნათია ბოტკოველი ბოლო რედაქტირება 01.05.2023
სულ რედაქტირებულია 1


ჯემალ დუმბაძე, გარდაიცვალა აფხაზეთის 1992-93წწ ომში. დაბ. ოზურგეთი;

2 0

გიორგი გიორგის ძე დუმბაძე 1803-1883წწ მღვდელი. მგალობელი

2 0

დავით ანტონის ძე დუმბაძე 1849-1918წწ დეკანოზი დაბ. სოფ. შემოქმედი (ოზურგეთი)

2 0

დუმბაძე - გვარის 13 ღვთისმსახური

1 0

თამაზ დუმბაძე სევერიანის ძე (1936-2016) საქართველოს გენერალი წარმ. სოფ. შემოქმედი ოზურგეთი

1 0


რომან დუმბაძე 1964-2012წწ საქართველოს გენერალი დაბ. სოფ. ფუშკურაული ხულო აჭარა

2 0


სამსონ ანტონის ძე დუმბაძე 1866-1938წწ რუსეთის გენერალი სოფ.შემოქმედი ოზურგეთი გურია Самсон Антонович Думбадзе

1 0


ნიკოლოზ დუმბაძე ანტონის ძე 1854-1927წწ გარდ. გენერალ ლეიტენატი, გარდ. ვლადივასტოკი (რუსეთი), დაბ. სოფ. შემოქმედი ოზურგეთი გურია

2 0


იოსებ დუმბაძე ანტონის ძე 1865-1917 წწ გენერალ მაიორი ვლადივოსტოკის ციხესიმაგრის საარტილერიო პოლკის მეთაური. დაბ. სოფ. შემოქმედი ოზურგეთი გურია

1 0


ივანე დუმბაძე ანტონის ძე 1851-1916წწ გარდ. გენერალ მაიორი დაბ. სოფ. შემოქმედი ოზურგეთი გურია

3 0


ნუგზარ დუმბაძე 1965-85წწ გარდ. ავაღანეთი დაბ. სოფ. მეძიბნა ქედა

2 0

ნოდარ დუმბაძე 1928-1984წწ მწერალი დაბ. სოფ. ხიდისთავი, ჩოხატაური

2 0

ანტონ დუმბაძე 1933-1998წწ. მხატვარი, გურია , ოზურგეთის რაიონი, სოფ. შემოქმედი.

1 0


ვასილ დუმბაძე დავითის ძე(1881-1943) ეკონომისტი სოფ. შემოქმედი ოზურგეთი გურია

3 0


ნინო დუმბაძე 1919-1983წწ ოლიმპიური პრიზიორი მძლეოსნობა დაბ. სოფ. შემოქმედი ოზურგეთი

4 0

10 3 3