სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 11175

მთავარი იუბილარი/ ხსენება

გენერლები საქართველოდან 800-ზე მეტი /Генералы/Generals
გენერლები საქართველოდან 800-ზე მეტი
შარვაშიძე (შერვაშიძე, ჩაჩბა) მიხეილ გიორგის ძე, ხამუთ-ბეი, 1806-66წწ  გენერალ ლეიტენატი  აფხაზეთი შარვაშიძე (შერვაშიძე, ჩაჩბა) მიხეილ გიორგის ძე, ხამუთ-ბეი, 1806-66წწ  გენერალ ლეიტენატი  აფხაზეთი

1806-1866 წწ. გარდ. 60 წლის

ბმულის კოპირება

გენერლები საქართველოდან 800-ზე მეტი

გვარი შარვაშიძე (შერვაშიძე) სია

გამოჩენილი ადამიანები სრული სია

416       ბეჭდვა

შარვაშიძე (შერვაშიძე, ჩაჩბა) მიხეილ გიორგის ძე, ხამუთ-ბეი, 1806-66წწ გენერალ ლეიტენატი აფხაზეთი

მიხეილ შარვაშიძე (ჩაჩბა), იგივე ხამუთ-ბეი, ზოგ შემთხვევაში, რუსულიდან მომდინარე შერვაშიძე (დ. 1806 — გ. 1866ვორონეჟი (დაკრძალულია აფხაზეთში, მოქვის ტაძარში))


Шервашидзе (Ширвашидзе, Шарвашидзе) Михаил Георгиевич, князь  (1806 – 1866)


  генерал-майор с 09.11.1837

  генерал-лейтенант с 27.04.1845

— აფხაზეთის უკანასკნელი მთავარი 1822–1866 წლებში, უბრწყინვალესი თავადი, გენერალ-ადიუტანტიიყო საფარ-ბეი (გიორგი II) შარვაშიძის, აფხაზეთის მთავრის (1810–1821) და სამეგრელოს მთავრის, კაცია II დადიანის (1757—1788) ასულ თამარ დადიანის მეორე ვაჟი. 


იზრდებოდა უბიხების წინამძღოლ ჰაჯი ბარზეგ დაგუმოყვასთან. მამის, საფარ-ბეის ნებით მიიღო ქრისტიანობა გაგზავნილ იქნა თბილისში კავკასიის ცალკეული კორპუსის (Отдельный Кавказский корпус) მთავარსარდლის შტაბში. განათლება მიიღო რუსეთში. საფარ-ბეი გარდაიცვალა 1821 წელს და აფხაზეთის მთავარი გახდა მისი უფროსი ვაჟი დიმიტრი1823 წელს, უფროსი ძმის, დიმიტრის გარდაცვალების შემდეგ 15 წლის მიხეილი დაბრუნდა აფხაზეთში ორი რუსული ეგერთა პოლკის (დაახლოებით 400 ჯარისკაცი) თანხლებით, კაპიტან მორაჩევსკის მეთაურობით. 1824 წლამდე აფხაზების ალყაში იყო თავის რეზიდენციაში, სოფელ სოუკსუში (სოფ. ლიხნის თურქული სახელწოდება).[1][2] 1824 წელს 800 კაციანი რუსული რაზმის მხარდაჭერით, გენერალ-მაიორ პ. გორჩაკოვის მეთაურობით, შეძლო ალყის გარღვევა და აფხაზეთის მთავრობის მოვალეობის შესრულებას პრაქტიკულად შეუდგა. 1826 წელს მინიჭებული ჰქონდა მაიორის ჩინი.


1830 წელს აფხაზეთში დაიწყო მოძრაობა თურქეთის ქვეშევრდომობაში გადასასვლელად. მიხეილ შარვაშიძემ შეძლო თავიდან აეცილებინა მოვლენათა ამგვარი განვითარება და დაელოდა რუსული ჯარის მოსვლას, რომელმაც საბოლოოდ ჩაახშო ეს მოძრაობა. 1836 წელს დაქორწინდა მესამედ, ცოლად მოიყვანა ალექსანდრა გიორგის ასული დადიანი. 1838 წელს მინიჭებული ჰქონდა პოლკოვნიკის ჩინი. მონაწილეობდა რუსეთსა და უბიხებს შორის მოლაპარაკებებში როგორც შუამავალი. წარმოადგენდა რუსეთის დასაყრდენ ძალას შავიზღვისპირა რეგიონში. რუსებთან ერთად იბრძოდა მთიელთა (უბიხების) დასამორჩილებლად, რისთვისაც ის არაერთხელ იქნა დაწინაურებული, მიიღო გენერლის წოდება. მუდმივად ექიშპებოდა სამურზაყანოს გამო ოდიშის სამთავროს, სადაც 1840 წელს დამყარდა რუსული მმართველობა.


1853-55 წლებში, ყირიმის ომის დროს დაეხმარა რუსებს აფხაზეთიდან სამეგრელოში ჯარების უდანაკარგოდ გადაყვანაში. თავად კი თავისი ცოლის ნათესავებს შეაფარა თავი, მაგრამ შემდეგ კვლავ დაუბრუნდა თავის სამფლობელოს. აფხაზეთში ჩასულს შეხვედრა ჰქონდა შამილის ნაიბ მაგომეტ ამინისა და ჩერქეზი თავად საფარბეისთან. მათი მიზანი იყო გადაებირებინათ მიხეილ შერვაშიძე, რაზეც უარი მიიღეს. ასევე უარით გაისტუმრა სტამბოლის მთავრობაში კავკასიის საქმეთა მმართველი ომარ-ფაშა. ასევე მას სტუმრობდა არაერთი ავანტიურისტი მათ შორის ვინმე მეხმედბეი, რომელიც თავს „კავკასიაში ევროპული არმიის მათავარსარდლად“ მოიხსენიებდა.


ყირიმის ომის დროს მან საბოლოოდ მაინც გამოუცხადა ლოიალობა ოსმალეთს და ომარ ფაშამ 1855 წელს მას აფხაზეთის სანაპიროს ფაშობა უბოძა. ეს ფაქტი მას გაუხსენეს 1864 წელს, როდესაც ომის დროს თურქეთთან თანამშრომლობაში დასდეს ბრალი. იმავე წლის 24 ივლისს მეფისნაცვალმა ოფიციალურად აუწყა მიხეილ შარვაშიძეს იმპერატორის ბრძანება აფხაზეთის მთავრის მოვალეობისაგან მისი განთავისუფლებისა და აფხაზეთში რუსული მმართველობის შემოღების შესახებ.. აფხაზეთის მთავარი, რომელიც მაშინ ავადმყოფობდა და ითხოვდა საცხოვრებლად საქართველოში, კერძოდ, ქუთაისში დატოვებას, მაგრამ ის ვორონეჟშირუსეთში გადაასახლეს , რაც ძალიან უარყოფითად იქნა აღქმული აფხაზი ხალხის მიერ. მიხეილ შარვაშიძე 1866 წ. 16 აპრილს გარდაიცვალა. მაისის თვეში მისი ნეშტი ჩამოასვენეს და მოქვის ტაძარში დაკრძალეს.

მიხეილ შარვაშიძის დეპორტაციის და მალევე მისი გარდაცვალების შედეგი იყო ის, რომ 1864 წელის 24 ივნისს საბოლოოდ გაუქმდა აფხაზეთის სამთავრო და შეიქმნა სოხუმის სამხედრო ოლქი1866 წლის ივლისში აფხაზთა სახალხო აჯანყების მონაწილეებმა მიხეილის ვაჟი გიორგი აფხაზეთის მთავრად გამოაცხადეს, მაგრამ იმავე წლის აგვისტოში რუსეთის არმიამ აჯანყება ძალის გამოყენებით ჩაახშო.

მიხეილ შარვაშიძის, ისევე, როგორც სხვა შერვაძიძეთა ოფი­ციალური და არა­ოფი­ციალური მიმოწერა, ეპი­ს­ტო­ლა­რული მემ­კვიდრეობა და მისი კანცელარიიდან გამოსული სხვა ოფიცია­ლუ­რი დოკუ­მე­ნ­ტები მხო­ლოდ ქარ­თულ ენაზე იწარმოებ­და. აღსანიშნავია, რომ ამას ადასტურებენ თვით კა­ვ­კა­სი­ის რუ­სული ად­მინისტ­რა­ცი­ის მაღალ­ჩინო­ს­ნე­ბი. კერ­ძოდ, მიხეილ შარვაშიძის კა­რზე მყო­ფი რუ­სი გენერლის კოცებუს განც­ხა­დებით: "მთავარ შარვაშიძეთა ოჯახში დამწერლობისთვის ქართული ენა გამოიყენება" (в фа­ми­лии князей Шарвашидзе упо­т­ре­­­би­­тель­ний пи­­сьмен­ный язык грузинский)

მოქვის ტაძარში დაკრძალული მიხეილ შარვაშიძის (ისევე, როგორც მისი ვაჟის, გიორგის) საფლავზე ეპიტაფია ამოკვეთილია ქართული ასო­­მთავ­რულით

https://nobility.pro/ru/statya/659-shervashidze-mikhail-georgievich.html



კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 01.01.2021
ბოლო რედაქტირება 05.03.2023
სულ რედაქტირებულია 5





ნაპოლეონთან მებრძოლი ქართველი გენერლები

1 0


ქართველი გენერლები რუსეთის არმიაში 1698-1917წწ ანბანის მიხედვით

1 0


კონსტანტინე ყარანგოზიშვილი 1852-07წწ გარდ. რუსეთის გენერალი, ოდესის კომენდანტი. დაბ. დუშეთი,მხცეთა მთიანეთი

2 0


ჯამბურია, ელგუჯა ნოეს ძე დაბ. 1951 პოლიციის გენერალ მაიორი წარმ. მარტვილი

2 0

ბესარიონ ტატაშის ძე დგებუაძე 1835-1882წწ გენერალ-მაიორი დაბ. მარტვილი

2 0

ივანე გურგენიძე პაატას ძე (1841-1907), თავადი, გენერალ-მაიორი (1903); წარმ. ასპინძა

2 0