გურული გენერლები XVIII საუკუნიდან 1921 წლამდე ავტ. მამუკა გოგიტიძე
ჟღენტი ალექსი სამსონის ძე 12.01.1860-16.12.1915 გენერალ-მაიორი (1915);
ალექსი სიმონის ძე ჟღენტი დაიბადა ქ. ოზურგეთში, აზნაურის ოჯახში.
დაამთავრა ვორონეჟის მიხეილის სახელის სამხედრო გიმნაზია და ტფილისის იუნკერთა ქვეითი სასწავლებელი 1878 წელს, მე-2 თანრიგით.
სამხედრო სამსახურში იმყოფებოდა 1878 წლიდან.
მსახურობდა კაბკასიის მე-4 სახაზო ბატალიონში.
1890-1895 წწ. მსახურობდა 24-ე ადგილობრივი ბრიგადის სამმართველოს უფროს ადიუტანტად.
1895-1904 წწ. მსახურობდა ტფილისის მაზრის სამხედრო უფროსის თანაშემწედ.
1904-1910 წწ. მსახურობდა ტფილისისი ადგილობრივი ბრიგადის უფროსის სამმართველოს მორიგე შტაბ-ოფიცრად.
1904 წლის 29 აგვისტოს მიენიჭა პოლკოვნიკის სამხედრო წოდება.
1910-1915 წწ. მსახურობდა ტფილისის მაზრის სამხედრო უფროსად.
1915 წლის 17 ნოემბერს დაინიშნა სახელმწიფო ლასქრის 37-ე ბრიგადის უფროსად.
დამსახურებისათვის დაჯილდოებული იყო:
„წმ. სტანისლავის“ III (1888) და II ხარისხით (1906);
„წმ. ანას“ III (1896) და II (1909) ხარისხით;
„წმ. ვლადიმერის“ IV (1912) და III ხარისხით (1914).
გარდაიცვალა და დაკრძალულია თბილისში. დაკრძალვის ადგილი უცნობია.
Жгенти Алексей Самсонович (12.01.1860 – 16.12.1915)
генерал-майор с 30.06.1915
https://ria1914.info/index.php?title=%D0%96%D0%B3%D0%B5%D0%BD%D1%82%D0%B8_%D0%90%D0%BB%D0%B5%D0%BA%D1%81%D0%B5%D0%B9_%D0%A1%D0%B0%D0%BC%D1%81%D0%BE%D0%BD%D0%BE%D0%B2%D0%B8%D1%87
ფოტო სიმბოლურია ალექსანდრე ამილახვარი - ქართველი სამხედრო მოღვაწე, პოლკოვნიკი, 1921 წლიდან — პოლიტიკური ემიგრანტი