სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 11175

მთავარი იუბილარი/ ხსენება

გენერლები საქართველოდან 800-ზე მეტი /Генералы/Generals
გენერლები საქართველოდან 800-ზე მეტი
შარვაშიძე (შერვაშიძე) გიორგი დიმიტრის ძე 1846-1918წწ რუსეთის გენერალი აფხაზეთი შარვაშიძე (შერვაშიძე) გიორგი დიმიტრის ძე 1846-1918წწ რუსეთის გენერალი აფხაზეთი

1846-1918 წწ. გარდ. 72 წლის

ბმულის კოპირება

გენერლები საქართველოდან 800-ზე მეტი

გვარი შარვაშიძე (შერვაშიძე) სია

გამოჩენილი ადამიანები სრული სია

503       ბეჭდვა

შარვაშიძე (შერვაშიძე) გიორგი დიმიტრის ძე 1846-1918წწ რუსეთის გენერალი აფხაზეთი

შარვაშიძე (შერვაშიძე) გიორგი დიმიტრის ძე 25 სექტემბერი, 1846-19 თებერვალი,


1918 დრამატურგი, პოეტი, პუბლიცისტი, სამხედრო პირი.თავადი, გენერალ-ადიუტანტი (1899), 1889-97 თბილისის გუბერნიის გუბერნატორი;

აფხაზეთის უკანასკნელი მთავრის, უბრწყინვალესი თავადის მიხეილ შარვაშიძის ვაჟი. აფხაზი და ქართველი პოეტი, დრამატურგი, პუბლიცისტი, საზოგადო მოღვაწე, თერგდალეულთა თანამოაზრე. ბწყინვალედ იცნობდა საქართველოს კულტურულ მემკვიდრეობას, აფხაზეთის ისტორიასა და ფოლკლორს; წერდა აფხაზურ, ქართულ და რუსულ ენებზე; იყო ილია ჭავჭავაძის, აკაკი წერეთლის, სერგეი მესხის და სხვათა თანამოაზრე;


მათთან ერთად იბრძოდა ეროვნული თვითმყოფადობის შენარჩუნებისთვის, საერთოეროვნული ფასეულობების, ენისა და კულტურის განვითარებისთვის, ქართველი და აფხაზი ხალხების ისტორიის ფალსიფიკაციის გამოვლენისათვის, ორი მოძმე ერის ეროვნული ფესვებისა და მათი ურთიერთობების შენარჩუნებისთვის. 1847 წელს მიენიჭა პრეობრაჟენსკის პოლკის ლეიბ-გვარდიის პრაპორშჩიკის წოდება; 1863 წელს გახდა კავკასიის ჯარების სარდლის, დიდი მთავრის, მიხეილ ნიკოლოზის ძე რომანოვის ადიუტანტი; 1866 წელს აფხაზეთში დიდმა აჯანყებამ იფეთქა, იმავე წლის აგვისტოში რუსებმა, აჯანყება სასტიკად ჩაახშეს, რასაც აფხაზთა მასობრივი გადასახლება მოჰყვა თურქეთში. ამ მოვლენას ისტორიოგრაფია "მუჰაჯირობის" სახელით იცნობს. 



გიორგი რუსეთში, ორენბურგში გადაასახლეს კავკასიაში დაბრუნების უფლების გარეშე; 
რუსეთში გადასახლებისას მსახურობდა ორენბურგის კაზაკთა პოლკში, ოდესის სამხედრო ოლქში; 1872-1875წწ. გადადგა სამხედრო სამსახურიდან; 9 წლის შემდეგ, იგი ცნეს უდანაშაულოდ და მისცეს გადასახლებიდან საქართველოში დაბრუნების უფლება, მაგრამ აფხაზეთში ჩასვლა აკრძალული ჰქონდა 1905 წლამდე; 1875 წელს საიმპერატორო ბრძანებულებით შეუნარჩუნდა უბრწყინვალესი თავადის ტიტული; 1875 წელს დაინიშნა კავკასიის მეფისნაცვლის ადიუტანტად; 1876 წლიდან იყო ჰუსართა პოლკის ლეიბ-გვარდიის შტაბს-როტმისტრი; 1879 წლიდან ფლიგელ-ადიუტანტი; 1880-1881წწ. იყო მისი საიმპერატორო უდიდებულესობის სვიტის წევრი; 1887 წელს მიენიჭა პოლკოვნიკის სამხედრო წოდება; რუსეთიდან დაბრუნების შემდეგ ქუთაისში ცხოვრობდა, რადგანაც აფხაზეთში ჩასვლის უფლება არ მისცეს; მშობლიურ ქალაქში, სოხუმში დაბრუნების უფლება მხოლოდ 1905 წელს მიიღო. გარდაცვალებამდე ცხოვრობდა ქ. სოხუმში. იყო პირველი ეროვნებით აფხაზი მწერალი, რომელიც უპირატესად წერდა ქართულად; მისი ლექსები, პუბლიცისტური წერილები, პოემები იბეჭდებოდა ქართული პრესაში.




ბიბლიოგრაფია

  • თხზულებანი (ავტორი) // ტ. 1: პოეზია, დრამატურგია, პუბლიცისტიკა. - ქუთაისი, შპს "მანდარიას სტამბა", 2006. - 343გვ.. - ISBN: 99940-918-1-6
  • თხზულებანი (ავტორი). - ქუთაისი, შპს "მანდარიას სტამბა", 2006. - 283გვ.. - ISBN: 99940-918-7-5
  • ლირიკა. ეპოსი. დრამა (ავტორი). - თბილისი, საბჭ. საქართველო, 1985. - 240გვ.
  • გიორგი მესამე : ისტორიული დრამა 4 მოქმედებად (ავტორი). - თბილისი, ხელოვნება, 1948. - 55გვ.
  • მომაკვდავნი სურათნი : კომედია ოთხს მოქმედებად. მიბაძვა. (ავტორი). - ქუთაისი, გამოც. ილია ჭყონიას-მიერ, 1882. - 85გვ.



კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 01.01.2021
ბოლო რედაქტირება 08.02.2023
სულ რედაქტირებულია 3





ნაპოლეონთან მებრძოლი ქართველი გენერლები

1 0


ქართველი გენერლები რუსეთის არმიაში 1698-1917წწ ანბანის მიხედვით

1 0


კონსტანტინე ყარანგოზიშვილი 1852-07წწ გარდ. რუსეთის გენერალი, ოდესის კომენდანტი. დაბ. დუშეთი,მხცეთა მთიანეთი

2 0


ჯამბურია, ელგუჯა ნოეს ძე დაბ. 1951 პოლიციის გენერალ მაიორი წარმ. მარტვილი

2 0

ბესარიონ ტატაშის ძე დგებუაძე 1835-1882წწ გენერალ-მაიორი დაბ. მარტვილი

2 0

ივანე გურგენიძე პაატას ძე (1841-1907), თავადი, გენერალ-მაიორი (1903); წარმ. ასპინძა

2 0