გურული გენერლები XVIII საუკუნიდან 1921 წლამდე ავტ. მამუკა გოგიტიძე
გურიელი (გურიალოვი) ივანე სტეფანეს (1770-1818), თავადი, გენერალ-მაიორი (1803), 1816-18 27-ე ქვეითი დივიზიის მეთაური, ოქროს ხმალი (მამაცობისათვის);დაბადების ადგილი: ქ. მოგილიონი, ბელორუსია.
ფოტო სიმბოლურია https://dspace.nplg.gov.ge/handle/1234/118403
ჩაირიცხა ნაშებურგის ქვეითთა პოლკში 1780 წელს; გადაიყვანეს უგლიჩის მუშკეტერთა პოლკში 1786 წელს.
1789-1791წწ. მონაწილეობდა რუსეთ–ოსმალეთის ომში; 1794 წელს მონაწილეობდა პოლონეთის კამპანიაში, შემდეგ ფანაგორიის გრენადერთა პოლკში მსახურობდა; 1812 წელს სამამულო ომის დაწყებისთანავე სათავეში ჩაუდგა ეკატერინბურგის პოლკს, მონაწილეობდა ბოროდინოს, ტარუტინოს, ვიაზმისა და სხვა ბრძოლებში; რუსეთის არმიის საზღვარგარეთ ლაშქრობის დროს (1813–1814) მეთაურობდა 23–ე ქვეითთა დივიზიის I ბრიგადას; თავი გამოიჩინა ნასაუს, დრეზდენის, ბაუცენის, ლაიფციგის, კომბლენცისა და სხვა ბრძოლებში; ვიდრე ჯარი პარიზს დაიკავებდა, იერიშით აიღო მონმარტის მაღლობი. მიღებული აქვს წმინდა ანას ბრილიანტი, წმინდა გიორგის ბრილიანტი, წითელი არწივის II ხარისხის ორდენი (პრუსია). რუსეთის იმპერიის არმიის გენერალ–მაიორი (1803), გურიის მთავრის ქაიხოსრო III გურიელის შვილიშვილი, გენერალ–მაიორ ს. გურიელის ვაჟი.
წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.2. – თბ., 2012. – გვ.218
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
წმინდა ვლადიმირის ორდენი
ქაიხოსრო III გურიელი (გ. დაახლოებით 1747 შემდეგ) — გურიის მთავარი 1717. მამია III გურიელის ვაჟი.
მთავრად გახდომამდე ბერად იყო შემდგარი. 1716 წელს ხელისუფლება წაართვა ძმას, გიორგი IV გურიელს, რომელმაც უკან დაიბრუნა ის 1717 წელს. ქაიხოსრო ქართლის სამეფოს შეეხიზნა (მისი პაპიდა, თუთა, ვახტანგ VI-ის დედა იყო) და 1724 წელს ვახტანგ VI-თან ერთად რუსეთში წავიდა, სადაც 1741-იდან ქართველ ჰუსართა პოლკს მეთაურობდა. რუსეთში დაბადნენ მისი შვილი სტეფანე გურიელი და შვილიშვილი ივანე გურიელი, რომლებიც რუსეთის იმპერიის გენერალ-მაიორები იყვნენ.
ქართლ-კახეთის უკანასკნელი მეფის გიორგი XII-ის ვაჟს ბაგრატ ბატონიშვილს 1815 წელს ხელთ ჩავარდნია რუსულად თარგმნილი ლუსიენ ბონაპარტის წიგნი „ნაპოლეონის რუსეთში ლაშქრობა და გამოქცევა“. ბატონიშვილს ყურადღება მიუქცევია, რომ პეტრე ბაგრატიონის გარდა არც ერთი ქართველი გენერალი არ იყო მოხსენიებული.
ბაგრატმა ქართულად თარგმნა წიგნი და იქ მოიხსენია სამამულო ომის მონაწილე 37 ქართველი ოფიცერი, თუმცა არც ეს სია გახლდათ სრული. პროფესორმა ირაკლი ანთელავამ გამოიკვლია, რომ სინამდვილეში 90-ზე მეტი ოფიცერი იბრძოდა ნაპოლეონის წინააღმდეგ. გამორჩენილთა შორის იყო გენერალ-მაიორი ივანე სტეფანეს ძე გურიელი, რომელსაც სიმამაცით პეტრე ბაგრატიონს, სუვოროვსა და მილორადოვიჩს ადარებდნენ. სანამ მის დამსახურებებზე მოგითხრობთ, ცოტა რამ წარმომავლობის შესახებ.
ბოროდინოს ბრძოლა
© CC0 / WIKIPEDIA / LOUIS LEJEUNE / BATTLE OF BORODINO
პეტრე ბაგრატიონი - ორი ეკატერინეს მსხვერპლი, ომებში დაუმარცხებელი გენერალი!
ივანე გურიელი იყო გურიის მთავრის ქაიხოსრო III-ის შვილიშვილი. 1717 წელს ქაიხოსრო გურიის მთავრის ტახტიდან თურქების დახმარებით ძმამ გიორგიმ ჩამოაგდო. ქაიხოსრომ თავი ქართლს შეაფარა (ვახტანგ მეფის მეუღლე თუთა მისი ახლო ნათესავი იყო.). ვახტანგ მეფის რუსეთში ემიგრირებისას ქაიხოსრო ოჯახით თან გაჰყვა და საქართველოში აღარც დაბრუნებულა. სწორედ ეს ქაიხოსრო გახლდათ პირველი ქართული ჰუსართა პოლკის მეთაური, რომელმაც თავი გამოიჩინა რუსეთ-თურქეთის ომებში. ბოლოს მისი გვარი 1747 წელს მოიხსენიება, როდესაც ჩვენ სასიქადულო პოეტს დავით გურამიშვილს დახასიათებას აძლევს, რათა ამ უკანასკნელს პორუჩიკის წოდება მიენიჭოს. იმ დროს დამკვიდრებული ტრადიციის მიხედვით, ქაიხოსრო გურიელი იქცა ქრისტეფორე გურიალოვად. სამხედრო იყო ივანეს მამაც, სტეფანე, რომელმაც გენერალ-მაიორის ჩინით დაასრულა სამხედრო კარიერა.
ბოროდინოს ბრძოლის დასასრული
© CC0 / WIKIPEDIA / VASILY VERESHCHAGIN / THE END OF BORODINO BATTLE
ბოროდინოს ბრძოლის დასასრული
ივანე გურიელი დაიბადა 1772 წელს. ფრანგების რუსეთში შემოსვლისას უკვე გენერალ-მაიორის ჩინი ჰქონდა და თითქმის ყველა ბრძოლაში მიიღო მონაწილეობა. როდესაც ბოროდინოს ბრძოლის შემდეგ კუტუზოვმა დასაჯილდოებელ გენერალთა სია წარადგინა, ივანე გურიელი ასე მოიხსენია: „იგი მამაცი და წინდახედული მეთაურია, სწორედ მან მოიგერია ფრანგული კავალერიის პირველი შეტევა და მტერს დიდი ზიანი მიაყენა“… გურიელის ორდენებისა და ჯილდოების ჩამოთვლა შორს წაგვიყვანს, გეტყვით მხოლოდ, რომ გარდა რუსეთისა, მის მკერდს პრუსიისა და ავსტრიის ორდენებიც ამშვენებდა. ნაპოლეონის გაქცევის მერე მისი პოლკი ფეხდაფეხ დაედევნა, იბრძოდა პოლონეთში, საქსონიაში, ნასაუს, დრეზდენის, ბაუცენის, ლაიფციგის მიდამოებში. მთავარი ბრძოლა კი პარიზის აღებისას გადახდა. ივანე გურიელი გახლდათ პირველი, ვინც შტურმით აიღო მონმარტრის სიმაღლეები და პარიზში შეიჭრა. თვითმხილველები აღტაცებას ვერ ფარავდნენ ქართველი გენერლის სიმამაცის შემხედვარე, იგი პირველ რიგებში იბრძოდა და თავად მიუძღოდა ჯარისკაცებს ფრანგთა დედაქალაქისკენ. 1814 წელს გენერალ მაიორ გურიალოვს ერთბაშად სამი ორდენი მიანიჭეს მონმარტრის აღებისთვის – პრუსიული წითელი არწივის, წმინდა ვლადიმირის და წმინდა გიორგის ორდენები.
გენერალი ანტონ შალიკაშვილი
© CC0 / WIKIPEDIA / ДЖОРДЖ ДОУ / ПОРТРЕТ АНТОНА СТЕПАНОВИЧА ЧАЛИКОВА
სამშობლოს დიდებისთვის უცხოეთში მებრძოლი ქართველი გენერალი ანტონ შალიკაშვილი
მისი თანამედროვე დენის დავიდოვი ივანე გურიელს იხსენებს როგორც ბრწყინვალე, უაღრესად განათლებულ პიროვნებას, რომელიც თავისუფლად საუბრობდა რამდენიმე ენაზე და, მიუხედავად ამდენი ბრძოლებისა, არასდროს დაჭრილა. 1816 წლიდან მეთაურობდა რუსეთის საიმპერატორო არმიის 27-ე დივიზიას. რუსეთისთვის მებრძოლი სახელოვანი გენერალი გარდაიცვალა 1818 წელს. სამწუხაროდ, მისი დაკრძალვის ადგილი ცნობილი არ არის.
100
Read more: https://sputnik-georgia.com/columnists/20171027/237926030/ivane-gurieli.html
https://nobility.pro/ru/statya/31-gurieli-ivan-stepanovich.html
დავით აბულაძისგან
ქართველი გენერალი, რომელიც პარიზში პირველი შეიჭრა
(საქართველოვ, შენ ვინ მოგცა შვილი დასაკარგავი)
საქართველო ოდითგანვე გმირების და სახელგანთქმული მეომრების სამშობლო იყო. ბედის მუხანათობით, სამშობლოდან გადახვეწილი უამრავი ქართველი სამხედრო პირის ბიოგრაფია და პიროვნება, სათანადოდ არ არის შესწავლილი და წარმოჩენილი. სამწუხაროდ სხვისი დროშის ქვეშ მებრძოლი ბევრი ქართველი ვაჟკაცის შესახებ, ჩვენ მეტად მცირე ინფორმაცია გაგვაჩნია.
ეიფელის კოშკის მსგავსად, მონმარტრის მაღლობი პარიზის სიამაყეს წარმოადგენს და ხშირად მას ხელოვანთა ბოჰემის ადგილსამყოფელად მოიხსენიებენ. როგორც მთაწმინდა თბილისს, მონმარტრი მაღლიდან დაჰყურებს პარიზს და ქალაქის თავისუფლების სიმბოლოდ ითვლება.
რუსეთიდან გაქცეული ნაპოლეონ ბონაპარტის დევნა, 1814 წლის მარტში, პარიზის აღებით დამთავრდა. გენერალი, რომელიც პირველი შეიჭრა პარიზში, რომელმაც სწორედ პარიზის თავისუფლების სიმბოლო- მონმარტრის სიმაღლე აიღო, ბევრისათვის უცნობი, წარმოშობით ქართველი გენერალი ივანე გურიელი იყო, რომელიც სხვისი დროშის ქვეშ ებრძოდა დამპყრობელს.
ივანე სტეფანეს ძე გურიელი (1770 – 1818) ისტორიულ ცნობებში სამწუხაროდ ივან გურიალოვად მოიხსენიება და არსად არის ნახსენები მისი წარმომავლობა და სამშობლო. ფრანგული წყაროები ადასტურებენ რომ სწორედ ივანე გურიელი(გურიალოვი) შეიჭრა პირველი საფრანგეთის დედაქალაქში. რუსულ ისტორიულ წყაროებში, ის უბრალოდ პარიზის შტურმის მონაწილედ მოიხსენიება.
ისტორიკოსები ნაპოლეონის ძლევამოსილი იმპერიის დასასრულის ერთერთ შემომქმედად, დამსახურებულად მიიჩნევენ ბოროდინოს ბრძოლის გმირს, პეტრე ბაგრატიონს. მაგრამ ამავე დროს არ უნდა დაგვავიწყდეს ამ და შემდგომი ბრძოლების მონაწილე, რამოდენიმე ათეული ქართული წარმოშობის ოფიცერისა და გენერლის გმირობა, რომლებიც წინ აღუდგნენ ბუნებით უსამართლო ომს.
ჩვენი სახელოვანი თანამემამულე - ივანე გურიელი(Иван Гурьялов), რუსეთის იმპერიის არმიის გენერალი (1803), გურიის მთავრის ქაიხოსრო III გურიელის შვილიშვილი, გენერალ სტეფანე გურიელის ვაჟი გახლდათ. არაერთხელ გამოჩენილი მამაცობისათვის, დაჯილდოვებული იყო წმინდა ანას ბრილიანტის, წმინდა გიორგის ბრილიანტის და პრუსიის წითელი არწივის II ხარისხის ორდენებით.