გურული გენერლები XVIII საუკუნიდან 1921 წლამდე ავტ. მამუკა გოგიტიძე
თაყაიშვილი ვარლამ სიმონის ძე (1857-1934), გენერალ-მაიორი (1905), 1903-05 ბაქოს და განჯის გუბერნატორი;
დაბადების ადგილი: სოფელი ლიხაური, ახლანდელი ოზურგეთის მუნიციპალიტეტი.
დაამთავრა გენერალური შტაბის აკადემია.
მონაწილეობდა რუსეთ-ოსმალეთის(1877–1878) ომში. 1895–1903 წლებში იყო თავდაპირველად ციმბირის, შემდეგ კავკასიის სამხედრო ოლქის მიმოსვლის გზების უფროსი. 1903–1906 წლებში მეთაურობდა 115-ე ვიაზმის ქვეით პოლკს, იყო ელიზავეტპოლის დროებითი გენერალ-გუბერნატორი. 1906 წლიდან თადარიგში გავიდა. დაჯილდოებულია წმინდა ვლადიმირის, წმინდა ანას, წმინდა სტანისლავის სხვადასხვა ხარისხის ორდენებით. რუსეთის იმპერიის არმიის გენერალ-მაიორი(1905), ექვთიმე თაყაიშვილის ძმა. 1921 წლიდან ემიგრაციაში იმყოფებოდა.
წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.III.–თბ., 2014.-გვ.487
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
- წმინდა ვლადიმირის ორდენი
- წმინდა სტანისლავის ორდენი
- წმინდა ანას ორდენი
- Такайшвили Варлам (Варлаам) Степанович (11.02.1857 – ?)
генерал-майор с 1905
https://likhauri.wordpress.com/tag/%E1%83%95%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%9A%E1%83%90%E1%83%9B-%E1%83%97%E1%83%90%E1%83%A7%E1%83%90%E1%83%98%E1%83%A8%E1%83%95%E1%83%98%E1%83%9A%E1%83%98/