პოლიციის ლეიტენანტი ზაზა სულიკოს ძე ქავთარაძე დაიბადა 1963 წლის 14 ივლისს ქ. თბილისში.
თბილისის 71-ე საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ მოიხადა სავალდებულო სამხედრო სამსახური. დაამთავრა ეკონომიური ინსტიტუტი. სიმართლე და პატიოსნება მისი ხანმოკლე, მაგრამ კაცური ცხოვრების მეგზური იყო. უყვარდა საქართველოს ყოველი მიწა, ოცნებობდა მომავალზე...
მუშაობდა შ.ს. მე-6 სამმართველოში მე-5 განყოფილების ინსპექტორად.
1993 წლის 1 სექტემბერს მას მიენიჭა პირველადი წოდება პოლიციის უმცროსი ლეიტენანტი.
1993 წლის 18 სექტემბერს ზაზა ქავთარაძე წასული იყო სამმართველოს თანამშრომლებთან ერთად აფხაზის ეპარატისტების წინააღმდეგ საბრძოლველად, რომელიც 24 სექტემბერს მოწინავე ხაზზე მყოფი ნაღმტყორცნის ჭურვით მძიმედ დაიჭრა გულმკერდის მარცხენა ნახევარში და ფეხებში.
უმცროსი ლეიტენანტ ქავთარაძეს იმავე დღეს გაუკეთდა ქირურგიული ოპერაცია ქ. სოხუმში და მეორე დღეს გადმოყვანილი იქნა ქ. თბილისში შ.ს.ს. ჰოსპიტალში სამკურნალოდ. მტკივნეული იყო მისთვის სოხუმის დატოვება, მაგრამ არ დაეცა ბოლომდე და იმედით იყო, რომ უკან დაბრუნდებოდა თავის თანამებრძოლეებთან.
ოპტიმისტურად განწყობილ ქავთარაძე ზაზას ეგონა სიკვდილს არასოდეს დაუჩოქებდა, მუხლებზე დაიმტვრევდა და დაამარცხებდა, მაგრამ უთქმელად დაანება, რისთვის და რატომ ვერავინ გაიგო, მისი სიკვდილით მიყენებული ჭრილობა არასოდეს შეხორცებოდა.
1993 წლის 13 ოქტომბერს უმცროსი ლეიტენანტი ქავთარაძე ზაზა კი სამუდამოდ დაეცა...
საქართველოს სახელმწიფოს მეთაურის ბრძანებულებით 1994 წლის 10 ნოემბერს ქავთარაძე ზაზა დაჯილდოვდა ვახტანგ გორგასლის მეორე ხარისხის ორდენით.