თავადი ივანე ყაზბეგი 1860 წლის 11 ივნისს დაიბადა.
დაამთავრა სანკტ–პეტერბურგის I სამხედრო გიმნაზია, კონსტანტინეს მე–2 სამხედრო სასწავლებელი და ოფიცერთა საარტილერიო სკოლა. 1878 წლს 11 სექტემბრიდან მსახურობდა მე–20 საარტილერიო ბრიგადაში. 1880 წელს გახდა პრაპორშჩიკი, 1882 წელს – პოდპოპუჩიკი და 1985 წელს – პორუჩიკი; 1892 წელს ივანე ყაზბეგმა მიაღწია შტაბს–კაპიტნის, ხოლო 1896 წელს კაპიტნის წოდებას. 1904 წლის 21 ივნისიდან პოდპოლკოვნიკის წოდებას ატარებდა. 1904–1912 წლებში მეთაურობდა კავკასიის გრენადერთა საარტილერიო ბრიგადის 6 ბატარეას. 1912–1916 წლებში 1–ლ დივიზიონს, ხოლო 1916 წლის 12 მაისიდან – მთლიანად ბრიგადას.
1912 წლის 2 ოქტომბერს ივანე ყაზბეგს წარჩინებისთვის მიენიჭა პოლკოვნიკის სამხედრო წოდება. 1912 წლიდან ხელმძღვანელობდა ოფიცერთა საარტილერიო სკოლას. 1913 წელს კავკასიის გრენადერთა საარტილერიო ბრიგადის მეთაურის მოადგილედ მსახურობდა.
ივანე ყაზბეგი მონაწილეობდა რუსეთ–იაპონიისა (1904–1905) და პირველ მსოფლიო (1914–1918) ომებში. 1916 წლის 13 სექტემბრის ბრძანებით მას გენერალ–მაიორის წოდება ებოძა.
1918–1921 წლებში ივანე ყაზბეგი მსახურობდა ქართულ ჯარში, სამხედრო სამინისტროს ადმინისტრაციული განყოფილების უფროსად.
ჯგუფური ფოტო ყაზბეგი, დიმიტრი ყაზბეგი, ივანე (ვანო) ყაზბეგი, გიორგი ყაზბეგი, რაფაელ ყაზბეგი, გაბრიელ
1921 წელს, საქართველოს გასაბჭოების შემდეგ წავიდა ემიგრაციაში, ჯერ თურქეთში (სტამბოლი), 1922 წლიდან კი ქართველ ოფიცერთა ჯგუფთან ერთად შევიდა პოლონეთის ჯარში, სადაც მსახურობდა კონტრაქტით.
1923 წლის იანვარ–მარტში, მსმენელის რანგში მან გაიარა გადამზადება საპოლკო მეთაურთა მე–4 კურსზე, ქ. რემბერტოვოს კადრების მომზადების სასწავლო ცენტრში. ამავე წლის აპრილ–ოქტომბერში ასევე გაიარა გადამზადება საარტილეირო კურსებზე, ქვეითი პოლკებისა და არტილერიის მეთაურების საარტილერიო მსროლელ სკოლაში ქ. ტორუნში. აუცილებელი პრაქტიკის დამთავრების შემდეგ მიღებულ იქნა ქ. ტორუნის საარტილერიო სასწავლებელში მასწავლებლად, სადაც სავარაუდოდ დაჰყო 1926 წლამდე. 1928 წელს ივანე ყაზბეგი ირიცხებოდა ქ. რემბერტოვოს სასწავლო ცენტრის შტატში, სადაც მოგვიანებით მსახურობდა ლექტორად ქვეითთა მომზადების ხაზით. პოლონეთის არმიაში მან დაიმსახურა ბრიგადის გენერლის სამხედრო წოდება. 1931 წლის 31 აგვისტოს, კონტრაქტის დასრულების გამო, არმიიდან დათხოვილ იქნა თადარიგში.
ივანე ყაზბეგი, კირილე ქუთათელაძე და ზაქარია ბაქრაძე ერთადერთნი არიან საქართველოდან, ვინც სამი სახელმწიფოს გენერალი გახდა. ყველა მათგანი პოლონეთში ტრაგიკულად დაიღუპა.
საბრძოლო დამსახურებისა და სამსახურში წარჩინებისათვის ივანე ყაზბეგს მიღებული ჰქონდა შემდეგი ორდენები: წმინდა ანას III ხარისხის (1901); წმინდა ანას II ხარისხის (1902); ); წმინდა ვლადიმერის IV ხარისხის (1914); წმინდა ვლადიმერის III ხარისხის მახვილებით (1915); წმინდა ვლადიმერის IV ხარისხის მახვილებითა და ბაფთით (1915); წმინდა სტანისლავის II ხარისხის მახვილებით (1915); წმინდა ანას III ხარისხის მახვილებითა და ბაფთით (1916).
ივანე ყაზბეგი 1944 წლის 2 დეკემბერს გარადაიცვლა ქ. ვარშავაში. დაკრძალულია „Powazkowskim“–ის სასაფლაოზე.
ივანე ყაზბეგს მეუღლე, ეკატერინე ჩიჩუა ემიგრაციაში არ გაჰყოლია. იგი სამშობლოში დარჩა უმცროს შვილთან, ნიკასთან ერთად. ნიკა ყაზბეგი 1908 წლის 26 დეკემბერს დაიბადა. 1926 წელს მოეწყო თბილისის სამხატვრო აკადემიაში, თუმცა 1930 წელს, როგორც ემიგრანტისა და ხალხის მტრის შვილი, იძულებული გახდა დაეტოვებინა აკადემია. 1930 წლიდან ინტენსიურად მუშაობდა საქართველოს თითქმის ყველა წამყვან თეატრში. 1951 წელს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწის წოდება მიენიჭა. 1959 წლიდან დამდგმელ მხატვრად მუშაობდა კინოსტუდია ქართულ ფილმში, სადაც გააფორმა 17-მდე ფილმი, მათ შორის: „ნინო“, „ჯარისკაცის მამა“, „შეხვედრა წარსულთან“, „სამკაულები ჩემი სატრფოსათვის“, „ჩარირამა“ და სხვა. გარდაიცვალა 1983 წელს.
Иване Казбеги ( грузинский : ივანე ყაზბეგი ; польский : Ян [Иван] Казбек ; русский : Иван Николаевич Казбек , Иван Николаевич Казбек ) (11 июня 1860 — 2 декабря 1943) был грузинским солдатом, служившим последовательно в Императорской Русская , грузинская и польская армии.
Иване Казбеги родился в дворянской семье . Получив образование в военном училище в Петербурге , в 1878 году вступил в Российскую императорскую армию. В звании подполковника артиллерии участвовал в русско-японской войне 1904-05 . В 1912 году ему было присвоено звание полковника, а в 1915 году — генерал-майора. Во время Первой мировой войны Казбеги был заместителем командира Кавказской гренадерской артиллерийской бригады. После провозглашения независимости Грузии в 1918 году он служил в военном министерстве Грузии и возглавлял его административное подразделение. Советское вторжение в Грузию в 1921 году вынудило его эмигрировать в Константинополь , откуда он переехал в Польшу в 1922 году.Многие из его грузинских коллег Казбеги стали офицерами по контракту польской армии . В 1926 году он стал генерал-майором польской службы и читал лекции в Военной академии. [1] Он вышел в отставку в 1934 году и умер в Варшаве , будучи похоронен на военном кладбище Повонзки . [2] [3]
После эмиграции Казбеги его жена Екатерина Чичуа и их младший сын Ника остались в Советской Грузии. Ника Казбеги (1908–1983) сделала карьеру сценографа и в 1951 году получила звание заслуженной артистки Грузии .