ალექსანდრე ნათიშვილი (დ. 15 მაისი, 1878, თბილისი — გ. 3 მაისი, 1959) — ქართველი ექიმი და პედაგოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1944-1959), საქართველოს მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე (1940), ლენინის, საპატიო ნიშნის და შრომის წითელი დროშის ორდენის კავალერი.
დაამთავრა ხარკოვის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკუტეტი 1905 წელს.
1918 წლიდან იყო თბილისის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტის ნორმალური ანატომიის კათედრის გამგე; 1919-1920წწ. იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტის დეკანი; 1921-1930წწ. განაგებდა უნივერსიტეტის ჰისტოლოგიის კათედრას; 1923-1925წწ. ამავე უნივერსიტეტის პრორექტორია; 1930-1932წწ. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის პრორექტორი; 1944-1947წწ. თბილისის ექიმთა დახელოვნების ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე და სასწავლო ნაწილის გამგე; 1946-1950წწ. საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის ბიოლოგიურ და მედიცინის მეცნიერებათა განყოფილების თავმჯდომარე. მანვე შექმნა პლასტიკური ანატომიის კათედრა სამხატვრო აკადემიაში (1924), შინაურ ცხოველთა ანატომიის კათედრა ზოოვეტერინალურ ინსტიტუტში (1932), ანატომიის კათერდა ფიზკულტურის ინსტიტუტში. 1946 წელს ორგანიზება გაუკეთა და სათავეში ჩაუდგა ექსპერიმენტული მორფოლოგიის ინსტიტუტს, რომელიც 1959 წლიდან ატარებს მის სახელს. მეცნიერული ანატომიის ფუძემდებელი და უმაღლესი სამედიცინო განათლების ერთ-ერთი ორგანიზატორი საქართველოში. მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი(1917), პროფესორი(1918). გამოქვეყნებული აქვს 80 სამეცნიერო შრომა, რომლებიც ძირითადად ეძღვნება ნაწლავების ანატომიას. დაამუშავა ანატომიური და ჰისტოლოგიური ტერმინოლოგია ქართულ ენაზე. გამოსცა ადამიანის ნორმალური ანატომიის, პლასტიკური ანატომიისა და შინაურ ცხოველთა ანატომიის და სხვ. სახელმძღვანელო.
წყარო: http://science.org.ge/
ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
- ანატომთა, ჰისტოლოგთა და ემბრიოლოგთა საკავშირო საზოგადოების გამგეობა, წევრი (1949-1959)
- ანთროპოლოგთა და ეთნოლოგთა საზოგადოების თავმჯდომარე (1924-)
- თბილისის ანატომთა, ჰისტოლოგთა და ემბრიოლოგთა საზოგადოება, თავმჯდომარე (1952-1959)
- საქართველოს სამედიცინო საზოგადოება, თავმჯდომარე (1926-1932)
- საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემია, აკადემიკოსი (1944-1959)
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
- 1951 - ლენინის ორდენი
- 1946 - შრომის წითელი დროშის ორდენი
- 1940 - საქართველოს მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე
- საპატიო ნიშნის ორდენი
ბიბლიოგრაფია
- თავის ტვინის სექციის სახელმძღვანელო (ავტორი). - თბილისი, საქმედგამი, 1953. - 63გვ.
- ადამიანის ნორმალური ანატომია (ავტორი) // ნაწ. 2 : სპლანქნოლოგია, ანგიოლოგია : 180 სურათით ტექსტში. - ტფილისი, 1-ლი სტამბა, 1933. - 253გვ.
- ადამიანის ტვინი : ტვინის გაკვეთის სახელმძღვანელო სტუდენტებისათვის (ავტორი). - ტფილისი, სახელგამი, 1932. - 40გვ.
- მეკელის დივერტიკულის დახშული ფორმა და მისი ვასკულარიზაცია (ავტორი). - ტიფლისი, პოლიგრაფტრ. 1-ლი სტ., 1929. - 162გვ.
- http://archive.ge/ka/blog/57