სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 11137

მთავარი იუბილარი/ ხსენება

გენერლები საქართველოდან 800-ზე მეტი /Генералы/Generals
გენერლები საქართველოდან 800-ზე მეტი
გიორგი ბაგრატიონ-მუხრანსკი ვახტანგის ძე (1712–1787) რუსეთის გენერალი წარმ. სოფ. მუხრანი, მცხეთა

1712-1787 წწ. გარდ. 75 წლის

ბმულის კოპირება

გენერლები საქართველოდან 800-ზე მეტი

გვარი ბაგრატიონ სია

მცხეთა გამოჩენილი ადამიანები სრული სია

279       ბეჭდვა

გიორგი ბაგრატიონ-მუხრანსკი ვახტანგის ძე (1712–1787) რუსეთის გენერალი წარმ. სოფ. მუხრანი, მცხეთა

ბაგრატიონი გიორგი ვახტანგის ძე(2 აგვისტო 1712–86)  უფლისწული, მეფე ვახტანგ VI შვილი, გენერალ-ანშეფი (1762), 1756–63 რუსეთ-პრუსიის ომის დროს II დივიზიის სარდალი, „წმ. ალექსანდრე ნეველის“ ორდენი (1758) და ოქროს ხმალი;მოსკოვის ქართული კოლონიის მეთაური XVIII საუკუნის II ნახევარში, რუსეთის არმიის გენერალ-ანშფი, მეცენატი, ქველმოქმედი, ვახტანგ VI-ის ძე; 1724 წელს მამასთან და ოჯახის სხვა წევრებთან ერთად რუსეთს გაემგზავრა და დამკვიდრდა მოსკოვში; აქ საიმპერატორო კარზე შეისწავლა ფილოსოფია, ისტორია, სამხედრო ხელოვნება; წერდა ლექსებსაც; რუსეთ-შვედეთის ომის(1741-1743) დროს გიორგი ბატონიშვილი ფლოტს მეთაურობდა; თავი გამოიჩინა რაინის კამპანიაში(1741-1748), შვიდწლიან ომში(1756-1763); ბაქარის გარდაცვალების შემდეგ(1750) გიორგი ბატონიშვილი მოსკოვის ქართული კოლონიის ფაქტობრივი მეთაური გახდა და აქ დიდი სამშენებლო საქმიანობა გაშალა; პრესნიაზე, ქართულ დასხლებაში მთავარმოწამე წმინდა გიორგის საყდარი ააგო; მოსკოვში მის სასახლეში თავს იყრიდნენ რუსეთის, ევროპის და საქართველოს მოღვაწენი; სამშობლოში პერიოდულად გზავნიდა საეკლესიო ინვენტარს და სხვა საჩუქრებს; მას ახლო და საქმიანი ურთიერთობა ჰქონდა მოსკოვის უნივერსიტეტის მესვეურებთან, 1785 წელს უნივერსიტეტისათვის გადაუცია 10 ათასი მანეთი(ოქროთი); ამის აღსანიშნავად უნივერშიტეტის შენობაში 100 წელზე მეტხანს იყო გამოკრული მისი მოსახსენიებელი დაფა.

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.2. - თბ., 2012. - გვ.26

ჯილდოები, პრემიები და პრიზები


კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 01.01.2021
ბოლო რედაქტირება 24.04.2023
სულ რედაქტირებულია 1





ნაპოლეონთან მებრძოლი ქართველი გენერლები

1 0


ქართველი გენერლები რუსეთის არმიაში 1698-1917წწ ანბანის მიხედვით

1 0


კონსტანტინე ყარანგოზიშვილი 1852-07წწ გარდ. რუსეთის გენერალი, ოდესის კომენდანტი. დაბ. დუშეთი,მხცეთა მთიანეთი

2 0


ჯამბურია, ელგუჯა ნოეს ძე დაბ. 1951 პოლიციის გენერალ მაიორი წარმ. მარტვილი

2 0

ბესარიონ ტატაშის ძე დგებუაძე 1835-1882წწ გენერალ-მაიორი დაბ. მარტვილი

2 0

ივანე გურგენიძე პაატას ძე (1841-1907), თავადი, გენერალ-მაიორი (1903); წარმ. ასპინძა

2 0