ფანჩულიძე (ფაჩულიძევი) ევგენი ალექსის ძე (17 სექტემბერი 1853-10 თებერვალი 1917), გენერალ-ლეიტენანტი (1912), „წმ. გიორგის“ IV ხარისხის ორდენი (1878);
Панчулидзев (Панчулидзе) Евгений Алексеевич
(1853–1917), генерал-лейтенант (1912).
Евгений Алексеевич Панчулидзев (1853—1917) — генерал-лейтенант, герой русско-турецкой войны 1877—1878 годов.
დაამთავრა პაჟების კორპუსი 1871 წელს.
მსახურობდა პრაპორჩიკის წოდებით ნიჟეგოროდის მე-16 დრაგუნთა პოლკში. 1875 წელს მიანიჭეს პორუჩიკის წოდება. გაიარა კურსი ოფიცერთა კავალერისტთა სკოლაში. მონაწილეობდა რუსეთ-თურქეთის ომში. საომარი მოქმედებების დასრულების შემდეგ დანიშნეს ადიუტანტად ოფიცერთა კავალერისტთა სკოლაში. 1879 წელს მიანიჭეს შტაბს-კაპიტანის წოდება. 1900 წლამდე სკოლაში სხვადასხვა თანამდებობას იკავებდა. 1900 წელს დაინიშნა ნეჟინსკის 52-ე დრაგუნთა პოლკის მეთაურად. 1903 წელს მიანიჭეს გენერალ-მაიორის წოდება და დანიშნეს მთავარი შტაბის უფროსის აპარატში. რუსეთ-იაპონიის ომის დროს შორეულ აღმოსავლეთში მიავლინეს, შემდგომში კვლავ მთავარ შტაბში მსახურობდა.
1906 წელს ფანჩულიძე დანიშნეს მე-6 კავალერისტთა დივიზიის მე-2 ბრიგადის მეთაურად; 1910 წელს იმავე თანამდებობაზე მე-13 კავალერისტთა დივიზიის I ბრიგადაში გადაიყვანეს. 1912 წელს ასაკობრივი ცენზის გამო გადააყენეს გენერალ-ლეიტენანტის წოდებით მუნდირითა და პენსიით. 1914 წლის 7 ნოემბერს, პირველი მსოფლიო ომის დაწყებასთან დაკავშირებით იგი კვლავ მიიღეს სამსახურში გენერალ-ლეიტენანტის ჩინით და დანიშნეს არმიის მე-8 შტაბის სანიტარული განყოფილების უფროსის მოვალეობის შემსრულებლად. 1916 წელს ჩარიცხეს ჩინების რეზერვში კიევის სამხედრო ოლქის შტაბთან, შემდეგ სამხრეთ-დასავლეთი ფრონტის გენერალ ბრუსილოვის შტაბში მსახურობდა. რუსეთის იმპერიის არმიის გენერალ-ლეიტენანტი. რუსეთ-თურქეთის ომის (1877-1878) გმირი.
წყარო: Грузинский генералитет (1699—1921) / Гогитидзе М., . — Киев, 2001. — стр. 130
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
- 1911 - წმინდა ანას I ხარისხის ორდენი
- 1906 - წმინდა სტანისლავის I ხარისხის ორდენი
- 1903 - წმინდა ვლადიმირის III ხარისხის ორდენი
- 1899 - წმინდა ვლადიმირის IV ხარისხის ორდენი (ბანტით)
- 1892 - წინდა ანას II ხარისხის ორდენი
- 1879 - წმინდა სტანისლავის II ხარისხის ორდენი
- 1878 - წმინდა გიორგის IV ხარისხის ორდენი
- 1877 - წმინდა ანას IV ხარისხის ორდენი