1894-1917 იაშვილი ვასილ (ბასილ) ტიმოთეს ძე († 1937), სომიწოს წმ. გიორგის ეკლესია, ონი
მღვდელი ბასილ იაშვილი 1870-1937წწ XVIII - XX საუკუნეში მოღვაწე სასულიერთ პირთა ცხოვრება მოღვაწეობა ავტ. გიორგი მაჩურიშვილი, ლურსაბ ტოგონიძე
მღვდელი ბასილ იაშვილი 1864 წელს ქუთაისის გუბერნიის რაჭის მაზრის პატარა სოფელ სომიწოში, აზნაურის ოჯახში
დაიბადა. მამამისი, მღვდელი ტიმოთე როსტომის ძე იაშვილი
გვ472
1855-1893 წლებში სომიწოს წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის წინამძღვარი იყო.
იაშვილთა ოჯახი გამორჩეული იყო თავისი ღვთისმოსაობით, განათლებითა და სტუმართმოყვარეობით. ამ ოჯახის წევრთა
უმრავლესობას კარგი განათლება ჰქონდათ მიღებული, ისისნი იყვნენ იურისტები, ექიმები, ფილოსოფოსები, ფილოლოგები.
სწორედ იაშვილთა ოჯახიდან იყო ცნობილი ბოროდინოს ბრძოლის განთქმული გმირებიც- გენერლები- ძმები იაშვილები და მათი მამა
მიხეილი.
ვასილი ბავშვობიდანვე ღვთისმოსაობით გამოირჩეოდა და თავისი მომავალი მოღვაწეობაც ამ კუთხით წარმართა. ოჯახში
პირველდაწყებითი განათლების მიღების შემდეგ გორის სასულიერო სასწავლებელი დაამთავრა და 1889 წელს რაჭაში,
კუდაროს მხარეში პედაგოგად დაიწყო მუშაობა. ამავე პერიოდში იგი დაოჯახდა იმერელი აზნაურის ქალიშვილზე პელაგია
ზურაბის ასულ აბდუშელიშვილზე. მათ სამი ქალი და ერთი ვაჟი ჰყავდათ- ათანასია, თამარი, პიღასი და იოსები (სოსიკო).
1892-1894 წლებში ბასილმა სამღვდელო მომზადება გელათის მონასტერში გაიარა, სადაც საფუძვლიანად შეისწავლა წმინდა
წერილი, გალობა და საეკლესიო ტიპიკონი.
1894 წლის 3 ივლისს იმერეთის ეპისკოპოსმა გაბრიელმა (ქიქოძე) დიაკვნად აკურთხა, ხოლო ამავე წლის 6 აგვისტოს
მღვდლად დაასხა ხელი და სომიწოს წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის წინამძღვრად განამწესა.
1897 წელს იგი საგვერდულით დაჯილდოვდა.
ზნეკეთილობით განთქმული მოძღვარი ბოლომდე თაავისი მოღვაწეობის უკნასკნელ დღემდე, ერთგულად აღასრულებდა ღვთისმსახურებას.
1921 წლიდან დაწყებული რეპრესიების მიუხედავად მამა ბასილი ხელისუფალთა მუქარასა და ზეწოლას არ უშინდებოდა და
ძველებურად აგრძელებდა ღვთისმსახურებას. აღსანი
გვ. 473
შნავია, რომ რეპრესიების დროს, XX საუკუნის 20-იანი წლებიდან დაწყებული 1937 წლამდე რაჭაში 80-მდე სასულიერო პირი დახვრიტეს,
გადაასახლეს ან იძულებით განმოსეს. მამა ბასილმა თავისი პიროვნული თვისებების გამო, უსაზღვრო კაცთმოყვარეობის, მიმტევებლობის,
შემწყნარებლობის, განათლებისადმი დაუცხრომელი სწრაფვის წყალობით – მოსახლეობის უსაზღვრო სიყვარული და პატივისცემა დაიმსახურა, რასაც
იმჟამინდელი კომუნისტი მოღვაწეებიც კი გვერდს ვერ უვლიდნენ და მღვდლისათვის ცნობილი ბრალდების – ,ხალხის მტრის“ მორგება ვერ
შეძლეს. თუმცა „ხალხის კეთილდღეობისთვის დამაშვრალმა“ მმართველმა რეჟიმმა ბასილ იაშვილის საქმიანობაში მაინც შეამჩნია საერთო-სახალხო
ინტერესებიდან გადახვევის აღმაშფოთებელი ფაქტი და სასჯელმაც არ დააყოვნა.
1937 წლის 13 სექტემბრის ონის რაიონის გახეთი „სოციალისტური მშენებლობა“ ვინმე სოხაძე და გიორგი ჩიკვილაძე წერდნენ: „სომიწოს
კოლმეურნეობა ,„ახალ გზაში“ მიწათმომწყობმა ქიშვარდი ჯაფარიძემ განსაკუთრებული მზრუნველობა გამოიჩინა ზოგიერთი ინდივიდუალური გლეხის მიმართ,
რომელთა მიწები მოქცეული იყო კოლმეურნეობის ფართობში. ჯაფარიძემ ვასილ იაშვილს ერთიან მასივში დაუტოვა თავისივე მიწა და ამით
დაამახინჯა მიწათმოწყობის წესი. ვასილ იაშვილი ყოფილი მღვდელია. ის 1931 წელს შევიდა კოლმეურნეობაში და როცა კოლმეურნეობა არ მოეწონა და იქ
ვერაფერი გააწყო, ისევ უკან გამოვიდა...“ შემდეგ სტატია იმავე სულისკვეთებით გრძელდება და სრულდება სიტყვებით: „რაიმიწგანმა ყურადღება უნდა
მიაქციოს ქიშცარდი ჯაფარიძის
გვ474
თვითნებურ მუშაობას და მის მოქმედებას სათანადო კვალიფიკაცია უნდა გაუკეთოს“.
საგაზმეთო წერილს ახლავს რედაქციის მინაწერიც, რომელიც გვამცნობს: „წერილში მეტად აღმაშფოთებელი ფაქტებია მიწის
იჯარით გაცემისა და საკარმიდამო ნაკვეთების კოლმეურნეებზე გაცემის წესის დამახინჯების შესახებ, ადგილზე შემოწმებით დადასტურებულია“.
რედაქცია მოითხოვს, პროკურორის, ამხ. გურგენიძის სასწრაფო ჩარევას ამ საქმეში და დამნაშავეების პასუხისგებაში მიცემას“.
მართლაც, როგორც ჩანს, პროკურორი გურგენიძე სასწარაფოდ ჩარეულა აღნიშნულ საქმეში და „დამნაშავეები“ სათანადოდ
დაუსჯია. მღვდელი ბასილ იაშვილი წერილების გამოქვეყნების შემდეგ ძალიან მალე დახვრიტეს. განაჩენის აღსრულებისას
მისი იჯახიდან უამრავი რელიკვია და საეკლესიო ინვენტარი - საღვთისმსახურო წიგნები, ხატები, ჯვრები, შანდლები, საღვთისმსახურო შესამოსელი
დაუყონებლივ გაზიდეს
„ხალხის მტრად“ სახელდებული მღვდლის ოჯახის წევრები იძულებული გახდნენ, გაცლოდნენ მშობლიურ კუთხეს და დედაქალაქს მიაშურეს.
მღვდელ ბასილ იაშვილის შთამომავალი დღეს თბილისში ცხოვრობს. შვილიშვილები: ნათელა იაშვილი-დოლიძე, ნორა
იაშვილი, თინა ბაქრაძე-ხელაია, დოდო ბაქრაძე-კეკელია, ლია წერეთელი-უთმელიძე და გია წერეთელი ერთგულად აგრძელებენ მამა-პაპათა გზას,
რაც მათ სასახელო წინაპრების ცხოვრება-მოღვაწეობის ამსახველი მასალების აქტიური მოძიებითაც გამოიხატება. აქვე წარმოდგენილი ფოტო-მასალაც მათ მიერ
არის მოწოდებული, რისთვისაც დიდ მადლობას მოვახსენებ.
p.s. – მღვდელ ბასილ იაშვილის ერით—ერთი ბიძაშვილის, სოფელ სომიწოს მკვიდრის - ლიზა იაშვილის მეუღლე სერგო კერესელიძე
(1905-1995 წწ.) მამა ბასილის დაპატიმრების დროს კომკავშირელი იყო და ონში სხვებთან ერთად დაპატიმრებულთა საკანს დარაჯობდა.
როგორც იგი იხსენებდა, მამა ბასილის
გვ475
ერთ-ერთი მეზობელი და ნათესავი (ისიც გვარად იაშვილი იყო),პატიმრობაში მყოფ მოძღვარს ამასხარავებდა და აშინებდა
იაშვილო ვასილ, გამოდი. დასახვრეტად უნდა წაგიყვანონო, მამა ბასილი გამოდიოდა და სერგო კერესელიძემ თურმე იგი რამდენჯერმე დაამშვიდა,
გატყუებს, ნუ გეშინიაო.
აღსანიშნავია, რომ მამა ბასილ იაშვილს თავის მოგონებებში იხსენებს საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის სამხედრო
დაცვის მონაწილე, სოფელ სომიწოს მკვიდრი არისტო იაშვილი (იხილეთ ჟურნალი „მნათობი“ N3, 1991 წ.).
ეს ინფორმაცია მოგვაწოდა სერგო კერესელიძის შვილიშვილმა ჰამლეტ კერესელიძემ, რისთვისაც მადლობას ვუხდით მას.
კომკავშირელების უგუნურების გამო აფეთქებული სომიწოს წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია კი დღესაც აღდგენას ელის..
მოამზადა თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის ლექტორმა, თბილისის წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ეკლესიის
მღვდელმსახურმა, დეკანოზმა გიორგი გუგუშვილმა