სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 11175

მთავარი იუბილარი/ ხსენება

გენერლები საქართველოდან 800-ზე მეტი /Генералы/Generals
გენერლები საქართველოდან 800-ზე მეტი
სიმონ ფანჩულიძე დავითის ძე 1767-1817წწ რუსეთის გენერალი წარმ. სოფ. სიმონეთი თერჯოლა სიმონ ფანჩულიძე დავითის ძე 1767-1817წწ რუსეთის გენერალი წარმ. სოფ. სიმონეთი თერჯოლა

1767-1817 წწ. გარდ. 50 წლის

ბმულის კოპირება

გენერლები საქართველოდან 800-ზე მეტი

გვარი ფანჩულიძე სია

თერჯოლა გამოჩენილი ადამიანები სრული სია

457       ბეჭდვა

სიმონ ფანჩულიძე დავითის ძე 1767-1817წწ რუსეთის გენერალი წარმ. სოფ. სიმონეთი თერჯოლა

ფანჩულიძე (ფანჩულიძევი) სიმონ დავითის ძე (1767-17 დეკემბერი 1817), გენერალ-მაიორი (1807), „წმ. გიორგის“ IV (1806), III ხარისხის ორდენები (1813) და ოქროს ხმალი (მამაცობისათვის, 1812);


სიმონ ფანჩულიძე - გენერალ-მაიორი, გამოჩენილი მხედართმთავარი; შვეიცარიის ლაშქრობის, ანტინაპოლეონის კამპანიის, სამამულო ომის, ლაშქრობის მონაწილე; ინგერმანლანდის დრაგუნთა, იზიუმის ჰუსართა და პოლონურ ულანთა პოლკების მეთაური (1812-1815)

https://ru.wikipedia.org/wiki/%D0%9F%D0%B0%D0%BD%D1%87%D1%83%D0%BB%D0%B8%D0%B4%D0%B7%D0%B5%D0%B2,_%D0%A1%D0%B5%D0%BC%D1%91%D0%BD_%D0%94%D0%B0%D0%B2%D1%8B%D0%B4%D0%BE%D0%B2%D0%B8%D1%87

Семён Давыдович Панчулидзев 2-й (17671817) — генерал-майор русской императорской армии из имеретинских дворян Панчулидзе, полковой, бригадный и дивизионный командир русской армейской кавалерии, герой Наполеоновских войн.

გენერალ–მაიორი სიმონ დავითის ძე ფანჩულიძე (Панчулидзев) ცნობილია ფანჩულიძე მეორის სახელით. ფანჩულიძე პირველს უწოდებდნენ მის უფროს ძმას, ივანეს. ორივე ძმა თვალსაჩინო ფიგურას წარმოადგენდა 1812 წლის სამამულო ომში.

4 წლის ასაკში სიმონ ფანჩულიძე კადეტად ჩაწერეს აზნაურთა სახმელეთო კადეტთა კორპუსში, რომელიც 1785 წლის 14 თებერვალს დაამთავრა პორუჩიკის წოდებით და განწესებულ იქნა ჩერნიგოვის 29–ე ფეხმავალ პოლკში. იმ დროიდან მოყოლებული, ვიდრე 1815 წლამდე, სიმონ დავითის ძე განუწყვეტლად იმყოფებოდა სამხედრო სამსახურში.

30 წლის მანძილზე მოპოვებულმა მდიდარმა გამოცდილებამ, სუვოროვის, კუტუზოვისა და ბაგრატიონის მეთაურობით ჩატარებულ ბრძოლებში მიღებულმა წრთობამ, ის ჩამოაყალიბა შესანიშნავი სამხედრო თვისებების მქონე გენერლად. მის საქმისადმი ერთგულებას, თავგამოდებასა და გულმოდგინებას ერთსულოვნად აღნიშნავენ თანამედროვენი. ამის შესახებ მეტყველებს 12 ჯილდო, მიღებული უმწიკვლო სამსახურისთვის. გარდა ამისა, მას სამჯერ ღირსებია „უმაღლესი ყურადღება“.



1791 წელს სიმონ ფანჩულიძე, რუსეთ–თურქეთის ომის ფარგლებში მონაწილეობდა ანაპის ციხესიმაგრის შტურმში. აქ მიიღო მან თავისი საბრძოლო ნათლობა. ის იყო 1794 წლის პოლონეთის კამპანიისა და 1799 წლის ალექსანდრე სუვოროვის შვეიცარიის ლაშქრობის მონაწილე, სადაც გენერალ რიმსკი–კორსაკოვის ჯარების შემადგენლობაში მან ბრძოლით გაიარა გალიცია, სილეზია, მორავია, ბოჰემია და შვაბია. 1799 წლის 29 ნოემბერს მიანიჭეს პოლკოვნიკის ჩინი. 1803 წლის 9 იანვარს მას მიანდეს პავლოდარის მე–2 ლეიბ–ჰუსართა პოლკის ხელმძღვანელობა.


1805–1807 წლებში პოლკოვნიკი ფანჩულიძე მონაწილეობდა ნაპოლეონის წინააღმდეგ ომებში და ყველა მნიშვნელოვან საბრძოლო ოპერაციაში თავისი ადგილი ჰქონდა მიჩენილი. მათ შორის, ლამბახსა და ამშტეტენთან, კრემსსა და შენგრაბენთან, ვიშაუსა და გენერალურ ბრძოლაში აუსტერლიცთან, რისთვისაც წმინდა გიორგის IV კლასის ორდენი დაიმსახურა. განსაკუთრებით გამოიჩინა თავი 1807 წლის 7–8 თებერვალს პრეისიშ–ვილაუსთან ბრძოლაში. სამი წლის მანძილზე მან მთავრობის 5 ჯილდო მიიღო, ხოლო 1807 წლის 12 დეკემბერს კავალერიის გენერალ–მაიორის წოდება მიენიჭა.

1812 წლის სამამულო ომში სიმონ ფანჩულიძე მონაწილეობდა პირველი დღიდან უკანასკნელ ბრძოლამდე. ინგერმანლანდის დრაგუნთა პოლკი, რომელსაც იგი მეთაურობდა, როგორც წესი, მოქმედებდა ყველაზე მძიმე უბნებზე. ბოროდინოს ველზე გენერალ–მაიორი ფანჩულიძე ხელმძღვანელობდა რუსების მარცხენა ფრთის კავალერიას. სმოლენსკის, ბოროდინოს, მალოიაროსლავეცისა და სხვა ბრძოლებში თავის გამოჩენისათვის მან წმინდა გიორგის III ხარისხის ორდენი დაიმსახურა, ხოლო, ბოროდინოს ბრძოლისთვის ალმასებით მოჭედილი ოქროს ხმალი ებოძა.

1813-1814 წლებში სიმონ დავითის ძე მონაწილეობდა რუსეთის არმიის საზღვარგარეთულ ლაშქრობაში, კერძოდ, გერმანიისა და საფრანგეთის კამპანიებში, მათ შორის ბაუცენის, კაცბახის, დრეზდენის, ლეიპციგის, ლა როტიერისა და კრაონის ბრძოლებში.

ხანგრძლივმა სამსახურმა და სისხლისმღვრელ ბრძოლებში მიღებულმა ჭრილობებმა სიმონ ფანჩულიძის ჯანმრთელობა შეარყია. 1814 წლისთვის მას უკვე აღარ შეეძლო მოქმედ არმიაში სამსახური.

1814 წლის 19 დეკემბერს იმპერატორმა ალექსანდრე პირველმა მიიღო გენერალ–მაიორ ფანჩულიძის თხოვნა სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ, რომლის დასკვნით ნაწილში ვკითხულობთ: „თუმცა კი მაქვს უდიდესი სურვილი ვიყო თქვენი იმპერატორობითი უდიდებულესობის სამსახურში და ვაპირებდი კიდევაც მის გაგრძელებას, მაგრამ თვალის ქრონიკული ანთებით გამოწვეული მხედველობის დაქვეითება და მარჯვენა ხელის მოტეხილობის გამო მისი მუდმივი ტკივილი სრულიად არ მაძლევენ ამის საშუალებას. დასახელებული სნეულებების დამამტკიცებელ საბუთად წარმოგიდგენთ მოწმობას, გაცემულს ექიმ გარანსკის მიერ და ვკადნიერდები, უმორჩილესად გთხოვთ, თქვენი უმაღლესი საიმპერატორო ბრძანებულებით დააკმაყოფილოთ ჩემი თხოვნა, გაითვალისწინოთ ჩემი ხანგრძლივი სამსახური და გამათავისუფლოთ საველე და საგარნიზონო სამსახურიდან ჩინის მომატებით და დამსახურებული პენსიის დანიშვნით“.

სიმონ ფანჩულიძის ამ განცხადებაზე იმპერატორს თავისი ხელით დაუწერია: „ ... გენერალ–ლეიტენანტის წოდებას მე მხოლოდ სამსახურში მყოფთ ვაძლევ და არა მათ, ვინც მას თავს ანებებს. აქედან გამომდინარე გათავისუფლდეს“. საბუთზე ვიღაცას ფანქრით მიუწერია: „1815 წლის 1 ივნისის ბრძანებით გენერალ–მაიორი ფანჩულიძევი მეორე გათავისუფლებულია სამსახურიდან ავადმყოფობის გამო, მუნდირის შენარჩუნებით და 30 წელზე უფრო ხანგრძლივი სამსახურისათვის ნახევარი ჯამაგირი ოდენობის პენსიით“. ასე „დააფასა“ იმპერატორმა ალექსანდრე პირველმა იმ ადამიანის დამსახურება, რომელიც მას ერთგულად ემსახურა და ბევრი გააკეთა რუსული არმიის სადიდებლად.

სიმონ დავითის ძე ფანჩულიძე გარდაიცვალა 1817 წლის 17 დეკემბერს მოსკოვში. დაკრძალულია იქვე, სპასო–ანდრონოვის სასაფლაოზე,

1812 წლის სამამულო ომში გამოჩენილი გმირობისა და დამსახურებისთვის, ძმების, ივანე და სიმონ ფანჩულიძეების პორტრეტები გამოფენილი იყო პეტერბურგის ზამთრის სასახლეში.

წყარო:

1. სიმონ ფანჩულიძე - გენერალ-მაიორი // ისტორიული მემკვიდრეობა : სამეცნიერო-პოპულარული ჟურნალი. - თბილისი, 2012. - სექტემბერი. - N1(26), სპეციალური გამოშვება. - გვ.35-37.

2. ფანჩულიძე სიმონ // ქართველები უცხოეთში : წ.1 / რუსუდან დაუშვილი, გრიგოლ კალანდაძე, რუსუდან კობახიძე, გოჩა ჯაფარიძე, თემურ ტარტარაშვილი. - თბ., 2012. - გვ.179-180.

3. ფანჩულიძეჯუმბერგენერალ-მაიორი სიმონ დავითის ძე ფანჩულიძე // ფანჩულიძეთა გვარი / ჯ. ფანჩულიძე. - თბ., 2012. - გვ.36-40.

4. https://ru.wikipedia.org/.../Панчулидзев,_Семён_Давыд... 






კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 01.01.2021
ბოლო რედაქტირება 06.02.2023
სულ რედაქტირებულია 2

ნათია ბოტკოველი
ნათია ბოტკოველი ბოლო რედაქტირება 12.10.2021
სულ რედაქტირებულია 1



ნაპოლეონთან მებრძოლი ქართველი გენერლები

1 0


ქართველი გენერლები რუსეთის არმიაში 1698-1917წწ ანბანის მიხედვით

1 0


კონსტანტინე ყარანგოზიშვილი 1852-07წწ გარდ. რუსეთის გენერალი, ოდესის კომენდანტი. დაბ. დუშეთი,მხცეთა მთიანეთი

2 0


ჯამბურია, ელგუჯა ნოეს ძე დაბ. 1951 პოლიციის გენერალ მაიორი წარმ. მარტვილი

2 0

ბესარიონ ტატაშის ძე დგებუაძე 1835-1882წწ გენერალ-მაიორი დაბ. მარტვილი

2 0

ივანე გურგენიძე პაატას ძე (1841-1907), თავადი, გენერალ-მაიორი (1903); წარმ. ასპინძა

2 0