ბაგრატიონ-მუხრანსკი კონსტანტინე ივანეს ძე (1782-7 სექტემბერი 1842), გენერალ-ლეიტენანტი (1838);
სახლთუხუცესი იოანე მუხრანბატონისა და ქეთევან ერეკლე II-ის ასულის უფროსი ვაჟი. დაიბადა მამისა გარდაცვალების შემდეგ, 1800 წლის ოქტომბერს ებოძა სახლთუხუცესობა. 1800 წლის 26 დეკემბერს მონაწილეობა მიიღო თავადაზნაურთა თათბირში, რომელზედაც (ჯერ კიდევ გიორგი XII-ის სიცოცხლეში) გადაწყდა მხარი დაეჭირათ რუსეთის უფლების დამყარებისთვის საქართველოში და წინააღმდეგობა გაეწიათ საქართველოში დავითის მეფედ გამოცხადებისათვის (პლ. იოსელიანი, ცხოვრება გიორგი XIII-სა, გვ. 210). საქართველოს რუსეთთან შეერთების შემდეგ არის რუსეთის მომხრე და ხელის შემწყობი. 1808 წლიდან პოლკოვნიკია.
კონსტანტინეს მეუღლე იყო ხორეშან ზაალის ას. გურამიშვილი (1786 - 1831), ჰყავდათ 5 შვილი.
გენერალ-ლეიტენანატი, რუსეთ-ირანის და რუსეთ-თურქეთის ომის მონაწილე, ქართლის ჯარის სარდალი, აღმოსავლეთ საქართველოს თავადაზნაურთა მე-2 მარშალი (1812-1839)
Багратион-Мухранский (Багратион) Константин Иванович, князь (1782 – 07.09.1842)
генерал-майор с 06.04.1817