სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 11175

მთავარი იუბილარი/ ხსენება

გენერლები საქართველოდან 800-ზე მეტი /Генералы/Generals
გენერლები საქართველოდან 800-ზე მეტი
ტარასი ვაშაკიძე დავითის ძე 1876-1937წწ საქართველოს გენერალი დაბ. სოფ. დიდი გუბი, ხონი იმერეთი Тарас Давидович Вашакидзе ტარასი ვაშაკიძე დავითის ძე 1876-1937წწ საქართველოს გენერალი დაბ. სოფ. დიდი გუბი, ხონი იმერეთი Тарас Давидович Вашакидзе ტარასი ვაშაკიძე დავითის ძე 1876-1937წწ საქართველოს გენერალი დაბ. სოფ. დიდი გუბი, ხონი იმერეთი Тарас Давидович Вашакидзе

1876-1937 წწ. გარდ. 61 წლის

ბმულის კოპირება

გენერლები საქართველოდან 800-ზე მეტი

გვარი ვაშაკიძე სია

ხონი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

487       ბეჭდვა

ტარასი ვაშაკიძე დავითის ძე 1876-1937წწ საქართველოს გენერალი დაბ. სოფ. დიდი გუბი, ხონი იმერეთი Тарас Давидович Вашакидзе

ვაშაკიძე ტარასი დავითის ძე(8 ივნისი, 1873-26 თებერვალი, 1937) 


Тарас Давидович Вашакидзе (груз. ტარას დავითის ძე ვაშაკიძე) (1873 — 1937) — русский и грузинский военный деятель, полковник (1916); генерал-майор (1918). Герой Первой мировой войн, участник Гражданской войны.



 გენერალ-მაიორი (1918) „წმ. გიორგის” IV ხარისხის ორდენი (1916) და საფრანგეთის უმაღლესი სამხედრო ჯილდო „Medaille Militaire“ (1915); დაბადების ადგილი: სოფელი დიდი გუბი, ახლანდელი ხონის მუნიციპალიტეტი.

დაამთავრა ქუთაისის საქალაქო სასწავლებელი (1891) და თბილისის იუნკერთა სასწავლებელი (1895).

სამხედრო სამსახური დაიწყო დერბენდის 154-ე პოლკში. I მსოფლიო ომში (1914-1918) კავკასიის ფრონტზე სარიყამიშის ოპერაციის დროს, 1914 წლის 22 დეკემბერს თავისი ასეულით დაატყვევა ოსმალთა ჯარის მე-9 კორპუსის სარდალი ისჰაკ-ფაშა თავისი შტაბით (მაშინ ეწოდა "შაითან-კაპიტან"). ამ გმირობისათვის ტარასი ვაშაკიძეს მიენიჭა პოლკოვნიკის წოდება (1916, პოდპოლკოვნიკობის გამოტოვებით). საფრანგეთის პრეზიდენტმა კი გადასცა სამხედრო მედალი, რითაც მხოლოდ არმიათა სარდლებს აჯილდოებდნენ. 1918-1921 წლებში ქართულ არმიაში მეთაურობდა გაგრა-ტუაფსეს მიმართულებით მოქმედ შენაერთებს. 1921-1937 წლებში მსახურობდა საქართველოს ფინანსთა სახალხო კომისარიატში. საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის გენერალი (1918), "შაითან-კაპიტნად" წოდებული.


წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.III.–თბ., 2014.-გვ.198; სამხედრო ფიცის ერთგულნიქართველი გენერლები.-თბ., 2015.-გვ.62

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • წმინდა გიორგის IV ხარისხის ორდენი
  • წმინდა ანას II ხარისხის ორდენი
  • წმინდა სტანისლავის II ხარისხის ორდენი
  •  ქართველი სამხედრო მოღვაწე, გენერალ-მაიორი ტარას ვაშაკიძე, რომელიც მონაწილეობდა პირველ მსოფლიო ომში. მან განსაკუთრებით გამოიჩინა თავი სარიყამიშის ბრძოლაში. 22 დეკემბერს კაპიტანმა ვაშაკიძემ წარმოუდგენლად რისკიანი, შეიძლება ითქვას, თავხედური მანევრი განახორციელა: მან ორ ნაწილად გაყო თავისი ასეული. პირველი დანაყოფით შეუმჩნევლად მოუარა ზურგიდან მტერს და პოზიციიდან უკან დასახევი ერთადერთი ბილიკი გადაუჭრა. მეორე დანაყოფი კი, უშუალოდ თავისი მეთაურობით, სწრაფი მარშით დაძრა თურქთა შტაბისკენ და ორივე მიმართულებით ერთდროულად გაუხსნა ცეცხლი ხეობაში მომწყვდეულ ორჯერ უფრო მრავალრიცხოვან მოწინააღმდეგეს, რომელსაც თოვლის სქელი საფარის გამო გადაადგილება უჭირდა. დანებების გარდა სხვა გამოსავალი აღარ დარჩა. კაპიტანმა ვაშაკიძემ ტყვედ იგდო: მეცხრე კორპუსის მეთაური ისხან-ფაშა, სამი დივიზიის მეთაური თავიანთი შტაბით, 107 სხვადასხვა რანგის ოფიცერი, სამედიცინო პერსონალი, 2 000-ზე მეტი ასკერი თოფ-იარაღით, 8 ზარბაზანი და 24 ტყვიამფრქვევი, ვაზნები, ბანაკი, ჰოსპიტალი, ცხენები და ასე შემდეგ. საკმარისი იყო თურქთა მხრიდან ოდნავი შეეჭვებაც კი და მთელი ავანტიურა ჩაიშლებოდა. „მათ რომ სცოდნოდათ, რამდენი ვიყავით სინამდვილეში, ჯოხებითაც თავისუფლად გამოგვრეკავდნენ ტყიდან ცელქობის გამო“, – ირონიულად აღნიშნავდა თავის მოგონებებში სარიყამიშის გმირი. მან ტყვეები შტაბში წაასხა და რუსთა ჯარის გაოგნებულ მეთაურს ჩააბარა. როცა ერთ-ერთმა თურქმა გენერალმა ვაშაკიძის მანევრის შესახებ გაიგო, გაბრაზებულმა დაიყვირა: „ღმერთმა დალახვროს შაითან-კაპიტანი!“. მას შემდეგ ტარას ვაშაკიძეს მეტსახელად ეშმაკს, ანუ „შაითან კაპიტანს“ ეძახდნენ.






გიორგი კალანდიას სტატია


გუშინ ჩვენი მუზეუმის ისტორიაში კიდევ ერთი საინტერესო და ამაღალვებელი ამბავი მოხდა, მოქალაქემ მოიტანა ფოტო რომელიც საჩუქრად გადმოგვცა, მე სამწუხაროდ სამსახურში არ ვიყავი და როცა სამუშაო ოთახში მიბრუნებულს მაგიდაზე ნაცნობი ადამიანის ფოტო დამხვდა, დიდხანს თვალებს არ ვუჯერებდი, უკანა მხარეს ფოტოს ეწერა „შაითან კაპიტანი“. მაშ ასე ნაჩუქარ ფოტოზე გამოსახულია ტარასი დავითის ძე ვაშაკიძე (1876-1937)-ქართველი სამხედრო მოღვაწე, გენერალ-მაიორი.. განსაკუთრებით გამოიჩინა თავი სარიყამიშის ბრძოლაში. 22 დეკემბერს კაპიტანმა ვაშაკიძემ წარმოუდგენლად რისკიანი, შეიძლება ითქვას, თავხედური მანევრი განახორციელა, მან ორ ნაწილად გაჰყო თავისი ასეული. პირველი დანაყოფით ზურგიდან მტერს უკანდასახევი ერთადერთი ბილიკი გადაუჭრა. მეორე დანაყოფი კი უშუალოდ თავისი მეთაურობით სწრაფი მარშით დაძრა თურქთა შტაბისკენ და ორივე მიმართულებით ერთდროულად გაუხსნა ცეცხლი ხეობაში მომწყვდეულ ოცჯერ უფრო მრავალრიცხოვან მოწინააღმდგეს, რომელსაც თოვლის სქელი საფარის გამო გადაადგილება უჭირდა. ვაშაკიძემ თავისი ასეული ისე განალაგა რომ მტერს ეგონა დაუძლეველ არმადასთან ჰქონდა საქმე და ამიტომ ვაშაკიძეს თითქმის უბრძოლველად დანებდა. ამ ოპერაციის შედეგად ქართველმა სამხედრომ ტყვედ იგდო ოსმალთა მე-9 კორპუსის მეთაური ისხან-ფაშა. სამი დივიზიის მეთაური თავიანთი შტაბებითურთ, 107 სხვადასხვა რანგის ოფიცერი, სამედიცინო პერსონალი, 2000-ზე მეტი ასკერი თოფ-იარაღით, 8 ზარბაზანი და 24 ტყვიამფრქვევი, ვაზნები, ბანაკი, ჰოსპიტალი, ცხენები, მოლები და ა.შ. საკმარისი იყო თურქთა მხრიდან ოდნავი შეეჭვებაც კი და მთელი ავანტურა ჩაიშლებოდა „მათ რომ სცოდნოდათ, რამდენი ვიყავით სინამდვილეში, ჯოხებით თავისუფლად გადმოგვრეკავდნენ ტყიდან “-ირონიულად შენიშნავდა მოგვიანებით თავის მოგონებებში სარიყამიშის გმირი. მან ტყვეები შტაბში წაასხა და რუსთა ჯარის გაოგნებულ მეთაურს ჩააბარა. როდესაც ერთ-ერთმა თურქმა გენერალმა ვაშაკიძის მანევრის შესახებ გაიგო, გაბრაზებულმა დაიყვირა „ღმერთმა დალახვროს შაითან-კაპიტანიო“. მას შემდეგ ტარას ვაშაკიძეს მეტსახელად „ეშმაკ“ ანუ „შაითან კაპიტანს“ ეძახდნენ. 1915 წელს ვაშაკიძეს მიენიჭა პოლკოვნიკის წოდება და წმინდა გიორგის, წმინდა სტანისლავისა და წმინდა ანას ორდენები. 1918 წელს ჩადგა დამოუკიდებელი საქართველოს სამხედრო სამსახურში და მიიღო გენერალ-მაიორის წოდება. ამ ადამიანის ფოტოს მე საქართველოს ვერცერთ არქივსა და მუზეუმში ვერ მივაგენი, დღეიდან იცოდეთ რომ მისი ორიგინალი ფოტო ხელოვნების სასახლეში ინახება


კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 01.01.2021
ბოლო რედაქტირება 21.04.2023
სულ რედაქტირებულია 3





ნაპოლეონთან მებრძოლი ქართველი გენერლები

1 0


ქართველი გენერლები რუსეთის არმიაში 1698-1917წწ ანბანის მიხედვით

1 0


კონსტანტინე ყარანგოზიშვილი 1852-07წწ გარდ. რუსეთის გენერალი, ოდესის კომენდანტი. დაბ. დუშეთი,მხცეთა მთიანეთი

2 0


ჯამბურია, ელგუჯა ნოეს ძე დაბ. 1951 პოლიციის გენერალ მაიორი წარმ. მარტვილი

2 0

ბესარიონ ტატაშის ძე დგებუაძე 1835-1882წწ გენერალ-მაიორი დაბ. მარტვილი

2 0

ივანე გურგენიძე პაატას ძე (1841-1907), თავადი, გენერალ-მაიორი (1903); წარმ. ასპინძა

2 0