გურული გენერლები XVIII საუკუნიდან 1921 წლამდე ავტ. მამუკა გოგიტიძე
ბაგრატ ჟღენტი გენერალ-მაიორი (14. 05. 1918) გარდ. 02. 03. 1920
ბაგრატ გიორგის ძე ჟღენტი დაიბადა ქ. ოზურგეთში, აზნაურის ოჯახში. დაბადების თარიღი უცნობია.
1909-1914 წწ. მსახურობდა სოლიგაჩის მაზრის სამხედრო უფროსად.
1914-1917 წწ. მსახურობდა ბუისკის მაზრის სამხედრო უფროსად.
1915 წლის 6 დეკემბერს მიენიჭა პოლკოვნიკის წოდება.
რუსეთის კავკასიის არმიის ერთ-ერთი უკანასკნელი ქართველი გენერალთაგანია.
დამსახურებისათვის დაჯილდოებული იყო „წმ. სტანისლავის“ მე-II ხარისხის ორდენით (1914).
1918-1920 წწ. მსახურობდა ქართულ ჯარში, იყო სამხედრო ეკონომიკური საზოგადოების თავმჯდომარე.
გარდაიცვალა და დაკრძალულია ტფილისში. დაკრძალვის ადგილი უცნობია.