სულ ვიზიტორი : 5921754241
განთავსებული სტატია : 9037

მთავარი იუბილარი/ ხსენება

მეცნიერება/ხელოვნება/მედიცინა
აკადემიკოსი
ირაკლი ციციშვილი 1918-2001წწ აკადემიკოსი ინჟინერი თბილისი ქართლი ირაკლი ციციშვილი 1918-2001წწ აკადემიკოსი ინჟინერი თბილისი ქართლი ირაკლი ციციშვილი 1918-2001წწ აკადემიკოსი ინჟინერი თბილისი ქართლი ირაკლი ციციშვილი 1918-2001წწ აკადემიკოსი ინჟინერი თბილისი ქართლი

1918-2001 წწ. გარდ. 83 წლის

თბილისიი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

90       ბეჭდვა

ირაკლი ციციშვილი 1918-2001წწ აკადემიკოსი ინჟინერი თბილისი ქართლი

ირაკლი ნიკოლოზის ძე ციციშვილი (დ. 17 დეკემბერი1918 — გ. 4 მაისი2001) — ქართველი არქიტექტორიხელოვნებათმცოდნე. ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი (1959), პროფესორი (1960), საქართველოს მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე (1967), საბჭოთა კავშირის გმირი (1943), საქართველოს საინჟინრო მეცნიერებათა აკადემიის წევრი (1996).  თბილისის საპატიო მოქალაქე (1984). ვიკიპედია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა საქართველოს ინდუსტრიული ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი არქიტექტურის სპეციალობით 1941 წელს.

1941-1945წწ. მონაწილეობდა მეორე მსოფლიო ომში. მდინარე დნეპრის გადალახვისათვის ბრძოლებში გამოჩენილი გმირობისა და მამაცობისთვის(მოწინააღმდეგის განუწყვეტელი საავიაციო და საარტილერიო თავდასხმის პირობებში მისი ხელმძღვანელობით 4 დღე-ღამეში 360 მეტრიანი სიგრძის ხიდი აიგო), მიენიჭა სსრ კავშირის გმირის წოდება(1943);  1945 წლიდან მუშაობდა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის არქიტექტურის კათედრაზე(1956 წლიდან ამ კათედრის გამგეა), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ი. ჯავახიშვილის სახელობის ეთნოგრაფიულ და არქეოლოგიურ ინსტიტუტში; 1970-1978წწ. იყო საქართველოს სახმშენის თავმჯდომარე; 1978 წლიდან საქართველოს კულტურისა და ბუნების, ძეგლთა დაცვისა და გამოყენების მთავარი სამეცნიერო–საწარმოო სამმართველოს უფროსია. აზომა და მეცნიერულად შეისწავლა ქართული ხუროთმოძღვრების მრავალი ძეგლი. გამოქვეყნებული აქვს მრავალი სამეცნიერო ნაშრომი, მათ შორის 25 მონოგრაფია: "ქართული არქიტექტურის საწყისები", "უჯარმა", "თბილისი - არქიტექტურული ძეგლები", "საქართველო კულტურის  ძეგლების დაცვა", ქართული ხელოვნების ისტორია", "ქართული არქიტექტურის ძეგლები" და სხვ. ხელოვნებათმცოდნე, ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი(1959), პროფესორი(1960).

წყარო: ვინ ვინაა საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. – 1998-1999. - გვ. 384


ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • მსოფლიოს ძეგლთა დაცვის საზოგადოება ICOMOC, წევრი
  • ჟურნალი "ძეგლის მეგობარი", მთავარი ნრედაქტორი
  • საქართველოს არქიტექტორთა კავშირი, წევრი (1946-)
  • საქართველოს კულტურის ძეგლთა დაცვის საზოგადოების პრეზიდიუმი, თავმჯდომარე (1978-)
  • საქართველოს საინჟინრო აკადემია, აკადემიკოსი (1996-)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1995 - ღირსების ორდენი
  • 1984 - თბილისის საპატიო მოქალაქე
  • 1967 - საქართველოს მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე
  • 1943 - საბჭოთა კავშირის გმირი
  • ლენინის ორდენი

ბიბლიოგრაფია

  • ქართული ხელოვნების ისტორია (ავტორი). - თბილისი, ისტ. და კულტ. ძეგლთა დაცვის საზ-ბა, 1995. - 160გვ.
  • კულტურის ძეგლთა დაცვა საქართველოში (ავტორი). - თბილისი, საბჭ. საქართველო, 1986. - 112გვ.
  • უჯარმა : არქიტექტურული თვალსაზრისით (ავტორი). - თბილისი, ხელოვნება, 1982. - 67გვ.
  • სათეატრო შენობები (ავტორი). - თბილისი, ხელოვნება, 1977. - 50გვ.
  • კაპიტალური მშენებლობა (ავტორი). - თბილისი, საბჭ. საქართველო, 1976. - 48გვ.
  • სოციალისტური არქიტექტურული სტილი (ავტორი). - თბილისი, საქ. სსრ პოლიტ. და მეცნ. ცოდნის გამავრც. საზ-ბა, 1961. - 32გვ.
  • ეროვნული ბიბლიოთეკა
  • 22 წლის ქართველი ინჟინერი, რომელმაც დნეპრზე 550 მეტრიანი ხიდი ხუთ დღეში ააგო – რა წერია ირაკლი ციციშვილზე გრიფით საიდუმლო მასალებში
    22 წლის ქართველი ინჟინერი, რომელმაც დნეპრზე 550 მეტრიანი ხიდი ხუთ დღეში ააგო – რა წერია ირაკლი ციციშვილზე გრიფით საიდუმლო მასალებში

    ქარ­თველ­მა ინ­ჟი­ნერ­მა დნეპრზე ხიდი 5 დღის გან­მავ­ლო­ბა­ში ააგო... ხი­დის სიგ­რძე 550 მეტ­რი იყო, ინ­ჟინ­რის ასა­კი- 22 წელი. ეს იყო ირაკ­ლი ცი­ციშ­ვი­ლი, რო­მელ­საც საბ­ჭო­თა კავ­ში­რის გმი­რის წო­დე­ბა მი­ა­ნი­ჭეს. პო­ლი­ტო­ლო­გი, ექპერ­ტი ედი­შერ ჯა­ფა­რი­ძე ლე­გენ­და­რულ ქარ­თველ ინ­ჟი­ნე­რის შე­სა­ხებ უფრო მეტ დე­ტალს გვიყ­ვე­ბა:

    - ირაკ­ლი ცი­ციშ­ვი­ლი 1918 (2001) წლის 17 დე­კემ­ბერს ქა­ლაქ თბი­ლის­ში და­ი­ბა­და... ირაკ­ლი ბავ­შვო­ბი­დან­ვე არ­ქი­ტეqტუ­რი­სა და ხე­ლოვ­ნე­ბათმცო­დე­ო­ბის ნი­ჭით გა­მო­ირ­ჩე­ო­და. მთე­ლი მისი შეგ­ნე­ბუ­ლი სი­ცო­ცოხ­ლე არ­ქი­ტექ­ტუ­რას და სამ­შე­ნებ­ლო ხე­ლოვ­ნე­ბას მი­უ­ძღვნა. მისი სა­ხე­ლი და დი­დე­ბა კვლავ უკ­ვდავ­ყო დნეპ­რის ხი­დის აგე­ბამ! ამას­თან და­კავ­ში­რე­ბით მინ­და მკი­თხველს გრი­ფით მო­ცუ­ლი იმ სა­ი­დუმ­ლო მა­სა­ლე­ბის შე­სა­ხებ ვუ­ამ­ბო, რო­მე­ლიც არ­ქი­ვებ­მა ამ ფაქტთან და­კავ­ში­რე­ბით შე­მოგ­ვი­ნა­ხა.

    ირაკ­ლი ცი­ციშ­ვი­ლი არ­ქე­ო­ლო­გი­ურ გა­თხრებ­ზე, ვაშ­ნა­რის ციხე-ქა­ლაქ­ში - 1948 წელი

    გრი­ფით და­ცულ სა­ი­დუმ­ლო დო­კუ­მენ­ტებ­ში, სა­დაც მო­ცე­მუ­ლია ბე­რი­ას დაც­ვის ყო­ფი­ლი უფ­რო­სის რა­ფა­ელ სარ­ქი­სო­ვის ჩა­ნა­წე­რე­ბი, ვკი­თხუ­ლობთ: "მე­ო­რე მსოფ­ლიო ომის დროს მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ უკ­რა­ი­ნა­ში საბ­ჭო­თა არ­მია ფა­შის­ტებს ძლი­ერ დარ­ტყმებს აყე­ნებ­და, საქ­მე წინ მა­ინც ნელა მი­ი­წევ­და და მდი­ნა­რე დნეპ­რის ფორ­სი­რე­ბაც ჭი­ა­ნურ­დე­ბო­და. ამი­ტომ, სი­ტუ­ა­ცი­ის გა­სარ­კვე­ვად სტა­ლინ­მა ად­გილ­ზე ლავ­რენ­ტი ბე­რია მი­ავ­ლი­ნა, მას მეც თან ვახ­ლდი. დნეპ­რის ფორ­სი­რე­ბა პირ­ველ უკ­რა­ი­ნულ ფრონტს უნდა მო­ეხ­დი­ნა, რო­მელ­საც არ­მი­ის გე­ნე­რა­ლი ნი­კო­ლაი ვა­ტუ­ტი­ნი მე­თა­უ­რობ­და, სამ­ხედ­რო საბ­ჭო­ში კი ნი­კი­ტა ხრუშ­ჩო­ვი შე­დი­ო­და. ად­გილ­ზე რომ ჩა­ვე­დით და სი­ტუ­ა­ცი­ას გა­ვე­ცა­ნით, აღ­მოჩ­ნდა, რომ დნეპრზე ხი­დის გა­დე­ბა ვერ ხერ­ხდე­ბო­და და ბე­რი­ას სწო­რედ ეს პრობ­ლე­მა უნდა მო­ეგ­ვა­რე­ბი­ნა.

    მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ სტა­ლინ­მა ბე­რია ფრონტზე ზე­წო­ლის­თვის მი­ავ­ლი­ნა, ბე­რია ძა­ლი­ან კო­რექ­ტუ­ლი იყო და ვა­ტუ­ტი­ნის­გან მოხ­სე­ნე­ბა შექ­მნი­ლი ვი­თა­რე­ბის შე­სა­ხებ მშვი­დად მო­ის­მი­ნა. არ­მი­ის გე­ნე­რალ­მა (ვა­ტუ­ტინ­მა) ლა­პა­რა­კი რომ და­ას­რუ­ლა, მო­უ­ლოდ­ნე­ლად ხრუშ­ჩო­ვი აყ­ვირ­და, ყვე­ლა გა­ლან­ძღა, ბო­ლოს კი ასე და­ას­რუ­ლა – კარ­გი ინ­ჟინ­რე­ბი არ გვყავს. მხდლე­ბი და მშიშ­რე­ბი არი­ან და ხიდს ვერ აშე­ნე­ბენ, რომ მდი­ნა­რე­ზე ჯარი გა­და­ვიყ­ვა­ნო­თო. ბე­რია ასეთ გა­მოხ­ტო­მებს ვერ იტან­და, თუმ­ცა მწვა­ვე რე­აქ­ცია არ გა­მო­უვ­ლე­ნია ხრუშ­ჩო­ვის სი­ტყვებ­ზე და უთხრა: ყვე­ლა­ფერს გა­ვარ­კვევთ და დამ­ნა­შა­ვე­ებს დავ­სჯი­თო. ამ სი­ტყვე­ბის მერე ბე­რი­ამ ხრუშ­ჩოვს ხი­დის მშე­ნებ­ლო­ბა­ზე პა­სუ­ხის­მგე­ბე­ლი პი­რის მას­თან მოყ­ვა­ნა უბ­რძა­ნა. აღ­მოჩ­ნდა, რომ ის პირ­ვე­ლი უკ­რა­ი­ნუ­ლი ფრონ­ტის 38-ე არ­მი­ის, 268-ე ცალ­კე­ულ სა­ინ­ჟინ­რო ბა­ტა­ლი­ო­ნის 22 წლის კა­პი­ტა­ნი, ეროვ­ნე­ბით ქარ­თვე­ლი, ირაკ­ლი ნი­კო­ლო­ზის ძე ცი­ციშ­ვი­ლი იყო.

    ბე­რი­ამ ამ ულ­ვა­შა ქარ­თველს რომ შე­ხე­და, რო­მე­ლიც მა­მა­ცუ­რად გა­მო­ი­ყუ­რე­ბო­და და ში­შის ნა­ტა­მა­ლიც არ ეტყო­ბო­და, მი­ე­სალ­მა და რუ­სუ­ლად უთხრა: მო­მახ­სე­ნეთ, რა ხდე­ბა! ცი­ციშ­ვილ­მა უთხრა, რომ ხი­დის მშე­ნებ­ლო­ბას ხელს ფა­შის­ტე­ბის სა­ა­ვი­ა­ციო და სა­არ­ტი­ლე­რიო და­ბომბვე­ბი უშ­ლი­და, რომ­ლის მო­გე­რი­ე­ბა­საც თავ­დაც­ვის ძა­ლე­ბი ვერ ახერ­ხებ­დნენ. კა­პი­ტან­მა ასე და­ა­ბო­ლო­ვა თა­ვი­სი მოხ­სე­ნე­ბა: ამ­ხა­ნა­გო ბე­რია, თავს არ ვზო­გავთ. მე და ჩემი მებ­რძო­ლე­ბი ძლი­ე­რი ცე­ცხლის ქვეშ ვმუ­შა­ობთ და უკვე ოცი ჯა­რის­კა­ცი და­მე­ღუ­პა. მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, ხიდი მა­ინც ვერ კეთ­დე­ბა. უფრო მეტი თავ­გან­წირ­ვაა სა­ჭი­რო, - ჩა­ერ­თო ხრუშ­ჩო­ვი. ბე­რია კი ჩა­ფიქ­რდა. ორი­ო­დე წუ­თის შემ­დეგ კი ცი­ციშ­ვილს უკვე ქარ­თუ­ლად უთხრა: სას­წრა­ფოდ რა­მეა მო­სა­ფიქ­რე­ბე­ლი, კა­პი­ტა­ნო, თო­რემ დრო არ ით­მენს.

    შე­ვეც­დე­ბით, ამ­ხა­ნა­გო ბე­რია. ხიდს ან ავა­გებთ, ან ყვე­ლა­ნი თავს შევ­წი­რავთ – თქვა ცი­ციშ­ვილ­მა. ბე­რია კი­დევ ცოტა ჩა­ფიქ­რდა და ცი­ციშ­ვილს უთხრა: ასე­თი თავ­გან­წირ­ვა უაზ­რო­ბაა. რა იქ­ნე­ბა, რომ ხიდი ღამ­ღა­მო­ბით აა­შე­ნოთ, თა­ნაც წყლით რომ იყოს და­ფა­რუ­ლი, რათა ფა­შის­ტებ­მა ვერ შე­ნიშ­ნონ. შე­საძ­ლე­ბე­ლია ასე­თი რამ? ცი­ციშ­ვილს სახე გა­უბრწყინ­და და ეტყო­ბო­და, რომ გო­ნე­ბა გა­უ­ნათ­და. ძლივს შე­ი­კა­ვა თავი, რომ ბე­რი­ას­თვის მხარ­ზე მე­გობ­რუ­ლად არ და­ეკ­რა ხელი, შემ­დეგ ბე­რი­ას გა­მო­ეჯ­გი­მა და ქარ­თუ­ლად უთხრა: ორი­გი­ნა­ლუ­რი მიგ­ნე­ბაა, ამ­ხა­ნა­გო ბე­რია და სავ­სე­ბით შე­საძ­ლე­ბე­ლია. წყალ­ქვეშ მო­ტივ­ტი­ვე ხიდს ავა­შე­ნებთ".

    მარ­თლაც, სულ რა­ღაც ხუთ დღე­ში ირაკ­ლი ცი­ციშ­ვილ­მა და მის­მა ჯა­რის­კა­ცებ­მა დნეპრზე 550 მეტ­რის სიგ­რძის ხიდი აა­გეს, რო­მე­ლიც ტივ­ტი­ვებ­და, 20 სან­ტი­მეტ­რით წყალ­ქვეშ იყო მოქ­ცე­უ­ლი და 30 ტო­ნას უძ­ლებ­და. მას­ზე რომ ტექ­ნი­კა და ჯა­რის­კა­ცე­ბი გა­და­დი­ოდ­ნენ, ისე ჩან­და, თით­ქოს წყალ­ზე მოძ­რა­ობ­დნენ. ამ ტექ­ნი­კურ­მა მიგ­ნე­ბამ დნეპ­რის ფორ­სი­რე­ბა და მთე­ლი უკ­რა­ი­ნის გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბა მო­ი­ტა­ნა, ხოლო ირაკ­ლი ცი­ციშ­ვილს საბ­ჭო­თა კავ­ში­რის გმი­რის წო­დე­ბა მი­ე­ნი­ჭა.

    1943 წლის ნო­ემ­ბერ­ში პი­რა­დად ბე­რი­ამ უსახ­სოვ­რა ოქ­როს ვარ­სკვლა­ვი და ლე­ნი­ნის ორ­დე­ნი ცი­ციშ­ვილს და დას­ძი­ნა: "ყო­ჩაღ, თა­ვა­დო, შენ­მა გმი­რო­ბამ ქვე­ყა­ნას დიდი გა­მარ­ჯვე­ბა მო­უ­ტა­ნაო...".

    მაშ ასე, ზემო აღ­ნიშ­ნუ­ლი­დან შეგ­ვიძ­ლია თა­მა­მად ვთქათ, რომ მდი­ნა­რე დნეპრზე წყალ­ქვშა ხი­დის აგე­ბის ინი­ცი­ა­ტო­რი და ინ­სტრუქ­ტო­რი ქარ­თვე­ლი მეც­ნი­ე­რი და სა­ზო­გა­დო მოღ­ვა­წე ირაკ­ლი ცი­ციშ­ვი­ლი იყო, რო­მელ­მაც მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი წვლი­ლი შე­ი­ტა­ნა მე­ზო­ბე­ლი ქვეყ­ნე­ბის - რუ­სე­თის, ბე­ლო­რუ­სის და უკ­რა­ი­ნის (ეს მდი­ნა­რე ამ ქვეყ­ნე­ბის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე მი­ე­დი­ნე­ბა დღეს, რო­მელ­საც სა­თა­ვე აქვს რუ­სეთ­ში და ჩა­ე­დი­ნე­ბა შავი ზღვის დნეპ­რის ლი­მა­ნის ყუ­რე­ში) გა­დარ­ჩე­ნა­სა და თა­ვი­სუფ­ლე­ბის მო­პო­ვე­ბის საქ­მე­ში. სამ­წუ­ხა­როდ, ის­ტო­რი­უ­ლი გაკ­ვე­თი­ლე­ბი გვიჩ­ვე­ნებს, რომ დი­დე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი უძეგლოდ იკარ­გე­ბი­ან და ამ შემ­თხვე­ვა­შიც ასეა.



ატვირთვა დავით ფეიქრიშვილი 01.01.2021


რედაქტირება ფოტო დავით ფეიქრიშვილი 17.12.2021





რა გვარის არიან და სად დაიბადნენ ქართველი აკადემიკოსები

1 0


ირაკლი ივანეს ძე ჯორჯაძე 1917-92წწ გარდ. 72 წლის, საბჭოთა არტილერიის გენერალ-ლეიტენანტი. აკადემიკოსი. მუშაობდა გენერალური შტაბის სამხედრო აკადემიის საჰაერო თავდაცვის დეპარტამენტის ლექტორად. სოფ. საბუე ყვარელი კახეთი

3 0


იასონ (იჩო) აბაშიძე (თუშეთი) 1904-90წწ გარდ. 86 წლის. პროფესორი, მეტყევე. სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის ზოგადი მეტყევეობის, დენდროლოგიისა და ტყის კულტურების კათედრის გამგე. დაბ. სოფ.ზემო ალვანი ახმეტა კახეთი

1 0


ნიკიტა თალაკვაძე (1873-1933) მართმ. დეკანოზი სოფ. ასკანა ოზურგეთი გურია

2 0


პაპავა ვლადიმერ დაბ.1955 აკადემიკოსი ეკონომისტი წარმ. ჩხოროწყუ სამეგრელო

4 0


ფილიპე ზაიცევი 1877-1957 ენტომოლოგი, აკადემიკოსი დაბ. კიევი, უკრაინა.

1 0


აკადემიკოსი


გამოგვიგზავნეთ თქვენი ქალაქის სოფლის გამოჩენილი ადამიანები ავტვირთავთ თქვენი სახელით

1 1


ქალიშვილების და ჭაბუკების ხარკად აკრძალვა 1774 წელი ქუჩუკ-კაინარჯის ზავის 23-ე მუხლი

1 0


შეიძლება დაგაინტერესოთ ნიმუში

1 0


საოჯახო წიგნის შექმნის რეკომენდაცია, ელექტრონული ნიმუში

1 0


გურიის რესპუბლიკა, გურიის მხვნელ-მთესველთა რესპუბლიკა 1905-1906 წლები

1 0


ერეკლე მეორე (1720-1798) ძირითადი ბრძოლების სია

1 0


ვინ იყვნენ საქართველოს ეკლესიის საჭეთმპყრობელები, რომლებიც მოკლეს. 6 ღვთისმსახური

3 0


თბილისის დაცემა 523-1921 წლები 25 ბრძოლა

1 0


აფხაზეთის ომის ზუსტი ქრონიკა 14 აგვისტო 1992 30 სექტემბერი 1993 წელი

1 0


ყდა თელავის გამოჩენილი ადამიანები

2 0

წიგნის ყდა