ნათიშვილი (ნატიევი) ალექსანდრე გიორგის ძე (1873-1919), გენერალ-მაიორი (1917), წმ. გიორგის ოქროს იარაღი
(1918). 1917 წლის ბოლოს მე-6 საარმიო კორპუსის მეთაური;
ალექსანდრე ნათიშვილს: ის 1873 წლის 16 ივნისს დაიბადა ბათომის ოლქში. 1894 წელს დაამთავრა კონსტანტინოვის საარტილერიო სასწავლებელი და შემდეგ მიხაილოვის საარტილერიო აკადემია.
მსახურობდა თურქესტანის პირველ საარტილერიო ბრიგადაში, შემდეგ იყო უკრაინის ტერიტორიაზე განლაგებული მე-4-ე საარტილერიო ბრიგადის და მე-6-ე მძიმე სამორტირო დივიზიონის მეთაური. 1917 წლის ბოლოს მიიღო გენერალ-მაიორის წოდება. მსახურობდა უკრაინის შეიარაღებულ ძალებში და ცენტრალური რადის მიერ არტილერიის ინსპექტორადაც იყო დანიშნული. იგი 1918 წლის დეკემბერში დააპატიმრეს უკრაინის ჰეტმან პავლო სკოროპადსკის ბრძანებით, მაგრამ მალე გაათავისუფლეს და შემდეგ იგი გენერალ დენიკინის მოხალისეთა არმიაში გადავიდა, სადაც ნათიშვილი ჩრდილოეთ კავკასიის მოხალისეთა არმიის ფორმირებების ინსპექტორად დანიშნეს.
ალექსანდრე ნათიშვილი 1919 წლის გაზაფხულზე ბათუმში მიავლინეს -„ამიერკავკასიის მკვიდრთა კორპუსის“ შესადგენად და საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის წინააღმდეგ სამხედრო მოქმედებების მოსამზადებლად. აქედან გამომდინარე შეგვიძლია დაზუსტებით ვთქვათ რომ 1919 წლის 28 ივნისს ბათუმში გენერალი ალექსანდრე ნათიშვილი მოკლეს, რასაც 1919 წლის 2 ივლისის „кавказское слово“-ს სტატია „убiство ген. А.В НАТIЕВА“-ც ადასტურებს და მოხალისეთა არმიის სარდლობისადმი გაგზავნილი საიდუმლო მოხსენებებიც, სადაც იგი ხელს აწერს როგორც არტილერიის გენერალი ნათიევი. წყაროების არარსებობის გამო შეუძლებელია ვთქვათ იყო თუ არა ზურაბ და ალექსანდრე ნათიშვილებს შორის რაიმე ნათესაური კავშირი, მაგრამ ზოგიერთ წყაროში ალექსანდრეს მამის სახელადაც გიორგი არის მითითებული და აქაც უნდა ვივარაუდოთ რომ, მისი ბიოგრაფიული დეტალები ზურაბ ნათიშვილის ბიოგრაფიაშია არეული ან წინააღმდეგ შემთხვევაში გაზეთში არის მამის სახელის ინიციალი შეცდომით დაბეჭდილი.