წერეთელი ზურაბ ქაიხოსროს ძე (1747-1823), თავადი, გენერალ-მაიორი (1811), 1820 წელს იმერეთის მმართველობის პირველი წევრი (მინისტრი);
ფოტო სიმბოლურია წერეთელი პოლკოვნიკი
დიპლომატი, თანამდებობის პირი, პოლიტიკური ლიდერი
იმერეთის სამეფოს პოლიტიკური მოღვაწე, წერეთელთა სათავადო სახლის უფროსი, იმერეთის მეფეთა, ჯერ სოლომონ I-ის, შემდეგ სოლომონ II -ის სახლთუხუცესი, პირველი ვეზირი. 1784 წლის აგვისტოს მიწურულს დავით II-მ კათალიკოს მაქსიმე აბაშიძესა და მდივანბეგ დავით კვინიხიძესთან ერთად წერეთელი პეტერბურგს ელჩად წარავლინა. მან დიდი როლი შეასრულა დასავლეთ საქართველოს სამეფო-სამთავროების რუსეთის მფარველობაში შესვლისა და მასთან შეერთების საქმეში. ამ დამსახურებისთვის მას პოლკოვნიკობა ებოძა. 1810 წელს იმერეთის აჯანყების ჩაქრობაში აქტიური მონაწილეობისა და სოლომონ II -ის იმერეთიდან განდევნისათვის რუსეთის მთავრობამ წერეთელი იმერეთის მმართველობის პირველ წევრად დანიშნა, 1811 კი გენერალ-მაიორის ჩინი (ჯამაგირით) და წმინდა ანას ორდენი უბოძა. ცარიზმის კოლონიური რეჟიმის წინააღმდეგ იმერეთის 1819-1820 წლის აჯანყების შესახებ ცნობებს აწვდიდა გორის ოლქის უფროსს. ამავე დროს ცდილობდა აჯანყება თავისი ინტერესების სასარგებლოდ გამოეყენებინა, აჯანყებულებს გამარჯვების შემთხვევაში იმერეთის მეფედ თავისი შვილის - გრიგოლის კანდიდატურას სთავაზობდა.
წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ. 11.-თბ., 1987.-გვ.307
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
- 1811 - გენერალ-მაიორის ჩინი (ჯამაგირით)
- 1808 - პოლკოვნიკი
- წმინდა ანას ორდენი
- https://ka.rodovid.org/wk/%E1%83%9D%E1%83%AF%E1%83%90%E1%83%AE%E1%83%98:290957