სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 11123

მთავარი იუბილარი/ ხსენება

გენერლები საქართველოდან 800-ზე მეტი /Генералы/Generals
გენერლები საქართველოდან 800-ზე მეტი
პეტრე ბაგრატიონი რომანის ძე 1818-76წწ რუსეთის გენერალი დაბ. ყიზლარი დაღესტანი პეტრე ბაგრატიონი რომანის ძე 1818-76წწ რუსეთის გენერალი დაბ. ყიზლარი დაღესტანი

1818-1876 წწ. გარდ. 58 წლის

ბმულის კოპირება

გენერლები საქართველოდან 800-ზე მეტი

გვარი ბაგრატიონ სია

გამოჩენილი ადამიანები სრული სია

283       ბეჭდვა

პეტრე ბაგრატიონი რომანის ძე 1818-76წწ რუსეთის გენერალი დაბ. ყიზლარი დაღესტანი

ბაგრატიონი პეტრე რომანის ძე (12 სექტემბერი 1818-17 იანვარი 1876), გენერალ პეტრე ბაგრატიონის ძმისშვილი,


გენერალ-ლეიტენანტი (1865), 1870-76 ბალტიისპირეთის გენერალ-გუბერნატორი; იესე ბატონიშვილის (ვახტანგ VI–ის ძმა) შთამომავალი პეტრე რომანის ძე ბაგრატიონი დაიბადა 1818 წლის 24 სექტემბერს, ყიზლარში. მამა – რუსეთის არმიის გენერალ–ლეიტენანტი რომან ბაგრატიონი, ბიძა – 1812 წლის გმირი, მხედართმთავარი პეტრე ივანეს ძე ბაგრატიონი.



პატარა პეტრემ დაწყებითი განათლება ოჯახში მიიღო. 1827 წელს მამამისი ქართული ლაშქრობის მეთაურად დანიშნეს, 1828 წელს კი იგი მიიღეს თბილისის მაზრის გუბერნატორთან განსაკუთრებული დავალებების შემსრულებლად. აქედან ვიგებთ, რომ პეტრე ბაგრატიონი 9 წლის ასაკში ჩამოიყვანეს სამშობლოში. მალევე მიაბარეს თბილისის კეთილშობილთა სასწავლებელში, რომელიც ორი წლის შემდეგ, 1829–1830 სასწავლო წლიდან „კეთილშობილთა გიმნაზიად“ გადაკეთდა. ეს გიმნაზია ერთადერთი ევროპული ტიპის სკოლა იყო იმ დროის თბილისში. მასწავლებელთა შორის გამოირჩეოდნენ გამოჩენილი ქართველი მოღვაწენი – სოლომონ დოდაშვილი, ეფრემ ალექსი–მესხიშვილი (ქართული ენის მასწავლებელი) და დიმიტრი ყიფიანი. ამ ადამიანთა გავლენით უნდა აიხსნას, რომ პეტრე ბაგრატიონი მუდამ მოწინავე იდეების მატარებელი იყო. მის კლასში სწავლობდა და მასთან მეგობრობდა პოეტი ნიკოლოზ ბარათაშვილი.


რომან ბაგრატიონისა და მისი მეუღლის ანა ივანოვნას ოჯახის კარი ღია იყო როგორც მოწინავე ქარტველი საზოგადოებისათვის, ასევე, რუსი ინტელიგენციისათვის. მათი  სახლი გადაიქცა სალონად, სადაც იმართებოდა მუსიკალური და ლიტერატურული საღამოები, სცენისმოყვარეთა სპექტაკლები. თბილისში გატარებულმა ყრმობამ წარუშლელი კვალი დატოვა პეტრე ბაგრატიონის მთელ ცხოვრებაზე.


1831 წელს პეტრე ჩაირიცხა პეტერბურგის გვარდიის პოდპრაპორშჩიკებისა და  კავალერიის იუნკერთა სკოლაში, რომლის დამთავრების შემდეგ, 1835 წლის 11 დეკემბერს გაამწესეს პეტერბურგის ლაიბ-გვარდიის ცხენოსანთა ესკადრონში იუნკრად. 1837 წელს დაწინაურდა პრაპორშჩიკად, 1940 წელს პოდპორუჩიკი გახდა და ამავე წლის 30 დეკემბერს დაინიშნა ინჟინერთა გვარდიის კორპუსის უფროსის ადიუტანტად. 1842 წელს შემდეგი სამხედრო ხარისხი მიიღო. სწორედ ამ წლიდან დაიწყო სამეცნიერო-კვლევითი მუშაობა ფიზიკისა და ქიმიის დარგში. ექსპერიმენტულ გამოკვლევებს იგი პეტერბურგის მეცნიერებათა აკადემიის ფიზიკის კაბინეტში ატარებდა. მან  გამოიგონა პირველი მშრალი გალვანური ელემენტი, რომელსაც მიუძღვნა თავისი პირველი სამეცნიერო შრომა (1843 წელი, პეტერბურგის მეცნიერებათა აკადემიის ბიულეტენი; განმეორებით გამოვიდა ლონდონსა და პარიზში 1845 წელს). ამ ნაშრომში იგი განიხილავს გალვანოპლასტიკასა და გალვანურ ელემენტში მიმდინარე პროცესებს. ეს ელემენტი იმ დროს წარმოადგენდა დენის ერთადერთ წყაროს მთელ მსოფლიოში. იგი სწრაფად გავრცელდა და ხმარებაში შევიდა როგორც რუსეთში, ისე ევროპასა და ამერიკაში.

პეტრე ბაგრატიონმა პირველმა დაადგინა ლითონური ოქროს, ვერცხლისა და სპილენძის ხსნადობა ტუტე ლითონთა ციანიდების წყალხსნარებში, რაც საფუძვლად დაედო დაციანების მეთოდს. ეს მეთოდი დღემდე საუკეთესოდ ითვლება მეტალურგიაში. ის მადნიდან ოქროს უწვრილესი ნაწილაკების გამოცილების საშუალებას იძლევა, რაც ამალგამირების მეშვეობით არ ხერხდება. ამ აღმოჩენამ ხელი შეუწყო თანამედროვე მეტალურგიის განვითარებას. იგი გამოყენებული იყო სამხრეთ ამერიკისა და ავსტრალიის ფაბრიკებში ჯერ კიდევ 1880 წელს. პროფესორი დანილევსკი წერდა „ბაგრატიონის მიერ წარმოდგენილი მეთოდი დღეისათვის ყველაზე მნიშვნელოვანი პროცესია ოქროს მსოფლიო მეტალურგიაში“.


1843 წლის ნოემბერში პ. ბაგრატიონი დაჯილდოვდა სტანისლავის III ხარისხის ორდენით „გალვანურ მეცადინეობაში წარმატებისათვის“. ოთხი თვის შემდეგ კი, 1844 წლის მარტის დასაწყისში, მის მიერ შემუშავებული მეთოდით, გალვანური ელექტროდენების მეშვეობით, ყინულისაგან გაათავისუფლეს კრონშტადტის პორტი. ამ მეტად მნიშვნელოვანი სამუშაოს შესრულების გამო, რაც წმინდა მეცნიერული გზით იქნა გადაწყვეტილი, იმავე წლის 9 მაისს პეტრე ბაგრატიონს უმაღლესი ბრძანებულებით მადლობა გამოეცხადა. ოქტომბრის თვეში კი იგი ექვსი თვით მიავლინეს გერმანიაში, საფრანგეთსა და ინგლისში გალვანური დენების საინჟინრო საქმეში გამოყენების მეთოდების შესასწავლად. 

1845 წლის 19 იანვრიდან პეტრე ბაგრატიონი დაინიშნა ბავარიის ჰერცოგ მაქსიმილიან ლოიხტენბერგის (ნიკოლოზ I–ის სიძე) ადიუტანტად და 7 წელი ახლდა მას ევროპაში. ამ ხნის განმავლობაში მან მიაღწია პოლკოვნიკის ჩინს და დაჯილდოვდა უმაღლესი ხარისხის ორდენებით: წმ. ოლაფის – შვეცია, ქრისტეს – პორტუგალია, წმ. ფრანცისკის – ნეოპოლიტანია, ფილიპე სულგრძელის – ჰესენი (გერმანია), წმ. მიხეილის – ბავარია (გერმანია) და ცერინგენის ლომის ორდენით – ბადენი (გერმანია).

1847 წელს, ურალის ექსპედიციის დროს, პეტრე ბაგრატიონმა მიაკვლია მინერალ ორთიტის სახესხვაობას, რომელსაც მის პატივსაცემად 1847 წელს „ბაგრატიონიტი“ უწოდეს.

1852 წელს, ლოიხტენბერგის სიკვდილის შემდეგ, პეტრე ბაგრატიონი პეტერბურგში დაბრუნდა. 1852 წლის 23 ოქტომბერს მას ფლიგელ–ადიუტანტის წოდება მიეცა და ლაიბ–გვარდიელთა ცხენოსან გრენადერთა პოლკში იქნა მივლინებული საფრონტო სამსახურის შესამოწმებლად. რუსეთ–თურქეთის ე. წ. ყირიმის ომის დაწყების წინ, 1853–1854 წლებში მას მიენდო ტულისა და ხარკოვის გუბერნიებში საყოველთაო მობილიზაციის ჩატარება, რაც წარმატებით იქნა შესრულებული. ეს ე. წ. „რეკრუტი“ ყოველთვის რთული და უსიამოვნო შესასრულებული იყო, რადგან 25 წლის ვადით მეფის ჯარში სამსახური ძნელად შესაგუებელი იყო. „რეკრუტის“ ჩამტარებელს მოეთხოვებოდა ტაქტი, გამოცდილება, გამბედაობა და ობიექტურობაც. ყველა ამ თვისებით უხვად იყო დაჯილდოებული პეტრე ბაგრატიონი.

1854 წელს პეტრე ბაგრატიონი დაინიშნა იმპერატორ ნიკოლოზ I–ის სასახლის კომენდანტად და მცველთა რაზმის უფროსად. 1855 წელს დროებით მიავლინეს ვორონეჟის გუბერნიაში ადგილობრივ გლეხთა მღელვარების ჩასახშობად. წარმატებული სამსახურისთვის 1856 წელს იგი დააჯილდოვეს წმ. სტანისლავის II ხარისხის ორდენით. 1857 დაინიშნა ლაიბ–გვარდიელთა კავკასიის ესკადრონის ხელმძღვანლად. ერთი წლის შემდეგ მას მიენიჭა გენერალ-მაიორის წოდება, დაჯილდოვდა წმ. ანას II ხარისხის ორდენით და დაინიშნა იმპერატორის ამალის (კონვოის) უფროსად. ამ პერიოდში გაიცნო იგი იმჟამად პეტერბურგში მყოფმა აკაკი წერეთელმა. პეტრე ბაგრატიონმა აკაკი მშობლიურ ენაზე მოიკითხა, რამაც პოეტი გააკვირვა. გენერალი მიუხვდა და ღიმილით უთხრა: „განა ქართველი აღარ გგონივარ? დიდი ხანია რუსეთში ვარ და ცოტა დამავიწყდა, თორემ შენზე უკეთ ვიცოდი ქართული! შენ, როგორც იმერელი, უეჭველად იმერული კილოთი უკიდებ და მე კი წმინდა ქართული ვიცოდი“. ქართულისა და რუსულის გარდა პეტრე რომანის ძე თავისუფლად ფლობდა ფრანგულ და იტალიურ ენებს.

1859 წლიდან 1862 წლამდე პეტრე ბაგრატიონი სხვადასხვა პასუხსაგებ დავალებებს ასრულებდა კურსკისა და პერმის გუბერნიებში. 1859 წელს მას დაეკისრა კურსკის გუბერნიაში დროებით გაშვებული დაბალი ჩინის სამხედრო პირთა კვლავ გაწვევა არმიის დასაკომპლექტებლად, ხოლო 1961 წელს პერმის გუბერნიაში იგი ხელმძღვანელობდა გლეხთა რეფორმების გატარებას, რასაც წარმატებით გაართვა თავი და შესაბამისად დაჯილდოვდა წმ. ვლადიმერის III ხარისხისა და წმ. სტანისლავის I ხარისხის ორდენებით.  

1862-1868 წლებში პ. ბაგრატიონი ტვერის გუბერნატორად დაინიშნა. მას დიდი წვლილი მიუძღვის ქალაქის კეთილმოწყობის საქმეში – ხელმძღვანელობდა გაზით განათებას, რკინიგზის ახალი ხაზის გაყვანას, ჯებირების გაკეთებას წყალდიდობისგან მოსახლეობის დასაცავად, წყალსადენის გაყვანის საქმეს, ტელეგრაფის ამოქმედებას, ტვერის მხრეთმცოდნეობის მუზეუმის დაარსებას, გეოლოგიური ძიების წარმოებას და სხვა. ყოველივე ამას კარგად ხედავდა გუბერნიის მოსახლეობა და უფასებდა კიდეც ამაგს. ასე მაგალითად, ტვერის ქალაქის საზოგადოებამ, 1868 წლის მარტში, მისი სახელის უკვდავსაყოფად დააწესა პეტრე ბაგრატიონის და მისი მეუღლის სახელობის სტიპენდიები ქალთა გიმნაზიასა და უპატრონო ბავშვთა სახლში. გარდა ამისა გენერლის სახელზე შეგროვდა თანხა, რომლის პროცენტებიც მრავალი წლის განმავლობაში ხმარდებოდა უპატრონო ბავშვების ტექნიკურ განათლებას.  

პეტრე რომანის ძე ერთნაირი ერთგულებითა და მონდომებით ასრულებდა სამხედრო, სამეცნიერო თუ სახელმწიფოებრივი ხასიათის დავალებებს. მისი ერთ–ერთი დიდი ღირსება იყო ის, რომ ყველას შეეძლო მასთან მისვლა. როგორი დაკავებულიც არ უნდა ყოფილიყო, მთხოვნელს ყოველთვის ყურადღებით უსმენდა, განსაკუთრებით გლეხებს სწყალობდა.

1865 წლის 4 აპრილს თავადი ბაგრატიონი დააჯილდოვეს წმ. ანას I ხარისხის ორდენით მახვილებით, ხოლო იმავე წლის 30 აგვისტოს მას მიენიჭა გენერალ-ლეიტენანტის წოდება. 1868 წლის 25 მარტს იგი დაინიშნა ვილნოს გენერალ–გუბერნატორის თანაშემწედ სამოქალაქო ნაწილში, ხოლო 1870 წლის 22 სექტემბრიდან გახდა ბალტიისპირა ქვეყნების – ლიფლანდიის, კურლანდიისა და ესტლანდიის – გენერალ-გუბერნატორი. ამ თანამდებობაზე მან ექვსი წელი დაჰყო. მკაცრად იცავდა ამ მხარის კანონმდებლობასა და საქალაქო დებულებებს, ზრუნავდა სახალხო სკოლებზე, სასოფლო მრევლზე.

ამ პერიოდის მოღვაწეობიდან განსაკუთრებით აღსანიშნავია რიგის პოლიტექნიკუმის სახელმწიფო ხარჯზე აყვანა, მისი გაფართოება, ახალი კორპუსის აგება და სამეცნიერო მოწყობილობით აღჭურვა. რიგის პოლიტექნიკუმს, როგორც კერძო პირთა ხარჯზე არსებულ ტექნიკურ სასწავლებელს უფლება არა ჰქონდა კურსდამთავრებულნი სახელმწიფო დაწესებულებებში განეწესებინა, პეტრე ბაგრატიონის მეოხებით კი ეს სასწავლებელი უფლებრივად პეტერბურგის უმაღლეს ტექნიკურ სასწავლებლებს გაუთანაბრდა. მისი გარდაცვალების შემდეგ მანქანათმშენებლობის ფაკულტეტის წარჩინებული სტუდენტებისთვის დაწესდა პეტრე ბაგრატიონის სახელობის გაძლიერებული სტიპენდია.  

პეტრე ბაგრატიონი გუბერნატორობის პერიოდში დაჯილდოვდა წმ. ვლადიმერის II ხარისხის ორდენით (1868), თეთრი არწივისა (1869) და წმ. ალექსანდრე ნეველის სახელობის (1872) ორდენებით.

1876 წლის 17 იანვარს, სანკტ-პეტერბურგში მივლინებით ჩასული გენერალი ბაგრატიონი მოულოდნელად გარდაიცვალა ასთმური შეტევით.  დაკრძალულია ვოსკრესენსკის ნოვოდევიჩის მონასტერში, საგანგებოდ მიშენებულ ეგვტერში. მისი მეუღლე იყო ანა მარტინოვა (1824–1885). ჰყავდათ ქალიშვილი ევგენია (1846–1903).

Багратион Пётр Романович, князь  (24.09.1809 – 17.01.1876)
            генерал-майор свиты Е.И.В. с 30.08.1858
            генерал-лейтенант с 30.08.1865

http://www.nplg.gov.ge/emigrants/ka/00000405/

http://www.georoyal.ge/?MTID=5&TID=48&id=276




შვილი ბაგრატიონი დიმიტრი პეტრეს ძე(1863-1919) რუსეთის გენერალი რუსეთი


კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 01.01.2021
ბოლო რედაქტირება 08.02.2023
სულ რედაქტირებულია 4





ნაპოლეონთან მებრძოლი ქართველი გენერლები

1 0


ქართველი გენერლები რუსეთის არმიაში 1698-1917წწ ანბანის მიხედვით

1 0


კონსტანტინე ყარანგოზიშვილი 1852-07წწ გარდ. რუსეთის გენერალი, ოდესის კომენდანტი. დაბ. დუშეთი,მხცეთა მთიანეთი

2 0


ჯამბურია, ელგუჯა ნოეს ძე დაბ. 1951 პოლიციის გენერალ მაიორი წარმ. მარტვილი

2 0

ბესარიონ ტატაშის ძე დგებუაძე 1835-1882წწ გენერალ-მაიორი დაბ. მარტვილი

2 0

ივანე გურგენიძე პაატას ძე (1841-1907), თავადი, გენერალ-მაიორი (1903); წარმ. ასპინძა

2 0