სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 11134

მთავარი იუბილარი/ ხსენება

გენერლები საქართველოდან 800-ზე მეტი /Генералы/Generals
გენერლები საქართველოდან 800-ზე მეტი
გიორგი თაყაიშვილი კონსტანტინეს ძე  1881-1921წწ   ქართველი გენერალი, დაბ. ოზურგეთი გურია Георгий Константинович Такаишвили

1881-1921 წწ. გარდ. 40 წლის

ბმულის კოპირება

გენერლები საქართველოდან 800-ზე მეტი

გვარი თაყაიშვილი სია

ოზურგეთი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

297       ბეჭდვა

გიორგი თაყაიშვილი კონსტანტინეს ძე 1881-1921წწ ქართველი გენერალი, დაბ. ოზურგეთი გურია Георгий Константинович Такаишвили


გურული გენერლები XVIII საუკუნიდან 1921 წლამდე ავტ. მამუკა გოგიტიძე

გიორგი თაყაიშვილი (დ. 26 მაისი1881 — გ. 1921) — ქართველი გენერალი.  ინჟინერ–გენერალი გიორგი კონსტანტინეს ძე თაყაიშვილი დაიბადა 1881 წლის 26 მაისს ოზურგეთის მაზრაში, აზნაურის ოჯახში. დაწყებითი განათლება მიიღო ქუთაისის კლასიკურ გიმნაზიაში.


Георгий Константинович Такаишвили

ჯარში მსახურობდა 1901 წლის 1 ოქტომბრიდან. დაამთავრა ნიკოლოზის საინჟინრო სასწავლებელი. გაანაწილეს მე–19 მესანგრეთა ბატალიონში. პოდპორუჩიკი (10.08.1902).  მონაწილეობდა რუსეთ–იაპონიისა (1904–1905) და პირველ მსოფლიო (1914–1918) ომებში. პორუჩიკი - (10.08.1906).

1909 – 1917 წლებში გიორგი თაყაიშვილმა რამდენიმე სამუშაო ადგილი გამოიცვალა: 1909–1910 წლები –აღმოსავლეთ ციმბირის მე–2 სანაპერწკლო ტელეგრაფის ასეული (ქ. ირკუსტსკი); 1910–1912 წლები –  კავკასიის სანაპერწკლო ტელეგრაფის 1–ლი ასეული; შტაბს-კაპიტანი (10.08.1910); 1912 წელს 1-თანრიგით დაამთავრა ნიკოლოზის საინჟინრო აკადემია; კაპიტანი (20.05.1912. წარჩინებისთვის); 1912–1913 წლები – მესანგრეთა მე–2 კავკასიური ბატალიონი; 1915–1917 წლები – მე-2 კავკასიური საარმიო კორპუსის ინჟინრის თანამდებობის მოვალეობის შემსრულებელი; პოდპოლკოვნიკი (30.07.1916). 1917 წლის 19 აპრილს დროებითი მთავრობის სამხედრო მინისტრის ბრძანებით დაინიშნა კავკასიის მე–2 საინჟინრო პოლკის მეთაურად, კავკასიის მე–2 საარმიო კორპუსის ინჟინრის თანამდებობის შენარჩუნებით; 1917 წლის 6 აგვისტოს მიენიჭა პოლკოვნიკის სამხედრო წოდება.



1918 –1921 წლებში გიორგი თაყაიშვილი მსახურობდა ქართულ ჯარში. მიენიჭა გენერლობა. იყო საინჟინრო ნაწილების უფროსი. ამავდროულად ეხმარებოდა აზერბაიჯანის მთავრობას, ბაქოს ციხესიმაგრის გამაგრებების პროექტირებაში და ასეთივე გამაგრებების პროექტირებაში რუსეთ–აზერბაიჯანის სასაზღვრო მდინარე სამურზე.

გიორგი თაყაიშვილი დაჯილდოებული იყო: წმინდა სტანისლავის ორდენის III (1907) და II (მახვილებით. 1916) ხარისხებით; წმინდა ანას ორდენის IV (მამაცობისთვის. 1916) და III (მახვილებითა და ბაფთით. 1916) ხარისხებით. 

1921 წელს, საქართველოს გასაბჭოების შემდეგ, გიორგი თაყაიშვილი ეწეოდა კონტრევოლუციურ საქმიანობას. მალევე დააპატიმრეს, ქონება ჩამოართვეს და დახვრიტეს.

წყარო:

1. http://www.grwar.ru/) 

2. გოგიტიძემამუკაგიორგი კონსტანტინეს ძე თაყაიშვილი // სამხედრო ფიცის ერთგულნი : ბიოგრაფიული ცნობარი) / მამუკა გოგიტიძე, გიორგი ბეჟიტაშვილი. - თბილისი, 2015. - გვ. 34





გიორგი კონსტანტინეს-ძე თაყაიშვილი
(26.05.1881 – 1924)
ინჟინერ-გენერალი (1918)
დაიბადა ოზურგეთის მაზრაში, აზნაურის ოჯახში. 
განათლება მიიღო ქუთაისის კლასიკურ გიმნაზიაში.
ჯარში მსახურობდა 1901 წლიდან. დაამთავრა ნიკოლოზის საინჟინრო სასწავლებელი (I-ი თანრიგით). მსახურობდა მე-19 მესანგრეთა ბატალიონში. 
მონაწილეობდა რუსეთ-იაპონიის (1904- 1905) და (1914-1918) წლების პირველ მსოფლიო ომებში. 
1909-1910 წლებში მსახურობდა აღმოსავლეთ-ციმბირის მე-2 სანაპერწკლო ტელეგრაფის ასეულში (ქ.ირკუტსკში). 
1910-1912 წლებში მსახურობდა კავკასიის სანაპერწკლო ტელეგრაფის 1-ლ ასეულში. 
1912-1913 წლებში მსახურობდა მესანგრეთა მე-2 ბატალიონში. 
1915-1917 წლებში მსახურობდა კავკასიის II საარმიო კორპუსის ინჟინრად.
 1917 წლის 19 აპრილს დროებითი მთავრობის სამხედრო მინისტრის ბრძანებით დაინიშნა კავკასიის მე-2 საინჟინრო პოლკის მეთაურად, ერთდროულად კავკასიის II საარმიო კორპუსის ინჟინრის თანამდებობის შენარჩუნებით.
 1917 წლის 6 აგვისტოს მიენიჭა პოლკოვნიკის სამხედრო წოდება.
 1918-1921 წლებში მსახურობდა ქართულ ჯარში. იყო საინჟინრო ჯარების უფროსი. ამავდროულად ეხმარებოდა აზერბაიჯანის მთავრობას, ბაქოს სიმაგრის გამაგრებების პროექტირებაში და ასეთივე გამაგრებების პროექტირებაში რუსეთ-აზერბაიჯანის სასაზღვრო მდინარე სამურზე. 
1921 წელს, საქართველოს გასაბჭოების შემდეგ, ეწეოდა კონტრევოლუციურ საქმიანობას, რის შედეგადაც ის იმავე წელსვე დააპატიმრეს, ქონება ჩამოართვეს და დახვრიტეს. 
ცნობილი იყო როგორც მოჭადრაკე.
 საბჭოთა კავშირის ჭადრაკის ისტორიაში დატოვა თავისი კვალი მისმა შვილმა -კოსტანტინე თაყაიშვილმა (1908-?), ირკუტსკის ჩემპიონმა ჭადრაკში.
დაჯილდოებული იყო
«წმ.სტანისლავის»  III (1907) და II (მახვილებით-1916) ხარ.,
 «წმ.ანას»  IV (მამაცობისათვის) და III (მახვილებით და ბაფთით-1916) ხარ. ორდენებით.



კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 01.01.2021
ბოლო რედაქტირება 21.04.2023
სულ რედაქტირებულია 3





ნაპოლეონთან მებრძოლი ქართველი გენერლები

1 0


ქართველი გენერლები რუსეთის არმიაში 1698-1917წწ ანბანის მიხედვით

1 0


კონსტანტინე ყარანგოზიშვილი 1852-07წწ გარდ. რუსეთის გენერალი, ოდესის კომენდანტი. დაბ. დუშეთი,მხცეთა მთიანეთი

2 0


ჯამბურია, ელგუჯა ნოეს ძე დაბ. 1951 პოლიციის გენერალ მაიორი წარმ. მარტვილი

2 0

ბესარიონ ტატაშის ძე დგებუაძე 1835-1882წწ გენერალ-მაიორი დაბ. მარტვილი

2 0

ივანე გურგენიძე პაატას ძე (1841-1907), თავადი, გენერალ-მაიორი (1903); წარმ. ასპინძა

2 0