სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 11175

მთავარი იუბილარი/ ხსენება

გენერლები საქართველოდან 800-ზე მეტი /Генералы/Generals
გენერლები საქართველოდან 800-ზე მეტი
გაბრიელ ყაზბეგი დიმიტრის ძე 1760-1817წწ გენერალ მაიორი დაბ. სტეფანწმიდა (ყაზბეგი)

1760-1817 წწ. გარდ. 57 წლის

ბმულის კოპირება

გენერლები საქართველოდან 800-ზე მეტი

გვარი ყაზბეგი სია

სტეფანწმიდა(ყაზბეგი) გამოჩენილი ადამიანები სრული სია

469       ბეჭდვა

გაბრიელ ყაზბეგი დიმიტრის ძე 1760-1817წწ გენერალ მაიორი დაბ. სტეფანწმიდა (ყაზბეგი)

ყაზბეგი-ჩოფიკაშვილი (კაზბეკოვი), გაბრიელ დიმიტრის (ყაზბეგის) ძე (1760-1817)




გენერალ-მაიორი. გაბრიელ ყაზბეგი-ჩოფიკაშვილი (კაზბეკოვი) - გენერალ-მაიორი, მრავალი ბრძოლის მონაწილე, მსახურობდა კავკასიის ცალკეულ კორპუსში, ხევის მოურავი (1790), ალექსანდრე ყაზბეგის პაპა.



გაბრიელ ყაზიბეგის ძე ყაზბეგი (ყაზიბეგიშვილი, ნამდვილი გვარი — ჩოფიკაშვილი; დ. დაახლ. 1760 — გ. 10 მარტი1817სტეფანწმინდა; დაკრძალულია იქვე, საგვარეულო ეკლესიის ეზოში) — ქართველი სამხედრო და პოლიტიკური მოღვაწე, ხევის მმართველი. მწერალ ალექსანდრე ყაზბეგის პაპა.

სტეფანწმინდის მოურავის ყაზიბეგ ჩოფიკაშვილის ძე. მამის გარდაცვალების შემდეგ, 1788 წელს ქართლ-კახეთის მეფე ერეკლე II-მ სტეფანწმინდის მოურავად გაბრიელი დანიშნა; შემდეგ აზნაურობაც ებოძა. მასვე ევალებოდა დარიალის ხეობის დაცვა და რუსეთთან დამაკავშირებელი გზის უსაფრთხოების უზრუნველყოფა. გაბრიელ ჩოფიკაშვილი განსაკუთრებით დაწინაურდა რუსეთის მიერ ქართლ-კახეთის ანექსიის (1801) შემდეგ. რუსეთის ჯარის საქართველოში გადაადგილების მხარდაჭერისთვის მოურავი (რუსული დოკუმენტებით — კაპიტან-ისპრავნიკი გაბრიელ კაზიბეკოვი) ოქროს მედლით (იმპერატორ ალექსანდრე I-ის გამოსახულებით ცისფერ ბაბთაზე) დააჯილდოვეს, 1803 წელს კი მაიორის წოდება მიანიჭეს. ამავე პერიოდში გაბრიელმა გვარად „ყაზბეგი“ აირჩია. რუსეთის წარმომადგენლები მისივე გვარსახელის მიხედვით ყაზბეგს უწოდებდნენ სოფელ სტეფანწმინდასაც. ხევში დიდი ავტორიტეტით სარგებლობდა, მაგრამ 1804 წელს აჯანყებულმა მთიულებმა მისი გადაბირება ვერ შეძლეს და გაბრიელ ყაზბეგი ბოლომდე რუსეთის ერთგული დარჩა როგორც 1804 წლის გამოსვლების, ასევე 1812 წლის კახეთის აჯანყების დროს. მისი ორივე ვაჟი — მიხეილი და ნიკოლოზი რუსეთის არმიაში მსახურობდნენ. გაბრიელ ყაზბეგი არის მისი შვილიშვილის, ალექსანდრე ყაზბეგის რომან „ელგუჯას“ ერთ-ერთი პერსონაჟის — სვიმონ ჩოფიკაშვილის პროტოტიპი.

ააშენა სტეფანწმიდის მთავარანგელზთა ეკლესია მდებარობს ქალაქ სტეფანწმიდაში






კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 01.01.2021
ბოლო რედაქტირება 01.01.1970
სულ რედაქტირებულია 0

ნათია ბოტკოველი
ნათია ბოტკოველი ბოლო რედაქტირება 01.03.2023
სულ რედაქტირებულია 2



ნაპოლეონთან მებრძოლი ქართველი გენერლები

1 0


ქართველი გენერლები რუსეთის არმიაში 1698-1917წწ ანბანის მიხედვით

1 0


კონსტანტინე ყარანგოზიშვილი 1852-07წწ გარდ. რუსეთის გენერალი, ოდესის კომენდანტი. დაბ. დუშეთი,მხცეთა მთიანეთი

2 0


ჯამბურია, ელგუჯა ნოეს ძე დაბ. 1951 პოლიციის გენერალ მაიორი წარმ. მარტვილი

2 0

ბესარიონ ტატაშის ძე დგებუაძე 1835-1882წწ გენერალ-მაიორი დაბ. მარტვილი

2 0

ივანე გურგენიძე პაატას ძე (1841-1907), თავადი, გენერალ-მაიორი (1903); წარმ. ასპინძა

2 0