დეკანოზი დავით ანტონის ძე დუმბაძე 1849 წელს ოზურგეთის მაზრის სოფელ შემოქმედში, აზნაურის ოჯახში დაიბადა. სანამ უშუალოდ მამა დავითზე ვისაუბრებთ, საჭიროა, ერთი-ორი სიტყვით ვახსენოთ მამამისის, სრული მგალობლის – ანტონ დუმბაძის დიდი დამსახურება ქართული საეკლესიო გალობის აღორძინებისა და განვითარების საქმეში. ანტონ დუმბაძე მთელ საქართველოში გალობის ერთ-ერთ საუკეთესო მცოდნედ და ავტორიტეტულ პიროვნებად ითვლეობდა. საერო სამსახურში იგი პოლიციის პორუჩიკი იყო. მას ცხრა შვილი ჰყავდა, რომელთაგანც უმეტესობა მაღალ თანამდებობებზე მუშაობდა. მისი 7 ვაჟიდან ექვსმა სამხედრო კარიერა აირჩია, მათგან ოთხმა გენერალ-მაიორის წოდებას მიაღწია. ერთ-ერთი ვაჟი იოანე იალტის გენერალ-გუბერნატორი და რუსეთის იმპერატორ ნიკოლოზ II სთან დაახლოებული პირი გახლდათ. ანტონ დუმბაძე 1844 წლიდან გურიის საკათედრო ტაძარში სამღვდელმთავრო გუნდში გალობდა. გურიის ეპისკოპოსი გაბრიელი (ტუსკია) 1878 წლის 26 მარტს მის შესახებ წერდა: „იგია უფროსი ყველა მგალობლებშიდ გურიის ეპარქიისა, ნიჭიერებისა გამო და სწავლასა ავრცელებდა გალობისას ამხანაგებში და სამღვდელოებათა შორისაცა, რომელიცა ეხლაც ავრცელებს გალობის სწავლად აქაურ ეპარქიაშიდ“. 1893 წელს მაქსიმე შარაშისა და წმ. ექვთიმე კერესელიძის ძალისხმევითა და ფინანსური თანადგომით, წმ. ფილიმონ ქორიძე ოზურგეთში, ქართული საეკლესიო საგალობლების გადასაღებად ჩავიდა. მას ამ საქმეში სწორედ ანტონ დუმბაძის დიდი იმედი ჰქონდა. თავად ანტონ დუმბაძე გაზეთ „ივერიაში“ წერდა: დიდი ხანი არ არის, რაც მთელს საქართველოში იყო აძრული ლაპარაკი შესახებ იმისა, რომ შესაძლო იყო თუ არა გარდაღება ქართულის საეკლესიო გალობისა ნოტებზედ, რომელზედაც მე იჭვნეული ვიყავი. ეხლა, მადლობა ღმერთს, ამ მოკლე ხანში, ამგვარ იჭვნეულობას და ლაპარაკს მოეღო ბოლო და მიეცა დასასრული, მით რომ ეს მეხუთე თვე არის, რაც პატივცემული ფილიმონ ქორიძე ყოველდღე დაუღალავად მუშაობს და შრომობს ამ საქმეზედ ქ. ოზურგეთში, ერთად ჩემისა და ჩემის შვილის მღვდლის დავითისა და ერთის ჩემის შეგირდის მოლარიშვილის დახმარებით. მე, როგორც გამოცდილს და მცოდნეს სრულის საეკლესიო ქართულის გალობისა, ის მაქვს სასიამოვნოდ, რომ ყოველი ეკლესიური გალობა გადადის ნოტებზედ, ისე შეუცვლელ და უნაკლულოდ იმ კილოზედ, როგორიც არსებობდა და არსებობს გურია-იმერეთში.. ამას გარდა, კიდევ გამოგვიჩნდა ერთი ყოვლადპატიოსანი მამულიშვილი და გულშემატკივარი ამ კარგის საქმისა, რომელიც გულმოდგინედ შეუდგა განხორციელებას ამ ძვირფასის საუნჯისას, მან არ მიხედა არც შრომას, არც ნივთიერ ხარჯსა და სარჯელს და საუკუნოდ ავალებს საზოგადოებას. ეს კა-
6-1 საპატრიარქოს უწყებანიN6 7-13 თებერვალი2012წ გვ.18
დეკანოზი დავით დუმბაძე 1849-1918 (გაგრძელება)
ცი არის ისევ ერთი გურულთაგანი -მაქსიმე შარაძე და მას ეხმარებიან მისი ამხანაგნიც“. ანტონ დუმბაძე, ეს ტკბილი მოხუცი და შესანიშნავი მგალობელი1907 წელს გარდაიცვალა. მღვდელმა დავითმა ღირსეულად გააგრძელა თავისი მამისა და დუმბაძეთა გვარის სასულიერო და სამგალობლო ტრადიციები. მან დაამთავრა ოზურგეთის სამწლიანი სასულიერო სასწავლებელი. 1869 წლის 6 დეკემბერს დავითი საკათედრო ტაძრის კერძო დიაკვნად დაინიშნა. 1869 წლის 30 დეკემბერს გურიის ეპისკოპოსმა გაბრიელმა (ტუსკია) დიაკვნად აკურთხა,ხოლო 1870 წლის 6 იანვარს მღვდლად დაასხა ხელი და საკათედრო ტაძრის კრებულში დაადგინა. 1872 წლის 15 აგვისტოს შემოქმედის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაში გადაიყვანეს და ოზურგეთის ოლქის მთავარხუცესად დაინიშნა. 1875 წლის 25 აგვისტოს მღვდელი დავითი ოზურგეთის წმინდა მარინეს სახელობის ტაძარში განამწესეს. ამავე წელს ოლქის სამღვდელოებამ ოზურგეთის სასულიერო სასწავლებლის მმართველი საბჭოს წევრად აირჩია. 1877 წლის 3 აპრილიდან 1878 წლის 1 სექტემბრამდე რუსეთ-თურქეთის ომის დროს სამხედრო ჰოსპიტალის მღვდელი იყო. 1877 წლის ივლისში იგი ფრონტის ხაზზე დიდი რისკის ფასად დაჭრილი ჯარისკაცებისთვის ასრულებდა საეკლესიო წესებს. 1877-1878 წლების რუსეთ-თურქეთის ომის შედეგად მოხერხდა აჭარის თურქეთის 300-წლიანი ბატონობისაგან გათავისუფლება. ეს დიდი ისტორიული მოვლენა იყო. ეს ძირძველი ქართული კუთხე ფორმალურად რუსეთის იმპერიას, ხოლო ფაქტობრივად – დედასამშობლოს დაუბრუნდა. ახალშემოერთებული კუთხე და მისი მოსახლეობა მაშინვე მოექცა „კავკასიაში ქრისტიანული სარწმუნოების აღმდგენი საზოგადოების“ ყურადღების ცენტრში. როდესაც რუსეთის ჯარი ბათუმში შევიდა, მას თან ახლდნენ როგორც რუსი, ასევე ქართველი სასულიერო პირები. ერთ-ერთი მათგანი იყო მღვდელი დავით დუმბაძე. ბათუმში საზეიმოდ შემოსულ რუსეთის ჯარს საეკლესიო ზარების გუგუნით მიეგება წმინდა ნიკოლოზის სახელობის ბერძნული მართლმადიდებლური ეკლესია და ამ ეკლესიის მრევლი. ეს იყო პირველი შემთხვევა ზარების რეკვისა, რადგან ადრე თურქები არ აძლევდნენ ეკლესიებზე ზარების დარეკვის უფლებას. ამ მოვლენის აღსანიშნავად ბათუმში გაიმართა საზეიმო ბანკეტი, რომელსაც ესწრებოდა როგორც საერო, ასევე საეკლესიო ხელისუფლების წარმომადგენლები. ბანკეტზე სიტყვით გამოვიდა ბერძნული ტაძრის წინამძღვარი, მლვდელი ალექსი და ამ ისტორიული მოვლენის შესახებ ისაუბრა. მან დიდი სიყვარულით მოიხსენია მამა დავით დუმბაძე, რომელიც მანამდე რამდენჯერმე იყო ბათუმში ნამყოფი. ამ ვიზიტების დროს იგი ეცნობოდა ბერძნული და ბათუმში არსებული სხვა ეკლესიების წარმომადგენლებს. ანუგეშებდა ბათუმელ ქრისტიანებს და არწმუნებდა, რომ მალე ეს მხარე თურქთა ბატონობისგან გათავისუფლდებოდა. „ჩვენ ვიცოდით, – აღნიშნავდა მამა ალექსი, – რომ მამა დავითი ქრისტიანული სამისიონერო საზოგადოების წევრი იყო და მას ვაწვდიდით ინფორმაციებს ბათუმში ქრისტიანთა მდგომარეობის შესახებ“. დასასრულ, მამა ალექსიმ ისიც აღნიშნა, რომ ის დიდად მადლობელი იქნებოდა, თუ მღვდელი “ დავით დუმბაძე, სხვებთან ერთად, დაჯილდოვდებოდა მედლით იმ თავდადებისათვის, რომელიც მან გამოიჩინა ამ დიდი ისტორიული მოვლენის განხორციელებისათვის. შემდგომში, 1880 წლის 1 თებერვალს,იგი მართლაც დაჯილდოვდა წითელი ჯვრის საზოგადოების სამახსოვრო ჯვრით. ამავე პერიოდში დაჯილდოვდა რუსეთის იმპერატორ ალექსანდრეს სახელობის ვერცხლის მედლით. 1878 წლის 18 აგვისტოს მღვდელი დავითი გურიის ეპარქიის საეკლესიო ქონების აღმწერი კომისიის წევრად დანიშნეს. 1879 წლის 19 ივლისს ოზურგეთის ოლქის სამღვდელოების თხოვნით, საქართველო-იმერეთის სინოდალურმა კანტორამ დაამტკიცა მთავარხუცესის პოსტზე. მისი მთავარხუცესობის პერიოდში, მამა დავითის მეცადინეობითა და ხელმძღვანელობით აშენდა ოთხი ახალი ტაძარი: 1875 წელს იკურთხა ნიგოეთისა და გორისგვერდის წმინდა გიორგის, შუხუთის ღვთისმშობლის ეკლესიები, ხოლო 1881 წელს “– წითელმთის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია. 1882 წლის 8 თებერვალს სინოდალური კანტორის გადაწყვეტი-
6-2 საპატრიარქოს უწყებანიN6 7-13 თებერვალი2012წ გვ.19
დეკანოზი დავით დუმბაძე 1849-1918 (გაგრძელება)
ლებით, მამა დავითი გურიის ეპარქიის სასულიერო სასამართლოს ხაზინადრად დაინიშნა.
1883 წლის 24 მარტს გურიის ეპის- კოპოსმა ალექსანდრემ (ოქროპირიძე) თხოვნით მიმართა საქართველო-იმერეთის სინოდალურ კანტორას მღვდელი დავით დუმბაძე დაეჯილდოებინა მოქალაქეობრივი გმირობის გამო: „საქმე იმაში მდგომარეობს, რომ 1881 წლის 13 ივლისს გურიის აწგანსვენებული ეპისკოპოსი გაბრიელი (ტუსკია) შემოქმედის მონასტრის მოსალოცად და რევიზიის ჩასატარებლად მისულა. უკან გამობრუნებისას მდინარე ბჟუჟის ადიდების გამო მეუფე ცხენიდან გადმოვარდა და წყალმა ხუთ საჟენზე წაიღო. მამა დავითი მაშინვე წყალში შევარდნილა და დიდი წვალებით გამოუყვანია წყლიდან ეპისკოპოსი გაბრიელი“. მართლაც, 1884 წლის 9 მარტს წმინდა სინოდის დადგენილებით რუსეთის იმპერატორმა ალექსანდრე III-მ მღვდელი დავით დუმბაძე ოქროს მედლით დააჯილდოვა, 1884 წლის 2 მაისს, თავისი თხოვნის საფუძველზე მამა დავითი გათავისუფლდა მთავარხუცესობიდან. 1888 წლის 26 მაისს ოზურგეთის წმინდა მარინეს სახელობის საკათედრო ტაძრის წინამძლვრად დაინიშნა. 1894 წლის 25 თებერვალს ოზურგეთის მაზრის სამღვდელოებამ მამა დავითი სასულიერო სასწავლებელში თავის წარმომადგენლად აირჩია და ამავე წლის 30 მარტს დამტკიცდა ამ პოსტზე. ამასთანავე, იგი ასწავლიდა ქართულ საეკლესიო გალობას აღნიშნულ სასწავლებელში. 1894 წლის 15 მაისს სკუფია უბოძეს. 1895 წლის იანვარში იგი გურია-სამეგრელოს სამღვდელოების საეპარქიო კრებაზე მონაწილეობდა როგორც ოზურგეთის ოლექის დეპუტატი. 1896 წლის 6 ივლისიდან მამა დავითი გურია-სამეგრელოს საეპარქიო სასწავლო კომიტეტის ოზურგეთის განყოფილების წევრია. 1899 წლის 15 მაისს მას კამილავკა ეწყალობა. 1905 წელს რუსეთში დაწყებულმა რევოლუციის ტალღამ საქართველოსაც გადაუარა. ქვეყანაში უამრავი შემზარავი და სასტიკი მკვლელობა მოხდა. მდგომარეობა უმართავი გახდა. რუსეთიდან მოვლინებულმა დამსჯელმა ჯარმა, გენერალ ალიხანოვავარსკის მეთაურობით, საშინელი რეპრესიები დაიწყო. დევნა სამლვდელოებამაც განიცადა. გაზეთი „ივერია“ 1905 წელს წერდა: „როგორც „ჩერნ. ვესტ“ იუწყება, ქ. ოზურგეთში გენერალ-მაიორ ალიხანოვ-ავარსკის პასუხისგებაში მიუცია ბლაღოჩინი მღვდელი დავით ანტონის ძე დუმბაძე. მიზეზი ისაა, რომ მღვდელ დუმბაძეს უარი განუცხადებია მღვდელმსახურების შესრულებაზე თავად ტ. ნაკაშიძისა დალ. გურიელის დასაფლავების დროს. როგორც ვიცით, მათი მკვლელობა პოლიტიკურ ნიადაგზე მოხდა“. 1905 წლის 15 მაისს მღვდელი დავითი სამკერდე ოქროს ჯვრით დაჯილდოვდა, ხოლო 1908 წლის 12 თებერვალს დეკანოზის წოდება მიენიჭა. ამ პერიოდში იგი ისევ ოზურგეთის ოლქის მთავარხუცესად იხსენიება. 1912 წლის 6 მაისს წმინდა ანას III ხარისხის ორდენი ეწყალობა. 1913 წლის 20 ოქტომბერს გურია-სამეგრელოს ეპარქიის მონასტრების მთავარხუცესი, ხობის მონასტრის წინამძღვარი,იღუმენი დიმიტრი (პარკაია) ავადმყოფობის გამო გადადგა თანამდებობიდან, ამიტომ ეპისკოპოს ლეონიდეს (ოქროპირიძე) გადაწყვეტილებით, ეპარქიაში მოქმედ ყველა მონასტერს დაენიშნა ახალი მთავარხუცესი თეთრი სამღვდელოების მხრიდან. დეკანოზი დავითი შემოქმედის მამათა მონასტრის მთავარხუცესად დაადგინეს. 1914 წლის 15 მაისს იგი წმინდა ანას II ხარისხის ორდენით დაჯილდოვდა. 1914 წელს დაიწყო პირველი მსოფლიო ომი. სოფლის ღარიბ მოსახლეობაზე ეს ომი მეტად მძიმედ აისახა. დიდი გადასახადებისგან შევიწროებული გლეხობა სულს ღაფავდა. მოსახლეობის დახმარების მიზნით მამა დავითის თავმჯდომარეობით შეიკრიბა ოზურგეთის მაზრის სამღვდელოება და დაადგინეს, რომ „ამ ომის დასრულებამდე მშრომელ ხალხს დრამის ფული არ გადაახდევინონ. კრებაზე ასევე გადაწყდა, რომ ყოველთვიური ჯამაგირიდან მათ ორი პროცენტი გადასდონ ომში გაწვეულ ჯარისკაცთა ოჯახების დასახმარებლად“. 1917 წლის თებერვლის რევოლუციის შემდეგ საქართველოში ვითარება შეიცვალა. სამლვდელოება უკიდურესად რთულ ვითარებაში აღმოჩნდა. გამონაკლისი არც მამა დავითი გახლდათ. 1917 წელს გაზეთი „საქართველო“ წერდა: „ოზურგეთი. 10 მარტს დროებითი მთავრობის განკარგულებით დააპატიმრეს ნიკო თაყაიშვილი. მეორე დღეს თავისით გამოცხადდა ციხის უფროსთან დიმიტრი მგელაძე. იმავე დღეს შენდობა და პატიება ითხოვა დეკანოზმა დავით დუმბაძემ. ორივე დროებით გაანთავისუფლეს“. თუ რა მიზეზის გამო მოხდა დაპირისპირება ადგილობრივ ხელისუფლებასა და დეკანოზ დავითს შორის, ვიგებთ თავად მამა დავითის წერილით, რომელიც მან ამავე წლის 7 აპრილს ცნობილ საზოგადო მოღვაწეს, პუბლიცისტსა და ქართული დრამატული თეატრის აქტიურ წევრს, დიმიტრი დუმბაძეს მისწერა: „დიდად პატივცემულო ძმაო და მეგობარო დიმიტრი მოისევიჩ ქრისტე აღსდგა და იცოცხლე გრძელ ჟამიერად, ლოცვა-კურთხევით მოგიკითხავ და თქვენს ჟამიერ სიცოცხლეს ღმერთსა ვთხოვ; ჩვენში იციან, რომ დაელავს, პირის ჯვარი უნდა გამოისახოო, სწორეთ ეხლა არის ის დრო. 12 მარტს ახალმა მთავრობამ ყოვლითურთ უმართლოდ და გამოუკვლეველად დამიჭირეს და ჩამაგდეს ნაობახ-
6-3 საპატრიარქოს უწყებანიN6 7-13 თებერვალი2012წ გვ.20
დეკანოზი დავით დუმბაძე 1849-1918 (დასასრული)
შიდ. ერთი თვე გადის, ჩვენება არ ჩამოურთმევია და არც მე ვიცი რისთვის მტანჯავენ, კარგათ მოგეხსენება ავათმყოფი კაცი ვარ და 70 წლის მოხუცი კაცი, ძველ დროშიდ ძველს ვემსახურებოდი, ეხლა დიდი სიხარულით ახალს ვემსახურები. აქ არის ერთი მხოლოდ მეზობლური მტერობა, შტატის ადგილის მიცემას დაპირებია,კ ხალხი მთხოვილობს, სამღვდელოება მთხოვილობს, და კათოლიკოსის მოადგილემ ვრცელი ტელეგრამა გამოუგზავნა აქაურ კამისრებს, მაგრამ ხმას არ იღებს, ნაობაღშიდ კინაღამ მოვკვდი რევმატიზმით და ჭაჭების ტკივილით და ძლივს ძლივობით დომაშნი არესტით დამამწყვდიეს სახლშიდ, სადაცა თოფიანი კაცნი მადგანა თავზედ და ვიტანჯები. ვიცი რომ თავმოყვარე, პატიოსანი კაცი ბრძანდები, გაჭირვებულ კაცს ზღვამ პირი გაუღო, მეც გაჭირვებული ვარ. ახალი მოხელენი შენი ყველა ნაცნობი არიან, განსაკუთრებით პატივცემული ნოე ჟორდანია, ჩემის ცოლის ნათესავი. ამასთანავე, თქუენ სხვებიც გყავს კარგი მოსახმარი, და მომეხმარე -–- რაც მოგახსენე, რომ ჩემის მხრით არაფერი საწინააღმდეგო კანონიერი არაფერი შესაფერხებელი თქვენ არ შეგხვდებათ. გაფიცებ ცოცხალს და მკვდარს, ნურაფერს ძველს ჩემსას ნუ გაიხსენებ და მოიხმარე ყველა შენი ნაცნობი და მომეხმარე, თუ წინააღმდეგ შემთხვევაში საჭირო იქმნება უმაღლეს მართებლობასთან საქმის მიხწევა, ისიც მაცნობე საიდუმლოდ; მომიტევე შეწუხებისათვის. დავშთები თქუენი მაღალ კეთილშობილების ღვთისადმი მლოცველი დეკანოზი დავით დუმბაძე“. შემდგომში მოვლენები უფრო მძაფრად განვითარდა. 1918 წლის 10 მაისს დღემდე დაუდგენელ ვითარებაში მოკლეს დედაეკლესიისა და ქართული საეკლესიო გალობის დიდი მოამაგე, მხცოვანი დეკანოზი დავით დუმბაძე. ოჯახის წევრებმა, ნათესავებმა და მრევლმა ვერაგულად მოკლული დეკანოზის ცხედარი შემოქმედის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაში დაკრძალეს. დეკანოზ დავით დუმბაძესა და მის მეუღლეს მაკა დიონისეს ასულ ტუსკიას (დაბ. 1859წ.) 2 ვაჟი და 10 ქალიშვილი ჰყავდათ: ელისაბედი (1879წ. გათხოვილი იყო მიხეილ ნაკაშიძეზე), ვასილი (1881წ.), ალექსანდრა (1882წ. გათხოვილი დიმიტრი სიმვულიდზე), ელენე (1885წ.), მარიამი (1887წ. გათხოვილი ვასილ დარახველიძეზე), მატრონა (1888წ. გათხოვილი ტიმოთე გერასიმოვზე), გიორგი (1889წ.), პელაგია (1892წ.), მარგალიტა (1893წ.), ეკატერინე (1894წ.), სოფიო (1896წ.) და თამარი (1898წ.). მათგან ორი: გიორგი და პელაგია 1919 წელს უკვე აღარ იხსენიებიან (ცოცხლებში. შემდგომში მისი ერთი ვაჟი, ვასილ დუმბაძე, ემიგრაციაში წავიდა და მორგანების ბანკის წამყვანი ფინანსისტი გახდა, ხოლო დები დან ერთ-ერთმა სონია დუმბაძემ, რომელიც კარგი მუსიკალური ნიჭით გამოირჩეოდა, 1919 წელს წარმატებით ჩააბარა გამოცდები თბილისის კონსერვატორიაში. სწავლობდა პედაგოგ ანა ჯაყელთან. შემდგომში თბილისის კონსერვატორიის კონკურსში გამარჯვებულ სტუდენტთან ერთად, იგი მილანში ჩავიდა და მაესტრო დელი პონტისთან დაიწყო მეცადინეობა. საბოლოოდ, მანაც ემიგრაციაში დაასრულა ცხოვრება.