ციციშვილი (ციციანოვი) ივანე დავითის ძე (28-ნიემბერი 1865-1921 შემდ.), თავადი, გენერალ-მაიორი (1917), „წმ. გიორგის“ IV ხარისხის ორდენი (1916) და „წმ. გიორგის“ ოქროს იარაღი (1917);
დაამთავრა გიმნაზია და ტფილისის ქვეითთა იუნკერთა სასწავლებელი.
ჯარში მსახურობდა 1889 წლიდან. 1892 წლიდან მსახურობდა სამურის (აზერბაიჯანი) 83-ე ქვეითთა პოლკში. მონაწილეობდა (1914-1918) წლების პირველ მსოფლიო ომში. 1917 წლიდან მეთაურობდა ციმბირის 45-ე მსროლელთა პოლკს. 1918-1921 წლებში მსახურობდა ქართულ ჯარში. საბრძოლო დამსახურებისათვის და სამსახურში წარჩინებისათვის დაჯილდოებულია წმინდა გიორგის ოქროს იარაღით (1917). პოლკოვნიკი (1914), ქართველი გენერალ-მაიორი (1917).
წყარო: სამხედრო ფიცის ერთგულნი: ქართველი გენერლები.-თბ., 2015.-გვ.95
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
- 1916 - წმინდა სტანისლავის III ხარისხის ორდენი
- 1909 - წმინდა ანას III ხარისხის ორდენი
- წმინდა გიორგის IV ხარისხის ორდენი