ხიმშიაშვილი (ალექსანდრე ალექსანდრეს ძე ადჟარსკი) შერიფ-ბეგ, (1833_92), თავადი, გენერალ-მაიორი (1879), პირველი აჭარელი გენერალი; შერიფ-ბეგი (ხიმშიაშვილი)
Serif beg ximSiaSvili (Александр Александрович Аджарский) (07.01.1829-1892) general-maiori (26.02.1879) (დ. 1829 — გ. 1892, პეტერბურგი (დასაფლავებულია სოფ. ქოჩახში) — დიდი თავადი, ზემო-აჭარის უკანასკნელი მთავარი, გენერალ-მაიორი, საზ. მოღვაწე, აჰმედ-ფაშას ძე. ბათუმისათვის ბრძოლაში დიდი მნიშვნელობა ენიჭებოდა აჭარის ბეგების მიერ დაკავებულ პოზიციას. მათ შორის ყველაზე ძლიერი შერიფ ბეგ ხიმშიაშვილი მტკიცედ ადგა რუსეთის ორიენტაციას და აჭარის საქართველოსთან შეერთების გზას.
მას შემდეგ რაც ოსმალეთის იმპერიამ აჭარელ ბეგებს უფლებები შეუმცირა, ბეგებმა დაიწყეს რუსეთისაკენ ლტოლვა იმ იმედით, რომ რუსეთში მცხოვრები ქართველი თავადები უფრო დაწინაურებულ მდგომარეობაში იმყოფებოდნენ. შერიფ-ბეგი, განსაკუთრებით ხელს უწყობდა რუსეთს აჭარის დაბრუნების საქმეში. მან რუსეთ-თურქეთის უკანასკნელი ომის დროს ზემო-აჭარის მთავარმა, თურქეთს ზურგი აქცია და რუსეთს ერთგულება გამოუცხადა და როგორც გავლენიანმა პირმა, რუსეთის ჯარს დიდად გაუადვილა ამ აჭარის შემოერთება. მისი ეს დამსახურება უყურადღებოდ არ დარჩა რუსეთის მთავრობის მხრიდან და როდესაც 1880 წელს პეტერბურგში ჩავიდა რუსეთის იმპერატორმა მიიღო სიტყვებით: „არ დავივიწყებ ომის დროს შენს მიერ გაწეულ სამსახურსო“. ამ დროს შერიფ-ბეგი რუსის სახელმწიფო სამსახურში შტაბ-ოფიცრის ხარისით იყო; დაენიშნა პენსია მისი ხარისხის შესაფერისი; თანაც გამოეცხადა, რომ თუ ვინიცობაა, აჭარა ისევ ოსმალთ დარჩა და თქვენ იძულებულ იქმენით აქაურობა დატოვოთ, მაშინ რაც ამ მხარეში მამული გაქვთ, იმდენივე მამული მოგეცემათ რუსეთის იმპერიაშიო. ხოლო შერიფ-ბეგის მამული იყო: ყარსის ოლქში 400 დესეტინა საშენი ტყე, შიგ ყარსშივე სავაყუფო (მეჩეთებისათვის შეწირული), დუქნები, აჭარის სავაყუფო (საეკლესიო), სოფლები: ხულო, დიდაჭარა, დოსხევი, ალმე და საზაფხულო საძოვრები. ყოველივე ამას ოსმალეთის სულთნების ფირმანებით და ქართველ მეფეტა მიერ ბოძებულ გუჯარებით ფლობდნენ შერიფ-ბეგის წინაპარნი და როგორც მათი კანონიერი მემკვიდრე, ფლობდა აგრეთვე შერიფ ბეგიც.
აჭარა რუსეთმა დაიპყრო თუ არა, რუსეთის მთავრობის წინაშე სარჩელი აღძრა შერიფ-ბეგმა — ჩემი მამულები რუსეთის კანონის თანახმად დამიმტკიცეთო. იმავე ხანებში კომისია შედგა ახლად შემოერთებული ტერიტორიის სამამულო კითხვათა გამოსაკვლევად. 1883 წელს ამ კომისიამ, განიხილა აჭარის სამამულო საქმეებიც და დაადგინა: აჭარის ყველა მამულები ოსმალების ხელში სახელმწიფო ქონებას წარმოადგენდა და მაშასადამე ახლაც სახელმწიფო ქონებად უნდა დარჩესო. ხოლო შერიფ-ბეგის საკუთრებად მარტო 16 დესეტინა მიწა იცნო. 1889 წელს მთავრობას თავიდან მიმართა თხოვნით თავისი მამულების შესახებ, მაგრამ 1892 წელს გენერალ-მაიორის ხარისხით გარდაიცვალა ისე რომ სიცოცხლეში არაფერს არ მოსწრებია.
შერიფ-ბეგი პეტერბურგში გარდაიცვალა და ანდერძის თანახმად, მისი ნეშტი შვილებმა აჭარაში სოფელ ქოჩახში გადმოასვენეს.
შერიფ ბეგს დიდი ოჯახი ჰყავდა. დარჩა 20 შვილი (11 ვაჟი და 9 ქალი).
ძეები: 1) აბას ბეგი, მილიციის მაიორი (გ. 1890), 2) მურთაზ-ბეგი (გ. 1876, ხულოში), 3) ისა-ბეგი, მილიციის მაიორი, ახალციხის მაზრის დისტანციის უფროსი, 4) ჯემალ-ბეგი არმიის კავალერიის როტმისტრი, 5) ზექერია-ბეგი, 6) თემურ-ბეგი, 7) ყაია-ბეგი, 8) მუსტაფა-ბეგი, 9) ჰაშიშ-ბეგი, 10) ჯაფარ-ბეგი, 11) იზეთ-ბეგი.
ქალიშვილები: 1) ილდიზ-ხანუმა (გათხოვდა სტამბოლში), 2) ნიზამა-ხანუმა (შავშეთში გათხოვდა ნური-ბეგ ხიმშიაშვილზე), 3) ზეინაბ-ხანუმი (შავშეთში გათხოვდა), 4) სონა-ბატი (ბატი, ე. ი. ბატონი), 5) ვერა-ბატი, 6) ასია-ბატი, 7) ნეუ-ჰიბა-ბატი, 8) სარა-ბატი, 9) ფატიმა ბატი.
ზოგიერთი ცნობით შერიფ-ბეგი პეტერბურგში მის ორ ვაჟთან (ისა-ბეგი და ჯემალ-ბეგი) ერთად ქრისტიანულად მოინათლა.
შერიფ ბეგის ყველაზე ახალგაზრდა მეუღლე, რუსეთის მეფე ალექსანდრე III მეუღლის, მარია ფეოდოროვნას ბიძაშვილი იყო. მარია ფეოდოროვნა კი ინგლისის დედოფლის ვიქტორიას და იყო. გერმანელი მეუღლისაგან შეეძინა ქალიშვილი — ვერა-ბატი, რომელიც 1890 წელს იონა მეუნარგიას მოანათვლინა. ისინი სხალთაში არიან დასაფლავებულნი.
სამუსლიმანო საქართველოში ეროვნულ–გამანთავისუფლებელი მოძრაობის ლიდერი, ზემო-აჭარის უკანასკნელი მთავარი შერიფ–ბეგ ხიმშიაშვილი (აჰმედ– ფაშას ძე) დაიბადა დაბა ხულოში ძველი ქართული ტრადიციების მატარებელ ოჯახში. მამამისი ახალციხის საფაშოს ხელმძღვანელობდა. მას დიდი წვლილი მიუძღვის 1828–1929 წლების რუსეთ–ოსმალეთის ომის მიმდინარეობის დროს ახალციხის საფაშოს დიდი ნაწილის შემოერთებაში. მას, როგორც საფაშოს გამგებელს, თავდადებით არ უბრძოლია ახალციხის შესანარჩუნებლად.
მისი ძალების შებრძოლება რუსეთის არმიასთან მოჩვენებითი ხასიათისა იყო, რადგან კარგად ახსოვდა მამის სიტყვები: „ჩვენი სამშობლო საქართველოა და არა ოსმალეთი“. აჰმედ ფაშა 1836 წელს, 55 წლისა მოულოდნელად, საეჭვო ვითარებაში გარდაიცვალა. 7 წლის შერიფის აღზრდა ითავა დედამ, დუდი ხანუმ ბეჟანიძემ. მეუღლის გარდაცვალების შემდეგ ოსმალეთის სულთნის კარმა მას დაავალა აჭარის გამგებლობა. დუდი ხანუმმა მხარის გამგებლობა მიანდო მაზლს, ჰუსეინ–ფაშას, თავად კი მალევე წავიდა სტამბოლში, რათა შვილის განათლებასა და მისთვის ბეგობის
წოდების მოპოვებაზე ეზრუნა. უამისოდ შერიფი ვერ გახდებოდა აჭარის მმართველი, ვერ დაიკავებდა მამის თანამდებობას.
8
სტამბოლში დუდი ხანუმს დამხმარედ ეგულებოდა ოსმალეთის ფადიშაჰის მაჰმუდ მეორის მეუღლე შუშანი თავდგირიძე, რომელიც წარმოშობით ქობულეთიდან იყო და ოსმალეთის სულთნის კარზე დიდი ავტორიტეტით სარგებლობდა.
მან მართლაც დიდი პატივით მიიღო დაქვრივებულ დუდი ხანუმი და შემდგომშიც არ აკლებდა ყურადღებას. შერიფი მიაბარეს უფლისწულებისთვის განკუთვნილ სკოლაში, სადაც საფუძვლიანი განათლება მიიღო. ქართულად წერა–კითხვა და ქართული ლიტერატურა კი ოჯახში შეისწავლა დედის დახმარებით.
სანამ შერიფი სრულწლოვანი გახდებოდა, მანამდე ზემო აჭარას დუდი–ხანუმი მართავდა. იგი დიდი ავტორიტეტით სარგებლობდა უბრალო ხალხშიც და სულთნის სამეფო კარზეც. განსაკუთრებული გონიერება გამოიჩინა მან 1844 წელს, როცა აჭარის მოსახლეობა აუჯანყდა ოსმალეთის ხელისუფლებას დამატებითი გადასახადების შემოღების გამო. თურქეთის სულთანმა მღელვარების ჩასახშობად მრავალრიცხოვანი ჯარი გამოგზავნა და რომ არა დუდი–ხანუმის დიპლომატიური ნიჭი ადგილობრივ მოსახლეობას დიდი საშიშროება ელოდა.
15 წლის შერიფი აჭარაში ფაშის ტიტულით დაბრუნდა. სულთან აბდულ–მეჯიდს მისი სასახლის კარზე დატოვება სურდა, მაგრამ დუდი–ხანუმის პირადი თხოვნა გაითვალისწინა და შერიფი ზემო აჭარის მმართველად დაამტკიცა. მისი მმართველობის დროს სისხლის აღებისა და ყაჩაღობის შემთხვევები საგრძნობლად შემცირდა. შერიფ-ბეგ ხიმშიაშვილის პიროვნებას ბევრი მოგზაური თუ მკვლევარი მოუხიბლავს თავისი განათლებით, ენამახვილობითა თუ დარბაისლობით. მასზე მოგონებები დაგვიტოვეს: ივანე კერესელიძემ, დიმიტრი ბაქრაძემ, ზაქარია ჭიჭინაძემ, ნიკოლოზ არჯევანიძემ და სხვებმა. 1874 წლის გაზაფხულზე შერიფ ბეგის სტუმარი ყოფილა გიორგი ყაზბეგი.
გიორგი ნიკოლოზის ძე ყაზბეგი 1840-1921წწ რუსეთის გენერალი დ. სტეფანწმიდა(ყაზბეგი)
იგი მასპინძელს ასე ახასიათებს: „შერიფ ბეგი 45 წლისაა, საშუალოზე მაღალი, წარმოსადეგია. მას ტიპიური ქართული სახე აქვს, იგი ძალზე ჭკვიანია, კარგი მოუბარი და ენამოსწრებული, თავისებურად განათლებული და რაც მთავარია, ხელიდან ყველაფერი გამოუდის. ჩვენ ვნახეთ მისი გაკეთებული ხმალი, რომელსაც ოქროს ზარნიში და ვერცხლის შემკულობა აქვს... ბეგმა თვითონ ჩამოასხა სპილენძის პატარა ზარბაზანი, კაკლის ხისგან კი საკმაოდ ფაქიზად გააკეთა რამდენიმე სკამი და დივანი. გარდა ამისა, შერიფ ბეგი კარგი მხატვარიცაა. სახლის
თითქმის ყველა კედელს მისი ნახატი ამშვენებს“. შერიფ ხიმშიაშვილს ძალიან უყვარდა ქართული ლიტერატურა, მშობლიური ენა და კულტურა. ეს ნათლად ეტყობა მის წერილებს. ამ მხრივ სანიმუშოა 1879 წელს გაზეთ „დროებაში“ დაბეჭდილი მისი წერილი – „გულწრფელი აღსარება“, რომელიც გამოირჩევა ფილოსოფიური სიღრმით. მხატვრული ოსტატობით და, რაც მთავარია, სამშობლოს უსაზღვრო სიყვარულითა და ნათელი მომავლის რწმენით.
1877–1878 წლების ომში ბათომისათვის ბრძოლაში დიდი მნიშვნელობა ენიჭებოდა აჭარის ბეგების მიერ დაკავებულ პოზიციას. მას შემდეგ რაც ოსმალეთის იმპერიამ აჭარელ ბეგებს უფლებები შეუმცირა, მათ დაიწყეს რუსეთისაკენ ლტოლვა, რადგან ხედავდნენ, რომ იქ მცხოვრები ქართველი თავადები უფრო დაწინაურებულ მდგომარეობაში იმყოფებოდნენ. შერიფ-ბეგი, განსაკუთრებით უწყობდა ხელს რუსეთს აჭარის დაბრუნების საქმეში. მისი ეს დამსახურება უყურადღებოდ არ დარჩა იმპერიის მთავრობას და როდესაც რუსეთის გამარჯვების შემდეგ, 1879
წელს, აჭარის დელეგაცია პეტერბურგში ჩავიდა, შერიფ–ბეგს რუსეთის იმპერატორმა პირადად უთხრა – არ დავივიწყებ ომის დროს შენს მიერ გაწეულ სამსახურსო და სახელმწიფო ხაზინიდან 15 ათასი მანეთი ოქროთი გადასცა.
შერიფ-ბეგი ამ პერიოდში სახელმწიფო სამსახურში შტაბ-ოფიცრის ხარისხით მსახურობდა; მას დაენიშნა მისი ჩინის შესაფერისი პენსია; თანაც გამოეცხადა, რომ თუ ვინიცობაა, აჭარა ისევ ოსმალეთს დარჩა და თქვენ იძულებული გახდით აქაურობა დატოვოთ, რაც ამ მხარეში მამული გაქვთ, იმდენივე მამული მოგეცემათ რუსეთის იმპერიაშიო. შერიფ-ბეგს ეკუთვნოდა: ყარსის ოლქში 400 დესეტინა საშენი ტყე, შიგ ყარსშივე სავაყუფო (მეჩეთებისათვის შეწირული), დუქნები, აჭარის სავაყუფო (საეკლესიო), სოფლები: ხულო, დიდაჭარა, დოსხევი, ალმე და საზაფხულო საძოვრები. ყოველივე ამას ოსმალეთის სულთნების ფირმანებითა და ქართველ მეფეთა მიერ ბოძებული გუჯარებით ფლობდნენ შერიფ-ბეგის წინაპარნი და როგორც მათი კანონიერი მემკვიდრე, თავად შერიფ ბეგიც.
აჭარა რუსეთმა დაიპყრო თუ არა, რუსეთის მთავრობამ შექმნა კომისია, რომელმაც 1883 წელს განიხილა აჭარის სამამულო საქმეები და დაადგინა: აჭარის ყველა მამულები ოსმალების ხელში სახელმწიფო ქონებას წარმოადგენდა და მაშასადამე ახლაც სახელმწიფო ქონებად უნდა დარჩესო. შერიფ-ბეგის საკუთრებად მხოლოდ 16 დესეტინა მიწა ცნეს. 1889 წელს, როცა უკვე გენერალ–მაიორი იყო, მან მთავრობას კვლავ მიმართა თხოვნით თავისი მამულების თაობაზე, მაგრამ ისე გარდაიცვალა, რომ სიცოცხლეში არაფერს არ მოსწრებია. 1892 წელს შერიფ ხიმშიაშვილი მიწვეული იყო პეტერბურგში, რუსეთის სამეფო კარზე. იგი იქ გაცივდა, დაავადდა და იმავე წელს გარდაიცვალა. ანდერძის თანახმად, მისი ნეშტი შვილებმა აჭარაში გადმოასვენეს. დაკრძალულია თავის საზაფხულო აგარაკზე ქოჩახში.
შერიფ-ბეგს დიდი ოჯახი ჰყავდა. დარჩა 20 შვილი (11 ვაჟი და 9 ქალი). ზოგიერთი ცნობით იგი პეტერბურგში ქრისტიანულად მოინათლა და ნათლობის სახელად ალექსანდრე ეწოდა, ნათლიის – იმპერატორ ალექსანდრე II პატივსაცემად. შერიფ-ბეგის შვილები – ისა ბეი, თემურ ფაშა და ჯემალ ფაშა, რუსული განათლების მიუხედავად, მეფის რუსეთის წინააღმდეგ გამოდიოდნენ. ისინი პირველი მსოფლიო ომის დროს და შემდგომაც, რუსეთის წინააღმდეგ იბრძოდნენ. შერიფ-ბეგის ყველაზე ახალგაზრდა მეუღლე, რუსეთის იმპერატორის ალექსანდრე III მეუღლის, მარია ფეოდოროვნას ბიძაშვილი იყო. მარია ფეოდოროვნა კი ინგლისის დედოფლის ვიქტორიას და გახლდათ. გერმანელი მეუღლისაგან შერიფს შეეძინა ქალიშვილი — ვერა-ბატი (ანუ ბატონი), რომელიც 1890 წელს იონა მეუნარგიას მოანათვლინა. ისინი სხალთაში არიან დასაფლავებულნი.
10
დღეს, სოფელ სხალთაში (ხულოს მუნიციპალიტეტი), სახლში, რომელშიც XIX საუკუნეში ცხოვრობდა და მოღვაწეობდა შერიფ ხიმშიაშვილი, გახსნილია მისი სახელობის მუზეუმი. შერიფ ხიმშიაშვილმა და მისმა შთამომავლებმა პირნათლად შეასრულეს მათი წინაპრის სელიმ ხიმშიაშვილის (შერიფის ბაბუა) ანდერძი, რომელიც წარმოთქვა ღალატით შეპყრობილმა თავის მოკვეთის წინ – ,,მართალია მე თავს მჭრით, მაგრამ გეტყვით გურჯისტანი ოსმალოს სამუდამოდ მაინც არ შეგრჩებათ. ამის ხსოვნას მე ჩემს შვილებს დავუტოვებო", – და მათ მართლაც გმირულად
გააგრძელეს სელიმის საქმიანობა. დაჯილდოებული იყო ,,წმ.ვლადიმერის,, მე-III ხარ.ორდენით (1881) აგრეთვე ,,მეჯიდიეს,, მე-V (1879) და ,,ოსმანიეს,, მე-IV (1879) ორდენებით. შერიფ ხიმშიაშვილი პირველია და ერთადერთი გენერალი აჭარიდან რუსეთის იმპერიის პერიოდში.
ითანამშრომლა მამუკა გოგიტიძე 1963წ აკადემიკოსი
ქართველი გენერლები აჭარიდან ავტორი მამუკა გოგიტიძე სრული სია