სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 10555

მთავარი იუბილარი/ ხსენება

აფხაზეთი სამაჩბლო 1990წ-დან მებრძოლები ვეტერანები შსს
ვეტერანი
დონი ყაფლანის ძე ფანჩულიძე დ. 1953წ. ვეტერანი, პოლიციის პოლკოვნიკი დაბ. სოფ. ძევრი, თერჯოლა დონი ყაფლანის ძე ფანჩულიძე დ. 1953წ. ვეტერანი, პოლიციის პოლკოვნიკი დაბ. სოფ. ძევრი, თერჯოლა
ბმულის კოპირება

ვეტერანი

გვარი ფანჩულიძე სია

თერჯოლა გამოჩენილი ადამიანები სრული სია

59       ბეჭდვა

დონი ყაფლანის ძე ფანჩულიძე დ. 1953წ. ვეტერანი, პოლიციის პოლკოვნიკი დაბ. სოფ. ძევრი, თერჯოლა

დონი ყაფლანის ძე ფანჩულიძე დაიბადა 10 იანვარი 1953 წელს სოფელი ძევრი, თერჯოლა

რამოდენიმე წიგნის ავტორი, ს.ს.რ. კავშირის სპორტის ოსტატი ჭიდაობა, - „სამბო“-ში ს.ს. კავშირის ცენტრალური კომიტეტის,- „საპატიო სიგელით დაჯილდოებული 1980 წლის 10 ნოემბერს ქ. მოსკოვში მილიციის დღესთან დაკავშირებით, გაზეთ, - „თაობიდან თაობამდე“-ს რედაქტორი, „ავღანეთისა და სხვა ომების მეომართა დახმარების საერთაშორისო ფონდი“-ს პრესსამსახურის ხელმძღვანელი, ფანჩულიძეების გვარის წინამძღვარი და ფონდის თავმჯდომარე, მილიციის „ფრიადოსანი“, „საპატიო მილიციელის კავალერი,“ დაჯილდოებული, I–II-III-ე ხარისხის მედლებით „უმწიკვლო სამსახურისათვის“, წმინდა სოფიას სამხედრო ორდენის „დიდი ჯვრის რაინდი“, კონსტანტინეპოლის, ჰერაკლის გვირგვინის, კეთილშობილური ორდენის,-„დიდი ჯვრის“ კავალერი, „რაკულას ორდენის“ კავალერი, ქვემო ქართლის და 9 აპრილის მოვლენები,- სამაჩაბლოსა“ და „აფხაზეთის“ ომებში მრავალჯერ მონაწილე, თავდაცვისა და შეიარაღებული ძალების ვეტერანი, თადარიგში პოლიციის ვიცე პოლკოვნიკი: დომენტი (დონი) ყაფლანის ძე ფანჩულიძის




ა ვ ტ ო ბ ი ო გ რ ა ფ ი ა

დომენტი ფანჩულიძე დავიბადე 1953 წლის 10 იანვარს, თერჯოლის რაიონი სოფელ ძევრში. 1970 წელს დავამთავრე საშუალო სკოლა. 1970-73 წლებში ქალაქ ქუთისის რადიოტექნიკუმი, 1973-75 წლებში ვმსახურობდი სავალდებულო სამხედრო სამსახურში ქალაქ ვლადივასტოკში. 1975 წლიდან კომკავშირული საგზურით მუშაობა დავიწყე ქ. თბილისის დიდუბის (პირველი მაისის) რაიონის შ/ს განყოფილებაში რიგით მილიციელად. არჩეული ვიყავი ამავე რაიონის,-მილიციის, სასამართლოსა და პროკურატურის გაერთიანებული კომკავშირული ორგანიზაციის მდივნად. პირველად პარტიული ორგანიზაციის მდივნად, სახალხო კონტროლის თავმჯდომარედ. 1976-78 წლებში ვსწავლობდი დაუსწრებლად, „მილიციის სკოლაში“, 1978-82 წლებში ვსწავლობდი საქართველოს სახელმწიფო ფიზიკური კულტურის ინსტიტუტის პედაგოგიურ ფაკულტეტზე დაუსწრებლად. ერთდროულად დავამთავრე საქართველოს ცენტრალურ კომიტეტთან არსებულ,-„პარტიული სკოლა“

საზოგადოებრივი დატვირთვა,-პირველადი კომკავშირული ორგანიზაციის მდივანი, პირველადი პარტიული ორგანიზაციის მდივანი, სახალხო კონტროლის თავმჯდომარე, რაიონის დეპუტატი დელეგატი ქ. მოსკოვში და კოსტრომაში.

წახალისებები: 1976 წელს მომანიჭეს სპორტის ოსტატის წოდება ჭიდაობა „სამბოში“, 1978 წელს მომანიჭეს „მილიციელის ფრიადოსანის“ წოდება. დაჯილდოებული ვარ სამკერდე ნიშნით. 1979 წელს დამაჯილდოვეს „წარმატებული მუშაობისათვის“, 1984 წელს მიღებული მაქვს მედლები,-„უმწიკლო სამსახურისათვის“, 1987 წელს მომანიჭეს პირველი კლასის კვალიფიკაციის სპეციალური წოდება. 1986 წელს

მომანიჭეს ინსტრუქტორის წოდება,-„თვითდაცვა უიარაღოდ“ 1979 წელს დაჯილდოებული ვარ ქ. მოსკოვში საკავშირო ცენტრალური კომიტეტის მიერ დამნაშავეობის წინააღმდეგ ბრძოლისა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისათვის. 1990 წელს მომანიჭეს „პოლიციის მაიორის“ რიგგარეშე წოდება.-სისხლის სამართლის დამნაშავეობასთან,, ორმხრივი შებრძოლება-შეტაკების და დაკავების დროს გამოჩენილი მამაცობისა და საზრიანობისათვის. 1991-93 წლებში მონაწილეობა მაქვს მიღებული-„სამაჩაბლოსა“ და „აფხაზეთის“ ტერიტორიაზე. „საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და ერთიანობისათვის გამოცხადებული მაქვს რამოდენიმე მადლობა და ფულადი ჯილდო.

საქართველოს „დინამოს“ პირველობა .-„სამბოში“

2 აპრილი 1978 წ. 82 კილოგრამ წონით კატეგორიაში-III-ე ადგილი

10 თებერვალი 1981 წ. „დინამოს“ სპარტაკიადა ჭიდაობა -„სამბოში“ 82 კგ კატეგორიაში III-ადგილი

4 აპრილი 1978 წელი „დინამო“-ს სპარტაკიადა ჭიდაობა „სამბოში“-I ადგილი

1982 წლის ივნისი საკავშირო შინაგან საქმეთა სამინიტროების პირველობა ქალაქ ყარაგანდაში ჭიდაობა „სამბო“-ში III-ე ადგილი.

26 სექტემბერს 1979 წელი - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ.

საუკეთესო მსაჯობისათვის ჭიდაობა „ძიუდოში“ დაჯილდოებული ვიყავი სიგელით შ.ს მინისტრის მოადგილე გენერალ-მაიორ სერიოტკინის მიერ...

ამჟამად ვარ თადარიგის ვიცე-პოლკოვნიკი, პენსიონერი, ომის ვეტერანი, საქართველოზე და ქართველ ხალხზე უზომოდ შეყვარებული და თავდადებული.

დომენტი (დონი) ფანჩულიძე


მარჯვნიდან დონი ფანჩულიძე, რაფაელ ჩიმიშკიანი დ.1929წ. ოლიმპიური ჩემპიონი ძალოსნობა(შტანგა) თბილისი

1984 წლის ივნისის თვე ქალაქ თბილისის დიდუბე ჩუღურეთის (პირველი მაისის) რაიონის შს განყოფილების თანამშრომლები, მილიციის გარნიზონის სპარტაკიადა "მინი ფეხბურთში" მარცხნიდან ზურაბ ბარაბაძე, დათო ჭელიძე, ბიჭი ალავიძე პოლიციის კურსანტი, პოლიციის გენერალი თამაზ თამაზაშვილი, პოლიციის კურსანტი გუნდის ხელმძღვანელი, დონი ფანჩულიძე. ჩოქბჯენში, აჩიკო ჩომახიძე, ვაჟა თათრიშვილი.



კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 16.04.2022
ბოლო რედაქტირება 12.04.2023
სულ რედაქტირებულია 5





მფრინავი, პილოტი, აფხაზეთი სამაჩაბლო, გარდაცვლილი ვეტერანი

2 0

შავნაბადას ბატალიონი გარდაცვლილი მებრძოლები, ვეტერანები

2 0

აქვსენტი (ტასო) ნაჭყებია 1963-1993წწ. გარდ. სოხუმი დაბ. სოხუმი აფხაზეთი

7 0


სამაჩაბლო 2008 გარდაცვლილ მებრძოლთა სია ფოტომასალით რეგიონის, ქალაქის, სოფლის მიხედვით.

2 0


სამაჩაბლოში გარდაცვლილი მებრძოლთა სრული სია 01-16 აგვისტო 2008 წელი

2 0

შინაგან საქმეთა სამინისტრო რედ. ირმა ირემაძე

2 0