სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 10420

მთავარი იუბილარი/ ხსენება

გენერლები საქართველოდან 800-ზე მეტი /Генералы/Generals
გენერლები საქართველოდან 800-ზე მეტი
ლევან იაშვილი მიხეილის ძე 1768-1836წწ გენერალი რუსეთის გენერალი  ამბროლაური რაჭა

1768-1836 წწ. გარდ. 68 წლის

ბმულის კოპირება

გენერლები საქართველოდან 800-ზე მეტი

გვარი იაშვილი სია

ამბროლაური გამოჩენილი ადამიანები სრული სია

5       ბეჭდვა

ლევან იაშვილი მიხეილის ძე 1768-1836წწ გენერალი რუსეთის გენერალი ამბროლაური რაჭა

ლევან იაშვილი მიხეილის ძე (17 აგვისტო1768-19 აპრილი 1836) დაიბადა თავადის ოჯახში. 


დაამთავრა არტილერიის კადეტთა კორპუსი1786წელს.

1787-1791წწ. მონაწილეობდა რუსეთ-ოსმალეთის ომში, კერძოდ აკერმანის, ბენდერის და იზმაილის აღებაში; 1792-1795წწ. ვარშავისა და პრაღის გარემოცვასა და აღებაში; 1794-1799წწ. მსახურობდა ცხენოსან არტილერიაში; 1801 წლიდან გვარდიაში, პოლკოვნიკის ჩინით; 1805 წელს გაიგზავნა ავსტრიის სამფლობელოებში, სადაც ებრძოდა ფრანგებს ჰაილსბერგთან (1807), პროისიშ-აილაუსთან, გუტშტადტთან ფრიდლანდთან. 1808 წლის მარტიდან  გენერალ-მაიორი. 1812 წელს სამამულო ომის დროს სარდლობდა საარტილერიო ბრიგადას პ. გ. ვიტგენშტეინის ცალკე კორპუსის შემადგენლობაში; 1812 წლის 18 ივლისს მიიღო გენერალ-ლეიტენანტის ჩინი; 1813 წელს დაინიშნა მთავარი მოქმედი არმიის არტილერიის უფროსად და მონაწილეობდა რუსეთის არმიის საზღვარგარეთის ლაშქრობებში. იბრძოდა ლიუცენთან, ბაუცენთან; 1816 წელს დაინიშნა პირველი არმიის არტილერიის უფროსად და 17 წლის განმავლობაში ამ თანამდებობაზე იყო; 1832 წლიდან სამხედრო საბჭოს წევრი; 1833 წლიდან თადარიგში გავიდა. დაჯილდოებული იყო რუსეთისა და უცხოეთის მრავალი ორდენით, მათშორის: 1794 წელს წმინდა გიორგის ჯვრით - პოლინეთის აჯანყების ჩაქრობისთვის, 1807 წელს ისევ წმინდა გიორგის ჯვრით - გამოჩენილი მამაცობისთვის. რუსეთის არმიის არტილერიის გენერალი. 




კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 01.01.2021
ბოლო რედაქტირება 04.05.2023
სულ რედაქტირებულია 3





ნაპოლეონთან მებრძოლი ქართველი გენერლები

1 0


ქართველი გენერლები რუსეთის არმიაში 1698-1917წწ ანბანის მიხედვით

1 0


კონსტანტინე ყარანგოზიშვილი 1852-07წწ გარდ. რუსეთის გენერალი, ოდესის კომენდანტი. დაბ. დუშეთი,მხცეთა მთიანეთი

2 0


ჯამბურია, ელგუჯა ნოეს ძე დაბ. 1951 პოლიციის გენერალ მაიორი წარმ. მარტვილი

2 0

ბესარიონ ტატაშის ძე დგებუაძე 1835-1882წწ გენერალ-მაიორი დაბ. მარტვილი

2 0

ივანე გურგენიძე პაატას ძე (1841-1907), თავადი, გენერალ-მაიორი (1903); წარმ. ასპინძა

2 0