სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 11175

მთავარი იუბილარი/ ხსენება

გენერლები საქართველოდან 800-ზე მეტი /Генералы/Generals
გენერლები საქართველოდან 800-ზე მეტი
ალექსი ქავთარაძე გაბრიელის ძე 1821-1907წწ გენერალ ლეიტენატი წარმ. სოფ. წიფორი დუშეთი ალექსი ქავთარაძე გაბრიელის ძე 1821-1907წწ გენერალ ლეიტენატი წარმ. სოფ. წიფორი დუშეთი ალექსი ქავთარაძე გაბრიელის ძე 1821-1907წწ გენერალ ლეიტენატი წარმ. სოფ. წიფორი დუშეთი ალექსი ქავთარაძე გაბრიელის ძე 1821-1907წწ გენერალ ლეიტენატი წარმ. სოფ. წიფორი დუშეთი

1821-1907 წწ. გარდ. 86 წლის

ბმულის კოპირება

გენერლები საქართველოდან 800-ზე მეტი

გვარი ქავთარაძე სია

დუშეთი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

427       ბეჭდვა

ალექსი ქავთარაძე გაბრიელის ძე 1821-1907წწ გენერალ ლეიტენატი წარმ. სოფ. წიფორი დუშეთი

ქავთარაძე ალექსი გაბრიელის ძე (1821-1907), ინფანტერიის გენერალი (1900), 1890_94 IX ქვეითი დივიზიის მეთაური, „წმ. გიორგის“ IV (1854), III ხარისხის ორდენები (1879) და ოქროს ხმალი (1878); 


ალექსი ქავთარაძე (დ. 1820 — გ. 1907) — რუსეთის არმიის გენერალი. 1886 წლის 5 ივლისს ქალაქ პოლტავაში სამხედრო პირთა დიდი გამოცოცხლება შეიმჩნეოდა. აქ საზეიმო ვითარებაში აღინიშნა ალექსი გიორგის ძე ქავთარაძის 50 წლის სამხედრო მოღვაწეობა. მაგრამ იგი განსაკუთრებული სიმპათიით სიყვარულითა და პატივისცემით სარგებლობდა არა მარტო სამხედროთა შორის, არამედ საზოგადოებაშიც, რომელშიც მას უხდებოდა ყოფნა, ჰქონდა მასთან კონტაქტი და ურთიერთობა.


გენერალი ქვათარაძე რუსეთის არმიის მამაც მეომარტა რიცხვს ეკუთვნოდა; იგი ნახევარი საუკუნის განმავლობაში იბრძოდა რუსული იარაღის დიდებისათვის და სამშობლოს დასაცავად. მისი სიცოცხლე არაერთხელ ყოფილა განსაცდელში; იგი მონაწილეობდა 8 სამხედრო ლაშქრობაში; დაწყებული 1841 წლიდან იგი მუდმივად იყო კავკასიის ექსპედიციებისა და 1877-1878 წლების რუსეთ-თურქეთის ომში. მთელი თავისი სახელოვანი სამხედრო ცხოვრება მან თითქმის კავკასიაში განვლო. იგი მონაწილეობდა კავკასიის არმიის ბრწყინვალე ოპერაციებსა და თვით შამილის დატყვევებაში, აგრეთვე 1877-1878 წლების ომის ოპერაციებში, რომლებმაც დიდება მოუტანეს მთელ რუსტა მხედრობას. ბრძოლებში იგი ყოველთვის გამოირჩეოდა მამაცობითა და შეუდრეკელობიტ; თანამედროვეთა სიტყვებით, იგი იბრძოდა როგორც ლომი, რამდენიმეჯერ ყოფილა დაჭრილი, არაერთი ორდენი ამშვენებდა მის გულმკერდს, მათ შორის ჯარისკაცის ჯვარიც. როგორც მეთაური, გენერალი ქავთარაძე იყო მკაცრი, მაგრამ სამართლიანი და ჰუმანური; მან შეძლო რიგითი მებრძოლების სიყვარულისა და პატივისცემის დამსახურება.


1907 წელს გენერალ-ლეიტენტი ა.ქვთარაძე გარდაიცვალა, როდესაც იგი სრულიად რუსეთის დაჭრილთა საზოგადოების კომიტეტის წევრი იყო.


რუსეთის არმიის ინფანტერიის გენერალი ალექსი გაბრიელის ძე ქავთარაძე (ქოვთორაძევი) დაბადებულია 1821 წლის 15 ივლისს. იგი ნახევარი საუკუნის განმავლობაში იბრძოდა რუსული იარაღის დიდებისათვის და ძალიან წარმატებული სამხედრო კარიერა ჰქონდა: მონაწილეობა აქვს მიღებული 8 სამხედრო ლაშქრობაში, მათ შორის – კავკასიის არმიის ბრწყინვალე ოპერაციებსა და თვით შამილის დატყვევებაში.


განათლება ალექსი ქავთარაძემ კერძო სასწავლებელში მიიღო. 1837 წელს იგი ჯარისკაცად ჩაირიცხა შავი ზღვის სახაზო №10 ბატალიონში. 1842 წელს მონაწილეობდა გურიის გლეხთა აჯანყების ჩახშობაში, რისთვისაც დაჯილდოვდა მე–4 ხარისხის სამხედრო ორდენის წარჩინების ნიშნით. 1844 წელს მან მიიღო პრაპორშჩიკობა; 1848 წელს – პოდპორუჩიკობა, ხოლო, 1850 წლის 25 იანვარს –  პორუჩიკობა; ამავე წელს გადაიყვანეს ლეიბგრენადერთა ერევნის მე-13 პოლკში. 1852 წლის 3 ივნისიდან კი იგი, უკვე, შტაბს–კაპიტანია.

განსაკუთრებული დამსახურება მიუძღვის ალექსი ქავთარაძეს 1853–1855 წლების ყირიმის ომში. მან თავი ისახელა ცნობილ ქიურუქ-დარის ბრძოლაში. აქ მოწინააღმდეგეების პოზიციების ცენტრზე შეტევის დროს შტაბს–კაპიტანმა ქავთარაძემ ერევნის პოლკის მეორე ბატალიონის ორი ასეულით იერიში მიიტანა და გაანადგურა თურქთა ძირითადი ძალების დასახმარებლად მიმავალი ნაწილები. ბრძოლაში გამოჩენილი სიმამაცისა და გამჭრიახობითვის იგი წმინდა გიორგის მე–4 ხარისხის ორდენით დააჯილდოვეს.


ასევე შეუდრეკელი იყო ალექსი ქავთარაძე ყარსის იერიშის დროს; 1855 წლის 17 სექტემბერს მას უბოძეს წმინდა გიორგის მეორე ხარისხის ორდენი და კაპიტნის ჩინი. 1859 წელს მეფისნაცვალმა ბარიატინსკიმ მაიორობა მიანიჭა, ხოლო,  1861 წელს დაინიშნა მეფისნაცვლის ფლიგელ-ადიუტანტად, 1863 წლიდან ალექსი ქავთარაძე პოდპოლკოვნიკია; 1865 წ. დააჯილდოვეს წმინდა სტანისლავის მეორე ხარისხის ორდენით მახვილებით; 1871 წელს მან პოლკოვნიკის წოდება მიიღო და მეორედ დაიმშვენა გულმკერდი წმინდა სტანისლავის მეორე ხარისხის ორდენით, ამჯერად გვირგვინით.


1874 წელს ალექსი ქავთარაძე დაინიშნა დერბენდის 154-ე ქვეითი პოლკის მეთაურად. ამ პოლკის შემადგენლობაში მიიღო მან  მონაწილეობა რუსეთ–თურქეთის 1877–1878  წლების მთელ კამპანიაში და არაერთ საბრძოლო წარმატებას მიაღწია, განსაკუთრებული დამსახურება მიუძღვის პოლკოვნიკ ქავთარაძეს თურქეთის საველე ჯარების განადგურებაში  ავლიარ–ალაჯის სიმაღლეებზე. მის პოლკს ყველაზე რთული ამოცანა დაევალა. მას უნდა აეღო ძლიერად გამაგრებული ორლოვის სიმაღლეები და დამკვიდრებულიყო მასზე. ალექსი ქავთარაძის საოცარმა ენერგიამ და სიმამაცემ უზრუნველყო დერბენდელთა გამარჯვება მოწინააღმდეგის ძალებზე, ამ გამარჯვებამ კი განაპირობა კორპუსის წარმატება და მუხტარ–ფაშას არმიის სრული განადგურება. ბრძოლაში გამოვლენილი განსაკუთრებული დამსახურებისათვის ალექსი ქავთარაძე წმინდა გიორგის მესამე ხარისხის ორდენით დაჯილდოვდა, გენერალ-მაიორის წოდება მიენიჭა და იმპერატორის ამალაში ჩაირიცხა.

1886 წლის 5 ივლისს ქალაქ პოლტავაში საზეიმო ვითარებაში აღინიშნა ალექსი ქავთარაძის 50 წლის სამხედრო მოღვაწეობა. მისი გვარი სამუდამოდაა შეტანილი ლეიბგრენადერთა ერევნის მე-13 პოლკისა და დერბენდის 154–ე ქვეითი პოლკის სიებში.

1889 წლის 8 ოქტომბერს ალექსი ქავთარაძე დანიშნეს მე–9 ქვეითი დივიზიის მეთაურად, ხოლო, 1890 წლის 30 აგვისტოს გენერალ-ლეიტენანტის ჩინში აამაღლეს და წმინდა სტანისლავის პირველი ხარისხის ორდენით დააჯილდოვეს.

გენერალი ქავთარაძე 1890–1894 წლებში იყო მე–9 ქვეითი დივიზიის უფროსი და ამავე დროს, 1907 წლის 4 ივლისამდე,  სრულიად რუსეთის დაჭრილთა საზოგადოების კომიტეტის წევრი.

გენერალ–ლეიტენანტი ალექსი ქავთარაძე გარდაიცვალა 1907 წელს, სანკტ–პეტერბურგში. იგი დაოჯახებული იყო და 7 შვილი ჰყავდა.

წყარო: 

1. https://ka.wikipedia.org/wiki/ალექსი_ქავთარაძე

2. nobility.pro/ru/statya/754-kavtaradze-aleksej-gavrilovich 

3. http://regiment.ru/bio/K/179.htm

4. 1853-1856 წლების რუსეთ-თურქეთის ომი ქართულ პრესაში / მოამზადა დარეჯან ანდრიაძემ // ისტორიული მემკვიდრეობა : სამეცნიერო-პოპულარული ჟურნალი. - თბილისი, 2010. - დეკემბერი. - N11(13). - გვ.27-29

5. ჟორდანიაოთარქართველები კავკასიის არმიის გენერალიტეტში : (1801-1900 წწ.)// ცხუმ-აფხაზეთის მეცნიერებათა აკადემია : შრომები. - თბილისი, 2012. - [ტ.] IV. - გვ.82-111



ქაისხევთან ახლოს მდებარეობს სოფელი ველთაურები, რომელშიცველთაურთა გვარის ხალხი მკვიდრობდა. ეთნოგრაფიული მასალებით, ამგვარის წინაპრები მთიულეთის სოფელ წიფორიდან მოსულან და მათიადრინდელი გვარი ქავთარაძე ყოფილა. გვარი ველთაური მხოლოდქავთარაძეების აქ ჩამოსახლების შემდეგ წარმოქმნილა. ველთაურებისალოცავადაც წიფორში დადიოდნენ. ისინი შიდა ქართლის დაბლობში ადგილისსივიწროვის გამო გადმოსახლებულან. მთხრობელის სიტყვით, "ბევრი ხალხიყოფილა და უთქვამთ, წავიდეთ, გადავსახლდეთო. სამი ძმანი ყოფილან. მოსულაერთი ძმა და ნარიმანიძეებს გაუგდიათ, რომლებიც ველთაურებზე ადრე იყვნენგადმოსახლებული მთიულეთიდან. შემდეგ მეორე ძმა წამოსულა. ისიცგაუგდიათ ნარიმანიძეებს. შემდეგ მესამე ძმა მოსულა და ის კი ვერ გაუგდიათ,ძალიან ყარაჩოხელი ბიჭი ყოფილა. სულ იმ ერთი კაცის შთამომავლები ვართ.კაცის სახელზე გადმოიტანეს გვარი ველთაური". საყურადღებოა, რომ 1781 წ.მთიულეთის სოფ. ქავთურთკარში მოსახლეობდნენ "ველთაურის შვილი ივანე,ოქუა, გამახარე" (ივ. ჯავახიშვილი, 1967, გვ. 119). უფრო ადრინდელ, 1774 წ.აღწერაში ეს ოჯახი ორი გვარით "ქავთარაძით" და "ველთაურით" მოიხსენიება. 


კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 01.01.2021
ბოლო რედაქტირება 14.02.2023
სულ რედაქტირებულია 2

ნათია ბოტკოველი
ნათია ბოტკოველი ბოლო რედაქტირება 08.12.2021
სულ რედაქტირებულია 1



ნაპოლეონთან მებრძოლი ქართველი გენერლები

1 0


ქართველი გენერლები რუსეთის არმიაში 1698-1917წწ ანბანის მიხედვით

1 0


კონსტანტინე ყარანგოზიშვილი 1852-07წწ გარდ. რუსეთის გენერალი, ოდესის კომენდანტი. დაბ. დუშეთი,მხცეთა მთიანეთი

2 0


ჯამბურია, ელგუჯა ნოეს ძე დაბ. 1951 პოლიციის გენერალ მაიორი წარმ. მარტვილი

2 0

ბესარიონ ტატაშის ძე დგებუაძე 1835-1882წწ გენერალ-მაიორი დაბ. მარტვილი

2 0

ივანე გურგენიძე პაატას ძე (1841-1907), თავადი, გენერალ-მაიორი (1903); წარმ. ასპინძა

2 0