დავით იაშვილი ( 16 აგვისტო 1972-2008) მსახიობი.
დაამთავრა შოთა რუსთაველის სახელობის თეტრისა და კინოს უნივერსიტეტის სამსახიობო ფაკულტეტი 1993 წელს.
1993-2008წწ. მოღვაწეობდა რუსთაველის სახელობის თეატრში. განასახიერა როლები: ვოიცეკი ("ვოიცეკი"), ბიჭი ("სეჩუანელი კეთილი ადამიანი"), დონალბეინ, ფლიანსი, მაკდაფის ვაჟი ("მაკბეტი"), ბიჭი ("პირდაღებული"), ღანიშ ("ლამარა"), ჯეონკა ("ქალი გველი"). გადაღებულია ფილმებში: "ცეცხლთან თამაში" (ა. ნინუა, 1990, გელა), "ოსკარი" (რ. გლურჯიძე, 1995), "ჩემი ძვირფასი სანატრელი ბაბუ" (პ. ჩარკვიანი, 1998, ოთარი), "ცარიელი სივრცე"(მ. ბორაშვილი, 2001, 2001), "გასეირნება ყარაბაღში" (ლ. თუთბერიძე, 2005), "უკანასკნელი მატარებელი" (ა. მელიქიშვილი, ნ. ადუაშვილი, 2006), "სე ლა ვი" (რ. ჭყონია, 2007), "მედიატორი" (დ. ცინცაძე, 2008), "სამი სახლი"ზ. ურუშაძე, 2008, ზუკა), ტელესერიალში "ქაღალდის ტყვია" (ლ. თუთბერიძე, 2007, დუდუ), დამდგმელი რეჟისორი, სცენარის ავტორი და პროდიუსერი ფილმისა "პატარა ქალაქი" (2006).