დიმიტრი თაყაიშვილი ( 6 იანვარი 1919-1998) მსახიობი, მხატვარი, პედაგოგი.
დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.
დაამთავრა სამხატვრო სასწავლებელი 1938 წელს; თბილისის სამხატვრო აკადემიის ფერწერის ფაკულატეტი 1944 წელს.
1944-1945წწ. კვალიფიკაციის ასამაღლებლად მივლინებული იყო მოსკოვის ფერწერის ინსტიტუტის დეკორატიულ სახელოსნოში პროფ. მ. ბობიშევთან; 1945 წლიდან მოსკოვის მოძრავი მუსიკალური თეატრის მთავარი მხატვარი; 1946-1947წწ. მოსკოვის საოლქო მუსიკალური თატრის დამდგმელი მხატვარი; 1947-1948წწ. ქ. ნოგინსკის საოლქო დრამატული თეატრის მხატვარი; 1949-1951წწ. თბილისის მოზარდ მაყურებელთა ქართული თეატრის მთავარი მხატვარი; 1952-1957წწ. ქუთაისის თეატრის მთავარი მხატვარი; 1955 წელს დააარსა ქუთაისის სამხატვრო სკოლა; 1957 წლიდან მოღვაწეობდა კინოსტუდია "ქართულ ფილმში"; 1968 წლიდან ხელმძღვანელობდა თბილისის სამხატვრო აკადემიის კინოსა და ტელევიზიის სახელოსნოს; 1985 წლიდან ფერწერის ფაკულტეტის პროფესორი. დამდგმელი მხატვარია ფილმების: "განაჩენი"(1959), "ერთი ცის ქვეშ"(1961), "თეთრი ქარავანი"(1963), "მე ვხედავ მზეს"(1965), "ჯვარცმული კუნძული"(1968), "მხიარული რომანი"(1972), "არ დაიჯერო, რომ აღარა ვარ"(1975), "პირველი მერცხალი"(1975), "ნისლა"(1996) და სხვ.; გადაღებულია ფილმებში: "იყო შაშვი მგალობელი"(1970), "როცა აყვავდა ნუში"(თორნიკე), 1972), "მოხეტიალე რაინდები"(რედაქტორი, 1975), "აურზაური სალხინეთში"(ესტატე, 1975).